1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

რელიგია, ზომბები და ბოროტება

with one comment

z

გიორგი გოგუას ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს რეალობას, ძალიან მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველია. უბრალოდ შეხედეთ და იქმნება ნათელი…

ვიცი, რომ წყლის ნაყვაა და აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც… მინდა ერთ პოსტში მოვაქციე ის ყველაფერი რასაც ცალცალკე და სხვადასხვა ადგილებში ვამბობდით ის ხალხი, რომლებსაც მარაზმად მიგვაჩნია ის, რაც 17 მაისს მოხდა. მინდა ვცადო განვმარტო, ჩემი აზრით, რა და რატომ არის სირცხვილი და საშინელება. თუ ერთი ადამიანი მაინც ოდნავ დაფიქრდება ამ საკითხზე უკვე კმაყოფილი ვიქნები.

დავიწყოთ იმით, რომ მაინტერესებს ერთი რამ – ქრისტიანობა ძალადობას მოიცავს? წერია სადმე, რომ ის ვინც არ მოგწონს და ის ვინც ცოდვილია და შენი აზრით დახმარება სჭირდება უნდა მიხვიდე და ცემო? ჯვარი, ტაბურეტი, ჯოხი, ქვა… ჩაარტყა?
არ წერია ხომ? ამიტომ, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ეს არის დიდი დანაშაული და ასევე რელიგიური გაგებით დიდი ცოდვა.

წერია სადმე, რომ ძველი ბიჭი მამაოები მოსულა და ცისფერები ან ლეზბიანკები არ უნდა შეიფაროს ეკლესიამ და ისინი არა უბრალოდ უარჰყოს, არამედ დაამციროს და სცემოს? რატომ ითვლება, რომ ნარკომანი და კრიმინალი ტიპები უფრო კარგები არია? როცა ისინი რეალურად საზოგადოებისთვის ბევრად საშიშიები არიან? თუ ქურდული მენტალიტეტი, გურჯული მენტალიტეტი, ეს უცნაური „რელიგია“ იმ ხალხის ვინც იმ აქციაზე ირტყმევინებოდა იძლევა ამის საშუალებას? აპრავებს…

ასევე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არ ვარ ათეისტი. თუ კი რამე უნდა დავარქვა გინდა თუ არა ჩემს თავს ამკუთხით, უფრო აგნოსტიკი ითქმის. ისე კი, იმათზე ბევრად უფრო ქრისტიანი და მორწმუნე ვარ, ვინც იმ სამარცხვინო აქციაზე იყო, რადგან ღმერთსაც მივმართავ ხოლმე ჩემთვის ხანდახან. პირჯვარიც არაერთხელ გადამიწერია(ოღონდ ყველა ეკლესიის დანახვაზე არა, ისტერიულად, ავტომატურ რეჟიმში, როცა სინამდვილკეში ვერცც იაზრებ რატომ აკეთებ ამას). იმაზე ნაკლებ ცოდვასაც ჩავდივარ, ვიდრე იქ ჩაიდინეს იმ აგრესიულმა წარმონაქმნებმა და ათეისტებსაც ვეხუმრები ხოლმე თუ ზედმტში გადადიან მით უმეტეს. ოღონდ გვახსოვდეს, რომ ყველას ტავისი აზრი აქვს და როგორც ტქვენ მიგაჩNიათ თქვენი აზრი სწორად, ისე მიაჩნია სხვას, როგორც ტქვენ გსურთ რომ თქვენს მოსაზრებას პატივი სცენ, ისე უნდა სხვასაც. ამიტომ, სხვისთვის შენი რწმენის თუ ურწმუნოების მოხვევა თავზე არ შეიძლება. ეს თავის მართლება არ არის, უბრალოდ ვამბობ იმიტომ, რომ მერე ვინმე „გენიოსმა“ ურმუნოება, ათეისტობა და რაღაც ისეთი არ დამაბრალოს, რაც უბრალოდ არ არის… როგორც ყველაფერს კომპლექსს აბრალებენ და სიტუაციაში გარკვევის უუნარობის გამო ამით პოულობენ გამოსავალს.

არც ჰომოსექსუალები მომწონს, დიაც, არ მომწონს. ჯერ ერთი გადახრები არ მაქვს და მერე მეორე, წმინდა ვიზუალური თვალსაზრისით რომ წარმოიდგინო, არა მგონია ძალიან გესიამოვნოს და მოგეწონოს ეს წარმოდგენილი სურათი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მძულს ჰომოსექსუალები, საერთოდ რატომ უნდა მძულდეს? რამეს მიშავებს? აი თუკი ვინმე რამეს მიშავებს, განურჩევლად ორიენტაციისა უნდა გავცე პასუხი ხომ? ასეა. უბრალოდ, უცნობი ადამიანის ზიზღი კი, თავისი აზრის, ორიენტაციის, რელიგიის გამო, ცოტა არ იყოს არაჯანსაღია. ზიზღსაც შევეშვათ, აი ასე მივარდნა და ცემა, თან 20 კაცის ასჯერ მეტის მხრიდან. ეს ნორმალურია? თუ ეს არის ქრისტიანობა, მაშინ მე ნამდვილად არ ვარ ქრისტიანი და მე სხვა ღმერთი მყოლია, რომელსაც ხანდახან მივმართავ ხოლმე და ამისთვის ჯიპიანი მამაო სულაც არ მჭირდება. თქვენ კი სხვა ღმერთი გყოლიათ. თუმცა რეალურად სხვაგვარადაა, ამ დაზომბირებული მასის უმრავლესობას, არც კიწარმოუდგენია რა არის ქრისტიანობა, თავად ხომ ინტელექტი არ ყოფნით რომ რამის წაკითხვის გარეშე იფიქრონ, გამოიტანონ დასკვნები და მიხდვნენ რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

ბოლო დღეებში ძალიან გაცვდა ეს გამონათქვამი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიო მაჰათმა განდის სიტყვები: „მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი სულ არ ჰგვანან მას“. ხშირ შემთხვევაში ვაი რომ ასეა და უმეტესობა ადამიანებისა ცხოვრობს სიცრუეში, თავს იტყებს, ფარისევლობს. ნორმალურია სუსტის დამცირება და დაჩაგვრა? სხვათა შორის, ეკლესიურად ზედმეტი დალევა, ზედმეტი სიცილი, გოგოსკენ გახედვა, ქეიფი… და კიდევ უამრავი რამ იდეასი ცოდვაა. თუმცა ვინ იცავს ამ ყველაფერს, ამას კი არა ბევრად დიდ ცოდვებს სჩადიან და მერე მირბიან უდანაშაულო ტიპის გასალახას და ამით თავის ჭკუაში ვიღაცას და საკუთარ თავსაც რაღაცას უმტკიცებენ, მართლა ჰგონიათ რომ რაღაცას იცავენ… ძალიან მაინტერესებს სად იყო ეს ამდენი ხალხი ომის დროს, ჯარსი წასვლას რომ ემალებიან ხოლმე. რატომ ეპარებათ ტრაკში კუილი რუსეთის გაგონებაზე და რატომ უშვერენ ხოლმე ერთმორწმუნე მეზობელს უკანალს. როცა ხმები დაიყარა რუსეთი თბილისზე მოდისო, ვითომ ყველაზე თამამი ბიჭები და იმ ზომბების დიდი ნაწილი რატომ გარბოდა ქალაქიდან კახეთში და სხვაგან კიდევ. რატომ? ეს ლაჩრობა არ არის? მაშნ არ ჭირდებოდა ქვეყანას დაცვა? ტერიტორიებს არ ჭირდება დაბრუნება და დაცვა? კი, მაგრამ რუსეთს რას მოერევი, ისედაც ჯარი რა ჯანდაბად გვინდა, როცა გვაქვს რუსთაველი…  სადაც შეგვიძლია 20 წელზე მეტი ვიყვიროთ ჯოს ჯოს ჯოს, ვცემოთ ნაზდათო, ფერადი გელა, საყვარელი ალიკო, ასევე 4-5 გოგონა, გავუტეხოთ ჟურნალისტს თავი, ჩავამტვრიოთ ავტობუსები, გავაოგნოთ ტურისტები, ვიგინოთ, ვიფურთხოთ და ჩავთვალოთ რომ რაღაც დავიცავით, „ქართველობა ვერ წაგვართვეს“, მაგათ ჩვენ ბელგია და ჰოლანდია ხომ არ ვგონივართ! ისინი გარყვნილებაში ცხოვრობენ, ჩვენ კი მძღნერში, ოღონდ ამაყად(მძღნერში სუფთად ცხოვრება შეუძლებელია). ჩემი აზრით, ეს ბევრად უფრო დიდი ავადმყოფობაა და გაცილებით საიშია ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ვიდრე რამდენიმე ჰოიმოსექსუალის ფლეშმობი.

ქართველების გამოსავალი არის დამალვა ყველაფრის, ჩქმალვა, ვითომ ამით რამე იცვლება. რა მრვდლებს შორის არ არიან მამათმავლები? არ დაიწყოთ ახლა არაო. თან ხშირად თავიანთ ძალაუფლებას იყენებენ ბოროტად მიზნის მისაღწევად და ამაზე არაერთ წიგნშიწერია, ეს ახლაც ხდება და თავს ნუ მოიტყებთ. ფარისევლობის ბოლო და ნათელი მაგალითი სულ რამდენიმე დღის წინ იყო… ხვდებით რასაც ვგულისხმობ.
უამრავი ლატენტური გეია ასევე იმ ბრბოს შორის, რომელიც აგრესიისგან სკდებოდა აქციაზე. ზოგი ლატენტურიც არ არის, უბრალოდ მალავს და შიგნიდან იწვის. ეს საცოდაობაა.

დიახ, აბსოლუტური უმეტესობა იმ ხალხის, ვინც გასული იყო 17 მაისის აქციაზე არის ბოროტი, არის დაზომბირებული. მხოლოდ ნაწილია გაურკვევლობაში, მოტყუებული, „მოდას აყოლილი“. მხოლოდ მცირე ნაწილი. თორემ დანარჩენები ვინც ვნახე, ეს იყო საშინელება, ეს არის სირცხვილი და ყველაზე მეტად გულის მწყდება ორ კატეგორიაზე: ახალგაზრდებზე და ქალებზე.

გაუნათლებლობა ჩვენი ერის პორბლემაა, მაგრამ მარტო განათლებაშიც ნუ დავიწყებთ პრობლემის ფესვების მოძებნას. მით უეტეს, ამ კუთხით ვითარების შეცვლას ათწლეულები უნდა(ისიც ნების არსებობის შემთხვევაში) და სხვა კუთხითაც უნდა ვცადოთ. პრობლემა საზოგადოებაშია, ქართველობაშია, გურჯულ მენტალიტეტშია, ჩვენშია… არ არის აუცილებელი რომ 900 წიგნი წაიკითხო, რაღაცა რომ გესმოდეს და რაღაცას რომ მიხვდე. რომ იყო თამამი და სცადო ვიტარბის შეცვლა თუნდაც შენი ზღვაში წვეთით. ხმა ამოიღო და თქვა ის რასაც ფიქრობ, არ შეგეშინდეს სამსახურიდან გაშვების, არ შეგეშინდეს შენი მეზობელი ჯუმბერის აზრის და იმის, რომ უმრავლესობას შეიძლება გამოეყო… ძნელია, მაგრამ შესაძლებელი და აუცილებელი. უმრავლესობა ძალიან ხშირადცდება, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად ცდება. სამწუხაროდ, უმრავლესობა იმ „უცნაური მამაოების“ და მათი შავრაზმელების მხარესაა.

935443_519965574733627_76883512_n

სწორედ ამიტომ, მინდა ზუსტად იმ საზოგადოებას, რომელიც არ ყოფილა აქციაზე, მაგრამ ამართლებს ამ აგრესიას ან ამბობს რომ არ ამართლებს და გულის სიღრმეში ამართლებს, მინდა გავესაუბრო რამდენიმე საკითხზე:

1. ერთ-ერთი „რკინის არგუმენტი“ ჰომოსექსუალების გამოსვლის წინააღდეგ არის ფრაზები „მე შვილი მყავს… არ მინდა ჩემმა შვილმა დაინახოს“ – ჯერ იმ შვილს რა ვუთხარი მე ჰომოსექსუალის დანახვაზე რომ „პ-ე-დ-ე-რასტი“(როგორც ეძახით ხოლმე) გახდება. ესე ადვილია? დაინახა ჰომო, რადგან თავში ქვა არავინ ჩაარტყა ამ ჰომოს ესე იგი შეიძლება თავადაც გახდეს ცისფერი და შეიცვალა ორიენტაცია? ასე მარტივია ეს და ასე ხდება? თუ ადამიანი ცისფერის დანახვაზე ცისფერი ხდება, ესე იგი ისედაც გეი ყოფილა და რაღას უმალავთ მაშინ, ვერ გავიგე… აუცილებლად უნდა ვურტყათ და ვამციროთ ტიპები, რომ ამით ჩვენი შვილები „დავიცვათ“.
და იმ დროს არ გიფიქრიათ რას იფიქრებს თქვენი შვილი დედისმუტლის მაგინებელ მამაოს რომ ხედავს? რომელზეც ეუბნებით, რომ კეთილი კაცია, გაჭირვებულებს ეხმარება(მერე რა რომ ჯიპით დადის), კაბა რომ აცვია ეს ის არ არის რაც მას ჰგონია(ისე მამაოს კაბის დანახვაზეც რომ მოუნდეს კაბის ჩაცმა არა? მამაოებიც ავკრძალოთ? კაი ეს ხუმრობით). ასწავლით, რომ ძალადობა ცუდია, ქრისტიანობა კარგი, რელიგიამ გვიშველა, ათ მცნებას უკითხავთ, აიძულებთ ბრმად გადაიწეროს პირჯვარი ყოველი ეკლესიის დანახვაზე, დაანთოს სანთელი… უქმნით ისეთ წარმოდგენას, რომელშიც არანაირად არ ჯდება მამაო, რომელიც დედას იგინება, ამბობს „დაგხოცავთ სუ ყველასო“, იქნევს „ტაბურეტს“, ჯოხს, ისვრის ქვას, ირტყმევინება… ეს ნორმალურია? აქ არ გახსენდებათ ბავშვი და რა ზეგავლენას მოახდეს ეს ბავშვზე? მის მომავალზე უბრალოდ სიტყვაზე ზრუნავთ? სათქმელად? და ამ ყველაფრის ნახვის მერე, თან როცა ეტყვით რომ  მამაო სწორად იქცეოდა, ის ბავშვი რა დასკვნებს გამოიტანს? როგორი გაიზრდება?
თუ ორმაგი სტანდარტები აქაც? არა შვილო, ძალადობა ცუდია, მამაოები წესით ასე არ უნდა იქცეოდნენ, მაგრამ… ეჰ🙂 არაფერი ჩვენ არ გვეშველება. და კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, ნუ აზომბირებთ შვილებს, ეს არის დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც სიკეთე უნდა ასწავლო პირიქით და დანარჩენი თავად აირჩიოს, უნდა თუ არა ყოველი ეკლესიის დანახვაზე პირჯვრის გადაწერა და ასე შემდეგ. ის დამოუკიდებელი ადამიანია და არა თქვენი სათამაშო.
ასე რომ, ეს არგუმენტი – „არ მინდა ჩემმა შვილმა დაინახოს“. ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის აბსურდული. თქვენი შვილი ყოველდღიურად ხედავს ბევრ ცუდ რამეს და ზოგიერთზე თვალს ხუჭავთ(რადგან ტქვენ არ მიგაჩნიათ „ისეთ, განსაკუთრებულ ცუდად“).

2. მარაზმი ნომერი ორი არის ეს – „არა, რაც მოხდა კარგი არ არის, მაგრამ… ისინი იქ სულ სვხა მიზეზით იყვნენ გამოსულები, პროვოკაცია იყო“. რას ნიშნავს ეს? მე სულ ყლეზე არ მკიდია რა მიზეზით იყვნენ გამოსულები? მეგტსაც გეტყვით, საერთოდ სლეზე მკიდია გეი აღლუმი, ფლეშმობი, მსვლელობა და ყველაფერი. სულ მახატია და რომ არ გაიმართოს ამ ეტაპზე ვინ იცის უკეთესიც იყო, ბოლო ბოლო ამდენი ბნელი ზომბის დანახვა აღარ მოგვიწევდა და ხასიათი არ გამიფუჭდებოდა.
რატომ გინდათ, რომ რაღაც პროვოკაციის იარლიყის მიკერებით გაამართლოთ ის რაც მოხდა? თითქოსდა ჩვენმა ბრძენმა ერმა, გაშიფრა მტრის მზაკვრული ჩანაფიქრი და გდაარჩინა ქვეყანა ამ დარბევით. სულ ფეხებზე მკიდია მე „იდენტობა“ თავის გრანტისთვის იბრძოდა, ნაციონალურმა მოძრაობამ წაახალისა ვირაცეები, რადგან მერე ასევე ვიღაცეების თვალში კარგი გამოჩენილიყო… ეს ტქვენი ვარაუდები, ეჭვები, აზრები თქვენთვის შეინახეთ, რადგან არაფერ შუაში არ არის იმ ფაქტთან, რომ იქ მყოფი მამაოების უმეტესობისა და ზომბი, შავრაზმელების უმნეტესობის საქციელი იყო სამარცხვინო, ამაზრზენი, პირუტყვული, პირველყოფილური… ჩემთვის ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა საპირისპირო აქცია იქნებოდა ჰომოსექსუალების, არაჟნისმჭამელების, კერლინგის მოთამაშეების თუ პამიდვრის მსროლელების. თუ აქცია ტარდება წესების დაცვით, გაფრთხილებულია მუნიციპალიტეტი, არ ირღვევა კანონი… აქციის ჩატარების უფლება აქვს ყველას, უნდა ჰქონდეს ყველას!
ვერ გაგიგიათ, რომ მე და კიდევ ბევრ ადამიანს არა იმდენად ჰომოსექსუალებზე შეგვტკივა გული, არამედ მეორე მხარეზე, რომელიც მართლა პირველყოფილურად იქცეოდა და ამ საქციელის გამო ვართ შეწუხებულები, გაბრაზებულები… ჩემთვის გეების ფლეშმობი აბსოლუტურად უინტერესო თემაა, არც იმის მეშინია რომ ჩემი შვილი ამის დანახვაზე გეი გახდება, რადგან ეს აბსურდია და ვერც იმას ვიგებ ან მე რატომ უნდა გავიარო იმ დროს იქ ან შვილი რატომ უნდა გავატარო ან შემთხვევით რომ მომიხდეს მერე რა? გავივლი ჩემთვის, სულ არ მკიდია? უნდათ აქცია, მათო უფლებების დაცვის დღეს? დაე ჩაატარონ რას მიშლიან? კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ თუ არ ჩატარდება ალბათ უკეთესიც იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა და არანაირი უფლება არ მაქვს ყველას ვინც არ მომწონს(პოლიტიკოსების უმეტესობაა სსეთი, მივუვარდე და დავუშალო მშვიდობიანი აქციის გამართვა.
მე მაწუხებს ქვეყნისთვის ბევრად უფრო საშიში ბნელი მასა, რომელიც იქ იმ საშინელებებს სჩადიოდა. გაბოროტებული, დაბორმილი, მარტლაც არარეალიზებული, უტვინო ტიპების ხროვა. უმეტესობა ასეთი იყო ნამდვილად. ასევე მაღელვებთ თქვემ, ის ხალხი ვინც ამ აგრესიას მოგონილი მიზეზებით ამართლებთ… მაღელვებენ ძველი ბიჭი მამაოები, რომლებიც ვარდების რევოლუციაში ჩარჩნენ და „ანტიეროვნული“ მთავრობა აკერიათ პირზე, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ ე.წ. მრევლზე და ბევრს აზომბირებენ და ხშირად ბოროტებას ქადაგებენ. რასაკვირველია ეს არ ეხება ყველა მამაოს და არიან ნორმალური მამაოები, მაგრამ ბოლო დღეებში ასევე აქტუალური ფრაზა „ჩემი მამაო ასეთი არ არის“ – ასევე ღიმილისმომგვრელია. ახლა ამის თქმით, თქვენ მიზანმიმართულად თუ ქვეცნობიერად მაინც აპრავებთ ამ საქციელს – აქაოდა ეკლესიაში ყველა ასეთი კი არ არისო და შეეშვით მამაოებსო.
მე არ მჭირდება ღმერთთან საურთიერთობოდ ეკლესია, უფრო სწორად ცოტა ნდობა მაქვს დაკარგული ზუსტად აი ამ ყველაფრის გამო რასაც ვუყურებ, ჯიპიანი მამაოების გამო, ძველი ბიჭი მამაოების გამო და ასე შემდეგ. მე შემიძლია თუ მომინდება სანთელიც დავანთო, პირჯვარიც გადავიწერო და ღმერთსაც მივმართო ყველა იმ ფარისევლური და ფსევდო რიტუალების გარეშე, რომლებვსაც ბევრი თქვენგანი ბრმად აკეთებს და არც იაზრებს რას აკეთებს, უბრალოდ აკეთებს იმიტომ რომ „ასე უნდა გააკეთოს“. როცა ვიგრძნობ და თუ ვიგრნობ რომ სურვილი და ნდობა დამიბრუნდა მერე შეიძლება რამეზე საუბარი.
გახსოვდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის მართალი არ არის… წაიკითხეთ ისტორია, გაიხსენეთ ინკვიზიცია. გაიხსენეთ ისიც როგორ ებრძოდნენ თავის დროზე თეატრს მაგალითად – ეს სატანის მოგონილიაო. ცოტა თავი გაანძრიეთ რა🙂 რაც კარგია ის დაინახეთ და დაუფასეთ, მიიღეთ. თუმცა ცხვრებივით და ზომბებივით ნუ იქნებით და ნუ იქცევით, ძალადობას კრძალავს ჩვენი რელიგია და თუ მართლა რელიგიურები ხართ, დაიცავით იგი, მისი წესები და მართალი იყავით ღმერთთან, საკუთარ თავთან და არა მამაოსთან… თუ მამაო ღმერთზე მაღლა დგას თქვენთვის?

3. როგორც ვთქვი, განსაკუთრებით  ძალიან გული მწყდება ორ კატეგორიაზე – ქალები და ახალგაზრდები. გული მწყდება, რომ ახალგაზრდებში ისევ ზედმეტად მოდურია ქუჩა – „ქუჩის სკოლა“ და თან ცოდვების მონანიება და მერე ისევ ჩადენა. სხვების ჩაგვრა და ამით საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მცდელობა. ასეთები მერე გავლენ მსგავს აქციებზე და უარესებსაც გააკეთებენ. თუმცა აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ცუდ ზეგავლენაზე, გარემოზე, ასაკზე…
აი ქალებს რა გჭირთ ეს გამაგებინა ნეტა… საიდან ეს აგრესია? საიდან ეს ბოღმა. საიდან ეს სიბნელე? მერწმუნეთ ეს ბევრად უფრო საშიშია და ხშირად სწორედ ქალია ტლუ კაცის გამაღიზიანებელი და მისთვის სტიმულის მიმცემი საშინელების ჩადენაში, თავისი ჩაწვეთებებით. რატომ ამართლებთ ყველაფერში ამ ძველბიჭ მამაოებს, თავიანთ არაადეკვატურ რეჩებშიც? რატომ მოგწონთ, რომ უდანაშაულო ტიპებს სცემენ? რატომ მოგწონთ ზოგადად აგრესია? ქალი ხომ განსხვავებული არსებაა, უფრო ტვინავს კიდეც რაღაცეებს, უფრო ფაქიზიც უნდა იყოს წესით და საერთოდ ცოტა სხვანაირად უყურებს სამყაროს. ხომ არ გეუბნებით გიყვარდეთ ჰომოსექსუალებიო? რატომ უნდა გითხრათ და არცმე მიყვარს. თუმცა როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოთ შავი რაზმის მხარეს? სწორედ ტქვენ ზრდით მერე რეციდივისტებად, უმაქნისებად და მუქთახორებას იმ შვილებს, რომლებსაც ვითომდა იცავთ. ყტალიბდებიან კიდეც ზომბებად და ბოროტ ადამიანებად. ასეთი რა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გახრჩობთ და გკლავთ, ასე რა გაბოროტებთ… თქვენი კოჭებამდე კაბა, თქვენი ქალიშვილობის ინსტიტუტი და თქვენი ვითომ წესიერება რა ვთქვი მე.

4. კიდევ ერთი საოცარი არგუმენტი იყო – „რა უნდათ რუსთაველზე? აქ გარდაცვლილი ბიჭები ესვენენ და პიდარასტებმა უნდა გაიარონ? ვინ ამცირებს მათ, არავინ არ ეხება, მაგრამ ამდენს არ უნდა ბედავდნენ, შეიყუჟონ თავისთვის“.
რას ნიშნავს ეს? ის არ შესკიოდა გული დაღუპულ ბიჭებზე? რა თქმა უნდა ყველას და მეც მათ შორის. ოღონდ გამაგებინეთ, რადგან ასე დაემთხვა, რომ სამწუხაროდ წინა დღეს  იყოს მათი გამოსვენება და 17 მაისს არის ლგბთ ადამიანების უფლებების დაცვის დღე ამიტომ ეს აქცია გადაეტანათ? და სიტყვაზე 3 დღის მერე რომ გამოსულიყვნენ ეს არ „წაბილწავდა“ დაღუპულების ხსოვნას? ან პლეხანოვზე რომ გაეკეთებინათ ფლეშმობი არა უშავდა? იქ შეიძლება? რუსთაველი წმინდა ადგილია? ვერ უფიქრდებიტ რომ საოცარ მარაზმამდე და სიბნელემდე დავდივართ? ჯერ ეს რუსთაველი რა ამოიჩემეთ, რა მოუტანია კარგი რუსთაველს? ჯოს ჯოს ჯოს ძახილში გადის წლები და ისევ იქ ვართ ან კიდევ უფრო უკან.
ის რაც მამაოებმა და „მრევლმა“ გააკეთა არ იყო შეურაცხმყოფელი იმ ბიჭების ხსოვნის? არ იყო სამარცხვინო და დასაგმობი?
რატომ წყვეტთ თქვენ ვინ უნდა გაიაროს რუსთაველზე და ვინ არა? ვის აქვს აქციის ჩატარების უფლება და ვის არა?
ან ეს „მათ არავინ არ ეხება, არავინ ჩაგრავს. ოღონდ იყვნენ თავისთვის, რუსთაველზე ნუ გამოვლენ“ რას ნიშნავს ეს? განა უკვე დაჩაგვრა და შევიწროვება არაა? მე არ ვარ ჰომოსექსუალიზმის აგიტაციის მომხრე, მაგრამ ეს მიდგომა – „შეიყუჟნონთავისთვის“ – არის მარაზმი. მე შეიძლება არ ვიმეგობრო ჰომოსთან, მაგრამ არ აქვს უფლება იმავე ქუჩაზე გაიაროს რომელზეც მე გავივლი? რა ყლეობაა.
და კიდევ ერთი – აგიტაცია და პროპაგანდა არის როცა მამათმავალი მოვა შენთან და გეტყვის: „იცი რა მაგარია ჰომოსექსუალიზმი, მოდი სენც გახდი ჰომო“. აი ასეთ ფაქტზე მეც მექნება ძალიან ცუდი რეაქცია, მაგრამ ნუ გელანდებათ ეს აგიტაცია, ფლეშმობი არ არის აგიტაცია(ვის რა ქვედა აზრი აქვს ეს ცალკე თემაა), როცა ის გამოდის და ამბობს: „მე ჰომო ვარ და არ მრცხვენია ამისი, შენ მარტო იმიტომ რომ ჰომო არ ხარ, ჩემზე უკეთესი ადამიანი არ ხარ“ – არის მისი უფლება და მისი აზრი, ნე ვეთანხმები თუ არა, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ მას აქვს ამის თქმის და ფიქრის უფლება.
თავს ჰომოსექსუალზე მაღლა აყენებთ? ანუ უფრო მაღალი ხარისხის ადამიანები ხართ? კარგი, მაშინ პირდაპირ თქვით ეგ, მაგრამ აქაც მინდა რელიგია შეგახსენოთ, რომლის „დასაცავადაც“ ჩაიდინეთ ეს ყველაფერი – ვინ მოგცათ უფლება განსაჯოთ ადმიანი? ღმერთები როდის აქეთ გახდით? ვინ მოგცათ უფლება, რომ ვინმეზე წინ დააყენოთ საკუთარი თავი და გადაუწყვიტოთ აქვს თუ არა სუნთქვის და რომელიმე ქუჩაზე აქციის ჩატარების უფლება? ეს ცოდვა არ არის… ყველას ღმერთი განიკითხავს.

5. გამაგებინეთ რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხელისუფლება? რატომ ვერ უზრუნველჰყო უსაფრთხოება და რატომ არ დააკავა დამნაშავეები? კი, მესმის რომ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა არ უნდათ და რეიტინგს უფრთხილდებიან. თუმცა რეალურად სამართალდამცავები, ხელისუფლება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც მსგავს შემთხვევებში შეუძლია ამ ეგზალტირებული ბრბოს დაშოშმინება. გამოიყენეთ კანონით ყველა დასაშვები ხერხი, წყლის ჭავლი იქნება ეს თუ რამე სხვა… ასეთი ფაქტებნის გამეორება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭაობიდან ვერასდროს ვერ ამოვა ეს ქვეყანა ამ ხალხის და უმრავლესობის შემხედვარე. კარგი ჯაჭვლიანს, სგაანელიძეს და მსგავსებს არაფერს ვთხოვ, მაგრამ შედარებით საღად მოაზროვნე და განსხვავებული პოზიციის მქონე ხალმხა ამოიღეთ ხმა, რესპუბლიკელებმა და ასე შემდეგ. ძალიან მაინტერესებს პრემიერმისნიტრის პოზიციაც და მაინტერესებს  რა ნაბიჯებს გადადგამს ის. სანამ კანონი არ იკანონებს არაფერი გვეშველება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, იქნება ეს მღვდელი, ჰომოსექსუალი, ქალწული, დიდი თუ პატარა. ან პირდაპირ გვითხარით, რომ თეოკრატიული სახელმწიფო ვართ, გააოფიციალურეთ და უფრო გასაგები მაინც იქნება ეს ყველაფერი. დიდი ნაბიჯებით მივისწრაფით ირანისკენ. ხვალ კარტის თამაშს აგვიკრძალავენ, ზეგ ჭადრაკის, მაზეგ მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას არ მისცემენ გოგოებს და ასე…

x

ბრბოს მხრიდან ნასროლმა ქვამ ჟურნალისტ ხატია კალანდაძეს თავი გაუტეხა

მეექვსედ აღარ დავმნვრავ და ბოლოს ისე დავწერ, თორემ ვინმეს სამ ექვსიანთან ექნება მერე ასოციაცია… ისე აიდი ბარათების სატანობაზე მარაზმს თუ ვნახავდი ასე მოკლე მონაკვეთში არ მეგონა, მაგრამ ამან გადაფარა… თუმცა აიდი ვარათებზე იმხელა ამბის ატეხვა, მაინც უფრო სასაცილო, აბსურდული და კომიკური იყო. მე იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც სრულიად სერიოზულად განიხილავს ჩვეულებრივი აიდი ბარათის თემას წმინდა სინოდი და ხელისუფლება ხმას არ იღებს, პირიქით. უბრალოდ ვერ გამიგია რა შუაშია ერთმანეთთან აიდი ბარათი და სინოდი )))))))))))))))
მით უმეტეს გაქვს უფლება აიღო აიდი ბარათი ან არ აიღო და გქონდეს ჩვეულებრივი მოწმობა. არა, სასაცილოც აღარაა, სატირალია ამაზე ამხელა ისტერიის და პანიკის ატეხვა. მერე ზოგს ეწყინება სიტყვა „ბნელს“ რომ გამოიყენებ.

მოკლედ, ბოლოს იმის თქმა მინდოდა, რომ დამნაშავეები ვართ ჩვენც ის ადამიანები, ვინც მივიჩნევთ, რომ ეს რაც ხდება, ეს აგრესია, ეს სიბნელე არის საშინელება და სიტუაცია უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვიფარგლებით ერთმანეთში საუბრით, ვიფარგლებით ფეისბუქზე სტატუსების წერით, ალაგალაგ ნაცნობებთან კამათით და გვეზარება ტრაკის აწევა და საჯაროდ ამ პროტესტის დაფიქსირება და გამოხატვა. არც ისე ცოტანი ვართ და საბედნიეროდ, მართლა იმაზე არასდროს ყოფილა ამ სამყაროში ვინ უფრო ცოტაა და ვინ უფრო მეტი, თორემ ასე რომ ყოფილიყო და ყოველთვის უმრავლესობას გაემარჯვა, ახლა შეიძლება აღარც გვარსება. ვისაც გეები ეუხერხულება, ისიც გაიაზროს, რომ ეს არ არის ჰომოსექსუალიზმის დასაცავი და მოსაწონი პროტესტი და აზრი – ეს არის სიბნელესთან, ბოროტებასთან,აგრესიასთან ბრძოლა, ამის დაგმობა და ამის წინააღმდეგ წასვლა. ეს არც ეკლესიის და მით უმეტეს რელიგიის წინააღმდეგ ამხედრებაა(თუ ვინმეს ეს აღელვებს), ეს იმ დედისმაგინებელი, მუშტებისმქნეველი და აგრესიული მამაოებისკენ და ვითომ მორწმუნე ზომბებისკენ მიმართული პროტესტი და მათი ცოტა აზრზე მოყვანის და მოთოკვის სურვილი და მცდელობაა.

ალბათ კიდევ რამე გამომრჩა, მაგრამ ძირითადი ნაწილი რისი თქმაც მსურდა კი გამახსენდა და დავწერე. ძალიან გული შემტკივა ამ ამბავზე და ვიაზრებ, რომ ამ წუთას საშინელი ვითარება და მენტალიტეტია ქვეყანაში, ცუდ, აგრესიულ დაბოროტ გარემოში ვცხოვრობთ, ეს არის ფარისევლების, ცრუფასეულობების და ბოროტების სოციუმი. ყველაფერი ისევ ჩევნს ხელში, ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ თუ არ დავიზარებთ და ვცდით, შეიძლება რამე გამოვიდეს, შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ და ქვეყანამ ოდნავ ამოისუნთქოს. არ ვართ მზად, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, თუ არ გადავგით ნაბიჯები, არასდროს არ ვიქნებით მზად.

პ.ს.
ასევე გაუგებარი იყო ჩემთვის რა კავშირში იყო ამ ყველაფერთან 7 ნოემბერი და 26 მაისი. რატომ ამბობდნენ ვიღაცეები სად იყვნენ ეს ჰომოესექსუალები 7 ნოემბერს და 26  მაისს, რატომ არ აპროტესტებდნენო? რა კავშირშია? რა ლოგიკაა? ან რატომ მოიაზრებოდა ყველა ვინც ჰომოების აქციაზე იყო ნაციონალური მოძრაობის წევრად და მათგან დაფინანსებულად? ნუ ხართ ჩარჩენილები ხალხო. რომც ყოფილიყო ასე, ეს ამართლებს იმ ბრბოს საქციელს? რით არის ზონდერზე უკეთეს ასეთი აგრესიული და მობილწსიტყვავე მამაო? მარტო იმით რომ ანაფორმა აცვია და ეპატიება? არ შეიძლება ასე.
უამრავი ამაზრზენი კადრი და ვიდეო გავრცელდა. ამიტომ, ყველას არ დავდებ აქ. მხოლოდ რამდენიმეს, მათ შორის იმ საშინელებასაც როცა ქალი ამბობს რომ „ესენი უნდა დავასახიჩროთო, კიდევ უფროო“, ასევე მამაოს ვიდეოს, რომელიც იგინება და ამბობს „დაგხოცავთ სუ ყველას, დედებს მოგიტყნავთო“. უყურეთ და კარგად დაფიქრდით ამ ყველაფერზე, ვინც ამ აგრესიას ამართლებთ ან მეტ-ნაკლები სიმპათიით ხართ, მორწმუნეები ხართ თუ არა და უბრალოდ ჰომოსექსუალები გრძულთ, არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა ხანი დაფიქრდით და გაიაზრეთ, რომ მყტავარია ღმერთთან იყოთ მართლები თუ მართლა გწამთ. და ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან იყოთ მართლები, საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებთ არა.
არ შეიძლება ამდენი ზიზღი, ამდენი სიძულვილი, ამდენი ბოღმა, ილუზიაში ცხოვრება და ბრმად, გაუაზრებლად, დაუფიქრებლად მორჩილება. „აგრესია კარგი არ არის, მაგრამ…“ – არანაირი მაგრამ, მანდ მთავრდება ყველაფერი.
ჩვენ უნდა დავიცვათ არა უშუალოდ ჰომოსექსუალები, არამედ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებები. ეს ჩვენ გვეხევა, რალურად საკუთარ თავს ვიცავთ, რადგან თუ ასეთ რაღაცეებზე ხმას არ ამოვიღებთ, ხვალ და ზეგ, ეს აუცილებლად შეგვეხება ჩვენც და სამუდამოდ სიბნელეში ვიცხოვრებთ.

ესეც ვიდეოები, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმ საშინელებების რაც იქ ხდებოდა:

http://www.youtube.com/watch?v=epizIX0p-To

http://www.youtube.com/watch?v=ZWchm8hOaok

http://www.youtube.com/watch?v=YoNYynhHwyQ

http://www.youtube.com/watch?v=oinZXaYXWMg


Written by 1myway1

May 19, 2013 at 6:34 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. თითქმის ყველაფერში გეთანხმები ავტორო. როცა მღვდელი გქვია კი უნდა მოახერხო იმდენი, რომ ადამიანს სკამით არ გამოეკიდო და არ აგინო, მიუხედავად იმისა რას ,,აშავებს” ის ადამიანი. ძაან მაინტერესებს იმ მოწინააღმდეგეთა რეაქცია მათი უახლოესი ადამიანი ე.წ. ცისფერი რომ აღმოჩნდეს..
    ავტორს: გამიკვირდა 1 კომენტარიც, რომ ვერ ვნახე თქვენს სტატიაზე..

    პატენტა

    August 1, 2013 at 9:34 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: