1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

სად ჯანდაბაშია მეტი?

with one comment

ამ ვიდეოსა თუ ვიდეოების შესახებ, ალბათ უმეტესობამ იცით, მაგრამ თუ არის ერთი–ორი ადამიანი მაინც, ვისაც არ უნახავს, მოხარული ვიქნები თუ სწორედ ჩემი ბლოგიდან შეიტყობს – სად ჯანდაბაშია მეტი.

დიახ, ქართულად Where the Hell is Matt?–ის საუკეთესო თარგმანი ალბათ ეს არის – სად ჯანდაბაშია მეტი?
ჩნდება კითხვა ვინ არის მეტი? კი ბატონო… მეტ ჰარდინგი კონეკტიკუტელი, კერძოდ კი ვესტპორტელი ჩუვაკია. რო შეხედავ დაქლიავებული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს და შეიძლება არის კიდეც ასეთი, მაგრამ მან მოახერხა და შექმნა ისეთი რამ, რასაც ბევრი არადაქლიავებული და ტვინიკოსი თავის დატვირთულ, საქმიან და სერიოზულ ცხოვრებაში ვერ ეღირსება. ეს ,რამ’ არის ვიდეოები(განსაკუთრებით ერთი მათგანი), რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანის უკეთეს ხასიათზე დაყენება და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ერთ–ერთი უდიდესი რასაც შეიძლება ცხოვრებაში მიაღწიო (თქვენს გასაგონად ვამბობ ჩემო ჰალსტუხიანო კარიერისტებო). ეს ვიდეოები ერთ–ერთი განსახიერებაა ფრაზისა – ყველაფერი მარტივი გენიალურია.

დავუბრუნდეთ მეტს. ის ახლა 35 წლისაა და უმეტესი ჩვენგანის ოცნება რეალობად აქვს ქცეული – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.  თუმცა გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი ბავშვობის ოცნება მოგზაურობა არ ყოფილა, ის კომპიუტერული თამაშების მოყვარული იყო, ეგრეთ წოდებული გეიმერი და თან მათ შექმნაზე ოცნებობდა. მას ეს ოცნება მალე აუხდა, საკმაოდ ახალგაზრდამ ლოს ანჯელესში ,თამაშების შემქმნელად’ დაიწყო მუშაობა. 23 წლის ასაკში ავსტრალიაში გადაბარგდა და ალბათ ამიტომაცაა, რომ მის ვიდეოებში ავსტრალია დომინირებს.

როგორც თითქმის ყველა ისტორიაში. აქაც არის ჩუვაკი, რომელიც ამ ყველაფრის უკან, ჩრდილში დგას. ეს მეტის მეგობარი ბრედ უელჩია(რომლის სურათიც სამწუხაროდ ვერ მოვიძიე – ასეთია კარგი ხალხის(და სცენარისტების) ბედი :დ). ისინი საკმაო ხნის მანძილზე ერთად მოგზაურობდნენ და ერთ დღესაც,  ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ყოფნისას ბრედმა უთხრა მეტს: ,,ჰეი, მიდი რა, იქ დადექი და შენი სულელური ცეკვა შეასრულე, მე კი ვიდეოს გადავიღებ”. მეტმაც ეს უპრობლემოდ გააკეთა. ძალიან სასაცილო გამოვიდა და ამის შემდეგ, მეგობრები ყველგან იღებდნენ მსგავს ვიდეოს, ყველა ქალაქში, სადაც კი აღმოჩნდებოდნენ. ასე დაიწყო ყველაფერი.

მეტმა საკუთარ ბლოგზე მოგზაურობის შესახებ დაწერა და ,ცეკვის ვიდეოც’ ატვირთა. 2005 წელს კი მან ახალი საიტი აღმოაჩინა, სახელად – იუთუბი. იქ მეტის ვიდეო ვიღაც თაღლით ბავშვს აუტვირთავს და ,მოცეკვავე ბიჭად’ საკუთარი თავი გაუსაღებია. ვიდეო მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ბიჭუნამ კი ამით ჯიბე გაისქელა. მეტი საქმეში ჩაერთო და ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ცოტა ხანში კი მას კომპანია ,სტრაიდიდან’ დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს ანუ მოგზაურობა და მსგავსი ვიდეოს გაკეთება, თავისი პიარით. მეტმა მარტივი კითხვა დასვა – და შემეძლება ყველგან წავიდე, სადაც მომინდება? პასუხი დაახლოებით ასეთი იყო – რატომაც არა… ასე რომ, ,საქმეში’ თავისი წვლილი ,თაღლითმა ბიჭუნამაც’ კი შეიტანა – აი ასეთია ცხოვრება🙂

ცაცია მეტის, მეტსახელად ,ცუდი მოცეკვავის’ ცხოვრებას, სასაცილო ისტორიებსა და წარნატებებს დეტალურად ნუღარ მივყვებით. მის გვერდზე ან ზოგადად ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ. მე კი მოკლედ გეტყვით, რომ ,ოპერატორად’ თავისი გერლფრენდი მელისა ნიქსონი წაიყვანა და შეუდგა ,საქმეს’. მის პირველ ვიდეოებზე მეტად წარმატებული, 2008 წელს გაკეთებული ვიდეოა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ალბათ ყველაზე სრულყოფილია, მრავალფეროვანი და რაც მთავარია მკვლელი მუსიკა ადევს.
საერთოდ, მეტის ვიდეოების მუსიკა ცალკე თემაა და აქაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ამაზე.

ახლა კი, სანამ გავაგრძელებდეთ და დავამთავრებდეთ, სიტყვებს ჯობია, უბრალოდ გავიღიმოთ და მივიღოთ სიამოვნება🙂

სად აღარ არის… მიყრუებულ ადგილებში; საშიშ, მაგრამ ლამაზ ადგილებში; ისტორიულ თუ პაპსა ქალაქებში; წვიმაში; ჩანჩქერის ქვეშ; უდაბნოში; ყირგიზეთში…
ხო თითქოს არაფერია, როგორც ბრედმა თქვა, მართლაც სულელური/დებილური/კრეტინული/იდიოტური სასაცილო მოძრაობები და  მთლიანობაშიც, ვითომ დეგენერატრობა, არაფერი განსაკუთრებული. თუმცა ფაქტია, რომ გეღიმება, გსიამოვნებს დადადებითი ემოციით იმუხტები🙂

არგენტინაში, ვიღაც ვანაბი ბატისტუტა ტიპის ხოხმა ცეკვა.
წარმოიდგინეთ ზამბია… ქალაქი ჩაკაჩინო და პატარა გამხდარი ბავშვი ჩემი ყველა დროის საყვარელი ფორმით – იუვენტუსის სონის ფორმით – ცეკვავს. ამ ბავშვების ცხოვრებაში ეს ერთ–ერთი საუკეთესო დღეა.
ყველაზე ტონკი მომენტი… კორეის ბნელი მხარე… რო არ უშვებენ და ის დეგენერატი როგორ უყურებს ))))))) (სხვათა შორის მერე შეუშვეს🙂 )
იაპონელი შკოლნიცების და სხვების უხერხული მოძრაობები
პაპუა ახალი გვინეის ,პაპუასები’
ტონგატაპუში ტალღის მიერ ჩაქოლილი მეტი
ინდოეთში, ქალებისნაირად ცეკვა
აკვალანგით წვალება
მადაგასკარში, საყვარელ ლემურებთან ერთად, ლემურების კუნძულზე
კიბორჩხალები…
ყვავილები
უცნაური დამთხვევაა და ატლანტაში, ჯორჯიის შტატში შადრევანში ცეკვავს.
ნევადა )))))
კვებეკი, წვიმა, ქოლგები
და კიდევ ბევრი წვრილმანი🙂

მეტს თითქოს ყველაფერი აქვს, რაც უნდოდა. ყველაფერი ადვილად მიიღო, მაგრამ ნუ გაბოროტდებით – რატო უნდა უმართლებდეთ ასეთ დეგენერატებსო🙂 ასეთია ცხოვრება. კაჟდამუ სვაიო. ზოგს ციდან უვარდება ყველაფერი. ზოგი შრომით და ტკივილით აღწევს ან ვერ აღწევს და პროცესით ტკბება. რომელი უკეთესია, კიდევ საკითხავია😉
ბოლო ბოლო, ფულიანი მამიკოს შვილებს აღარ ჯობია?

რაც მთავარია, თუ ვინმეს გაახსენდება მეტ ჰარდინგი, ეს სწორედ აი ამ თითქოს არაფერი, თითქოს სულელური, მაგრამ სინამდვილეში გენიალური ვიდეოების გამო🙂
და არასოდეს იმის გამო, რომ პროგრამისტია, თამაშების შემქმნელი, ფორმულების თუ კოდების ოსტატი… და მისი სახელგვარი, კომპიუტერული თამაშების ბოლოს, ტიტრებშია მიჯღაბნილი და ამაზე მეტს უამრავი აქვს ნაწვალები და ნაშრომი, მაგრამ 99% იქ მის გვარს არასოდეს ამოიკითხავს და არასოდეს ჩარჩება გულში.
იმიტომ, რომ ყველა ტექნიკურ სიახლეს მეც ვიყენებ(თუმცა მათ გარეშე არ მოვკვდებით) და კომპიუტერულ თამაშები მეც მიყვარს, მაგრამ – დავაყენებთ და წავშლით, დავაყენებთ და წავშლით, გავერთობით და დაგვავიწყდება. ამ ვიდეოების პოპულარობა, სასარგებლოობა და მათგან მიღბული ემოციები და ღიმილი კი…
ცხოვრება სწორედ ის სულელური, უხერხული ხელებისა და ფეხების მოძრაობაა, რასაც მეტი აკეთებს და იმ ვიდეოს 43,5 მილიონი ნახვა აქვს🙂
როგორ გგონიათ, რამდენმა ადამიანმა გაიგო მეტის ვინაობა, როგორც დიდი ტვინიკოსის და პროგრამისტის თუ კომპ. თამაშების შემქმნელის? – მეც ასე მგონია😉

პ.ს.
ესეც სხვა ვიდეოები. იმას ვერ შეედრება, მაგრამ თვალს უხარია. თუმცა ყველა ბოლომდე არც მინახავს. იმის მერე, ძნელია…
დანარჩენი, თავისი სურათებით და ამბებით, მეტის ვებგვერდზე ნახეთ.

Written by 1myway1

July 19, 2012 at 12:37 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. @2008 წელს გაკეთებული ვიდეოა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ალბათ ყველაზე სრულყოფილია, მრავალფეროვანი და რაც მთავარია მკვლელი მუსიკა ადევს.

    Palbasha Siddique მღერის. Praan დაერქვა სიმღერას. სინამდვილეში რაბინდრანათ თაგორის Stream Of Life არის პოემა. ბენგალურ ენაზე დაწერილი. არაადამიანურად მაგარი ტექსტი აქვს და არაადამიანურად მაგარი მუსიკა გამოვიდა..

    მეტ ჰარდინგი კიდე უჩუვაკესია ჩუვაკთა შორის. ეგეთი გენიალური ტიპები იშვიათად არიან დედამიწაზე..🙂

    Isaac Clarke

    July 19, 2012 at 12:59 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: