1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for დეკემბერი 2012

MMW 1 – ჯეფ ბაკლი

with one comment

jeffbuckley160709w

მაშ ასე, მეგობრებო. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რუბრიკის მაგვარი ჩანახატები, სახელად – MMW  ანუ My Musical Way. მუსიკის მოუყვარული ვარ, მაგრამ არა ისეთი მელომანი, რომ რამეზე პრეტენზია მქონდეს, გინდა თუ არა ყველა ჯგუფს ალბომების მიხედვით ვუსმენდე, ყველას ბიოგრაფია ვიცოდე, მელოდიებს პირველივე წამიდან ვიცნობდე ან ყველა კომპოზიციის სახელი და წელი ზუსტად მახსოვდეს… სამაგიეროდ, თავს არც ისე უგემოვნო ადამიანად ვთვლი, თან თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ ცოტ-ცოტას და მგონი გადმოცემის, თხრობის უნარიც მაქვს. აქედან გამომდინარე, შევეცდები განწყობა შეგიქმნათ ხოლმე და თითოეულ პოსტში, რომელიმე შემსრულებელზე ან ჯგუფზე(ან რამდენიმეზე ერთად) მოგითხროთ. ვეცდები მოკლედ გავაკეთო ხოლმე ეს(ოღონდ დღეს არა, პირველი ტ, თან ისეთ კაცზე…), რადგან ბლოგზე მოდაში მოკლე პოსტებია, დოგმასავითაა – ურჩევნიათ მოკლე კრეტინობები იკითხონ და აპიარონ. ამასთანავე, ჩემი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ტექსტთან ერთად, არ დაიკარგოს „დუხი“, თორემ უაზრო ლაიქები და კომენტები ხომ არ იქნება ამოსავალი წერტილი. „რუბრიკაში“ არ იქნება არანაირი „აბიზალოვკები“ და მასში მოხვდებიან, როგორც არც ისე ცნობილი, ასევე საკმაოდ ცნობილი და ძალიან ცნობილი მუსიკოსები თუ ჯგუფები. ჩემი აზრით, თუ მუსიკოსმა ერთი კარგი სიმღერა მაინც შექმნა ეს უკვე ძააალიან კარგია! თუ ადამიანი კარგად ასრულებს სხვის ნამღერს და ქავერები კარგად გამოსდის, მარტო იმიტომ, რომ თავად არ დაუწერია ცუდ მუსიკოსს არ ნიშნავს! ასე რომ, აქ ყველა მოხვდება – ჩვეულებრივი კაი ტიპებიც, ლაითი ხალტურშიკებიც, რომლებსაც ერთხელ გაუვარდათ, სერიოზული ხალხიც და ასე შემდეგ. მე რამდენიმე სიმღერაზე და ბიოგრაფიაზე მოვყვები ხოლმე ისტორიას, ხოლო ვრცლად თქვენ განავრცეთ და გააგრზელეზტ ჩაძიება თუ სურვილი გექნებათ. ახლა კი ჯობია საქმეზე გადავიდეთ…

პირველ პოსტში მინდა ჯეფ ბაკლიზე ვისაუბროთ. ადამიანი, რომლის შემოქმედებასაც სულ რამდენიმე წლის წინ ვეზიარე(უფრო ადრეც, „კიდევ უფრო რამდენიმე წლის წინაც“  შეიძლებოდა 🙂 ) და ადამიანი, რომლის ერთ ნამღერსაც თითქმის კვირაა განუწყვეტლივ ვუსმენ. მისი მამა ასევე მუსიკოსი ტიმ ბაკლი გახლდათ, მაგრამ მამისგან ნიჭის გარდა ნაკლებად შერჩა რამე, რადგან მამამისი სხვა ცოლთან ჯუდისთან ცხოვრობდა(თუმცა ნიჭი ყველაფერზე ძვირფასია) და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს თავისთავად ტრაგიკული და ცალკე ისტორიაა – ტიმი, რომლის ალბომებსაც „სექს ფანკს“ უწოდებდნენ ხოლმე. მორიგი კონცერტის შემდეგ, როგორც ხდებოდა უიქენდზე მეგობრებთან ერთად სვამდა, ბევრს სვამდა… სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა და ჰეროინის მიღებაც გადაწყვიტა, რასაც ის ძირითადად ძველ მეგობართან რიჩარდ კილინგთან ერთად აკეთებდა. სახლში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ პატარა ინციდენტი მოხდა – ტიმი შევიდა ოთახში, რომელშიდაც რიჩარდი მავან ქალბატონთან სექსით იყო დაკავებული და ამან კილინგის უკმაყოფილება გამოიწვია. მცირე კინკლაობის შემდეგ, გაღიზიანებულმა რიჩარდმა ტიმს ნარკოტიკი მიუგდო და უთხრა – „მიდი, მიიღე, სულ მიიღე…“ – ვაი რომ ტიმ ჩარლზ ბაკლი III-ც ასე მოიქცა 🙂 და იმავე დღეს, 1975 წლის 28 ივნისს განესვენა. სიმბოლურია არა? ამ ნიჭიერი მუსიკოსის სიცოცხლე შეიწირა ადამიანმა გვარად – Keeling. რიჩარდმა დაინახა რომ ტიმი ცუდად გახდა და ის სახლში წაიყვანა, მაგრამ თავიდან მაინც არ ახმაურებდნენ არაფერს. მხოლოდ ჯუდის დაკითხვების მერე ამოღერღეს რა ჭირდა ტიმს – უკვე გვიანი გახლდათ. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ზემდეტად ბევრი ალკოჰოლი და რაც მთავარია ნარკოტიკი იყო ტიმის ორგანიზმში.

tim-buckley

ტიმ ბაკლი

ჯეფრი სკოტ „ჯეფ“ ბაკლი  მაშინ 8 წლის იყო. იგი 1966 წლის 17 ნოემბერს კალიფორნიაში, კერძოდ კი ანაჰაიმში დაიბადა. იზრდებოდა როგორც სკოტი მურჰედი(მამინაცვლის გვარი). სხვათა შორის, ტიმ ბაკლი ირლანდიელ-ამერიკელია, ხოლო ჯეფის დედა მერი გიბერტი იტალიელ-ამერიკელი(როგორ მეამაყება)… გიკვირთ რომ ჯეფ ბაკლი ასეთი მუხტის პატრონი და ასეთი ნიჭიერი იყო? ალბათ აღარ 🙂

ჯეფს გაუმართლა რომ დედამისი პიანისტი იყო, და ჩელოზეც უკრავდა, ხოლო მამინაცვალი გემოვნებიანი და კარგი ადამიანი გამოდგა. სწორედ მამინაცვალმა რონ მურჰედმა აზიარა ჯეფი Led zeppelin-ს(ამ შესანიშნავმა ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა ჯეფზე), Pink Floyd-ს, Queen-ს, The Who-ს, ჯიმი ჰენდრიქსს… ამას დაემატა დედის „კლასიკური განათლება“ და მამის სახელი, გენი… თავად ჯეფმა ჯაზის გემოც გაიგო, ალ დი მეოლათი შთაგონებულმა დაკვრაც დაიწყო, ის ჯაზმა გაიტაცა… არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ შედარებით მძიმე, მსუბუქად მძიმე KISS-იც მისი ერთ-ერთი ფავორიტი ჯგუფი იყო ყრმობაში, ასევე Rush, Genesis… და შედეგად, ჯამში მივიღეთ ძალიან საშიში „მოლოტოვის კოქტეილი“. პირადად მე ყოველთვის ასეთ, მრავალმხრივ ადამიანებს ვაფასებ ხოლმე, რომლებსაც გემოვნებაც აქვთ და ერთ ჟანრში არ არიან ჩაციკლულნი. თავად ჯეფის ერთ-ერთი კომენტარიც ცხადჰყოფს მის მრავალმხრივობას, როცა იგი აღნიშნავს, რომ ჰარმონიას პოულობდა რაველშიც, დიუკ ელინგტონშიც და ბელა ბარტოკშიც(თავიდან მეც ქალი მეგონა). იგი ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ უკვე წამოზრდილმა მუსიკის თეორიის კურსი გაიარა და მის შესწავლას, შექმნას და გადმოცემას მეტი დრო დაუთმო. როგორც ჯეფმა განუცხადა როლინგ სტოუნსს – სკოლა ყველაზე დიდი დროის ფლანგვა იყო მის ცხოვრებაში.

ძალიან სიმპათიურ, იდუმალი ქარიზმის მქონე, საოცარი ვოკალისა და მუხტის პატრონ ჯეფ ბაკლის მართლაც აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა წარმატებული მუსიკალური კარიერისთვის(ეს სიტყვებად თორემ, მთავარი მუსიკასთან ურთიერთობა და მისი ხალხამდე მიტანაა). თუმცა ის არ ჩქარობდა და მიზეზთა და მიზეზთა გამო, მისი კარიერა არც ისე სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო და განვითარდა, ხოლო როცა უკვე ვულკანი უნდა ამოფრქვეულიყო…

მას მერე რაც, 12 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა მუსიკოსობა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პრაქტიკისთვის უკრავდა სხვადასხვა ბენდებთან ერთად. შემდეგ, კაფეებში ასრულენბდა ქავერებს და აი, ჯეფით მამამისის ყოფილი მენეჯერი ჰერბ კოენი დაინტერესდა… მისი პირველი და უკანასკნელი ალბომი გახლავთ – Grace. მეშვენიერი, აუცილებლად მოსასმენი ალბომია, რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერით და რაც მთავარია „სიგნალით“, რომ რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისს ჰქონდა ადგილი. თუმცა მეტი ალბომის გამოშვება ჯეფმა ვეღარ მოასწრო. სახასიათო იყო მისი მეორე, დაუსრულებელი ალბომის სათაური – My Sweetheart the Drunk 🙂

Grace-ში როგორც გითხარით არაერთი კარგი სიმღერაა – Last Goodbye, Lilac Wine, Grace, Dream Brother… მაგრამ პირველი „ვეში“, რომლითაც ჯეფ ბაკლიზე „შევჯექი“ იყო(არის და იქნება) – Hallelujah. ეს არის ლეონარდ კოენის ალბათ ეპოქალური კომპოზიცია, რომელსაც პირადად ჩემი აზრით, საუკეთესოდ სწორედ ჯეფ ბაკლი ასრულებს. მე არ ვარ იმ კატეგორიაში კოენის ვერსიაზე რომ „ღადაობენ“ და მეორეზე პატივცემულ ლეონარდს გავიყვანდი, ოღონდ ამ ლაივით და არა სტუდიური ვერსიით, მაგრამ საუკეთესოდ მართლა ჯეფი ასრულებს 🙂 ასევე, ბევრისთვის მულოდნელად გამორჩეული და „უცხოა“ იმ ჯგუფის შერსურლება, რომელზეც მომავალში ცალკე ვისაუბრებთ, იქამდე კი მოუსმინეთ.
ისე, ერთ დროს ჟურნალმა „თაიმმა“ იმის გარდა, რომ ჰალილუიას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა უწოდა, დაახლოებით ამ შინაარსის წინადადებაც დაურთო – „კოენის მონოტონური ლუღლუღის შემდეგ, ბაკლიმ სიმღერა გააცოცხლა… მისი საოცარი შესრულებისას იგრძნობა ეიფორია და წუხილი, სიხარული და სევდა, სილამაზე და ტკივილი…“. ეს მართლაც ისე, თორემ კოენი ყველა დროის ერთ-ერთი უსერიოზულესი და უნიჭიერესი შემსრულებელია და მასზე დაწვროლებით სხვა დროს ვისაუბრებთ. Hallelujah-ს ჯეფის მართლაც სრულყოფილია, არაადამიანური… მისი გიტარა, პათოლოგიურად მაგარი ხმა და შორიდან მომავალი მუხტი.

ჯეფ ბაკლი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ დიდი მუსიკოსი მარტო იმას არ ნიშნავს, ვინც გინდა თუ არა წერს და თან წერს ბევრს და აუცილებლად ახალს! მუდმივად „ახლის“ სურვილში ვერ ვეთანხმები უკანატანშიპერო საზოგადოებას და ვერც ვითომ მცოდნეებს, დოგმებით რომ ლაპააკობენ და სტერეოტიპებით მსჯელობენ. თუ ადამიანმა ერთი კარგი რამ მაინც დაწერა, ესე იგი უკვე შეუძლია და თავის ამბავში უკვე მაგარია! თუ შემსრულებელია და სხვის სიმღერას თავისივით მღერის, მუსიკას გრნობს და გაგრძნობინებს – არვისზე ნაკლები არ არის. აუცილებელი სულაც არაა, რომ რამე ახალი მიმდინარეობა მოიფიქროს ან რამე შეცვალოს ადამიანმა თუ ძაააალიან მაგრად აკეთებს იმას(იმ ჟანრში) რაც უკვე არის. ნუ ეძებთ სულ ცვლილებებს და სიახლეებს, შეირგეთ რაც გვაქვს და ვინმე მარტო სიახლისთვის არ სჯობია იმას, ვინც არსებულშია მაგარი. მთავარია ჩვეულებრივებში იყო ორიგინალური და განსხვავებული, თორემ ლურჯად და მწვანედ თმების შეღებვა მეც შემიძლია. ჯეფს რა თქმა უნდა, თავისი სიმღერებიც აქვს და კიდევ უამრავ შედევრს გვაჩუქებდა, დაწერდა, რომ დასცლოდა, მაგრამ საუკეთესოდ თავი ქავერით წარმოაჩინა 🙂

მახსოვს, როგორ ვსვამდით მთელი ღამე, ბოლოს ჭაჭას, იმიტომ რომ მეტი აღარაფერი იყო. მისაყოლებლად მარტო ცოტა არაჟანი გვქონდა დარჩენილი. მე და ნიკელსონა ვსვამდით ბოლომდე. ტაბოც იქ იყო თუ მერე გაჩნდა არ მახსოვს, მაგრამ ლუდი კი მოიტანა. ჩვენ მთელი ღამის უძინარები და გალეწილები გარხოზასთან და ჯემალასთან ერთად წავედით მეორე კოპრუსში „სვაიაკი“ უნდა ეთამაშათ… ჩვენ კი ზომას ვერ ვგრძნობდით და გაგრძელება გვინდოდა. მახსოვს, როგორ გადავკვეთეთ ქუჩა ბანცალით, ცალი ნაუშნიკი მე მეკეთა, ცალი ნიკელსონას და საშინლად უსმენოდ ვაყოლებდით ხმას ჯეფს – ჰალილუიაააა! იქ გავიცანი მაშინ პირველად ცოცხალი რა? სად? როდის?-ელები, ბევრი ერთად… გემრიელად ვბურღეთ ტვინი და ჩვენიც გავისწორეთ მსმელებმა, სანამ ისინი ინტელექტს ეთამაშებოდნენ, მაგრამ ესეც ცალკე ისტორიაა და სხვა დროს იყოს. მთავარი ჯეფის სიმღერა იყო, ის რაც იმ დროს ყველაზე მეტად გვსიამოვნებდა(მერამდენედ ვუსმენდით ვინ იცის…) და გვეგონა რომ ჩვენც ძალიან მაგრად ვმღეროდით – ჰალილუიააა, ჰალილუიაააა!

1997 წლის 29 მაისს ბაკლის მემფისში მისმა ბენდმა ჩააკითხა, რადგან მუშაობა გაეგრძელებინათ. ჯეფი კი მდინარე „ვულფ რივერ ჰარბორში“(მისისიპის ერთ-ერთი არხი თუ შენაერთი) საბანაოდ წავიდა, რაც ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. იგი ჩაცმული მდინარისკენ მიემართებოდა და თან Led Zeppelin-ის Whole Lotta Love-ს მღეროდა. იქვე იყო, ჯგუფის რიგითი წევრი კიტ ფოტი. ცოტა ხანში ჯეფი გაქრა, მდინარეში გაუჩინარდა… მას მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ… 4 ივნისს კი ორმა მაცხოვრებელმა დაინახა ჯეფ ბაკლის სხეული, რომელიც მდინარე მისისიპიმ ხმელეთზე გამორიყა… აი ასე შეწყდა 30 წლის ძალიან დიდი ვოკალისტის და არანხული აურის მქონე ნიჭიერი ადამიანის სიცოცხლე. ერთხელ ბონომ თქვა, რომ ჯეფ ბაკლი იყო სუფთა წვეთი ხმაურის ოკეანეში(ინგლისურად უკეთ „ჟღერს“).

ეს არის ჯეფის ბოლო ფოტო, რომელიც მას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუღეს. ხელმარცხნივ ტურნეს მენეჯერი და პროდიუსერი ჯინ ბოუენია.

ეს არის ჯეფის ბოლო ფოტო, რომელიც მას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუღეს. ხელმარცხნივ ტურნეს მენეჯერი და პროდიუსერი ჯინ ბოუენია.

კიტ ფოტი დაკითხეს… იყო ეჭვი, რომ ჯეფი მან დაახრჩო ეჭვიანობის ნიადაგზე, რადგან იმ პერიოდში ერთ გოგოსთან ჰქონდათ ურთიერთობა. თუმცა არის ვერსია იმის შესახებაც, რომ ფოტი ყველანაირად ცდილობდა მოულოდნელად მდინარეში შესული ჯეფის გადარჩენას. ასეა თუ ისე, მეც მინდა მჯეროდეს, რომ ეს უბრალოდ უბედეური შემთხვევა იყო, ძალიან უბედური და ცუდი, მაგრამ მაინც… თორემ იმის წარმოდგენაც კი ცუდად მხდირს, რომ იმ ქალის გულისთვის, მაპატიეთ და „ვიღაც ტეხნიკმა“ მსოფლიოს ეს ტალანტი წაართვა და არც ის მინდა წარმოვიდგინო, რომ სუიციდი იყო, რადგან ეს ჯეფ არ შეფერის 😉 ოფიციალური განცხადებაც ასეთი გახლდათ: „ჯეფ ბაკლის გარდაცვალებაში არაფერი მისტიური და იდუმალი არ არის. მისი სიკვდილი არ უკავშირდება ნარკოტიკებს, ალკოჰოლს ან სუიციდს. ეს უბედური შემთხვევა იყო“.

memo

ავარიდოთ თავი იმაზე საუბარს, რომ სხვადასხვა ჩაარტებში ჯეფი დომინირებდა(ჰალილუიათი). მთავარია ის, რომ ჯეფ ბაკლი სიკვდილის მერეც ძალიან პოპულარული და აქტუალურია. ბოლოს კი დაგიტოვებთ იმ სიმღერას, რომელზეც თავიდან ვამბობდი… ამ დღეებში თითქმის გამოურთავად ვუსმენთქო.  კიდევ ერთხელ  ვიქნები პათეტიკური, მაგრამ ასეა – სულისშემძვრელია, სულშიჩამწვდომია… სიმღერა, რომელიც ერთი  კარგი ფილმის საუნდტრეკია და უამრავ ადამიანს შეუსრულებია, მაგრამ… ჯეფი აქაც გენიალურია… ეს ჯეფ ბაკლია
კლავს!

Written by 1myway1

დეკემბერი 20, 2012 at 8:25 PM

* 2 რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) 2 *

with 6 comments

HEATH

ახალი წელი კი შორს არის ჯერ, მაგრამ სამყაროს დასასრული ახლოვდებაო და მოვასწროთ იქამდე გახალისება )))
ნუ მაუსით რა პატარა ოპერაცია უნდა ჩაატაროთ რომ პასუხი, კომენტარი და წყარო გამოჩნდეს, თავადაც მოგეხსენებათ და აღარ ავხსნი.

ძვირფასო მკითხველო, თუკი შენ ახლა შემთხვევით მოხვდი აქ და არანაირი შეხება არ გაქვს რა? სად? როდის?-თან, არ დაფრთხე ამ პოსტით და არ გადაფრინდე თბილ ქვეყნებში, რადგან სწორ გზას თუ იპოვნი, ბოლოს მიხვდები, რომ აქ უფრო თბილა, რაც უფრო ახლოს მოხვალ 🙂 უკანასკნელ პერიოდში, ისედაც იშვიათად ვწერ ბლოგზე. შენთვის აქ სხვა პოსტებია, სარჩევით იხელმძღვანელე და გადახედე წინა/სხვა პოსტებს. ეს კი ერთ „კუტოკზე“ გათვლილი ჩანახატია და მეტიც, აქაც შიდა სამზარეულოში კარგად ჩაუხედავ ადამიანს გაუჭირდება გაგნება. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.

თქვენ კი, ხვდებით ვისაც გეხებათ – სცადეთ იხალისოთ :დ
ახალი პაკეტი გამოვაცხვე, ძველები კი იცით სადაც უნდა ნახოთ.

კითხვები:

1). გავრცელებული ცნობით, კვლავ ამუშავებულმა და ფეხზე დამდგარმა მეცხრე არხმა მოინდომა სატელევიზიო რა? სად? როდის?-ის თავისთან დაბრუნება. თუმცა ამის შესრულება შეუძლებელი გახდა, რადგან ტელეკომპანია მე-9 არხი თავისივე სლოგანმა დაღუპა – მისმა კონკურენტებმა სცადეს და დაინახეს მეტი. ამასთან დაკავშირებით, ჩაიწერა კოკი კანდელაკის ტექსტზე დაწერილი სინგლი, რომლის მისამღერიც თქვენ უნდა დაასრულოთ: „დარია თუ ავდარია, ჭირია თუ ვარამია, ჩვენ გვყავს …“.

პასუხი: ნიკა გვარამია

კომენტარი: მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სერიალები, შოუები, იღბლიანი ბორბლები და მსგავსი სისულელეები ურჩევნია ჩემპიონთა ლიგასაც, რა? სად? როდის?-საც და მსგავს ნორმალურ გადაცემებს, ყბადაღებული რეიტინგის გამო. თუმცა მათ სცადეს და დაინახეს მეტი ნიკა გავარამიაში და დანიშნეს არხის დირექტორად. იგი საკუთარ რა? სად? როდის?-სს არ დათმობს. ჩემპიონთა ლიგაც არ დაივიწყოთ რა, ბატონო ნიკა.

წყარო: ქიბარ ხალვაშის პარალელური კლასელი. რუსთავი 2-ის პირველი, მეორე, მესამე, შუა, მეოთხე, წინა, ბოლოსწინა, ამჟამინდელი და მომავალი მფლობელები.

2). ის ყველანარიად ცდილობს გააუმჯობესოს პაკეტები. ხშირად ეს გამოსდის, იხვეწება, მონდომებულია… მერე რა, რომ ხშირად მოპიო, ღრმა ცოდნაზე აქვს ცოტა რსრ?-ს ფორმატიდან ამოვარდნილი კითხვები, ტიპა – ფაქტი ვიცი ვიღებ, არ ვიცი – ვერასდროს ვერ ავიღებ. ფაქტია, რომ შრ-ომობს და მართლაც ცდილობს მისცეს თავის კითხვებს X. დაასახელეთ  X.

პასუხი: ტონი

კომენტარი: საუბარია, ანტონ/ენტონი ვაჭარაძეზე, რომელიც არის  I ლიგის რედაქტორი და საკმაოდ რთულ კითხვებზე ზრდის და ამზადებს იქაურებს უმაღლესი თუ სუპერლიგებისთვის. ასეთი ხალხი კლუბს სჭირდება. მერე რა რომ ზამთარია.

წყარო: „პელე“ – „უძინართა მხიდან“ და გივი სიხარულიძე…

3). კოკი კანდელაკის განცხადებით, ის რომ იაკობ გოგებაშვილი ყოფილიყო სუპერლიგაში შექმნილ სიტუაციასა და რეალობაზე პატარა კორექციით დაწერდა წიგნს. აქცენტით დაასახელეთ ამ წიგნის სათაური, რომელიც ბექსფეისის დახმარებით მიიღება.

პასუხი: აიია

კომენტარი: გუნდ აიას პროგრესsა და წარმატებებზე კოკი კანდელაკი დაწერდა ამჟამინდელ „ანაბანას“/„დედა ენას“ სახელწოდებით არა „აი ია“, არამედ „აიია“.

წყარო: „ელიტაში“ ღმერთებთან აისბერგივით შეჭრილი ახალი წარმონაქმნით გაღიზიანებულმა მავანმა ღმერთებმა ერთ-ერთი ტურის მერე იკითხეს, ვინ არიან ესენი, რა გუნდია საერთოდო, რაზეც ეგზალტირებულმა, გაბადრულმა და გაბურძგნულმა ბიჭმა, თავზე ხელის სმითა და  ხელების ფშვნეტით/სრესვით, სიამოვნებით მიუგო – აი რაია და აია!

4). კულუარული ინფორმაციით „უმაღლესი ლიგის“ გასული ჩემპიონატის გუნდებს იმის გამო, რომ ტურნირი დამაჯერებლად მოიგო „შავმა ზღვამ“ შეერქვათ – „ჯაყოს ხიზნები“. კგბ-ზე ითქვა – „მევიდა“(დაბრუნდა) მათი დროო. პონტოზე – პონტი იყო არ გადმოსულიყვნენო. ბრეინზე – ჰალალი იყოსო. ტროიანზე – ტიტანიკი უნდა რქმეოდაო. ამასთან დაკავშირებით დაიწერა ოპერა „შავ ზღვაში ჩაძირული ტიტანიკი“. რომლის ავტორიც გახლავთ… დაასახელეთ კომპოზიტორი.

პასუხი: გუნო

წყარო: უმაღლესი ლიგის რედაქტორს, ირაკლი გუნიას ასეც ვეძახით ხოლმე. შარლ გუნო კი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორია.

წყარო: სმს-ები

5).  როგორც გაირკვა, კლუბის ერთ-ერთ წევრს მოუვიდა უსიამოვნო იციდენტი. რაზეც შეშფოთებულმა კლუბის ერთმა წევრმა ბიჭმა, ჰკითხა გოგონას: ჰაა? გოგო რა? სად? როდის?
თუმცა გოგონამ სწორად ვერ გაიგო შეკითხვა, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა. ვის მოუვიდა უსიამოვნება?

პასუხი: გოგორა

კომენტარი: ანერვიულებულმა და ნასვამმა ბიჭმა(როგორც ამბობენ კანდიდატი სამია: მიხეილ ზაქარეიშვილი, დაჩი ქინქლაძე ან ლაშა ბოჟაძე) ჰკითხეს გოგონას(რომლის ვინაობაც უცნობია) – ჰა? გოგორა? სად? როდის? გოგონამ კი თავიდან გაიგო გოგოო და რა? სად? როდის?-ო, ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა, მათ შორის ისიც, რომ საშიში არაფერი იყო, რადგან ზურგჩანთამოკიდებულმა გოგორამ სამი ავაზაკი სასტიკად სცემა, თავად კი არაფერი მოსვლია. თუმცა როგორ არა, მოუვიდა იდეა იარაღის ტარების დაკანონების შესახებ

წყარო: ნაცემი გოპნიკები(აკა – ბოლო კაცები) და მეზობელი ფორუმი

579406_4148074787173_126825301_n

6). სუპერლიგის ახალი რედაქტორებისა და ავტორების, ლევან ჩხეიძისა და თამარო კორახაშვილის მუშაობით ყველა კმაყოფილია. „ლევანი და თამუნა არიან რა? სად? როდის?-ის ინი და იანი“ – აღნიშნეს ბათუმლებმა. დაე ისინი იყვნენ „ჩუკის“ ავტორები და „ჩუკის“ მაგივრად გვექნება “ჩხკრუკი“ – ამბობენ ერთნი. ვნახოთ, სადამდე ეყოფათ ფანტაზია და რესურსი, რომ ისევ პიზდეცინტელექტუალურ კითხვებს არ დავუბრუინდეთ – ამატებენ მეორენი. მაშ, რა არის შეცვლილი „ინით და იანით“?

პასუხი: ალი და ნინო

კომენტარი: აი ასეთი იყო ბათუმელი ხალხისა და მოაზროვნეების კომენტარი. მე კი ვიტყოდი – ბრავო – ასეთია ჩემი კომენტარი. ყოველი პაკეტი წინაზე უკეთესია და იმედია, მალე იდეალურთან მიახლოებული პაკეტები გვექნება. ასე განაგრძეთ!
ნუ რაც შეეხება „ჩხკრუკს“, ალბათ ამას ახსნა არ სჭირდება: ჩხეიძე – ჩხ; თამუნა – კრუელა;

წყარო: გალაჰადის მწუხარე წევრები

7). მოისმინეთ ნაწყვეტი კოკი კანდელაკის X-ისადმი მიძღვნილი ლექსიდან – „სევდა“:

„მხოლოდ ის დუმს, მხოლოდ ის წუხს
და არ არის შავ სიაში(თუ არის?)
ენატრება პაკეტს და კლუბს
თუმც ის არის …“

თუ მიხვდით რა არის გამოტოვებული ბოლოს, დაასახელეთ X.

პასუხი: ვახო ელერდაშვილი

კომენტარი: აგერ უკვე რა ხანია ბატონმა ვახტანგმა დაგვტოვა და იმყოფება ავსტრიაში. მისი ხშირი „ლისაჟუების“ მიუხედავად, კოდური სახელწოდებით „ლინგვისტუსით“ცნობილ ელერდაშვილს ყოველთვის შეეძლო რამდენიმე ისეთი კითხვის დაწერა და ისეთი „იზიუმინკის“(მაპატიეთ, არ ვიცი როგორ არის გერმანულად ან ფრანგულად) ჩადება, რაც სხვებს ნაკლებად შეუძლიათ. ბატონი ვახოს მტკიცებით ავსტრიული და გერმანული ყველაფერი საუკეთესოა, სიტყვა „შმეტერლინგიც“ კი თბილი და საყვარელია(გააჩნია როგორ წარმოთქვამ), მაგრამ მისი კითხვები ხშირად არაშმეთერლინგივით, არამედ ფარფალ(ი)ასავით დაფარფატებდნენ.

წყარო: ავსტრიელი პეპელა უბრალოდ – შმეტერლინგის სული, რომელსაც 3 დღეც არ დასცალდა,რადგან სანამ მის სახელს წარმოთქვამდნენ, შიშისგან გული გაუსკდა

8). არჩევნების წინ, ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერ აქციაზე მოხდა სახალისო ინციდენტი – ლელა კაკულიას გამოერთო ფონოგრამა და მის გარეშე მოუხდა „სიმღერა“. ამასთან დაკავშირებით მაშინ, ჯერ კიდევ ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმნომადგენელმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სიმღერა. დაწერეთ სიტყვა, რომელიც ავტორმა წინა წინადადებაში გამოტოვა.

პასუხი: გედის (გედის სიმღერა – საუბარია ბატონ გედი ფოფხაძეზე)

კომენტარი: მოგეხსენებათ, ბატონი გედევანი ახლა უკვე მთავრობის წევრია, როგორც ვინ? სად? როდის?-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანი. რა?

წყარო: იგორ გიორგაძე, რომელიც ამბობს, რომ ბატონი გედი შესანიშნავი ადამიანია და არანაირი შავი გედი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ თეთრი გედი.

9). ყველა ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო(ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა) მოთამაშე, როგორც რსრ?-ს, ასევე „სვაიაკის“(თუ რა არის სვაიაკი, შეგიძლიათ გაიგოთ აქ). თუმცა ისეთი წყნარი და წესიერი კაცი ჩანს, რომ კლუბის რიგითი მკვიდრი თუ ბინადარი გეგონება. მჯერა, თავად დაიჭერდა მინიშნებებს და გამოიცნობდა რომ მასზეა საუბარი, თქვენ თუ შეძლებთ?

პასუხი: აკაკი მოსახლიშვილი

კომენტარი: მკვიდრი, ბინადარი,ალუზია… მოსახლე. ამბობენ, მხეცი იგროკიაო და მე მჯერა, ვატყობ.

წყარო: ჭური

10). რადგანაც ერთი კითხვა ადრე მქონდა ჩაფიქრებული, ხოლო მეორემ წეღან დამარტყა თავში და მერე დანარჩენები ერთი ამოსუნთქვით დავწერე და უკეთესებიც ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ ))))))) აი მეათეზე კი ისეთი მასალა არ მაქვს, როგორიც მინდა, პაკეტს მაინც არ გადავდებ და იყოს ხალტურა… გაგის ისტორიებსა თუ დღიურებზე, ჯინჯიკოზე, ბაქრაძეზე და სხვა ვირტუოზებზე კითხვები მომავალში აუცილებლად იქნება, რადგან – – -. დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები, თუ გეტყვით რომ ისინი 1990-იანი წლების დასაწყისში გამოსული ნაწარმოების სათაურის იდენტურია.

პასუხი: შოუ უნდა გაგრძელდეს / show must go on

კომენტარი: უთხარით დათას რომ ტროიანი (უკვე გამოყენებული)პრეზერვატივის სახელია და გადააშენოს. თან, „სხვათა შორის“ აღარ ამართლებენ ეს „ისტორიული“ სახელები – ტროიანი, არგონავტები… უთხარით გიორგი მოსიძეს, რომ ჩაგდებული სეზონის მიუხედავად მაინც გადაგვიყვანოს სუპერლიგაში – we belong to superliga. უთხარით ახალ მთავრობას, რომ ღამე ტრასის განათება საჭიროა. უთხარით იგორს, რომ დედამისი ცდება. უთხარით ხალხს, რომ არც 21 დეკემბერს და არც 22 დეკემბერს სამყაროს აღსასრული არ იქნება.

წყარო: მაიას ტომები

p.s.
ბოლოს კი წინასწარ გილოცავთ, გისურვებთ კარგ და წარმატებულ დარჩენილ დღეებს ამ წელს და უკეთეს ახალ 2013 წელიწადს.
ამ სიმღერით დაგემშვიდობებით, რომელიც თემატურია და ამ ბლოგზე მისთვის მიძღვნილი პოსტიც მოიძიება. ვინც ეს სიმღერა არ იცის, ნება მომეცით გამეღიმოს თვენზე 🙂 მერწმუნეთ ასეთი „რაღაცეების“ ცოდნა უფრო აუცილებელია, ვიდრე ყველა ნახატის სახელების დაზეპირება ან  ყველა ნაწარმოების სათაურის დაზუთხვა, მუსიკა მარტო კლასიკა ან ბითლზი არ არის. ბეზ აბიდ. იო…

Written by 1myway1

დეკემბერი 13, 2012 at 6:53 PM

Posted in Uncategorized

გაკვეთილი ქალებს

with 7 comments

336206_411256038928760_2052106_o

დასრულდა თბილისის კინოფესტივალი და ცოტა გული მწყდება, რადგან მიუხედავად მოუწესრიგებელი რიგებისა, ფილმების დაგვიანებით დაწყებისა, ზოგიერთ ჩვენებაზე უტიტრობისა, სხვა ხარვეზებისა, ხალხის სიქაჯისა, საშინლად ბინძური ტუალეტებისა, ,კარგ ფილმებზე’ ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე საეჭვოდ გაქრობისა და სხვა ათასი რეალური პრობლემისა, ეს იყო ძალიან კარგი და სასიამოვნო დღეები კინომოყვარულთათვის. ყოველგვარი ზედმეტი პროფესორობისა და ტვინის ბურღვის გარეშე, მინდა რა ფილმებიც ვნახე, იმათზე მოკლედ დავწერო აზრი. პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა პოლონურმა ფილმაა „სიყვარული”(ჰანეკეს ფილმის სათაურივითაა :დ), რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ქალებმა 🙂 ჩემი(და მამაკაცების დიდი ნაწილის) თეორიის გამაპრავებელი ფილმია, რაღაც დოზით :დ

ისე დაემთხვა, რომ ჩემთვის ფესტივალის ბოლო ფილმი, სწორედ სლავომირ ფაბიცკის „სიყვარული“ იყო. პოლონელებზოგადად მიყვარს, კარგი ხალხია და თავისი მუღამი აქვთ. თუმცა თანამედროვე პოლონური ფილმისგან არ ველოდებოდი განსაკუთრებულს არაფერს, მაგრამ შევცდი. ფილმი ძალიან მომეწონა და როგორც შემდგომ გავიგე, სწორედ ეს ნამშევარი დასახელდა საუკეთესოდ, რაც ძალიან გამიხარდა. თუმცა იყო მეორე, ძალიან კარგი ფილმიც – ესპანეთი. საერთოდ, ევროპულ კინოს უპირატესობას ვნიჭებ და მიხარია, რომ ბებერი კონტინენტი კვლავ გვთავაზობს კარგ ფილმებს. საინტერესოა ის რომ, თითქოს ვინც უნდა ,ახურებდეს’ იმას ახლა უჭირს(საფრანგეთი, იტალია… გერმანია კიდევ დგას მედგრად) და ახალი ტალღაა სკანდინავიის სახით. ასევე შემოგვეშელა ბელგია, რუმინეთი… აგერ წამოდგომას ცდილობს პოლონეთი და ასე შემდეგ. ჩვენ რაც შეგვეხება, ქართული ფილმები არ მინახავს, თავიდანაც არ ვაპირებდი და ბილეთებიც ისე საეჭვოდ იყო გამქრალი, რომ აი დარდიტქო გავიფიქრე, მაგრამ „გაიღიმეთ“ ძალიან ბევრს მოეწონა და მერე ვნახავ.

1. „სიყვარული“:

533878_465518830166829_782798452_n

ნანახი საკონკურსო ფილმებიდან ჩემთან ყველაზე ახლოს მაინც ეს ფილმი იყო, და სიმბოლურად ჩემთვის ფესტივალი სწორედ მან დახურა. ვიტყოდი, ეს არის „გაკვეთილი ქალებისთვის“. ყოველთვის მითქვამს, ბევრთან მიკამათია, დამიწერია(აგერ ბლოგზეც – პაზორ ნაციი და გურჯი ხათუნები), რომ ქალს ხშირად არ ესმის(ზოგჯერ ესმის და ძალით აკეთებს), რომ მამაკაცთან უბრალოდ „ყავის დალევას“, „ვითომ საქმიან შეხვედრას/სადილობას“, „გასეირნება/გამოსაუბრებას“… შეიძლება მოჰყვეს ძალიან ცუდი რამ. მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი ტუგადუმი თანამდებობის პირია ან ფულიანი ტუგადუმი, რომელსაც ჰგონია, რომ ფული, კომფორტი, პირობები ყველაზე მთავარია ცხოვერაბაში, ჰგონია ფულით ყველა პრობლემას გადაჭრის და თავს მსოფლიოს მბრძანებლად აღიქვამს(არის მესამე კატეგორიაც – უბრალოდ ნაბიჭვარი და თესლი მამაკაცი, ხშირად ქალები სწორედ ასეთებისკენ მიისწრაფვიან). რეჟისორს ოდნავ სხვანაირად აქვს აქ გამოყვანილი, „კეთილია“ მაინც, თავიდან ბოლომდე. თან როგორც წესი ბევრად უარესად მტავრდება. მთავარი სხვაობა კი ის არის, რომ ქალი ხვდება თავად რა სიტუაციაცაა და ეუბნება ქმარს/შეყვარებულს, ის კი აბაიბურებს – არაფერიაო. არადა, სინამდვილეში ძირითადად პირიქითაა, კაცი ეჭვიანობს ან ამჩნევს რამეს, ეუბნება ქალს და ის პასუხობს – გაგიჟდი? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ; მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთზე საქმეზე სასაუბროდ; გეჩვენება, მანიაკი ხარ; რა სისულელეა… ასეთ დროს, ქალი ჩემი აზრით სულ მცირე არანაკლებადაა დამნაშავე იმაში რაც შეიძლება მოხდეს ან მოხდება, ვიდრე ის მამაკაცი, რომელიც მიიღებს საბაბს(ან თუნდაც  მოეჩვენება ეს საბაბი და ამ მოჩვენების საფუძველს მაინც ქალი აძლევს, ძალით თუ უნებრურად). მოკლედ, ქალებმა უნდა ნახონ ეს ფილმი და ისწავლონ ))) ეჭვი მეპარება ჭკუა ისწავლონ, მაგრამ მაინც – აი რა შედეგი მოაქვს უაზრო გაღიმებას, თავაზიანობას, „ვითომ მეგობრობას“… როცა კაცი არ მოგწონს ეს დაუშვებელია, როგორც არ უნდა გსიამოვნებდეს ყურადღება და რაც არ უნდა ქალური ზამაშკები გქონდეს, თუ კაცთან არაფერს აპირებ, არ უნდა აწვალო. ამ ფილმის გმირი ქალი, თითქოს მართალია, მაგრამ ბოლომდე არა(ისე კარი ქალი კი თამაშობს და კინოშნიკების ოჯახშიც გახლავთ დაბადებული) 🙂 თავიდანვე იგნორი იყო საჭირო და მერეც, არა საქმის გასარჩევად დაბარება და შემოშვება, არამედ რამე სხვა – იგნორი, ქმრისთვის შეტყობინება… გამაღიზიანებელი ფაქტორი N2 – ტყუილი და დამალვა. ქალი რამდენჯერმე ატყუებს ქმარს, განსაკუთრებით ფულის დაბრუნებაზე(არ მინდა ბოლომდე დავასპოილერო). პოლონელები უფრო ცივილური ხალხია და წინ არიან, მაგრამ გამაღიზიანებელია ქმრის რამდენიმე საქციელიც(ურთულეს მდგომარეობაში ვარდება, მაგრამ მაინც), ვიღაც ნაგვის გულისთვის ბოლომდე გაუფუჭო ყველას ცხოვრება არ ღირს, გასაგებია, ცივ გონებაზე ასეა… მაგრამ ვფიქრობ, არის რაღაცეები, რისი გატარებაც შეუძლებელია და ცივად განსჯა წარმოუდგენელი, პირადად ჩემთვის. ფულის მომენტიც ძალიან დიდი ნეხვის ჭამაა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე პირადი მოსაზრებებია, მაგრამ ჯამში ფილმი გახლავთ ძალიან კარგია, ბევრი ნიუანსით… ასევე შეგიძლია წარმოიდგინოთ საქართველში მსგავსი რამ(ნუ დაახლოებით მომხდარა კიდეც), რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა, რამხელა სხვაობაა, თუნდაც მინისტრებში… კი შელემაზებულია ყველაფერი, მაგრამ მაინც, სხვაობა არის. მოკლედ, მშვენიერი ფილმია და გირჩევთ ნახოთ(ქალებმა აუცილებლად :დ), გამიხარდა, რომ ამ ფილმა მოიგო, რომ მორჩა ვთქვი პოლშა სულ სხვაატქო და ფესტივალის ფეიჯზე დავწერე კიდეც. ისე კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ჯილდოებს.

2. „ესპანეთი“:

spanien18

სიმართლე ითქვას, როცა ამ ფილმზე მივდიოდი(თავიდან არც მქონდა გადაწყვეტილი), არ მეგონა, რომ ასეთ კარგ ნამუშევარს ვნახავდი. შედევრობაზე აქ არავის აქვს პრეტგენზია, მაგრამ ფესტივალზე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იყო(ბევრის აზრით საუკეთესოც). კარგი ძველი გოლფივით შეკრული ფილმი ანია სალომონოვიჩისგან, რომელსაც აშკარად სუნებზე აქვს გართულება. ბევრი უფიქრია, უჭვალია, უმუსავია ამ ქალს და გამოუვიდა. საინტერესო აქცენტებია, თუნდაც „ეკლესიაზე“. ერთადდერთი ვერ ვიკაიფე მთავარი პერსონაჟი კაცის ყოვლისშემძლეობაზე, აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია ტიპს – მანქანის სეკეთება, ძერწვა, ქარგვა, ფუნთუსის გამოცხობა, ჩხუბი, ხატვა, მოდელირება, ჰიპნოზი… ნუ პატარა დეტალები კიდევ არ მომეწონა(აქაც და სიყვარულშიც), მაგრამ პატარ-პატარა უარყოფით ლაქებზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. სამაგიეროდ ძალიან სახასიათო და სასაცილოა გამომძიებელი/ქმრის პერსონაჟი, ავადმყოფი, დაქლიავებული, ბოროტი საცოდაობა, თავისი კითხვებთ – „ასეთს რას ეუბნები? სიტყვები, სიტყები მითხარი!“ – ესეც საინტერესოა, ამ ქლიავს კი არა, ბევრად უფრო ნორმალურ ადამიანებს უტრიალებთ ხოლმე მსგავსი აზრები, იმიტომ რომ ქალებს ხშირად ვერაფერს გაუგებ :დ თავად პეროსნაჟი ქალი არ მომწონს, ეგეთი ტიპშები არ მევასება. ნუ მთელი იდეებია ჩაქსოვილი რეჟისორის მხრიდან, ბოლო კადრების ჩათვლით და საინტერესოა რა. გამოსარჩევია „იგროკის“ პერსონაჟიც, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოიცნობდა საკუთარ თავს, ნაწილობრივ მაინც – ბოლომდე მიბაძვას არ გირჩევთ, თან მერწმუნეთ, ჩვენი სადაზრვეოები არაფერს აანაზღაურებენ 🙂 მოკლედ, მშვენიერი ფილმია, თავის დონეზე(ისე რას ნიშნავს ნეტა ეს  – თავის დონეზე – მეც არ ვიცი).

3. „კატინკას წვეულება”:

katinka

აი მაყურებლის სიმპათია და მსგავსი პრიზები რომ არის, სიამოვნებით მივცემდი ამ ფილმს. ლევან აკინის მშობლები 1970-იან წლებში გადასახლდნენ შვედეთში. იქ დაიბადა და გაიზარდა, ახალგაზრდა ბიჭია და აშკარად აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკმაოდ კარგი რეჟისორი დადგეს. „კატინკას წვეულება“ მისი პირველი ნამუშევარია და რატომღაც ტავიდანვე, შორიდან, დადებიტად განვეწყვე ამ ფილმისადმი(შეიძლება იმიტომ, რომ მიყვარს შვედეთი და ასევე სახელები – კატია, კატინკა, ანასტასია, ანიუტა… რავი :დ). მთავარია ბიჭს, ბოლომდე ცუდი კუთხით არ უყივლოს სისხლმა და გურჯულად არ ჩატენოს „ქართული ბადრიჯანი“, „ფარაჯანოვი“ და მსგავსები. თუ ეს ბუნებრივად მოხდფება ძალიან კარგი, მაგრამ მარტო იმიტომ რომ იყოს, და ხაზი გაესვას რარაცას, არ ღირს – ხელოვნურია. თუმცა ფარაჯანოვის ხსენება კიდევ ჰო… ისეთი პერსონაჟი ამბობს, რომ ქართველს შეიძლება გაეღიმოს, უცხოელისა რა გითხრათ. ჰო, პერსონაჟები – აი რა არის მთავარი ამ სკანდინავიურად ფერად, მაგრამ სკანდინავიურადვე ,მდუმარე’ გარემოსა და ფილმში. სკანდინავია ედვარდ ნორტონივითაა – მდუმარე ქარიზმა, პაპსავიკებს მოსაწყენად რომ ეჩვენებათ ან ისე რომ მოსწონტ რომ არც ესმით – პონტისთვის, მაგრამ სინამდვილეში რომ მოაქვს და მოაქვს. თითქმის ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესო და კიდევ ერთხელ ვიტყვი – სახასიათოა. თავისი იორნიით, რაღაც-რაღაცეებზე კაიფით და ქილიკით(რაც დავუფასე). უაზროდ პრობლემური და რთული ხასიათის კატინკა, რომელიც კარგი გასახერხია. ნუ აი უმიზეზოდე რო ცუდ ხასიატზე არიან, ფიქრებში რო მიდიან, თვითონ რომ არ იციან რა უნდათ და რას მოითხოვენ და ჯაან შაკიკიანი, მაგრამ დონე გოგოჩუნები რო არიან, გემოვნება და რამე – ეს არის კატინკა. მისი ერთი შეხედვიტ მუქთახორა, მაგრამ მომთმენი, კეთილი, წყნარი და დასაკვირვებელი ბოიფრენდი, ნუ პრინციპში მგონი მეორე შეხედვიტაც მუქთახორაა, მაგრამ საინტერესო ტიპაჟია, პროსტა ეჭვი მაქვს რომ მაინც ცარიელი(თუმცა კატინკასთან მიმართებაში მართალია). კატინკას ძმა, უზრდელი, თავხედი, ლუზერი ნაბიჭვარი, თავისი პრობლემებით. მისი მოყვანილი ბოზი,რომელიც აღაშფოთებს ძალით პიზდეცინტელექტუალებს ტავისი გალერიის პატრონი შიზოიდითა და მისი არაბი დაქნეული ცოლით. გაუგებარი და უაზრო დაბოლილი გოგონა და სახალისო კეკელკა აზიატკა, მუდმივად რომ რაღაცას წერს და ვერ წერს, ფილმს ირებს და ვერ ირებს, ვანაბი ინტელექტუალია და არ არი. მოკლედ კაია, ზრდას თუ არ შეწყვეტს, კაი ბიჭი დადგება აკინი.

აი ამ სამეულს გამოვარჩევდი საკონკურსო ფილმებიდან, რომელთაგანაც მხოლოდ 4 ვნახე, მაგრამ მიხარია, რომ სწორედ გამორჩეული სამი. მეოთხე არის ჩემხელა გოგოს, უკრაინელი დარია ონიშჩენკოს „ისტალგია“ და ეს ყველაზე სლაბი ფილმია რაც ვნახე. ვერ ვიტან ასეთ კომენტებს და მიდგომებს – ვაიმეეე, ეს რა კოშმარი იყო, ვერ ვუყურე ბოლომდე, ცუდად გავხდი, გამოვედი, ფეხები დავაბაკუნე, მტკვარში გადავხტი… კარგით რა „ექსპერტებო“, ზოგჯერ სასაცილოები ხართ, თან ძალიან. ცხადია არსად არ გამოვსულვარ, ბოლომდე ვუყურე და რამდენიმე სახალისო ეპიზოდიც იყო. ნუ რა უნდა გადაეღო ახლა პატარა უკრაინეკ გოგოს, რომელიც თურმე გერმანიაში ცხოვრობს და ძალიან უნდოდა კიტხვებიდაგვესვა(სამქუხაროდ, ეს კულტურა ჩვენტან ჯერ ვერ დაინერგა, გვიტყდება და გვეგრეხება ან თუ ვსვამთ კითხვებს ისეთებია, რომ ჯობია ორბიტი დავღეჭოთ), მაგრამ გოგო აშკარად ჩარჩენილია, ჰქონდა რარაც იაფფასიანი პასაჟები. ცოტა რარაც ალბათ საკუთარი ცხოვრებიდანაც აიღო. ფული ალბათ მამიკომ ან მეუღლემ თუ შეძლებულმა შეყვარებულმა გაუჩითა და გადაიღო რა… ბევრი უარესს გადაიღებდა.

დანარჩენ საკონკურსო ფილმებს რაც შეეხებათ, სხვის აზრს ბოლომდე არასდფროს უნდა დაუჯერო, მაგრამ რამდენიმე განსხვავებული ადამიანის აზრით(რომელთა მოსაზრებასაც შეიძლება ყურადღება მიაქციო) ვერლავეს :დ ფილმები იყო. სამწუხაროდ ეს პირველ რიგში ეხებოდა „ჩაიკას“ და „ყველა წავიდას“, რაც ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო არც ისე კაია. ჩემთვის სამწუხაროა ისიც, რომ ხალხს არ მოეწონა ჯორჯო კუნიოს„ვაკუუმი“, მაგრამ არ დანებდე ჩუვაკ, გვჭირდება ახალგაზრდა იტალიელი ხალხი )))

არასაკონკურსო ფილმები:

აქ ყველაზე მეტად მწყდება გული იმაზე რომ ძალიან მაგარი კაცის ჯანკარლო ჯანინის მონაწილებოიტ ვერცერთი ფილმი ვერ ვნახე დროის გამო. როგორც იციტ, საპატიო სტუმარი იყო. თუმცა ეს გამოსწორებადია. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოტანილი ჰქონდათ სტივ მაქუინის(მშვენიერი რეჟისორია) „სირცხვილი“, რომელშიც ფასბინდერი დიდებულად თამაშობს და საერთოდ კარგი ფილმია. ერთხელ სანახავად არ არის ცუდი „საშიში მეთოდიც“. „წარმოიდგინო არგენტინა“ შეიძლება ვერ შედევრობს, მაგრამ მარტო ბოლოს მიწერილი „ნუნკა მას“-ისთვის ღირს(სევე იმისთვის, რომ ვისაც ჩე ანგელოზი ჰგონია და აქ ძალადობრივ რეჟიმზე ლაპარაკის პარალელურად ავატარად ჩეს სურათი უყენია, ცოტა აზრზე მოვიდეს 🙂 ). ვფიქრობ, ეს ფილმები თქვენთვის ისედაც ნაცნობია და უმეტესობას ჩემსავით უკვე ნანახი გექნებოდათ და ამიტომ მათზე ნუ შევჩერდებით.

atmen_02_thumb_700x600

ნუ 4 დეკემბერზე წინა პოსტში მოგახსენეთ, რომ ვისიამოვნე ნანი მორეტით და მერე გამოვედი ფილმიდან „ბინა“, იმიტომ რომ ტიტრები არ იყო, და ფაქტობრივად არაფერი მესმოდა, სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი. 5 დეკემბერს კი ვნახე ორი ძალიან კარგი ფილმი „სუნთქვა“  და „ხარისთავა“.

სუნთქვა ავსტრიული ფილმია და საკმაოდ კარგად მოგვითხრობს არასრულწლოვანთა კოლონიაში მაცხოვრებელ პრობლემურ ტიპზე, რომელსაც ფაქტობრივად არავინ არ ჰყავს და ცხოვრებაზე განაწყენებული საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მაგრამ ცხოვრების სურვილი, ხალხში გარევის სურვილი მაინც ნელნელა შეეპარება და ამით მოწამლული დაიწყებს „ფაფხურს“, ეძებს დედას… თუ რა გამოუვა, რომ უყურებთ, მერე გაიგებთ. ისე ვე დავიჭირე მურამი კადრებისა, როცა მთავარი გმირი აუზში ცურავს და სხვები ელოდებიან, რადგან ეს მორგში იწყებს მუშაობას და მასთან ერთად ცურვა არ სურთ, ხოლო როგორც კი ამოდის, ჩადიან წყალში, თითქოს წამის წინ არ უცურავია „მორგში მომუსავეს“ იმავე წყალში. ამით რეჟისორის რისი თქმა უნდოდა? :დ ასეთი დებილები არიან ის არასლუწლოვნები თუ თავად ვერ გადმოსცა რამე კარგად? მაგრამ არა უშევას, ეს არ არის მთავარი.

rundskop

ხარისთავათი ძალიან ვისიამოვნე. ჯერ ერთი თემაა ძალიან საინტერესო. მერე კარგად არის გადმოცემული და შთამბეჭდავი ფილმია. ბელგიელებს კი საკმაოდ კარგი მსახიობი ჰყოლიათ მატიას შონერცის სახით, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს და მისი მონაწილეობით ფესტივალზე მეორე ფილმიც იყო „პულსარი“, რომელიც ვერ ვნახე და დიდად არც აქებენ, მაგრამ მაინც მინდა ვნახო. აი ხარისტავასთვის კი ყოჩაღ რეჟისორ როსკამს. კიდევ ერთხელ ჩანს რა ეიძლება გამოიწვიოს ერთმა პატარა უაზრო ინციდენტმა. რა ძალა აქვს ბოროტებას და რა დასანანია ისეთი ადამიანების სილაჩრე, რომლებიც სანამ საქმე საქმეზე მიდგება ჩენიანი გგონია ან ღირსეული და კარგი ადამიანი გგონია. თუმცა ხშირად შეიძლება ცდებოდე და ეს საბედისწერო გამოდგეს. ამაზრზენია, ოჯახი რომელიც ხელს აფარებს თავის შვილს, აქაოდა ჩემია და უნდა დავიცვაო(ეს გულს მირევს ხოლმე და გურჯისტანსიც მძვინვარებს თუ მძვინვარებს), განსაკუტრებიტ დედა მაღიზიანებს, რომელიც სულ ერთხელ ჩანს კადრში, მაგრამ რომ იმეორებს პათოლოგიურად – ეს უბედური შემთხვევა იყოო, ცუდად ვხდები. საშინელებაა გოგოც(უფრო ლამაზი ვერ შეარჩიეს?), შე დედანაქაჩო, თუ გეშინია რაღას კეკლუცობ, თუკეკლუცობ რაღას გეშინია. ეგრევე პოლიციასი რატო რეკავ და ტან ვინაობას რატომ უსახელებ, მერე სახლსი რაღას უშვებ… მოკლედ, ერთ ჩვეულებრივ ტიპს აუბედურებენ თავიდან ბოლომდე(თუმცა ყველაფერში არ ვამართლებ, ეს უკვე მერე რასაც აკეთებს იმას ვგულისხმობ) და როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება, ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, მაგრამ ბრძოლა ღირს. საინტედრესო პერსონაჟები არიან, საინტერესო ნიუანსებით და სიუჟეტით. როგორც ვთქვი, შთამბეჭდავი ფილმია და რეკომენდაციას ვუწევ გურმანებისთვის.

6 დეკემბერს ვნახე ფილმი „მოულოდნელი გაჩერება“. შემდეგ კი „კატინკას წვეულება“ და „ისტალგია“, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და ამიტომ მოულოდნელ გაჩერებაზე შევჩერდეთ. პარალელურად ჰანეკეს სიყვარული გადიოდა, მაგრამ ბილეთს ვერ იშოვიდი და ტან იმ ღრიანცელი… მოგვიანებით სახლში ყურება გადავწყვიტე. ამ ფილმით კი დავიტერესდი იმიტომ, რომ ადრე მქონდა ნანახი იგივე რეჟისორის „ვისკი არყით“ და ნორმალური ფილმია. არც მინანია, რადგან მომეწონა ფილმი და ძალიან იმოქმედა. თან გამოუძინებელი და განერვიულებული ვიყავი, ალბათ ამანაც იმოქმედა, მაგრამ რამდენჯერმე წამსკდა კურცხალი ))) კაპიუშონი(ჩვენში რომ კაპიშონს ეძახიან) წამოვიფარე და ვახშობდი სველ წერტილებს, სირცხვილია ვინმემ არ დამინახოსთქო. ფილმი არის ადამიანზე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ, უიმედო მდგომარეობაა, მას 2-3 თვე დარჩა, არადა ძალიან არ უნდა სიკვდილი. ამის შემდეგ, ვხედავთ თუ როგორ გრძელდება მისი ურთიერთობა მეუღლესთან და ორ შვილთან, როგორ იცვლება თავად ეს ადამიანი… ცოლის ნერვული შემოტევები, პატარა ბიჭის კითხვა – მამიკო შენ მართლა მოკვდები? და მერე შენი აიფონი მე დამრჩება?. ასევე ეგოისტი გოგოს გამოხტომები, რომელიც ბოლოსაც კი ამბობს, რომ ვარჯიშზე უნდა წავიდეს და ზოგადად რეალური სურათი იმისა, რომ ადამიანი ძირითადად მარტოა. ცხოვრება კი მშვენიერია და ღირს 🙂

პარასკევს ყველაზე თავისუფალი დღე მქონდა, მაგრამ დილის ფილმი მაინც გავმაზე რაღაც საქმის გამო. მერე კი დღე მშვენივრად დაიწყო – ფრანსუა ტრიუფოს “ჟული და ჯიმით“. ნუ რა უნდა ვთქვა 🙂 ეს არის შემთხვევა, როცა ვერც ჟულს ვეთანხმები, ვერც ჯიმს(თუმცა ჯიმის უფრო მესმის და უფრო ახლოსაა), მით უმეტეს ვერც კატრინს(ასეთი „ცვალებადი ხასიათის“ ქალთან, სიგიჟემდე რომ მყვარებოდა, მაინც არ ვიცხოვრებდი), მაგრამ უყურებ და გსიამოვნებს 🙂
ამას მოჰყვა უკვე ნახსენები „ესპანეთი“. შემდეგ სახლში შერბენა(სარამოს ფილმიც გავმაზე) და ბოლოს ტკბილ ლუკმად აკი კაურისმეკის „ჰავრი“ 🙂

Le-Havre-film-club-website

ჰავრი არის კეთილი ზღაპარი, ჰაეროვანი ფილმი სადაც იგრძნობა კლასი, იგრძნობა საფრანგეთი… თითქოს აბსოლუტuრად ჩვეულებრივი სიუჟეტი, მრავალჯერ ნანახი სხვადასხვა ფილმებიდან შეერთებული სცენები… მაგრამ არა, რაღაც ძალიან სასიამოვნო გრძნობით და ღიმილით ტოვებ ბოლოს კინოთეატრს და გარეთ გამოსულ წვიმაც გსიამოვნებს, ხოლო სანამ მანქანამდე მიხვალ, ორ რუსულად მოლაპარაკე გოგოსდ ჰგონია, რომ მიყვები და ალბათ დაყაჩაღება გინდა, შენ კი გეცინება. იქვე ეს ორი გოგონა ჯიპში სხდებიან, სიმბოლურია ვფიქრობ მე და იქვე ვწყვეტ, რომ ფულია ნი იობარის ნაყიდია და არა მამიკოსი, ვაი თქვენს პატრონს, ჩავილაპარაკებ ჩემთვის და მივდივარ ჩემი ჭუჭყიანი და ჯაბახანა მანქანისკენ, რომელიც სადრაც ტრაკში დავაყენე, რადგან არც ტარება ვიცი წესიერად, არც გზები და არც პარკინგი.

კაი იყო ჰავრი.

p.s.
ერთ-ერთ დღეს რიგში დგომისას ორი პატარა გოგო მივიდა სალაროსთან, ასე 11-13 წლისები იქნებოდნენ. თვაილაითზე იყიდეს ბილეთები და ძალიან უხაროდათ. ერთმა იკითხა ეს ხალხი რა ბილეთებს ყიდულობსო, მოლარემ უპასუხა ეს ფესტივალის ფილმებიაო და მეორე გოგომ განმარტა – აა, ეგ ორლარიანი ფილმებია.
არ მითხარათ, რომ ბავშვები არიან და მერე რაო… არ მითხრათ რომ ყველაფრის გამუქება და გულთან ახლოს მიტანა არ შეიძლებაო, დემაგოგობო და ასე შემდეგ. ეს ტრაგედიაა… ქართული რეალობა. ეს უკვე მოწამლული ბავშვები იყვნენ, ალბათ მშობლებმა და გარემოცვამ მოასწრეს უკვე მათი გაფუჭება და გადარჩენის შანსი ძალიან მცირე აქვთ .ეს გოგოები გაიზრდებიან, ვიღაც სლეს მისცემენ, ვისაც მეტი ფული ექნება, ღიპი(რა თქმა უნდა ჯიპიც) და რამე რუტინული პოსტი. გააჩენენ ბავშვს, რომელსაც ასწავლიან, რომ ფული და მატერიალური ფასეულობები მთავარია(აბა შვილი მშიერეი ხო არ ეყოლება?),  ხოლო ორლარიანი კინოები და „იაფიანი ტანსაცმელი“ ბანძობა. შედეგად დაღუპავენ ბავშვს და გაზრდიან ახალ სლედ… ჩაკეტილი წრეა… გურჯისტანია. ოხ, თქვენი დაბინდული გონება ვატირე რა.

p.p.s.
operationlibertad_3(1)_img
ჰო, მავიწყდებოდა, რომ შაბათს ფაბიცკის „სიყვარულამდე“ დილით „ოპერაცია ლიბერტადი“ ვნახე. დიდი ხანია გულჩვილი გავხდი ფილმების შეფასებისას და შეიძლება ამიტომაც მაგრამ არ ვიცი, არ ვნანობ, რომ ამის გამო საქმეები გადავდე და გეგმები ავირია. აშკარად აკლდა რაღაცეები ფილმს, მაგრამ მაინც გაასწორა. თან ჩემთვის საინტერესო თემა იყო.

უდროობის და სამსახურის გამო, ბევრი ფილმი ვერ ვნახე და სანახავად ჩავინიშნე – მაისი 4 დღე; 7 ლამაზმანი; ჭამა ძილი სიკვიდილი; მებაღე; ანგელოზთა წილი; ბარბარა; სებე; უკეთეს ძმას ვერ ინატრებდი; დღე, როდესაც ქალი გავხდი; როზა; გორაკებს მიღმა; სამოთხე: სიყვარული; პინა; შემოჭრა და რა თქმა უნდა ჰანეკეს სიყვარული.
ასევე, რაღაც თურქული ფილმი იყო დოსტოევსკის „ზაპისკი იზ პადპოლიას“ მიხედვით და შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინტერესებს მაინც ნახვა.

ასევე მინდა გკითხოთ აზრი ვინც ნახეთ – სარაევოს შვილები, ვაკუუმი და პულსარი – ღიირს?
კიდევ რას დაამატებდით, რა მოგეწონათ ან რომელ ფილმს ამოაკლებდით, რომელი არ მოგეწონათ?

Written by 1myway1

დეკემბერი 10, 2012 at 5:48 PM

Posted in Uncategorized

ჩინემა ცოცხალია

with one comment

3656282382

დიახ დიახ! იტალიური კინო ცოცხალია და ცხადია,  არც არასდროს მოკვდება, მაგრამ სად ბოლო წლების იტალიური კინო და სად ადრინდელი. ამიტომაც, ძალიან მიხარია, რომ ხან ჯანი ამელიო შემოგვეშველა თავისი „სახლის გასაღებებით“, ხან ჩარჩენილი მიკელე პლაჩიდო „რომანცო კრიმინალეთი“, ხან სერჯო კასტელიტო „ნუ წახვალ“-ით, ხან ის და ხან ეს… მიხარია, რომ არსებობენ პაულო სორენტინოთავისი შესანიშნავი „ილ დივოთი“) და რაც მთავარია – ნანი მორეტი 🙂 ნუ „გადახვეწილები“ ცალკე თემაა(ტორნატორე, ტარანტინო, ბენინი…).

ჩემთვის თბილისის კინოფესტივალი უკვე კარგია და უკვე გამართლებული და მიუხედავად მცდელობებისა ხასიათს ვერ გამიფუჭებენ, რადგან დღეს ნანი მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“ ვნახე და უდიდესი სიამოვნება მივიღე. ძალიან კარგი ფილმია, ძალიან 🙂 მთავარია კარგად ნათარგმნი ნახოთ, ცუდად ნათარგმნს კარგი სუბტიტრები სჯობია.

მადლობა ნანი მორეტის კიდევ ერთი მშვენიერი ფილმისთვის და იმისთვის, რომ იტალიური „ჩინემა პარადიზო“ ისევ ფეთქავს. ფილმის ბოლო ნაწილი ალალად ვიტყვი ცოტა არ მომეწონა, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და მთლიანობაში შესანიშნავი ნამუსევარია. მისი გმირი ხო გლეჯს საერთოდ, თავიდან განსაკუთრებით – მხეცია )))) რამდენიმე მომენტი საერთოდ ორგაზმი.

ბევრის და დაწვრილებით ლაპრაკის დრო და სურვილი ახლა არ მაქვს. ამიტომ, პირდაპირ გადავალ ზოგადად თბილისის კინო ფესტივალზე და ორ სიტყვას ვიტყვი, ერთ ამბავსაც მოვყვები. პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რადგან ამ ქვეყანაში ნებისმიერი რამის ჩატარება უკვე გმირობაა და ტან რაღაც სირთულეები შეხვედრიათ როგორც ვიცი, მაგრამ…

როდემდე შეიძლება ასე უთავბოლოდ და ქაოსურად იყოს ყველაფერი? ჯერ ერთი, პროგრამა დაიდო ძალიან გვიან. მერე მეორე, ამირანშირუსთაველის ბილეთს ვერ იყიდი და რუსთაველში ამირანის. მაშინ  როცა ერთი სალარო გემსახურება(რუსტაველსი ორი იყო, და ერთი დაიკეტა მერე, თან ორივე გატენილი) და უზარმაზარი რიგია, მე მგონი რამე უნდა მოიფიქრო ხო? მესამე, როდის უნდა თამდავრდეს ეს ნაცნობობის ინსტიტუტი და ბიელტების ასე რიგება?

ყველაზე მეტად მომეშალა ნერვები დღევანდელ ფილმზე ,ბინა’, რომელიც ებრაელ-გერმანელი ოჯახის შესახებაა. ეს თემა მაინტერესებს და არ მბეზრდება, თან ძალიან ბევრი ვირბვინე რომ მიმესწრო. რაღაც საქმე გადავდე, კიდევ სადღაც მაგვიანდებოდა… ვიდექი იმხელა რიგში, სადაც საოცარი ხალხი, უაზრობებით წელავს დროს და ბოლო ბოლო ვიყიდე ბილეთი, შევედი დარბაზში და ტიტრები არ იყო… ნუ საბედნიეროდ, დაიწყო ოდნავ გვიან, არა მგონია ჩვენი ინტერესები გაეთვალისწინებინათ, უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე… დაგვიანდა დაწყება ალბათ. თუმცა რად გინდა, ტიტრები ედო მარტო მთავარი გმირის/რეჟისორის მონათხრობს. ხოლო როცა ერთმანეთში საუბრობდნენ, იყო გერმანული სუბტიტრები… ეს ზალიან კარგია გერმანული ვინც იცის ან ვინც სწავლობს მათთვის, მაგრამ ჩემნაირებს რა გვექნა?

ვიჯექი ერთი ნახევარი საათი, ერთმანეთში რას საუბრობდნენ ვერ ვიგებდი, მერე რეჟისორი შემოგვეშველებოდა და რაღაც აზრს გამოვიტანდი, გვერდზე ბიჭები ღლიცინებდნენ და ვწვალობდი(თ) ასე… მართლა დავინტერესდი და ვიფიქრე, ბოლომდე ვიქნებითქო, მაგრამ როცა ქვედა რიგში ვირაც გოგომ დაიწყო რატრატი და ყურის გახვრეტა იმ არათარგმნილი ტექსტის ქართულად ტარგმნით, უკვე გაუსაძლისი სიტუაცია შეიქნა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზედა რიგებში ვერ გაარჩევდი რას ამბოდა ეს გოგო(ჯერ ეგრეც არ იქნებოდა სასიამოვნო, მაგრამ თარგმანს მაინც მოისმენდი), ჰოდა წარმოიდგინეთ, გესმის უაზრო რატრატი(ტან ნუ მიწყენს და ცოტა გამაღიზიანებელი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა ენა კარგად იცოდა 🙂 ), იქიდან გერმანული დიალოგი, გვერდზე აცეტებული ტიპების ხუმრობები… შეუძლებელი იყო, ავდექი და საქმეზე წასვლა გადავწყვიტე, ოღონდ ჯერ ამირანში შევიარე.

ჰო, სანამ ამირანზე გადავალ, ისიც უნდა ვთქვა, რომ რუსთაველში მახარეს, ჰანეკეს „ამურზე“ ბილეტები უკვე აღარ არისო. წინასწარ და ცოტა ადრე რომ ეთქვათ როდის დაიწყებდნენ გაყიდვას(და რა პრინციპით გაიყიდა კიდევ საკითხავია, ალიოშა დევდარიანის არქივებისა და ომამდელი ტანკისტობისა არ იყოს) თადარიგს დავიჭერდი და ახლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. თუკი შეყვარებულს ეჩხუბეთ ამ დღეებში და ჰანეკეს ფილმზე ბილეთი არარ გჭირდებათ, მაჩუქეთ ან მომყიდეთ ერთი ცალი და ვალსი არ დაგრჩებით )))

მოკლედ, დაჩაგრული, გაბრაზებული და გაკვირვებული დავიძარი ამირანისკენ. სადაც ასევე, შედარებიტ მცირე, მაგრამ მაინც რიგი დამხვდა. ჩავდექი ამ რიგში და თან ფილმების თვალიერება დავიწყე, თუ რაზე ამეღო ბილეთი. ისედაც სამსახურის გამო სარამოს სეანსებზე მარტო პარასკევს თუ წავალ და ჰანეკეს გამოკლებით გულდაწყვეტილი, სხვა ილმებით ცავიკლავ დარდსთქო.

ამ დროს, როცა უკვე ჩემი რიგი მოდიოდა, სალაროსთან მიიჭრა არც ზედმეტად, მაგრამ არც ნაკლებად გამოწკეპილი ქალბატონი, ფურცელზე ამოწერილი სიითა და პრეტენზიული ტონით. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ/არ შეგვამჩნია და რა თქმა უნდა, მეც/ჩვენც ვყლაპეთ ამჯერად. თუმცა არ ველოდირომ 72 საათის მანძილზე აარცევდა ბილეთებს და ტან დაუწყებდა მოლარეს საუბარს იმაზე, რომ ეგებ როგორმე ეშოვნათ ბილეტი „გაიღიმეთ“-ზე. „ვერანაირად? რ.გოგოხიაზეც ვერა(გვარი განგებ შევცვალე), მოიცა და „ჯაჯიკოს“(ესეც შეცვლილია) რო დავურეკო?“ – ვერ იჯერებდა, რომ თვით მას არ შეხვდა ბილეთი და არც დარეკვა გამოდიოდა და არც „მათ მეცხრე რიგში“ აღარ იყო ადგილი. ამ ყველაფერში კაი დრო გავიდა, ყველანი შევწუხდით. თუმცა ხმამაღლა ეს მხოლოდ ერთმა ქალბატონმა გამოხატა(ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა) – ვაიმე, მანქანა მელოდება და ბევრი დაგრჩათ? – აი ამ კითხვის დასმის მერე, ის ქალი ბოლო კაცი გახდა ჩემს თვალში, ყოვლად უტაქტო გამოსვლა იყო, თან რა მიზეზით… მეორემ კი პრეტენზიულად გამოხედა, 2-3 წამი მზერა გაუჩერა, არაფერი უპასუხა და ისევ სალაროსკენ შეტრიალდა – მოკვდა ბაზარი.

ამასობაში, ერთი ბიჭი ცქმუტავდა, რომგაიგო „გაიღიმეთ“-ზე ბილეთები აღარ არისო, ისეთ საგინებელში ცავარდ, ვითომ უკეტესი ფილმი არ გადაღებულა(„გაიღიმეთ“ არ მინახავს, იქნებ ასეცაა). ამ მოდერნიზირებული ძველი ბიჭის იერის მქონე ბიჭით(ვიდუხა ჰქონდა ასეთი, ისე ნოვი გრუზინი უფრო იყო), ეს დამა ქალი დაინტერესდა. გაუპარსავი და არარესპექტაბელური „მე“-თი არ დაინტერესებულა(არადა გაპარსული ვიყავი). მოკლედ,  თავაზიანად უთხრა, რომ „გაიღიმეთ“-ზე ბილეთი მართლაც აღარ არის, ხოლო როცა ბიჭი იმ დროის სხვა ფილემბით დაინტერესდა, აქაც მოლარეს დაასწრო და ყველაფერი ღიმილით განუმარტა. აი ამ დროს, არა მთლად ამ დროს არა, სადღაც 20 წამში, მას მერე რაც მოკლე კონსულტაცია გაიარა სავარაუდოდ შეყვარებულთან, ბიჭმა დასვა საბედისწერო კითხვა:
– ეს მამა აფრიკა ვისი ფილმია?
– მოიცა(უკვე ნა ტი იყო, ტო), ახლავე გეტყვი. – უთხრა ქალმა და თავის დავთარში დაიწყო ქექვა, მერე კი დაამატა – კაურისმეკის.
– ეს იაპონელი რეჟისორია ხო? -იკითხა ცოტა დაბნეულმა ბიჭუნამ და მორცხვად ჩაილუღლუღა, ზუსტად არ ვიციო. აი აქ იყო მთავარი… ქალბატონი ცოტა ხნით შეჩერდა, მაგრამ „ზადნი არ მისცა მამა“ და თავის ელეგანტურ და ზომიერ დაქნევასთან ერთად, მაინც ხმადაბლა უპასუხა – კი. კი გავიბადრე და  გამეცინა, მაგრამ რა ხეირი, ამ დამა ქალის მერე, მანაქანა რო ელოდებოდა ის ქალიც ჩემზე წინ წავიდა… არა განა რამე, ვერ ვიტან ტრაკში პეროიანი სასტავი რომ იწყებს – აუ ეს როგორ არ იცი… მოიცა ვსევოლოდ პრჟიპრჟესკიმ პადვალში რო ნახევრადდამწვარ ფირზე ფილმი გადაიღო არ იციიიი? და აი ასეთ ძალით მცოდნე, თავში ავარდნილ ან უაზროდ ამბიციურ ტიპებს პირველი მე ვერ ვიტან, მაგრამ… როცა არც რიგს იცავ, გონორიც გაქვს, ფილმებითაც მართლა დაინტერესებულხარ, ამოგიწერია… თუ არ იცი, არც ისე უცნობი რეჟისორი გულწრფელად ვფიქრობ რომ არა უშავს, მაგრამ თქვი რა არ ვიცი ან ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა… ბიჭი სუფთა იყო, იაპონურად ჟღერს რა – კაურისმეკი, ჰიროსიმა, ნაგასაკი…

მოკლედ, „დამოჩკა“ და მოლარე ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მაინც დაურეკავდა „ჯაჯიკოს“ და ეგებ ისე შესულიყო, რომ არ დამჯდარიყო ან სკამს შეუტანდნენ, რა ვიცი… ნაცნობობაში რას არ იზამენ გურჯები, როცა აწყობთ. თავის საქმე რომ მოამთავრა, ჩვენი დამა ქალი მოტრიალდა და იმ ქალს მიმართა მობრძანდით გოგონიო(არადა ის ქალი უფროსი იყო აშკარად). მეორე ქალმა, რომელიც უკვე შეშინებული იყო, ბოდიშები გვიხადა, ჩვენც გავატარეთ. სხვათა შორის, ის ბიჭი ყველაზე წესიერი გამოდგა, იცოდა რომ ჩემი რიგი იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯით უკან მდგარი ვუყურებდი სეირს – მიბრძანდითო.

ეჰ, ეს რომ მიკამ ან აკიმ გაიგონ, იმდენ ფინლანდიას დალევენ, გადაყვებიან საწყლები.

Written by 1myway1

დეკემბერი 4, 2012 at 4:11 PM

Posted in Uncategorized