1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

MMW 2 – Taken by Trees

with 2 comments

მე მიყვარს შვედეთი, ძალიან მიყვარს. ალბათ პირველად კარლსონის და ლინდგრენის გამო შემიყვარდა. მერე ბევრი სვენსონის და ანდერსონიs გამო ფეხბურთში რომ არიან. ყველაზე არაშვედი ზლატანიც კი მანდაა. მერე, უკვე შვედი ქალების სხვანაირად ქერა თმების, ცისფერი თვალებისა და დიდი ძუძების გამო. შვედეთის დანიის და ნორვეგიის ქალხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელობნა სიცოცხლის ბოლომდე ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩება.

ამას ემატება მეგობრების ისტორიები შვედეთზე, რომ ეს არის სკანდინავიაში ყველაზე ცოცხალი და ჯიგრული ქვეყანა და ასე შემდეგ. მოკლედ, იტალიის მერე ლამის ყველაზე საყვარელი უცხო ქვეყანა ჩემთვის შვედეთია. თუმცა ობიერქტურადაც, მოგვეხსენება, რომ ადრეც და განსაკუთრებით ბოლო დროს სკანდინავიის მხარეში და მის სიახლოვეს ყველაზე სტაბილურად აუწყვეს ფეხი ცხოვრებას და ეს კულტურაზეც აისახება. კინოში შვედებს მაგალითად დანიელები და ნორვეგიელები სჯაბნიან, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავ შვედების ბოლოდროინდელ მოძლიერებაზე ამ კუთხითაც. მუსიკაში კი თავისი სიტყვა ყოველთვის ეთქმოდათ. თუმცა არა, დღეს ჩვენ არც აბაზე ვისაუბრებთ, არც ქერდიგანსზე(უდაოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი და ნინა პერსონთან ერთ საღამოში ალბათ ხელბურთელთა მწვრთნელობასაც კი გავცვლიდი) და არც ვინმე სხვა „ცნობილზე“. ჩვენი სტუმარი თანამედროვეებშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე უცნობი ვიქტორია ბერგსმანი იქნება.

ეს ქალბატონი 1977 წლის 4 მაისს დაიბადა და მასზე უფრო მეტ ინფორმაციას ინგლისურ და რუსულენოვან ვიკიპედიაზე მოიძიებთ, ვიდრე შვედურზე. ითვლება დღეს ასე პოპულარული ინდის შემსრულებლად. ჰყავს „ჯგუფი“, რომელიშ როგორც წესი მარტო თვითონაა, სახელად – Taken by Trees. ვიქტორია ბერგსმანი არ არის და ვერ იქნება რევოლუცია მუსიკაში, მაგრამ ჯეფ ბაკლიზე საუბრისას შევთანხმდით, რომ ეს მთავარი არაა. სამაგიეროდ, ის რიგით რაიანია ე.წ. „განწყობის მუსიკის“ საქმეში – ამაზე კარგი კი იშვიათად არის რამე, როცა აი ზუსტად რაღაც ისეთს გაიხსენებ ან „ზუსტად რაღაც ისეთი“ თავად ამოხტება ლისტში, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად გინდა.

ჩემთვის ვიქტორიას ახლადგაცნობილი შემოქმედებიდან, რაღაც ისეთი არის აგერ ზემოთ დალინკული სიმღერა – Only Yesterday. შეგვიძლია ასეც დავახასიათოთ – აი ჩაკალელი გოგო, ფეისბუქზე ბანტიკებიანი და ფერად-ფერადი ავატარები რომ აქვს(სახეს არ აჩენს როგორც წესი ან არასდროს არ აჩენს სურათში), მოწყენილი რომაა წვიმიან ამინდში და რაფაზე ან მაგიდაზე მკლავზენიკაპჩამოდებული უსმენს ცოტა სევდიანად ამ სიმღერას და სიამოვნებს, უკეთ ხდება…

მე ეს სიმღერა მოვისმინე ასევე საკმაოდ კარგ შვედურ ფილმში „სებე“ და ბოლოს ძალიანაც მოუხდა. ეს არის ფილმი „ელეფანტის“, „კლასის“, „ეპრილ შოუერსის“… ოჯახისებრთა კასტიდან. ოღონდ ცოტა სხვა კუთხით, შედევრი არაა, მაგრამ კარგია. ანუ ფილმი ეხება ტიპს, რომელსაც ბოროტები გააბოროტებენ და ფიქრობს იმას, რაც აგერ ცოტა ხნის წინაც გააკეთა კიდევ ერთმა ქლიავმა ამერიკაში და რასაც ალბათ მომავალში საქართველოში ჩემი ბავშვობის მეგობარი ბარნოვა გააკეთებს, თან სულ ქოლ ოფ დიუთის თამაშობს კაკრაზ(მე მაინც არ მესროლო შეჩემა).

ჩემ აზრს თავზე სულაც არ გახვევთ. მე უბრალოდ „პასი მოგეცით“ და დანარჩენი თქვენ იცით. უფრო ახლოსაც გაიცანით Taken by Trees და ფავორიტი სიმღერებიც ამოირჩიეთ. ყველაზე მეტი მოსმენა აქვს განზების სვიტ ჩაილდ ო მაინის ქავერს(რაც მე მკრეხელობად მიმაჩნია). ესეც კარგია და აი ესეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კიდევ არის რამდენიმე საინტერესო ვეში, მაგრამ მე ჩემი უკვე გითხარით.

სხვა შვედებზე, სკანდინავიაზე და მუსიკაზე მომავალში ალბათ კიდევ ვისაუბრებთ. არივედერჩი :ბრედპიტი:

Written by 1myway1

იანვარი 9, 2013 at 3:36 PM

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. kargi pasi tan ; ) : )

    anabell

    იანვარი 10, 2013 at 8:53 AM


დატოვე კომენტარი