1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for სექტემბერი 2010

ჩემი ტურნირი რსრ-ში

with 2 comments

ბოლო დროს ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და მიუხედავად წერის სურვილისა, როგორც ბლოგზე, ასევე ისე… ვერ ვახერხებ სამწუხაროდ. თუმცა ჩემი ბლოგის სტუმრებს ვპირდები, რომ საკმაოდ მალე, მე დავბრუნდები! 😀 😀

მანამდე კი, რა? სად? როდის?-ის მოყვარულბისთვის და მათთვის ვისაც ეს თამაში აინტერესებს, აუცილებლად უნდა დავდო ეს კითხვები.

ეს არის ტურნირი, რომელზეც ითამაშა 23-მა გუნდმა. ტურნირი გაიმართა ილიას უნივერსიტეტში 25 სექტემბერს 16:00 საათიდან 19:30 საათამდე. იყო 33 კითხვა. საწევრო გახლდათ 24 ლარი.

მოვრჩით ფორმალურ სისულელეებს და ჯიგრულად ვიბაზროთ ახლა 😀 ტუნრირის ჩატარების იდეამ რამდენიმე თვის წინ გამკრა და გავაკეთე კითხვები, რომლებიც სხვათა შორის, ჯამში საკმაოდ მოკლე დროში იქნა შედგენილი. კითხვების დატესტვისთვის მადლობა გიორგი ბაქრაძეს(რაღაც ნაწილი დატესტა) და განსაკუთრებული მადლობა ირაკლი გუნიას 🙂 სრული პაკეტი დატესტა მან, დამეხმარა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში და 3-4 კითხვის გვარიანად დატესტვაში. ერთი კითხვა მისიც იყო ამ პაკეტში.

ვფიქრობ იდეამ გაამართლა და მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ტურნირი შედგა და ცემი და ტურნირის მისია შესრულდა, რაც იყო ხალხის გართობა და სიამოვნების მიღება. ასევე რამდენჯერმე სერიოზულად გავარჯიშება გონების 😀 ვფიქრობ, რამდენიმე კლასნი და მაღალი დონის კითხვა იყო ამ პაკეტში.

აი ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არაერთი კარგი კითხვა გავაფუჭე ზედმეტად გამარტივებით 🙂 საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ღრმა ცოდნაზე აგებული კითხვებისა სა პიზდეცინტელექტუალობისა – ,ეს როგორ არ იცოდი’, ,ვაიმე ეს არ გაქვს წაკითხული?’ და ასე შემდეგ. მე ა რმინდა ცოდნაში შევეჯიბრო ვინმეს, რადგან ზოგადი ცოდნა არ მაქვს, რაც მინდა ის ვიცი და რაც მაქვს რარაც დოზით იმაში მინდა შეჯიბრი, იმას ჭკუა ჰქვია, ხოლო ჭკუაში შეჯიბრს ლოგიკაზე და აზროვნებაზე, ასევე ინტუიციაზე(მუღამისა და ადრენალინის ჭარბი დოზისთვის) აგებული კითხვები უნდა და არა რაღაც პიობები, რომლებზეც ხსირად გვიწევს თამაში. ამიტომ მსურდა პაკეტი ყოფილიყო შედარებიტ მარტივ, მარტივად რთUლი 😀 და სახალისო. თუმცა ვაღიარებ, რომ გადავამლაშე და ვიმეორებ, არაერთი კარგი კითხვა გავაფუჭე ზედმეტი გამარტივებით.

რამდენიმე ხარვეზი იყო ფორმულირებაში. სადრაც უკეთ ჩამოყალიბება შეიძლებოდა, სადრაც უფრო მოკლედ დაწერა… მაგრამ მიყვარს ჭარბსიტყვაობა და რა ვქნა 😀
პლუს პირველი ჯერისთვის არ იყო იმდენად ცუდი, დახვეწაა საჭირო 🙂

პაკეტის ერთფეროვნებას ბოლომდე არ დავეთანხმები, რადგან იდეაში არ აქვს თემატიკას მნიშვნელობა თუ კითხვა იმ თემატიკის ღრმა ცოდნას არ მოითხოვს და ზოგად ფაქტზე და ლოგიკაზეა დაყრდნობილი. ამიტომ რა თემატიკიდან რამდენი კითხვა მოვა არაფერს ცვლის. მე კი ვთვლი, რომ სპორტის შედარებითი ჭარბი დოზით ყოფნა არ აფუჭებდა საქმეს, რადგან თითქმის ყველა შემტხვევაში, პასუხი იყო ისეთი, რაც სპორტის ცოდნას სულაც არ მოითხოვდა, მით უმეტეს ღრმა ცოდნას.

ვინმეს თამაში უნდა შეიძლება და არ დავასპოილერებ, ქარაგმებით დავწერ 😀 ჩემს ნიკზე კითხვა იყო ღადაობა, ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით 😀 2-3 კიტხვა იყო არასათანადო დონის ან ზედმეტად მარტივი, რაც ჩემი ბრალია, მაგრამ პივაზე მიდიოდა 😀
ერთიცაა და უცნაური, იყო ერთი-ორი კიტხვა ყველა აიღებსთქო ვფიქრობდი და 2-3 აუჭირდებათთქო და პირიქით მოხდა 🙂 ცოტა გასაკვირია.

რაც შეეხება ორ სკანდალურ კითხვას 😀 😀 საფეხბურთო ტაქტიკაზე კითხვას 99% პროცენტით ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ 1 პროცენტი მაინც არაა ჩემი ბრალი 😛 რადგან თავიდან როგორც მქონდა, ისე არ მოიწონეს 😛 მე მინდოდა პასუხი ყოფილიყო ინგლისურად! ზუსტად ისე როგორც ეძახიან ამ ტაქტიკას და არა ქართული ვარიანტი, მით უმეტეს, როცა ქართულად ორნაირად იხსენიებენ. ხოლო გადაკეთების ჟამს, რატომრაც ჩავიბეჭდე რომ ,ის სიტყვა’ ერთად იწერება და მერე უკანაც არ დავიხიე 😀 (ახლა ჟურნალისტი კაცი ხარ და ეგ არ იცი და მსგავსები არ გვინდა 😛 ეგ არაფერი, უარესები მოგვდის ხოლმე, ხდება 🙂 ). მოკლედ ინგლისურად უნდა დამეტოვებინა. კარგი კითხვა გავაფუჭე.

მეორე კი უფრო ჩემი ტკივილია. ეს იყო კითხვა მგონი, რომელსაც ყველაზე მეტი დრო დავახარჯე, რადგან ძალიან ჯიგრული გახლდათ პირადად ჩემთვის. და აქაც იგივე უნდა მექნა 😀 როგორც მეწერა თავიდან ისე უნდა გამეშვა კითხვადაც, მაგრამ ის ფორმულირებაც არ მოიწონა 2-მა 3-მმა ადამიანმა და გამოვიდა უარესი 😛 არადა მართლა კარგი კითხვა იყო. მომიწია მოხსნა, რადგან რაც უმეტესობამ დაწერა, იმას ვერ ჩავთვლიდი, ბევრად უფრო ცუდი პასუხი იყო, ვიდრე სინამდვილეში 😀 ამ კიტხვის მოხსნას მოჰყოლია გუნდ აისბერგის პროტესტი, რაც იმ არეულობაში სამწუხაროდ ვერ შევნიშნე და აისბერგმა დიდი საკმაოდ ნაწილი ტურნირისა არ ითამაშა.

აი ეს იყო ჩემი პირველადი ფორმულირება:

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე იყო. გეხსომებათ, რომ მისი ბრძანებით ტელეკომპანია რუსთავი ორში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შევიდნენ, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. მაშინ ამ ამბავს გამოეხმაურა არაპოლიტიკური გაზეთი ,სარბიელიც’. გაზეთის მეორე დღის პირველ გვერდზე იმ ამბის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოსურათს დართული ჰქონდა ორსიტყვიანი სათაური, რომელიც თქვენ უნდა აღადგინოთ. თუ გეტყვით, რომ მეორე სიტყვა, პირველისგან ორი ასოთი განსხვავდება

სამ გუნდს ეწერა სწორი პასუხი 🙂 დანარჩენებმა, ბევრად უარესი პასუხი დაწერეს პირადად ჩემი აზრით, და იმის ჩათვლას ითხოვდნენ 😛

ზოგი ძალიან ცუდად მოიქცა, უაზროდ, რაც თამაშ აჯანჯლებდა და არეულობას ქმნიდა, მაგრამ ჯანდაბას. მომავალში გავითვალისწინებთ 😀 ისე, გადაღლილობას, საშინელი გაციებაც ემატებოდა და სუსტად ვიყავი, ცუდად… აღრენილი ამის ნიადაგზე და ერთი-ორი ნიპრიჩომ როჟის უაზრო ღადაობამ და ტვინის ბურღვამ კინაღამ წყობიდან გამომიყვანა, ბოლოს ძლივს შევიკავე თავი… მაგრამ არა უშავს )))

ხო, კიდევ გამოუცდელობისა და კეთილი გულის გამო ერთ-ორ გუნდს ისეთი ქულა ჩავუთვალე, რომელიც იდეაში არ უნდა ჩამეთვალა 😀 თუმცა ამას საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია 😛 რამდენჯერმე პრინციპულობაც გამოვიჩინე 😀

საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, მე მხოლოდ კითხვების მოტანა, წაკიტხვა და პასუხის ფურცლების მოტანა(ესეც ძლივს ვიპოვნე :D) მევალებოდა. აი დანარჩენი, მიკროფონი, მაგიდა, სკამები, სეკუნდანტები, ლასტოჩკები… უნდა მოეგვარებინა ილოს 😛 იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ილომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისით, გვიშოვნა დარბაზი(თან უსასყიდლოდ) და როგორც შეძლო ორგანიზება გაუწია დანარჩენსაც, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია და დიდი მადლობა მას.
ისევე როგორც დიდი მადლობა ორ სეკუნდანტ გოგონას, რომლებმაც გაუძლეს საგიჟეთს 😀 და კარგად იშრომეს. 4-5 მშვენიერი ,მერცხლისა’ არ იყოს, რომლებმაც ასევე ბევრი იმუშავეს. დიდი მადლობა ამ ხალხს

ილოსთვის ამადლობელოდ მინიმალური შეიძლებოდა ის, რომ მის გუნდს უფასოდ ეთამაშა ))
ჩემი სურვილით ჩემს ტურნირზე ამჯერად უფასოდ ითამაშეს FF-მა, სხვათა შორის-მა და აია-მ.

მიშა სულ იმას იძახის გამჭვირვალეობა და რამე და ვისაც ძალიან აინტერესებს გეტყვით იმასაც, რომ დარჩენილი 20 გუნდიდა, 2-3-ს ფული დააკლდა, რაზეც რასაკვირველია ზედმეტი იყო საუბარი, სულ რომ არც ჰქონოდათ 🙂 ერთსაც დაავიწყდა მოცემა. ბიჭებს მხოლოდ 20 ლარი დავუტოვე პივისთვის და ჯამში გამოვიდა 400 ლარის ფარგლებში. თქვენს მიერ კიტხვებში გადახდილ ამ თანხას ზეგ, უდიდესი სიამოვნებით მიირებს ტაობანკის რომელიმე მოლარე გოგონა, ჩემი საკრედიტო ბარათის ანგარიშის შესასვებათ, რისთვისაც წინასწარ მადლობა ტაობანკისგან 😀 😀

ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, ბოდიში მცრიედი ხარვეზებისთვის და იმედია, რაღაც დოზით მაინც ისიამოვნეთ 🙂

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე 😀
ჯერ კითხვები და ბოლოს შედეგები. დანარჩენი რაც გამომრჩა და გამახსენდება, კომენტარებში ვიტყვი 😀
შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, რომელი კითხვა მოგეწონათ, რომელი არ მოგეწონათ და ასე შემდეგ 🙂

კითხვები:

შენიშვნა: ძალიან დაღლილი და დროსი გაჭედილი ვარ ახლა, ამიტომ, კითხვებს აკლია წყარო, რასაც უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე აუცილებლად გამოვასწორებ 🙂

პასუხებისადა კომენტარის სანახავად, როგორც ხდება… მაუსით მონიშნეთ ისინი შეკითხვების ქვემოთ.

I ტური

1). (დასარიგებელი მასალა)

ამ საკმაოდ მადისაღმძვრელი მკერდის სურათს ინტერნეტში გადავაწყდი. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ მითხრათ, რისი ლოგოა დაფარული სურათზე

პასუხი: მოზილა ფაირფოქსი

კომენტარი: უბრალოდ ძალიან ჰგავს

2). რონალდ უეინსა და სერგეი მიტროხინს შორის განხეთქილებაათქო რომ ვთქვათ, მოვიტყუებით. პირიქით, მათ X აკავშირებთ. ერთი წუთის მერე, მითხარით რა არის X

პასუხი: ვაშლი

კომენტარი: სიტყვა განხეთქილება მინიშნება იყო განხეთქილების ვაშლზე. სერგეი მიტროხინი არის რუსული დემოკრატიული პარტიის იაბლოკოს ლიდერი და თავმჯდომარე. რონალდ უეინი კი გახლავთ, კომპანია ეფლის ერთ ერთი დამაარსებელი სტივ ჯობსთან და სტივ ვოზნიაკთან ერთად.

3), ყურადღებით ჩაიწერეთ ამონარიდი: ,,ქალი იმთავითვე იქცა პოლემიკის საგნად, პიესას კი, რომელსაც ცენზურა ოთხი წლის მანძილზე არ უშვებდა სცენაზე, უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად…’’.

ამ ამონარიდში მე გამოვტოვე ერთი სიტყვა. თუ მიხვდით რომელი და სად, მაშინ, დაასახელეთ ზუსტად პიესის ავტორი.

პასუხი: ალექსანდრ დიუმა უმცროსი(შვილი)

კომენტარი: გამოტოვებული სიტყვა იყო ,კამელიებით. სუბარია ცნობილ ნაწარმოებზე ,ქალი კამელიებით’

4). (დასარიგებელი მასალა)

ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა

შალვა კარმელის ლექსი:

ჩვენი საღამო სურნელია  ქრიზანტემიდან,

ვხედავ მთვარიდან გადმოეშვა ცის ,,ანჟელიკა’’,

მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი.

ვიცი შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებად.

დაგედევნება ,,ანჟელიკას’’ ერთგულ მწევრებად: –

ჩემი სონეტი, ჩემირონდო და მადრიგალი.

მითხარით რა სახელი უნდა ეწეროს ანჟელიკას ნაცვლად, რაც არის კიდეც ლექსის სათაური

პასუხი: არტემიდა

კომენტარი: ლექსის შინაარსი აშკარა მინიშნებაა ნადირობის ქალღმერთ არტემიდაზე.

5). გუნიას საოხუნჯო კითხვა: 2007-2008 წლების NHL-ის სეზონში ჰოკეისტი მეკარე მარტინ გერბერი ატარებდა შავ მუზარადს, ამის გამო მას ხშირად იხსენიებდნენ ერთი მოკლე ტიტულით. დაასახელეთ ეს ტიტული.

პასუხი: დარტ

კომენტარი: მეკარეს ეძახდნენ დარტ მარტინ გერბერს. გუნიას კითხვა რომ არის ესეც მინიშნება იყო. გუნია-მუზარადი მარტივი კომბინაციაა ვარსკვლავურ ომებამდე მისასვლელად

6). (დასარიგებელი მასალა)

სურათის ქვემოთ გაკეთებული მინაწერი მე წავშალე. ქართულად თუ ვიტყვით, წერია დაახლოებით ასეთი რამ: ,,ამას არასოდეს ემუქრება, არასოდეს მოუვა ,ეს’ ”. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ,ეს’ მოუვიდათ 21-ე საუკუნეში გადაღებული ფილმის მთავარ პერსონაჟებს. დაასახელეთ ეს ფილმი, ქართულად ან ინგლისურად.

პასუხი: თარგმანში დაკარგულები/თარგმანის სიძნელეები – Lost In Translation

კომენტარი: 2003 წელს სოფია კოპოლამ გადაიღო ცნობილი ფილმი თარგმანში დაკარგულები/თარგმანის სიზნელეები, ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით. ფოტოზე გამოსახული ადამიანის სახელს კი თარგმანში დაკარგვა მართლაც არ ემუქრება.

7). 1962 წელს ჰოლანდიაში რუუდ დილის სახელით დაბადებულ ფერადკანიან ფეხბურთელს, ჟურნალისტები და ქომაგები მოიხსენიებდნენ ისე, როგორც ეწოდება მეცხრამეტე საუკუნის შუაში შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: შავი ტიტა (რუუდ გულიტის მეტსახელი)

კომენტარი: დილი გახლავთ რუუდ გულიტის დედის გვარი, რომელიც ჰქონდა მას დაბადებიდან და როგორც ცნობილია, ახლაც ოფიციალურ დოკუმენტებს ამ გავრზე აფორმებს.

8). X ხშირად სულთან ერთადაა და სულთნის კარს იცავს. Y კი თავად გახლდათ სულთანი. მათ საერთო ის აქვთ, რომ ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. დაასახელეთ X და Y ნებისმიერი თანმიმდევრობით

პასუხი: ალადინი და სალადინი

კომენტარი: სელაჰ ედინ იუსუფ იბნ ეუბს, ჩვენ სალადინად ვიცნობთ, ხოლო ცნობილი დისნეის პერსონაჟების ალადინისა და ჯინის შესახებ ასევე კარგად მოგეხსენებათ.

9). (შეკითხვაში ცვლილებაა) I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჩრდილოაღმოსავლეთით საკმაოდ დიდ ტერიტორიას ეძახდნენ ,,მწვანე ეთერს”. ,,მწვანე ეთერი” ჰქვია ასევე ამერიკულ ფეხბურთში  დამცველი გუნდის კარამდე დარჩენილ ბოლო 20-იარდიან მონაკვეთს. ასეთი სახელის გადაცემას თქვენ ტელესივრცეშიც ხვდებით. მითხარით რომელი ორი სიტყვა შევცვალე მე ,,მწვანე ეთერით”.

პასუხი: წითელი ზონა

კომენტარი: წითელი ზონა არის გოგი გვახარიას გადაცემა.

10). (დასარიგებელი მასალა)

 

თქვენს წინაშეა სურათი, რომელზეც ჩვენ ერთი პოპულარული არყის ბრენდის სახელი წავშალეთ. მერე რა რომ ეს ადამიანი არყის ბოთლშია გამომწყვდეული, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის ნამდვილად კარგი კაცია. ახლა კი მითხარით რომელი სიტყვა არის goodman-ის წინ წაშილილი

პასუხი: absolute

კომენტარი: ეს გახლავთ მშვენიერი შვედური არყის აბსოლუტურად კარგი რეკლამა.

11). საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისრაელთან თამაშის მერე განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ყანაში იბურთავეს, ეს მინდორი არ იყოო, და კატეგორიულად მოითხოვა ამ მხრივ ვითარების გამოსწორება. ერთ-ერთი საფეხბურთო რეპორტაჟისას კი სპორტულმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძეს ამ თემაზე საუბარში ხუმრობით ახსენა ნაწარმოები, რომელიც თქვენც უნდა გაიხსენოთ…

პასუხი: თამაში ჭვავის ყანაში

კომენტარი: კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს იყო თამაში ჭვავის ყანაში. საუბარია ჯერომ სელინჯერის ცნობილ ნაწარმოებზე.

II ტური

12). შეიძლება ითქვას, რომ X მართლაც ფეთქებადსაშიში ყუმბარასავითაა. ისეთი კომპაქტურია, რომ კლავიატურაზეც კი თავსდება და ისეთი სწრაფია, რომ გარკვეულ წილად, თავადვე წარმოადგენს სიჩქარის ფორმულას. დაასახელეთ X

პასუხი: F1

კომენტარი: სდაუბარია ფორმულა ერთზე, რომელსაც F1-ს ეძახიან. ასეთი ღილაკი კლავიატურაზე ნამდვილად მოიძებნება და არსებობს F1-ს ტიპის ყუმბარებიც.

13). X 1810 წელს საჰერცოგოში დაბადებული კომპოზიტორია. Y კი თანამედროვე ოსკაროსანი მსახიობი. თუ X-ს გვარში ჩავამატებთ ერთ ასოს, მივიღებთ Y-ს სახელსა და გვარს. დამისახელეთ X-ც და Y-ც

პასუხი: შოპენი, შონ პენი

კომენტარი: საუბარი იყო ვარშავის საჰერცოგოზე, იმ პერიოდში ბევრი საჰერცოგო არ ყოფილა, ხოლო შოპენზე გასვლის შემდეგ შონ პენზე ადვილი ხდება.

14). (დასარიგებელი მასალა)

კომპანია რიბოკი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. ასეთია იმ ბოტასების კომბინაციაც, რომელსაც თქვენ ამ ბოტასების ერთ-ერთი სარეკლამო სურათის ფრაგმენტზე ხედავთ, რომელზეც ჩვენ შავი ფონით დავფარეთ ერთფეროვანი, მაგრამ სხვადასხვა სიმბოლოები. ახლა კი დამისახელეთნ რა ჰქვია ამ ბოტასების კოლექციას, ორი სიტყვით

პასუხი: ფლეშ როიალი

კომენტარი: პოკერში უმაღლესი ხარისხის კომბინაცია ფლეშ როიალია, რომელიც ხუთ ერთმანეთის მიყოლებულ ერთი მასტის კარტს ეწოდება.

15). 1930-იან წლებში ნოტინგემში, ამ სფეროში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბრწყინვალე შეჯიბრში, საბოლოო გამარჯვება მიშამ მოიპოვა, რომლის გვარსაც მე არ გეტყვით. მას 14 მეტოქე ჰყავდა და ჯამში მიშა მათი დამმარცხებელი გახდა. ტურნირი მიშამ ათი ქულით მოიგო, თან ისე, რომ არცერთ მეტოქეს არ გაუკეთა ეს. დაასახელეთ ,ეს’ ერთი სიტყვით

პასუხი: შამათი

კომენტარი: კითხვაში ორჯერ იყო პასუხი – ,მი-შა მათი’ და ,მი-შამ ათი’. საუბარია 1936 წლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურნირზე, დადაც მიხაილ ბოტვინიკმა პირველი ადგილი მოიპოვა. შამათი არცერთი მეტოქისთვის არ ჩაუსვამს მოგებული პარტიებისას.

(ვწერ ისე, როგორც  თავიდან მინდოდა რომ დასმულიყო)
16). ფეხბურთში არსებობს ერთ-ერთი ასეთი ტაქტიკა: 4-3-2-1 ანუ იწყება 4 მცველით და სრულდება ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით. ტაქტიკას თავისი ორსიტყვიანი მეტსახელიც აქვს, რომელიც თქვენ ორი ინგლისური სიტყვით უნდა დაასახელოთ თუ გეტყვით, რომ ის რასაც ეძახიან ამ ტაქტიკას თითოეული ჩვენთაგანის სახლის პერიოდული სტუმარია

პასუხი: Christmas tree / საახალწლო ნაძვისხე / საშობაო ნაძვისხე

კომენტარი: ტაქტიკის წყობა მართლაც წააგავს საახალწლო ნაძვის ხეს, მით უმეტეს, როცა ნაჩვენებია ხოლმე მწვანე ფონზე ფერადი წერტილებით. სისტემა ტერი ვენეიბლზმა შემოიღო, ემდეგ ცოტა ხანი იყენებდა გლენ ჰოდლიც. ყველაზე პოპულარული და სრულყოფილი კი კარლო ანჩელოტის ხელში გახდა, რომლის საყვარელიც სქემა გახლავთ 4-3-2-1.

17). (დასარიგებელი მასალა)

(*** of compositions by ***   ***)

ინგლისურ ვიკიპედიაში არის სტატია, რომლის სათაურშიც ჩვენ პირველი და ბოლო ორი სიტყვა წავშალეთ. პირველი და ბოლო სიტყვა, რომლებიც თანაჟღერადნი არიან, ინგლისურად მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. თქვენ უნდა დაასახელოთ ადამიანი, რომელსაც ეძღვნება კონკრეტულად ეს სტატია

პასუხი: ფერენც ლისტი

კომენტარი: საუბარია ცნობილ უნგრელ კომპოზიტორზე და პიანისტზე. სრულად სტატიის სათაური ასეთია: List of compositions by Franz Liszt. როგორც იცით, ასეთი ტიპის ჩამონათვალი ერთნაირად სათაურდება List of… და ასე შემდეგ.

(გაუქმდა) 18). 2001 წელს რუსთავი ორის შენობაში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შევარდნენ, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. ამ მოვლენებს არაპოლიტიკური გაზეთი სარბიელიც გამოეხმაურა, ორსიტყვიანი მჟღერი სათაურით. აღადგინეთ სათაური, თუ ერთი სიტყვა პოლიტიკოსის გვარია, მეორე კი მისი მოქმედება.

პასუხი: შევარდნაძე შევარდნაზეა

პასუხი: მაშინ პრეზიდენტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე იყო და ეს ფაქტი მისი გადაწყვეტილებით მოხდა. შესაბამისად სხვა რომელი პოლიტიკოსი გვარი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, კითხვაში ნახსენები იყო სიტყვა შევარდა და ხაზი ჰქონდა გასმული ჯღერად სათაურს.

18). ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე გადავაწყდი სტატიას, რომელშიც რამდენჯერმე ნახსენებია ცნობილი გაზეთის სახელი. სტატია კი დასათაურებულია ასევე  ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებით. მართლაც, ამ გაზეთის ჟურნალისტების გამოჩენას, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ხოლმე ხსენებული ნაწარმოების დარად. დაასახელედ ეს 1969 წელს შექმნილი ნაწარმოები

პასუხი: here comes the sun

კომენტარი: საუბარი იყო ცნობილ ბრიტანულ ტაბლოიდ  the sun-ზე, ხოლო the beatles-ს, კერძოდ კი ჯორჯ ჰარისონის  ცნობილ სიმღერას წარდგენა არ სჭირდება.

19). (დასარიგებელი მასალა)

სურათზე, რომელსაც თქვენ ხედავთ, წაშლილია სასმელის სახელი. თუ დააკვირდებით, ეს სურათი გაგახსენებთ ერთი ნაწარმოების სახელს, შესაბამისად ნაწარმოების ავტორსაც, რომელიც ალბათ პირველ რიგში ფსევდონიმით გაგახსენდებათ. ხოლო თუ ფსევდონიმი გაგახსენდებათ, წესით მისი ნამდვილი გვარიც უნდა იცოდეთ. ხოლო თუ გასცემთ პასუხს კითხვას – ვინ არის ნაწარმოების ავტორი? გაეცემა პასუხი კითხვასაც თუ რა ჰქვია ამ სასმელს. მაშ დამისახელეთ სასმელის სახელი.

პასუხი: ბეილისი

კომენტარი: სურათზე დომინირებს ორი ფერი, წითელი და შავი წითელი და შავი არის სტენდალის ცნობილი ნაწარმოები. სტენდალის ნამდვილი სახელია ჟან ანრი ბეილი. სურათზე კი მოცემულია საკმაოდ პოპულარული ირლანდიური სასმელი ბეილისი

(ჩემი სხვა კითხვებიდან მხოლოდ ეს მომაგონდა, ფურცელი დამრჩა და, ამით ჩავანაცვლე გაუქმებული კითხვა შესაბამისად. უკეთესი ვარიანტებიც შეიძლებოდა 😀 )
20). როგორც ირკვევა ამ სახელის მინიმუმ ერთი ქალაქი ყველა დასახლებულ კონტინენტზეა. შესაბამისად, ამიერიდან კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს ფრაზეოლოგიზმი – რომელი?

პასუხი: ყველა გზა რომში მიდის

21). ახლახან ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ბრედამ ფეიენოორდს უმასპინძლა. მატჩის ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ შეხვედრის 84-ე წუთზე ბრედამ გოლი გაიტანა, რასაც ბოლო წამებზე მეორეც მიაყოლა და ყოველგვარი იმედი მოუკლა ფეიენოორდსა და მის გულშემატკივრებს. რეპორტაჟის ერთ-ერთმა კომენტატორმა გიგა გვენცაძემ მიმართა სლენგს და საკმაოდ ლამაზადაც გამოუვიდა ჩანაფიქრი. თქვით ის ჟარგონული სიტყვა, რომელიც მან გამოიყენა

პასუხი: დაბრედვა/ დაბრედა/ დაბრიდა (ყველა ჩაითვლება)

კომენტარი: ჟარგონზე მოკლას მაგივრად ხშირად იხმარება სიტყვა დაბრიდა. ,მოუკლა’ იყო მინიშნება. ბრედას სახელიდან გამომდინარე სიტყვა ,დაბრედვა’ ძალიან კარგად ჯდებოდა იმ მომენტში.

22). აბსურდოპედიის თანახმად, ამ რეჟისორის შესახებ მსოფლიომ XIX საუკუნეში შეიტყო, როდესაც მან საზოგადოებას წარუდგინა რევოლუციური მეთოდი სასამართლოს  ჩატარების შესახებ. დაასახელეთ რეჟისორის გვარი

პასუხი: ლინჩი

კომენტარი: სასამართლოს რევოლუციური, სხვა, არატრადიციული მეთოდი არის ლინჩის წესით გასამართლება. რეჟისორ დევიდ ლინჩის შესახებ კი ალბათ ყველას გსმენიათ.

III ტური

23). (დასარიგებელი მასალა)

www…island.net

თქვენს წინაშეა ერთ ერთი კომპანიის ვებგვერდის მისამართი, რომელსაც ჩვენ წინ წავუშალეთ სამი ასო. შესაძლოა ეს კომპანია მართლაც კარგ პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ დიდი გამჭრიახობით მისი შეფები ვერ უნდა დაიკვეხნიდნენ, რადგან სახელი ცოტა უხერხული გამოუვიდათ. თუ მიხვდით რომელი სამი ასოა წაშლილი, მითხარით რას აწარმოებს ეს კომპანია

პასუხი: საწერ კალმებს

კომენტარი: საიტის მისამართია პენაილენდი ანუ საწერი კალმების კუნძული. თუმცა სხვანაირად თუ წავიკითხავთ გამოდის პენისლენდი…

24). ეს მიმდინარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ამჟამად უკვე ძალიან პოპულარულია. ამ მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი ფორმა, შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიურია. ასევე უნდა ვახსენოთ ამერიკული და აფრიკული. ერთი წუთის შემდეგ, მითხარით რაზეა საუბარი

პასუხი: სტეპი

კომენტარი: ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ კარგი და გამოკვეთილი მინიშნება იყო.

25). (დუპლეტი)

ა). X შეიძლება იყოს ოპერაში, ინტერნეტ ფორუმებზე, მობილურში… დაასახელეთ X

ბ). X-ს სახელწოდება შედგება X-ს პირველი და მეორე Y-ებისგან. ქართული ვიკიპედიის თანახმად, მსოფლიოში გავრცელებულია X-ების დაახლოებით 50 სახეობა. დაასახელეთ X

პასუხი: ა). ბანი

ბ). ანბანი

კომენტარი: მაგთიმ უკვე საკმაო ხანია შექმნა ,ბანი’. ინტერნეტში ბანის დადებაც გამოგიცდიათ ან გსმენიათ ამის შესახებ. ოპერაში ბანის მოსმენაზ რომ აღარ ვთქვათ. ანბანს კი ზედმეტი ახსნა აღარ სჭირდება.

26). (დასარიგებელი მასალა)

პირველ სურათზე თქვენ ხედავთ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კარიმ ჯექსონს. მეორე სურათზე კი ასევე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე აბდულ ჰოჯეა. აი მესამე სურათზე კი მათი კოლეგა შარმონ შაჰია, რომელსაც ფართო მასებში სულ სხვა, კერძოდ იმ სახელითა და გვარით იცნობენ, რომელიც მას თავისმა იმამმა მისცა. მითხარით რა გვარით ვიცნობთ ამ სპორტსმენს

პასუხი: ჯაბარი

კომენტარი: პირველ სპორტსმენს ჰქვია კარიმი, მეორეს აბდული, რაც მინიშნებაა კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კალათბურთელის კარიმ აბდულ ჯაბარის გასახსენებლად. საინტერესოა, რომ შაჰს თავისმა იმამმა სწორედ კარიმ აბდულ ჯაბარი უწოდა და ზოგიერთ კომენტატორს ის შეცდომით ლეგენდარული კალათბურთელის შვილიც კი ეგონა, მით უმეტეს, რომ შაჰიც 33-ნომრიანი მაისურით თამაშობდა

27). X 1984 წელს გამოჩენილი გამომძიებელია, Y კი არის ქალაქი რეგიონში, რომელთანაც მჭიდროდ დაკავშირებულია მისი საქმიანობა. დაასახელეთ X და Y, თუ ისინი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან ერთმანეთისგან

პასუხი: კატანი და კატანია

კომენტარი: საუბარია ცნობილი იტალიური სერიალის “რვაფეხას” პირველ ნაწილებში მთავარი როლის შემსრულებელ მიკელე პლაჩიდოზე, რომელიც კომისარ კორადო კატანის როლს ასრულებს. კატანია კი არის საკმაოდ ცნობილი ქალაქი სიცილიაზე

28). ერთ-ერთი ფილმის მთავარი პერსონაჟი მიდის ასაკოვან ბიზნესმენთან სახლში და აწყდება სარკეს, რომელზეც წითლად ოთხი ინგლისური ასო წერია და სავარაუდოდ, ბიზნესმენის ოცნებას წარმოადგენს. დაწერეთ ეს ოთხი ასო

პასუხი: TIME

კომენტარი: ფილმში ბიგ ლებოვსკი, ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟი აწყდება სარკეს, რომელზეც ჟურნალ თიმე-ს ლოგოა მიკრული, პერსონაჟის სეხნიასა და მოგვარეს ჯეფ ლებოვსკის ოცნება სავარაუდოდ პოპულარული ჟურნალის პირველ გვერდზე მოხვედრა და წლის ადამიანად დასახელებაა.

29). (დასარიგებელი მასალა)

ამ სურათის ზედა ნაწილში ჩვენ წავშალეთ სამი ინგლისური სიტყვა, რომელიც თქვენ უნდა აღადგინოთ. მჯერა ეს სამი სიტყვა, უმეტეს ჩვენგანს არაერთხელ აქვს გაგონილი, მით უმეტეს, რომ 1999 წლიდან მოყოლებული ამას გვეუბნება მერლინ მენსოსნიც.

პასუხი: rock is dead

კომენტარი: სურათზე ასახულია თამაში ქვა, ქაღალდი და მაკრატელი. მაკრატელსა და ქაღალდს უხარიათ, რომ ქვა მოკვდა. ინგლისურად თამაშს ჰქვია Rock-paper-scissors(ზოგჯერ როკის ნაცვლად stone-ს ამბობენ).  rock is dead არის ასევე მერლინ მენსონის სიმღერა

30). ის არც მავრია, არც გერმანელი და არც ნეაპოლური მაფიის წევრი. ის 1976 წელს არგენტინაში დაბადებული ადამიანია. დაასახელეთ იგი

პასუხი: Mauro German Camoranesi / მაურო ხერმან კამორანეზი

კომენტარი: მავრი მინიშნებაა სახელზე მაურო. გერმანია  გერმანზე ანუ ხერმანი, ხოლო ნეაპოლური მაფიის სახელი მოგეხსენებათ არის კამორა. კამორანეზი იტალიის ნაკრების რიგებსი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და აქვს კიდეც იტალიური სისხლი, მაგრამ დაბადებული და გაზრდილი არგენტინაშია.

31). X-ს შემქმნელად მიჩნეული ფრედი მააკი, იხსენებს, რომ ყველაფერი მისი ძველი ველოსიპედით დაიწყო. მან მოხსნა ველოსიპედს სიგნალი და X-ს სული ჩაჰბერა. დაასახელეთ X

პასუხი: ვუვუზელა

კომენტარი: გახსოვთ ვიზუალურად როგორია ძველებური ველოსიპედების სიგნალები? მააკიმ შემდეგ ამ სიგნალს მილიც გაუკეთა და ასე შეიქმნა ვუვუზელა, რომელმაც მსაჯებთან ერთად ჩაგვამწარა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.

32). ერთ-ერთ სარეკლამო სურათზე, საქორწინო ბეჭდების სპეციალურ ყუთში, მოჩანს რაღაც, რაც ერთი შეხედვით ბეჭედს წააგავს, მაგრამ ბეჭედი არ არის. წარწერა კი საკუთარი თავის დაცვისკენ მოგვიწოდებს. მითხარით რა რას არეკლამებს აღწერილი სურათი

პასუხი: პრეზერვატივს

კომენტარი: მშვენიერი რეკლამის იდეა გასაქებია, დაიცავით საკუთარი თავი, რათა არ მოგიხდეთ ქორწინება )))

33). რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთ საფეხბურთო მატჩში მინდორზე საუკეთესო მალხაზ ასათიანი გახლდათ და ამას გაზეთი სარბიელი პირველ გვერდზე გონებამახვილური სათაურით გამოეხმაურა. ფეხბურთელის გვარში, ჩამატებული იყო ერთი სიმბოლო. დაწერეთ ფეხბურთელის გვარი. სწორ ადგილას ჩასმული საჭირო სიმბოლოთი

პასუხი: ასათ%იანი

კომენტარი: ზედმეტია ))


ტურნირის შედეგები:

1. არგონავტები-27
2-3. სხვათა შორის-25
2-3. ექსკალიბური-25

4. 26-ე საათი -24
5-6. აია-23
5-6. ცუგცვანგი-23
7-8. ვიტამინი -22
7-8. ინტეგრალი-22
9-10. ავალონი -21
9-10. შაში-იაქე-21

11. დიპლომატი-20
12-13-14. ბრეინი-19
12-13-14. flush royal-19
12-13-14. franz ferdinand-19
15. ბლიცკრიგი-18
16-17. ბადაგი-17
16-17. ელვა-17
18. სოლო-15
19-20. აისბერგი-14
19-20. big brothers-14
21. ჩერნობილი-11
22. დრონი -10
23. old school-9

ვულოცავ არგონავტებს გამარჯვებას 🙂

ესეც (ბადე)ცხრილი, აქ შეგიძლიათ ნახოთ:
http://www.link.ge/file/336757/shedegebi.xls.html

Written by 1myway1

სექტემბერი 26, 2010 at 1:31 AM

Posted in Uncategorized

It’s shite being Scottish! & Post TOP 101

with 6 comments

მორჩა, ეს მართლა ბოლო პოსტია ტოპ 101-ზე, არ მესროლოთ 😀 უბრალოდ, გუშინ რამდენიმე შეცდომა მომსვლია და ჩავასწოერე წინა პოსტში. გარდა ამისა, რარაცეები გამომრჩენია და ვერ დავტოვებდი ისე ამ საქმეს, ახლა გამოვასწორებ… 😀 🙂


თავიდან პოსტის მთავარ მიზანს მოგახსენებთ. ეს არის ჩემს მიერ მრავალგზის ნახსენები Trainspotting-ის ერთ-ერთი სცენა, რომელზეც სულ მინდოდა დამეწერა და სულ მავიწყდებოდა. ჯერ ცალკე ფილმი რომ მიმოვიხილე იქ დამავიწყდა. მერე ტოპ 100-ზე რომ ვნახე, მეთქი ახლა ვიზამთქო და იქაც დამავიწყდა. გუშინაც დამავიწყდა და აღარ შეიძლება ასე 😀 სცენა ეხება ინგლისელების ძაგებას, რაც ძალიან მსიამოვნებს და გულს მფხანს 😀 ამიტომაც მიყვარს და მართლა მაგარია 🙂 თან ინგლისელი რეჟისორის, თანაც მანჩესტერში დაბადებულის მიერ არის გადაღებული, ეს ორმაგად კაიფია 😀 სცენა რა, ტექსტია მთავარი.

გეხსომებათ სცენა. როცა ბიჭები ბუნებაში გასვლას გადაწყვეტენ და აშკარად ვერ გრძნობენ თავს კარგად. თუმცა ტომი ცდილობს გაანეიტრალოს სიტუაცია და ამბობს – რა გჭირთ, ნახეთ რა ჰაერია და იამაყეთ რომ შოტლანდიელები ხართო 😀 სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში რენტონი და უტექსტესს მოარტყამს 😀 ძალიან რეჩია, იმენნა ზე 😀 ასეთი მართალი სიტყვები იშვიათია 😀 ჩემი ფეხები ვართ ეს შოტრლანდიელები, ნეხვები ვართო. ზოგს ინგლისელები არ ევასება, მაგრამ მე სულაც არა, ისინი უბრალო (მ)ნძრეველები არიანო. მეორეს მხრივ კი, სწორედ ამ ანანისტებმა დაგვიპყრეს ჩვენო, დაჟე იმადაც ვერ ვივარგეთ რომ მაგ სლეებზე უკეთესი ოკუპანტი გვეშოვაო და ვერანაირი ჰაერი/ჰავა ამას ვერ უშველისო 😀 😀  ამ სცენამ და რეჩმა დიდ ეკრანზე ორმაგად მოიტანა და… აგერ შემოგთავაზებთ, რუსული გახმოვანებითაც და ინგლისურითაც:

ახლა კი, ორი სიტყვით, მარათონის მართლა  ბოლო დღესაც მიმოვიხილავ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ დღეს კიდევ წავედი რუსთაველში და მართლა, ოფიციალურად დავასრულე კინომარათონი. როგორც გუშინ ვთქვი, love actually-ზე შევედი მეორედ და არც მინანია 🙂 მართლაც ტკბილი და კარგი ფილმია. იმდენ მომენტზე ვიკაიფე ხელახლა, რომ ყველა რომ ჩამოვწერო კაი დრო დამჭირდება და თითქმის მთელი ფილმის მოყოლა მომიწევს, ამიტომ არ ვიზამ 🙂 ისე მუსიკალური ჩანართები მართლაც მაგარია ფილმში, ისევე როგორც სხვა დანარჩენი 🙂

დედაჩემიც შევიყვანე მეორედ 😀 რომ მივედი, ჩუვაკმა რამეზე თუ არ სედიხარ მომეცი ის ბილეთიო. მე ვუთხარი, პირველზე შევდივარ, ქილ ბილის ბილეთი დედაჩემს უნდა მივცე და მეექვსე გრძნობას მოგცემთთქო 😀 მერე აიტეხა, გინდა თუ არა ერთად შესვლა არ გინდათო? შეიყვანე დედა, უკან წაიღე ბილეთი და გადაცვალეო. იმდენი ქნა, სანამ არ გადაგვარწმუნა 😀 მერე დედაჩემმა მითხრა, სანამ შენ მოხვიდოდი, კაი ბლომად ბილეთები მოაგროვაო 😀 ჩუვაკი მგონი უბრალდო ინტერესში შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ აბონიმენტი ჰქონდა, ყველას ართმევდა თავისუფალ ბილეთებს, ცვეტში ინტერესში ჩავარდა 😀

მოლარემ ნერვები მომიშალა, არადა ეს ერთ-ერთი იშვიათი მოლარე იყო, რომელიც მომწონდა ასე თუ ისე. თქვენ სამივე ბილეთი ხო აიღეთ და ამას ვერ გადაგიცვლითო. მე ვუთხარი, აქამდე გადამიცვალეს რამდენჯერმე და თან კარლიტოს გზა საერთოდ ამოიღეთ და ბილეთი მომეცითქო ))) მერე დარეკა სადღაც და უთხრა – ,სხვებსაც უნდათ გადაცვლა და რა ვქნაო’ (ანუ აქამდე ვიღაცას გადაუცვალა უკვე, სავარაუდოდ ჩუვაკს, რომელიც დაჟინებით მოთხოვდა :D). მერე მომიბრუნდა და ამიხსნა: ,,ასე მიტხრეს, რადგან ბოლო დღეა არ არის პრობლემა, თორემ ისე არ შეილძლებაო”. ადალჟენია გამიკეთა რა 😀 ტიპებმა ყველანაირი წესი დაარღვიეს, ერთი ფილმი რამდენიმე ფილმი საერთოდ მოგვაკლეს და აქეთ პრეტენზიები ჰქონდათ. უკვე იწყებოდა ფილმი და აღარაც არაფერი ვუთხარი, მთავარი იყო, რომ ბილეთი მომცა.

ასეთი იყო, ტოპ 101-ს შტრიხები. მიხარია, რომ აღარ მომიწევს მომქანცველი გზის გავლა, იმ ლოთების აგრესიულ ,ბანდასთან’ შეხვედრა ხან ხურდას რომ ითხოვენ და ხან დასარეკს და სულ მთვრალები არიან და ერთმანეთში ჩხუბობენ. ისიც მიხარია, ბოლო პერიოდში უაზროდ აღზნებული პატრულის მიერ გადაყენებულ მრავალ მანქანას რომ არ ვნახავ გზაში და პატრულმა უკვე ტიპების გაჩერებაც დაიწყო(აქამდე ოპერები თუ მათი ახალი ვარიაციები შრვებოდნენ), გუშინ შევესწარი მსგავსს. კონტროლი კაია, მაგრამ ტყუილა გაჩერება, ცუდი(სად მუშაობ და წვერი რატომ არ გაქვს გაპარსული კითხვებით). ბითლზკლუბთან ყოველდღიურ ჩხუბსაც ვეღარ მოვუსმენ, ნაცნობ უსახლკაროებსა და მათხოვრებსაც(საწყლები ძალიან მომრავლდნენ, გული მიწუხს ხოლმე) აღარ ვნახავ ცოტა ხანი.

სხვათა შორის, ავიწონე დღეს, ამ ფილმებმა სულ გაგაგიჟეს და რას დაემსგავსეო მეძახდნენ და მეც ვატყობდი 😀 მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ისეთივე 76 კილო აღმოვჩნდი, როგორიც ვიყავი ივლისის შუაში. როგორც ჩანს სახეზე ვხდები ხოლმე მარტო 😀 😀 77 და რაღაცა აჩვენა და ქალმა გამოაკლო ტანსაცმელი და 76-იო. კაია, მე მეგონა მაგრად დავიკელითქო.

გუშინ არონოვსკიზე რომ ვამბობდი, სულ დამავიწყდა მეთქვა, კი მიყვარს, მაგრამ უფრო მეყვარება ერთი ღამით მის მეუღლეს თუ მათხოვებსთქო 😀 😀 მოგეხსენებათ, მისი ცოლი რეიჩელ ვაისია(კარგი წყვილია) და სიამოვნებით გავატარებდი ერთ ღამეს ამ მშვენიერ ქალთან 😀 მშურს ცოტა დარენასი და იმედია არ გამოაშტერებს ეს ქალი და კარგი ფილმების გადაღებას გააგრძელებს 😀 თავად რეიჩელი კი კარგ ფილმებში კარგად თამაშს 🙂

ხო, კიდევ რა… რეჟისორებიდან აშკარად დომინირებდნენ სკორსეზე, ტარანტინო და სპილბერგი. მსახიობებიდან, დე ნირო და ჯო პეში 😀 ასევე დი კაპრიო. ნიკოლსონი, ალ პაჩინო, ბრედ პიტი და ელაიჯა ვუდიც არ გამოჩენილან ცოტაჯერ 😀

ესეც ჩემს მიერ ნანახი ყველა ფილმი:
http://forum.ge/?showtopic=34146734&view=findpost&p=21450144
6 ფილმი, რომ არ გამემაზა სხვადასხვა მ,იზეზების გამო, ზუსტადმ 101 იქნებოდა 😀

და ესეც გამომრჩა. დაგროვილი ბილეთებისგან უცებ რაღაცა ავაწყვე, არ იმსახურებენ, მაგრამ მაინც 😀

Written by 1myway1

სექტემბერი 5, 2010 at 6:04 PM

THE /love actually\ END

with 14 comments

უკვე აღარ წარმომედგინა რომ ამას დავწერდი  – კინომარათონი დასრულდა 😀 The End… Fin… ერთმა თვემ არნახულ რეჟიმში გაიარა ჩემს ცხოვრებაში და მაინც – მე გავუძელი 😀 დღეში 3 ან 4 ფილმი, ფეხით დაბრუნება სახლში ყოველდღე(3 თუ 4 დღის გამოკლებით), თან ძირითადად რუსთაველიდან… ყველაზე ძნელი სწორედ ამდენი სიარული იყო და ამან დამღალა 😀 თორემ ფილმები არ მომბეზრებია 🙂 თუმცა მაინც მიხარია, რომ მარათონი შედგა და ახლა უკვე წარსულში დარჩა, რადგან სიამოვნება მივიღე და დროა სხვა საქმეებსაც მივხედო, რომლებიც მაქვს და 10 სექტემბრის მერე ბევრად მეტი მექნება ანუ სულ რაღაც 5 დღე მაქვს აზრზე მოსასვლელად და ძველებურ რეჟიმში დასაბრუნებლად 😀 შესაბამისად, ალბათ ჩემი ბლოგიც დაუბრუნდება ძველებურ რეჟიმს და დღიურის სახე აღარ ექნება.

სანამ ზოგად შეფასებებზე გადავიდოდეთ, ძველებურად დარჩენილ ფილმებს დავუვლი რაც ვნახე ბოლო ორ დღეში. 1 სექტემბერს ბოლო წამს მივიღე მტკივნეული გადაწყვეტილება 😀 და გავწირე ლინჩის მულჰოლანდ დრაივი. ვითომ პატარა ეკრანზეც მშვენივრად ვისიამოვნებ ამ ფილმის კიდევ ნახვითთქო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დიდ ეკრანზეც მუღამი ექნებოდა, უბრალოდ თავი მოვიტყუე 😀

პირველი სექტემბრის პირველი ფილმი გახლდათ ნაიარევი სახე. ცხადია არ არის რაღაც სასწაული, ბევრი მინუსიც აქვს, მაგრამ არც საძაგებელი ფილმია, როგორც რატომღაც მოდაში შემოვიდა. ყველაფერი კარლიტოს გზას, ნაიარევის სახის და ეგეთების ბრალიაო, რაც დაგვემართაო 😀 გურჯები(და არა ქართველრბი) უნიჭოები და იდიოტები იყვნენ, რა ნაიარევი სახის ბრალია 😀 არც როგორც ასეთი მაფიოზური ფილმია ნაიარევი სახე, არის ერთ სოფლელზე, რომელმაც შეუპოვრობითა და ამბიციით უცებ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და უცებვე დაერხა, რადგან სოფლელია და პლუს პათოლოგიურ გრძნობებთან ერთად, რაღაც ადამიანური სისუსტეებიც აქვს. საერთოდ, ფრენკს ტყუილა აუშარდება, რამდენი რამე დახვდება წინ რასაც ფრენკი ეუბნება, რომელიც არც ისე ცუდი როჟაა და ეს გოიმი ძალაუფლებას და ფულს დახამებული(სულ ფული აკერია პირზე, ამადეუსში მოცარტის ცოლისა არ იყოს :D), თან ქალზე დახამდება. მანოლოს მკვლელობა ხომ საერთოდ მარაზმია. ბოლოს დის შემოსვლა და რეჩი გლეჯს. სოსა დონე როჟაა. და ეს საუნდტრეკი ძალიან უხდება ფილმს და სიტუაციას, დანარჩენებზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეს ჯიგრულად აჯდება, თან ბოლო სცენას ზუსტად: http://www.youtube.com/watch?v=danmxywtXjI ასე დაიბრიდა ტონი მონტანა. სხვათა შორის, ფილმი ჰოვარდ ჰოუკსს ეძღვნება, რომელიც არის კიდეც ორიგინალის რეჟისორი.

შემდეგ იდეაში საჰარაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ცუდი ფილმია და არ გამჭირვებია მისი გაწირვა. ძმაკაცს პატარა ზაპოი ჰქონდა და სიამოვნებით გავატარე მასთან რამდენიმე საათი ლუდის წრუპვასა და სასიამოვნო საუბარში. შემდგომ კი რუსთაველში მოვბრუნდი და ტერმინატორი II ვიხილე. მულჰოლანდ დრაივთან კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ როგორც ადრე აღვნიშნე, ტერმინატორი დიდ ხანს არ მენახა.

2-ში წვიმის კაცით ვაპირებდი დაწყებას, თან ნოუთბუქი ახლახან მქონდა ნანახი და ამის გარეშეც წვიმის კაცი მსურდა, მაგრამ წინა დღით გავიგე, რომ გაჭედა რამდენჯერმე და კაი ხანი შეჩერდაო. ამიტომ, კვლავ ჩამწარებულად ყურებას ისევ ნოუთბუქი ვარჩიე. მომწონს ეს ფილმი ასე ბანალურად ვთქვათ და საყვარელი ისტორიაა 🙂 საკმაოდ ხარისხიანი. რაიან გოსლინგი(მისი სეხნია რეინოლდსისა არ იყოს :D) მესიმპათიურება. გოგოს მამა არის ზეჩუვაკი ფილმში, სტალინს რო ჰგავს 😀 მუსიკაც კარგია. უოლტ წაიტმენის დვიჟენიაც ასწორებს.

მერე მოვიდა მოკალი ბილი. ტარანტინოს იუმორი, ბევრი სისხლი და ასე შემდეგ. საყურებლად კარგი იყო დიდ ეკრანზე. თუმცა ტარანტინოს ფილმებიდან ცოტა ნაკლებად მიყვარს მოკალი ბილი. პატივს კი ვცემ და საკმაო სიამოვნებაც მომანიჭა.

დღე არნახულად გემრიელად დასრულდა კრავთა დუმილით. თან მონატრებული მქონდა ეს ფილმი და უშუალოდ დოქტორი ჰანიბალ ლექტერი მენატრებოდა )) გენიალური პერსონაჟი, ასეთივე გენიალური შესრულებით, სერ ენტონის მიერ. ფილმი ხომ საერთოდ სუპერია. ერთადერთი ბოლო სცენა მიშლიდა სულ ნერვებს და დასასრული 😀 კარგი ჯოდი უნდა გადარჩენილიყო ვთქვათ, მაგრამ რაღა ისე პაცნურად და ცოტა არარეალურად 😀
ასეა თუ ისე… კლარიიიის.. სუპერ.

პირველი სიურპრიზი 3 სექტემბერს ის გახლდათ, რომ კარლიტოს გზა საერთოდ აღარ დაგვხვდა პროგრამაში, არადა ამ ფილმით ვაპირებდი მარათონის დასრულებას. ჯერ დაგეგმვა რომ ,მაგარი’ ჰქონდათ იმაზეც მეტყველებს, რომ იდეაში კარლიტოს გზა, მხოლოდ ერთი ფილმი, სამი დღე უნდა გასულიყო თავიდან მეოთხე(ხოლო რო გადააკეთეს მას მერე მეხუთე) დარბაზში, ჩვენ კი ტყუილა ერთმანეთს დამთხვეული ფილმები გაგვამაზინეს მანამდე. მერე კი იფიქრეს ალბათ, ამდენი გადავიიმასქენით თავზე და შეგვრჩა და ეს კარლიტოს გზაც სულ ამოვიღოთო. ცხადია, დასაწყისზე მეტ ბილეთს გაყიდნენ ღამე და… სხვა ხალხის ინტერესი და დათქმული სიტყვა ვის აღელვებს 😀 მეოთხე დარბაზში მაინც გაეშვათ ისე…

იქვე, რუსთაველში დარჩენა ვარჩიე და Love Actually-თ დავტკბი. მებევრედ ვუყურე ამ ფილმს და თამამად ვიტყვი ამ მარათონზე ასეთი დიდი სიამოვნება ცოტა ფილმმა თუ მომანიჭა(თუნდაც ზოგადად ამ ფილმზე ძლიერმა ფილმმა), მიყვარს და გადაღეჭილივით მაქვს ფილმი, მაგრამ თითქოს პირველად ვუყურებდი ისე გამისწორა. მერე სასწრაფოდ მომინდა ამჟამად რომელი გოგოც მომწონს ყველაზე მეტად, იმისთვის ამეხსნა ,ეს ყველაფერი’ 😀 მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელი იყო ეს და თან მაინც არ ვარ დარწმუნებული რომ ეს გოგო ამად ღირს და პლუს მე მართლა ასე მომწონს თუ არა 😀

ფილმი კი მართლაც მშვენიერია, ისეთივე მშვენიერი როგორც ცხოვრება… 😀 ვაღიარებ, ბრიტანელებს თუ კინო კარგი გამოსდით ძალიან კარგია ხოლმე, მაგრამ მაინც მიკვირს ამ უნიჭო ღორებისგან 😛  ასეთი ადამიანური ფილმი(მათი ძლიერი მხარე ცოტა უფრო სხვა სტილის ფილმებია ხოლმე და…). თუმცა ბოლომდე ბრიტანული არ არის ფილმი და ალბათ მაგაშია საქმე 😀 არანაირი კორექტივა არ შემაქვს ამ შედევრში, უბრალოდ, სხვადასხვა პერსონაჟებზე ჩემ აზრს გამოვთქვამ.

დავიწყოთ იმით, რომ გადასარევი მომენტია როცა კირა ნაითლისთან მიდის ჩუვაკი, სიმღერას ურთავს და წარწერებით ესაუბრება. ეს არის რომანტიკა, ცხოვრება, სიყვარული, მეგობრობა და ყველაფერი, გენიალურია. თუმცა რა ვქნა, მომკალით და პრიდაპირობა და მტივნეული რეალობა მირჩევნია ამას, თუნდაც დავკარგო ბევრი. როგორ უნდა იმეგობრო ალალად ტიპთან, რომლის ცოლიც მოგწონს და იკლავ ამ გრძნობას? ან რატომ უნდა ჩაიკლა თუ მოგწონს ქალი(უბრალო მოწონებაზე არაა თან)? მოკლედ – ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის და თავი მოვიკატუნოთ-ის არასდროს მჯეროდა და არც დავიჯერებ. სიმართლე და პირდაპირობა! 😀 აი ასე. არაფერია გამორიცხული, მსგავს სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმ, იმ ზანგის ადგილას აღმოვჩნდე და ვერ გავიგო ამის შესახებ 🙂

ალან რიკმანი ზოგადად მასტერია, მაგრამ ლამაზიათქო ვერ მოვიტყუებით 😀 ის და მისი ცოლი ფილმში, წმინდა ინგლისური წყვილია, რაღაც ამაზრზენთან ახლოს მისული(ბევრად უარესები ჰყავთ მაგ ღორებს :P), თუმცა მე სხვა რამის თქმა მინდა. აქაც იგივე მოგურჯულო მიდგომა – ბავშვებისთვის ასე აჯობებს… რა მარაზმია, მე ვფიქრობ რომ ყველასთვის აჯობებდა რიკმანი წასულიყო თავის მიასთან, ხოლო იმ ქალს თუ მოუნდებოდა ლაიამ ნისონთან გაიჩითებოდა. ხომ ცხადია, რომ თვალი გაურბის რიკმანს, აღარც უყვარს ცოლი(ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში) და რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა და სიყალბეში ცხოვრება, როდის უნდა გადაეჩვივნონ ადამიანები 🙂 ისე კულონის სცენა, თავის ატკინსონითა და მერე ცოლის ცრემლებითა და არშემჩნევით კაი რამეა.

გენიალურია მწერლის პერსონაჟი. ,ეუსებიო, მოლტო ბუენო’ 😀 ვაფანატებ ამ მომენტზე და აურელიაც კაი ცხელი რამეა 😀 რაღაცეებს რო ბოდავს ჩუვაკი სხვადასხვა ენაზე 😀 პორტუგალიურ ოჯახში მისვლა და საყოველთაო მსვლელობა ხო გლეჯს საერთოდ. კაიფია სარასა და კარლის ურთიერთობაც. სარასნაირი ტიპაჟებიც ძალიან მაღიზიანებს, ძალით რომ ირთულებენ ცხოვრებას, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად სრულდება მათთვის 😀 ისევე როგორც, კარგად დასრულდა ,იმიტირებული პორნოს’ მსახიობებისთვის, ეგ ცალკე ღადაობაა 😀 სარას ძმა პრიკოლია – სანიტარი პიტაიუტსა უბიტ მენია 😀 😀 და მერე ჯიგრულად რო გამოუქნევს ხელს სარას 😀

არანაკლებ გენიალურია (თუ უფრო მეტად არა) მომღერალი ბილ მაკის ისტორია და პერსონაჟი, თავისი მრავალი სასაცილო მომენტითა და სიმღერითურთ. ის ხომ პიკია, ელტონ ჯონთან რომ მივა და მერე უცებ მენეჯერს რომ დაადგება, რომელსაც მთელი ცხოვრება ლანძღავს და სქელ იდიოტს ეძახის. მივხვდი რომ მიყვარხარო და ის რო ეტყვის, რა არის 10 წუთი გაატარე ელტონ ჯონთან და უკვე ცისფერი გახდიო 😀 😀 😀

ბავშვის სიყვარულის ,სერიოზული’ და გულისამაჩუყებელი ისტორიაც მაგარი რამეა. ისევე როგორც ამერიკაში წასული უჩუვაკესის ეგრევე ნაშებს რომ აყრის(აქ ცოტა გადაამეტა რეჟისორმა, უფრო სადადაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მაგარია) და ძმაკაცსაც ჩამოუყვანს.

რაც შეეხება პრემიერმინისტრსა და ნატალის… ესეც მაგარი ისტორიაა და პრემიერმინისტრი ზეპერსონაჟია საერთოდ, ჰიუ გრანტიც ჯიგრულად ჯდება. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა და რეჩი სუპერია… იმას ართმევს რაც უნდა… ბრიტანეთსო 😀 ,ჩვენ ბექემის მარჯვენა ფეხის ქვეყანა ვართა… და ბექემის მარცხენა ფეხისაც’ 😀 მართლა ასეთი კაი ტიპი პრემიერმინისტრი რომ ჰყავდეთ მაგ სოფლელებს რაღა უჭირდათ 😀

მოკლედ, ჩემი აზრი კი გამოვთქვი, მაგრამ როგორც არის ფილმი, ძალიან მაგარია, უბევრესი მაგარი მომენტით, თუნდაც ეკლესიაში მიძღვნილი  all you need is love-თა და სხვა. ბრავო რიჩარდ კერტისს. სხვათა შორის, თავადაც ჩანს ფილმში ერთ-ერთ ტრომბონისტად და ამის გარდა მხოლოდ ერთი ფილმი აქვს გადაღებული – The Boat That Rocked – საკმაოდ კარგი რამეა. წარდგენილი იყო ოსკარზე ოთხი ქორწილის და ერთი დაკრძალვის სცენარის დაწერისთვის 🙂

მოვიდა ქილ ბილ 2-ს დროც და ბევრს ახალს არაფერს გეტყვით, ზემოთ პირველ ნაწილზე უკვე დავწერე. უბრალოდ, მაიკლ მედსენის აქტიურად გამოჩენა მახარებს, რადგან მევასება. ასევე ვიტყვი, რომ პირველი ნაწილი ალბათ მაინც სჯობია მეორეს. ბილი მაგარი როჟაა. ვნახოთ როგორი იქნება მესამე, ოღონდ ცოტა მოცდა მოგვიწევს )))

მეექვსე გრძნობა ახალი გამოსული იყო როცა ვნახე და მას მერე მხოლოდ ახლა ვუყურე მეორედ. მინდა ვთქვა, რომ მეორე ნახვისას უფრო მომეწონა და იმაზე მეტად დავაფასე, ვიდრე ვაფასებდი 🙂 რაღაც მცირე დეტალები არ მომწონს, მაგრამ ნამდვილად კარგი ფილმია. თუმცა არ შეგვარგეს, რუსთაველმა ისევ გამოაჩინა სახე 😀 ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მომენტში გაიჭედა და რამდენიმე წუთი მოიპარეს ჯამში, ბევრჯერ გაიჭედა.

აუცილებლად უნდა ვთქვა დასაწყისზეც… მისი ხმები მთელი ამ მარათონის მანძილზე შემოდიოდა და განსაკუთრებით, მეხუთე დარბაზში რომ გადმოიტანეს, მეოთხე ინგრეოდა ლამის 😀 დასაწყისს ვუყურე ტოპ 101-ს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ძალიან მომეწონა. ნოლანი სტიქიაშია, დი კაპრიო რომ მაგარი მსახიობია აქამდეც ვიცოდით არაგურჯებმა და ყველაფერი. უბრალოდ, მაინც ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი მეჩვენება ფილმის გარშემო, მაგრამ არც ვაკნინებ, ვიმეორებ – მაგარია. თუმცა ასეც არ შეიძლება ხალხო  😀 ისე, ურჩევნიათ დი კაპრიოს კუთვნილი ოსკარი ჩააბარონ ბოლო ბოლო, ოღონდ მე შათერ აილენდისთვის მივცემდი 🙂

მარათონის (არაოფიციალური)ბოლო დღეც მოვიდა… კინოთეატრ ამირანში დიდი ღრიანცელი იყო, რადგან ჯესოტარის შესარჩევი თუ რაღაც ტარდება და ხალხის ნაირსახეობას ვერ აცდებოდი. მცირე დარბაზში კი პირველი ფილმი ბერნარდო ბერტოლუჩის მეოცნებენი გახლდათ. ფილმზე მეტად საზოგადოებაზე ვიკაიფე. ორი ბიჭი იყო მოსული,  ისინი საკმაოდ პატარები იყვნენ და კიდევ არაფერი – ფუ შენიო, რომ იძახდნენ ეროტიულ სცენებზე და გულიანად იცინოდნენ ეგ არაფერი, იმედია, გაიზრდებიან. სინამდვილეში მოწონდათ ის კუტუებიც, ქალის იმის მიმდებარე ტერიტორიაზე კოცნებიც და დაჟე სისხლის სცენაც, მაგრამ ფუ შენიო ხომ უნდა ეთქვათ? 😀 ერთს რომ არ ეთქვა მეორე იფიქრებდა მასზე ,ცუდს’ და პირიქით 😀

ნუ ბავშვები გავიარეთ და იყო კიდევ ცოტა მოზრდილი ოთხეული, მგონი სამი ბიჭი იყო და ერთი გოგო ან ოთხივე ბიჭი. ნუ ტიპებმა იქ იგინეს რავი, ლამის ხმამაღლა ვიცინოდი. ქალიშვილობას რომ დააკარგვინებს იზაბელს მეტიუ და მერე ტეო და მეტიუ სისხლით გაისვრიან ხელს და ა.შ. ეს კულტურული შოკი იყო მათთვის 😀 ნუ ტეოს მასტურბაციასა და ნებისმიერ წვრილმანს გინებას აყოლებდნენ, მაგრამ გაუსაძლისი ფილმი მაშინ გახდა როცა… მეტიუ იაზბელის ,იმას’ მიუახლოვდა და ლამის აკოცა ან აკოცა და ჩვენ არ გვაჩვენეს 😀 😀 ამაზე უკვე ,კაი ბიჭებმა’ და ,ჭეშმარიტმა ქართველებმა’ ვეღარ მოითმინეს, ,პიზდასოსი ფრანგები’ ხომ არ იყვნენ ეყურებინათ და პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი 😀 😀 ძალიან მინდოდა ტაში დამეკრა ან გავყოლოდი და მეკაიფა, ეს რა მარაზმი ფილმი გვაჩვენეს მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვედითქო, მაგრამ დამეზარა 😀

თავად ფილმს რაც შეეხება, სულ ასეთი აზრი მქონდა – რაღაც აკლია. ფილმი კარგია, მაგრამ სულ ეს არის, ამაზე მეტი არა 🙂 საერთოდაც, ბერტოლუჩისა და ანტონიონის შემოქმედებაზე ცოტა ჩემებური აზრის ვარ, მაგრამ როგორც იტალიელ რეჟისორებსა და ძლაიან ნიჭიერ ხალხს, ცხადია, დიდ პატივს ვცემ.

მოვიდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის დროც – ფორესტ გამპი. ბევრს არ ვილაპარაკებ, ისედაც იცით, რომ ფილმი გენიალურია, ტომ ჰენკსი შეუდარებლად ასრულებს და ასე შემდეგ. რობერტ ზემეკისი კი ჩემი (ერთ-ერთი)უსაყვარლესი რეჟისორია. ადამიანი, რომელიც ,უკან მომავალში’-სა და ფორესტ გამპს გადაიღებს ძნელია არ გიყვარდეს 🙂 რობინ რაითი(პენი) კი ის გოგოა, სანტა ბარბარაში კელის რომ თამაშობდა 😀 და მერე შონ პენს გაჰყვა ცოლად. რან Fორესტ რან… 🙂

დაბოლოს, Requiem for a Dream-ით დავასრუილე მსვლელობა 🙂 შედარებით ბევრი ხალხი იყო, მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, ფილმი ნარკომანზეა, თან დაპიარებული. კაი ბიჭები მოდიან ბრაცი, იასნია, მაგარი კინოა… 😀 მერე მეორე, სათაურში ურევია ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ოცნება(გინდა გოგოს, გინდა ბიჭს იზიდავს) და რექვიემი(ეს ბევრი გურჯისთვის უცნობი სიტყვაა და გადაწყვეტს, რომ რაღაც მაგარი პონტი იქნება და წავიდეთო).

სერიოზულად თუ ვიტყვით, ფილმი ძალიან მაგარია, ამ თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო. ლეტო და განსაკუთრებით ბერსტინი უმაგრესად თამაშობენ(ჯანდაბას კონელიც). რეჟისურა ბრწყინვალე, საერთოდ, დარენ არონოვსკი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორია. კლინტ მანსელი კი მისთვის მომაკვდინებელ მუსიკას ქმნის და ასე… 🙂

ერთადერთი რაც ფილმზე მაორჭოფებს არის ლეტოს ხელი, სულ მეჩვენება, რომ იქამდე, მანქანაში მაგალითად, მარჯვენა ხელს იტკიებს, მერე კი მარცხენას აჭრიან(თუმცა გადავამოწმე, დავაკვირდი და ასე არ არის :D). პლუს ბოლოს ძალიან ცუდად არის შეფუთვა გაკეთებული, აშკარად ჩანს, რომ ბინტში(დოლბანდში :D) ხელი(იდეაში დარჩენილი ნაწილი) არ არის გახვეული… ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ,დეტლომანია მჭირს’ 😀

მოკლედ, ასე ნახევრადდაგრუზულმა და კმაყოფილმა დავტოვე ამირანი და გასასვლელში ჩუვაკს დაველოდე. ჩუვაკად ამ შემთხვევაში მარათონის ჟამს გაცნობილ წვერებიან ბაბუას ვიხსენიებ, რომელიც დაგვიმეგობრდა და ზეჩუვაკია მართლაც, კინომანი, ჯაზის მოყვარული, თავის დროზე ბოჰემურად მაცხოვრებელი(როგორც ირკვევა :D), შესაშური ინფორმაციის წყარო და რამე 😀 კაი ხანი ბილეთებს ვაძლევდი მეც და სხვებიც, იმ ფილმებზე რომლებზეც არ შევდიოდით. მერე აბონიმენტი აჩუქეს, ერთადერთი კარგი რაც გააკეთეს მარათონის მსვლელობისას კინოთეატრების შეფებმა 🙂 მოკლედ, ჩუვაკს დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე. მობილურსაც მთხოვდა ხოლმე სახლში დასარეკად და შენი ნომერი დაფიქსირებულია იქო, მე ვუთხარი თქვენიც, ჩემთანთქო. ბოლოს წამოსვლისას მადლობა გადამიხადა, ერთი თავისებური ჩაატარა ისევ, აქეთ რატო წამოვედი ვერ მივხვდი ეგებ მეტროს მივუსწროო და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა 😀 მე კიდე ღიმილიანად დავადექი ,ბოლო’ ფეხით გასავლელ გზას სახლისაკენ.

ჯამში ე.წ. ტოპ 101 შედგა. მიუხედავად, უამრავი ხარვეზისა, კმაყოფილი დავრჩი და მსგავს აქციებს თუ კიდევ ჩაატარებენ კარგი იქნება, ოღონდ გაჭედვების გარეშე და პროფესიონალურად. თორემ კინოში, რაც განაახლეს ტოპ 101-მდე, სულ ორჯერ ვიყავი, ერთხელ აბიზალოვკაზე რაღაც დოკ. ფილმზე და მეორედ ახლახან დასაწყისზე. ასე რომ, არ გამიჭირდება რომ არ მივიდე და თუ ასე გააწამეს კლიენტები, ბევრი არ ივლის კიდევ 🙂 თუმცა ქართველები ისეთები ვართ, მაინც ვეგუებით სამწუხაროდ… მაგრამ ყველა არა 😀

კიდევ ერთხელ და მოკლედ, რუსთაველისა და ამირანის ადმინისტრაციისთვის ვიტყვი, რომ ცოტა უფრო მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინონ. არ შეიძლება 2010 წელს ასეთ დონეზე იყოს სერვისი. როგორ შეიძლება ფილმების უმეტესი ნაწილი ჭედავდეს, იყოს საშინელი ხარისხით, ცუდი გახმოვანებით… ზოგი ფილმი საერთოდ ვერ გაეშვას… ინდიანა ჯონსისი I ნაწილის მაგივრად II-ს უშვებდეთ, როცა პროგრამაში I წერია. დროებს და რაც ყველაზე ცუდია დარბაზს ცვლიდეთ თქვენს გემოზე. მეხუთე დარბაზიდან მეოთხეში რომ გადაისროლა რუსთაველმა ფილმების უმეტესობა, რა წესი იყო. ეს არის უპატივცემულობა და პასუხისმგებლობის არქონა. რას ნიშნავს კონდიციონერს ვერ დავუწევთ ან უნდა ჩართული იყოს ან გამორთული, მართლა რომელი საუკუნეა? ასევე ჭუჭყიან სკამებს თუ გარეცხავდით და გადააკრავდით ახალ რამეს ზემოდან და პოპკორნის ჩამოტეხილ ჩასადებებს არადგენდით კარგი იქნებოდა… და ყველა ნაკლს რა ჩამოთვლის კიდევ. გარდა ამისა, განსაკუთრებით რუსთაველს ეხება, ცოტა აზრზე მოიყვანეთ პერსონალი, ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა, დამლაგებლიდან დაწყებული, მოლარით გაგრძელებული, ,ბაბინისტითა’ და ადმინისტრაციით დამთავრებული მუშაობენ სოფლელები, მეტყველების უცოდინარი, ნაგლი და გონორიანი ტიპები და ტიპშები. ჰოდა, ყოველთვის არ გაგივათ 🙂 ერთხელაც ამოასხამს ვინმეს. ერთადერთი ტიპი მომეწონა, რამდეჯნერმე ვნახე და ცდილობდა კლიენტებისადმი ყურადღება გამოეჩინა და დაჟე ჩუვაკს მოსაწვევები აჩუქა. ბლანჟით მოძრაობდა რუსთაველში და თითქოს მეტყველებაც არ უჭირდა და გორლაზეც არ იყო. რამდენიმე მოლარესაც არა უშავდა.

ფილმების ნახვის გარდა, კარგი იყო, რომ უამრავი ტიპაჟი დავაპრიკოლე ამ ერთი თვის მანძილზე და კაი მასალა მომეცა სამომავლოდ 😀 ბევრი ვიხალისე. ჩუვაკი და მისი ვაჟი(ლივერპულის ფანი :D) გავიცანი და ა.შ. მოკლედ, სახალისო და დასაპრიკოლებელი მასალა ბლომად იყო.

უხეშად რომ გადავთავლე ამ 31 დღის მანძილზე 96 ფილმი ვნახე. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ზოგიერთ ფილმს მერე სახლში ვუყურებდი, რომლებიც სხვებს ემთხვეოდა, დაახლოებით დღეში საშუალოდ 3,5 ფილმს მივიღებთ. რაც ცუდი შედეგი სულაც არ არის, მაგრამ იყო საკმაოდ ხანრგძლივი პერიოდი დღეში მინიმუ 5 ფილმს ვუყურებდი 🙂 აგრეთვე სისტემტიურად 6-7 ფილმს. ჩემი პირადი რეკორდი კი 8 ფილმია ჯერჯერობით. ეს ერთის მხრივ კარგია და აქტიურად ყურების გაგრძელებას ვაპირებ ახლო მომავალში, ცოტას რომ დავისვენებ, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდიცაა, იმიტომ, რომ ფილმების უმეტესობა ერთმანეთში მერევა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, ზოგის სცენები და ზოგის დასასრულიც კი არ მახსოვს წესიერად 😀

ფილმები, რომელიც არა დამთხვევის, არამედ ჩემი ნებით გამოვტოვე არის 3: მატრიცა 2(მეზარებოდა რატომღაც და დასალევად წავედი). ცხრანახევარი კვირა(რა შედევრი ეგ არის, რომ დიდ ეკრანზე ნახო, დავისვენე და ფეხბურთი ვითამაშე) და საჰარა(ასევე დასალევად წავედი).

ფილმები, რომლებიც გაუგებრობის გამო გამოვტოვე და გამიტყდა, ოთხია. თავიდან არ ვიცოდი, რომ რუსთაველში ორ დარბაზში გადიოდა ფილმები და ამის გამო სამწუხაროდ, გამოვტოვე: ერთხელ ამერიკაში, ბენჯამინ ბატონი და 300. ხოლო ტაქსი დრაივერზე ცოტა დამაგვიანდა ზესტაფონის თამაშის გამო, საქმე მქონდა 😦 და ბილეთიც არ მქონდა აღებული, სალარო კი უკვე დაკეტილი იყო, და არ შემიშვეს.

ბევრ ფილმზე ვიცინე, ლებოვსკიზე, ბრიუგეზე და ა.შ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამჯერად, ყველაზე მეტი გაი რიჩის სნეჩსა და გსნსაკუთრებით, ბანქო, ფული და ორ ლულაზე ვიცინე. ვწუხვარ, რომ მეორედ ვერ მოვახერხე ამ ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა. სხვაგვარ სიამოვნებას რაც შეეხება, ძალიან ბევრი ფილმისგან მივიღე – კარგი, ცუდი, ბოროტი. ცხოვრება მშვენიერია, ამორეს პეროს, უკან მომავალში და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ბევრი ფილმი უკეთ შევაფასე დიდ ეკრანზე და მონატრებულზე. ვწუხვარ, რომ ბევრი ფილმის კაიფი ცუდმა ხარისხმა და გახმოვანებამ გააფუჭა.

ასეთი იყო ჩვენი კინომარათონი და დანარჩენი, რისი თქმაც მინდოდა(უფრო დეტალურად) მოგვიანებით გეტყვით, მონიშნული მაქვს რაღაცეები ))) ეს არცთუ ადვილი ,ბარიერი’ სიამოვნებით გადავლახე, რითაც კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ.

აქვე გაგიმხელთ, რომ სავარაუდოდ, ხვალ წავალ რუსთაველში, დავბრუნდები უკან მომავალში და მეორედ ვნახავ Love Actually-ს 😀 შესაბამისად, ეს გახდება ერთადერთი ფილმი, რომელსაც ორჯერ ვიხილავ ამ მარათონისას და ასე ტკბილად დავასრულებ ტოპ 101-ს.

მუდამ გახსოვდეთ – All You Need Is Love და ცხოვრება მშვენიერია 🙂
I did it… MY WAY

Written by 1myway1

სექტემბერი 5, 2010 at 1:19 AM

ყველაზე ფილმიანი ზაფხული

with 2 comments

არ ვიცი ჯინი ქონდათ, რომ ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან და დოგვილი, რომ არ მენახა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ფაქტია, ამირანში პირველი ფილმი ისევ 5 საათზე გადმოუტანიათ. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ წინა დღეებს რას ერჩოდნენ ვერ მივხვდი.

მე კი 27 აგვისტო ამირანში კი არა, რუსთაველში გავატარე. ყველაფერი ოთხი ოთახით დაიწყო და მონატრებულზე ძალიანაც გაასწორა. თუმცა მოგატყუებთ, რომ ვთქვა ამ ფილმზე ვგიჟდებითქო, ამიტომ, არ ვიტყვი და არ მოგატყუებთ 😀 ყველაზე მეტად ტარანტინოს ჩანახატი მომწონს, თავისი გენიალური დასასრულით. თავად ტარანტინოს ტიპაჟი, ტრადიციული საუბრები ძველ ფილმებსა და მსახიობებზე. სახალისო სცენარი და ბრწყინვალე ბოლო მომენტი, ჯერ ასდოლარიანებს რო გადაუთვლის, ტონკად დაიყოლიებს და მერე ეს შაკალი ტიმ როტი ცივსისხლიანად რო ჩაარტყამს თითში, საოცარია 😀 და თან პირველივე ანთებაზე როხდება, კვენტინაა რა 😀

აი სიცილი და სიამოვნება თუ იყო, ამის მერე გახლდათ. გაი რიჩი გვეწვია თავისი დიდი კუშით 😀 ლოქ სტოკთან ერთად, სნეჩი უმაგრესი ფილმია და რიჩის კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ჩემგან. მთლად ლოქ სტოქის დოზებიტ ვერა, მაგრამ იმდენი ვიცინე, რომ ამ შემთხვევაშიც ცუდად გავხდი და ძალიან მოიტანა. ბრედ პიტის პერსონაჟზე ხო ვაფანატებ აქ და იმ მომენტზე ,ტი ნეკუდა ნე იდოშ’-ო(სხვათა შორის თარგმანი მოიკოჭლებდა, რამაც მცირე დაღი დაასვა ფილმს) ციგნურად რო ეუბნება იმ ვერზილას თავიდან და მერე მშვენიერი საუნდტრეკი რომ ირთვება. ასევე მაგარია რიჩის ამოჩემებული მსახიობები რომ ფიგურირებენ. ნუ ვინი ჯონსი სტიქიაშია, დაჟე სტეტჰემი უხდება თვის როლს 😀 ბორის ბრიტვა, დაგ გალავა, ოთხთითა ფრენკი, ავი, ტომი, ,კირპიჩი’ და ა.შ. უბრალოდ გენიალურია 😀 ერთი მაგარი რჩევაც არის ფილმში – ნეკაგდა ნე ხადიტი ვ ანგლიუ 😀 ,ლონდონ, მერი მატ იო პოპინს’ 😀

ყოველთვის ვჭედავდი იმ მომენტზე სტეტჰემი რომ ეკიტხება ჩუვაკს სოსისი რამდენ ხანში იქნებაო და ის რომ პასუხობს 2 წუთშიო, კაი ხანი რო გავა და რას შრვება სოსისი მზად არ არისო და 5 წუთშიო რო ეტყვის 😀 😀 😀 კიდევ რომელი ერთი გავიხსენო, ზანგები ბრწყინვალე მონაკვეთები, ძაღლი, დელ ტორო რო ბორისს ეკაიფება და რუსული აქცენტით ელაპარაკება… ბევრის გახსენება შეიძლება კიდევ, სუპერია მოკლედ 🙂 გული დამწყდა, რომ შემდეგ დღეებში მეორედ შესვლა ვერ მოვახერხე. სნეჩსაც და ლოქ სტოქსაც ახლო მომავალში კიდევ ვუყურებ დიდი სიამოვნებით.

და სინ სიტის დროც მოვიდა. კომიქსები არ მიყვარს, მაგრამ ამ ფილმს ვაღიარებ. მართლაც კარგია, მაგრამ ზედმეტი გაჭედვაც არ ვარგა, ზოგმა იცის და აქვს კიდეც ზედმეტად გაჭედილი 🙂 სერიოზული შემადგენლობაა ფილმში მსახიობების და ყველა კარგად ასრულებს თან. რეჟისორული ნამუშევარიც 5-იანზე. ტარანტინოს მოწვევაც გაამართლებდა თავისთავად 😀

ელაიჯა ვუდი უმაგრესია თავისი პერსონაჟით. კლაივ ოუენიც კაი ტიპია. რურკი და უილისი თავისთავად. მედსენიც კარგად ზის მოკლე ეპიზოდებში, ჯეკი ბოი და ყველა. ჯოშ ჰარტნეტზე ვკაიფობ თავიდან და ბოლოში, მაგარია 😀 და საერთოდ მევასება ეგ ლაწირაკი.

ამ სამი ფილმის მერე სულ სხვა განზომილებაში გადავინაცვლეთ – გლადიატორი. დიდ ეკრანზე ნამდვილად ძალიან გაასწორა ფილმმა და კიდევ უფრო მომეწონა. ადრეც მომწონდა, მაგრამ ცოტა გადაფასებულად ვთვლიდი. ახლა უფრო ნაკლებად ვთვლი 😀 თუმცა ცოტა გადაფასებული ალბათ მაინც არის. მთავარი კი ის არის, რომ ძალიან ვისიამოვნე და დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები 🙂

28 აგვისტო უკვე ამირანს მივუძღვენი და დღე ფორმანის შედევრით ,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’-თი დავიწყე. ერთადერთი რაც ამ ფილმთან დაკავშირებით მაღიზიანებს, ბევრს არც ესმის რეალურად და წესიერად და ისე ამბობს უმაგრესი ფილმიაო, შედევრიაო და ამასთან სხვა როგორ მოვაო და მსგავსებს, იყენებს ნიკოლსონის ავატარს, ირქმევს მაკმერფის და თავი მაგარი ჰგონია 😀 ასეა თუ ისე, ფილმი ბრწყინალეა, მაგრამს ხვანაირი ფინალი რომ ყოფილიყო, ცოტა სხვანაირი, მაინც ბრწყინვალე იქნებოდა 😀 😀 წიგნი კი სულ სხვანაირია, როგორც ვიცი, იქ მთავარი ინდიელია 🙂

ნიკოლსონი ცემ ფავორიტ მსახიობებსი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და მასზე ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო 🙂 შეუდარებელია კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟი ტაბერი, ის მომენტი კი თვალებს რო ქაჩავს, როცა მაკმერფი ექიმ ქალს ახრჩობს, საერთოდ საოცარია. ლოიდზე გული კი მწყდება ცოტა, ვფიქრობ ბევრად უფრო შეეძლო გაქაჩვა და ვერ გაიქაჩა ან ,არ გაქაჩეს’. დენი დე ვიტოს მარტინიც სუპერია და ყველა და ყველაფერი მოკლედ.

ამას მოჰყვა მულტფილმია, ფანტასტიური მისტერ ფოქსი. კი ბატონო, უმაღლეს დონეზეა გრაფიკულად შესრულებული და არამარტო გრაფიკულად. როალდ დალის ისტორიაც მშვენიერია, გახმოვანებაც, ქვეტექსტები და ჩადებული აზრიც. ყველაფერი ერთად კარგია, მაგრამ არაა ჩემთვის ეს ანიმაციები და რა ვქნა 😀 არ ვარ ჯერჯერობით მათ მუღამზე და მხოლოდ რამდენიმე მომწონს. ალალად ვიტყვი გული შემეკუმშა სანამ დამთავრდა მულტფილმი, თან მაინტერესებდა რა მოხდებოდა და ველოდებოდი და თან ვეღარ ვსუნთქვადი უკვე 😀 😀

ბოლოს კი ამირანმა ნერვები მომიშალა(და ამას შემდეგი დღეებიც დაამატა, მგონი რუსთაველს გადაუსწრეს უკვე გაჭედვებში სამწუხაროდ). დენი ბოილის პლაჟს ვუყურებდით და ერთი საათი ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე… ჯერ ერთ კარგ მომენტზე გაჭედეს, მერე მეორეზე… და უკვე ვეღარ მოვითმინე, ავდექი და გამოვედი. მოგვიანებით სახლში დავასრულე ფილმის ყურება. ბოილს უკეთესი ფილმებიც აქვს, მაგრამ მე პლაჟიც მევასება. თავისი დი კაპრიოთი, რობერტ კარლაილით, ტრადიციული ქალის ნიმუში ფრანსუაზათი 😀 და სხვანით.

მხოლოდ ერთფილმიანი გამოდგა 29 აგვისტო. ეს ერთი ფილმი კი ინდიანა ჯონსის მესამე ნაწილი გახლდათ, რომელშიდაც შონ კონერის გამოჩენა დამატებით პეწს სძენს ნამუშევარს. დღის მეორე ფილმი იდეაში ცხრანახევარი კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა გულახდილნი თუ ვიქნებით, ფილმი არ ვარგა და ღამე ფეხით სიარულიც მეზარებოდა, თან დიდ ეკრანზე სულაც არ არის აუცილებელი ამ ფილმის ნახვა, ამიტომ გავაცდინე და ბურთი ვაგორავე ამის ნაცვლად, მერე კი დაუგეგმავად გომი ორიგინალით დასრულდა ყველაფერი 😀 ამ ფილმს კი, ჯანდაბას ერთხელ კიდევ ვნახავ ახლო მომავალსი. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობის ფილმია და კიმ ბესინგერი ჩემი ბავშვობის საოცნებო ქალი 😀

30-ში საქმეები გამომიჩნდა და რუსთაველის ნაცვლად ამირანში გავიქეცი ბოლო წამს, იმ მიზეზის გამო, რომ უფრო ახლოს იყო 😀 საბედნიეროდ, პიანისტს ზუსტად მივუსწარი და მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ხარისხით გვაჩვენეს და რამდენჯერმე გაჭედა ცოტა, მაინც ძალიან გაასწორა ამ ჩინებული ფილმის კიდევ ერტხელ ნახვამ.

ბრავო პოლანსკი, ბრავო ბროუდი და კომპანია. მუსიკაც ჩინებულია. კარგად არის ნაჩვენები ებრაელების ტიპაჟი. ასევე ფაშისტების რაღაც მომენტში. ერთადერთი რაც მაღიზიანებს პარადოქსია და კაპიტნისა და პიანისტის მაგარ სცენას უკავშირდება. ჯერ ერთი ძალიან პრიმიტიულად არკვევს კაპიტანი, რომ ბროუდი პიანისტია, ეგრევე რატომ ჰკითხავდა რა პროფესისს ხარო. მერე მეორე, კიტრის კონსერვის თრევა ძალიან მაგარია და უნდ აიყოს კიდეც, მაგრამ ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება, ზედმეტი აქცენტია და სულ ყველგან აღარ წაათრევდა ეხლა 😀 ხოლო მესამე, რომ ვეღარ შველიან ამ გერმანელ კაპიტანს მაგრა მიტყდება, დონე როჟაა 😀 🙂
ვიცი გავახურე ცოტა, მაგრამ არა უშავს 😀

ამას მოჰყვა ფორმანის ამადეუსი, რომელზეც გაჭედვები კიდევ უფრო ხსირი იყო. თუმცა ფილმი იმდენად გენიალურია, რომ ბოლომდე მაინც ვერ ჩაგვამწარეს. ალალი იყოს ის 8 ოსკარი. ტიპაჟები მართლაც მშვენივრადაა შერჩეული. მუსიკის გენიალურობა თავისთავად. გაფორმება, ისტორია, რეჟისურა… ყველაფერი ბრწყინვალეა.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მიურეი აბრაჰამის შესრულებული ანტონიო სალიერით. ნამდვილად დამსახურებულად მიIღო ოსკარი. მან გამოაჩინა ის იტალიური ელეგანტურობა, რომელიც სალიერის აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ეს კარგი თამაშის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო. ხოლო როცა არ ხარ იტალიელი, კარგად ითამაშო იტალიელი ძალიან ბევრს ნიშნავს 😀 😀 აბრაჰამმა ეს მინიმუმ 8 ბალზე შეასრულა და საერთოდ საოცარი სალიერი გვაჩვენა.

ფსიქოზე აღარ დავრჩი. გადავწყვიტე ჰიჩკოკის შედევრი გამეწირა, დი ეკრანზე მისი ნახვა აუცილებელი არ არის ცემი აზრით. თან ვივარაუდე ცუდი ხარისხით ექნებათ და თან გაჭედავენ და ნერვები დამაწყდებათქო. ასე აგიხდეთ ყველაფერი, თურმე მრავალჯერ გაიწედა და ნახევარი დარბაზი ნაადრევად წავიდა 😀  მე კი მანამდე რუსთაველში გავეშურე და კიდევ ერთხელ ბავშვობა გავიხსენე ანუ ტერმინატორის I ნაწილს ვუყურე 🙂 კაი იყო.

ზაფხულის ბოლო დღეს დიდი სიამოვნება მელოდა, რადგან მარტინ სკორსეზეს Goodfellas-ს ძალიან დიდ ხანს ველოდი, თან მონატრებული მქონდა და მოლოდინმაც არ მიმრყუნა. ბუნებრივია, გაჭედვის და რამდენიმე წუთის მოპარვის გარეშე აქაც ვერ გაძლეს ჩვენმა დიადმა კინოთეატრის მუშაკებმა, მაგრამ რა გაეწყობა…

დე ნიროსა და ჯო პეშის შეუდარებელ დუეტს აქ რეი ლიოტა ემატება, რომელიც პირადად მე მაგრად მევასება. რეი კაი ტიპია და ვერ ვიტყვი ბევრად მეტი შეეძლოთქო, რადგან რაც არის ეს არის, მაგრამ ცოტა მეტი ალბათ კი შეეძლო. თუმცა ცუდი მსახიობი ნამდვილად არ არის და ისედაც საკმაოდ წარმატებული კარიერა გამოუვიდა. თან რაც მთავარია კაი ტიპია 😉 ნუ თავად ფილმი რომ მაგარია თქმა არ სჭირდება ამას, მოგეხსენებათ 🙂

კაიფია ლიოტას მომავალი ცოლი რომ ეუბნება, თავიფრენკ ვალი ხომ არ გგონიაო 😀 ფრენკ ვალი იგივე ფრენსის სტეფან კასტელუჩოა, კიდევ ერთი წარმატებული იტალიელი ამერიკაში 🙂 ყველაზე უკეთ შესაძლოა Can’t Take My Eyes off You-ს შესრულებით იცნობდეთ. ასევე ახსენებენ სემი დევის ჯუნიორს, ნატ კოულს, ჰენრი იანგმენს… მე კი ყველაზე მეტად ვკაიფობ ზოგადად ფილმების 80% მაინც დიადი ფრანკ სინატრა რომაა ხსენებული ან მისი სიმღერა ჟღერს ან ხშირად ორივე ერტად 😛

არც ამჯერად მოგატყუებთ და Across the Universe მიყვარსმეთქი არ გეტყვით, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ  მშვენივრად გავერთე. ჯეკ კერუაკის ხსენება განსაკუთრებით ასწორებს 😀 ამ ფილმზე წინა დღესაც ბევრი ხალხი ყოფილა(თი-ბი-სი ბანკის რეკლამის მუიკა რო უყვართ და მობილურზე ზარად უყენიათ ეგეთებიც ბევრნი იყვნენ იმ ბევრში, რომლებსაც გაუკვირდათ თი-ბი-სის რეკლამას ამ ფილმში რა უნდაო) და 31-შიც ბლომად მოვიდა მაყურებელი, სწორედ ამან გამაღიზიანა მე 😀 ნუ კაი, უკეთეს ფილმებზე არ დადიან და ეს უსწორდებათ, კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც უსწორდებოდეთ ალალად და ესმოდეთ რამე. ბევრი უაზრო იყო მოსული და სწორედ ამ უწი პუწების გამო მყავდა ბითლზი თავის დროზე შეძულებული 😀 ნუ ეს ჩემი პერიოდული და ადგილ-ადგილ პროტესტანტული ბრძოლები კიდევ ცალკე თემაა 😀

დღე ღირსეულად დაგვირგვინდა -მამაცი გულით. Fრიდომ არა სლე 😀 უფრო სწორად, Fრიდომს ვემხრობი და ყველაფერი, მაგრამა რის რამდენიმე გადამლაშებული მომენტი 😀 სოფლელი, გოიმი შოტლანდიელებიც არ მევასებიან, მამაცი მშიშრები 😀 მაგრამ ამაზრზენი, ღორი ინგლისელები რასაც ჰქვია მეზიზღებიან. ეს ლირიული გადახვევა 😀 იქით იყოს და ეს ყველაფერი არ ცვლის იმას, რომ ფილმი ჯამში ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ გამისწორა.

ყველაზე მაგარი კაცი შერეკილი ირლანდიელია 😀 ასევე რობერტ ბრიუსი, მაინც კაი ტიპი რომ გამოდის 🙂 სილა იესტ უმა ნე ნადა ტიპებს ვერ ვიტან და ის გიჟმაჟი შოტლანდიელი, მამამისითურთ ზუსტად ასეტები არიან, მაგრამ ორივე პერსონაჟი პრიკოლია. ნუ თავად უოლესი, უოლესია რა 😀 ღალატის მომენტები საშინელია, როგორ გაწირავენ ის სლეები. პრინცესა სტიქიაშია, ქალის სახე კიდევ ერთხელ ჩანს 😛

აი ასეთ მაჟორულ ნოტაზე დასრულდა ზაფხული 🙂 მე თუ მკითხავთ, ძალიან უცებ გაიარა. ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. მერე ბათუმში რსრ-ს ამიერკავკასია. მერე ეს კინომარათონი დაიწყო და თვალიც ვერ დავახამხამე რომ ზაფხული გაქრა 😀 ალბათ ასევე უცებ მოვა უსაშველო სიცივეები…

იქამდე კი, წინ კიდევ 5 კინომარათონის დღეა. უფრო სწორად კიდევ მხოლოდ 5 დღე 😀 არ მჯერა რომ ასე ცოტა დარჩა 😀

Written by 1myway1

სექტემბერი 1, 2010 at 12:59 AM