1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემ შესახებ – My Way

with 11 comments

სალამი
რადგან არ დამეძინა და უაზროდ ვზივარ, აქაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა ))

მე გიორგი ვარ
მიყვარს ფეხბურთი, კინო და ალკოჰოლი😀 კიდევ ბევრი რამე, ქალები მაგალითად, მაგრამ ეგრე ძაან ღვინო დუდუკი ქალები გამოდის და მარაზმდება😀
ცხადია, მიყვარს მუსიკაც, ძალიან ბევრი მიმდინარეობა და ბევრი შემსრულებელი. საერთოდ მრავალფეროვნების მომხრე ვარ. ხარისხიანი თითქმის ყველაფერი კარგია😉
ვარ ჯიუტი და პრინციპული. ზოგჯერ ზედმეტადაც.
ასევე ვარ ზედმეტად ეჭვიანი რიგ შემთხვევებში
მყავდა ცოლი, ჯერჯერობით ერთი😀 და მყავს შვილი
ვარ ჟურნალისტი, მოწოდებითაც და პროფესიითაც, ძირითადად და ჯერჯერობით, სპორტული, უფრო უშუალოდ კი საფეხბურთო განხრით. თუმცა მარტო ჟურნალისტობით შემოფარგვლა არასდროს არ მინდოდა და არც ვაპირებ😛

მიყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ არ მიყვარს გურჯები, არადა სამწუხაროდ ბევრნი არიან.
შესაბამისად, არ მიყვარს გურჯული მენტალიტეტი, უაზრო დოგმები და სიბნელე.

ძალიან არ მიყვარს სულით სოფლელები და სულით პროვინციალები. ამ წინადადებაში აქცენტი არის ,სულით’-ზე ))
ვერ ვიტან ღიპიან, ჯიპიან დ ბანჯგვლიან …..ბიძებს
არ მიყვარს, მეშჩანი, ფულზე და მდგომარეობაზე დახამებული, კეკელა და ჭორიკანა დეიდებიც. მანდილოსნები კოჭებამდე კაბებით რომ არიან და ქალიშვილობის ინსტიტუტის სადარაჯოზე დგანან, მავან ვაჟკაცებთან ერთად😀 თუმცა ეს ზოგადად, თორემ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ნორმალური ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ ცოტა და  თანაც მე ვთქვი მსგავსი და არა ზუსტად ასეთი მარაზმული😀
იდეაში ვაწვები პატიოსნებას, წესრიგს და ერთგულებას და ვთვლი, რომ ჯერჯერობით ვამართლებ საკუთარ თავთან ამ მიდგომებს და თუნდაც ხშირად უაზრო პრინციპებს. ამიტომ კმაყოფილი ვარ. თუმცა გააჩნია ვითარებასა და ადამიანს. ბევრი რამ ერთობლივია ამ ქვეყანაზე და ცალმხრივად არ გამოდის.
მიყვარს ცინიზმი, მაგრამ ალბათ იშვითად გამომდის(ხარისხიანი ყოველ შემთხვევაში :D). ზოგჯერ თავსაც ვიკავებ. გახსოვდეთ, ცინიზმი დიდი ძალაა, ნიჭი და ჭკუა უნდა. ცინიზმი ცუდი არ არის, ოღონდ ხარისხიანი ცინიზმი. ცინიზმს, ბოროტებაში ნუ აურევთ, ნურც უზრდელობაში და ნურც, როგორც ასეთ ,გველობაში’.
ვერ ვიტან ვერანაირ ნარკოტიკს. ნუ იდეურად, თორემ შეხება არ მქონია და არც ვაპირებ.
არ ვეწევი არც პლანს
სიგარეტის გადაგება მინდა გულით და პაუზები მაქვს ხოლმე, მაგრამ ვერ შევეშვი ჯერჯერობით ბოლომდე😦
ვსვამ ბევრს, ძირითადად არაყს, ღვინოს ბევრს ვერ ვსვამ. დოზების შემცირება შესაძლოა ხოლმე და პაუზები, მაგრამ მთლიანობაში ალკოჰოლზე უარს არასდროს ვიტყვი, თავისი მინუსების მიუხედავად, ზედმეტად დიდი სიამოვნებაა😛😀

ვაფასებ, პირდაპირობას, წესიერებას, სამართლიანობასა და სიმართლეს. ვერ ვიტან უსამართლობას, ნაგლობასა და ტყუილს. ასევე რაღაცეების უაზრო დამალვებს.
უამრავი, მართლა სირთულე მინახავს, ვნახულობ და ალბათ კიდევ ვნახავ(იმედია უარესებს არა), მაგრამ ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება, ერთი მთავარი დევიზი – ცხოვრება მშვენიერია!
ადამიანი, რომ ცხოვრობს, ამის საშუალება რომ მიეცა, მზის სხივს, ღამე მთვარეს და ვარსკვლავებს რომ ხედავს, ხმა რომ ესმის, გემოს რომ აღიქვამს, სუნს რომ გრძნობს, რამეს ან ვინმეს რომ ეხება, რომ მოძრაობს, რომ სუნთქავს, რომ ცოცხლობს… უკვე ბედნიერებაა. თავისი მეტ-ნაკლები სირთულეებითა და სასიამოვნო წუთებით. ყოველთვის ეცადეთ დატკბეთ თითეული მომენტით, მაქსიმალურად. ურთულეს და მტკივნეულ სიტუაციებსაც შეხვდით, მედგრად და ამაყად.
იხუმრეთ ბევრი, იხალისეთ და იცინეთ. ხუმრობა თითქმის ყოველთვის და თითქმის ყველაფერზე შეიძლება😉

ძალიან ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება ტექსტი გამოვიდა😀 მაგრამ მეპატიება, ამ გამთენიის ჟამს, უძინარი ვბოდავ რაღაცეებს😀 კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ცხადია და ვრცლადაც, განმარტება, მაგრამ ისედაც ბევრი ზებოდიალი გამოვიდა და იყოს😀

პ.ს.
ეს პოსტიც იყოს ქვემოთ. ამ ბლოგზე პირველი პოსტია და შესაბამისად ისტორიული😀

…და აი დადგა დღე, რომელსაც ძნელად თუ წარმოვიდგენდი. ბლოგზე სულ ვკაიფობდი(თ) და ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე მეც გავბლოგერდებოდი. თუმცა კაიფს ახლაც გავაგრძელებ(თ), პრობლემა არაა, თან თვითკრიტიკაც კაი საქმეა ცხოვრებაში, ხანდახან მაინც. ჩემი წარმოდგენა ბლოგზე მუდმივად ასეთი იყო: დეპრესიული, ემო დვიჟენია კოდური სახელწოდებით ,ნეტავი ხვალ აღარ გათენდეს აკა ცხოვრება ხომ ტკივილია’. ჩემი მხრიდან, ვიტყვი, რომ ცხოვრება მშვენიერია, არ ვიღლები და არ დავიღლები ამის გამეორებით, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი🙂
არსებობს, სხვანაირი ბლოგებიც. ჰოდა მეც ვეცდები, როცა აქტიურად დავიწყებ ბლოგერობას, ჩემი გვერდიც ასეთი ,სხვანაირი’ იყოს. თუმცა ვერსად გავექცევით შვიდ ძირითად თემას:
1. ფეხბურთი
2. კინო
3. გურჯისტანი და გურჯები
4. მუსიკა
5. პოლიტიკა
6. ალკოჰოლი
7. იტალია

იმედია, ვინმესთვის მაინც საინტერესო იქნება. თუ არა და ეგეც არ არის ტრაგედია, ბლოგი ხომ რეალურად საკუთარი თავისთვისაა😛

პ.ს.
ყველა სასურველი ნიკი დაკავებული აღმოჩნდა, ჰოდა ეს ავიღე. არ მიყვარს ხოლმე ასე ,ძალით შეთხზული’ რაღაცეები, მაგრამ დიდად უკმაყოფილოც არ ვარ🙂

Written by 1myway1

November 4, 2009 at 10:24 am

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. vifiqre kargi blogiaTqo & sul feHburtze yofila : p

    magdu

    July 10, 2010 at 7:12 am

  2. მერე ფეხბურთი ცუდია?😛
    თან სულ ფეხბურთზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ ახლა მსოფლიოს ჩემპიონატია და…🙂

    1myway1

    July 10, 2010 at 8:08 am

  3. ბლოგი ხომ რეალურად საკუთარი თავისთვისაა

    золотые слова!🙂

    ალექსი სიუკაევი (თბილისელი ოსი)

    December 7, 2010 at 12:18 am

  4. oh, es italia!

    Anika...

    December 29, 2010 at 8:48 am

  5. მაგარი ბლოგია რა, მშობლიურ გარემოს მიქმნის, რაღაცნაირი მყუდრო ადგილია აუარება ინტერნეტ-სივრცეში

    ტაკ ძერჟაც, გუდმენ! კაი კაცი ხარ!

    andria

    March 28, 2011 at 10:14 am

  6. შენც კარგი კაცი ხარ ანდრია, თან ძალიან
    ვაფასებ ასეთ ხალხს, რომ ესმით და გრძნობენ მსგავსებს ))

    1myway1

    March 28, 2011 at 10:52 am

  7. ვაგროვებ ხოლმე შენს პოსტებს, 2–3 თვეში ერთხელ შემოვდივარ ბლოგზე… მერე კი 1 ამოსუნთქვით ჩავიკითხავ ხოლმე ყველას🙂
    go on🙂

    knuti

    April 14, 2011 at 6:06 pm

  8. gaixare🙂
    I will…

    1myway1

    April 14, 2011 at 8:07 pm

  9. ver vitan tyuils iseti pontia, ver vitant roca gvatyueben ufro sworia mgoni🙂 “tore yoveli kaci cru ars” !

    ABRAM

    July 9, 2012 at 9:50 pm

  10. აქლემის და ნემსის ქურდი იგივე არ არის🙂
    ტყუილს გააჩნია

    1myway1

    July 9, 2012 at 10:40 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: