1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

MMW 3 – Woodkid

with 2 comments

უკვე ალტერნატიული ინდიც კი გვაქვს, ეგრე კი არ არის საქმე🙂 მინდოდა სხვა ადამიანზე მესაუბრა „მესამე გადაცემაში“, მაგრამ მიზეზთა გამო გადაწყვეტილება შევცვალე. ჯერ ერთი იმ ქალბატონზე ოდნავ უფრო ვრცლად უნდა დამეწერა(ჩემს ჭკუაში, თორემ ეს უფრო დიდი გამოვიდა მგონი) და თან, წეღან მივხვდი, რომ ზუსტად „ერთი რამის“ მოსმენა მინდოდა და ის ერთი, ახლადგაცნობილი რამე, იმ ქალბატონს კი არა, იმ ვაჟბატონს ეკუთვნის ვისზეც უნდა გიამბოთ(ვითომ არ იცით).

იოან ლემუანი – აი ისეთი სახელი და გვარია, ლორიანში, ან სადმე ასეთ საშუალო ან ცოტა უფრო დაბალი დონის ფრანგულ საფეხბურთო კლუბში უნდა თამაშობდეს წესით. თუმცა არა, ეს ფეხბურთის მიღმა, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. კაცი რომელიც იღებს ვიდეოებს/კლიპებს მუსიკოსებისთვის და ასევე არის „გრაფიკოსი“. ასე იყო 2011 წლამდე, სანამ თავადაც არ გადაწყვიტა სიმღერა. ჰოდა აიღო ე.წ.  სთეიჯნეიმი – Woodkid. საკმაოდ ბანალურია, მაგრამ მთავარი სათაური და სთეიჯნეიმი არ არის ხოლმე ნაწარმოებში ან შემსრულებელში. მგონი ასეა.

მას უმუშავია კეტი პერისთან, სოფია კოპოლასთან, ლანა დელ რეისთან, ტეილორ სვიფტთან და კიდევ ათას წარმონაქმნთან ერთად, როგორც ხრისხიანთან, ასევე უხარისხოსთან. მუშაობის გარდა, კიდევ ვისთან რას აკეთებდა ეს ჩვენ არ ვიცით. ისე, ქალებს უყვართ ასეთი ტიპები.

ეს ფრანგი ყმაწვილი საკმაოდ ახალგაზრდაა, 1983 წლის 16 მაისსა დაბადებული რეიმსში(აქაც ფეხბურთი…). უყურა უყურა ცოტა ნიჭიერს და ბევრ უნიჭოს თავის გარშემო და 2011 წელს ე.წ. EP(ერთგვარი ალბომი) ჩაწერა. 2013 წლის მარტში კი პირველი ალბომიც გამოვა სახელად – The Golden Age. ჩაწერა და ძალიან კარგიც ქნა, რადგან გამოჩნდა, რომ ბევრს სჯობია, მათ შორის ზოგიერთ მის კლიენტსაც.

ცხოვრებაში, როგორც ხდება იცით და „ნაცნობობამაც“ თავისი ქნა ცხადია. ვუდკიდი უმალვე პოპულარული გახდა, მაგრამ არცთუ უსაფუძვლოდ. მიიღო მონაწილეობა ჯაზფესტივალშიც. ერთ რამეზე არ არის ჩაციკლული. ასე რომ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ მუსიკალურ კარიერას წარმატებით გააგრძელებს და ბევრ სასიამოვნო სიმღერას შექმნის.

რა თქმა უნდა, უფრო ვრცლად იოან ლემუანზე, მის ცხოვრებაზე და მიღწევებზე ცალკე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია. მე უბრალოდ გეტყვით, რომ რაღაც კურსებზე იყო ლონდონში, საცხოვრებლად კი გადავიდა პარიზში და რასაკვირველია, ამ ყველაფერმაც იქონია გავლენა მის ზრდაზე. მღერის ინგლისურად და რაც მთავარია კარგად. ამერიკაც უნდა ევასებოდეს.

ვუდკიდის ყველაზე პოპულარული სიმღერა არის – Iron – და ნამდვილად კარგია, ძალიან მომწონს. მოდურია მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი – run boy run-იც. თუმცა ჩემი ფავორიტი სხვა „ვეშია“. ყველაფერი არ მომისმენია(დანარჩენი თქვენ იცით, როგორც ამბობენ), ორს ვუსმინე კიდევ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს ჰგავდა სიმღერები, მაგრამ ეგ არაფერი – ეს მხოლოდ დასაწყისია ))) მთავარია რამდენიმე კარგი ნამუშევარი უკვე დადო🙂

ჩემი ფავორიტი კი არის სიმღერა Brooklyn და ლინკზე რომ გადახვალთ, ქვემოთ კარგად არის დალინკული სხვა ყველაფერიც. როცა ამბობს – My heart belongs to Brooklyn – ცუდად(ანუ კარგად) ვხდები🙂 თან სიმღერა ისე მთავრდება რომ საოცარ „ნიხვატკას“ გიტოვებს, ხოლო ნიხვატკა მსმელი ხალხისა და ზოგადად ადამიანების განუყოფელი ნაწილია🙂 და ეს კარგია.

Written by 1myway1

January 27, 2013 at 9:57 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რამდენი ხანია ამის სიმღერები მაქ უკვე კომპიუტერში და ძაან მისწორდება ხშირად.
    მაგარი კაცია,პირველად ამის Iron-ს მოვუსმინე ახალი გამოსული იყო და EP რო ვნახე მერე ჭკვაზე აღარ ვიყავი.
    საინტერესო კაცია.
    არ ინანებთ,მოუსმინეთ.

    Pow-Wet

    January 28, 2013 at 6:38 am

  2. ვუდკიდის საიტზე ვნახე ტურნე საქარტველოში,ალბათ 3თვის წინ უნდა ჩამოსულიყო,საიტზე ასე ვნახე.რეკლამებიც არ გაუშვიათ ტვ–ში. “მე მინდა ადამიანებმა თვი გმირებად იგრძნონ ჩემი მუსიკის მოსმენისას”–ო🙂 ბრუკლინი მეც ძლიან მომწონს.

    csfsgrregeag

    February 26, 2013 at 7:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: