1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

MMW 5 – Ólafur Arnalds

with 2 comments

და აი, ჩვენი სტუმარია დიადი ისლანდია… კიდევ ერთი სიმართლე უნდა ვთქვა – შემდეგი ჩანახატი სულ სხვა ადამიანზე უნდა გამეკეთებინა(თუმცა ასევე ისლანდიელზე), მაგრამ… მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა და გუშინ თუ გუშინწინ, ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა ოლაფურ არნალდსი, ვითარცა გეიზერი…

აი ეს იყო პირველი რაც მოვისმინე და როგორც პირველი სიყვარული, საუკეთესო კომპოზიციად რჩება ჩემთვის:

არ მოვიტყები, როგორც ბევრი იქცევა ხოლმე და არ გეტყვით, რომ პატივცემული ოლაფური თავად აღმოვაჩნე და უკვე სამი წელია ვუსმენ, მივყევი ალბომებით(რაც მთავარია) და სარდაფში რომ უკრავდა იმის ჩანაწერი მქონდა, მაგრამ წამეშალა… არა, ეს დაე იმათმა აკეთონ, ვისაც ეს ხიბლავს და თუნდაც ჩემგან მოსმენილსა და გაგებულს ისე გაასაღებს თითქოს დიდი ხანია უსმენდა. თავადაც „აღმომიჩენია“ რაღაცეები, მაგრამ არნალდსს შემთხვევით გადავაწყდი, სხვისი დაშეარებული ვნახე და რატომღაც მეგონა, რომ რაიმე უწი პუწი „ვეში“ იქნებოდა, ამ განწყობით ჩავრთე და ადგილზევე დამტოვა… ეს არის მუსიკა, რომელსაც „გაჰყავხარ“. ძალიან რთულია თქვა ოლაფურ არნალდსის ჟანრი, სტილი… ეს არის ფსიქოდელიაც, ელექრონიკას, პოსტროკიც… არ მიყვარს ასე დეტალურად გარჩევა და დანაწევრება, „ტრაკშიპერო“ მცოდნესავით, თან არც ვარ. ამიტომ, დანარჩენი თავად გამოძიეთ, მართლა „ბევრი ჟანრის ნაზავია“. რაც მთავარია, ეს არის ზუსტად ის, რაც „ჩვენ“ გვინდა.

ოლაფურ არნალდსი 1986 წლის 3 ნოემბერს დაიბადა ისლანდიის ქალაქ მოსფლესბაიერში. მუსიკამ ადრეულ ასაკშივე გაიტაცა და ამას პლუს ნიჭი, არის კიდეც იმის მიზეზი, რომ იგი არაერთ ინსტრუმენტზე ჩნებულად უკრავს. სხვათა შორის, რამდენიმე მეტალ ბენდში დრამერი იყო, მათ შორის ერთ-ერთს Fighting Shit ერქვა. საბედნიეროდ, ოლაფური მალე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ გახლდათ, ბევრად მეტი შეეძლო და quitting shit გააკეთა.

იგი ნელნელა მიეპარა სოლო კარიერას და 2007 წლის ოქტომბერში პირველი და ძალიან საინტერესო ალბომიც გამოუშვა –  Eulogy for Evolutionშემდეგ იყო მინიალბომი, კრებული… და აუცი;ებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2008 წელს ის სიგურ როსთან ერთად გაემგზავრა ტურნეში – ეს ფაქტობრივად აღიარებას ნიშნავდა🙂

ჩვეულებრივი, ვანაბი მუსიკოსისგან და პროდიუსერისგან(ამ საქმიანობას ახლაც აგრძელებს), გადაიქცა ძალიან ნიჭიერ, დიდი პოტენციალის მქონე შემოქმედად. ეს ყველაფერი, რასაკვირველია ისლანდიაში არსებული შესანიშნავი გარემოთია განპირობებული. თუ რა დონეზეა იქ ადგილობრივი მუსიკალური კულტურა, ალბათ მოგეხსენებათ. თავისი სამყარო აქვთ და „თავის ჟანრში“ გლეჯენ. მისი ნათესავი, ოლოფ არნალდსი(ქალია, თანაც მშვენიერი, ოლაფურზე 6 წლით უფროსი) ასევე კი არადა, რო იკითხო, უფრო ცნობილი მომღერალია. ოლაფი, ოლაფური… რას გაგებ, უცნაური ხალხია ისლანდიელები.

აუცილებლად მოუსმინეთ ამას – Undan Hulu – აი როგორია იცით? სულ რომ რაღაცას ელი, კულმინაციას, აი ახლა იქნება, ახლა იქნებაო და ბოლოს რომ „ნიხვატკა“ გრჩება, ზუსტად იგივენაირად მიდის, მაგრამ ისე გავა დრო, რომ ვერც შეეამჩნევ, მქუხარე კულმინაციაც არ იქნება, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნიხვატკაც არ დაგრჩება, პირიქით. ასევე უნდა მოისმინოთ და ნახოთ ეს – Ólafur Arnalds – 3055.
რეკომენდაციას ვუწევ კიდევ ამ კომპოზიციებს –  For Now I Am Winter; Hægt, Kemur Ljósið(ქარის მოტანილივით ვეშია, რაც მოაქვს, ბოლოში ისევ თავად მიაქვს); Lost Song. ასევე საინტერესო ვიდეო და ეს მთლიანად კონცერტი, ესეც მეორე კონცერტი. დანარჩენი თქვენ იცით. აბა ჩავრთე მე ერთხელაც და გავედი…

Written by 1myway1

May 9, 2013 at 9:44 pm

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. არადა ნეოკლასიკაა..🙂

    კაი პოსტია! გილოცავ არნალდსის აღმოჩენას.🙂 ახლა მონოც აღმოაჩინე და ეგაა.🙂

    Isaac Clarke

    May 9, 2013 at 9:49 pm

  2. ყველაფერი ერთადაა🙂
    მონო ვიცი. დღესაც მოვუსმინე რაღაცას. მონოში არ ჩავძირულვარ ჯერ. ერთი ვეში მომწონს რა ხანია მაგრად, ესაა და ეს ჯერჯერობით.

    1myway1

    May 9, 2013 at 9:50 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: