1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

მადლობა ბიჭებო

with 34 comments

 

გერმანიასთან მატჩის მერე, ლამაზად, ემოციურად და ,ხატოვნად’ ვაპირებდი, ცხელ გულზე მოკლე პოსტის გამოცხობას, მაგრამ მივხვდი, რომ  ნანერვიულებს ენერგიის ნასახი არ მქონდა შერჩენილი და დღეისთვის გადავდე ეს საქმე. გადადებული საქმე კი… პოსტი გამოვიდა სხვანაირი, უფრო ფაქტებზე დაყრდნობილი და გრძელი. მთავარი ბოლოშია, ყურადსაღები დასაწყისშიც და შუაშიც, შესავალიც აუცილებელი იყო – ასე რომ, სულ უნდა წაიკითხოთ ))))

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თბილისში დედამოტყნულმა ლიაპის ტრუბეცკოიმ გადაწყვიტა ჩამოსვლა, ამ ჯგუფის ერთ სიმღერას ბოლო 3 დღეა თითქმის გამოურთავად ვუსმენ, მაგრამ… მაგრამ ,ლიაპის, ლიაპისის’ ძახილმა დამღუპა. მის კონცერტზე გადავწყვიტე ასვლა, თან რობი გამოდიოდა იმ დღეს. გამოვიდა, რომ რობიზე დავაგვიანე, ხოლო ლიაპისს ვერ და(მო)ვესწარი, იმტომ, რომ ხელი მოვიტეხე, თან ძალიან ცუდად(ამაზე დაწვილებით აქ იხილავთ). ლიაპისისთვის დაბრალება ცხადია მიზეზია, ისევე როგორც ხუმრობა იმაზე, რომ ერთს ხელი ჩამოვართვი და იმან დამთარსა ან ის რომ, ისევ არჩილა იყი გარეული ამ მზაკვრობაში. თუმცა ფაქტია, რომ დდტ–ს, რომელსაც ამდენი ხანი  ველოდებოდი, ცოცხლად ვერ მოვუსმინე. შემდეგ კი გავიგე, რომ 14 დღე ქალაქიდან ვერ გავიდოდი… არადა, ევროპის ჩემპიონატზე ვაპირებდი წასვლას, ამისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი, ბილეთები წინასწარ ვიყიდე, ვალები დავიმატე და უცებ ბრახ… მთელი ოცნებები, ჩანაფიქრები და ჩვენი ბრწყინვალე მიწაწყლის პირველად დატოვების გეგმები წყალში ჩამეყარა. ამას დაემატა სასმელის აკრძალვა და დიდი თუ პატარა პრობლემები სიყვარულთან დაკავშირებული. ერთი წამით წარმოიდგინეთ რა შეიძლება იყოს კაცისთვის უარესი – გეშლება ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე წასვლა, ერთი თვით უკრაინაში. იგებ, რომ დაახლოებით ორთვენახევარი გედება გიფსი და 3–4 თვე ვერ დალევ. სიყვარულმა ჩვენ კი არა, გადარია ტარიელი და ასევე, 4000 ლარის ზარალი. გვარიანი ვალები. პლუს სადღაც ერთი წლის მერე რკინების ამოღება(კიდე რას და როგორ შეახორცებენ ეს აფერისტები კაცმა არ იცის), ესეც ერთი უსიამოვნო ოპერაცია და 1000 ლარი. ფაქტობრივად 4–5 ათას ლარს(თან ვალს, რომელშიც ბანკი პროცენტებს გიმატებს) აგდებ იმაში, რომ არ წახვიდე უკრაინაში! და რამდენიმე თვე დაიტანჯო(თავისი ,ბონუს დაავადებებით’, რომელიც მოჰყვება მოტეხილობას). პლუს ხალხი, რომელსაც შენი ამბავი ფეხებზე ჰკიდია, თუ ჭირდები და კარგად ხარ ახლოს არიან თუ არა და შორს – სრული სიგიჟეა 🙂 ჰოდა, ეს შესავალი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სიტუაცია წარმოგედგინათ. ბევრად უარესი პრობლემები მქონია ცხოვრებაში, მაგრამ აი ამის გადატანა და ამასთან შეგუება რომ გამიჭირდა, ეგრე არაფრის. სხვებს დავცინოდი ხოლმე და ორი–სამი დღე ცხოვრებაში პირველად წავუდეპრესიე კიდეც, მაგრამ ნელნელა შევეგუე.

კი, შევეგუე, მაგრამ როცა ინგლისის ნაკრებმა ყოვლად უნამუსოდ და თავხედურად გადაწყვიტა იტალიასთან ჭიდილი, ახალმა ტალღამ წამომიარა და 2 დღე ვფიქრობდი… 2000 ლარიც ხო არ ვისესხო და წავიდეთქო. თუმცა ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი ჰალსტუხიანი, რესპექტაბელური ჯიპიანი სლესავით პრაგმატულად და საბოლოოდ, აღარ წავედი(არადა, ასეთ დროს გულს უნდა დაუჯერო). ძალიან მიმიწევდა გული, თან ნა ზლო მინდოდა წასვლა, ვისაც გაუხარდა ეს ცუდი ამბავი იმათ ჯინაზე და რაც მთავარია იტალია–ინგლისი! 9 ბილეთი მახმებოდა ხელში(შემახმა კიდეც საბოლოოდ), მეთქი მთელი ცხოვრებაა წისქვილებს ვებრძვი და რაღა ახლა დავნებდე ფორტუნასთქო, დაჟე მონეტამ გამიშვა, მაგრამ ვიფიქრე… ამ გიფსით, ნემსები საკეთებელი, ყველაფერზე დახმარება, ქალთან ნორმალურად ვერ ისა, სასმელი არა… და ასეთ უგემურ წასვლას, ამ ფინანსური კრიზისის ჟამს, მძიმე, მაგრამ მაინც უარი განვუცხადე. თან თავი მოვიტყუე, იტალია თუ მოიგებს აქაც გამიხარდება და თუ გავარდება იქ ორმაგად გატეხილში ვიქნებითქო. მოკლედ, თავი დავიბოლე, მაგრამ ამის მერე აღარასდროს მოვიქცევი ასე, პირობას ვდებ 🙂 – ჯობია გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და (უფრე მეტი და დიდ ხანს) ინანო!

როგორც კლაუდიო მარკიზიოს ტატუ გვამცნობს – შეუძლებელი არაფერია! ერთადერთი, რასაც ამ მდგომარეობის შემსუბუქება და ჩემი დროულად აზრზე მოყვანა შეეძლო(არარეალუირ ვარიანტებს თუ არ ჩავთვლით) იყო იტალიის გამარჯვება ევრო 2012–ზე. ბევრს არც ეს ეგონა რეალური და განსაკუთრებულ იმედებს არც მე ვამყარებდი, სხვადასხვა მიზეზების გამო(+მე სულ მგონია, რომ ჯგუფში ჩარჩებიან :დ). პრანდელის იტალიისგან ველოდი სიმპათიურ თამაშს და ვამბობდი, ისეთი ნაკრები იქნება უმეტესობის სიმპათიას რომ დაიმსახურებს, ლაღად და ლამაზად ითამაშებს და ლამაზადვე, დასანანად გავარდება ნახევარფინალშითქო… თუმცა მთლად მართალი არ ვყოფილვარ – არც შეფასებაში და არც იმაში, რომ მხოლოდ იტალიის გაჩემპიონება ,მიშველიდა’. სკუადრა აძურა ჯერ ჩემპიონი არ გამხდარა, ფინალი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ უკვე გავიმარჯვე(თ) 🙂 როგორ?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ვხვდებოდით. ,გენიოსების’ აზრით, ასეთი სუსტი იტალია არასდროს ყოფილა და ამ გუნდს შანსი არ ჰქონდა ,უძლეველ არმადასთან’. სინამდვილეში კი მივიღეთ, რომ პირველ ტაიმში იტალიამ შეჭამა ესპანეთი(არადა ეს ფინალამდე საუკეთესო მატჩი გახლავთ ესპანეთისა), მაგრამ გოლი ვერ გაიტანა – მომენტების გამოუყენებლობა, ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა იტალიისა. თამაში იყო ძალიან ლაღი და სანახაობრივი, იტალია კოხტა გოლით დაწინაურდა, მაგრამ ესპანელებმა ექსპერიმენტალური დაცვის შეცდომა შეირგეს, კარგი კომბინაცია ,ააწკაპუნეს’ და საბოლოოდ – 1:1. მატჩში რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი იყო  – ჩემი ,ლიუბიმჩიკის’ კლაუდიო მარკიზიოს ,სხოდუ’ დარტყმული და ასევე მისი შესანიშნავი გარღვევა, ასე ელეგანტურად და სხვანაირი სიტონკით თამაში, მარტო პიკოლო პრინჩიპეს, პინჩიპინოს შეუძლია, მაგრამ მარკიზიო თითქოს თავიდანვე დათარსული იყო და არ გაუმართლა. ბალოტელი ცელქობდა. ბუფონი მცველის როლში მოგვევლინა და ტორესს ბურთი აართვა. იმავე ტორესმა თავზე გადაუგდო ჯიჯის, მაგრამ კარსაც გადააცილა და ასე შემდეგ. ეს იყო უმაღლესი დონის მატჩი, კლასი იგრძნობოდა 🙂

თავიდანვე ვამბობდი, რომ ყველაზე რთული და ალბათ გადამწყვეტი მატჩი იტალიას ხორვატიასთან ელოდა. სლავენ ბილიჩის ძალიან კარგ გუნდთან, რომელმაც თავისი მატჩი, საკმაოდ ადვილად, ძალების დაზოგვით მოიგო უკლასო ირლანდიასთან. პირველ ტაიმში იტალია ისევ ხატავდა, ავანგარდული, ახალი, თამამი სტილით. მომენტები როგორ არ იყო… მაგრამ ბალოტელი არასერიოზულად ეკიდებოდა თავის შანსებს. მარკიზიოს და სხვებს არ უმართლებდათ და ასე იწურებოდა ტაიმი, მაგრამ დაინიშნა ჯარიმა, რომლის შესრულებაც ანდრეა პირლომ ითავა და რასაც ჰქვია შეასრულა 🙂 გვიანდელ პირლოს ჯარიმების კლასიკურ შემსრულებლად და ოსტატად მაინც ვერ მივიჩნევდი, მიუხედავად იმისა რომ საოცარი დარტყმის პატრონია(თუმცა მაინც პასი უფროა მისი საქმე), მაგრამ ფაქტია ბოლო დროს ჯარიმებსაც მოუხშირა. მეორე ტაიმში კი ხორვატიამ ჩვეული ჟინი გამოავლინა, მაგრამ გოლი მოჰყვა ერთადერთ შეცდომას, რომელიც იტალიამ დაუშვა დაცვაში , თან კიელინი შეცდა. მერე კი სკუადრა აძურამ შეტევაში იმდენი ვეღარ გააკეთა რომ ეს მატჩი მოეგო, არადა მოგება აუცილებელი გახლდათ, იმიტომ რომ ფრით იტალია მარტო თავის თავზე აღარ იყო დამოკიდებული 🙂

ნაცნობი სიტუაციაა არა? მერამდენედ ვარდება იტალია მსგავს სიტუაციაში, რაღაც კანონზომიერებაა… გუნდი კარგად თამაშობდა, მომენტებს ქმნიდა და მაინც ასე დაემართა. საინტერესოა რას ფიქრობდნენ უეფას ჩინოვნიკები, რომლებმაც არაფრით არ შეცვალეს წესები დანია–შვედეთის სამარცხვინო 2:2–ის მერე, როცა იტალია ჯგუფში ჩატოვეს(მაშინაც ასე არ იყო? შვედეთთან უამრავი მომენტი, ულამაზესი თამაში, მაგრამ მეორე გოლი არაფრით შევარდა, ბოლოს კი ზლატანის ჯადო–დარტყმა). არადა, იტალიის რეალური ძალა სწორედ მერე ჩანს, ჯგუფურის მერე 🙂 არ დაეჩაგრა წამპალ მორენოს 2002–ში უსირცხვილო კორეელებთან,  გასულიყო 2004–ში, არ ჩაეწყოთ სკანდინავიელებს ან ჩაეთვალათ 2 ჩასათვლელი გოლი 2010–ში და ეჭვი მაქვს ცოტა სხვანაირად იქნებოდა რაღაცეები 🙂 ფაქტია, წესები დასახვეწია, კრიტერიუმები გადასახედი. თორემ ახლაც, ესპანეთი–ხორვატიის მატჩში 2:2–ის ან უფრო შედეგიანი ფრის შემთხვევაში, იტალიას რა ანგარიშითაც არ უნდა მოეგო ვეღარ გავიდოდა.

ცხადია, ამას მოჰყვა დიდი მითქმა–მოთქმა. ნახევარი მსოფლიო(ან ევროპა მაინც) დარწმუნებული იყო, რომ ესპანეთი და ხორვატია 2:2–ს ითამაშებდნენ(და რაც მთავარია უმეტესობას ეს უხაროდა. იმიტომ, რომ იტალია ხომ ცუდია, ,ხიხიაა’ და ასე უსამართლოდ უნდა მოექცე – ვაი თქვენს პატრონს). მეორე ნახევარი ფიქრობდა, რომ ასე არ მოხდებოდა და მეც ამ მეორე ნახევარში შევდიოდი. ,წმინდა ესპანელები’ ამას არ იკადრებდნენ და იტიპებდნენ, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია რა მიზეზითაც და ჩანაფიქრითაც არ უნდა კეთდებოდეს. ხორვატები ცოტა დაბნეულები და ანერვიულებულნი ჩანდნენ. არაადეკვატური კომენტარებიც გაკეთდა, თავად სლავენისგან მაგალითად – მსაჯი იტალიას ეხმარებოდაო, როცა ბევრჯერ შეცდა მსაჯი იტალიის საზიანოდ :დ ასევე, იგველა ჩორლუკამ, ცოტა იაფფასიანად 🙂

ასეა თუ ისე, მოვიდა დღე, გადამწყვეტი დღე, როცა იტალიამ ბეწვის ხიდზე გაიარა. იტალია მიუხედავად ლამაზი და კარგი თამაშისა ირლანდიას დიდი სხვაობით ვერ მოუგებდა. ვერ მოუგებდა ბევრი ფაქტორის გამო – ნერვები, ექსპერიმენტალური და ტრავმიანი დაცვის ხარვეზები, რაც მთავარია შეტევაში მომენტების განიავება და დაცვაში ჩამდგარი მეტოქე. არადა, საქმე ისე წავიდა, რომ აძურას 3:0 სჭირდებოდა. იქით დიდი ხანი 0:0 იყო, ამ ანგარიშზე იტალია საერთოდ პირველ ადგილზე გადიოდა თუ თავის მატჩს მოიგებდა. სამაგიეროდ, 1:1 რომ დამთავრებულიყო იქით,  2:0-იც არ ეყოფოდა. ნერვების თამაში ბოლო წამებამდე გაგრძელდა. ესპანეთმა მაინც გაუტანა ძალიან კარგად მოთამაშე ხორვატიას. აქეთ კი შეცვლაზე შემოსულმა ბალოტელიმ ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო და მერე… მერე იყო ,ის მომენტი’, როცა ყველა რასისტს, ყველა უაზროდ ცუდად განწყობილს ბალოტელი ,რაღაცის’ თქმას უპირებდა(ერთი ვერსიით ამის თქმას: ,ისინი ყველანი ნაბიჭვრები არიან’.), მაგრამ მას ჩუვაკი ლეონარდო ბონუჩი  მიეჭრა და პირზე ხელი ააფარა, დაუვიწყარი ეპიზოდი გახლდათ. ამასობაში,  დადგა მომენტი, როცა უსამართლობის გრძნობით აღსავსე ვიყავი და ვყვიროდი, მესამე გაიტანეთ, გვიჩალიჩებენმეთქი. იმიტომ, რომ თუ 2:2 არ მეგონა, სამაგიეროდ დარწმუნებული ვიყავი, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში 1:1 გახდებოდა, ჩაწყობის გარეშეც, ხორვატია თავისუფლად გამტანი იყო. სიმართლე ითქვას, ახლაც მიკვირს, რომ იქ 1:1 არ გახდა და ვბრაზობ ბიჭებზე, რომ 3 ბურთით არ მოუგეს მოხუცი ტრაპის ირლანდიას.

იტალია გავიდა! და იმავე წამს მიხვდა ყველა(ვისაც აღქმის რეალური უნარი, ოდნავი სუბიექტურობა და ინტუიცია გააჩნია), რომ იტალია ამით უკვე აღარ დაკმაყოფილდებოდა 😉 ამ ისტორიას შეეწირა ძალიან კარგი ხორვატია, რომელიც ბევრს სჯობდა ტურნირზე, რომელიც დაჩაგრეს ესპანეთთან… მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს 🙂
ესპანეთი კი არა იმდენად თამაშით, არამედ იმიტომ არის დიდი გუნდი, რომ სუფთად ჩაატარა ეს შეხვედრა.

დასანანია ის, რო გამოჩნდა ხალხი, სტერეოტიპებს აყოლილი ხალხი, რომლებმაც ისევ ამოჩემებული და დაზეპირებული ფრაზებით დაიწყეს იტალიის კრიტიკა. აი დიადი ესპანეთი როგორ მოიქცა და იტალია აუცილებლად ჩააწყობდა მაგ დროსო – არადა, საინტერესოა რის საფუძველზე კეთდება ხოლმე მსგავსი დასკვნები, როცა იტალიას ანგარიში ვინმეს საზიანოდ არ ჩაუწყვია, სამაგიეროდ კი ძალიან ახლო წარსულში იყო უკვე ნახსენები შემთხვევა, როცა აძურა აქეთ დაიჩაგრა, მაგრამ ,ამათი’ ლოგიკით მაინც იტალიაა დამნაშავე, მტყუანი და ჩამწყობი ))))))))) ჟილეზნაია ლოგიკა.

გაირკვა რომ სკუადრა აძურა ინგლისს შეხვდებოდა და აქ ,ექსპერტების’ ახალი განცხადებები წამოვიდა – ინგლისის 70% იტალიას 30%. ბალოტელი ხომ ფეხბურთელი არ არის და ბოლო ბოლო ეს კასანოც რას წარმოადგენს ან ვინ არის დი ნატალე? ერთი რუნი ჯობია მაგათ ყველას… იყო მსგავსი და უარესი განცხადებებიც. ვერ გავიგეთ, რომ ყველა ვისაც ფეხბურთი უთამაშია ექსპერტი არ არის(საერთოდ ფეხბურთის ცოდნა, პრაქტიკის გარდა ცხადია და თამაში, რადიკალურად განსხვავებული რაღაცეებია). ყველას ტყუილად ჰგონია თავი ამ ქვეყანაში პოლიტიკისა და ფეხბურთის სპეციალისტი.  ეს ყველაფერი კი გაფიქრებინებს, რომ ეს ხალხი ან საერთოდ არ უყურებს ფეხბურთს ან… არ ვიცი.

მოხდა კი ის, რომ იტალიამ ინგლისი გააუპატიურა. ინგლისური გამოთქმაა, დედოფლისადმი რა  იყო და ქალებისადმი მიმართული: ,,თუ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, დანებდი და მიიღე სიამოვნება”. თუმცა ინგლისი არ დანებდა და იღბლის წყალობით უნდოდა გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ ძალიან ლამაზი თამაში აჩვენა და უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც მრავლად ჰქონდა… ინგლისელებმა კარში 120 წუთის მანძილზე ერთხელ დაარტყეს 🙂 და იქაც ბუფონმა გაიბრწყინა(თუმცა ამის ფონზეც, ინგლისმა კიდევ რაღაც წინააღმდეგობა გაუწია იტალიას და შანსი ჰქონდა, ეს კი ,პროფესორების’ მიერ გალანძღული ჰოჯსონის დამსახურებაა 😉 ). პენალტებში კი პირლოს გენია ჩაერთო და… ანდრეამ ფსიქოლოგიურად გააფუჭა, პენალტებში (და)ისედაც გაფუჭებული ინგლისელები. მერე ბოღმიანებმა დაიწყეს საუბარი, რა პანიკა ატეხეთ პირლოზე, პინტომ რომ აუღო ასეთი დაგავიწყდათო? და ერთი კითხვა ჩნდება – მერე რა? 🙂 კი, რომ აეღო მეკარეს დაიცინებოდა, მაგრამ გაიტანა და გმირი გახდა – ბუნებრივია 🙂  რა პინტო… მთავარია, რომ ყველაზე საჭირო დროს, ურთულეს მომენტში, პირლომ გარისკა, შეასრულა, გაიტანა და მოიგო. როგორი პენალტიც იყო, ზუსტად ასე აჯობა იტალიამ ინგლისს.

ჰაჰ, თქვენ გეგონათ, ასე ადვილად დამარცხდებოდნენ იტალისს უაზროდ მოძულენი, სტერეოტიპების მოყვარულები თუ ,პროფესორები’? ახლა უყურეთ რა მოიფიქრეს – რა აჟიოტაჟი ატეხეთ, გუნდმა ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ასე გავიდა ნახევარფინალში, ხოლო 4 გოლიდან 3 სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანაო… და ნუთუ არცერთ მათგანს არ მოუვიდა კითხვა – მერე რა ბლიად? აი რა? )))))))))))) რა არის ცუდი სტანდარტული მდგომარეობიდან გოლის გატანაში? პლუს, როცა ჯარიმა ან კუთხური ინიშნება ეს ნიშნავს რომ გუნდი უტევს ხო? და თუ ფატალურად არ უმართლებს(როგორც იყო კიდეც) და მომენტებს ვერ იყენებს, სტანდარტულიდან გატანა გრეხად ეთვლება? )))) იგივეა ყბადაღებული ფრეების თემა, არ გაუმართლა და ვერ მოიგო, მაგრამ გავიდა! ვოტ ი ვსიო.

ინგლისთან მატჩში გავჭაღარავდი, რამდენიმე წელი დავკარგე. კიდევ უფრო გავხდი… ძალიან პრინციპული მატჩი იყო ჩემთვის, ისედაც და არაადეკვატური და ვითომ მცოდნე ხალხის გასაჩუმებლადაც. თან იმ თამაშით იტალია რომ გავარდნილიყო, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა(ალბათ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთად, მაგრამ დაჟე მაგას აჯობებდა მგონი), რომელსაც ცოცხლად ვნახავდი. როგორც მერე ერთმა კარგმა კაცმა თქვა, კიდევ კარგი ინგლისმა არ მოიგო პენალტებში და ევროპა ამ ლამაზი გუნდის გარეშე არ დატოვა. ამჯერად, ფორტუნამ ინამუსა და სამართალმა პური ჭამა 🙂 სანახაობაც იყო.

ასევე მივიღეთ უკლასიკურესი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქმნება ცრუ სტერეოტიპები… იქამდე ტურნირზე 0:0 არ იყო ნათამაშები და ბედის ირონიით იტალიის მატჩი დასრულდა უგოლოდ. იმ წუთას გამოენთნენ – აბა რააა, თუ ვინმე 0:0–ს ითამაშებდა, იასნია იტალიაო. არადა, კარგით რა 🙂 თუ კი ვინმე იყო დამნაშავე იმაში, რომ ის მატჩი უგოლოდ დასრულდა – ინგლისი(და ასევე მისი მეგობარი ძაღლის ბედი). ის ვარიანტია ისევ – ვი ნე ზნაიტი კაკ პაპადაიუტ მალინკიე დევოჩკი ვ კინო? )))) დიახ დიახ, ცრუ სტერეოტიპები სწორედ ასე იქმნება, თან ერთი თუ ამოიჩემეს ვინმე ან რამე…

აი ასეა, იტალია მძიმეა ჯგუფში, მაგრამ ბევრს არ ითხოვს. უბრალოდ თანაბარ პირობებში ჩააყენე… ნუ ჩაუწყობ. აი როგორც სამსახურში ახალმისულს ხელის წაკვრა რომ გჭირდება, რათა ოდნავი თავდაჯერება იგრძნო და მერე შენსას გააკეთებ, ეგრეა იტალიაც. თუმცა თუ ვინმე ,ძმაკაცის შვილი’ დაგიყენეს წინ, ჩაგიწყვეს… შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ ან სულ არ მიგიღებენ ან ჩრდილში იქნები ან კი ნაგლი უნდა იყო, ნაგლი კი ყოველთვის და ყველა ვერ იქნება. უბრალოდ, იყოს თანაბარი პირობები, ჩაწყობის და მსაჯების შეცდომების გარეშე(რის გამოც იტალია ასევე არაერთხელ დაჩაგრულა) განა ბევრია?

გერმანიასთან მატჩის წინ ისე აღარ ვნერვიულობდი. იმიტომ, რომ ეს უკვე ორი დიდი ნაციის და ორი ღირსეული მეტოქის, ორი ლამაზი გუნდის ომი იყო. ვიცოდი, წაგების შემთხვევაშიც თავაწეულნი დავტოვებდით ევროს. თუმცა თამაშის დროს დაიწყო და რა დაიწყო… ნერვების წყვეტა, მით უმეტეს, იმ დაახლოებით 5–წუთიან მონაკვეთში, რომელიც თითქმის ყველა მატჩში აქვს იტალიას, როცა დაპანიკდებიან და ზედიზედ უშვებენ შეცდომებს. სამაგიეროდ მერე… პრანდელიმ და ბიჭებმა საოცარი თავდაჯერებითა და აკადემიურობით მოიგეს ეს მატჩი. გავიხსენოთ სახალხო მთქმელი ზუბალამა – ოოო, ყოვლისემძლე მაჯლაჯუნააავ, კუთხური არ ჩამომიწოდო და ისე მომიგეეეე. იტალიამ გერმანიას კუთხური არ ჩაუწოდა და ისე მოუგო ან რად უნდოდა კუთხური? აჰა ბატონო, ამჯერად  ორი მშვენიერი გოლი გაიტანეს თამაშიდან – ხან ისეა, ხან ასე. ეჭვქვეშ გამარჯვება აძურამ მხოლოდ რამდენიმე წუთით დააყენა, სხვა მხრივ კი დიდებული თამაში აჩვენა, შინაგანად ყველაფერი ჩამწვა სიამოვნებისგან და ფინალში გავიდა 🙂

ერთი მარჯვენა მცველი ტრავმირებული იყო, მეროეს დისკვალიფიკაცია ჰქონდა… ოგბონას ექსპერიმენტალურად დაყენება არ შეიძლებოდა და ჩეზარემაც ფედერიკო ბალძარეტი გადმოწია მარჯვენა ფლანგზე(ჯერ მარცხენაზე ხო გლეჯდა :დ), რომელიც პირდაპირ საგიჟეთიდან (ანუ პალერმოდან) მოხვდა ნაკრებში. ფედერიკოს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ კიდევ ერთი ბედის ირონიით სწორედ მას მოხვდა ბურთი ხელზე იმ უაზრო სიტუაციაში და დაინიშნა პენალტი. თითქოს, უფრო ლამაზი იქნებოდა 0–ზე მოგება ხო? მაგრამ არა! ნერვები თუ არ დაგაგლიჯეს, ისე არ შეუძლიათ… და დიდი ხანია მივხვდი, რომ სწორედ ამიტომ მიყვარს იტალიაც და იუვენტუსიც. არასდროს იქნება  გაუთავებელი 5:0–ები და 8:0–ები, აი რომც მოინდომონ და მომენტები რომც იყოს გერმანიასთან მატჩის მსგავსად, მაინც არ იქნება! ესეც ერთგვარი კანონზომიერებაა… იტალიაც და იუვეც გძიძგნიან მატჩის დროს, ნერვებს გაწყვეტენ, რათა მერე, ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით ორმაგად დატკბე და უფრო სასიამოვნო, უფრო ჯიგრიანი იყოს. მე ასე მირჩევნია, ასე უფრო საინტერესოა 🙂

ბუფონი კი აბსოლუტურად მართალი იყო… ჯიჯი გაბრაზდა და არც იზეიმა მოგება. გაბრაზდა, იმიტომ, რომ უაზრო პანიკით კინაღამ მოგებული მატჩი წააგეს(2:2 წაგებას ნიშნავდა). ეს იყი მატჩი, რომელშიც სტატისტიკით თითქოს გერმანია ჯობდა, მაგრამ სინამდვილეში, იტალია ბევრად უკეთესი იყო, იცოდა რასაც აკეთებდა და რომ არა ისევ და ისევ მომენტების გაცუდება… მარკიზიო შეცდა, პასი უნდა მიეცა დი ნატალესთვის, მერე კი ზუსტად ვეღარ დაარტყა(ისევ დათარსულია), თავად დი ნატალე პირისპირ გავიდა და ააცილა. რამდენიმე მომენტში ელემენტარული კომბინაცია ვერ გაითამაშეს და კინაღამ დაისაჯნენ, ზედმეტად ბევრი მომენტის გაფუჭების გამო. სადღაც მე–80 წუთზე რომ შეეგდო გერმანიას… საბოლოოდ მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო, ვისაც ეკუთვნოდა, მაგრამ ასე მართლა არ შეიძლება და ბუფონის მესმის.

იუვეს ხსენებაზე… მახარებდა ის, რომ როგორც ყოველთვსი ნაკრები სანახევროდ(თუ მეტად არა) იუვენტუსის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გერმანიასთანაც ბებერი ქალბატონის 6 მოთამაშე იყო სასტარტოში. სტილიც იუვესია… 😉 გოლები? გოლები იმან გაიტანა, დიახ იმან!  თავის სტილში, თავისებურად, უცნაური აღნიშვნით… და კიდევ კარგი ყვითელი უკვე არ ჰქონდა, თორემ მაინც გაიხდიდა მაისურას.

მარიო ბალოტელი ბარვუა(მისი ნამდვილი გვარი)… იტალიელი არ არის, მაგრამ იტალიასავითაა(მე აქ გაიზარდა და აქაურიას თეორიას არ ვემხრობი ნაკრებებთან მიმართებაში. გენსა და სისხლს ვაყენებ წინ :დ)… გახსოვთ რა ვილაპარაკეთ იტალიაზე? მარიოც ასეა, ცოტა ხელის წაკვრა სჭირდება, უნდა იგრძნოს, რომ ენდობიან, საჭიროა, სჯერათ მისი… ბალო აუცილებლად იტყოდა თავისას, მაგრამ იქამდე სხვებს უნდა მიეყვანათ 😉 სასარგებლო იყო, მაგრამ გადამწყვეტი არაფერი შემოუთავაზებია. სამაგიეროდ, მთელი გუნდი გვერდზე ედგა, პრანდელიც კიდევ მარტო ამიტომაა საოცარი კაცი, რომ ყველასთან ახერხებს ურთიერთობას და აი… ბარვუას პასუხი და მადლობა, მარიომ თამაში მოიგო 🙂 და ეს გამარჯვება დედობილს მიუძღვნა. ბალოს ბევრი აქვს გამოვლილი, ის სულ ,გადკი უტონოკივით’ იყო, ასე კი მერწმუნეთ ძალიან ძნელია… აქედან მოდის მისი ხასიათის პრობლემებიც. სინამდვილეში კი, დიდი ბავშვია. ბავშვი, რომელსაც ვარჯიშზე სხვებისნაირად ,აჯიმანიების’ კეთება ეზარება, ბავშვი რომელიც 80 წლის დი ნატალესთან ერთად(იმას მეტი ჭკუა არ აქვს) დარბის და კასანოს, იტალიელთა ათიანს, რომელსაც ყველა თვალებში შესციცინებს და რომელსაც გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ფეხებს უბოჭავს რათა წააქციოს )))) კასანატას კიდევ ტრავმა სჭირდება? – ბავშვი რომელიც კუთხურის ალამს ფეხებშუა იდებს და მსოფლიოში უბედნიერესია იმ მომენტში თავისი საქციელით…

,გადკი უტონოკების’ ხვედრი ასეთია… გერმანიასთან მატჩი რომ დასრულდა, ყველა ზეიმობდა, ერთმანეთს ეხვეოდნენ, ორი გოლის გამტანი მარიო კი დაავიწყდათ 🙂 გაბღუზული იყო ცოტა ხანი(გული ტკივა ასეთ რაღაცეებზე და მართალიცაა), პირველი ვინც მასთან მივიდა სათადარიგო მეკარე მორგან დე სანკტისი გახლდათ. მერე სხვებსაც გაახსენდათ, აიტაცეს კიდეც.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, გგონიათ ,ისინი’ გაჩერდნენ? მაგალითად, დღეს გავიგე, რომ თურმე ეს ულამაზესი იტალია, მხოლოდ სამი კაცის გუნდი ყოფილა ბუფონი–პირლო–ბალოტელი და მეტი თამაში არ აქვთ, დანარჩენი ფეხბურთელები სარებივით არიან ჩარჭობილები და განსაკურებულსაც არაფერს აჩვენებს იტალიაო… აი ამაზე რა უნდა თქვა არ ვიცი ან აქვს აზრი? :დ არის კიდევ მსგავსი კომენტარები, აგრესიაც არის, ბოღმაც, შურიც… ვიღაცას არ სიამოვნობს რომ გულშემატკივრები ფეისბუქზე ზეიმობენ… მაგრამ რატომღაც არ აღიზიანებდათ მაგალითად ესპანეთის ქომაგების მართლა ,წიკვინი’. ვიღაცას არ სიამოვნებს რომ დროშებით დადიან ან ყვირიან და რატომ? ვინ გეკითხებათ? რას გიშავებენ? რა არის ეგ ურაპატრიოტიზმის გამოვლინება  თუ რაიმე სხვა? რატო ღიზიანდები, იყავი რა შენთვის და კომენტარებს, მართლა სასარგებლო აკეთე რამე ქვეყნისთვის თუ ასე შეგტკივა გული. რაც შეეხება ქომაგობას… წიკვინა სასტავი არც მე მიყვარს, მაგრამ ყვირილის, ემოციის, განცდის გარეშე არც გულშემატკივრობა შემიძლია. იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ გულით და ჩეხი ვარ, ქართველი თუ იტალიელი, რადგან ვგულშემატკივრობ იტალიას, ესე იგი ვ–გ–უ–ლ–შ–ე–მ–ა–ტ–კ–ი–ვ–რ–ო–ბ და საქმე საქმეზე რო მიდგება სულ ერთი და უბრალო გართობა არ არის 🙂 უბრალოდ, იტალიისადმი რაღაც განსაკუთრებული აგრესია აქვთ, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის საინტერესო, სასაცილოა.

ჰო, კიდევ ვერაფრით ვერ ამოიგდეს ეს დაზეპირებული ,კატენაჩო’ და ის რომ ვითომ იტალია სულ დაცვით ფეხბურთს თამაშობს(ჯერ ერთი ასეც რომ იყოს, ვითომ რამე ცუდია ამაში). ვაბშე იცით კატენაჩო რა არის? ვინ მოიგონა, რას ნიშნავს ან როდის ითამაშეს ბოლოს? ელენიო ერერას ინტერის მერე ანუ სადღაც 50 წელია, კატენაჩო რეალურად არავის უთამაშია. იტალია ხშირად თამაშობდა შემტევს და ყოველთვის დახვეწილი ფეხბურთით გამოირჩეოდა – კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვქომაგობ იტალიასაც და იუვესაც 🙂 აუცილებელი არ არის სულ ყურით კენწლიდნენ, მთელი 90 წუთი და ყველა ფორმაციის ნაკრები. ეგ კი არა ტინგიცა ბრაზილიელებსაც კი, რომლებსაც დაცვა არ შეუძლიათ, არაერთხელ უთამაშიათ პრაგმატულად და დაცვაზე ორიენტირებულად. ასე რომ შეეშვით ამ ცრუ იარლიყებს რა.

ასევე უნდა ვთქვა იმაზე, რომ აი ვისაც არ სჯერა ისტორიის, სტატისტიკის, ტრადიციების… ოფიციალურ მატჩებში ვერ უგებს გერნმანია იტალიას და ჰა(უკვე 5 მოგება და 5 ფრე, 0 მოგება გერმანიას). ფრიცებს იტალიელების კომპლექსი აქვთ, ამ თემაზე დიდი ხნის წინ დაწერილა ბევრი და კიდევ დაიწერება, სერიოზული თემაა და ყველაფერში ვრცელდება ფაქტობრივად. როცა იტალიაში სკანდალია გუნდი მობილიზებას ახერხებს, თითქოს რაღაც შეფუცხუნება უნდათო რა… და ეს სკანდალები კარგი გამაღიზიანებელი გამოდის  – 1982, 2006, 2012. იტალიას თითქმის ყოველთვის უჭირს ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ მერე იხსნება და რეალურ ძალას აჩენს. იტალია ყოველთვის, ყველა შემადგენლობით ღირსელი გუნდი და ფავორიტია 🙂 მარტო სახელებს და ფეისებს ნუ დასდევთ, ეს ნაკრები ამის ერთ–ერთი მაგალითია 🙂 გუნდურობა და მწვრთნელი 🙂 ბევრს რომ ჰგონია, თითქოს მწვრთნელი, თანამედროვე ფეხბურთში დიდს არაფერს ნიშნავდეს ტაქტიკური თვალსაზრისით, აი თუ არა )))

ამ გერმანიაზე კი ნამდვილად დამწყდა გული და მეწყინა, რომ იქამდე არ შედგა გერმანია–ესპანეთი და აცდნენ ერთმანეთს. ძალიან მაინტერესებდა ამჯერად რა იქნებოდა და მგონია ამ ფორმაციით გერმანიას შეეძლო ,არმადის’ ძლევა. არა უშავს, გერმანია არ დაიკარგება 😉 და ორმაგად მსიამოვნებს, რომ ასეთ კარგ გუნდს მოვუგეთ, თან ასეთ სტილში.

ჩეზარე პრანდელი ის კაცია, რომელიც ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ქადაგებდა როგორც მწვრთნელი(მაგრამ დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით). პრანდელი დიდ იუვენტუსში იყო, მაგრამ ძირითადად სათადარიგოთა სკამზე და მიშელ პლატინიმ მწარე ხუმრობა გაისროლა ცოტა ხნის წინ – ვიცოდი, რომ ჩეზარესგან დიდებული მწვრთნელი დადგებოდა, ის თავიდანვე მიჩვეული იყო სათადარიგოთა სკამზე ჯდომასო… ჩეზარემ სათამაშო კარიერა ატალანტაში დაასრულა და მწვრთნელობაც იქ დაიწყო, გამოჩენით პარმაში ,გამოჩნდა’. მერე რომა უნდა გაეწვრთნა, მაგრამ მეუღლე გარდაეცვალა. რაღაც პერიოდი პაუზა აიღო, ცხოვრების რთული მონაკვეთი დაძლია და ფიორენტინაში მივიდა, სადაც დაახლოებით 5 წელი გაატარა და ნაკრებში მოხვდა, თანაც ძალიან რთულ დროს – თაობათა ცვლა და ერთი შეხედვით, არც ისე დიდი არჩევანი. მიუხედავად ტრავმებისა, სკანდალისა, სკეპტიკური განწყობისა, წაგებული ამხანაგურებისა(ოდეს ყოფილა აქამომდე შორეული წლების გარდა, ვინმეს და მით უმეტეს იტალიას ამხანაგურები აინტერესებდეს?)… შექმნა პეპელასავით ფარფატა და ლამაზი გუნდი. გუნდი, რომელიც თითქმის სრულყოფილია და ამისთვის ოვაციებსა და დიდ მადლობას იმსახურებს. ჩემი აზრით, არამარტო იტალიის, არამედ ზოგადად ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულებისგან 😉

ეს პირველ რიგში გუნდია და ჩეზარე პრანდელის ლამაზი გუნდია(ბრავო მაესტრო!), ყველა ქებას იმსახურებს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელზე მანც ცალკე უნდა ვთქვა:
ჯანლუიჯი ბუფონი – არასდროს მქონია კითხვა ვინ არის ნომერ პირველი 🙂 ამაზე სტაბილური და მანიაკი არავინაა.
ლეონარდო ბონუჩი –კიელინი შეცვალა საოცრად! შეცდომას აღარ უშვებს და სულ ბოლომდე იხარჯება. საოცრად თამაშობს ლეო და ნელნელა კრიტიკოსებსაც აჩუმებს.
ანდრეა ბარძალი – ბავშვისსახიანი პროფესორი. ტონკი და თითქმის უშეცდომო.
ჯორჯო კიელინი – ყველაზე ჟილკიანი 🙂 ეს საერთოდ ის დაცვის ხაზი და მეკარეა, რომელმაც სეზონში არცერთი მატჩი არ წააგო 😉 და არც ნაკრებს წაუგია შესარჩევი მატჩები და აგერ არც ევროზე 🙂

დანიელე დე როსი – საოცარი კაცი. სადაც გინდა დააყენე, დაბდღვნის ყველაფერს. ყოველთვის მენანებოდა დე როსი მთელი ცხოვრება რომასთვის(ნუ მიწყენთ).
კლაუდიო მარკიზიო – ჩემი ლიუბიმჩიკი 🙂 საოცრად დახვეწილი და მშრომელი. გოლის ამბავში არ უმართლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი დრო მოვიდა 🙂 წესით ფინალში უნდა გაიტანოს.
რიკარდო მონტოლივო – პრანდელის ლიუბიმჩიკი. ჩემთვის ჯერ კიდევ ნე რიბა ნე მიასა(ვაბშეტა რიბა). თუმცა მონტოლივომ გააკეთა რამდენიმე ორგაზმი პასი და ნამდვილად მონდომებული და ნიჭიერია, მაგრამ ბოლომდე ჯერ ვერ ენდობი კაცი. ბოლო მატჩიც კარგად ჩაატაროს(თუ მოუწევს) და მერე ვნახოთ საკლუბო კარიერას როგორ გააგრძელებს მილანში, აი ახლა აქვს ზრდის და დიდი ნაბიჯის გადადგმის დრო. იმედია, გადადგამს. აცილებულ პენალტს და გერმანიასთან, კასანოს დიდოსტატური პასის მერე ვერგატანას მაინც ვერ დავუვიწყებ.
ალესანდრო დიამანტი – ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, შეცვლებზეც თავხედურად შემოდის ხოლმე, აგრესიულად. ცდილობს თავისი კოზირის – ძლიერი, მოჭრილი დარტყმის – გამოყენებას, ჯერ არ გამოსდის, მაგრამ მონდომებისთვის დასაფასებელია.

ანდრეა პირლო – ჯაზმენი

ანტონიო კასანო – კასანატა ცოტა იღლება და 10–ჯერ მეტი შეუძლია, მაგრამ რასაც აკეთებს ისიც კაია. განსაკუთრებით, გერმანიასთან დახატა. კასანო=კლასანო.
ანტონიო დი ნატალე – დარწმუნებული ვარ ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა ირლანდიასთან ფლანგიდან–ფლანგზე გადაიტანა ბურთი თავისი მოჭრილით, ვითომ რამე მოეგოს მაგით, გლეხურადაც გაიკრიჭებოდა. ამ ხნის კაცი, ბალოტელის ჭკუაზე დადის და გადამწყვეტ მომენტში ხშირად ჩამსვრელია, მაგრამ საოცარი ტექნიკა აქვს და მონტოლივოსი არ იყოს მაინც საჭიროა. სწრაფი, რეაქტიული… შეგახსენებთ, რომ ესპანეთს სწორედ მან გაუტანა, ტოტორე გაეხსნა პირლოს.
მარიო ბალოტელი – მარიომ თავისი სიტყვა უკვე თქვა! და დიდი შანსია, ფინალშიც თქვას 😉

მოტა, მაჯო, აბატე, ბალცარეტი, ნოჩერინო, ჯაკერინი…. ყველანი გამოსარჩევები არიან. ყველას აძლევდა შანსს პრანდელი და ამდენ გიჟთან(მარიოს თამადობით) შეძლო მუშაობა და იდეალური გარემოს შექმნა. ვინც ნახეთ ვარჯიშის სურათები, სულ იცინიან… როგორ ხასიათზეც არიან, ისე თამაშობენ მერე… ყველა გაგებით – ლამაზი გუნდია. ლიპის დროს ამდენს ვერ გაბედავდნენ. ლიპი უფრო მძიმე კაცია, ლიპი ბრაზიანია, არ უყვარს ზედმეტი აჟიოტაჟი, ზედმეტი ღლაბუცი, სიგარას გაუკიდებდა და გაბრაზდებოდა. ლიპის დროს ,ყვერებიანი’ ნაკრები იყო, თავისი დახვეწილობითაც და დიდი ფიგურებით, მძიმე ნაკრები. ეს კი პრანდელის ნაკრებია, მსუბუქი, უფრო თავისუფალი, სასიამოვნო… ლიპი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 🙂
ვნახოთ რას იზამს ჩეზარე.

სიმბოლური იქნება, თუ ჩვენივე დაწყებულ ესპანეთს, ჩვენვე დავასრულებთ. ჩვენ გავაბლატავეთ…  პირადად ჩემთვის ცხადია, რომ ეს ამ ფორმაციის ესპანეთის ბოლო შანსია. გუნდი ძალიან დამძიმდა, შეუძლებელია გაუთავებლად და ერთი და იგივეთი მოიგო, პლუს ყოველთვის არ გაგიმართლებს პენალტებში, პორტუგალიასთან, პარაგვაისთან… ყოველთვის რობენი არ გავა პირისპირ. ყველაზე კარგი ესპანეთი 2008 წელს იყო, ეს გუნდი ლუის არაგონესმა გააკეთა და ბრავო ბებერს, დელ ბოსკეს კი არა, ძეგლი უნდა დაუდგან არაგონესს 🙂 ესპანეთი მაშინ გახდა ევროპის ჩემპიონი, იტალიას რო მოუგო მეოთხედფინალში 🙂 კამორანეზიიმ ახლოდან ჯინაზე მეტოქეს რო გაარტყა და ,უმეცარი’ დონადონის მაინც ნორმალური აძურა პენალტებში რო დამარცხდა თანაბარი ბრძოლის მერე. აი იქ გადაახტა ესპანეთი თავის თავს, იქ შეიძინა ის თავდაჯერებულობა, რომელიც მუდამ აკლდა… მერე უკკვე დელა ტექნიკი იყო, ადვილი ნახევარფინალი და კარგი, მაგრამ ისეთი გერმანია, რომელსაც იმ ყაიდის ესპანეთი აუცილებლად მოუგებდა. დამეთანხმეთ, რომ ესპანეთი ძალიან მძიმე ფეხბურთს თამაშობს და იტალიას უფრო ეკუთვნის. სამაგიეროდ, მე იმაში დაგეთანხმებით, რომ ფინალი სულ სხვა მოვლენაა, ვინც მოიგებს ,იმისი იყოს’ და ფინალში ესპანეთიც სულ სხვა იქნება. მოკლედ, რამაც მომკლა იმან მომარჩინოსო თუ როგორც ამბობენ… ჩვენ ავუშვით და ჩვენვე დავაბათ 🙂 იმედია გამოვა.

ეს ევრო, რეალურად ესპანეთი–იტალიით დაიწყო და ამითვე მთავრდება. უხ… კაი მატჩი იქნება 🙂

მე კი, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ამეხსნა თუ რატომ ვარ უკვე კმაყოფილი და თითქმის ბედნიერი – მატჩის დროს ცხადია მოვკვდები ნერვიულობით, რა დოზითაც მინდა იტალიის გაჩემპიონება, თითქმის იმავე დოზით მინდა, რომ ასეთი ესპანეთი ვერ გახდეს, მაგრამ… აი ამ წუთას, უშუალოდ მატჩამდე, დიამანტის ტატუსავით მახატია ვინ გახდება ჩემპიონი 🙂 მე უკვე მოვიგე! ჩვენ უკვე მოვიგეთ 🙂
იტალიამ ყველა ცრუპროფესორს, სტერეოტიპების მოყვარულს, საქმეში ჩაუხედავს, დაბოღმილსა და დაქლიავებულს… ყველა წვრილმან დეტალზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონკრეტული და ლამაზი პასუხი გასცა, უკვე მერამდენედ 🙂 და თან ეს ძალიან ლამაზად გააკეთა და თავისი ლაღი თამაშით დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.

ერთადერთი ეს მიშველიდა და მე იტალიამ მდგომარეობიდან გამომიყვანა 🙂

ბრავო! ბრავისიმო!
გრაციე რაგაცი!

პ.ს.
კიდევ რაღაცას მივხვდი – თუ მოვიგებთ აუცილებლად წამომივა ცრემლები, ამდენს ვერ გავუძლებ, მეც კი ვერ გავუძლებ 🙂 და ეს სიხარულის ცრემლები იქნება. ხოლო თუ წავაგებთ, გამეღიმება, აი ისეთი ღიმილით, თითქმის ჩაბნელებული ოთახის კუთხეში რომ ზიხარ, სიგარ(ეტ)ის კვამლი მკრთალ სინათლეზე რო ჩანს და ხელში ვისკის ჭიქა გიჭირავს – ეს იქნება ირონიული ღიმილი 🙂

პ.პ.ს.
შეხედეთ ამ სურათს, კაიფშია, ბურთით, ფეხბურთით კაიფობს. ჯაზმენია, ხო გებუნებით, სულ იმპროვიზაცია, საქსაფონი, თვალდახუჭული პასები…
კიდევ ერთი ,ფრაზა’ გამახსენდა… შეხედეთ სურათს, წაიკითხეთ, თვალები დახუჭეთ და უსმინეთ(შეყვანის მერე, დაელოდეთ კულმინაციას 6:10–დან):
გადაწექი და იფიქრე ინგლისზე…

Written by 1myway1

ივნისი 30, 2012 at 10:03 AM

Posted in Uncategorized

34 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰოჯსონის დედის ბოიფრენდი იყოს ბალოტელი რო ამ პიჟონებს ამდენი აბლატავა.

    longbowman

    ივნისი 30, 2012 at 5:21 PM

  2. ))))))))))))))
    უნიკალური კაცი ხარ გოგორ :დ

    1myway1

    ივნისი 30, 2012 at 6:03 PM

  3. აი ახლა ამხელა პოსტი როგორ უნდა წავიკითხო? არადა, მაინტერესებს.. ვეფხისტყაოსანი არ წაგიკითხავს შენ? 😀

    Katiee

    ივნისი 30, 2012 at 7:21 PM

  4. წამკითხველი – წაიკითხავს :დ

    არ მიყვარს მე პატარა პოსტები :პ

    1myway1

    ივნისი 30, 2012 at 7:31 PM

    • კარგი მერე ეგ. შენი ბლოგის მუღამი დიდ პოსტებშია, და თან კარგად წერ რა გიყო, გამოგდის :დდდდ ემოციურად და გულით ;)) კარგად საკითხავი დიდი წიგნივითაა : ))

      პ.ს. რომ ვაგებდით, შენ მედექი თვალწინ ვისკის ჭიქით, ბოლში გახვეული, აი ისეთი ღიმილით : ) 😦

      anabell

      ივლისი 5, 2012 at 6:07 AM

  5. ძალიან კარგად წერთ. იმათთვისაც კი საინტერესოდ, ვისაც იტალიის ნაკრების თამაში ერთხელაც არ უნახავს. წარმატებებს გისურვებთ.

    ია ანთაძე

    ივნისი 30, 2012 at 8:15 PM

  6. магра викаифе…………..

    ანონიმური

    ივნისი 30, 2012 at 9:06 PM

  7. ძალიან დიდი მადლობა 🙂

    მესიამოვნა ამის ,მოსმენა’.

    1myway1

    ივნისი 30, 2012 at 9:57 PM

  8. ყოჩაღ, ძალიან კარგი პოსტი გამოვიდა.. ვისიამოვნე.. პლიუს იტალიის და იუვეს ბევრი გულშემატკივრის სათქმელი გადმოეცი ამ პოსტით.. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს.. Forza Italia !!!

    peppe_N

    ივნისი 30, 2012 at 10:00 PM

  9. es kaci vin aris,gamacanit vinmem 😀 😀 😀 ase sasiamovnod casakitxi amsidide texti jer ar minaxavs 😀

    tornike

    ივნისი 30, 2012 at 10:06 PM

  10. ძალიან მაგარი კაცი ხარ ვიღაცა ხარ და ეს დაწერე! შენ გენაცვალე მე!

    Iverieli

    ივნისი 30, 2012 at 10:32 PM

  11. აი, სულში ზიხარ რა.
    ერთს დავამატებდი:
    რომა უკვიატებიათ – გოგოები იტალიას “ლამაზი ბიჭუშკების” გამო რომ გულშემატკივრობენო, სულ მინდა, სიფათი გავუერთიანო და მერე შტერი გოგოები (რონალდოზე სყავრებუელბი) კიდევ იტალიის გულშემატკივრებზე რომ მაგას იტყვიანდ ა ჰკითხავ, რომელია ლამაზი და დაგისახეელბენ: ინძაგი (?), ნესტა (ნუ ხო, იყო, მაგრამ ახლა აღარ არის)…

    1998 წლიდან იტალიის გადამკვდარი გულშემატკივარი ვარ! ზოგიერთებისაგან განსხვავებით, არ ვირყევი, ვითარცა ლერწამი, ქართაგან ძლიერთა”, იმის მიხედვით, რომელი გუნდი იგებს, ვინ უფრო პოპულარული, სიმპათიურია და ა.შ.

    ჰო, კიდევ ბევრი რამ.

    იტალიის ჯგუფიდან გასვლის შემდგომ პოსტის წერა დავიწყე, დაახლოებითი შინაარსი: იტალია სადისტია, მე კი – მაზოხისტი… და სწორად ამიტომაც მიყვარს, ვერ ვწყდები მეთქი” მაგრამ მერე თავი შევიკავე, დაველოდები ინგლისთან მატჩს მეთქი, მერე გერმანიასთან, ბოლოს – ფინალსაც ვნახავ მეთქი და აგერ, კი დაგისწრია… 🙂

    მოკლედ, მადლობა.

    Di@

    ივნისი 30, 2012 at 10:47 PM

  12. მადლობა თქვენ 🙂 გაიხარეთ

    lile
    ეს პოსტიც ფეხბურთის სიყვარულითაა დაწერილი და არა ერთი გუნდის სიყვარულით 🙂
    გიოს როგორ უყვარს ფეხნურთი და ინგლისი9ეს მის პოსტებსაც ეტყობა 🙂 ), გიოს რა შეუძლია ესეც ვიცით და მასთან ამ თემაზე საუბარი კიდევ უფრო სასიამოვნოა.
    თუმცა რასაც აჭარაბეთის ბლოგისთვის წერს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტკბილად იკითხება – ის არ არის, რაც გიოს ნამდვილად შეუძლია 🙂 რო ვიცი, იმიტომ ვამბობ.

    ხოლო ჩემი პოსტის იმასთან შედარება, არასწორად მიმაჩნია 🙂
    ეს ჩემი პირადი ბლოგია. სადმე რომ მთხოვონ დაწერა ისე ან ჰონორარის სანაცვლოდ, მეც სხვანაირად დავწერ და დამიწერია კიდეც 🙂

    თუმცა ისე, პირადი, ცოტა სუბიექტური და ცოტა ობიექტური პოსტები უფრო მომწონს 🙂

    1myway1

    ივნისი 30, 2012 at 11:06 PM

  13. :ddddddddddddd

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 12:59 AM

  14. 78-ში იტალიამ შემაყვარა ფეხბურთი, როგორ ტაიფუნივით გადაუარა მაშინ ჯგუფში ყველას, ძალა აღარ ეყო სამწუხაროდ. ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია იტალიის სანაკრებო ისტორიაში, ასე მსუბუქი არასოდეს ყოფილა.იტალიის ჰიმნივით მსუბუქია და ლამაზი!

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 3:36 AM

  15. არ ერთ “ცნობილ” ქართველ კომენტატორს არ აქვს (არც იცის) ფეხბურთის ასეთი გაცდა! მადლობაააააა

    კუკუტო

    ივლისი 1, 2012 at 7:07 AM

  16. აი ისეთი სტატიაა რაა, დედა რომ საკუთარ შვილს ქებით ძირს უგდებს ხოლმე მეზობლის ქალებში – ისეთი ნიჭიერიააა, მასწავლებლები გიჟდებიან 🙂 თურმე იტალია უსამართლოდ იჩაგრება ხოლმე და მის წინააღმდეგ ჩაწყობები მიდის 🙂

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 8:06 AM

  17. ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი, წყალივით მიდიოდა და დამასვარკე ადგილზე:
    “დანიელე დე როსი – საოცარი კაცი. სადაც გინდა დააყენე, დაბდღვნის ყველაფერს. ყოველთვის მენანებოდა დე როსი მთელი ცხოვრება რომასთვის(ნუ მიწყენთ).”

    აქ გაგრძელების შანსი არ დამიტოვე, მარტო იუვენტუსი არ არი იტალია მეგობარო!!!

    Zuzu Berdzenishvili

    ივლისი 1, 2012 at 8:11 AM

    • რა თქმა უნდა, მილანიც არის, დაჟე ინტერიც :დ
      რომაც, ლაციოც, ფიორენტიბაც, სამპაც, ჯენოაც…

      მაგრამ დე როსი ცოპდოა რომაში, მეტს იმსახურებს, თორემ ერთგულება დასაფასებელია 🙂 ნუ გეწყინება, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდშია მისი ადგილი, გუნდში როპმელიც ტიტულებს იგებს.

      1myway1

      ივლისი 1, 2012 at 8:16 AM

  18. აი ნათელი მაგალითი სტერეოტიპისა და იტალიის სიძულვილის 🙂
    2:2 იტალიას ჩაუწყვეს სხვათა შორის 🙂 მსაჯებმა იტალიაც დაჩაგრეს 2010–შიც, 2002–შიც(ის მსაჯი დაიჭირეს მერე ნარკოტიკებზე ჩავარდა). აღარ მინდა გაგრძელება, როცა ადამიანს რამე ამოჩემებული აქვს, აზრს მაინც ვეფ შეაცვლევინებ 🙂 ფაქტები კი სახეზეა 🙂

    თან აშკარად რაღაცეების არასწორ გაგებასთან გვაქვს ადგილი.

    პ.ს.
    შვილებს რო აქებენ და შვილები რო ლექსებს წერენ, ეგეთებსზე ვღადაობ როგორც წესი და ეგ შედარებები სხვა ნაწერებისთვის შემოვინახოთ 🙂

    1myway1

    ივლისი 1, 2012 at 8:14 AM

  19. შენ გაიხარე ამის დაწერისთვის !!!

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 9:59 AM

  20. dges megobris sms damxvda PM-shi es blogi waikitxe gagiswordebao:) da martlac… sul ar migrdzvnia postis sidide ise rakrakit chavikitxe : )) (tan 2-jer) : )) ise mec magas vambobdi chven ukve gamarjvebulebi vart tqo:)
    madloba bijebs da madloba avtors ra tqma unda 🙂 amaze sainteresos da sasiamovnos ras wavikitxavdi wina safinalo ganwyobistvis… : ))

    FORZA ITALIAAA!!! ❤

    Nino

    ივლისი 1, 2012 at 10:34 AM

    • მშვენიერი მიმოხილვაა ბრაო ავტორს

      AKF

      ივლისი 1, 2012 at 12:11 PM

  21. Grazie!!! Grazie a te con i tuoi RAGAZZI!!! BUONA FORTUNA!!!…FORZAA!!:))

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 10:51 AM

  22. azurisa da juves fanebisgan madloba kargi postistvis

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 1:44 PM

  23. auu mezarebamagrad wakitxva arada minda…mara dro ar maqvs:((((((ramxelaaa es chemisa:D

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 4:05 PM

  24. Forza Italy Forza Juve (zalian kargi postia sasiamovno kargat naweri rac mtavaria gulit da grznobit da amavdroulad didi codnit italiis da msoflio fexburtis shesaxeb) Martla bravo italia bravo prandeli da bravo shen aseti postis dawerisatvis)

    Juve Fun

    ივლისი 1, 2012 at 4:07 PM

  25. უუუხხ…. ჩემი სათქმელი ჲთქვა რაა : )

    ანონიმური

    ივლისი 1, 2012 at 4:30 PM

  26. amxela posti rodis wavikitxe bolos aagrc maxsovs exla italiis pontshi 😀 magram… magram:)))) minda gitxra sagooooooool mec igive emociebs gamovavlen finalshi nebismieri saxis damtavrebis shemtxvevashi :))) gitanagrdznob rom ver waxvedi 🙂

    vako

    ივლისი 1, 2012 at 4:37 PM

  27. ყველას დიდი მადლობა, გაიხარეთ თბილი სიტყვებისთვის 🙂
    სხვებსაც მადლობა )))

    1myway1

    ივლისი 1, 2012 at 5:28 PM

  28. Reblogged this on სამყარო, სადაც ვცხოვრობ მე… and commented:
    პირველი და ერთადერთი სიყვარული 1998 წელს მეწვია. მე-14 წელია, ერთად ვართ. მე და იტალიის საფეხბურთო ნაკრები. ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ… გვქონია აღმაფრენებიც და დაღმასვლებიც.

    ჩვენ ოთხი ვარსკვლავი გვაქვს. მხოლოდ ბრაზილიას აქვს ხუთი. სხვებს კი სამი და უფრო ნაკლები… მგონი, ნათქვამია ყველაფერი.

    Di@

    ივლისი 2, 2012 at 6:06 AM

  29. rac wamovizarde d achemi tavi maxsovs cxovrebashi 2 mitiria ertxel pirad problemaze da meoreeet gushin.magrad me mainc meamayeba da tavaweuli davdivar quchashi me meamayeba ro me vgulshematkivrob italiaaaasss..fiorza italia ….forza azzurri

    andria

    ივლისი 2, 2012 at 8:26 PM

  30. sgsg

    Name

    თებერვალი 15, 2013 at 8:00 PM


Leave a reply to 1myway1 კომენტარის გაუქმება