1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

კონტისიმე

with 2 comments

ბოლო დროს ძალიან მოდაში შემოვიდა მოსაზრება, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის როლი მინიმუმადე შემცირდა და ახლა მწვრთნელი უბრალოდ ვარჯიშების ჩამტარებელი, კარგი ფსიქოლოგია, რომელმაც  თან იცის რა უნდა აჭამოს ფეხბურთელებს და ცოტა მედიცინაშიც ერკვევა. ტაქტიკა? რაღა დროის ტაქტიკაა, ფეხბურთი ჭადრაკი ხომ არ არის… არადა, ეს მოსაზრება, რბილად თუ ვიტყვით – არასწორია🙂

გვარდიოლა? ვინ არის გვარდიოლა? ერთი კარგი „დუხავიკი“ ადამიანი, რომელმაც იცის ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით „თავისიანების“ მოტივირება. ესაა და ეს. მეტი რა გააკეთა? დაამტკიცოს აბა სხვა გუნდშიც, სადაც 10 ბარსას აღზრდილი და თან სამი ისეთი ფეხბურთელი არ ეყოლება, როგორებიც – მესი, ინიესტა და ჩავი – არიან. ეს სისულელეა, სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ გვარდიოლას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ ის, რომ მას არანაირი ტაქტიკური სიახლეები არ შემოუთავაზებია ამ თითქოსდა განვითარებაშეწყვეტილ და ზრდაამოწურულ ფეხბურთში, ისეთივე სისულელეა, როგორც იმის მტკიცება, რომ პეპმა რაიმე არნახული გააკეთა, ისეთი, როგორსაც ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმეორებს და წარსულშიც ასეთი კარგი მწვრთნელები არ ყოფილან.

სისულელეა იმის თქმაც, რომ მაურინიუ არის უბრალოდ ჭირვეული, კომპლექსიანი და ბოღმიანი კაცი, რომელსაც არაფერი ახალი არ შეუქმნია და ამიტომ არ არის დიადი მწვრთნელი და პრეტენზია ვერ ექნება ყველა დროის საუკეთესოობაზე. ჩემთვის მაუ ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ამაში დაგარწმუნოთ, ჩემი მიზანი არის ის, რომ გასაგები გავხადო ერთი რამ – აუცილებელი არ არის რამე ახალი მოიფიქრო იმისთვის, რომ იყო საუკეთესო. თუ უკვე არსებულს აკეთებ კარგად და ძალიან კარგად, შენ შეგიძლია იყო საუკეთესო. წინადადებები ტიპა ,თავდაცვა ადვილია, ყველა დააყენებს მთელ გუნდს დაცვაში, ამას რა უნდა’ – უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, განსაკუთრებით თუ ეს მაურინიუს მისამართითაა ნათქვამი.

ამ თემას განგებ არ განვავრცობ, რადგან ძალიან ვრცელი და სერიოზული თემაა. მოგვიწევს მაესტრო ლიპის, სერ ალექსის, სენსეი ჰიდინკის და კიდევ უამრავის ხსენება – უფრო ძველი თაობის. თუმცა მე სულ სხვა სტილის პოსტის დაწერას ვაპირებდი და ისედაც გადავუხვიე, ამიტომ კმარა.

მაშინ როცა ბევრმა თანამედროვე მწვრთნელები და მწვრთნელობა თითქმის მზარეულობის დონემდე დაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ყველაფერს მესი და რონალდუ წყვეტენ და ტაქტიკის დედაც… სცენაზე ისევ იტალიური სამწვრთნელო სკოლა გამოვიდა.

კაცი შიგნიდან
ანტონიო კონტე ყოველთვის ამაყი კაცი იყო, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და მტკიცე ხასიათის. ღურჯუმელა, ღრჯო… მაგრამ დისციპლინის მოყვარული. ეს კი ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. კონტე მართლა მზარეული ხომ არ არის, ექიმი ან ფიზიოთერაპევტი… ამისთვის სხვა დაპიარებული მწვრთნელები არსებობენ🙂 კონტეს ჰქონდა წარუმატებელი პერიოდი ბერგამოს ატალანტაში. მერე შავ-თეთრი სიენა სერია ა-ში დააბრუნა და იქ გამოაჩინა რაც შეეძლო, მაინც ნაცნობი ფერთა შეხამება იყო მისთვის. მოვიდა უფრო ფერად შავ-თეთრებში – მისთვის მშობლიურ გუნდად ქცეულ იუვენტუსში. იუვეში, რომელსაც კალჩოპოლის შემდეგ უამრავი პრობლემა ჰქონდა და ბოლომდე ფეხზე ვერაფრით დგებოდა. ჰოდა, როგორც ჩანს ბედი იყო, რომ იქ კონტე უნდა მისულიყო. ბედისწერა და დამთხვევა, რადგან ფავორიტები სხვები იყვნენ და თავიდანაც გვერდი აუარეს კონტეს, მაგრამ იუვეს ხელმძღვანელობა მიხვდა რომ საჭირო იყო „კაცი შიგნიდან“ და ამჯერად, არანაირი ფერარა და მასხარაობა, არჩევანი სწორედ კონტეზე შეჩერდა. ანტონიოც საოცრად გარდაიქმნა, ბოლომდე ამოუშვა რაც დაგროვილი ჰქონდა და ცეცხლი დაანთო! მან დაწვა ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც კი ოდნავ ახლოს მივიდა მის იუვესთან. კონტემ ახალ სტადიონზე მოკალათებული ზებრა დრაკონად აქცია და სეზონი ისე განვლო, რომ მატჩი არ წააგო – აი რა იყო თანამედროვე ფეხბურთში მართლა წარმოუდგენელივით, თან სერია ა-ში. გუნდს „ინვინჩიბილი“ ანუ დაუმარცხებელი შეარქვეს. კონტეს ტაქტიკური სიახლეები სიენაშიც შეიმჩნეოდა, მაგრამ იუვეში მან ეს ყველაფერი თითქმის იდეალურამდე დახვეწა. მას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია და ერთ დღეს ალბათ სკუადრა აძურეასაც ჩაიბარებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კონტემ ერთბაშად სამი რამ დაამტკიცა: 1. თანამედროვე ფეხბურთში მწვრთბელს ისევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეც უნდა იყოს. უფრო სწორად კი ტაქტიკას 2. ტაქტიკა შეიძლება იყოს ცარიელი სქემები და თან ლამაზი სანახავი, რაც თანამედროვე ფეხბურთშიც შესაძლებელია და არაფერი ამოწურულა 3. სტერეოტიპი იმისა, რომ იტალიელები მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებულნი არიან და ლამაზად არ თამაშობენ აქამდეც მიამიტი და საქმეში ჩაუხედავი ხალხის დასაბოლებელი მასალა და აკვიატებული იდეა იყო, მაგრამ კონტემ ამას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ნუოვო მაესტრო

სად იყო კონტე როცა ახალი მაესტრო ჩეზარე პრანდელი ლუჩანო სპალეტისთან ერთად გაფერმქრთალებულ კალჩოს ტონს აძლევდა? მართალია, მაშინ კონტე პირველ ნაბიჯებს დგამდა სამწვრთნელო საქმეში და არც ისე წარმატებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პრანდელიმ სწორედ კონტესგან წაიღო ბევრი რამ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თავის მხრივ, კონტემ საკუთარ იდეებს ბევრი რამ შემატა ღარიბების მაურინიუ ვალტერ მაცარისა და კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟ დოქტორ ემეტ ბრაუნ ფრანჩესკო გვიდოლინის 3-5-2-ის ხლართებიდან. წაიღო, მაგრამ თავისი არანაკლები ჰქონდა და დაამატა. პრანდელი უფრო „ფანტაზიორია“, პრანდელი უფრო მსუბუქი და მჩატეა, მისი გუნდები დაფარფატებენ. ოღონდ, მისმა გუნდმა ჯერ ტიტული ვერ მოიგო და სწორედ ამიტომ უნდა გააგრძელონ ერთმანეთიგან სწავლა. კონტესთვის ნაკრები ჯერ ადრეა. პრანდელი კი ყველაზე სწორი კაცია დიდი ლიპის მერე. პრანდელის უდიდესი ტვირთი აწევს და ვნახოთ გამოვა თუ არა მისგან აძელიო ვიჩინი ან ენცო ბეარზოტი. როგორც თავისი თავი, როგორც პრანდელი ისედაც კარგია, მაგრამ ერთი რამე აკლია – ტიტული. თუმცა აი ისევ სხვაგან წავედი, რა დროს ტიტულია, როცა ჩეზარე პრანდელიმ თავისებურ დახვეწილ სტილში აჩვენა ყველას ევრო 2012-ზე რომ ტაქტიკა კვლავაც  ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს(საბედნიეროდ), რომ შესაძლებელია ყველას გაოცება მაშინ,როცა ამას აღარავინ ელის და ყველაფერი გადასინჯულ/გადაღეჭილი ჰგონიათ. ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ თავის საყვარელ 4-3-3ზე უარი რომ ეთქვა იმათთან ფინალში და ისეთივე 3-5-2ით ეთამაშა, როგორც ჯგუფში, აჯობებდა, ეს ცალკე საუბრის თემაა. პრანდელის უბრალოდ ამოჩემებული აქვს 4-3-3 და სანამ ბოლომდე არ დახატავს, არ შეეშვება. მთავარია, რომ ამ კაცმა იტალიური ფუნჯით ისეთი ნახატები გვაჩუქა, რომ ყველეაზე არაადეკვატური და ზიზღით სავსე ხალხიც კი აალაპარაკა იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრებისნაირი სანახაობრივი გუნდი ძალიან დიდი ხანია არ უნახავთ. ასე რომ, მადლობა მაესტრო.

კონტისიმე
დავუბრუნდეთ ანტონიო კონტეს და ბოლოს ვთქვათ ის, რეალურად რისი თქმაც მინდოდა და რისთვისაც დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე ცდუნებას ვეღარ გავუძელი და მივაწერე დანარჩენი. მინდა თქვენი ყურადღება ორ ვიდეოზე გავამახვილო. ორი, ძალიან სახალისო ვიდეო… კონტისიმე გიჟია, დესპოტია, ამბიციურია, საკუთრ თავზე შეყვარებულია, სულ რაღაცას ამტკიცებს… მაგრამ ეს და კომპლექსები(მითუმეტეს როცა ყველანი კომპლექსიანები ხართ, როცა სხვას ეძახით ხოლმე კომპლექსიანს, არ დაგავწიყდეთ ეს) არაფერია იმის გამო, რომ მას უყვარს ფეხბურთი, თავისი საქმე და იუვენტუსი… აი რა არის მთავარი და აი რატომ გამოსდის საქმე ასე კარგად. კი, მან დიდი როლი ითამაშა ალესანდრო დელ პიეროს გაშვებაში, დარწმუნებული ვარ… ვერ იტანდა, რომ მასზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო გუნდში. კი, ძალიან მკაცრია, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა გინდა და თან ლამაზად, ასეა საჭირო. ცარიელი ლაპარაკი და ოცნება, არაფერს მოიტანს. მჯერა, საქართველოში რომ ყოფილიყო იტყოდნენ კაცობაში იჭრება, ფეხბურთელებს უყვირის, ზედმეტად მკაცრია, დიქტატორია… არ აქვს კარგი საქციელები, ეშლებაო. ჰოდა, იმიტომ ტკეპნით ერთ ადგილს ჩემო ძვირფასებო ამდენი წელი და იმიტომ, იმეორებთ, რომ „ოდითგანვე შემტევ ფეხბურთს თამაშობდით“. დაცვა, დისციპლინა და ტაქტიკა კი „ჭადრაკი“ გგონიათ. პირდაპირ წარმატება გინდათ და სულ სხვას აბრალებთ წარუმატებლობას. ხოლო თუ ვინმე შენიშვნას გაძლევთ „თქვენ რა იცით ფუტბოლი რა არის, არ გითამაშიათო“ ეუბნებით. თქვენ როგორ იცით კი ეტყობა საქმეს🙂 ხოლო ის გუშემატკივრები და ჟურნალისტები ვინც ამ იდეოლოგიას კვერს უკრავენ, კიდევ უფრო უარეს საქმეს სჩადიან🙂

კონტეზე ვსაუბროდით არა? ისე ცოტა ხნის წინ პარმასთან თამაში იყო. იმათ ენიო ტარდინიზე წაგება არ ჰქონდათ იმ მომენტისთვის და იუვე უგებდა. უცებ ტურინელებმა შეცდომა დაუშვეს, ვუჩინიჩმა ბურთი ისეთ დროს გაატარა, როცა არ უნდა გაეტარებინა, ის სანსონემ ჩაჭრა და პარმამაც გაათანაბრა. იუვემ ორი ქულა დაკარგა. მატჩის შემდეგ კი კონტემ თქვა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი – ვუჩოს მე დავუძახე ბურთი გაეტარებინაო, ეგრე ვხედავდი მაშინ და მე მაპატიეთო. ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, ვუჩინიჩზე რომ არ ვსაუბრობდეთ – თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოხუისტ, ზარმაც და მყრალი ხასიათის მონტენეგროელზე. აი ეს ტიპიც კი ჰოპ-სტოპზე ჰყავს კონტეს🙂 მგონი ანლეკაც განგებ არ გამოიყვანა იმ მატჩებში მინდორზე, როცა თვითონ დისკვალიფიცირებული იყო, რომ ვერ უყვირებდა „ბილიკებიდან“ – ამან თავიდანვე უნდა იცოდეს ვინ ვინ არის აქო და ანელკას დებიუტი გადადო )))

გადავიდეთ ვიდეოებზე – პირველი ეხება იუვენტუსისა და უდინეზეს მატჩს. რომელშიც იუვეს ჯანგომ პოლ პოგბამ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ძალიან ნიჭიერმა პოგბამ რაღაც არანორმალური დარტყმით გაუშვა ბურთი და ცხრიანში ჩაჭედა, სტადიონი დაინგრა… ნახეთ და მე მერე გავაგრძელებ საუბარს.

შენიშნეთ რამე უცნაური ვიდეოში? ჯანგო ზეიმობს. ყველა ულოცავს. სტადიონი მართლა ინგრევა, აფეთქდა. თუმცა კონტეს ეს არ აინტერესებს და მაინც თავის სტიქიაშია – გამოუჭერია საწყალი სტეფან ლიხტშტაინერი და ტვინს უბურღავს… უნიკალური მომენტია, რომელიც  იმ წუთასვე ჩავიჭირე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ცოტა ხნით ადრე ისე გაცოფებულა კონტე ლიხტის ერთი-ორი შეცდომის გამო, რომ „კაცი გაუგზავნია“ იქითა ფლანგზე – წადი და უთხარი აზრზე მოვიდესო. სულ რაღაც 5-წამიანი მონაკვეთია, ძალიან ბევრი რამის მთქმელი… დააკვირდით 22-ე წამზე იწყება და ბოლოს ყველაზე მაგარი არის ლიხტშტაინერის სახე, რო ცდილობს პასუხის გაცემას და რაღაცის ახსნას, მაგრამ რო ხვდება რომ არანაირი აზრი არ აქვს, კონტეც შეუტრიალდება და როგორ ჩაეყლაპება სიტყვები )))))

მეორე კი ახლახან იყო. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. სელტიკ პარკზე, სადაც სელტიკს 23 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წაეგო, ორივე ბარსელონასთან და იმ ბარსელონასაც მოუგო აგერ ამ სეზონში. ჩავიდა ბებერი ქალბატონი და 0:3 წამოიღო იქიდან. კი იყო შეცდომები, მაგრამ არც სრული შემდაგენლობით და დატვირთვით უთამაშია იუვეს. თუმცა კონტეს ყოველთვის მაქსიმუმი უნდა და სურს, რომ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯოს მინდორზე… სწორედ ესაა წარმატების საწინდარი. წარმოიდგინეთ, ანგარიში 0:3-ია, ყველაფერი გადაწყვეტილია და ანდრეა ბარძალის ბურთი ფეხზე ეჭრება, ნუ რა მოხდა, შეცდა რა… თან ბარძალი ათასში ერთხელ ცდება. ლეონარდო ბონუჩიმ კი ბურთს ცუდად დაუხვედრა ფეხი. თითქოს არაფერი, მაგრამ კონტესთვის ასე არ არის – მუშტს უღერებს ლეოს და მოგკლავო ემუქრება, პანჩურის ამორტყმასაც ჰპირდება )))) ეს ხუმრობით და მგონი საყვედურობს ყველაზე ნდობით აღჭურვილს ბარძალისაც. მეორედ აღარ გაბედოთ და არ შეგეშალოთ ეგრეო :დ 0:3-ზე ბიჭო, 0:3-ზე )))))))))
ამაზე გამახსენდა ბუფონი რომ გაუჯავრდა მცველებს 2006 წლის ნახევარფინალში გერმანიასთან, სადღაც 110-ე წუთი იყო – როგორ გაბედეთ და როგორ დაარტყმევინეთ პოდოლსკისო(პოლდი ურტყამდა როგორც მახსოვს) და ეს ხდებაოდა 110-ე წუთზე, იქამდე შეცდომა არ ჰქონიათ მცველებს და ჯიჯი მაინც გაბრაზდა…🙂

https://www.facebook.com/video/embed?video_id=333923096718602

და მაინც კონტე დიქტატორია? ჰოდა, იყავით ეგრე „თავისუფალი და ბრძენი ერი“. ამ თქვენი უცნაური და ბნელი იდეოლოგიით ხელი შეუწყვეთ ფეხბურთელებს დაღუპვაში, სიზარმაცეში, უაზროდ გაბლატავებაში – ჯიპის ყიდვა, გახეული ჯინსები და გოგოებთან მარიაჟობა რომ კარიერის მაქსიმუმია მათთვის. კონტე კი ყველა მატჩის მერე ხმაჩახლეჩილია და თავისი ნულიდან აშენებული რასაც ჰქვია – გუნდით, მილიონების დახარჯვის გარეშე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია🙂 თამაშობს ლამაზად და შედის ისტორიაში.
Storia di un Grande Amore!

პ.ს.
ბოლოს კი ბონუსად ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეო,რომელშიდაც კარგად ჩანს კონტე, თავისი ცრურწმენებით, სიყვარულით, გამარჯვებისჯკენ სწრაფვით, იდეოლოგიითა და შავ-თეთრი სიფერადით.


Written by 1myway1

February 14, 2013 at 4:26 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგი ჩანაწერია ნამდვილად

    ისე, კონტეს რამდენიმე კუთხით გაუმართლა, იუვეში მაშინ შედგა ფეხი, როცა იტალიურ ფეხბურთი (უფრო კონკრეტულად სერია ა) უკვე კატასტროფისკენ მიექანებოდა. მის დამსახურებას არ ვაკნინებ, მაგრამ ეს რაღაც მხრივ იღბლის მაჩვენებელიცაა :))
    ხო, და მეორე გამართლება კი 1/8 – ში სელტიკის მოსვლა იყო, ერთ – ერთი ყველაზე სუსტი გუნდის ამ 16 – ეულში.
    დანარჩენს 1/4 გამოაჩენს🙂

    Depeche

    February 14, 2013 at 9:06 pm

    • აბსოლიტურად გეთანხმები ყველაფერში, და პლიუს მაგ ყველაფერს პირლოს უფრო დაბრძენფეხბურთელება და შედეგი სახეზეა..

      ent

      April 6, 2013 at 7:36 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: