1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Dr Pepper

with one comment

თუ არ გახოსვთ, გაიხსენეთ რამდენი წვრილ-წვრილი ოცნება გქონდათ ბავშვობაში ან თუნდაც უკვე ცოტა მოზრდილებს. თან „ჩვენს თაობას“, ცოტა უფროსებსა და ცოტა უმცროსებს იდეთ გარემოსა და დროში გვიწევდა ცხოვრება, რომ ძააალიან ბევრი წვრილმანი ოცნება გვიგროვდებოდა. თუ არ გახსოვთ და გონებას დაძაბავთ, აუცილებლად ამოყვინთავენ ისინი ზედაპირზე და ყველაფერი მშვენივრად გაგახსენდებათ. დღეს, ერთ-ერთი ასეთი ოცნება ამიხდა და ძალიან მიხარია.

გადავწყვიტე „სმარტში“ გამევლო და მორიგი სიცრუე და ორპირობა, „ენერგეტიკული სასმელი“ თუ რღაც ასეთი, რომელსაც ბოლო დროს რეკლამას უკეთებენ – „ბომბა“ :დ – გამესინჯა. ცოტა სასაცილოდ კი გამოვიყურებდი, ქვემოთ ვითომ სოლიდურად ჩაცმული, ზემოტ სპორტულად, გაუპარსავი, ერთ ხელში ქინდლი, მეორეში „კურაციოს“ მუხლის რენტგენის დიდი სურათი თავის დიდ ჩასადებში. ჰოდა, ერთ ერთმა „კევინს კოსტნერმა“ ალბათ გადაწყვიტა თავისი სამსახური და ყურში გაჩხერილი „ნაუშნიკი“ გაემართლებინა და ჩემში მომპარავი ან რომელიმე თანამშრომელი ფერადი გოგონას მკვლელი ამოიცნო. ძალიან დაძაბული მიყურებდა, მაგრამ მე ჩემს ტალახისაგან შელახულ „ბატინკებზე“ მეკიდა ეს ცითელლოყება სუპერმენი და მივაბიჯებდი სმარტის ლაბირინთში. რაღაცეებს დავხედე, ფასები გაბერილია აქაც. რამდენიმე ფერადმა გოგონამ მიიქცია ყურადღება, მაგრამ… უცებ ის გრძნობა რომ დაგეუფლებათ ხო იცით? თიტქოს ვიღაც რო გიყურებს და გაიხედავ და 10-დან 9 შემთხვევასი მართლა რომ გიყურებენ. აი ასე მოხდა და რომ გავიხედე, თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი, მეთქი ჩამყვა და ნაღდად მეჩვენებათქო – ჩემსკენ იყურებოდა წითელი ქილების მთელი ხროვა, წარწერით Dr Pepper და მინაწერით 1.95 ლარი. ზომბივით მივიჭერი და ხელი სტაცე, ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი.

წლებია ფილმების ყურება და კინოთი ცხოვრება ჩემი ერთ-ერთი საყვარელისაქმიანობაა. ჰოდა რა დამავიწყებს როგორი დაინტრიგებული ვიყავი ბავშვობაში დოქტორ პეპერის გაგონებაზე, რაც ძააალიან ხშირად მესმოდა ჩუვაკურ ამერიკულ ფილმებში და ნამდვილ ოცნებად მექცა, თუნდაც ერთი ყლუპი გამესინჯა ეს სასმელი. მერე მახსოვს დავინტერესდი თუ რატომ არაა მასიურად მოდებული ეს სასმელი, რაღაც პერიოდში საქართველოში ვეძებდი კიდეც, შემდეგ კი ინტერესი მინელდა, გადამავიწყდასავით, გავარკვიე, რომ კონკურენციას ვერ გაუძლო, პირველ რიგში კოკა-კოლასთან.

ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი სუპერმარკეტიდან და როდის დავაგემოვნებდი სანუკვარ დოქტორ პეპერს. ვიღას ახსოვდა ბომბა, მაგრამ ჯანდაბასთქო და ერთი ქილა ეგეც ავიღე და სალაროს ძიებისას ფიქრებში წავედი. ათასი მოგონება ამომიტივტივდა, „ნოსტალჯიიი“ მომეძალა და მექანიკურად გავაკეთე ყველაფერი, სალარო, საფულე, პინკოდი, გამოსვლა… ქუჩაში კიქილის გახსნის ცნობილი „ხმა“ და აი, პირველი ყლუპიცა უნდა წავიდეს… დიდი ინტერესით მივიყუდე ქილა და უბედნიერესიწავედი გაჩერებამდე. დაუვიწყარი 2-3 წუთი გავატარე. მომეწონა თუ არა, ამას გადამწყვეტი მნშვნელობა არ აქვს, მთავარი ის ემოციები და რამდნეიმე წუთი  იყო, და მორიგი ოცნების გასწვრივ დასმული „პწიჩკა“.

ზოგადად, როცა რამის დიდი მოლოდინი გაქვს, იშვიათად რომ ისე გაგიმართლდეს როგორც ელი. ფსიქოლოგიური მომენტია, ადამიანები კი ხშირად ძალით ვიწვალებთ თავს ამ ფსიქოლოგიური მომეტებით და ვართულებთ სიტუაციას. არ გადავრეულვარ, ნუშის არომატი აქვს(არ ვიცი „სხვა ვერსიებიც“ თუ არსებობს და არის თუ არა ეს „ნაღდი და „კლასიკური“) და ნამდვილად კაი რამეა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო – კოკა-კოლა ყოველთვის ნუმერო უნო იქნებათქო. ეგ რომ ამარეტოს მიაყოლო შეიძლება გაგიჟდე ან ცუდად გახდე )))

საინტერესოა ისიც, რომ არაერთხელ მითქვამს ძალიან მინდა დოქტორ პეპერის გასინჯვათქო და ამას წინადაც ვეუბნებოდი ვიღაცას. ჰოდა, უცებ ბახ… ასეა, ოცნებები დიდიებიც და პატარებიც მაშინ უფრო ხდება, როცა არ ელოდები და ყველაფერზე არ მიდიხარ მათი ახდენისთვის. ასე რომ, დაიოკეთ ამბიციები, მშვიდათ იყავით და ერთ დღესაც… ყველას ოცნებების ასურვებას გისრულებთ.

პ.ს.
ბომბაც დიდი ვერაფერი, ცოტა განსხვავებული გემო აქვს, თან დოქტორ პეპერის ფონზე დაიჩრდილა. სმარტს-ს მაინც  მადლობა ამ ოცნების ახდენისთვის. ფასები გაბერილია, ისევე როგორც მარკეტების უმეტესობაში, მაგრამ ვაკეშიც თუ გახსნით ფილიალს და სვხა უბნებშიც(ორი თუ სამია მარტო ქალაქში) მაინც კარგი იქნება.

Written by 1myway1

March 7, 2013 at 2:17 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ერთი კვირის წინ მეც წავაწყდი მაგას სმარტში და ცოტა ხნით ფორესტ გამპი გავხდი ))
    კარგია როდესაც პატარა ოცნებები გიხდება )

    nick_el_son

    March 25, 2013 at 3:49 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: