1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for აპრილი 2013

MMW 4 – Fun.

with one comment

დარწმუნებული ვარ, ჯგუფი, რომელზეც ახლა ვწერ, უმეტესი თქვენგანისთვის ცნობილია. ამიტომ, შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ ვთქვა სათქმელი. უბრალოდ, მინდა, რომ ამ ბენდს შევეხო, რადგან საკმაოდ მომწონს.

ნათანიელ ჯოზეფ რიუსი ან უბრალოდ ნეით რიუსი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი „ნიუდაჩნიკია“(ასეთი იყო კიდეც), ცოტა ,ანტოშკა’ ცხვირით და უცნაური ხმით. თუმცა ეს კარგიცაა, რადგან ,წარმატებული’ და რესპექტაბელური ჰალსტუხიანის მიერ შექმნილი ხელოვნება, მე ჯერ არ მინახავს. მოკლედ, აიოვაში დაბადებული ბიჭუნა 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად არიზონაში გადაბარგადა და იქ გაიზარდა. ნეითს ჰქონდა ოცნება დაეარსებინა მუსიკალური ჯგუფი და ეს ოცნება ახიდინა კიდეც – 2001 წელს შეიქმნა the format. ვერ მოგატყუებთ, რომ ბენდი ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ გირჩევთ გადახედოთ, რამდენიმე ნამუშევარი წესით მოგეწონებათ. ფაქტია, ბიჭები 2008 წლამდე უკრავდნენ და მღეროდნენ. მერე კი რაღაც მოხდა და… ფორმატი დაფორმატდა.

ნეითს დიდ ხანს არ უფიქრია, იგი შეეხმიანა ჯეკ ანტონოვსა და ანდრიუ დოსტს და ნიუ იორკში ჩამოაყალიბა ჯგუფი fun. როგორც ჩანს, საჭირო გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა, ამას სწორი მარკეტინგი, ცოტა იღბალი… დაემატა და ნეითის საქმე ამჯერად ზუსტად ისე წავიდა, როგორც ოცნებობდა – ბენდმა დიდ წარმატებას მიაღწია და შეიძლება ითქვას ფურორი მოახდინა(ყოველ შემთხვევაში ბაზარზე). ვიტყოდი დამსახურებულადაც.
fun.-ი ერთგვარი აჯაბსანდალია ინდის, ალტერნატიული როკის, გლემის არომატით… მოკლედ, კარგი რამეა. ყველაფერს ემატება ნეითის უკვე ნახსენები ,უცნაური ხმა’, რომელიც სიტუაციას უხდება და საბოლოო ჯამში – ვიღებთ სიამოვნებას. მსუბუქად კარგი რამეა.
თუმცა ერთმა მოსწრებულმა მსმენელმა კარგად და ცოტა მწარედ კი აღნიშნა – „მაგარ ჰიმნებს წერენო“. მეც ეს მაინტერესებს, ერთ დონეზე არ დარჩნენ და ერთ ქვაბში არ ჩაიხარშონ. ორი ალბომი აქვს ჯგუფს და რამდენიმე მართლა მშვენიერი სიმღერა, ეს უკვე კარგია, მაგრამ მეტია შესაძლებელი და დაველოდოთ…

ბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერა არის – we are young – რომელსაც შესანიშნავი კლიპი აქვს, რაშიც აგერ ზემოთ დარწმუნდ(ებ)ით. ამ „ვეშთან“ ერთად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს – carry on-იც. აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ამ სიმღერების აკუსტიკურ შესრულებებსაც ერთ-ერთ რადიოშოუში, რომელიც ძალიან „უდაჩნი“ გამოუვიდათ და სულ სხვანაირად მოაქავს… ესეც აკუსტიკურის ლინკები: we are young; carry on.
დანარჩენი უკვე თქვენზეა – some nights, all the pretty girls… და არის კიდევ რაღაცები(კარგი, მეც ავყვები მოდას და რაღაცებს დავწერ, რარაცეების მაგივრად. სასაცილოა ის ხალხი ამაში რო იცავენ ქართულს და ელემენტარული რამეები ეშლებათ, თუნდაც სიტყვა – აღვნიშნოთ) მოსასმენი, მე შეიძლება იმ ორი სიმღერის გარდა სხვებზე დიდად ვერ ვაკიფობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია ან იმას, რომ თქვენ არ მოგეწონებათ.
ასე რომ – let’s fun.

Written by 1myway1

აპრილი 15, 2013 at 10:51 PM

Posted in Uncategorized