1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for იანვარი 2012

რანი ვართ… საიდან მოვედით? თოვლი მოდის, არე მარეეე…

with 10 comments

ადვოკატის როლში შესული, ჩემი სახლის ასე თუ ისე სიახლოვეს მდებარე ,საქსეროქსოში’ წავედი პრინტერიდან რამდენიმე ფურცლის ამოსაბეჭდად და საჭირო დოკუმენტებისთვის ქსეროასლების გადასაღებად. იქ მისულს, რუსული აქცენტის მქონე ტიპი, რომლისაც არის ეგ ,საქსეროქსო’ გასიებული თავით დამხვდა, ტელეფონზე საუბრობდა და აჩქარება არც უფიქრია, არადა მე ცოტა არ იყოს მეჩქარებოდა. გავიგე, რომ გუშინ სადღაც დალია ძმაკაცებთან ერთად. მერე გზაში ერთად ორნი დარჩნენ და უყიდიათ კიდევ თითო ლუდი ბალტიკა, ბოლოს კი პოპულიში თითო არგო. ახლაც არგო ედგა და წრუპავდა, იმ მესამე ძმაკაცსაც ურჩია, სიკვდილს ჯობია შენც დაითრიო ლუდიო. ისე შემომხედა, მივხვდი უნდოდა, რომ რამე მეთქვა და მეც, განსაკუთრებული აქცენტით ვკითხე – პახმელია? – უუუფ, ტიჟოლაიაო მიპასუხა.

ამ დროს, შემოვიდა ქალი… უცებ ძალიან მომაგონა ვიღაცა… მანანა არჩვაძე გამსახურდია? ვიფიქრე… მაგრამ არა, როგორც ჩანს უბანში მინახავს იქამდეც, ვიღაცას მაგონებდა ძალიან და ვერ გავიხსენე ვის. მიესალმა იმას(სახელს არ ვიტყვი მაინც), ტკბილად გაცვალეს ერთი-ორი სიტყვა, რუსულნარევი ცხადია. ქალმა გამოაცხადა ტრიოხკრატნაია ბაბუშკა გავხდიო(თუ რაღაც ეგეთი, იტოგში მესამე შვილიშვილი მეყოლაო), იმან მიულოცა. ამასობაში ძალიან ,პლავნად’ გადავიწიე მე მეორე პლანზე, არანაირ რიგის დაცვაზე, ბოდიშის მოხდაზე, მადლობაზე და მსგავსებზე საუბარიც კი არ იყო, ვითომ ასეც უნდა მომხდარიყო…

ნუ კაი, ეს გავატარე, ცოტა მინახავს მსგავსი სიტუაციები ან უარესები თუ რა? თან მაინც ,ჩაგრულ წესიერად’ ვრჩები ხოლმე და იშვიათად გამოვდივარ ასეთ დროს წყობიდან, რომ იქვე რამე ვთქვა და გადავწყვიტე ნერვების მოშლას აზრი არ აქვსმეთქი. მობილურს დავხედე და ვიფიქრე, თუ რამე დიდს გააძრობს, ჩუმად წავალ სხვა ადგილასთქო, მაინც გავბრაზდი. ორი ფურცელი მინდა სულო, ,საშობაო ეპისტოლეო’ და ფლეშკა მიაწოდა… ძლივს იპოვეს ეს ფაილი, რაღაც უკბილო, უნიჭო ხუმრობები გაცვალეს და ბოლო ბოლო პრინტზე გაუშვეს. თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო მთავარი…

ქალი იცით რა მასტი იყო? აი, შარიანი ბიჭები რომ ევასება, მუშტის მბრახუნებელი, ცოტა წამალი, ცოტა ისა, ცოტა ესა… ,ნამდვილი კაცი’ რა რასაც ჰქვია ქართული გაგებით და სულ რო ტანჯული ყოფნა მოსწონს, მერე ამ თემის გარჩევა და ასე შემდეგ, როლშია ერთი სიტყვით. უჭირავს მედიდური, პატივცემული ვიდი, აგოიმებს ამ ქსეროქსას, ესეც თავის პონტში როლშია, არ უტეხავს და მოწიწებით ელაპარაკება და ის ჭკუაზე არ არის სიხარულისგან, იფერებს. ერთი სიტყვით, ეს მარაზმი გავშიფრე უცებ და ამ დროს ქალმა დაიწყო საუბარი:
-მესამეც ბიჭია, წარმოგიდგენია? სამი შვილიშვილი მყავს და მესამეც ბიჭი, არადა გოგოზე ვოცნებობდი, როგორ ვთქვა და ცოტა მეწყინა კიდეც.
-ეტა ნიჩივო, თავად მშობლებს ტუ გაუკარდათ? – აქცენტით იკითხა ქსეროქსამ.
-იმათთვის სულ ერთი იყო.
-ხო, ჩემი ძმაკაციც გოგო უნდოდა და მეოთხე ბიჭი შეეძინა, გაგიჟდა კინაღამ, მაგრამ რა ქნას.

აი აქ, პაუზა უნდა ავიღოთ და ესოდენ საინტერესო დიალოგი გავწყვიტოთ. ქსეროქსას ძალიან უყვარს სიტყვა ,ძმაკაცების’ გამოყენება, თან სასაცილოდ ამბობს ამ სიტყვას. ნუ ვაბშეტა ცუდი ტიპია არაა, ჩუვაკია, პროსტა გამოყლევებული. მთავარი კი ის არის, რომ სინამდვილეში ეგ შენი ძმაკაცები ჰყავს 2-3, არადა ისე ამბობს ხოლმე და ისე ყვება, გეგონება ჯარზეა საუბარი. ამაში ცუდი არაფერია, მეც 2-3 თუ მყავს ჭეშმარიტი ძმაკაცი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მაგრამ სასაცილოა ის, თუ როგორ საუბრობს ,ძმაკაცებზე’ თავად ქსეროქსა.

დავუბრუნდეთ დიალოგს, სადაც კულმინაციას მივუახლოვდით. ქალის პასუხი იყო ისეთი, რომ მუხლები მომეკვეთა ლამის: ,,ხო, სულ ბიჭები მოდიან… გარკვეული კანონზომიერებაცაა. რას ამბობ კაცო, აფხაზეთში ისეთი ვაჟკაცი და ანგელოზივით ბიჭები ამოწყდნენ, ისეთი კარგები რომ… ისინი რომ ყოფილიყვნენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ესენი ესე ვერ იბლატავებდნენ… ვინ არიან საერთოდ ესენი, საიდან მოვიდნენ…”. ეს ბოლო სიტყვები ისე დამცინავად და ჩირქიანად თქვა, რომ წიხლისქვეშ მომინდა გაგდება ამ ქალის, არ ვმალავ, რა ვქნა. ვიფიქრე, დავუწყებ ახლა ლაპარაკს, შენნაირების ბრალია ამ ქვეყანას დედა რომ აქვს მოტყნულითქო, მაგრამ მივხვდი არ ღირდა, მაინც ვერ შეიგნებდა, მეც ნერვები მომეშლებოდა და მერე კიდევ მე გამამტყუნებდნენ ეს ბნელები. რატომღაც შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვიფიქრე, რომ მისი სიძის გარდა, ეს ბოღმა და ჩირქი მეც მეხებოდა და ბევრ თქვენგანსაც, ვინც ახლა ამას კითხულობთ. საერთოდ აღარ მინდა აფხაზეთზე და დაღუპულებზე საუბარი, ნარკომანებზე, მანქანის ქურდებზე და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ მართლა ბევრი კარგი ბიჭიც დაიღუპა და იმათი ხათრით არ ღირს ამის გარჩევა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს ამაზრზენი ქალი ,კარგებში’ სწორედ ცუდებს გულისხმობდა და არა კარგებს. როგორც ამბობენ, იქ უნდა ყოფილიყავით, რომ ეს ყველაფერი კარგად აღგექვათ, რა საშინელი აურა თუ რაღაცა იყო.

ვინ ჩვენი ფეხები ვართ? საიდან მოვედით? ,კაი ბიჭების’ ადგილები რატო დავიკავეთ და სულ ბიჭები რატომ გვიჩნდება? მოკლედ ბანძებმა წამოვიწიეთ წინა პლანზე რა… წარმოგიდგენიათ რა ჩამყაყებული ფსიქიკის მატარებელი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში? წარმოგიდგენიათ როგორი იყო ის თაობა და როგორია ბევრი დღესაც? და კიდევ გიკვირთ რომ ამ ქვეყანას არაფერი შველის? მე არა, დიდი ხანია არა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, სანამ მე კბილებს ვაკრაჭუნებდი და ბრაზს ვიკლავდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ის ქალი უცებ გადახტა ,იკრაზე’ და ხიზილალაზე საუბარი გააბეს. გაირკვა, რომ ქალს შავი უყვარდა, ქსეროქსას წითელი. გაირკვა რომ აბსოლუტურად ყველა ხიზილალა ნაგავია, გარდა რუსეთიდან ჩამოტანილისა და როგორც ხდება ხოლმე უცებ გაიხსენეს გენიალური ფილმი ,ივან ვასილევიჩ მენაიტ პროფესიუ’. რასაკვირველია ფილმი გაიხსენეს არა იმიტომ, რომ მართლა რამე კარგი ეთქვათ და ნამდვილად ბრწყინვალე ფილმის რომელიმე მომენტით სწორი კუთხით დამტკბარიყვნენ, არამედ… ,იკრა ზამორსკაია’ რომ ეხსენებინათ პატარა რომ არის და ამის ხსენება რატომ იყო საჭირო? დიააახ, სწორად მიხვდით, ქართველების საყვარელი მომენტი, როცა ამბობენ, რომ – მამაჩემს(როგორც წესი მამა ფიგურირებს) ვედროობით ჩამოჰქონდა, იმდენი იყო, რომ დედაჩემი ყრიდა, არავინ ჭამდა და ფუჭდებოდა… ეს თუ რ ითქვა რაა მამული. თუ დამწყები ხართ ვინმე და გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ყრიდნენ და ვინმეს რატომ არ ეხმარებოდნენო, არ დასვათ ეს კითხვა, სატოპკეა – მაშინ ხომ ყველას ყველაფერი ჰქონდა 🙂

იმ ქალმა დაამატა – უფასოდ ვსწავლობდით, უფასოდ ვისვენებდით, ცხელი წყალი გვქონდა, სინათლე გვქონდა, გაზი გვქონდა, ყველაფერი კაპიკები ღირდა, იკრა გვქონდა, მაგრამ… მაინც არ გვინდოდა, მონები ვიყავითო ამბობენ და ახლა სამაგიეროდ ხომ ვართო… და აღარ დაამთავრა. ამოიოხრა და გააჯვა. დიახ, გააჯვა, ზოგადად არ ვარ უზრდელი, თუ დამიჯერებთ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ჩამყაყებული ტექსტის მეათასედ მსომენით შეუგნებელი ადამიანებისგან და იმ მომენტში რაც იმ ქალმა გააკეთა, სწორედ ეს იყო – გააჯვა.

ბოლო ბოლო, ჩემი რიგიც მოვიდა. ჩუვაკს იმ წუთას ფეხებზე ეკიდა ეპისტოლეც, იკრაც, აფხაზეთიც… იმენნა პახმელიაზე სურდა საუბარი და გუშინდელ ღამეზე, რადგან მისი ორი ძმაკაციდან ერთს ისევ ეძინა, მეორემ კი წეღან ნახუიზე გაუშვა. შესაბამისი პოზით და ჯღანვით წრუპავდა თავის არგოს და მელაპარაკებოდა – ძველი ბიჭები კიდევ თუ არსებობდნენ არ ვიცოდი – სასაცილო აქცენტითა და ბავშვური აღშფოთებით მითხრა. მე სრული სერიოზულობით ვუპასუხე – კი, ახალი ტალღაა წამოსული, ისევ წამოყვეს თავიმეთქი. არაო, ჩემზე ერთი წლით პატარებიო, საუბარში გავარკვიე გუშინო. საქმე რაში ყოფილა:

-კაროჩე, პლეხანოვზე, აი ბავშვების თეატრი რომ არის ხომ იცი? (მე თავს ვუქნევ) მანდ ცხოვრობს სამი ზანგი მაგარი მუტელი. პლეხანოვზე სულ სეირნობენ და ჩვენც ზაკაზად, დალევის მერე დავაწექით, გაიჩითნენ და გავყევით. ეზოში რომ შეუხვიეს, ვიღაც ბიჭები იდგნენ და იმათ ვკითხეთ, ეს მუტლები ვინ არიანო, თან იცი რა მაგრა აცვიათ?(და მითხრა რაღაც კრეტინობები, რაც დავასკვენი, ელასტიკები აცვიათ, შემოტკეცილი და ჭრელი რაღაცეები) ჰოდა, დაიწყეს კაჩაობა, რა უბნელები ხართო და რაღაცეები… ჰეჰ, მეთქი თქვენ სად იყავით მე რომ ვკაჩაობდი. – აი ამ ბოლო სიტყვებზე ვერაფრით ვერ შევიკავე ღიმილი, მაგრამ ვერ დაინახა.

რას კაჩაობდი, სად კაჩაობდი… 5 თეთრს იღებ ქსეროქსში შეჩემა, იცხოვრე ნორმალური ადამიანივით და დაეტიე შენს კანში რა. ისეთ ტიპებს უნდა ჯობდე და ერეოდე, ის კი არ უნდა გინდოდეს რომ ჰგავდე… კი არსებობენ ეგეთებიც ,გამოსწორებულები’, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ქსეროქსა არაფერსაც არ კაჩაობდა არასდროს არა? თან ისე სასაცილოდ თქვა ესეც… ხომ ვამბობ, კაი ჩუვაკია, პროსტა ცოტა გამოყლევებული.

ბოლოს სინანულით დაამატა: ,,ჩემი ძმაკაცი დაჟე იქსპიატით მივიდა იმ ზანგებთან, თან მაგან ინგლისური მაგრა იცის, მაგრამ არაფერი გამოვიდა”. ბოლომდე გავმხიარულდი, სულ აღარ მახსოვდა აფხაზეთი. თუ ,დაჟე იქსპიატით’ მივიდა და თან ინგლისური მაგრა იცის, იასნია ,შოკოლადკები'(ასეც უწოდა) მანქანაში ჩაუხტებოდნენ ეგრევე. როგორ ბნელა ეს დედამოტყნული ჰა? 😀
გავიგეთ, მიშას ჩამოუყვანია ეგენიო და სამინისტროში თუ სადღრაც მუშაობენო, ჩაიცინა, მერე ისევ დასევდიანდა და ფიქრი გააგრძელა, ალბათ იმაზე თუ X5-ის მერე რითი უნდა მისულიყვნენ ,ძმაკაცები'(ლოგიკურად X6-ით). მე წამოვედი, სასამართლოში მეჩაქრებოდა. სამართალი… ეს კიდევ ცალკე თემაა, სასაცილო ან სატირალი.

პ.ს.
გუშინ ღამე ჩემი ქუჩის დასაწყისში პური ვიყიდე, ბარდნიდა, ქუჩის შუაში რომ ვიყავი მისული, ვიღაც გოგო, სადღაც ,ტრიცატსჩემტა’ მიუახლოვდა თავის ბმვ-ს, თან ტელეფონი მიიტანა ყურთან და უცებ დაბოხებული, აცეტებული და ტყლარჭია ხმით თქვა: ,,თოვლი მოდის არე მარეეე… განა მართლა, რას შვები? ა პატომ? კაი, მაშინ მოვდივარ”. ეს ყველაფერი თქვა დაახლოებით 6-8 წამში. იმ მონაკვეთში და შესაძლოა მთლიანად ქუჩაზეც, მხოლოდ ჩვენ ვიყავით იმ მომენტში. არ ვიცი ქალს ელაპარაკებოდა თუ კაცს, არც აქვს ამას მნიშვნელობა.  კითხვებს სვამდა და პასუხებს არ ელოდებოდა, ძალიან აცეტებული იყო, ხმას იცვლიდა, იტყლარჭებოდა, თან ბმვ ჰყავდა ანუ ყველა წინა პირობა ჰქონდა ქალს იმისა, რომ მე არ მომწონებოდა, თან ძალიან არ მომწონებოდა, მაგრამ გულიანად გამეცინა და გავხალისდი… ეს იყო მშვენიერი არსება. შეიძლება მაგარი ქენქერა გოგო იყო, შეიძლება უპასუხისმგებლო, ბოროტი, შტერი(ბევრი ცუდი შეიძლება ვივარაუდოთ, ყველაზე უარესიც რომ ყოფილიყო)… შემეცით და აი ისეთ ქალებს მირჩევნია, მილიონჯერ მირჩევნია!

პ.პ.ს.
და საერთოდ, ბოლო დროს მოკლეთმიანი გოგოებიც მომწონს, ადრე არ მომწონდა… მაინც ვთვლი, რომ ქალში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გრძელი სწორი თმაა, მაგრამ ბოლო დროს აშკარად დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე, რომ თუ გოგოს კარგად აქვს თმები მოკლედ, უხდება, ძალით პროტესტის და ძალით რაღაცეების გამო არ აქვს შეჭრილი, ძალიანაც მომწონს. ვაბშე გემოვნება შემეცვალა, შაქრიან მაკარონს ვეღარ ვჭამ ამის დედა ვატირე.

Written by 1myway1

იანვარი 19, 2012 at 7:11 PM

Posted in Uncategorized

მე მიყვარს ბარნოვა

with one comment

ეს არის პოსტი, რომელიც ლიტ.ჯიზე ჩემი ბლოგისთვის დავწერე. შესაძლოა, ძალიან ხანმოკლე  იყოს ჩვენი ურთიერთობა, რადგან რაღაც მურამი არ მაქვს და თითქოს საჩემო არაა ეს ფორმატი, მაგრამ პოსტი გემრიელია და ზერელედ არაფრის კეთება არ მიყვარს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გირჩევთ თვალი მიადევნოთ http://blog.lit.ge/ -ს ბევრ საინტერესო და სასიამოვნო პოსტს აღმოაჩენთ, თან ჯერ ახალი დაქოქილია.

ესეც ჩემი პოსტის ლინკი და შემდეგ, თავად პოსტი(იქ კომენტარები რატომღაც დახურულია):
http://blog.lit.ge/giorgi-kakabadze-blog/

მე მიყვარს ბარნოვა

მე მიყვარს ბარნოვა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, არჩილას კლასელი. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ალბათ 12-13-ის, როცა არჩილ კობახიძე გავიცანი. მე ძველბიჭობისკენ მიმავალი გზა ნებით თუ უნებლიედ მივატოვე, მაგრამ მცირე, სასაცილო ელემენტები, ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა. არჩილა კლასელებზე ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ბარნოვა იყო.

საინტერესოდ გავიცანი. ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდით, ბარნოვზე (ჩემთვის დღემდე ასეა). არჩილას უშველებელ კორპუსში ლიფტი იმ დღესაც არ მუშაობდა, მაგრამ შუქი მაინც არ იყო და მერვე სართულზე ასვლა-ჩასვლა ფეხით გვიწევდა. გაციებული ვიყავი. თუმცა ფეხბურთის თამაშზე უარს რა მათქმევინებდა. გავიგე, რომ  ბოლო-ბოლო ჩვენთან ერთად წამოსვლა ბარნოვასაც გადაუწყვეტია. აღვფრთოვანდი, იქამდე რაღაც ისტორიები მქონდა მასზე მოსმენილი, კლასის ჩხუბები, შელაპარაკებები… მაშინ ეს მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხვდებოდით თუ რა იდიოტობაა ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად იმ ისტორიამ მომხიბლა, როდესაც ბარნოვას მზერა მერხზე, რომელიღაც მელნის ვირტუოზის მიერ დახატულ ასოზე, გაუჩერდა. ამ დროს კი მათმა ერთმა ძალითმოძველბიჭო და ენაკვიმატმა კლასელმა ჩამოიარა და იკითხა – ვა, ბარნოვ სარკეში იყურები?

მოკლედ, არჩილამ სახლში ბარნოვას უხმო და აღარ მახოვს, როგორ, მაგრამ გავიგეთ, რომ უკვე სადარბაზოში იყო. რაღაც ძალიან უშნო, ვიღაცის ნახმარი ქურთუკი მეცვა, ქუდი ირიბად მეხურა, გაციებული ვიყავი, როგორც ყოველთვის ქრონიკული სურდო მაწყუხებდა და ჩემი განუყრელი ატრიბუტი ცხვირსახოცი თან მახლდა. სწრაფადვე გავვარდი სადარბაზოში, თავის გამოდება მინდოდა. არჩილა მიხვდა, რომ რაღაცას ვაპირებდი და გამომეკიდა. მაშინ სწრაფად დავრბოდი, სანამ თავადვე არჩილა მომტეხდა ფეხს ფეხბურთის თამაშისას, წლების მერე. კიბეებზე ცოტა შეშინებული იერის ბიჭს შევეჩეხე. ვერც კი მოვიფიქრე, რომ ცხვირსახოცი მომეშორებინა და ისე მელაპარაკა და პირდაპირ ვაჯახე: კაი კაცი ხარ? – ბარნოვა დაიბნა, დაახლოებით სამი წამის შემდეგ კი მკითხა: – კობახიძე მოდის?

მე გამეცინა. არჩილაც დამეწია, ისიც იცინოდა, ბოლო რამდენიმე საფეხურზე ჩამოხტა და ხელი მკრა, თავი დაანებეო. მერე სიცილით იხსენებდნენ, ცხვირსახოცით რომ გაიჩითე და საერთოდ რას ჰგავდი, რა გინდოდაო. თან ბარნოვამ თუ რამე ამოიჩემა, მთელი ცხოვრება გაიმეორებს და გაიხსენებს. ძალიან უცნაური, კირკიტა, კომპლექსიანი და რასაც ჰქვია რაღაცნაირია ბარნოვა. მას თავისი მიდგომები აქვს, მაგრამ ის ჩემი ახლო მეგობარია და როგორიც არის, აი ისე რაღაცნაირად მიყვარს მეც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვლანძღავ. ბარნოვას არასდროს არ დავუძახებ გასაჭირში, არასდროს არ ვთხოვ ფულის სესხებას იმიტომ, რომ ყოველთვის ბარნოვად დარჩეს ჩემთვის. აი იმ ბარნოვად კობახიძე მოდისო, რომ მკითხა.

2002 წლის მარტი იყო, ასე მახსოვს. სან სიროზე იუვენტუსი ინტერს ხვდებოდა და ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. მთელი დღე ვნერვიულობდი… ასეთი თამაშების ყურება მარჩელო ლიპისა არ იყოს, ჩემთვის, მარტოს, მიყვარს. როცა ყველაფერს დეტალურად ამჩნევ. ლიპიც ასე იქცევა, ტელევიზორში უყურებს ხოლმე მატჩებს, როცა თავად არ უწევს მინდორზე ყოფნა, ხოლო თუ უწევს, მერე ხშირად ჩანაწერს უყურებს. მაშინ იუვენტუსის მწვრთნელი იყო და თავისი სიგარაც ხელში ეჭირა. მატჩის მნიშვნელობაზე საუბარიც არ ღირს.

ორივე გუნდში ცვლილებები იყო და ორივეს წარმატების იმედი ჰქონდა. იუვეში ბუფონი, ტურამი და სხვანი გამოჩნდნენ. ინტერში მატერაცი, ტოლდო… ეს ის ტოლდოა ჰოლანდიასა და მსაჯს ნახევარფინალი, რომ მოუგო და მერე დელ პიეროსთან ერთად ფინალი წააგო საფრანგეთთან. ისტერიული სიცილი მქონდა ბოლო წამზე გოლი, რომ გაიტანეს ფრანგებმა. მეორე უკვე დროის ამბავი იყო. იტალიის ხასიათი ხომ ზეპირად და გრძნობით ვიცი, იმ მოგებულ თამაშს ეგენი ვეღარ მოაბრუნებდნენ. ისე კი, როგორ ვთქვა და ინტერში, მალევე დამჭკნარი, ტოლდო შეიძლება ,თვით იმაზე’ ნიჭიერიც კი იყო, ვიმეორებ – შეიძლება.

ალესანდრო დელ პიერო კი ის კაცია, მილიონობით ადამიანს ფეხბურთი სიგიჟემდე რომ შეგვაყვარა. ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი, რომელიც შედგა, მაგრამ შეეძლო, ორჯერ მეტიც ყოფილიყო. იქამდე სხვები გავიცანი, იქამდე გავხდი გულშემატკივარი, მაგრამ დელ პიერომ ამ ყველაფრის გემო გამაგებინა და რაც მთავარია მისი წყალობით მივხვდი, თუ როგორ შეიძლება გრძნობდე ფეხბურთს და როგორ ცხოვრობდე მისი საშუალებით. უბრალოდ, ბარში ლუდისა და გინების თანხლებით კი არ უყურებდე გამორჩეულ მატჩებს, ძირითადად პრემიერლიგიდან. ფეხბურთზე სერიოზული კამათი და იმის თქმა, რომ ამით ცხოვრობ და როგორც გურჯებმა იციან ,ვიღაც გადამთიელების’ ქომაგი ხარ, კი არ გეთაკილებოდეს. არამედ, პირიქით, მთელი ამ პროცესით, პრინციპებით, თითოეული მატჩით ცხოვრობდე და ბოლომდე ჩართული იყო. სიამოვნება ერთი კონკრეტული მომენტისგან მიიღო და დაინახო განსხვავება რეალურ, ბუნებრივად, ნიჭიერსა და ცარიელ ფიზიკურ მომზადებას ან მონდომებას შორის.

დელ პიერო ხატავდა, ამიტომაც შეერქვა პინტურიკიო. ავოკატო ანიელიმ იხუმრა, არადა რამხელა სიმართლის მარცვალი იყო მის ხუმრობაში. მერე რა, რომ ბოლომდე რაფაელი ან უფრო დიდი თუ ვერ გახდა. მას ეს შეეძლო, დასანანია, რომ ვერ მოახერხა, მაგრამ რაც დახატა, ისიც საკმარისია. მოდით, ახლა მართლა ნუ მომაყოლებთ ვინ არის დელ პიერო. დღეს ბავშვებს პედრო ფეხბურთელი ჰგონიათ, არადა ჩემს ბავშვობაში პედრო რეზინა იყო, საღეჭი. დელ პიეროზე კი იცინიან, სამწუხაროდ ზოგიერთი უფროსიც, მაგრამ იმათმა ხომ, სწორედ ის არ იციან, რაც ჩვენ ვიცით. რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ფეხბურთით ვცხოვრობთ და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვგულშემატკივრობთ – ინგლისს, გერმანიას, იტალიას, ბრაზილიას, არგენტინას, ჰოლანდიას თუ სხვას. ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს და ფეხბურთი ვიცით, ფეხბურთი რომელიც დაარსების დღიდანავე არ იყო უბრალოდ სპორტი, გართობა და თამაში. ჩვენ, თუნდაც მცირე რაოდენობით, ყველა გუნდის თუ ნაკრების ,ბანაკში’ ვართ. ისინი კი ტოტის გააღმერთებენ; გაიკრავენ ჩავის, ხავის, შავის პოსტერს; ლუდს დალევენ; შეიგინებიან; საჯარიმოში მანჩესტერ სიტის თაჩებს, ჩარლი ადამების ქროსებს და დელივერებს დაითვლიან; ფენტეზიში შემადგენლობას დააყენებენ და მათი ფეხბურთიც ხომ ესაა.

პირველი ტაიმი იყო, ანგარიში თანაბარი. იუვენტუსს ძალიან სჭირდებოდა გოლი. საკუთარი ქომაგებითა და იუვეს სიძულვილით შეგულიანებული ინტერი აგრესიულად თამაშობდა. უცებ, მარჯვენა ფლანგზე ვიღაცამ ჩაირბინა, არ მახსოვს ვინ, დაბალი ბურთი გაჭრა და… ცოტა ხანი ვფიქრობდი თუ რა მოხდა. მერე, აი ის ყველასთვის ნაცნობი რამ დამემართა – ჟრუანტელმა დამიარა, გავბრუვდი, წამოვდექი, სიარული დავიწყე, რაღაც სიამოვნების მსგავსი გრძნობა მიღიტინებდა მუცელში, თან სევდანარევ თვალებს ვაცეცებდი. გონზე მოვედი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მოხდა. დელ პიერომ კიდევ ერთი სამუდამო შედევრი დახატა, რომელიც ჩემს გონებაში მარადჟამს საპატიო ადგილას იქნება გამოფენილი. მას ჰქონდა დრო და ცოტა სივრცე, მაგრამ პინტურიკიომ ქუსლით! დააკვირდით… ერთი შეხებით, ქუსლით, სცადა დაბალი(!) პასის მერე, ბურთის საოცრად კარგ ფორმაში მყოფი ტოლდოსთვის თავზე გადაგდება. რაც მთავარია, ეს ოსტატური დარტყმა გამოვიდა და კარშიც მიდიოდა, მაგრამ ტოლდო არ მოტყუვდა, წამით თითქოს წინ კი დაიძრა, ხელის შესაშლელად, მაგრამ მერე მიხვდა, დაინახა, თუ რა მოხდა არ ვიცი, ადგილზე დარჩა და ბურთი ხელებში დაიჭირა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს, რომელსაც პრაგმატულად მოაზროვნე უგრძნობი ადამიანები ვერასდროს მიიღებენ, მაგრამ რომელიც მათგან განსხვავებით სამუდამოდ იცოცხლებს. რუსმა კომენტატორმა თქვა, სხვანაირადაც შეიძლებოდა დარტყმა, მაგრამ… ,, но Дель Пьеро эстет, по другому не может’’. ამ სიტყვების მოსმენისას ბოლომდე დავთვერი. თითქოს, კონკრეტულად, წითელი ღვინით სავსე ყანწი დავლიე. აი რა მინუსი აქვს, მაესტრო მარჩელო, ჩვენს საყვარელ მარტო ყურებას, როცა გინდა რომ შიგნით მყოფი მღრღნელი გამოუშვა, как говорится – хочешь выпустить пар – მაგრამ არავინ არის გარშემო… პაუზა დავიჭირე თუ არა, რატომღაც ბარნოვასთვის დარეკვა გადავწყვიტე, ვიცოდი უყურებდა, მაგრამ რატომ ავირჩიე მაშინ ბარნოვა არ ვიცი.

– ნახე რა ქნა? ეგ გოლი რომ გასულიყო…
– ხო ბიჭო, მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეგ რატომ გააკეთა? დრო ხომ ჰქონდა, ბურთი რომ მიეღო და მერე დაერტყა, ხომ უეჭველი გოლი იყო?
მე ყურმილი დავკიდე.

Written by 1myway1

იანვარი 16, 2012 at 3:36 PM

Posted in Uncategorized

ჩემი ბლოგის სტატისტიკა – 2011

leave a comment »

ძალიან უცნაური ახალი წელი იყო. ,აფეთქებები’ და ,სროლები’ შეიძლება დროში დიდ ხანს გაგრძელდა, მაგრამ რაოდენობრივად იკლო და ეს იგრძნობოდა. ბებიაჩემიც უჩვეულოდ უფრო კარგ ხასიათზე იყო ახალ წელს, ვიდრე ცუდზე. მე ყოველთვის მიხარია 31(ცოტა პირველი არ მიყვარს), მაგრამ რაღაც დაღლილივიყავი და ორი ვარიანტი მქონდა, ორივე შემტხვევაში საკმაოდ შორს უნდა წავსულიყავი, რაც საბოლოოდ გამოვრიცხე და გავაკეე ის, რაც სვისი მეზიზღება – გამოვრთე ტელეფონი. ოღონდ ეს იმიტომ კი არ ვქენი, რომ ამიფეთქდებოდა რეკვით თუ მესიჯებით ან იმიტომ, რომ მე რო არ მიყვარს იმათ დავემსგავსე. უბრალოდ, შესაძლო იყო იმ ორი ადგილიდან დაერეკათ, მე კი უარის თქმა ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს უტეხავ, რეალურად უსაფუძვლოდ. ინტერნეტით კიდე მიადვილდება მიმოწერაში, ტელეფონით, უფრო მიძნელდება და ლაივში თუ მელაპარაკება ადამიანი, უარს როგორ ვეტყვი 😀 თუ მართლა რაღაც გადაუდებელი საქმე არ მაქვს.

ავიღე წიგნი და დავიწყე ,ვეჩნი მუჟის’ კითხვა. იასნია კარგად შევიდა. 3-ზე დავიძინე 13:30-ზე ავდექი. ბოლო სამი დღე ძალიან ჯიგრულად გამოვიძინე, რაც მთელი წინა წელი მაკლდა. ასევე ბოლო სამი დღეა არ მომიწევია 29 რიცხვიდან და დავამთხვიე ახალ წელს, იმედია, 2013-საც ასე შევხვდები )))

ჩავრთე კომპი და მეილზე დამხვდა wordpress-ის ტრადიციული სტატისტიკა. ჰოდა, გადავწყვიტე გამეზიარებინა. ქვვემოთ ლინკს დააჭირეთ და იხილავთ ამ სტატისტიკას. მართალია წინა წელი მიზეზთა და მიზეზთა გამო ძალიან პსიური მქონდა, მაგრამ რაოდენობრივად თითქმის იმდენივე ხალხი შემოსულა, რამდენიც წინა ორი წლის მანძილზე. თურმე ეგვიპტიდან, ახალი ზელანდიიდან, ვენესუელიდან და ერაყიდანაც კი შემოდიან გზააბნეულები. ყველაზე დატვირთული დღე ყოფილა წინა წლის 1 იანვარი ))) სერჩიდან აქ ხალხი ყველაზე ხშირად ხვდება შემდეგი სიტყვების ჩაწერით: 1. წვიმა 2. ლეონი 3. არასერიოზული კაცი 4. ლუზერი 😀 😀
მოკლედ დანარჩენსაც(ბევრი არც არის) იხილავთ იმ ლინკის მეშვეობით.

მე კი რაღაცეებს მივხედავ, 5-ზე სამსახურში ვიქნები, გავახმოვანებ მარსელს, 7-ზე წავიყვან სანდერლენდი-სიტის და 21:00-დან(ისე კი უფრო ხვალიდან, 2 რიცხვიდან 6 რიცხვამდე), ბევრი სმის, გართობის და მონატრებული თუ არამონატრებული ხალხის ნახვის სეზონს, გახსნილად ვაცხადებ ))

ვნახოთ რას მოგვიტანს 2012 🙂 კიდევ ერთხელ წამრატებებს გისურვებთ ყველას და მადლობას გიხდით აქ ხშირი სტუმრობისთვის.

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

The concert hall at the Syndey Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 13,000 times in 2011. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 5 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.

Written by 1myway1

იანვარი 1, 2012 at 10:27 AM

Posted in Uncategorized