1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

MMW 1 – ჯეფ ბაკლი

with one comment

jeffbuckley160709w

მაშ ასე, მეგობრებო. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რუბრიკის მაგვარი ჩანახატები, სახელად – MMW  ანუ My Musical Way. მუსიკის მოუყვარული ვარ, მაგრამ არა ისეთი მელომანი, რომ რამეზე პრეტენზია მქონდეს, გინდა თუ არა ყველა ჯგუფს ალბომების მიხედვით ვუსმენდე, ყველას ბიოგრაფია ვიცოდე, მელოდიებს პირველივე წამიდან ვიცნობდე ან ყველა კომპოზიციის სახელი და წელი ზუსტად მახსოვდეს… სამაგიეროდ, თავს არც ისე უგემოვნო ადამიანად ვთვლი, თან თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ ცოტ-ცოტას და მგონი გადმოცემის, თხრობის უნარიც მაქვს. აქედან გამომდინარე, შევეცდები განწყობა შეგიქმნათ ხოლმე და თითოეულ პოსტში, რომელიმე შემსრულებელზე ან ჯგუფზე(ან რამდენიმეზე ერთად) მოგითხროთ. ვეცდები მოკლედ გავაკეთო ხოლმე ეს(ოღონდ დღეს არა, პირველი ტ, თან ისეთ კაცზე…), რადგან ბლოგზე მოდაში მოკლე პოსტებია, დოგმასავითაა – ურჩევნიათ მოკლე კრეტინობები იკითხონ და აპიარონ. ამასთანავე, ჩემი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ტექსტთან ერთად, არ დაიკარგოს „დუხი“, თორემ უაზრო ლაიქები და კომენტები ხომ არ იქნება ამოსავალი წერტილი. „რუბრიკაში“ არ იქნება არანაირი „აბიზალოვკები“ და მასში მოხვდებიან, როგორც არც ისე ცნობილი, ასევე საკმაოდ ცნობილი და ძალიან ცნობილი მუსიკოსები თუ ჯგუფები. ჩემი აზრით, თუ მუსიკოსმა ერთი კარგი სიმღერა მაინც შექმნა ეს უკვე ძააალიან კარგია! თუ ადამიანი კარგად ასრულებს სხვის ნამღერს და ქავერები კარგად გამოსდის, მარტო იმიტომ, რომ თავად არ დაუწერია ცუდ მუსიკოსს არ ნიშნავს! ასე რომ, აქ ყველა მოხვდება – ჩვეულებრივი კაი ტიპებიც, ლაითი ხალტურშიკებიც, რომლებსაც ერთხელ გაუვარდათ, სერიოზული ხალხიც და ასე შემდეგ. მე რამდენიმე სიმღერაზე და ბიოგრაფიაზე მოვყვები ხოლმე ისტორიას, ხოლო ვრცლად თქვენ განავრცეთ და გააგრზელეზტ ჩაძიება თუ სურვილი გექნებათ. ახლა კი ჯობია საქმეზე გადავიდეთ…

პირველ პოსტში მინდა ჯეფ ბაკლიზე ვისაუბროთ. ადამიანი, რომლის შემოქმედებასაც სულ რამდენიმე წლის წინ ვეზიარე(უფრო ადრეც, „კიდევ უფრო რამდენიმე წლის წინაც“  შეიძლებოდა🙂 ) და ადამიანი, რომლის ერთ ნამღერსაც თითქმის კვირაა განუწყვეტლივ ვუსმენ. მისი მამა ასევე მუსიკოსი ტიმ ბაკლი გახლდათ, მაგრამ მამისგან ნიჭის გარდა ნაკლებად შერჩა რამე, რადგან მამამისი სხვა ცოლთან ჯუდისთან ცხოვრობდა(თუმცა ნიჭი ყველაფერზე ძვირფასია) და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს თავისთავად ტრაგიკული და ცალკე ისტორიაა – ტიმი, რომლის ალბომებსაც „სექს ფანკს“ უწოდებდნენ ხოლმე. მორიგი კონცერტის შემდეგ, როგორც ხდებოდა უიქენდზე მეგობრებთან ერთად სვამდა, ბევრს სვამდა… სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა და ჰეროინის მიღებაც გადაწყვიტა, რასაც ის ძირითადად ძველ მეგობართან რიჩარდ კილინგთან ერთად აკეთებდა. სახლში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ პატარა ინციდენტი მოხდა – ტიმი შევიდა ოთახში, რომელშიდაც რიჩარდი მავან ქალბატონთან სექსით იყო დაკავებული და ამან კილინგის უკმაყოფილება გამოიწვია. მცირე კინკლაობის შემდეგ, გაღიზიანებულმა რიჩარდმა ტიმს ნარკოტიკი მიუგდო და უთხრა – „მიდი, მიიღე, სულ მიიღე…“ – ვაი რომ ტიმ ჩარლზ ბაკლი III-ც ასე მოიქცა🙂 და იმავე დღეს, 1975 წლის 28 ივნისს განესვენა. სიმბოლურია არა? ამ ნიჭიერი მუსიკოსის სიცოცხლე შეიწირა ადამიანმა გვარად – Keeling. რიჩარდმა დაინახა რომ ტიმი ცუდად გახდა და ის სახლში წაიყვანა, მაგრამ თავიდან მაინც არ ახმაურებდნენ არაფერს. მხოლოდ ჯუდის დაკითხვების მერე ამოღერღეს რა ჭირდა ტიმს – უკვე გვიანი გახლდათ. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ზემდეტად ბევრი ალკოჰოლი და რაც მთავარია ნარკოტიკი იყო ტიმის ორგანიზმში.

tim-buckley

ტიმ ბაკლი

ჯეფრი სკოტ „ჯეფ“ ბაკლი  მაშინ 8 წლის იყო. იგი 1966 წლის 17 ნოემბერს კალიფორნიაში, კერძოდ კი ანაჰაიმში დაიბადა. იზრდებოდა როგორც სკოტი მურჰედი(მამინაცვლის გვარი). სხვათა შორის, ტიმ ბაკლი ირლანდიელ-ამერიკელია, ხოლო ჯეფის დედა მერი გიბერტი იტალიელ-ამერიკელი(როგორ მეამაყება)… გიკვირთ რომ ჯეფ ბაკლი ასეთი მუხტის პატრონი და ასეთი ნიჭიერი იყო? ალბათ აღარ🙂

ჯეფს გაუმართლა რომ დედამისი პიანისტი იყო, და ჩელოზეც უკრავდა, ხოლო მამინაცვალი გემოვნებიანი და კარგი ადამიანი გამოდგა. სწორედ მამინაცვალმა რონ მურჰედმა აზიარა ჯეფი Led zeppelin-ს(ამ შესანიშნავმა ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა ჯეფზე), Pink Floyd-ს, Queen-ს, The Who-ს, ჯიმი ჰენდრიქსს… ამას დაემატა დედის „კლასიკური განათლება“ და მამის სახელი, გენი… თავად ჯეფმა ჯაზის გემოც გაიგო, ალ დი მეოლათი შთაგონებულმა დაკვრაც დაიწყო, ის ჯაზმა გაიტაცა… არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ შედარებით მძიმე, მსუბუქად მძიმე KISS-იც მისი ერთ-ერთი ფავორიტი ჯგუფი იყო ყრმობაში, ასევე Rush, Genesis… და შედეგად, ჯამში მივიღეთ ძალიან საშიში „მოლოტოვის კოქტეილი“. პირადად მე ყოველთვის ასეთ, მრავალმხრივ ადამიანებს ვაფასებ ხოლმე, რომლებსაც გემოვნებაც აქვთ და ერთ ჟანრში არ არიან ჩაციკლულნი. თავად ჯეფის ერთ-ერთი კომენტარიც ცხადჰყოფს მის მრავალმხრივობას, როცა იგი აღნიშნავს, რომ ჰარმონიას პოულობდა რაველშიც, დიუკ ელინგტონშიც და ბელა ბარტოკშიც(თავიდან მეც ქალი მეგონა). იგი ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ უკვე წამოზრდილმა მუსიკის თეორიის კურსი გაიარა და მის შესწავლას, შექმნას და გადმოცემას მეტი დრო დაუთმო. როგორც ჯეფმა განუცხადა როლინგ სტოუნსს – სკოლა ყველაზე დიდი დროის ფლანგვა იყო მის ცხოვრებაში.

ძალიან სიმპათიურ, იდუმალი ქარიზმის მქონე, საოცარი ვოკალისა და მუხტის პატრონ ჯეფ ბაკლის მართლაც აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა წარმატებული მუსიკალური კარიერისთვის(ეს სიტყვებად თორემ, მთავარი მუსიკასთან ურთიერთობა და მისი ხალხამდე მიტანაა). თუმცა ის არ ჩქარობდა და მიზეზთა და მიზეზთა გამო, მისი კარიერა არც ისე სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო და განვითარდა, ხოლო როცა უკვე ვულკანი უნდა ამოფრქვეულიყო…

მას მერე რაც, 12 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა მუსიკოსობა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პრაქტიკისთვის უკრავდა სხვადასხვა ბენდებთან ერთად. შემდეგ, კაფეებში ასრულენბდა ქავერებს და აი, ჯეფით მამამისის ყოფილი მენეჯერი ჰერბ კოენი დაინტერესდა… მისი პირველი და უკანასკნელი ალბომი გახლავთ – Grace. მეშვენიერი, აუცილებლად მოსასმენი ალბომია, რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერით და რაც მთავარია „სიგნალით“, რომ რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისს ჰქონდა ადგილი. თუმცა მეტი ალბომის გამოშვება ჯეფმა ვეღარ მოასწრო. სახასიათო იყო მისი მეორე, დაუსრულებელი ალბომის სათაური – My Sweetheart the Drunk🙂

Grace-ში როგორც გითხარით არაერთი კარგი სიმღერაა – Last Goodbye, Lilac Wine, Grace, Dream Brother… მაგრამ პირველი „ვეში“, რომლითაც ჯეფ ბაკლიზე „შევჯექი“ იყო(არის და იქნება) – Hallelujah. ეს არის ლეონარდ კოენის ალბათ ეპოქალური კომპოზიცია, რომელსაც პირადად ჩემი აზრით, საუკეთესოდ სწორედ ჯეფ ბაკლი ასრულებს. მე არ ვარ იმ კატეგორიაში კოენის ვერსიაზე რომ „ღადაობენ“ და მეორეზე პატივცემულ ლეონარდს გავიყვანდი, ოღონდ ამ ლაივით და არა სტუდიური ვერსიით, მაგრამ საუკეთესოდ მართლა ჯეფი ასრულებს🙂 ასევე, ბევრისთვის მულოდნელად გამორჩეული და „უცხოა“ იმ ჯგუფის შერსურლება, რომელზეც მომავალში ცალკე ვისაუბრებთ, იქამდე კი მოუსმინეთ.
ისე, ერთ დროს ჟურნალმა „თაიმმა“ იმის გარდა, რომ ჰალილუიას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა უწოდა, დაახლოებით ამ შინაარსის წინადადებაც დაურთო – „კოენის მონოტონური ლუღლუღის შემდეგ, ბაკლიმ სიმღერა გააცოცხლა… მისი საოცარი შესრულებისას იგრძნობა ეიფორია და წუხილი, სიხარული და სევდა, სილამაზე და ტკივილი…“. ეს მართლაც ისე, თორემ კოენი ყველა დროის ერთ-ერთი უსერიოზულესი და უნიჭიერესი შემსრულებელია და მასზე დაწვროლებით სხვა დროს ვისაუბრებთ. Hallelujah-ს ჯეფის მართლაც სრულყოფილია, არაადამიანური… მისი გიტარა, პათოლოგიურად მაგარი ხმა და შორიდან მომავალი მუხტი.

ჯეფ ბაკლი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ დიდი მუსიკოსი მარტო იმას არ ნიშნავს, ვინც გინდა თუ არა წერს და თან წერს ბევრს და აუცილებლად ახალს! მუდმივად „ახლის“ სურვილში ვერ ვეთანხმები უკანატანშიპერო საზოგადოებას და ვერც ვითომ მცოდნეებს, დოგმებით რომ ლაპააკობენ და სტერეოტიპებით მსჯელობენ. თუ ადამიანმა ერთი კარგი რამ მაინც დაწერა, ესე იგი უკვე შეუძლია და თავის ამბავში უკვე მაგარია! თუ შემსრულებელია და სხვის სიმღერას თავისივით მღერის, მუსიკას გრნობს და გაგრძნობინებს – არვისზე ნაკლები არ არის. აუცილებელი სულაც არაა, რომ რამე ახალი მიმდინარეობა მოიფიქროს ან რამე შეცვალოს ადამიანმა თუ ძაააალიან მაგრად აკეთებს იმას(იმ ჟანრში) რაც უკვე არის. ნუ ეძებთ სულ ცვლილებებს და სიახლეებს, შეირგეთ რაც გვაქვს და ვინმე მარტო სიახლისთვის არ სჯობია იმას, ვინც არსებულშია მაგარი. მთავარია ჩვეულებრივებში იყო ორიგინალური და განსხვავებული, თორემ ლურჯად და მწვანედ თმების შეღებვა მეც შემიძლია. ჯეფს რა თქმა უნდა, თავისი სიმღერებიც აქვს და კიდევ უამრავ შედევრს გვაჩუქებდა, დაწერდა, რომ დასცლოდა, მაგრამ საუკეთესოდ თავი ქავერით წარმოაჩინა🙂

მახსოვს, როგორ ვსვამდით მთელი ღამე, ბოლოს ჭაჭას, იმიტომ რომ მეტი აღარაფერი იყო. მისაყოლებლად მარტო ცოტა არაჟანი გვქონდა დარჩენილი. მე და ნიკელსონა ვსვამდით ბოლომდე. ტაბოც იქ იყო თუ მერე გაჩნდა არ მახსოვს, მაგრამ ლუდი კი მოიტანა. ჩვენ მთელი ღამის უძინარები და გალეწილები გარხოზასთან და ჯემალასთან ერთად წავედით მეორე კოპრუსში „სვაიაკი“ უნდა ეთამაშათ… ჩვენ კი ზომას ვერ ვგრძნობდით და გაგრძელება გვინდოდა. მახსოვს, როგორ გადავკვეთეთ ქუჩა ბანცალით, ცალი ნაუშნიკი მე მეკეთა, ცალი ნიკელსონას და საშინლად უსმენოდ ვაყოლებდით ხმას ჯეფს – ჰალილუიაააა! იქ გავიცანი მაშინ პირველად ცოცხალი რა? სად? როდის?-ელები, ბევრი ერთად… გემრიელად ვბურღეთ ტვინი და ჩვენიც გავისწორეთ მსმელებმა, სანამ ისინი ინტელექტს ეთამაშებოდნენ, მაგრამ ესეც ცალკე ისტორიაა და სხვა დროს იყოს. მთავარი ჯეფის სიმღერა იყო, ის რაც იმ დროს ყველაზე მეტად გვსიამოვნებდა(მერამდენედ ვუსმენდით ვინ იცის…) და გვეგონა რომ ჩვენც ძალიან მაგრად ვმღეროდით – ჰალილუიააა, ჰალილუიაააა!

1997 წლის 29 მაისს ბაკლის მემფისში მისმა ბენდმა ჩააკითხა, რადგან მუშაობა გაეგრძელებინათ. ჯეფი კი მდინარე „ვულფ რივერ ჰარბორში“(მისისიპის ერთ-ერთი არხი თუ შენაერთი) საბანაოდ წავიდა, რაც ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. იგი ჩაცმული მდინარისკენ მიემართებოდა და თან Led Zeppelin-ის Whole Lotta Love-ს მღეროდა. იქვე იყო, ჯგუფის რიგითი წევრი კიტ ფოტი. ცოტა ხანში ჯეფი გაქრა, მდინარეში გაუჩინარდა… მას მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ… 4 ივნისს კი ორმა მაცხოვრებელმა დაინახა ჯეფ ბაკლის სხეული, რომელიც მდინარე მისისიპიმ ხმელეთზე გამორიყა… აი ასე შეწყდა 30 წლის ძალიან დიდი ვოკალისტის და არანხული აურის მქონე ნიჭიერი ადამიანის სიცოცხლე. ერთხელ ბონომ თქვა, რომ ჯეფ ბაკლი იყო სუფთა წვეთი ხმაურის ოკეანეში(ინგლისურად უკეთ „ჟღერს“).

ეს არის ჯეფის ბოლო ფოტო, რომელიც მას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუღეს. ხელმარცხნივ ტურნეს მენეჯერი და პროდიუსერი ჯინ ბოუენია.

ეს არის ჯეფის ბოლო ფოტო, რომელიც მას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაუღეს. ხელმარცხნივ ტურნეს მენეჯერი და პროდიუსერი ჯინ ბოუენია.

კიტ ფოტი დაკითხეს… იყო ეჭვი, რომ ჯეფი მან დაახრჩო ეჭვიანობის ნიადაგზე, რადგან იმ პერიოდში ერთ გოგოსთან ჰქონდათ ურთიერთობა. თუმცა არის ვერსია იმის შესახებაც, რომ ფოტი ყველანაირად ცდილობდა მოულოდნელად მდინარეში შესული ჯეფის გადარჩენას. ასეა თუ ისე, მეც მინდა მჯეროდეს, რომ ეს უბრალოდ უბედეური შემთხვევა იყო, ძალიან უბედური და ცუდი, მაგრამ მაინც… თორემ იმის წარმოდგენაც კი ცუდად მხდირს, რომ იმ ქალის გულისთვის, მაპატიეთ და „ვიღაც ტეხნიკმა“ მსოფლიოს ეს ტალანტი წაართვა და არც ის მინდა წარმოვიდგინო, რომ სუიციდი იყო, რადგან ეს ჯეფ არ შეფერის😉 ოფიციალური განცხადებაც ასეთი გახლდათ: „ჯეფ ბაკლის გარდაცვალებაში არაფერი მისტიური და იდუმალი არ არის. მისი სიკვდილი არ უკავშირდება ნარკოტიკებს, ალკოჰოლს ან სუიციდს. ეს უბედური შემთხვევა იყო“.

memo

ავარიდოთ თავი იმაზე საუბარს, რომ სხვადასხვა ჩაარტებში ჯეფი დომინირებდა(ჰალილუიათი). მთავარია ის, რომ ჯეფ ბაკლი სიკვდილის მერეც ძალიან პოპულარული და აქტუალურია. ბოლოს კი დაგიტოვებთ იმ სიმღერას, რომელზეც თავიდან ვამბობდი… ამ დღეებში თითქმის გამოურთავად ვუსმენთქო.  კიდევ ერთხელ  ვიქნები პათეტიკური, მაგრამ ასეა – სულისშემძვრელია, სულშიჩამწვდომია… სიმღერა, რომელიც ერთი  კარგი ფილმის საუნდტრეკია და უამრავ ადამიანს შეუსრულებია, მაგრამ… ჯეფი აქაც გენიალურია… ეს ჯეფ ბაკლია
კლავს!

Written by 1myway1

December 20, 2012 at 8:25 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. RIP ჯეფ (

    რა დამავიწყებს როგორი შეგრძნება იყო სულ თავიდან მისი Dream brother რომ მოვისმინე..
    ვერ წარმომიდგენია რას დაწერდა ცოტა მეტი რომ დასცლოდა.

    nick_el_son

    March 25, 2013 at 4:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: