1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ვიცი რომ… შენ აფრენ!

with one comment

დღეს გავიგე რომ დედაენის ბაღში 2015 წელს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი დაიდგმება და ძალიან გამიხარდა. დღეს 19 ნოემბერია, დღეს ირაკლის დაბადებისდღეა🙂
მახსოვს მისი გარდაცვალების დღეც, სახლში მთვრალი მოვედი და მაჯახეს აცრემლებულმა დედაჩემმა და ბებიაჩემმა. დანას ვშლიდი და შუშაბანდის იატაკს ვესროდი, ვიღებდი, ისევ ვესროდი და თან ვვსვამდი და ირაკლის ვუსმენდი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

მახსოვს კიდევ ერთი ისტორიაც…

დაახლოებით ორი წლის წინ ერთ ადგილას ვიყავი, დავლიეთ, შევთვერით და საუბარი ჩამოვარდა იმაზე, ვის და რამდენად მოსწონდა ირაკლი ჩარკვიანი. უმეტესობა პოზიტიური გრძნობებითა და სიმპათიით გამოირჩა, გარდა ერთისა. იმ ერთს „გოგორად“ იცნობენ ხალხში. სიტყვამ მოიტანა, აი „ჩარკვიანს რომ ძეგლი დაუდგანო“… მაშინაც იყო ამაზე ლაპარაკი. ჰოდა, უცბად „დიდგოგორმა“ განაცხადა, სრული სერიოზულობით – მაგას თუ ძეგლს დაუდგამენ ავაფეთქებო. მე ირაკლი საოცრად მიყვარს და ლამის პირად შეურაცხყოფად მივიღე, მაგრამ გოგორა იმდენად საყვარელი იყო, შეზარხოშებულ-კატეგორიული რომგულიანად გამეცინა. თან დადიოდა წინ და უკან, ნერვიულად და წარბებშეკრული მკაცრად ამბობდა – აგერ ნახავთ თუ არ ავაფეთქო, თქვენ იცინეთ და აგერ ნახავთო. ბოლთას სცემდა, აქეთ-იქით დაგოგორავდა.

ეპატიება, სიმთვრალეში სისულელეები ვის არ გვითქვამს და გაგვიკეთებია და ეს არც ისე ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია. ისე კი, გოგორა წესიერი კაცია, თავისებური და თავისებურად წესიერი.

ამას მოჰყვა შეკითხვა. კარგი გოგორ, სიტყვაზე შენ საერთოდ არ მოგწონს, მაგრამ რატომ უნდა ააფეთქო, რას გიშლის, ბოროტი, მავნე ადამიანი ხომ არ იყო, რა დააშავა, სხვას მოსწონს და იყოს ეს ძეგლი, რას გიშავებსო? ვეკითხებოდით. რატომ, აი უბრალოდ რატომ?
პასუხად ასევე მავანი წესიერი კაცები ახსენა, დიდი მოღვაწეები, მებრძოლები, მეცნიერები… მაგათი ძეგლი თუ არ არის „ეგ ვინ ჩემი ფეხებია“, რომ ძეგლი დავუდგათ, მატრაკვეცობააო(რაღაც სხვა სიტყვა იხმარა ოღონდ, აზრი იგივე იყო. ვერ წარმომიდგენია ეგ სიტყვა რომ გოგორამ თქვას).

არა უშავს, გოგორა მგლებზე მონადირე, „ვაიენნი“ კაცია, გოგორას არ ესმის…

პ.ს.
არის მეორე და მესამე კატეგორიაც. მეორეში არიან დაბოღმილი და მოქილიკე სასტავი – „ჰეჰ, ეგ რა ალტერნატივშიკი იყო, ბუშს შეხვდა ეგ!“, „ეგ რანაირი ალტერნატივშიკია, ცოლი გეექცა მაგას, მაგი სექსუალური კაცი მაგი“, „ქართველებზე ასე რომ ლაპარაკობს, ვინ არის ეგ, რას წამროადგენს, ვინ მისცა უფლება“ (€ყველაზე მაგარი ფრაზა). „რა ალტერნატივა, ნაციონალებისთვის დაუკრა“ (ამ დროს ახსენდებათ, რომ ერთ-ერთი პირველი იყო,ვინც ნაცებს განუდგა და მაშინ ნაცებს თითქმის ყველამ მისცა ხმა ან შეცდომა ვის არ დაუშვია, ბევრად უარესიც, მთავარია მიხვდე და ნაცებიც და სხვა მთავრობაც ამის მთქმელებს ქვეყნისთვის უფრო საზიანოდ „გაუპრავებიათ“. ბოდიში თქვენთან პატონებო და საბჭოთა კავშირთან, სლავა კპსს!

რაც შეეხება მესამე სასტავს – ეს არის ხალხი, რომელსაც ევასება, მაგრამ ამბობს, რომ აი გაჯი გაჯიევი უფრო მაგარი როჟა იყო, და გაჯი გაჯიევი რომ იყო სად იყო ირაკლი. ამბობენ, რომ „პიშკა“ და „ჩიჩო“ რო ალტერნატივას აკეთებდნენ სარდაფში, ირაკლი მაშინ აზრზე არ იყო. ირაკლი კომერციული გახდა და ირაკლი „გაიყიდა“, რარაც დოზით და რაღაც მომენტში. მეგობრებო გავიგეთ, არავინ ამბობს, რომ „დენისა და პაიკა“ ცუდია, გაჯი გაჯიევი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ და გახლავთ, „პიშკაც“ მაგარია და „ჩიჩოც“, მაგრამ ეს ერთმანეთის მისხმა-მოსხმის გარეშეც შეიძლება ითქვას და ვინმეს დაკნინების გარეშეც… „ვიცი რომ“ რომ პაპსაა, ნეტა ეგეთ სიმღერას წერდეს და მღეროდეს ბევრი, კაი პაპსაც რომ არ არის ცუდი არ იცით? ასეთ ჩამყაყებულ საზოგადოებაში რომ იარსებო, ზუსტადაც ის შენი იდეები ცოტათი მაინც რომ მიაწოდო ხალხს, ამისთვის ხანდახან ცოტა კომერციული უნდა გახდე… რაც მთავარია, სცენაზე ხანგრძლივად დასტაბილურად უნდა იყო, და არა აი დავიწყე და მერე მე რას შევცვლიდი და იქ ხო აზრი არ აქვს და წავედი უცხოეთში და ასე შემდეგ.

ამიტომ ყველას თავისი მნიშვნელობა და გზა აქვს და პატივი ვცეთ ადამიანებს, დიდ და ნიჭიერ ადამიანებს, მით უმეტეს რომ ბევრი არ გვყავს, თან ამ სფეროში… ასევე გასაბრაზებელია ნინო ქათამაძეზე ქილიკი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მეც გამაღიზიან-გამაბრაზა და გადაიწვა თან, მაგრამ… როგორ შეიძლება ამ ადამიანის ნიჭი არ დაინახო და არ დააფასო… ჰო, გავიგეთ „ლალულალეია“ და დიჯეი ჭიპო(იმედია, ასეთი დიჯეი არ არსებობს, თუ არსებობს და მას არ ეხება ნამდვილად) და ჰოლანდიელეი სუპერდიჯეები ორანჯო და მარი ხუ ანა ჯობია და ახლა „ელექტრონულის“ დროა და ჰაჰაჰა „როკერები“, რაღა დროს პინ ფლოიდია, უი „ჯაზსს უსმენს“ ლოოოლ, ჰაჰაჰა… გავიგეთ ეს დედანაქაჩი, გავიგეთ… მაგრამ როკი, ჯაზი, ქათამაძე, კაი პაპსაც კი არავის და მით უმეტეს ზოგიერთების დასაკნინებელი და საღადაო არ არის. კაია კლუბური დვიჟენიებიო ბრატცი, მაგრამ ყველას არ მოსწონს და რატომ შეუკიკინეთ? ქილიკი ყველას შეუძლია და ცოტა პატივისცემით რომ ისვქნათ, არა?
ვინ გვყავდა ბოლო ბოლო, რობი/აუტსაიდერი, სოფთ ეჯექთი, ჩარკვიანი, ქათამაძე… (ნიკაკოიც დავამატოთ ) აქედან ყველას თავისი გემოვნება აქვს, ზოგს ყველა მოსწონს, ზოგს არცერთი, ზოგს ერთი… მაგრამ მოდი, ნუ დავაკნინებთ რა. კი სხვებიც იყვნენ და არიან კარგები, ყველა ახალგაზრდასაც წარმატებები, მაგრამ მოდი ამ „მაღალი ხარისხის“ მუსიკაზე ხშირად არამრალი ხარისხის მუსიკის მოყვარულები და შემქმნელები მაინც ნუ ილაპარაკებთ კაცო და ან თუ ილაპარაკებთ, ტყუილა და უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებთ სხვების შემოქმედებას. ჰო, ეს ბოლო ნაწილში ვისზეც ვისაუბრე, ეს უკვე მეოთხე კასტაა მამენტ, პირველის, მეორის და მესამეს უარყოფითების ნაერთი.

ნუ გაღიზიანებთ ხალხო ადამიანი, რომელმაც რაღაცაში თქვენზე მეტი იცის, რომელმაც რაღაც მხრივ დროს გაასწრო და ამიტომ მისი არ გესმით, განათლებულია, ან არ არის, მაგრამ იცის და ჰა… თქვენ „გონორი“ გეჩვენებათ ან არ გეჩვენებათ და არის, მაგრამ საფუძვლიანი ტონია „სწორი გონორია“, მერე რა? ნუ გაღიზიანებთ სწორი შენიშვნა, ნუ გძულთ განსხვავებული ტიპი, „არასტანდარტული“. ნუ გიტყდებათ თუ ვინმე რამეში ჭკუას გარიგებთ, იქნებ სწორს გეუბნებათ. მარტო თქვენი აზრი ნუ გგონიათ მართალი, თუ ჩემთან არ არის, ესე იგი ჩემს წინააღმდეგაა – ასე ნუ უდგებით.

მე არ მიყვარს როდესაც მეფედ მოვიხსენიებ ირაკლი ჩარკვიანს (თუმცა თავადაც ირონიით და თვითკრიტიკით აიღო ეს მეტსახელი – „ძირს მეფე“), მაგრამ ისეთებს აქვთ რაღაცაზე პრეტენზია და თან აქ ნამდვილად მეფე იყო, აბა ვინ იყო. ირაკლი ჩარკვიანი ჩემი აზრით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ქარიზმატული და საამაყო ქართველი ადამიანი გახლდათ და ძალიან მიხარია, რომ მისი ხსოვნის და არსებობის პატივსაცემად დაიდგმება ეს ძეგლი. განსაკუთრებით, კი ბატონ გელას ვულოცავ. ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ისტორიას დარჩება.

„წავიდეთ“ ალბათ ყველაზე ნათლად ასახავდა საქართველოს დრევანდელ რეალობას და სიმბოლურია, რომ ირაკლის ბოლო სიმღერა იყო🙂 მას ყველა სახის სიმღერა აქვს – „ტკბილი“, „თბილი“, „გრუზი“, „ჩქარები და ნელები“, „პაპსა“, „არაპაპსა“, „გამყვანი“, „გამომყვანი“, „მენატრება“ „საქართველო“, „ნანასი“, „აქ ხარ“, „ერთად“ „მანგო“, „ბუია“, „ომარას ძაღლიც“, „ამო“, „ჰგავდე სხვას“/„ქაჯებს“… როცა მას ვუსმენ სხვა სამყაროში ვარ, უფრო სწორედ რეალობაში, სევდანარევ-სიამოვნებაში, მადლობა ამისთვის. სიმბოლურია ისიც, რომ არაირკლის მიერ დაწერილი ერთ-ერთო ყველაზე კარგი სიმღერა  თუ ყველაზე კარგი არა „Artificial Love“ მოგვიანებით ირაკლის მიეძღვნა. როგორც უკვე ითქვა – ირაკლი, ეს შენ🙂

პ.პ.ს.
გოგორ, არ ააფეთქო

Written by 1myway1

November 19, 2014 at 7:20 pm

Posted in Uncategorized

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახ ვახ ვახ.
    აი შემთხვევით შემოვიხედე რა და აი ეს წავიკითხე
    კაი არ ავაფეთქებ.😀😀

    longbowman

    March 16, 2015 at 12:38 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: