1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ოსკარი 2013

with 2 comments

აი 85-ე „ოსკარებიც“ კარს მოგვადგა. ცერემოონიის ყურებას არ ვაპირებ, მაგრამ პოსტი ოსკარებზე ერთგვარ „სახადად“ მექცა და მაინც უნდა დავწერო. თან გადავწყვიტე, რომ დამეწერა მანამდე და არა მერე, რადგან შემდეგ უფრო დამეზარებოდა და თან ძირითადად ნომინაციებში საკმაოდ პროგნოზირებადი მდგომარეობაა და პოსტიც წავა რა… გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკარგება რეალურად, მანამდეა დაწერილი თუ მერე. სამაგიეროდ, აზრთა გაცვლა ძალიან უინტერესო არა მგონია იყოს, და ბარემ  პირდაპირ საქმეზე გადავალ.

საუკეთესო ფილმი

მას მერე, რაც ტოტალიზატორებმა აქტიურად დაიწყეს ოსკარებზე ფსონების გამოქვეყნება/მიღება ინტრიგა ისედაც გაპაპსავებულ ოსკარს კიდევ უფრო მოაკლდა. მოგეხსენებათ, საბუკმეკერო კანტორები ისე არავის არაფერს ჩუქნიან და როცა კოეფიციენტი რომელიმე ფილმზე ან მსახიობზე 1,05-ია, მიშნავს, რომ 1000-დან 999 შემთხვევაში სწორედ ის კინო ან მსახიობი მიიღებს ოსკარს. თუმცა რომ არა ფსონები, ისედაც წინასწარ გვეცოდინებოდა, რომ ოსკარს წელს აიღებს – არგო.

სანამ უშუალოდ ფილმებზე გადავიდოდე, მინდა ვთქვა, რომ თუ ადრე ერთი ან მაქსიმუმ ორი „პოლიტიკური“ ფილმით გვაკმაყოფილებდნენ, წელს მინდა მოგილოცოთ უკვე სამი ასეთის ნომინაცია🙂 არგო, ბიგელოუს მორიგი „ქებაი და დიდებაი, ამერიკის არმიისაი“ და ლინკოლნი. ეს კი თავისთავად ცოტა ნერვებზე მოქმედებს უკვე და ძალიან გაუტიეს ამ ამბავში, მაგრამ რა გაეწყობა.

1). Argo  –  მე ძალიან მიყვარს ბენ აფლეკი, არა როგორც მსახიობი ან როგორც რეჟისორი, არამედ როგორც უბრალოდ კაი ტიპი. მიყვარს მისი და მეტ დეიმონის „შაიკა“ და მიყვარს ტექსტი, რომელსაც საკუთარ თავს ათქმევინებს ბენ აფლეკი „უილ ჰანტინგში“. მგონია, რომ ბენმა ჩვენზე უკეთ იცის თავისი თავის ფასი და ზედმეტი წარმოდგენები არ აქვს. ის უბრალოდ კარგი ტიპია და არგოში ხუმრობები ჰოლივუდზეც ძალიან კარგად მენიშნა. აფლეკს აქვს შანსი გახდეს უკეთესი რეჟისორი, ვიდრე მსახიობია, მაგრამ რაღაც სასწაული ვერასდროს გახდება. ამ სიმპათიასთან ერთად, გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან მომეწონა არგო ანუ სიამოვნებით ვუყურე, თვალი ვერ მოვწყვიტე. ალბათ იმიტომაც რომ ეს თემა მაინტერესებს და ნელნელა ირანზე „დაწოლა დაიწყეს ბიჭებმა“. მოკლედ, მიუხედავად ხელოვნური მომენტებისა, ამერიკის მაგარ როჟად გამოყვანისა და კეისი აფლეკი რომ მისი ძმის ფილმში ისევ ყველაზე კაი ტიპს თამაშობს, მაგის მიუხედავადაც, კარგი ფილმია არგო, ნორმალური. თუმცა… არგო არ არის ფილმი, რომელიც უპირობო ფავორიტი უნდა იყოს საუკეთესო ფილმობისა(1,05 კოეფიციენტით და ყველამ ვიცით, რომ დაგინებულია არგო აიღებსო, პოლიტიკური მოსაზრებების გამო), საერთოდ ნომინირებული უნდა იყოს თუ არა სეროზულად იკამათებდა ბევრი ხომ? მართალიცაა, მაგრამ არ ღირს. ოღონდ აქვე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფილმი მომეწონა(ჰართ ლოქერს ბევრად ჯობია მაგალითად) და გირჩევთ ნახოთ. თავად ისტორიაც, როგორც ასეთი საინტერესოა. საქართველოში ძალიან პოპულარულია აზრი, რომ „ამერიკა ცუდია, ირანი კი ჯიგარი“, კი ორივე მხარეს არის ცუდი და კარგი მომენტები, მაგრამ საით უფრო მეტია ეს ცუდი და სიბნელე, ვფიქრობ დიდი განსჯის გარეშე უნდა იყოს ნათელი და არა მგონია, ფილმში გადაბმულწარბებიანი ბოროტი ტუგადუმების ან ზომბივით ირანელი ქალის ახლო კადრის ნახვისას ,ისე’ მოაზროვნე გურჯებმა აზრი შეიცვალონ და ჩემსავით რამის დალეწვა მოუნდეთ(რადგან ასეთ ქალებს ყველაზე მეტად ვერ ვიტან, კაცებს რო აქეზებენ და სიბნელეს ქადაგებენ) ან აზრი შეიცვალონ, მაგრამ მათთვისაც ღირს ნახვა. ეჰ, არადა კარგი ქვეყანა იყო ირანი.

მარტივ კითხვებს დავსვამ – საუკეთესო რეჟისურაზე ბენ აფლეკი წარდგენილია? მამაკაცის საუკეთესო როლზე წარდგენილია? ქალის საუკეთესო როლზე არგოდან არის ვინმე? ქალის მეორეხარისხოვან როლზე? … ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის არა და აბა ერთი ის მითხარით საუკეთესო ფილმი როგორღაა არგო?🙂 კაი ეს ისე.
ერთადერთი „სერიოზული” ნომინაცია, არის ალან არკინი, რომელიც მართლაც კარგად ასრულებს, ჯონ გუდმენისა არ იყოს. თუმცა მამაკაცის მეორეხარისხოვან როლზე სხვა მგლები ჭამენ ერთმანეთს და ამჯერად არკინს შანსი არ აქვს. მაინც ბრავო თამაშისთვისაც და ერთი შესანიშნავი ფრაზისთვისაც, რომელსაც ბოლოს გამოვიყენებ(ოღონდ რუსულ თარგმანში).

2). Lincoln – ლინკოლნთან სხვა პრობლემა მაქვს. არ მიყვარს ე.წ. „საოსკარედ გადაღებული“, „შეფუთული“ ფილმები. ამის კლასიკური მაგალითი ბოლო წლებში იყო „მეფის სიტყვა“, თუმცა ის ბევრად უფრო მომეწონა. რომ არ ყოფილიყო არგო, ოსკარს აუცილებლად ლინკოლნი აიღებდა და ეს ტეხავს, რადგან არც ლინკოლნია საოსკარე. „პროექტი“ ჩავარდათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ის არ არის რაც შენ გგონია )))

სენსეი სპილბერგის ფანატები ნუ მიწყენთ, მეც მიყვარს და უფრო პატივს ვცემ მას, მაგრამ ხელოვნურ ემოციებში და „ამერიკულ შეფუთვებში“ მასტერი რომაა რად უნდა საუბარი და აქაც ალაგალაგ „პერებორი“ მოუვიდა ჩემის მოკრძალებული აზრით. სცენარი კარგია, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ მთავრდება ფილმი იმ მშვენიერ კადრზე, როცა ლინკოლნი თეატრში მიდის… იმის შემდეგ გაგრძელებას და იმ წივილ-კივილს თეატრში რა აზრი აქვს ვერ ამოვხსენი… თუ აგრძელებ, მაშინ მკვლელზეც უნდა იყოს ორი სიტყვა ნათქვამი, აღწერილი, ნაჩვენები… რა ვიცი, მე მგონია, რომ იმ კადრზე დამთავრება ბევრად უფრო აჯობებდა.

ლინკოლნი კარგად შეფუთული ფილმია, სიანტერესო კუთხით გადმოცემული. ის ხუმრობებიც გლეჯს და ლინკოლნის წარმოჩენაც. თუმცა მათიც მესმის, ვისაც სცენარზე პრეტენზიები აქვს, მე ვერ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მსახიობების თამაში სუპერ! და ამას მოგვიანებით დავუბრუნდები. თუმცა არ მსურდა დაბადებით არანორმალურ დენიელ დეი ლიუისს თავისი მესამე, ამერიკის პრეზიდენტის, ენაბლუ მეფის, დაჩაგრული ჰომოსექსუალის ან რამე მსგავსის შესრულების დროს აეღო🙂 მაგრამ რა გაეწყობა.

3). Les Misérables – მერამდენედ ბიჭო, მერამდენედ???? მეცხრე თუ მეათე ეკრანიზაცია ტო. იქნებ და კმარა ბიჭებო და გოგონებო? არაა? კაი.

ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა. ძალიან კარგია „კოსტიუმები“, ისა ესა… რაც ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ თვალს მაინც ჭრის. კარგია მსახიობების თამაშიც, ისე ვერ აღვფრთოვანდი, როგორც სხვები, მაგრამ მომეწონა თამაში. განსაკუთრებით რასელ ქროუსი, მიუხედავად იმისა, რომ მეუცხოვა ამ „ამპლუაში“. იდეა და იდეაფიქსი, რომ თავად უნდა ემღერათ და სულ უნდა ემღერათ, ბოლომდე ტრიუმფალური ვერ გამოვიდა ))) რადგან იყო რამდენიმე მომენტი, როცა გემრიელად გამეცინა, რასაც ჰქვია რამდენიმე სასაცილო ეპიზოდი იყო და თქვენ თუ არ გაგეცინათ მე მაპატიეთ😦
საბოლოო ჯამში, როგორც მიუზიკლების ვერმოყვარული კაცი, მაინც დადებითად განვეწყვე, მაგრამ ეს ის არ არის რასაც გვპირდებოდნენ და იმედების გაცრუების მომენტი საკმაოდ სერიოზულ დონეზეა.
ძალიან კარგები არიან ბარონ კოენი და ბონემ კარტერი(ასე როლში არ მომწონებია, არ ვარ მე მისი ფანი). ულამაზესია „მთავარი მემაბოხის“ მკვლელობის სცენა/კადრი.
და საერთოდ! „საბრალონი“-სთან მიმართებაში ჯობია დაივიწყონ ანდაზა – ყველაფერი ახალი, კარად დავიწყებული ძველია… არა არააა, კმარა! ქადა ორი ხელით არ იჭმება, გული არ გულობს!

4). Django Unchained – როგორც ყოველთვის ორიგინალური სცენარი, შესანშნავი მუსიკალური გაფორმება, ბევრი სისხლი და… მოკლედ, ეს ფილმი მე რომ გადამეღო სადებიუტოდ )))) სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიქნებოდი, მაგრამ როცა ამხელა კაცი ხარ, ამდენი შეგიძლია, ასეთი ფანტაზია გაქვს, ასეთი ფილმები გადაგიღია… კარგი რაა ბლიად, კარგი რაა… სხვებთან შედარებით მასხარაობაა🙂 განსაკუთრებით ბოლო 20-25 წუთი, ვოლცისა და დი კაპრიოს დამშვიდობების შემდეგ, იქამდე დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

რაც წლები გავიდა, მით უფრო გავიაზრე რა მაგარი ფილმია „უსახელო ნაბიჭვრები“ და ისიც გავიაზრე, რომ იმ წელს სწორედ ეს იყო საუკეთესო ფილმი. კვენტინმაც ფილმის ბოლოს ტყუილა არ ჩატენა ფრაზა – შედევრზე ქაჩავსო. კი ქაჩავდა, მაგრამ იქ, ზემოთ ვიღაცას არ უყვარს ტარანტინო, ის კი უფრო გაღიზიანდა ისევ რომ დაიკიდეს თუ უბრალოდ დაბერდა და სულ აურია არ ვიცი, მაგრამ… ძალიან გაუჭირდება მგონი რამე ბომბის და სერიოზულის გადაღება მომავალში. იმედია შეძლებს. ამ ჯანგოში სახასიათოდ მეჩვენა თავს რომ იფეთქებს, რაღაც არის ამაში… )))

ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. გაერთობით. ისიამოვნებთ. უბრალოდ, მეტი იყო მოსალოდნელი. სამუელ ლ. ჯექსონს დიდი რისფექთი. ფოქსიც ნორმაა. დი კაპრიოზე ისევე როგორც ტარანტინოზე „დაგინებულია“, რომ ვერ მიიღებენ ოსკარს. ვიღაცას აწყენინეს როგორც ჩანს და შევეგუოთ ჩვენც. თუმცა ახლა ტარანტინოს ნაღდად არ ეკუთვნოდა და დი კაპრიოს უკეთესი როლებიც დაუკიდებიათ, ასე რომ, არა უშავს, ახლა არ აწვალეს მაინც ))) ამ თემაზე მერე წალკე უნდა დავწერო პატარა რაღაც, იქამდე კი ლეო გაგვებუტა, მაგრამ მალე გადაუვლის და დაბრუნდება, იმასავით მოუვიდა – „ფეისბუქს ვაუქმებო“ – რო იციან ხოლმე.
ვოლცამდე მივალთ.

5). Life of Pi – ძალიან ლამაზი, საინტერესო და კარგი ფილმი. მშვენიერი ისტორიით, კადრებით, რეჟისურით… სინემატოგრაფიში აიღებს, მაგრამ მე რეჟისურაშიც სიამოვნებით მივცემდი და არც საუკეთესო ფილმობა დამენანებოდა, ზოგიერთებთან შედარებით. ისე არ გაიგოთ, რომ ამაზე მაგარი რამე არ გადაღებულა და არ გადაიღება. უბრალოდ, მოლოდინი მაქსიმალურად გაამართლა და ძალიან მომეწონა. სასურველია ნახოთ დიდ ეკრანზე.
და ყოჩაღ ენგ ლის, არ ველოდი. ნუ არის რაღაც „ტიტანიკის ელემენტები“… იმ ნაფოტზე ორივენი დაეტევოდნენ-ის პონტში, ვეფხვი რო ვერ ძვრება ზემოთ და ა.შ. მაგრამ არ ჩავეკირკიტები, ნი კჩიმუა აქ.

6). Amour – ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული ფილმი წარდგენილებს შორის. აიღებს საუკეთესო უცხოურებიდან ოსკარს და ეკუთვნის კიდეც. თან ჰანეკე უყვართ აქაც და იქაც )) ერთადერთი ისაა, რომ ჰანეკესგან ცოტა უცნარური იყო უცებ ასეთი ფილმი, დაგვიბერდა მგონი. მამაკაცთა შორის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ტიპის ჟან-ლუი ტრენტინიანისა და ქალბატონი ემანუელ რივას შესანიშნავი თამაშიც სახეზეა.

7). Beasts of the Southern Wild  – ეს ფილმი გამყავს ჩემს სიაში პირველ ადგილზე. სიის სათაურია „საერთოდ რომ არ ველოდი და რომ მომეწონა“🙂 ნამდვილად არაფერს ველოდი ამ ფილმისგან, მაგრამ ძალიან მომეწონა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია, პირველი სრულემტრაჟიანი ფილმი. სულ რაღაც 30 წლისაა ბენ ზაიტლინი. წარმატებები მას, ოღონდ ფენტეზისში ნუ ჩაიძირება სულ ))
ბავშვი თამაშობს „ახუიტელნად“ –  სხვა სიტყვა ნაკლებად მოუხდებოდა ))) აბსოლუტურად დამსახურებული ნომინაციაც მიიღო.

8). Silver Linings Playbook – ძალიან კარგი ფილმია. თავისი ამერიკული და არამერიკული მომენტებით )) და თან ცოტა უცნაური, მსახიობების თამაშის ჩათვლით(უფრო კარგი კუთხით უცნაური). მსახიობებს მივუბრუნდებით, ისე კი ფილმი უნიკალურია იმითაც, ოთხივე „სამსახიობო ნომინაციაში“ წარმომადგენელი ჰყავს🙂 უყურეთ და ისიამოვნეთ🙂

9). Zero Dark Thirty – ნუ შეგევ%ი ქალბატონო კეტრინ, ნუ! არადა, სხვათა შორის, რაც ამ თემატიკაზე ჩაიციკლა, საუკეთესო ფილმია ეს, მაგრამ კარგი რაა… დავიღალეთ. გოგონაში აშკარად თავის თავს ხედავს ))))
კეტრინის საუკეთესო ფილმად სამარადისოდ „ტალღის ქიმზე“ დარჩება.

საუკეთესო რეჟისორი

Michael Haneke – Amour
Ang Lee – Life of Pi
David O. Russell – Silver Linings Playbook
Steven Spielberg – Lincoln
Benh Zeitlin – Beasts of the Southern Wild

აქ ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან 80-90%-იანი ალბათობით იგებს სპილბერგი, არადა დიდი სიამოვნებით მივცემდი ენგ ლის ან ჰანეკეს. რავი, ეგებ სასიამოვნოდ გამაკვირვოს მერე შედეგებმა, მაგრამ რაღაც არ მგონია. ისე ნომინაცია ყველამ დაიმსახურა ჩემი აზრით.

მამაკაცის საუკეთესო როლი

Bradley Cooper – Silver Linings Playbook
Daniel Day-Lewis – Lincoln
Hugh Jackman – Les Misérables
Joaquin Phoenix – The Master
Denzel Washington – Flight

შეუძლებელია აღფრთოვანებული არ იყო დენიელ დეი ლიუისით. არამარტო, ამ ფილმში, არამედ და ვიტყოდი უფრო ზოგადად! ეს არის საოცარი მსახიობი. არანორმალური, პათოლოგი, მანიაკალურად მაგარი. მართალია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მერჩივნა შემდეგი ოსკარი ცოტა სხვა როლისთვის აეღო, მაგრამ რას ვიზამთ, „იქ“ უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია, რომ ოსკარს სწორედ ის აიღებს და ეს კინოს ღმერთმაც გადაწყვიტა როცა ლიუისი ასეთი ნიჭით დააჯილდოვა.

არადა, დენიელი თავის მესამეს სხვა ფილმშიც აიღებდა და მერე, მეოთხესაც მიაყოლებდა და ყველა ვარიანტში გახდებოდა(გახდება) მამაკაცებში – ნუმერო უნო – ამიტომ, რა მოხდებოდა, ამჯერად ხოაკინ ფენიქსს აეღო? ფილმი „მასტერი“ ჩემთვის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და საერთოდაც, პოლ ტომას ანდერსონი ძალიან ძალიან კარგი ბიჭია და ამ თემაზე ალბათ სხვა პოსტში ვისაუბრებ, ახლა კი ფენიქსს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ხოაკინის თამაში საოცარია, დიდებული, მომაკვდინებელი. თითქოს ის და ფილიპ სეიმურ-ჰოფმანი ერთმანეთს ეჯიბრებიან ფილმში ვინ უკეთ ითამაშებს, ნამდვილი რინგია! ხოაკინს ოდნავ უკეთ გამოსდის, არადა ჰოფმანი ისეთი მაგარია, რომ წარმოიდგინეთ ახლა რა მაგარი გამოსდის ფენიქსის თამაში… არა უშავს ბრო. ასე განაგრძე და ყველაფერი იქნება!

ხოაკინ ფენიქსის ასეთი თამაშის ფონზე, ჰიუ ჯეკმანის ნომინანტებში ყოფნა და თან კოეფიციენტებით მეორეადგილოსნობა, ცოტა არ იყოს და სასაცილოდ მეჩვენება. არაფერი განსაკუთრებული ჯეკმანს ამჯერად არ უქნია(ქროუ ბევრად უფრო მომეწონა) და ფენიქსს ნაღდად ვერ ჯობია, ეჭვი მაქვს ვერც სხვებს.

ბრედლი კუპერი მშვენიერი ბიჭია და ეს ნამდვილად დაამტკიცა ამ ფილმში. თუ მისგან ვერ წარმოგედგინათ სერიოზული როლი, აგერ ბატონო🙂 საერთოდ, ფილმში როგორც გითხარით ყველა კარგია, ბებერი დე ნირო, თავად ბრედლი, ჯეკი უივერი და ჯენიფერ ლოურენსი. თან რაღაცნაირად თამაშობენ რა… აი ბრედლის შემთხვევაშიც ან პატარა რაღაც დააკლდა ან პირიქით „ნაიგრიშ/პერეიგრიში“ გამოუვიდა ცოტა, ვერ ჩამოვყალიბდი რომელია )))) სულ ოდნავ აკლია რაღაც, მაგრამ ისე ბრავისიმო.

დაბოლოს, დენზელ ვაშინგტონი! უბერებელი შავი რაინდი, თავისი დასტოინი სტილით და კლასით. თავად ფილმს „ფლაითს“, აუცილებლად გირჩევთ და განსაკუთრებით საავადმყოფოს სცენას დააკვირდით კიბეებზე „კიბოიანი“ ზეკაცი რო გამოვა! რა რეჩებს მოარტყამს. ასევე, იმედია, ჩემსავით შეუკურთხებთ ეგეთ სამართალსა და მიდგომებს(თუმცა არც დენზელას პერსონაჟია ანგელოზი). ანგელოზზე გამახსენდა და ღმერთზე „ნაიეზდები“ და რელიგიაზე ქილიკი ცოტა ხელოვნურ-ზედმეტი კი გამოდის, მაგრამ ვიტყოდი, წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმია ჩემი აზრით და ვაშინგტონის თამაშიც ბევრად მეტ გამოხმაურებას იმსახურებდა. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ სიბერეში ჯონ გუდმენმა მოინდომა ისევ რაღაცეები და შესანიშნავად ასრულებს თაქვის როლს. რა ვიცი… განსაკუთრებით ამისთვის და არგოში შესრულებული როლისთვის, ჯამში ერთ ნომინაციას კი გავიმეტებდი ისე.

ქალის საუკეთესო როლი

Jessica Chastain – Zero Dark Thirty
Jennifer Lawrence – Silver Linings Playbook
Emmanuelle Riva – Amour
Quvenzhané Wallis – Beasts of the Southern Wild
Naomi Watts – The Impossible

აქ ჩემი, ბუკმეკერების, მასის… მოსაზრებები მგონი ემთხვევა. უდიდესი სიამოვნებით გადავცემდი ოსკარს ჯენიფერ ლოურენსს და მგონი აიღებს კიდეც. დიდებულად ასრულებს თავის როლს და სურვილი გიჩნდება რო… ხო კაი, აღარ გვინდა.
რაღაც, შერეკილი-მისტიური-საინტერესო-ფეთქებადი-თან თბილი-საყვარელი-კეთილი… რაღაცანირი უცნაური გოგოს აურას ქმნის რა.

გვერდს ვერ ავუვლით ემანუელ რივას დიდებულ პერფორმანსს ამურში. უბრალოდ ეს ხომ ოსკარია და მოდი ჩვენს ოსკარულად გავაგრძელოთ საუბარი )))

ბიგელოუს ჯესიკაზე არაფერს ვიტყვი. ცუდი არ არის, მაგრამ… ისე სიამოვნებით გავატრებდი მასთან რამდენიმე ღამეს.

ქვინზან უოლისი მართლაც ოქრო ბავშვი ჩანს, რამდენჯერმა ეკრანში შეძრომა და მისი შეჭმა მინდოდა. რამდენიმე ზედმეტად უწი პუწი მომენტიც იყო, მაგრამ მთლიანობაში დიდებულად თამაშობს ბავშვი.

ნაომი უოტსს რაც შეეხება, ცუდად მისადამი განწყობილი მამენტ არც არასდროს ვყოფილვარ. კარგად თამაშობს და ფილმიც საკმაოდ ნორმალურია. უყურეთ, არა მგონია ინანოთ. არის სენტიმენტალური მომენტებითა და შელამაზებებით, მაგრამ ნორმაა რა, კარგია. ოღონდ, აჯობებდა „მი ნა პლიაჟე“-ზე დაესრულებინათ, ის ქვითინი ზემდეტია. მერე მიხვდებით, თუ არ გინახავთ ჯერ.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი

Alan Arkin – Argo
Robert De Niro – Silver Linings Playbook
Philip Seymour Hoffman – The Master
Tommy Lee Jones – Lincoln
Christoph Waltz – Django Unchained

ეს არის ნომინაცია, რომელიც ყველაზე მეტად მაფიქრებს და პრინციპში აქ ყველაზე დიდი კონკურენციაა. კოეფიციენტებს თუ ვენდობით უფრო ტომი ლი ჯონსსა და ვოლცს შორის წყდება. სადღაც იქვეა ჰოფმანიც.

როცა ლინკოლნი ვნახე, ლამის ყველაზე შთამბეჭდავი ტომი ლი ჯონსი იყო ჩემთვის ამ ფილმში. უდიდესი კლასის მქონე კაცია და შეძლო ყცელაფრის ფონზე მაინც მოეხდინა ამის დემონსტრირება. უმაღლეს დონეზე დადო ეს „პატარა როლი“. ამიტომ, სულ ოდნავ უპირატესობას მას მივანიჭებდი და მისთვის უფრო მემეტება ეს ოსკარი. მაპატიოს კრისტოფ ვოლცმა, რომლის კოლონელ ჰანს ლანდაც სამუდამოდ განსაკუთრებულ ადგილას იქნება ჩემს გულში, მაგრამ ამჯერად „პრობლემაც“ ესაა… ტარანტინო ჩაიციკლა, თან ვოლციც ასეთი ტიპია ცხოვრებისეულად და რა ქნას… ჰოდა, ეს ჩვენი დოქტორი შულცი კოპიო ჰანს ლანდაა, უბრალოდ უფრო კეთილი და სულ ოდნავ სახეცვლილი. თუმცა შესრულება ბრწყინვალეა.

მივადექით ფილიპ სეიმურ ჰომანს. ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსახიობი, რომელიც ვიტყოდი კიდევ არ არის ისე დაფასებული ხალხში როგორც ეკუთვნის. მასტერში ნამდვილი მასტერია! თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს მისი საუკეთესო როლია. ამიტომ, ამჯერად თუ ვერ აიღებს(და ალბათ ვერ აიღებს) არა უშავს.

დე ნიროზე რა უნდა ვთქვათ ახალი. სუპერია, მარტო რო უყურებ, სულ რომ არაფერი თქვას, მისი მიმიკა და ხალი უკვე ბრენდია. თუმცა ამჯერად არ ეკუთვნის.
ალან არკინიც მშვენიერია არგოში, მაგრამ ამ ვოლკებთან შანსი არ აქვს.

პ.ს.
ერთადერთი ტომი ლი ჯონსზე იმიტომ არ მეწყინება, თუ 1994 წლის ოსკარს გავუხსენებთ, როცა პატარა დი კაპრიოს (და კიდევ ბევრ კარგ ნომინანტს) აჯობა, არადა ლეოს მაშინ ეკუთვნოდა თუ ეკუთვნოდა. სხვათა შორის, იმავე წელს, დენიელ დეი ლიუისს(შესანიშნავი როლისთვის, ასევე შესანიშნავ ფილმში „In the Name of the Father“) და სხვებს ტომ ჰენკსმა დაპიარებული და „საქმეს სჭირდება“ „ფილადელფიას“ როლით აჯობა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლი

Amy Adams – The Master
Sally Field – Lincoln
Anne Hathaway – Les Misérables
Helen Hunt – The Sessions
Jacki Weaver – Silver Linings Playbook

ეს არის ნომინაცია, რომელიც ასევე ძალიან მიშლის ნერვებს. აბსოლუტურად არაფერს ვერჩი ჰეტევეის, პირიქით, მომწონს და ძალიანაც კარგად თამაშობს, მაგრამ ისე კარგად ნაღადად არა, რომ წინასწარ გამოგვიცახდოთ რომ ოსკარი მისია. რატო ტო, რატო?
რადგან მოკლედ კორტნიან ვირთხასავით და ჩაგრული მეძავის როლს ასრულებს?
გინდა თუ არა არ ეკუთვნისთქო არ ვამბობ, სადაც ბალოკს აქვს ოსკარი რაზეა საუბარი, თან კარგადაც თამაშობს, მაგრამ ასე „დაგინებული“ არ უნდა იყოს რა… ეგეთიც არაა ამ ფილმში.

სალი ფილდი მომეწონა ძალიან ლინკოლნში. აუტანელი ცოლის როლს ასრულებს ჩიენბულად.

ჯეკი უივერი მარტო იმიტომ იმსახურებდა ნომინაციას „ენიმალ კინგდომის“ მერე ასეთ როლს რო შეასრულებ, უკვე მანიაკი ხარ.

ჰელენ ჰანტიც კარგია და საერთოდ, ეგ ფილმიც ნახეთ, მშვენიერი ფილმია, ბევრს ჯობია. თუმცა არ არის ეს ჰანტის საუკეთესო როლი და სხეულითაც ვერ აღგვაფრთოვანა, მისი პლუსები სხვა რამეშია.

და ბრავისიმო ემი ადამსს, თან იმ ცხოველების ფონზეც არ იკარგება მასტერში და ძალიან კარგად თამაშობს.

უცხოენოვანი და სხვა

amu 2 amu 1

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნომინაციაში – „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ – ყველამ ვიცით რომ ამური აიღებს და ალალი იყოს🙂 სხვები ჯერ არ მინახავს. ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე😉

სხვა ნომინაციებზე კი აღრა დავწვრილმანდები, დავიღალე, თან სხვა ნომინაციები ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე. განსაკუთრებით ეფექტები და საუნდმიქსიქნგები, კარგად შეინახეთ ეგ ოსკარები :პ
იქნებ ორიგინალურში მაინც მიუგდონ ჯანგოს რამე. იმედია, ბიგელოუს ფილმი არ აიღებს.
სინენატოგრაფიში აბსოლუტურად დამსახურებულად უნდა აიღოს ლაიფ ოფ პიმ
და ადაპტირებულში ფავორიტად არგო მოიაზრება, სხვათა შორის, საწინააღმედგო არაფერი მაქვს, არ ეკუთვნისო ვერ ვიტყვი.
მუსიკაში ვერ ვარ ამჯერად მომზადებული, თან მე და ჟიურის რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს ხოლმე და ინტერესიც დავკარგე.

წლის გადაფასებული და დაუფასებელი ფილმები

გადაფასებულ ფილმებში ლინკოლნი და განსაკუთრებით საბრალონი უნდა მოვიხსენიო.
დაუფასებელ ფილმებში კი Cloud Atlas-ი უნდა ვახსენოთ. ვიღაცეები რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, თორემ ეს ფილმი აშკარად მეტ ყურადღებას იმსახურებდა. სიამოვნებით ვნახავ კიდევ და საერთოდ, ჩემი გემოვნების კაცს რომ ამ ჟანრის ფილმი ასე მოეწონება, ესე იგი მართლა კარგია )))) (ან მეორენაირი ლოგიკით, ესე იგი არ ვარგა :დ). აღფრთოვანებული ვიყავი პირველი ეფექტით, თვალი ვერ მოვწყვიტე.
აუცილებლად უნდა ვახსენო მასტერი.
ასევე „ფლაითი“ და „ჰელენ ჰანტის ფილმი“.

პ.ს.
განგებ არ ვახსენე ერთი ფილმი🙂 და განგებ არ განვავრცე საუბარი რამდენიმე ფილმზე, მაგალითად მასტერზე. რადგან ამ ყველაფერს და კიდევ რამდენიმე, განსაკუთრებით კი იმ ერთ ფილმს, ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა🙂 და მერე იქ ვისაუბროთ.
ჯერ არ მინახავს სქაიფოლი, არ მინახავს განგსტერები(ამ დღეებში ვნახავ).

პ.პ.ს.
და აი ალან არკინის შეპირებული ფრაზაც: არგო ვსემ ვზადნიცუ!

Written by 1myway1

February 23, 2013 at 9:30 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ფლაით”ის კიბოიანი ზეკაცი : )))) ეგ მეც გამისწორდა ძალიან : ))) და ჯონი გუდმენიც : )) მიყვარს ძალიან.
    მასტერისთვის არ მიყურებია მაგრამ ხოაკინი არის ჩემი ფავორიტი დიდი ხანია.
    პის ცხოვრებაზე – ავღფრთოვანდი!
    დაუფასებელია ქლაუდ ატლასი კი : ( ძალიან მომეწონა, რაღაცნაირად ძალიან კარგია..
    : )

    anabell

    February 24, 2013 at 7:26 am

  2. ამერიკული კინოაკადემიის დედაც, ხშირად ისე ალოგიკურად იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს.. ისე ეს ბოლო დრო ახალი ფილმების ყურება გვარიანად მეზარება და კაი ხანია თანამედროვე ფილმების განხილვაში ვეღარ ვერღვები ხოლმე :დ

    ent

    April 6, 2013 at 7:20 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: