1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

სარჩევი – My Wayმკვლევი – აქედან დაიწყეთ :)

with 3 comments

სალამი მკითხველო, ჩაიკითხე ბოლომდე🙂

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ სარჩევი აუცილებელია, ისევ მკითხველისთვის საქმის გასამარტივებლად :)  არის პერიოდები, როცა მაგალითად სულ ფეხბურთზე ვწერ(ხოლო ვიღაცას ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და შეიძლება ჩათვალოს საფეხბურთო ბლოგიაო), არის პერიოდები, როცა მარტო კონკრეტული წრისთვის გასაგები პოსტები იდება (ვინმე შემოვა და იტყვის ეს რა არისო), არის პერიოდები, როცა სულ კინოზეა ნაწერი, არის პერიოდები როცა ,დღიურივით’ იქცევა ბლოგი (რაც ძალიან  არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ გამოდის, ზოგს კი აინტერესებს და ეს კარგია, მაგრამ უმეტესობას არა, სხვა უწი პუწი პოსტების კითხვა ურჩევნიათ ან აი აბსოლუტურად ჩვეულებრივის, მაგრამ რატომღაც რო პოპულარული ხდება ისეთების, ეს ტრაგედიაა :D) და და ყველაზე მთავარი, არის ,ცოტა რო ვერ ქაჩავს’ ისეთი პოსტების და ,წყალის’ პერიოდი, შეიძლება ასეთი პოსტის შემხედვარე მნახველმა აღარც წაიკითხოს სხვები. ამიტომ, სარჩევი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

პოსტის ავტორმა ყველაზე კარგად იცის თუ როგორი პოსტია, ვის მოეწონება, ვის არ მოეწონება, რაზეა გათვლილი და ასე შემდეგ (ნუ თუ ნაგლი არაა და ყველა ჩვეულებრივი პოსტი შედევრი არ ჰგონია, იმიტომ რომ, მარიმ, ნიმ, გემ, ბემ და ვიღაცეებმა 200-ჯერ დაულაიქეს და 600-ჯერ დაუკომენტეს). ამის გამო, მე შემოგთავაზებთ დახარისხეის ჩემებულ ვარიანტს და დანარჩენი თქვენზეა🙂 პოსტები იქნება კატეგორიებად დაყოფილი და დაიწყება ქრონოლოგიურად, ადრინდელიდან-ახლამდე. რაც მთავარია, რაიმე დასკვნას(გვიყვარს ადამიანებს ნაადრევი დასკვნები) ერთი პოსტით ნუ გააკეთებთ – ერთხელ ყველაფერი ხდება, ორი სამი მაინც გადაიკითხეთ🙂 ყველაზე აქაურობა ისედაც არ არის გათვლილი🙂

ხო, ეს კატეგორიებიც სიმბოლურია. მაგალითად კინოში და ფეხბურთში არის ზოგიერთი პოსტი, რომელიც სხვადასხვა თემებსაც ეხება რაღაც კუთხით და გადახედვად შეიძლება ღირდეს ისეთი ხალხისთვისაც, ვისაც ვთქვათ არ აინტერესებს დიდად ფეხბურთი ან კინო. ასევე კატეგორია ,ისე რა’-ში, რადგან ასე ჰქვია, სულაც არ არის ცუდი პოსტები, ზოგი საკმაოდ ნორმალურია, უბრალოდ მჯობნის მჯობნს რა დალევსო😀

ხშირად პოპულარული ხდება ისეთი პოსტები, რომლებიც ყველაზე მეტად მე სულაც არ მომწონს, მაგრამ… პიარის, რა თემას ეხები და ვინ კითხულობს იმის ამბავია😀 ჩემთანაც მოხდა მსგავი რამ, მაგრამ პოსტები ნორმალურია. მაგალითად ბოლო დროის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული პოსტებია – ვაკე(პროვოკლაციულად კარგი და კარგად პროვოკაციული პოსტი, ჯიგარს წვავს, სწორად გაგება უნდა თან), რონალდუ თუ მესი? (სუბიექტურად და გამომწვევად კარგი რამ, რაც ზოგმა უკუღმა გაიგო) და ოქტომბრის კალენდარი (მართლა კარგი რამ).

აი ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე არ იწვის და არ დნება😀 მაგრამ ერთი ტენდენცია შევნიშნე, ბოლო 7-8 თვეში დაწერილი პოსტების 80% მოხვდა კატეგორიაში ,ისე რა’, ხოლო რამდენიმე ნახალოვკად(ანუ ნაძალადევად) კატეგორია ,კარგში’, არადა მთლად რო არ ეკუთვნოდათ ისე😀 ან ზედმეტად თვითკრიტიკული გავხდი😀 ან უბრალოდ რეალისტი ვარ😀 ჰანვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს კატეგორია სულაც არ არის ჯამში ცუდი, მაგრამ ფაქტია ადრე უკეთესი პოსტები იდებოდა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, დატვირთული რეჟიმი, ნაკლები, დრო, სიზარმაცე, ენთუზიაზმის განელება… ცუდია, მაგრამ იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ბლოგისთვის კი არა, ისე მინდა რაღაცეების დაწერა და დაწყებულიც მაქვს, მაგრამ ვერ ვაბამ თავს და გული მწყდება ამაზე ძალიან, ცუდია ასეთი რეჟიმი და ცოტა თავისუფალი დრო😦 თუმცა მთავარი პრობლემა მაინც სიზარმაცეა. სწორედ ამ ტენდენციის გამო გახდა აუცილებელი სარჩევი, ახალმა მკითხველმა მცდარი შთაბეჭდილება რომ არ შეიქმნას რომელიმე პერიოდის პოსტებით, რომლებიც შეიძლება არ იყოს მაღალი ხარისხის და ან ახლობლებს უფრო ესმოდეთ. მოკლედ, აღარ მოგაცდენთ და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ🙂

აუცილებლად წასაკითხი:

ცრემლები, კინო და ფეხბურთი
ეს ჩემი პირველი შედარებით ზოგადი და ,ჯიგრიანი’ პოსტია, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს. არც სულ ფეხბურთზეა და არც სულ კინოზე, ასეთი ნაწერებით, ავტორის ცოტა მაინც შეცნობაა შესაძლებელი😉

ეჰ, კარლსონ კარლსონ…
კარგია🙂

არასერიოზული კაცი
თითქოს არაფერი, მაგრამ გრძნობითაა დაწერილი და გულს ხვდება. მთავარიც ხომ ესაა🙂

ამბავი ბადრი ზარანდიასი
თავისთავად საინტერესო ფაქტია

ისტორია X ქალზე ანუ ფათური სამარშრუტო ტაXში
ამას ვერასდროს დავივიწყებ

ისტორია ფანჯრიდან დანახული მუშაობისა
ამასაც ვერ დავივიწყებ

ვინ არის ნამდვილი ლუზერი?
კარგი რამეა ნამდვილად, თავს ვიქებ რა😀

მაგარი კაცები
ერთ-ერთი საუკეთესო

მე მივხვდი, რომ…
ეს კი ზოგადად რაც ბლოგებზე წამიკითხავს მათ შორისაც ერთ-ერთი საუკეთესოა😛

მაგარი კაცები 2
მაგარი კაცების მეორე სერია

MY WAY (ჩემი ხუთეული)
ამ დიდებული სიმღერის შექმნის ისტორიაა მოყოლილი. ჩემი აზრით, მოკლედ, საინტერესოდ და სასიამოვნოდ. პლუს ჩემი ვერსიით საუკეთესო შესრულებები

გოსე მაყანა
პირველი მოთხრობა ასეთი გამომივიდა😀

ჩასარეცხები
კიდევ ერთი ,გაბრაზებული’ პოსტი. ძნელია გურჯისტანში ცხოვრება

Mr. Bojangles TOP 3
ასევე მშვენიერი სიმღერის სამი ჩემეული ვერსია და მისი ისტორია

უჩკუდუ (ანუ სამი ქურდობის ისტორია)
პირველი შედარებით ვრცელი მოთხრობა, მომწონს

ვაკე
გამგებები გაიგებენ, მშვენიერი რამეა

მე მივხვდი, რომ… 2
,ლეგენდარული’ პოსტის გაგრზელება🙂 პირველი ჯობდა, მაგრამ ესეც კარგია, ამიტომ იყოს აქ

ოქტომბრის კალენდარი
სუპერ ისტორია, სუპერ პოსტი, სუპერ შემსრულებელი😀 არ მომერიდება თავის ქება🙂

ტრენტინიანი
ვფიქრობ ძალიან კარგია🙂 ცხოვრებაა…

აუხსნელი უზრდელობა
მე მგონი კარგია

მე მიყვარს ბარნოვა
ამ კატეგორიაში მოხვედრას ულაპარაკოდ იმსახურებს, ყველასთვისაა, მაგრამ უფრო ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედულები გაიგებენ და ძალიან ჩახედულები მით უმეტეს )))

რანი ვართ… საიდან მოვედით? თოვლი მოდის, არე მარეეე…
მართლაც საიდან მოდიან ასეთი იდეოლოგიის ადამიანები😦

მე-9 სართული
ვახ სოფელო რა შიგან გაქვს… წაიკითხეთ!

რა? სად? როდის? – როგორც ასეთი
ამ თამაშის ერთგვარი სახელმძღვანელოა, ცოტა რამ შიდა სამზარეულოდან ))) ვინც იცის ისიც გაერთობა და ვინც არ იცის ისიც(თან ისწავლის რაღაცას)

რატომ უყვართ ფეხბურთი?
პოსტი ყველასთვის, მათთვისაც, ვისაც არ უყვარს და არ ესმის რატომ უყვართ ფეხბურთი

Whatever Happened to Benny Santini?
კარგი ნარევი… უნდა წაიკითხოთ. მით უმეტეს დაგაინტერესებდათ ვინ არის ბენი სანტინი და რა დაემართა მას

ნაპოლი
არც აქ არის აუცილებელი ფეხბურთი გიყვარდეთ ან ერკვეოდეთ. პოსტს თუ წაიკიტხავთ და მერე ვიდეოს მიაყოლებთ ხომ კარგი, ეგრე აჯობებს, ხოლო თუ არა, ვიდეო აუცილებლად ნახეთ

პაზორ ნაციი
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს… რო დაგივლის ეგეთი პოსტია, მოაქვს🙂

გურჯი ხათუნის სახეები (პაზორ ნაციი 2)
წინა ნაწილის ამბავში მაინც ეკუთვნის აქ ყოფნა სხვა თუ არაფერი )))
ქალებო, თქვენ განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხეთ და ყველას არ გეხებათ რაც წერია🙂

მადლობა ბიჭებო
ეგაა🙂

რეალობა
საოცარი კაცის, საოცარი ისტორია, კინო და ცხოვრების – რეალობა

კარგი

კატერინა და სამი ფერი… კშიშტოფ კიშლოვსკი
კატერინას ბედი მართლა მაინტერესებს

ჯიმ ქერის პაროდიები
იხალისებთ

Do you like me now? +კინო 2009+
ჩემთვის ჯიგარს წვავს, ზოგს არ უყვარს და ასე

წვიმიანი ოცწუთეული
კაია კაი

Pagliacci
ესეც გულზე ხვდება კაცს

I’m Fucking Matt Damon
კიდევ ერთი გასართობი

Caruso…
მშვენიერია. ეს და პალიაჩი, აუცილებლად წასაკითხებშიც შეიძლებოდა ))))

მთვრალი აზრები
მხოლოდ იმიტომ არის აქ და არა აუცილებლებში, რომ მაშინ რასაც ვფიქრობდი ყველაფერი და კარგად ვერ გადმოვეცი

Parole Parole…
კარგ განწყობაზე დადგომა თუ გინდათ, წაიკითხეთ, მოუსმინეთ და რაც მთავარია უყურეთ🙂
სასწაულია ჩელე და მაგარი ვიდეოა მართლა

პრინციპული ისტორია
ნორმალური პოსტია და რადგან კატეგორია ნორმალური არ მაქვს😀 ისე რა-სთვის დამენანა, აქ იყოს

მართლაც ჭეშმარიტად დღე, სიწყნარე და სიამოვნება
ესეც დამენანა ისე რა-სთვის😀 ნორმალურია, კარგობამდე ცოტა აკლია😀

ცრემლიან სერია ა-ში მთვარეზეც დადიან
მშვენიერი ისტორია
ბებერი ხარის… ფეხებიც დადიანო
როგორ და რატომ წამოვედი შუაღამისას ისნიდან სახლამდე ფეხით და რა ხდებოდა ღმის თბილისში ))

ჩემი ოთახი
აი ასეთი ოთახები შევქმენი🙂 კარგია…

სველი პერიოდი
ზაფხულის პერიოდის განწყობა და გალუმპვის ამბავი ))
ივლისი გამოდგა თვე, რომელშიც ყველაზე ცოტა პოსტი დავწერე, მხოლოდ ეს. მთლად კარგი ვერ არის, მაგრამ არა უშავს

ცარიელი საფულე
ესეც დღიურის ჩანახატებს ჰგავს, მაგრამ ისე რა-სთVის ცოდოა, თან ამ პოსტის გაგრძელება, პირადად მე მომწონს და იყოს ორივე ამ კატეგორიაში

მე ვიცი რა ჰქვია ვოლანდრის – თქვენ?
ბომბა არ არის და არაფერი, მაგრამ მე მომწონს

Keep Gurjing!
არის რა… რატომღაც აქ დავაგდე და არა ისე რა-ში

2011 წელს გავიგე, რომ…
სიმართლე და გულისნადები😀

სად ჯანდაბაშია მეტი?
თუ კარგ განწყობაზე დადგომა გინდათ…🙂

აგვისტოს დღეები
თუ გსურთ, რომ ცუდ ხასიათზე დადგეთ

ისე რა

პოლიტნოსტალგია
პოლიტნოსტალგია. ვიხსენებთ,ძველ გვარდიას’ და არამარტო

თმა უნდა შევიჭრა, წვიმს…
ის არ გამოვიდა რაც მინდოდა, მაგრამ ერთმა-ორმა კაი ადამიანმა გაიგო და მოიწონა, მეც კმაყოფილი ვარ

პაემანი პირბადით
ეძღვნება პირბადეების ცნობილ ისტერიას

ჩემი კინო-კოლექცია
ცოტა უკეთ მინდოდა, მაგრამ ასეც არა უშავს. არქივია რა

სამდიპლომიანი ბიჭი და ფეხბურთის ისტორიკოსი
(ნორმა. ყველასთვის არა😀 )

შეიმს ბონდო ანუ ქართველი ჯეიმს ბონდი
(ბატონი შ ბონდო)

საოცარო სამყარო
ემოციაზე დაწერილი, უკეთაც შეიძლებოდა. ორი კაი ვიდეო

ერთი წელია I’m on MY WAY
აქ წასაკითხი ისეთი არაფერია(და თან ყველაფერია:D) , წლის შეჯამება გავაკეთე და სწორედ ეს პოსტი გახდა სარჩევისკენ მაბიძგებელი )))

პროფილი, როცა ცხოვრება მშვენიერია
დღიურივით პოსტია, იმ პერიოდში რა გადახმდა თავს, წასაკიტხად არ არის ცუდი, მაგრამ დღიურის ჩანაწერივითაა რა😀
ირონიული ხედვა, როცა ვერ ხედავ😀 როცა ეთერში ზიხარ და ვერ ხედავ წესიერად ვერაფერს და ლაპარაკობ, ვითომც არაფერი

რა დააშავა ნანუკას შოუმ?
წინა პოსტის გაგრძელება, ჩემი სისხლჩაქცევის ისტოირა (ახლაც არ გასულა ბოლომდე ისე😀 ეჰ თვალები ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა)

Dream Come True…
ასევე დღიურის ჩანაწეერივითაა. კომენტატორობაზე ოცნება ბავშვობაში და ახდენილი ოცნება
მომეცით ლიკანი!
ესეც დღიურია😀 ლიკანის ისტორია(რამდენს ვსვამ ბოლო დროს… თან სვიო და)

закон (не) подлости
საოცრად კარგი დამთხვევის და გამართლების ისტორია

ბოლო ნახევარი ღერი
სიგარეტის მოწევა-არმოწევის შესახებ ჩანახატი, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა,😀

აჯაბსანდალი
აჯაბ(ფ)სანდალივით პოსტია, ზოგს მოეწონება ზოგს არა😀

რადიოთავი და ,პატარა სიხარულები’
უბრალო ჩანახატი, რაღაც რო გაგისწორდება და დაემთხვევა იმაზე
რედიოჰედს ერთი კარგი პოსტი ეკუთVნის ჩემგან და ვეღარ მოვაბი თავი

ია იმეიუ პრავა, იმეტ პრავა, ი ია ბუდუ იმეტ იხ
მართვის მოწმობაზე წვალების პერიოდი და მაშIნდელი თავგადასავლები

მართვის მოწმობა და მანჩესტერი
მართვის მოწმობის ამბების დასასრული, როგორ ჩავაბარე ბოლო ცდაზე

ჩემი ბლოგის სტატისტიკა – 2011
wordpress-ის მონაცემები

Dr Pepper
ბავშვობის ახდენილი ოცნება

კინომოყვარულთათვის

The Mambo Kings ანუ შუშისთვალება არმან ასანტე
ეს არის პოსტი, რომელითაც შემოვიჭერი ბლოგსივრცეში, გამარჯობის მერე😀

Il postino
კარგ ფილმზე ნორმალური ჩანახატი

Becket & Malcolm X
ორო მშვენიერი კინოს შესახებ ემოციები

Trainspotting და დომხალი
ყველა კაი ფილმია, თავის ამბავში

Inglourious Basterds (2009, 1978)
ტარანტინოს შედევრი და ორიგინალი ვერსია

ოსკარი (2010)
სათაური მეტყველებს ყველაფერზე😀

post-oscar
ოსკარის შემდეგ აზრები და ემოციები

კინო 2009
2009 წლის გამორჩეული ფილმები, ყველა ვერ ჩავტიე, გამომრჩა ზოგი. მერე რამდენიმე დავამატე, სხვა პოსტში, მაგრამ იქაც გამომრჩა ზოგი😀

ოსკარი (2011)
2011 წლლის ოსკარის ისე რა მიმოხილვა

ჩინემა ცოცხალია
თბილისის კინოფესტივალზე გაკეთებული ჩანახატი, თავისი კომიკური სიტუაციით

გაკვეთილი ქალებს
ესეც თბილისის კინოფესტივალს ეხება, სათაურიდანაც ჩანს, კარგი იქნება თუ ქალები წაიკითხავენ და ნახავენ(ფილმსაც)

ოსკარი 2013
ადვილი მისახვედრია რაზეცაა პოსტი ))))

კინომარათონი
აგვისტოს კინომარათონი
5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კინოთეატრებში ვცხოვრობდი და აგვისტოში დაწერილი 7-ვე პოსტი კინომარათონს ეხება. ცალცალკე აღარ დავაკოპირე

ყველაზე ფილმიანი ზაფხული

THE /love actually\ END

It’s shite being Scottish! & Post TOP 101
ესეც კინომარათონის გამოძახილია. ამ პოსტებში წერია რა ფილმებს ვუყურებდი, რა გადამხდა თავს და ა.შ. დღიურივითაა

მუსიკა

MMW 1 – ჯეფ ბაკლი
ვიტყოდი, არავის აწყენდა წაკითხვა და მოსმენა
ზოგადად კი მუსიკალური რუბრიკასავითაა და შესავალში ყველაფერი წერია.

MMW 2 – Taken by Trees

MMW 3 – Woodkid

MMW 4 – Fun.

ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა
რა ვიცოდი მაშინ თუ ,ასეთი’ ჩემპიონატი გველოდა

უგვირგვინო მეფეები

უგვირგვინო მეფეები 2

უგვირგვინო მეფეები 3

უგვირგვინო მეფეები 4
ეს არის მშვენიერი ,ბლოგრუბრიკა’, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად აღვადგენ🙂

11.06.10-ს მოლოდინი

უცნაური მსოფლიო(2010)

შეცდომებში ვიდეო-გამეორებით დანახული ვიდეო-გამეორება(გარემოება) და ჩიტუნა ბაუტისტა

განდაგანა

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი

2010 წლის მუნდიალი ანუ ტრაგიკომედია
ყველა ეს პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე და მის გარშემო მომხდარ ამბებზეა. აზრები, შეფასებები, ფაქტები…

რონალდუ თუ მესი?
კარგი პოსტია, დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია😀

გაყიდული მსოფლიო
კიდევ ერთი საკამათო და პოპულარული თემა და პოსტი

პინტურიკიო მიდის…

სუსტია იმ შოკიდან გამომდინარე, რომელიც მქონდა ამ ამბის გაგების მერე🙂

პინტურიკიოს დაუსრულებელი ნახატი – გოდოს მოლოდინში
ისევ ალე…

კონტისიმე
ანტონიო კონტეზე და არამარტო… ფეხბურთის ყველა ქომაგისთვის

რა? სად? როდის?

რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე)

2 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 2

3 რა? სად? როდის? (ანუ რსრ რსრ-ზე) 3
ეს არის რსრ-ს მოყვარულთათვის. ოღონდ, ვინც სპორტული და სატელევიზიო რსრ-ს ცხოვრებაში ასე თუ ისე ათქვეფილია და კარგად ერკვევა. ასეთი ხალხისთვის შედევრზეც კი ქაჩავს ეს ჩემი სამი პოსტი😛

ჩემი ტურნირი რსრ-ში
ეს კი სათამაშო კითხვებია. ჩემი დებიუტი ,მეკითხვეობაში’. ნორმალური ტურნირი გამოვიდა

# რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) #
ესეც საახალწლო, სახუმარო რა? სად? როდის? კლუბელებზე, მხოლოდ ისინი მიხვდებიან და იკაიფებენ, სხვებისთვის აზრი არ აქვს🙂

ჩემი ტურნირი რსრ-ში II
ჩემს მიერ ჩატარებული მეორე ტურნირი რსრ-ში(პირველი ჯობდა)

* 2 რა? სად? როდის? (ანუ საახალწლო რსრ რსრ-ზე) 2 *
მორიგი ეპიზოდი

პირველი პოსტი

Ciao ))

Written by 1myway1

August 10, 2011 at 12:35 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რამდენი პოსტი გქონია ბოშყო :დ

    Anonymous

    August 10, 2011 at 1:18 pm

  2. axla gadavxede da TiTqmis yvela posti mqonia wakiTxuli : ))) gaagrZele ase goodman : )

    anabell

    August 13, 2011 at 6:44 am

  3. აბაა მათე😀
    კაი მაგის დედა ვატირე, აბააა ჩემი…😀

    გაიხარე ანაბელ🙂

    1myway1

    August 15, 2011 at 9:06 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: