1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

* 2 რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) 2 *

with 6 comments

HEATH

ახალი წელი კი შორს არის ჯერ, მაგრამ სამყაროს დასასრული ახლოვდებაო და მოვასწროთ იქამდე გახალისება )))
ნუ მაუსით რა პატარა ოპერაცია უნდა ჩაატაროთ რომ პასუხი, კომენტარი და წყარო გამოჩნდეს, თავადაც მოგეხსენებათ და აღარ ავხსნი.

ძვირფასო მკითხველო, თუკი შენ ახლა შემთხვევით მოხვდი აქ და არანაირი შეხება არ გაქვს რა? სად? როდის?-თან, არ დაფრთხე ამ პოსტით და არ გადაფრინდე თბილ ქვეყნებში, რადგან სწორ გზას თუ იპოვნი, ბოლოს მიხვდები, რომ აქ უფრო თბილა, რაც უფრო ახლოს მოხვალ🙂 უკანასკნელ პერიოდში, ისედაც იშვიათად ვწერ ბლოგზე. შენთვის აქ სხვა პოსტებია, სარჩევით იხელმძღვანელე და გადახედე წინა/სხვა პოსტებს. ეს კი ერთ „კუტოკზე“ გათვლილი ჩანახატია და მეტიც, აქაც შიდა სამზარეულოში კარგად ჩაუხედავ ადამიანს გაუჭირდება გაგნება. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.

თქვენ კი, ხვდებით ვისაც გეხებათ – სცადეთ იხალისოთ :დ
ახალი პაკეტი გამოვაცხვე, ძველები კი იცით სადაც უნდა ნახოთ.

კითხვები:

1). გავრცელებული ცნობით, კვლავ ამუშავებულმა და ფეხზე დამდგარმა მეცხრე არხმა მოინდომა სატელევიზიო რა? სად? როდის?-ის თავისთან დაბრუნება. თუმცა ამის შესრულება შეუძლებელი გახდა, რადგან ტელეკომპანია მე-9 არხი თავისივე სლოგანმა დაღუპა – მისმა კონკურენტებმა სცადეს და დაინახეს მეტი. ამასთან დაკავშირებით, ჩაიწერა კოკი კანდელაკის ტექსტზე დაწერილი სინგლი, რომლის მისამღერიც თქვენ უნდა დაასრულოთ: „დარია თუ ავდარია, ჭირია თუ ვარამია, ჩვენ გვყავს …“.

პასუხი: ნიკა გვარამია

კომენტარი: მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სერიალები, შოუები, იღბლიანი ბორბლები და მსგავსი სისულელეები ურჩევნია ჩემპიონთა ლიგასაც, რა? სად? როდის?-საც და მსგავს ნორმალურ გადაცემებს, ყბადაღებული რეიტინგის გამო. თუმცა მათ სცადეს და დაინახეს მეტი ნიკა გავარამიაში და დანიშნეს არხის დირექტორად. იგი საკუთარ რა? სად? როდის?-სს არ დათმობს. ჩემპიონთა ლიგაც არ დაივიწყოთ რა, ბატონო ნიკა.

წყარო: ქიბარ ხალვაშის პარალელური კლასელი. რუსთავი 2-ის პირველი, მეორე, მესამე, შუა, მეოთხე, წინა, ბოლოსწინა, ამჟამინდელი და მომავალი მფლობელები.

2). ის ყველანარიად ცდილობს გააუმჯობესოს პაკეტები. ხშირად ეს გამოსდის, იხვეწება, მონდომებულია… მერე რა, რომ ხშირად მოპიო, ღრმა ცოდნაზე აქვს ცოტა რსრ?-ს ფორმატიდან ამოვარდნილი კითხვები, ტიპა – ფაქტი ვიცი ვიღებ, არ ვიცი – ვერასდროს ვერ ავიღებ. ფაქტია, რომ შრ-ომობს და მართლაც ცდილობს მისცეს თავის კითხვებს X. დაასახელეთ  X.

პასუხი: ტონი

კომენტარი: საუბარია, ანტონ/ენტონი ვაჭარაძეზე, რომელიც არის  I ლიგის რედაქტორი და საკმაოდ რთულ კითხვებზე ზრდის და ამზადებს იქაურებს უმაღლესი თუ სუპერლიგებისთვის. ასეთი ხალხი კლუბს სჭირდება. მერე რა რომ ზამთარია.

წყარო: „პელე“ – „უძინართა მხიდან“ და გივი სიხარულიძე…

3). კოკი კანდელაკის განცხადებით, ის რომ იაკობ გოგებაშვილი ყოფილიყო სუპერლიგაში შექმნილ სიტუაციასა და რეალობაზე პატარა კორექციით დაწერდა წიგნს. აქცენტით დაასახელეთ ამ წიგნის სათაური, რომელიც ბექსფეისის დახმარებით მიიღება.

პასუხი: აიია

კომენტარი: გუნდ აიას პროგრესsა და წარმატებებზე კოკი კანდელაკი დაწერდა ამჟამინდელ „ანაბანას“/„დედა ენას“ სახელწოდებით არა „აი ია“, არამედ „აიია“.

წყარო: „ელიტაში“ ღმერთებთან აისბერგივით შეჭრილი ახალი წარმონაქმნით გაღიზიანებულმა მავანმა ღმერთებმა ერთ-ერთი ტურის მერე იკითხეს, ვინ არიან ესენი, რა გუნდია საერთოდო, რაზეც ეგზალტირებულმა, გაბადრულმა და გაბურძგნულმა ბიჭმა, თავზე ხელის სმითა და  ხელების ფშვნეტით/სრესვით, სიამოვნებით მიუგო – აი რაია და აია!

4). კულუარული ინფორმაციით „უმაღლესი ლიგის“ გასული ჩემპიონატის გუნდებს იმის გამო, რომ ტურნირი დამაჯერებლად მოიგო „შავმა ზღვამ“ შეერქვათ – „ჯაყოს ხიზნები“. კგბ-ზე ითქვა – „მევიდა“(დაბრუნდა) მათი დროო. პონტოზე – პონტი იყო არ გადმოსულიყვნენო. ბრეინზე – ჰალალი იყოსო. ტროიანზე – ტიტანიკი უნდა რქმეოდაო. ამასთან დაკავშირებით დაიწერა ოპერა „შავ ზღვაში ჩაძირული ტიტანიკი“. რომლის ავტორიც გახლავთ… დაასახელეთ კომპოზიტორი.

პასუხი: გუნო

წყარო: უმაღლესი ლიგის რედაქტორს, ირაკლი გუნიას ასეც ვეძახით ხოლმე. შარლ გუნო კი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორია.

წყარო: სმს-ები

5).  როგორც გაირკვა, კლუბის ერთ-ერთ წევრს მოუვიდა უსიამოვნო იციდენტი. რაზეც შეშფოთებულმა კლუბის ერთმა წევრმა ბიჭმა, ჰკითხა გოგონას: ჰაა? გოგო რა? სად? როდის?
თუმცა გოგონამ სწორად ვერ გაიგო შეკითხვა, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა. ვის მოუვიდა უსიამოვნება?

პასუხი: გოგორა

კომენტარი: ანერვიულებულმა და ნასვამმა ბიჭმა(როგორც ამბობენ კანდიდატი სამია: მიხეილ ზაქარეიშვილი, დაჩი ქინქლაძე ან ლაშა ბოჟაძე) ჰკითხეს გოგონას(რომლის ვინაობაც უცნობია) – ჰა? გოგორა? სად? როდის? გოგონამ კი თავიდან გაიგო გოგოო და რა? სად? როდის?-ო, ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა, მათ შორის ისიც, რომ საშიში არაფერი იყო, რადგან ზურგჩანთამოკიდებულმა გოგორამ სამი ავაზაკი სასტიკად სცემა, თავად კი არაფერი მოსვლია. თუმცა როგორ არა, მოუვიდა იდეა იარაღის ტარების დაკანონების შესახებ

წყარო: ნაცემი გოპნიკები(აკა – ბოლო კაცები) და მეზობელი ფორუმი

579406_4148074787173_126825301_n

6). სუპერლიგის ახალი რედაქტორებისა და ავტორების, ლევან ჩხეიძისა და თამარო კორახაშვილის მუშაობით ყველა კმაყოფილია. „ლევანი და თამუნა არიან რა? სად? როდის?-ის ინი და იანი“ – აღნიშნეს ბათუმლებმა. დაე ისინი იყვნენ „ჩუკის“ ავტორები და „ჩუკის“ მაგივრად გვექნება “ჩხკრუკი“ – ამბობენ ერთნი. ვნახოთ, სადამდე ეყოფათ ფანტაზია და რესურსი, რომ ისევ პიზდეცინტელექტუალურ კითხვებს არ დავუბრუინდეთ – ამატებენ მეორენი. მაშ, რა არის შეცვლილი „ინით და იანით“?

პასუხი: ალი და ნინო

კომენტარი: აი ასეთი იყო ბათუმელი ხალხისა და მოაზროვნეების კომენტარი. მე კი ვიტყოდი – ბრავო – ასეთია ჩემი კომენტარი. ყოველი პაკეტი წინაზე უკეთესია და იმედია, მალე იდეალურთან მიახლოებული პაკეტები გვექნება. ასე განაგრძეთ!
ნუ რაც შეეხება „ჩხკრუკს“, ალბათ ამას ახსნა არ სჭირდება: ჩხეიძე – ჩხ; თამუნა – კრუელა;

წყარო: გალაჰადის მწუხარე წევრები

7). მოისმინეთ ნაწყვეტი კოკი კანდელაკის X-ისადმი მიძღვნილი ლექსიდან – „სევდა“:

„მხოლოდ ის დუმს, მხოლოდ ის წუხს
და არ არის შავ სიაში(თუ არის?)
ენატრება პაკეტს და კლუბს
თუმც ის არის …“

თუ მიხვდით რა არის გამოტოვებული ბოლოს, დაასახელეთ X.

პასუხი: ვახო ელერდაშვილი

კომენტარი: აგერ უკვე რა ხანია ბატონმა ვახტანგმა დაგვტოვა და იმყოფება ავსტრიაში. მისი ხშირი „ლისაჟუების“ მიუხედავად, კოდური სახელწოდებით „ლინგვისტუსით“ცნობილ ელერდაშვილს ყოველთვის შეეძლო რამდენიმე ისეთი კითხვის დაწერა და ისეთი „იზიუმინკის“(მაპატიეთ, არ ვიცი როგორ არის გერმანულად ან ფრანგულად) ჩადება, რაც სხვებს ნაკლებად შეუძლიათ. ბატონი ვახოს მტკიცებით ავსტრიული და გერმანული ყველაფერი საუკეთესოა, სიტყვა „შმეტერლინგიც“ კი თბილი და საყვარელია(გააჩნია როგორ წარმოთქვამ), მაგრამ მისი კითხვები ხშირად არაშმეთერლინგივით, არამედ ფარფალ(ი)ასავით დაფარფატებდნენ.

წყარო: ავსტრიელი პეპელა უბრალოდ – შმეტერლინგის სული, რომელსაც 3 დღეც არ დასცალდა,რადგან სანამ მის სახელს წარმოთქვამდნენ, შიშისგან გული გაუსკდა

8). არჩევნების წინ, ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერ აქციაზე მოხდა სახალისო ინციდენტი – ლელა კაკულიას გამოერთო ფონოგრამა და მის გარეშე მოუხდა „სიმღერა“. ამასთან დაკავშირებით მაშინ, ჯერ კიდევ ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმნომადგენელმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სიმღერა. დაწერეთ სიტყვა, რომელიც ავტორმა წინა წინადადებაში გამოტოვა.

პასუხი: გედის (გედის სიმღერა – საუბარია ბატონ გედი ფოფხაძეზე)

კომენტარი: მოგეხსენებათ, ბატონი გედევანი ახლა უკვე მთავრობის წევრია, როგორც ვინ? სად? როდის?-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანი. რა?

წყარო: იგორ გიორგაძე, რომელიც ამბობს, რომ ბატონი გედი შესანიშნავი ადამიანია და არანაირი შავი გედი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ თეთრი გედი.

9). ყველა ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო(ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა) მოთამაშე, როგორც რსრ?-ს, ასევე „სვაიაკის“(თუ რა არის სვაიაკი, შეგიძლიათ გაიგოთ აქ). თუმცა ისეთი წყნარი და წესიერი კაცი ჩანს, რომ კლუბის რიგითი მკვიდრი თუ ბინადარი გეგონება. მჯერა, თავად დაიჭერდა მინიშნებებს და გამოიცნობდა რომ მასზეა საუბარი, თქვენ თუ შეძლებთ?

პასუხი: აკაკი მოსახლიშვილი

კომენტარი: მკვიდრი, ბინადარი,ალუზია… მოსახლე. ამბობენ, მხეცი იგროკიაო და მე მჯერა, ვატყობ.

წყარო: ჭური

10). რადგანაც ერთი კითხვა ადრე მქონდა ჩაფიქრებული, ხოლო მეორემ წეღან დამარტყა თავში და მერე დანარჩენები ერთი ამოსუნთქვით დავწერე და უკეთესებიც ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ ))))))) აი მეათეზე კი ისეთი მასალა არ მაქვს, როგორიც მინდა, პაკეტს მაინც არ გადავდებ და იყოს ხალტურა… გაგის ისტორიებსა თუ დღიურებზე, ჯინჯიკოზე, ბაქრაძეზე და სხვა ვირტუოზებზე კითხვები მომავალში აუცილებლად იქნება, რადგან – – -. დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები, თუ გეტყვით რომ ისინი 1990-იანი წლების დასაწყისში გამოსული ნაწარმოების სათაურის იდენტურია.

პასუხი: შოუ უნდა გაგრძელდეს / show must go on

კომენტარი: უთხარით დათას რომ ტროიანი (უკვე გამოყენებული)პრეზერვატივის სახელია და გადააშენოს. თან, „სხვათა შორის“ აღარ ამართლებენ ეს „ისტორიული“ სახელები – ტროიანი, არგონავტები… უთხარით გიორგი მოსიძეს, რომ ჩაგდებული სეზონის მიუხედავად მაინც გადაგვიყვანოს სუპერლიგაში – we belong to superliga. უთხარით ახალ მთავრობას, რომ ღამე ტრასის განათება საჭიროა. უთხარით იგორს, რომ დედამისი ცდება. უთხარით ხალხს, რომ არც 21 დეკემბერს და არც 22 დეკემბერს სამყაროს აღსასრული არ იქნება.

წყარო: მაიას ტომები

p.s.
ბოლოს კი წინასწარ გილოცავთ, გისურვებთ კარგ და წარმატებულ დარჩენილ დღეებს ამ წელს და უკეთეს ახალ 2013 წელიწადს.
ამ სიმღერით დაგემშვიდობებით, რომელიც თემატურია და ამ ბლოგზე მისთვის მიძღვნილი პოსტიც მოიძიება. ვინც ეს სიმღერა არ იცის, ნება მომეცით გამეღიმოს თვენზე🙂 მერწმუნეთ ასეთი „რაღაცეების“ ცოდნა უფრო აუცილებელია, ვიდრე ყველა ნახატის სახელების დაზეპირება ან  ყველა ნაწარმოების სათაურის დაზუთხვა, მუსიკა მარტო კლასიკა ან ბითლზი არ არის. ბეზ აბიდ. იო…

Written by 1myway1

December 13, 2012 at 6:53 pm

Posted in Uncategorized

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მოგენატრე გუდმენ?

    Tako Gakhokidze

    December 13, 2012 at 7:15 pm

  2. ჰმ, მე არჩილ კობახიძე ვიფიქრე მეცხრეზე.
    ლოგიკური დუალია, არა?
    ბინადარს კი მერეღა მივაქციე ყურადღება.

    Anonymous

    December 14, 2012 at 7:33 pm

    • მართალია. თუმცა ბინადარი და მკვიდრია მხოლოდ მაგ კითხვაში მინიშნებები, ოდენ ამით შემიძლია გავაპრავო :დ

      ისე კი, აჩიკო – the best ))
      that’s my boy ))))
      როგორც ტომი და ჯერიში ამბობენ

      1myway1

      December 14, 2012 at 7:55 pm

  3. უი, სახელის მიწერა დამვიწყნია იმ ანონიმოუსზე. აკაკი ვარ.
    არჩილაზე გეთანხმები

    Anonymous

    December 15, 2012 at 9:25 am

  4. ვივარაუდე / მივხვდი )))

    1myway1

    December 15, 2012 at 11:07 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: