1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

გაკვეთილი ქალებს

with 7 comments

336206_411256038928760_2052106_o

დასრულდა თბილისის კინოფესტივალი და ცოტა გული მწყდება, რადგან მიუხედავად მოუწესრიგებელი რიგებისა, ფილმების დაგვიანებით დაწყებისა, ზოგიერთ ჩვენებაზე უტიტრობისა, სხვა ხარვეზებისა, ხალხის სიქაჯისა, საშინლად ბინძური ტუალეტებისა, ,კარგ ფილმებზე’ ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე საეჭვოდ გაქრობისა და სხვა ათასი რეალური პრობლემისა, ეს იყო ძალიან კარგი და სასიამოვნო დღეები კინომოყვარულთათვის. ყოველგვარი ზედმეტი პროფესორობისა და ტვინის ბურღვის გარეშე, მინდა რა ფილმებიც ვნახე, იმათზე მოკლედ დავწერო აზრი. პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა პოლონურმა ფილმაა „სიყვარული”(ჰანეკეს ფილმის სათაურივითაა :დ), რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ქალებმა🙂 ჩემი(და მამაკაცების დიდი ნაწილის) თეორიის გამაპრავებელი ფილმია, რაღაც დოზით :დ

ისე დაემთხვა, რომ ჩემთვის ფესტივალის ბოლო ფილმი, სწორედ სლავომირ ფაბიცკის „სიყვარული“ იყო. პოლონელებზოგადად მიყვარს, კარგი ხალხია და თავისი მუღამი აქვთ. თუმცა თანამედროვე პოლონური ფილმისგან არ ველოდებოდი განსაკუთრებულს არაფერს, მაგრამ შევცდი. ფილმი ძალიან მომეწონა და როგორც შემდგომ გავიგე, სწორედ ეს ნამშევარი დასახელდა საუკეთესოდ, რაც ძალიან გამიხარდა. თუმცა იყო მეორე, ძალიან კარგი ფილმიც – ესპანეთი. საერთოდ, ევროპულ კინოს უპირატესობას ვნიჭებ და მიხარია, რომ ბებერი კონტინენტი კვლავ გვთავაზობს კარგ ფილმებს. საინტერესოა ის რომ, თითქოს ვინც უნდა ,ახურებდეს’ იმას ახლა უჭირს(საფრანგეთი, იტალია… გერმანია კიდევ დგას მედგრად) და ახალი ტალღაა სკანდინავიის სახით. ასევე შემოგვეშელა ბელგია, რუმინეთი… აგერ წამოდგომას ცდილობს პოლონეთი და ასე შემდეგ. ჩვენ რაც შეგვეხება, ქართული ფილმები არ მინახავს, თავიდანაც არ ვაპირებდი და ბილეთებიც ისე საეჭვოდ იყო გამქრალი, რომ აი დარდიტქო გავიფიქრე, მაგრამ „გაიღიმეთ“ ძალიან ბევრს მოეწონა და მერე ვნახავ.

1. „სიყვარული“:

533878_465518830166829_782798452_n

ნანახი საკონკურსო ფილმებიდან ჩემთან ყველაზე ახლოს მაინც ეს ფილმი იყო, და სიმბოლურად ჩემთვის ფესტივალი სწორედ მან დახურა. ვიტყოდი, ეს არის „გაკვეთილი ქალებისთვის“. ყოველთვის მითქვამს, ბევრთან მიკამათია, დამიწერია(აგერ ბლოგზეც – პაზორ ნაციი და გურჯი ხათუნები), რომ ქალს ხშირად არ ესმის(ზოგჯერ ესმის და ძალით აკეთებს), რომ მამაკაცთან უბრალოდ „ყავის დალევას“, „ვითომ საქმიან შეხვედრას/სადილობას“, „გასეირნება/გამოსაუბრებას“… შეიძლება მოჰყვეს ძალიან ცუდი რამ. მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი ტუგადუმი თანამდებობის პირია ან ფულიანი ტუგადუმი, რომელსაც ჰგონია, რომ ფული, კომფორტი, პირობები ყველაზე მთავარია ცხოვერაბაში, ჰგონია ფულით ყველა პრობლემას გადაჭრის და თავს მსოფლიოს მბრძანებლად აღიქვამს(არის მესამე კატეგორიაც – უბრალოდ ნაბიჭვარი და თესლი მამაკაცი, ხშირად ქალები სწორედ ასეთებისკენ მიისწრაფვიან). რეჟისორს ოდნავ სხვანაირად აქვს აქ გამოყვანილი, „კეთილია“ მაინც, თავიდან ბოლომდე. თან როგორც წესი ბევრად უარესად მტავრდება. მთავარი სხვაობა კი ის არის, რომ ქალი ხვდება თავად რა სიტუაციაცაა და ეუბნება ქმარს/შეყვარებულს, ის კი აბაიბურებს – არაფერიაო. არადა, სინამდვილეში ძირითადად პირიქითაა, კაცი ეჭვიანობს ან ამჩნევს რამეს, ეუბნება ქალს და ის პასუხობს – გაგიჟდი? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ; მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთზე საქმეზე სასაუბროდ; გეჩვენება, მანიაკი ხარ; რა სისულელეა… ასეთ დროს, ქალი ჩემი აზრით სულ მცირე არანაკლებადაა დამნაშავე იმაში რაც შეიძლება მოხდეს ან მოხდება, ვიდრე ის მამაკაცი, რომელიც მიიღებს საბაბს(ან თუნდაც  მოეჩვენება ეს საბაბი და ამ მოჩვენების საფუძველს მაინც ქალი აძლევს, ძალით თუ უნებრურად). მოკლედ, ქალებმა უნდა ნახონ ეს ფილმი და ისწავლონ ))) ეჭვი მეპარება ჭკუა ისწავლონ, მაგრამ მაინც – აი რა შედეგი მოაქვს უაზრო გაღიმებას, თავაზიანობას, „ვითომ მეგობრობას“… როცა კაცი არ მოგწონს ეს დაუშვებელია, როგორც არ უნდა გსიამოვნებდეს ყურადღება და რაც არ უნდა ქალური ზამაშკები გქონდეს, თუ კაცთან არაფერს აპირებ, არ უნდა აწვალო. ამ ფილმის გმირი ქალი, თითქოს მართალია, მაგრამ ბოლომდე არა(ისე კარი ქალი კი თამაშობს და კინოშნიკების ოჯახშიც გახლავთ დაბადებული)🙂 თავიდანვე იგნორი იყო საჭირო და მერეც, არა საქმის გასარჩევად დაბარება და შემოშვება, არამედ რამე სხვა – იგნორი, ქმრისთვის შეტყობინება… გამაღიზიანებელი ფაქტორი N2 – ტყუილი და დამალვა. ქალი რამდენჯერმე ატყუებს ქმარს, განსაკუთრებით ფულის დაბრუნებაზე(არ მინდა ბოლომდე დავასპოილერო). პოლონელები უფრო ცივილური ხალხია და წინ არიან, მაგრამ გამაღიზიანებელია ქმრის რამდენიმე საქციელიც(ურთულეს მდგომარეობაში ვარდება, მაგრამ მაინც), ვიღაც ნაგვის გულისთვის ბოლომდე გაუფუჭო ყველას ცხოვრება არ ღირს, გასაგებია, ცივ გონებაზე ასეა… მაგრამ ვფიქრობ, არის რაღაცეები, რისი გატარებაც შეუძლებელია და ცივად განსჯა წარმოუდგენელი, პირადად ჩემთვის. ფულის მომენტიც ძალიან დიდი ნეხვის ჭამაა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე პირადი მოსაზრებებია, მაგრამ ჯამში ფილმი გახლავთ ძალიან კარგია, ბევრი ნიუანსით… ასევე შეგიძლია წარმოიდგინოთ საქართველში მსგავსი რამ(ნუ დაახლოებით მომხდარა კიდეც), რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა, რამხელა სხვაობაა, თუნდაც მინისტრებში… კი შელემაზებულია ყველაფერი, მაგრამ მაინც, სხვაობა არის. მოკლედ, მშვენიერი ფილმია და გირჩევთ ნახოთ(ქალებმა აუცილებლად :დ), გამიხარდა, რომ ამ ფილმა მოიგო, რომ მორჩა ვთქვი პოლშა სულ სხვაატქო და ფესტივალის ფეიჯზე დავწერე კიდეც. ისე კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ჯილდოებს.

2. „ესპანეთი“:

spanien18

სიმართლე ითქვას, როცა ამ ფილმზე მივდიოდი(თავიდან არც მქონდა გადაწყვეტილი), არ მეგონა, რომ ასეთ კარგ ნამუშევარს ვნახავდი. შედევრობაზე აქ არავის აქვს პრეტგენზია, მაგრამ ფესტივალზე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იყო(ბევრის აზრით საუკეთესოც). კარგი ძველი გოლფივით შეკრული ფილმი ანია სალომონოვიჩისგან, რომელსაც აშკარად სუნებზე აქვს გართულება. ბევრი უფიქრია, უჭვალია, უმუსავია ამ ქალს და გამოუვიდა. საინტერესო აქცენტებია, თუნდაც „ეკლესიაზე“. ერთადდერთი ვერ ვიკაიფე მთავარი პერსონაჟი კაცის ყოვლისშემძლეობაზე, აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია ტიპს – მანქანის სეკეთება, ძერწვა, ქარგვა, ფუნთუსის გამოცხობა, ჩხუბი, ხატვა, მოდელირება, ჰიპნოზი… ნუ პატარა დეტალები კიდევ არ მომეწონა(აქაც და სიყვარულშიც), მაგრამ პატარ-პატარა უარყოფით ლაქებზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. სამაგიეროდ ძალიან სახასიათო და სასაცილოა გამომძიებელი/ქმრის პერსონაჟი, ავადმყოფი, დაქლიავებული, ბოროტი საცოდაობა, თავისი კითხვებთ – „ასეთს რას ეუბნები? სიტყვები, სიტყები მითხარი!“ – ესეც საინტერესოა, ამ ქლიავს კი არა, ბევრად უფრო ნორმალურ ადამიანებს უტრიალებთ ხოლმე მსგავსი აზრები, იმიტომ რომ ქალებს ხშირად ვერაფერს გაუგებ :დ თავად პეროსნაჟი ქალი არ მომწონს, ეგეთი ტიპშები არ მევასება. ნუ მთელი იდეებია ჩაქსოვილი რეჟისორის მხრიდან, ბოლო კადრების ჩათვლით და საინტერესოა რა. გამოსარჩევია „იგროკის“ პერსონაჟიც, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოიცნობდა საკუთარ თავს, ნაწილობრივ მაინც – ბოლომდე მიბაძვას არ გირჩევთ, თან მერწმუნეთ, ჩვენი სადაზრვეოები არაფერს აანაზღაურებენ🙂 მოკლედ, მშვენიერი ფილმია, თავის დონეზე(ისე რას ნიშნავს ნეტა ეს  – თავის დონეზე – მეც არ ვიცი).

3. „კატინკას წვეულება”:

katinka

აი მაყურებლის სიმპათია და მსგავსი პრიზები რომ არის, სიამოვნებით მივცემდი ამ ფილმს. ლევან აკინის მშობლები 1970-იან წლებში გადასახლდნენ შვედეთში. იქ დაიბადა და გაიზარდა, ახალგაზრდა ბიჭია და აშკარად აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკმაოდ კარგი რეჟისორი დადგეს. „კატინკას წვეულება“ მისი პირველი ნამუშევარია და რატომღაც ტავიდანვე, შორიდან, დადებიტად განვეწყვე ამ ფილმისადმი(შეიძლება იმიტომ, რომ მიყვარს შვედეთი და ასევე სახელები – კატია, კატინკა, ანასტასია, ანიუტა… რავი :დ). მთავარია ბიჭს, ბოლომდე ცუდი კუთხით არ უყივლოს სისხლმა და გურჯულად არ ჩატენოს „ქართული ბადრიჯანი“, „ფარაჯანოვი“ და მსგავსები. თუ ეს ბუნებრივად მოხდფება ძალიან კარგი, მაგრამ მარტო იმიტომ რომ იყოს, და ხაზი გაესვას რარაცას, არ ღირს – ხელოვნურია. თუმცა ფარაჯანოვის ხსენება კიდევ ჰო… ისეთი პერსონაჟი ამბობს, რომ ქართველს შეიძლება გაეღიმოს, უცხოელისა რა გითხრათ. ჰო, პერსონაჟები – აი რა არის მთავარი ამ სკანდინავიურად ფერად, მაგრამ სკანდინავიურადვე ,მდუმარე’ გარემოსა და ფილმში. სკანდინავია ედვარდ ნორტონივითაა – მდუმარე ქარიზმა, პაპსავიკებს მოსაწყენად რომ ეჩვენებათ ან ისე რომ მოსწონტ რომ არც ესმით – პონტისთვის, მაგრამ სინამდვილეში რომ მოაქვს და მოაქვს. თითქმის ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესო და კიდევ ერთხელ ვიტყვი – სახასიათოა. თავისი იორნიით, რაღაც-რაღაცეებზე კაიფით და ქილიკით(რაც დავუფასე). უაზროდ პრობლემური და რთული ხასიათის კატინკა, რომელიც კარგი გასახერხია. ნუ აი უმიზეზოდე რო ცუდ ხასიატზე არიან, ფიქრებში რო მიდიან, თვითონ რომ არ იციან რა უნდათ და რას მოითხოვენ და ჯაან შაკიკიანი, მაგრამ დონე გოგოჩუნები რო არიან, გემოვნება და რამე – ეს არის კატინკა. მისი ერთი შეხედვიტ მუქთახორა, მაგრამ მომთმენი, კეთილი, წყნარი და დასაკვირვებელი ბოიფრენდი, ნუ პრინციპში მგონი მეორე შეხედვიტაც მუქთახორაა, მაგრამ საინტერესო ტიპაჟია, პროსტა ეჭვი მაქვს რომ მაინც ცარიელი(თუმცა კატინკასთან მიმართებაში მართალია). კატინკას ძმა, უზრდელი, თავხედი, ლუზერი ნაბიჭვარი, თავისი პრობლემებით. მისი მოყვანილი ბოზი,რომელიც აღაშფოთებს ძალით პიზდეცინტელექტუალებს ტავისი გალერიის პატრონი შიზოიდითა და მისი არაბი დაქნეული ცოლით. გაუგებარი და უაზრო დაბოლილი გოგონა და სახალისო კეკელკა აზიატკა, მუდმივად რომ რაღაცას წერს და ვერ წერს, ფილმს ირებს და ვერ ირებს, ვანაბი ინტელექტუალია და არ არი. მოკლედ კაია, ზრდას თუ არ შეწყვეტს, კაი ბიჭი დადგება აკინი.

აი ამ სამეულს გამოვარჩევდი საკონკურსო ფილმებიდან, რომელთაგანაც მხოლოდ 4 ვნახე, მაგრამ მიხარია, რომ სწორედ გამორჩეული სამი. მეოთხე არის ჩემხელა გოგოს, უკრაინელი დარია ონიშჩენკოს „ისტალგია“ და ეს ყველაზე სლაბი ფილმია რაც ვნახე. ვერ ვიტან ასეთ კომენტებს და მიდგომებს – ვაიმეეე, ეს რა კოშმარი იყო, ვერ ვუყურე ბოლომდე, ცუდად გავხდი, გამოვედი, ფეხები დავაბაკუნე, მტკვარში გადავხტი… კარგით რა „ექსპერტებო“, ზოგჯერ სასაცილოები ხართ, თან ძალიან. ცხადია არსად არ გამოვსულვარ, ბოლომდე ვუყურე და რამდენიმე სახალისო ეპიზოდიც იყო. ნუ რა უნდა გადაეღო ახლა პატარა უკრაინეკ გოგოს, რომელიც თურმე გერმანიაში ცხოვრობს და ძალიან უნდოდა კიტხვებიდაგვესვა(სამქუხაროდ, ეს კულტურა ჩვენტან ჯერ ვერ დაინერგა, გვიტყდება და გვეგრეხება ან თუ ვსვამთ კითხვებს ისეთებია, რომ ჯობია ორბიტი დავღეჭოთ), მაგრამ გოგო აშკარად ჩარჩენილია, ჰქონდა რარაც იაფფასიანი პასაჟები. ცოტა რარაც ალბათ საკუთარი ცხოვრებიდანაც აიღო. ფული ალბათ მამიკომ ან მეუღლემ თუ შეძლებულმა შეყვარებულმა გაუჩითა და გადაიღო რა… ბევრი უარესს გადაიღებდა.

დანარჩენ საკონკურსო ფილმებს რაც შეეხებათ, სხვის აზრს ბოლომდე არასდფროს უნდა დაუჯერო, მაგრამ რამდენიმე განსხვავებული ადამიანის აზრით(რომელთა მოსაზრებასაც შეიძლება ყურადღება მიაქციო) ვერლავეს :დ ფილმები იყო. სამწუხაროდ ეს პირველ რიგში ეხებოდა „ჩაიკას“ და „ყველა წავიდას“, რაც ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო არც ისე კაია. ჩემთვის სამწუხაროა ისიც, რომ ხალხს არ მოეწონა ჯორჯო კუნიოს„ვაკუუმი“, მაგრამ არ დანებდე ჩუვაკ, გვჭირდება ახალგაზრდა იტალიელი ხალხი )))

არასაკონკურსო ფილმები:

აქ ყველაზე მეტად მწყდება გული იმაზე რომ ძალიან მაგარი კაცის ჯანკარლო ჯანინის მონაწილებოიტ ვერცერთი ფილმი ვერ ვნახე დროის გამო. როგორც იციტ, საპატიო სტუმარი იყო. თუმცა ეს გამოსწორებადია. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოტანილი ჰქონდათ სტივ მაქუინის(მშვენიერი რეჟისორია) „სირცხვილი“, რომელშიც ფასბინდერი დიდებულად თამაშობს და საერთოდ კარგი ფილმია. ერთხელ სანახავად არ არის ცუდი „საშიში მეთოდიც“. „წარმოიდგინო არგენტინა“ შეიძლება ვერ შედევრობს, მაგრამ მარტო ბოლოს მიწერილი „ნუნკა მას“-ისთვის ღირს(სევე იმისთვის, რომ ვისაც ჩე ანგელოზი ჰგონია და აქ ძალადობრივ რეჟიმზე ლაპარაკის პარალელურად ავატარად ჩეს სურათი უყენია, ცოტა აზრზე მოვიდეს🙂 ). ვფიქრობ, ეს ფილმები თქვენთვის ისედაც ნაცნობია და უმეტესობას ჩემსავით უკვე ნანახი გექნებოდათ და ამიტომ მათზე ნუ შევჩერდებით.

atmen_02_thumb_700x600

ნუ 4 დეკემბერზე წინა პოსტში მოგახსენეთ, რომ ვისიამოვნე ნანი მორეტით და მერე გამოვედი ფილმიდან „ბინა“, იმიტომ რომ ტიტრები არ იყო, და ფაქტობრივად არაფერი მესმოდა, სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი. 5 დეკემბერს კი ვნახე ორი ძალიან კარგი ფილმი „სუნთქვა“  და „ხარისთავა“.

სუნთქვა ავსტრიული ფილმია და საკმაოდ კარგად მოგვითხრობს არასრულწლოვანთა კოლონიაში მაცხოვრებელ პრობლემურ ტიპზე, რომელსაც ფაქტობრივად არავინ არ ჰყავს და ცხოვრებაზე განაწყენებული საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მაგრამ ცხოვრების სურვილი, ხალხში გარევის სურვილი მაინც ნელნელა შეეპარება და ამით მოწამლული დაიწყებს „ფაფხურს“, ეძებს დედას… თუ რა გამოუვა, რომ უყურებთ, მერე გაიგებთ. ისე ვე დავიჭირე მურამი კადრებისა, როცა მთავარი გმირი აუზში ცურავს და სხვები ელოდებიან, რადგან ეს მორგში იწყებს მუშაობას და მასთან ერთად ცურვა არ სურთ, ხოლო როგორც კი ამოდის, ჩადიან წყალში, თითქოს წამის წინ არ უცურავია „მორგში მომუსავეს“ იმავე წყალში. ამით რეჟისორის რისი თქმა უნდოდა? :დ ასეთი დებილები არიან ის არასლუწლოვნები თუ თავად ვერ გადმოსცა რამე კარგად? მაგრამ არა უშევას, ეს არ არის მთავარი.

rundskop

ხარისთავათი ძალიან ვისიამოვნე. ჯერ ერთი თემაა ძალიან საინტერესო. მერე კარგად არის გადმოცემული და შთამბეჭდავი ფილმია. ბელგიელებს კი საკმაოდ კარგი მსახიობი ჰყოლიათ მატიას შონერცის სახით, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს და მისი მონაწილეობით ფესტივალზე მეორე ფილმიც იყო „პულსარი“, რომელიც ვერ ვნახე და დიდად არც აქებენ, მაგრამ მაინც მინდა ვნახო. აი ხარისტავასთვის კი ყოჩაღ რეჟისორ როსკამს. კიდევ ერთხელ ჩანს რა ეიძლება გამოიწვიოს ერთმა პატარა უაზრო ინციდენტმა. რა ძალა აქვს ბოროტებას და რა დასანანია ისეთი ადამიანების სილაჩრე, რომლებიც სანამ საქმე საქმეზე მიდგება ჩენიანი გგონია ან ღირსეული და კარგი ადამიანი გგონია. თუმცა ხშირად შეიძლება ცდებოდე და ეს საბედისწერო გამოდგეს. ამაზრზენია, ოჯახი რომელიც ხელს აფარებს თავის შვილს, აქაოდა ჩემია და უნდა დავიცვაო(ეს გულს მირევს ხოლმე და გურჯისტანსიც მძვინვარებს თუ მძვინვარებს), განსაკუტრებიტ დედა მაღიზიანებს, რომელიც სულ ერთხელ ჩანს კადრში, მაგრამ რომ იმეორებს პათოლოგიურად – ეს უბედური შემთხვევა იყოო, ცუდად ვხდები. საშინელებაა გოგოც(უფრო ლამაზი ვერ შეარჩიეს?), შე დედანაქაჩო, თუ გეშინია რაღას კეკლუცობ, თუკეკლუცობ რაღას გეშინია. ეგრევე პოლიციასი რატო რეკავ და ტან ვინაობას რატომ უსახელებ, მერე სახლსი რაღას უშვებ… მოკლედ, ერთ ჩვეულებრივ ტიპს აუბედურებენ თავიდან ბოლომდე(თუმცა ყველაფერში არ ვამართლებ, ეს უკვე მერე რასაც აკეთებს იმას ვგულისხმობ) და როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება, ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, მაგრამ ბრძოლა ღირს. საინტედრესო პერსონაჟები არიან, საინტერესო ნიუანსებით და სიუჟეტით. როგორც ვთქვი, შთამბეჭდავი ფილმია და რეკომენდაციას ვუწევ გურმანებისთვის.

6 დეკემბერს ვნახე ფილმი „მოულოდნელი გაჩერება“. შემდეგ კი „კატინკას წვეულება“ და „ისტალგია“, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და ამიტომ მოულოდნელ გაჩერებაზე შევჩერდეთ. პარალელურად ჰანეკეს სიყვარული გადიოდა, მაგრამ ბილეთს ვერ იშოვიდი და ტან იმ ღრიანცელი… მოგვიანებით სახლში ყურება გადავწყვიტე. ამ ფილმით კი დავიტერესდი იმიტომ, რომ ადრე მქონდა ნანახი იგივე რეჟისორის „ვისკი არყით“ და ნორმალური ფილმია. არც მინანია, რადგან მომეწონა ფილმი და ძალიან იმოქმედა. თან გამოუძინებელი და განერვიულებული ვიყავი, ალბათ ამანაც იმოქმედა, მაგრამ რამდენჯერმე წამსკდა კურცხალი ))) კაპიუშონი(ჩვენში რომ კაპიშონს ეძახიან) წამოვიფარე და ვახშობდი სველ წერტილებს, სირცხვილია ვინმემ არ დამინახოსთქო. ფილმი არის ადამიანზე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ, უიმედო მდგომარეობაა, მას 2-3 თვე დარჩა, არადა ძალიან არ უნდა სიკვდილი. ამის შემდეგ, ვხედავთ თუ როგორ გრძელდება მისი ურთიერთობა მეუღლესთან და ორ შვილთან, როგორ იცვლება თავად ეს ადამიანი… ცოლის ნერვული შემოტევები, პატარა ბიჭის კითხვა – მამიკო შენ მართლა მოკვდები? და მერე შენი აიფონი მე დამრჩება?. ასევე ეგოისტი გოგოს გამოხტომები, რომელიც ბოლოსაც კი ამბობს, რომ ვარჯიშზე უნდა წავიდეს და ზოგადად რეალური სურათი იმისა, რომ ადამიანი ძირითადად მარტოა. ცხოვრება კი მშვენიერია და ღირს🙂

პარასკევს ყველაზე თავისუფალი დღე მქონდა, მაგრამ დილის ფილმი მაინც გავმაზე რაღაც საქმის გამო. მერე კი დღე მშვენივრად დაიწყო – ფრანსუა ტრიუფოს “ჟული და ჯიმით“. ნუ რა უნდა ვთქვა🙂 ეს არის შემთხვევა, როცა ვერც ჟულს ვეთანხმები, ვერც ჯიმს(თუმცა ჯიმის უფრო მესმის და უფრო ახლოსაა), მით უმეტეს ვერც კატრინს(ასეთი „ცვალებადი ხასიათის“ ქალთან, სიგიჟემდე რომ მყვარებოდა, მაინც არ ვიცხოვრებდი), მაგრამ უყურებ და გსიამოვნებს🙂
ამას მოჰყვა უკვე ნახსენები „ესპანეთი“. შემდეგ სახლში შერბენა(სარამოს ფილმიც გავმაზე) და ბოლოს ტკბილ ლუკმად აკი კაურისმეკის „ჰავრი“🙂

Le-Havre-film-club-website

ჰავრი არის კეთილი ზღაპარი, ჰაეროვანი ფილმი სადაც იგრძნობა კლასი, იგრძნობა საფრანგეთი… თითქოს აბსოლუტuრად ჩვეულებრივი სიუჟეტი, მრავალჯერ ნანახი სხვადასხვა ფილმებიდან შეერთებული სცენები… მაგრამ არა, რაღაც ძალიან სასიამოვნო გრძნობით და ღიმილით ტოვებ ბოლოს კინოთეატრს და გარეთ გამოსულ წვიმაც გსიამოვნებს, ხოლო სანამ მანქანამდე მიხვალ, ორ რუსულად მოლაპარაკე გოგოსდ ჰგონია, რომ მიყვები და ალბათ დაყაჩაღება გინდა, შენ კი გეცინება. იქვე ეს ორი გოგონა ჯიპში სხდებიან, სიმბოლურია ვფიქრობ მე და იქვე ვწყვეტ, რომ ფულია ნი იობარის ნაყიდია და არა მამიკოსი, ვაი თქვენს პატრონს, ჩავილაპარაკებ ჩემთვის და მივდივარ ჩემი ჭუჭყიანი და ჯაბახანა მანქანისკენ, რომელიც სადრაც ტრაკში დავაყენე, რადგან არც ტარება ვიცი წესიერად, არც გზები და არც პარკინგი.

კაი იყო ჰავრი.

p.s.
ერთ-ერთ დღეს რიგში დგომისას ორი პატარა გოგო მივიდა სალაროსთან, ასე 11-13 წლისები იქნებოდნენ. თვაილაითზე იყიდეს ბილეთები და ძალიან უხაროდათ. ერთმა იკითხა ეს ხალხი რა ბილეთებს ყიდულობსო, მოლარემ უპასუხა ეს ფესტივალის ფილმებიაო და მეორე გოგომ განმარტა – აა, ეგ ორლარიანი ფილმებია.
არ მითხარათ, რომ ბავშვები არიან და მერე რაო… არ მითხრათ რომ ყველაფრის გამუქება და გულთან ახლოს მიტანა არ შეიძლებაო, დემაგოგობო და ასე შემდეგ. ეს ტრაგედიაა… ქართული რეალობა. ეს უკვე მოწამლული ბავშვები იყვნენ, ალბათ მშობლებმა და გარემოცვამ მოასწრეს უკვე მათი გაფუჭება და გადარჩენის შანსი ძალიან მცირე აქვთ .ეს გოგოები გაიზრდებიან, ვიღაც სლეს მისცემენ, ვისაც მეტი ფული ექნება, ღიპი(რა თქმა უნდა ჯიპიც) და რამე რუტინული პოსტი. გააჩენენ ბავშვს, რომელსაც ასწავლიან, რომ ფული და მატერიალური ფასეულობები მთავარია(აბა შვილი მშიერეი ხო არ ეყოლება?),  ხოლო ორლარიანი კინოები და „იაფიანი ტანსაცმელი“ ბანძობა. შედეგად დაღუპავენ ბავშვს და გაზრდიან ახალ სლედ… ჩაკეტილი წრეა… გურჯისტანია. ოხ, თქვენი დაბინდული გონება ვატირე რა.

p.p.s.
operationlibertad_3(1)_img
ჰო, მავიწყდებოდა, რომ შაბათს ფაბიცკის „სიყვარულამდე“ დილით „ოპერაცია ლიბერტადი“ ვნახე. დიდი ხანია გულჩვილი გავხდი ფილმების შეფასებისას და შეიძლება ამიტომაც მაგრამ არ ვიცი, არ ვნანობ, რომ ამის გამო საქმეები გადავდე და გეგმები ავირია. აშკარად აკლდა რაღაცეები ფილმს, მაგრამ მაინც გაასწორა. თან ჩემთვის საინტერესო თემა იყო.

უდროობის და სამსახურის გამო, ბევრი ფილმი ვერ ვნახე და სანახავად ჩავინიშნე – მაისი 4 დღე; 7 ლამაზმანი; ჭამა ძილი სიკვიდილი; მებაღე; ანგელოზთა წილი; ბარბარა; სებე; უკეთეს ძმას ვერ ინატრებდი; დღე, როდესაც ქალი გავხდი; როზა; გორაკებს მიღმა; სამოთხე: სიყვარული; პინა; შემოჭრა და რა თქმა უნდა ჰანეკეს სიყვარული.
ასევე, რაღაც თურქული ფილმი იყო დოსტოევსკის „ზაპისკი იზ პადპოლიას“ მიხედვით და შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინტერესებს მაინც ნახვა.

ასევე მინდა გკითხოთ აზრი ვინც ნახეთ – სარაევოს შვილები, ვაკუუმი და პულსარი – ღიირს?
კიდევ რას დაამატებდით, რა მოგეწონათ ან რომელ ფილმს ამოაკლებდით, რომელი არ მოგეწონათ?

Written by 1myway1

December 10, 2012 at 5:48 pm

Posted in Uncategorized

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო რევიუა, ყოჩაღ!

    ვაკუუმს რაც შეეხება, ძალიან დამღლელია ამდენი უფოკუსო კადრი…რეჟისორს ემოციური დრამის შექმნა უნდოდა , მაგრამ არ იყო რა.. ეგეთი იტალიელები გვჭირდება რო? ;დ მაგრამ მაინც ნახე და თავად შეაფასე.

    რაც შეეხება სანახავ ფილმების სიას, აუცილებლად მიამატე ‘გორაკებს მიღმა’.
    ჩემი აზრით ჰანეკესთან ერთად საუკეთესო ფილმი სწორედ ეს იყო )

    alexander

    December 10, 2012 at 6:08 pm

    • სანამ შენ დაწერდი მივამატე უკვე )))) პროგრამაში დავძვრებოდი ისევ და რო დავინახე გამახსენდა რომ გამომრჩა.

      1myway1

      December 10, 2012 at 6:11 pm

      • ზაიდლის სამოთხე: სიყვარული არის ნეთში და ჩემიძლია მოგაწოდო.
        სანახავი ფილმია ნამდვილად )

        alexander

        December 10, 2012 at 6:21 pm

      • მადლობელი დავრჩები

        1myway1

        December 10, 2012 at 6:28 pm

  2. “ჭამა ძილი სიკვდილი” მაინტერესებდა ძალიან და ვერ ვნახე😦
    მიყვარს შენი განხილვები. მეც ვიყავი რამდენიმეზე. პრინციპში ესპანეთზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ არ დამინახიხარ🙂

    შოშანა

    December 10, 2012 at 6:12 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: