1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for სექტემბერი 2012

პინტურიკიოს დაუსრულებელი ნახატი – გოდოს მოლოდინში

with 3 comments

სეზონი დაიწყო და ამ სეზონს რაღაცნაირი სხვა გემო აქვს. ოდესმე ეს მოხდებოდა, მაგრამ ჯერ ისევ არ მინდა ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი, ძნელია და არ მინდა, ოდესმე ესეც მომიწევს, მაგრამ ახლა არა 🙂

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს ავსტრლიის ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში და ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისე მაინტერესებს ახლა ეს ეგზოტიკური ტურნირი. 6 ოქტომბერს თავის პირველ მატჩს ჩაატარებს სიდნეი, რომელიც ველინგტონს ესტუმრება. სიდნეის შემადგენლობაში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – ალესანდრო დელ პიერო.

მოვიმარაგოთ ლინკები და დავტკბეთ ,უკანასკნელი მოჰიკანის’ თამაშით. ასეთები, თანამედროვე ფეხბურთში ფაქტობრივად აღარ არიან. რთულია მისი სხვა გუნდში ხილვა, მაგრამ რა გაეწყობა… დიდი ხანი დაელოდა(ალბათ იმედის ნაპერწკლით) და გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ ლივერპულში არ გადავიდა, მისიც გასაგებია, ფეხბურთით ცხოვრობს, სულ თამაში უნდა, ყველაფერი შეაფასა და ავსტრალია არჩია. მთავარია ჯერ კიდევ მინდორზე იქნება და ისევ შეგვეძლება ამით დავტკბეთ. მერე რა, რომ შეიძლება 38 წლის ასაკში(9 ნოემბერს გახდება) მუდმივად კარგად თამაში ვერ შეძლოს, კრიშტიანუ რონალდუსავით ბურთი ვერ გაიგდოს სისწრაფეზე  ან ნეიმარივით 3 კაცი ვერ მოატყუოს… მთავარი ის არის, რომ როცა დელ პიერო მინდორზეა, გაქვს რაღაც თბილი, სასიამოვნო და იდუმალი, სხვანაირი მოლოდინი იმისა, რომ ,ეს მოხდება’, ხოლო როცა ,ეს ხდება’ არნახული განცდაა, სიამოვნებას იღებ და ეს სიამოვნება მას ჩვენთვის არაერთხელ მოუნიჭებია.

მადლობა ალე და წარმატებები 🙂

გამონათქვამებს რა გამოლევს, მაგრამ მე ამჯერად მხოლოდ 10 მათგანს შემოგთავაზებთ.

დიეგო მარადონა: ,,ის განსხვავდება ზინედინ ზიდანისგან. მას მოსწონს თამაში, ისამოვნებას იღებს და შინაგანად გრძნობს თამაშს. ფრანგსა და ალესანდროს შორის, მე დელ პიეროს ვირჩევ”.

იკერ კასილიასი: ,,ბევრად უფრო ადვილია დახატო ახალი მონა ლიზა, ვიდრე შექმნა ახალი დელ პიერო”.

რაიან გიგზი: ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა. გუნდი კი… 1990-იანი წლების იუვენტუსი საოცარი გუნდი იყო, ყველაზე რთული მეტოქე. ალესანდრო დელ პიერო საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ჩვემ თანატოლები ვართ და მის მთელ კარიერას ვადევნებ თვალს”.

გარი ნევილი: ,,ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მახსოვს, საოცრად მომატყუა”.

ლიონელ მესი: ,,ის დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი მისცა ფეხბურთს, იუვენტუსსა და იტალიას. ჩემთვის მისი თამაშის სტილი ულამაზესი და დახვეწილი. იგი სამაგალითო ადამიანია”.

კრიშტიანუ რონალდუ: ,,დელ პიერო ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ფეხბუღტელი და გამორჩეული ფიგურა იყო”.

რონალდინიო: ალექსი ჩემი კუმირია. ის უკეთესი ჯარიმების ოსტატია ვიდრე მე და ამის აღიარება არ მიჭირს. მას საოცარი დარტყმა აქვს, ტექნიკური და ამოუცნობი. მეკარე რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მეცოდინებოდა თუ სად უნდა დავმდგარიყავი დელ პიეროს ჯარიმისას”.

ზინედინ ზიდანი 2011 წელს: ,,იტალიაში თამაში ძალიან რთულია, ალბათ ურთულესი. მე იქიდან წამოვედი და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, მიხარია რომ დავბრუნდი და ძველი მეგობრები ვნახე. ძალიან მსიამოვნებს ასეთ ფორმაში მყოფი დელ პიეროს ხილვა. ჩვენ თანატოლები ვართ და ის ისევ ფეხბურთს თამაშობს, ისევ სერია ა-ში და ისევ უმაღლეს დონეზე, ეს ურთულ;ესია”.

ჯანლუკა ძამბროტა: ,,მაკვირვებს და მაოცებს ის ფაქტი, რომ დელ პიეროს არ მოუგია ოქროს ბურთი”.

პაოლო კანავარო: ,,ეს არის საუკეთესო პიროვნება ვისაც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე შევხვედრივარ”.

დიახ, ყველა მათგანი მართალია. ძამბროტას გულის ტკივილსაც ვიზიარებ დიდი ხანია, მაგრამ დღევანდელი ოქროს ბურთის შემხედვარე… არა უშავს, სხვებს ჰქონდეთ, კომერციული ფეხბურთის ვარსკვლავებს. ალეს მთავარი აღიარება მიღებული აქვს. ჩვენ კი ისევ დაველოდებით გოდოს(მისი ერთ ერთი მეტსახელი), დაველოდებით როგორ დახატავს პინტურიკიო, როგორ დახვეწილად, ტექნიკურად და ელეგანტურად მოჭრის ბურთს. იმღერებს, მოქსოვს, დახაზავს და თავის გამორჩეულ ხელწერას დატოვებს. ხოლო როცა საბოლოოდ წავა… კიდევ უფრო დავსევდიანდებით, ბევრს, ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ და მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ვიქნებით – გოდოს მოლოდინში.

Written by 1myway1

სექტემბერი 24, 2012 at 4:57 PM

Posted in Uncategorized