1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩინემა ცოცხალია

with one comment

3656282382

დიახ დიახ! იტალიური კინო ცოცხალია და ცხადია,  არც არასდროს მოკვდება, მაგრამ სად ბოლო წლების იტალიური კინო და სად ადრინდელი. ამიტომაც, ძალიან მიხარია, რომ ხან ჯანი ამელიო შემოგვეშველა თავისი „სახლის გასაღებებით“, ხან ჩარჩენილი მიკელე პლაჩიდო „რომანცო კრიმინალეთი“, ხან სერჯო კასტელიტო „ნუ წახვალ“-ით, ხან ის და ხან ეს… მიხარია, რომ არსებობენ პაულო სორენტინოთავისი შესანიშნავი „ილ დივოთი“) და რაც მთავარია – ნანი მორეტი🙂 ნუ „გადახვეწილები“ ცალკე თემაა(ტორნატორე, ტარანტინო, ბენინი…).

ჩემთვის თბილისის კინოფესტივალი უკვე კარგია და უკვე გამართლებული და მიუხედავად მცდელობებისა ხასიათს ვერ გამიფუჭებენ, რადგან დღეს ნანი მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“ ვნახე და უდიდესი სიამოვნება მივიღე. ძალიან კარგი ფილმია, ძალიან🙂 მთავარია კარგად ნათარგმნი ნახოთ, ცუდად ნათარგმნს კარგი სუბტიტრები სჯობია.

მადლობა ნანი მორეტის კიდევ ერთი მშვენიერი ფილმისთვის და იმისთვის, რომ იტალიური „ჩინემა პარადიზო“ ისევ ფეთქავს. ფილმის ბოლო ნაწილი ალალად ვიტყვი ცოტა არ მომეწონა, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და მთლიანობაში შესანიშნავი ნამუსევარია. მისი გმირი ხო გლეჯს საერთოდ, თავიდან განსაკუთრებით – მხეცია )))) რამდენიმე მომენტი საერთოდ ორგაზმი.

ბევრის და დაწვრილებით ლაპრაკის დრო და სურვილი ახლა არ მაქვს. ამიტომ, პირდაპირ გადავალ ზოგადად თბილისის კინო ფესტივალზე და ორ სიტყვას ვიტყვი, ერთ ამბავსაც მოვყვები. პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რადგან ამ ქვეყანაში ნებისმიერი რამის ჩატარება უკვე გმირობაა და ტან რაღაც სირთულეები შეხვედრიათ როგორც ვიცი, მაგრამ…

როდემდე შეიძლება ასე უთავბოლოდ და ქაოსურად იყოს ყველაფერი? ჯერ ერთი, პროგრამა დაიდო ძალიან გვიან. მერე მეორე, ამირანშირუსთაველის ბილეთს ვერ იყიდი და რუსთაველში ამირანის. მაშინ  როცა ერთი სალარო გემსახურება(რუსტაველსი ორი იყო, და ერთი დაიკეტა მერე, თან ორივე გატენილი) და უზარმაზარი რიგია, მე მგონი რამე უნდა მოიფიქრო ხო? მესამე, როდის უნდა თამდავრდეს ეს ნაცნობობის ინსტიტუტი და ბიელტების ასე რიგება?

ყველაზე მეტად მომეშალა ნერვები დღევანდელ ფილმზე ,ბინა’, რომელიც ებრაელ-გერმანელი ოჯახის შესახებაა. ეს თემა მაინტერესებს და არ მბეზრდება, თან ძალიან ბევრი ვირბვინე რომ მიმესწრო. რაღაც საქმე გადავდე, კიდევ სადღაც მაგვიანდებოდა… ვიდექი იმხელა რიგში, სადაც საოცარი ხალხი, უაზრობებით წელავს დროს და ბოლო ბოლო ვიყიდე ბილეთი, შევედი დარბაზში და ტიტრები არ იყო… ნუ საბედნიეროდ, დაიწყო ოდნავ გვიან, არა მგონია ჩვენი ინტერესები გაეთვალისწინებინათ, უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე… დაგვიანდა დაწყება ალბათ. თუმცა რად გინდა, ტიტრები ედო მარტო მთავარი გმირის/რეჟისორის მონათხრობს. ხოლო როცა ერთმანეთში საუბრობდნენ, იყო გერმანული სუბტიტრები… ეს ზალიან კარგია გერმანული ვინც იცის ან ვინც სწავლობს მათთვის, მაგრამ ჩემნაირებს რა გვექნა?

ვიჯექი ერთი ნახევარი საათი, ერთმანეთში რას საუბრობდნენ ვერ ვიგებდი, მერე რეჟისორი შემოგვეშველებოდა და რაღაც აზრს გამოვიტანდი, გვერდზე ბიჭები ღლიცინებდნენ და ვწვალობდი(თ) ასე… მართლა დავინტერესდი და ვიფიქრე, ბოლომდე ვიქნებითქო, მაგრამ როცა ქვედა რიგში ვირაც გოგომ დაიწყო რატრატი და ყურის გახვრეტა იმ არათარგმნილი ტექსტის ქართულად ტარგმნით, უკვე გაუსაძლისი სიტუაცია შეიქნა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზედა რიგებში ვერ გაარჩევდი რას ამბოდა ეს გოგო(ჯერ ეგრეც არ იქნებოდა სასიამოვნო, მაგრამ თარგმანს მაინც მოისმენდი), ჰოდა წარმოიდგინეთ, გესმის უაზრო რატრატი(ტან ნუ მიწყენს და ცოტა გამაღიზიანებელი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა ენა კარგად იცოდა🙂 ), იქიდან გერმანული დიალოგი, გვერდზე აცეტებული ტიპების ხუმრობები… შეუძლებელი იყო, ავდექი და საქმეზე წასვლა გადავწყვიტე, ოღონდ ჯერ ამირანში შევიარე.

ჰო, სანამ ამირანზე გადავალ, ისიც უნდა ვთქვა, რომ რუსთაველში მახარეს, ჰანეკეს „ამურზე“ ბილეტები უკვე აღარ არისო. წინასწარ და ცოტა ადრე რომ ეთქვათ როდის დაიწყებდნენ გაყიდვას(და რა პრინციპით გაიყიდა კიდევ საკითხავია, ალიოშა დევდარიანის არქივებისა და ომამდელი ტანკისტობისა არ იყოს) თადარიგს დავიჭერდი და ახლა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. თუკი შეყვარებულს ეჩხუბეთ ამ დღეებში და ჰანეკეს ფილმზე ბილეთი არარ გჭირდებათ, მაჩუქეთ ან მომყიდეთ ერთი ცალი და ვალსი არ დაგრჩებით )))

მოკლედ, დაჩაგრული, გაბრაზებული და გაკვირვებული დავიძარი ამირანისკენ. სადაც ასევე, შედარებიტ მცირე, მაგრამ მაინც რიგი დამხვდა. ჩავდექი ამ რიგში და თან ფილმების თვალიერება დავიწყე, თუ რაზე ამეღო ბილეთი. ისედაც სამსახურის გამო სარამოს სეანსებზე მარტო პარასკევს თუ წავალ და ჰანეკეს გამოკლებით გულდაწყვეტილი, სხვა ილმებით ცავიკლავ დარდსთქო.

ამ დროს, როცა უკვე ჩემი რიგი მოდიოდა, სალაროსთან მიიჭრა არც ზედმეტად, მაგრამ არც ნაკლებად გამოწკეპილი ქალბატონი, ფურცელზე ამოწერილი სიითა და პრეტენზიული ტონით. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ/არ შეგვამჩნია და რა თქმა უნდა, მეც/ჩვენც ვყლაპეთ ამჯერად. თუმცა არ ველოდირომ 72 საათის მანძილზე აარცევდა ბილეთებს და ტან დაუწყებდა მოლარეს საუბარს იმაზე, რომ ეგებ როგორმე ეშოვნათ ბილეტი „გაიღიმეთ“-ზე. „ვერანაირად? რ.გოგოხიაზეც ვერა(გვარი განგებ შევცვალე), მოიცა და „ჯაჯიკოს“(ესეც შეცვლილია) რო დავურეკო?“ – ვერ იჯერებდა, რომ თვით მას არ შეხვდა ბილეთი და არც დარეკვა გამოდიოდა და არც „მათ მეცხრე რიგში“ აღარ იყო ადგილი. ამ ყველაფერში კაი დრო გავიდა, ყველანი შევწუხდით. თუმცა ხმამაღლა ეს მხოლოდ ერთმა ქალბატონმა გამოხატა(ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა) – ვაიმე, მანქანა მელოდება და ბევრი დაგრჩათ? – აი ამ კითხვის დასმის მერე, ის ქალი ბოლო კაცი გახდა ჩემს თვალში, ყოვლად უტაქტო გამოსვლა იყო, თან რა მიზეზით… მეორემ კი პრეტენზიულად გამოხედა, 2-3 წამი მზერა გაუჩერა, არაფერი უპასუხა და ისევ სალაროსკენ შეტრიალდა – მოკვდა ბაზარი.

ამასობაში, ერთი ბიჭი ცქმუტავდა, რომგაიგო „გაიღიმეთ“-ზე ბილეთები აღარ არისო, ისეთ საგინებელში ცავარდ, ვითომ უკეტესი ფილმი არ გადაღებულა(„გაიღიმეთ“ არ მინახავს, იქნებ ასეცაა). ამ მოდერნიზირებული ძველი ბიჭის იერის მქონე ბიჭით(ვიდუხა ჰქონდა ასეთი, ისე ნოვი გრუზინი უფრო იყო), ეს დამა ქალი დაინტერესდა. გაუპარსავი და არარესპექტაბელური „მე“-თი არ დაინტერესებულა(არადა გაპარსული ვიყავი). მოკლედ,  თავაზიანად უთხრა, რომ „გაიღიმეთ“-ზე ბილეთი მართლაც აღარ არის, ხოლო როცა ბიჭი იმ დროის სხვა ფილემბით დაინტერესდა, აქაც მოლარეს დაასწრო და ყველაფერი ღიმილით განუმარტა. აი ამ დროს, არა მთლად ამ დროს არა, სადღაც 20 წამში, მას მერე რაც მოკლე კონსულტაცია გაიარა სავარაუდოდ შეყვარებულთან, ბიჭმა დასვა საბედისწერო კითხვა:
– ეს მამა აფრიკა ვისი ფილმია?
– მოიცა(უკვე ნა ტი იყო, ტო), ახლავე გეტყვი. – უთხრა ქალმა და თავის დავთარში დაიწყო ქექვა, მერე კი დაამატა – კაურისმეკის.
– ეს იაპონელი რეჟისორია ხო? -იკითხა ცოტა დაბნეულმა ბიჭუნამ და მორცხვად ჩაილუღლუღა, ზუსტად არ ვიციო. აი აქ იყო მთავარი… ქალბატონი ცოტა ხნით შეჩერდა, მაგრამ „ზადნი არ მისცა მამა“ და თავის ელეგანტურ და ზომიერ დაქნევასთან ერთად, მაინც ხმადაბლა უპასუხა – კი. კი გავიბადრე და  გამეცინა, მაგრამ რა ხეირი, ამ დამა ქალის მერე, მანაქანა რო ელოდებოდა ის ქალიც ჩემზე წინ წავიდა… არა განა რამე, ვერ ვიტან ტრაკში პეროიანი სასტავი რომ იწყებს – აუ ეს როგორ არ იცი… მოიცა ვსევოლოდ პრჟიპრჟესკიმ პადვალში რო ნახევრადდამწვარ ფირზე ფილმი გადაიღო არ იციიიი? და აი ასეთ ძალით მცოდნე, თავში ავარდნილ ან უაზროდ ამბიციურ ტიპებს პირველი მე ვერ ვიტან, მაგრამ… როცა არც რიგს იცავ, გონორიც გაქვს, ფილმებითაც მართლა დაინტერესებულხარ, ამოგიწერია… თუ არ იცი, არც ისე უცნობი რეჟისორი გულწრფელად ვფიქრობ რომ არა უშავს, მაგრამ თქვი რა არ ვიცი ან ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა… ბიჭი სუფთა იყო, იაპონურად ჟღერს რა – კაურისმეკი, ჰიროსიმა, ნაგასაკი…

მოკლედ, „დამოჩკა“ და მოლარე ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მაინც დაურეკავდა „ჯაჯიკოს“ და ეგებ ისე შესულიყო, რომ არ დამჯდარიყო ან სკამს შეუტანდნენ, რა ვიცი… ნაცნობობაში რას არ იზამენ გურჯები, როცა აწყობთ. თავის საქმე რომ მოამთავრა, ჩვენი დამა ქალი მოტრიალდა და იმ ქალს მიმართა მობრძანდით გოგონიო(არადა ის ქალი უფროსი იყო აშკარად). მეორე ქალმა, რომელიც უკვე შეშინებული იყო, ბოდიშები გვიხადა, ჩვენც გავატარეთ. სხვათა შორის, ის ბიჭი ყველაზე წესიერი გამოდგა, იცოდა რომ ჩემი რიგი იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯით უკან მდგარი ვუყურებდი სეირს – მიბრძანდითო.

ეჰ, ეს რომ მიკამ ან აკიმ გაიგონ, იმდენ ფინლანდიას დალევენ, გადაყვებიან საწყლები.

Written by 1myway1

December 4, 2012 at 4:11 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. 😀😀

    guniah

    December 10, 2012 at 10:18 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: