1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

კარგი შუტკა

with 2 comments

მახსოვს რამდენიმე წლის წინ როგორ არ მინდოდა ძაკაცის დაბადებისდღეზე წასვლა. საქმე ისაა, რომ ვიცოდი რა საზოგადოება დამხვდებოდა და ძალიან მეზარებოდა. თუმცა ბავშვობის მეგობარს რომ არ სწყენოდა, ისედაც ბევრი უარის მერე, ავდექი და წავედი. საზოგადოებაზე რა გითხრათ – კლასიკურ-მოდერნიზირებული გურჯები, წარსულსა და მომავალს შორის საბჭოთა კავშირის დაშლა-არდაშლის პერიოდში ნოსტალგიურად უფრო არდაშლისკენ ჩარჩენილები. თან „ხელოვანები“, თან ნაკითხები, თან სერვისის თანამშრომლები, თან ოჯახის კაცები და თან კაი ბიჭები, აბა დამადებიდან ოფისში კი არ ყოფილან ძმაო, ჯერ ქუჩა იყო.

აი როგორი ბიჭები იყვნენ იცით? ვინც უცოლო არ გახლდათ, ქორწილისას აუცილებლად ჩოხით რომ დაიწერდნენ ჯვარს არასტანდარტულად დიდი სანთლით ხელში. შემდეგ უკვე თეთრ საროჩკებსა და კოსტუმებში „პეწენიკად“ რომ მივიდოდნენ სუფრაზე, სადაც 300-დან 500 კაცამდე ოჯახის ახლობელი მოიყრიდა თავს. მე-17 სადღიგრძელოზე ასულ ბატონ ანზორს დიდი ხანია აღარავინ რომ არ უსმენს, ერთმა მეჯვარემ უკვე აირია გული, რადგან ბევრი დალია და ცუდად გახდა – ერთ-ერთმა ძმაკაცმა ის მიაცილა და დაბრუნდა, თან ყველას ეუბნებოდა დინჯი და დასტოინი გამომეტყველებითა თუ ტონით – არა უშავს, ვის არ მოსვლია – ამ დროს კი უბედნიერესია იმით, რომ მას არ დამართია და სხვას მოვუდია, ხოლო მან მიაცილა, ჯიგრულად. ამასობაში ჩხუბიც შემოგვესწრო – გელას ცოტა ზედმეტი წამოსცდა და იკამ ვერ აიტანა, არმოსულია, გოგოები ისხდნენ მაგიდასთან თან. თეთრსაროჩკიანმა ბიჭებმა, რომლებსაც კოსტუმები უკვე სკამზე ჰქონდათ გადაკიდებული, ხოლო თეთრი პერანგის სახელოები მკლავებამდე ატანებულ-გადაკეცილი, მარჯვენა მხარეს უკვე დაჭმუჭნულ-დანაკეცებული და ზედა ორი ღილი შეხსნილი… გააშველეს მოჩხუბრები – არ გრცვენიათ ტო, ყველანი მეგობრები ვართ, გიორგას ქორწილი, ტეხავს, ნინო ინერვიულებს… მერე ვილაპარაკოთ. საქმე ჩაიფარცხა, დროებით გადაიდო, პატარძალთან იყო უხერხული.

ისე გოგოები შეცდომით ვთქვი, მოკლედ სასტავი იყო პატრიარქის, საქართველოს და არა გოგოების, არამედ აუცილებლად „მანდილოსნების“ სადღიგრძელოს განსაკუთრებული მოწიწებით სვამენ – თუმცა ქბეყნიოსთვის რა გაუკეთებია უმეტეს მათგანს საკითხავიც არ არის, ცოდვებს ყოველდღიურად იმატებენ, თან არასახუმაროს, ამნდილოსნებს კი პატივს იმით სცემენ, რომ მინეტისთვის და მრავალფეროვნებისთვის, რომელიც ძალიან უნდათ საყვარელთან ან უფრო ხშირად „მუტლებში“ დადიან(„მუტლებში“ და არა ბოზებში, რადგან ბოზებში/მეძავებში სიარულის იშვიათი ხიბლიც კი უცო ხილი და უცნობია მათთვის), აბა „მეუღლეს“ ხომ არ აკადრებენ, მერე ბავშვს რა პირით აკოცოს. ასეთი ტიპები ძირითადად შავტუხები არიან, სასურველია ბანჯგვლებითა და კუნთებით, მსხვილი წარბებით, მეტყველი სახით, ბერძნულრ-რომაული სტილში გადაწყვეტილი ცხვირითა და საოცრად მდგრადი, დიდი წვალების შედეგად დაყენებული ჩახლეჩილი, ბოხი ხმით, რომელისაც ჯო კოკერს არ შეშურდებოდა(არ შემთხვევით არ დამიწერია).

ნადიმი ისეთი გაიმართა როგორიც ქართულ სუფრას შეშვენის – ჩიტის რძე არ აკლდა იქაურობას. მე ცოტას ვსვამდი, „ნე ვსვაიე ტარელკე“ ვიყავი და არც ვცდილობდი ამ ჭეშმარიტ მამულიშვილებში გათქვეფასა და თავის მოკატუნებას. არ მინდოდა დათრობა, აქაოდა რამე შარი არ ავტეხოთქო. ბიჭები შეთვრნენ – ერთი საუკთარი წარმოშობის დიდ ისტორიაზე ჰყვებოდა, მეორე ნადირობის დროს მოკლულ ცხოველებზე და ნადირობის ტექნიკაზე, მესამე მეოთხეს ეფიცებოდა სიყვარულს… ცოლიანებს მეუღლეები თვალში შესციცინებდნენ და მხოლოდ აქა-იქ თუ შეუბედავდნენ მოკრძალებულად, რომ მეტი აღარ დაელია. უცოლოებს თავში მუდმივად უტრიალებდათ აზრი აქედან „მუტლებში“ წასვლის შესახებ, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა მატერიალური სახსრის გადახედვა-გადათვლამდე მიდოდნენ, მერიქიფის მიერ ჩამოსხმულ განსხვავებულს აჩეჩებდნენ, ალავერდით გადმოსულს და „თამადის მიერ ნათქვამს“ დაეწაფებოდნენ ვაჟკაცურად, რის მერეც წამით ყველაფერი გადაავიწყდებოდათ, ზოგიერთი მათგანი ყანწს ან რაიმე განსხვავებულ წარმონაქმნს ამოაპირქვავებდა, რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბოლომდე ჩაცალა – თუმცა შიგნით დარჩენილი ხუთიოდ წვეთი მაინც ეღვენთებოდა თეფშზე შეციებულ-შედედებულ „სალიანკას“. ხო, ხორცი ბევრი იყო, აბა ქართულ სუფრას სხვანაირად არ ეგების. მშვიდობა, პატრიარქი, ნათელი და სანთელი, ომი, მანდილოსნები, საქართველო, დედმამიშვილები… ეს ყველაფერი ითქვა და თამადის სადღიგრძელოებს რასაკვირველია ვეღარავინ იგება, ხშირად ვერც თამადა, მაგრამ მაინც გაუმარ-ჯოს! სუფევდა გარშემო, ყველას ყველა უყვარდა. ამდენ სიყვარულს ვეღარ იტევდა ჩემი პატარა გული და ნელნელა წასვლისათვის ვემზადებოდი.

სადამდეც გავძელი, გავძელი… კიდევ ერთ სიგარეტს მოვუკიდე და დავიწყე ფიქრი მიზეზზე, რომლის შემდეგაც შედარებიტ ადვილად მომშორდებოდნენ, თორემ წავიდოდი თუ დავრჩებოდი ისედაც ხომ ეკიდათ, მაგრამ ეტიკეტია… სწორედ ამ დროს, საუბარი ჩამოვარდა ცხოვრებისა და მთავრობისგან დაჩაგრული ქართველი გლეხების საყვარელ საქმიანობასა და მოსავალზე – პლანის მოწევაზე. ცხადია, იქ შეკრებილი საზოგადოება, რომლემაც ქიციც იცის და ქიცმაცურიც – აცქმუტდა. გაირკვა, რომ ერთ-ორს უკვე მოუსწრია გაბოლება და არხეინად იყვნენ, ზემოდან იყურებოდნენ. დანარჩენებმა გაიბუტნენ და დაიწყეს ფიქრი სად ეშოვნათ „მოსაწევი“. გვერდზე მჯდომმა „ჩერეზ ბრატმა“(სულ მეორედ ვხედავდი) გადაწყვიტა რომ მეც მოწეული მქონდა და ირონიული ღიმილით მითხრა – შენც კარგად მოგისწრიაო. გამიკვირდა და პატარა პაუზის მერე ვუთხარი – არა, საიდანმეთქი. თუმცა მისტერ გამჭრიახობა ვერ მოვატყუე და თვალებიო, თითებით მანიშნა, გეტყობაო. საქმე ისაა, რომ ჩემს ლინზებს იმ მომენტში ვადა ჰქონდა გასული და გამოსაცვლელი იყო, თან სიგარეტის საოცარმა კვამლმა სიტუაცია დაამძიმა და ამატებით დისკომფორტს ესეც მიქმნიდა. ასეთ დროს, მართლა ცუდად ჩანს თვალები, თითქოს „რაღაც ნამაიმუნარი“ გაქვს… ვრცლად ახსნას და მოყოლას ხომ არ დავუწყებდი ჩემი მდგომარეობის და სერიოზული სახით, მოკლედ ვუთხარი – ლინზები მაქვს და სიგარეტის კვამლზე გამოშრა და ალბათ სხვანაირად ჩანსთქო. ის არ დაიბნა, ბოხი ხმით, ეშმაკურად ჩაიცინა, საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაყენებული ხმით მითხრა – „ჰეჰე, კარგი შუტკაა…”. ხოლო სანამ მე გაოცებული ვუყურებდი, პატარა პაუხის შემდეგ დაამატა: „ლინზები კაი იყო“. მიხვდვი, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს თქმას და მონდომებით გავუღიმე.

პ.ს.
მას მერე, დამშვიდობების სადღიგრძელო დავლიე და ეს ერთ-ერთი ყველაზე უაზრო და უხერხული წუთნხაევარი გავიდა და ბოლო ბოლო სუფთა ჰაერზე გამოვედი, ჩემს ქუჩაზე მარკეტს მივაშურე, რადგან ლუდი მეყია და მშვიდად მომეწრუპა. „ფორტოჩკასთან“ სხვა მყიდველი გოგოც მოვიდა, იმ ბიჭების ქალური ვარიანტი იყო, ისეთივე ტიპაჟი, მერყევი ინტონაციით მკითხა – აუ შენ საიდან გიცნობ? აქედან თუ… ვარანცოველი ხომ არ ხარ? იქაც ვცხოვრობ… ალბათ აქედან – ცივად ვუპასუხე. სასმელს ყიდულობდა და აშკარად წამოკიდებაზე იყო. წამით გამიელვა აზრმა, ვეტყვი, ხომ არ დაგველიათქო და მთელი ჯავრი ბარემ მასში ხომ არ ჩამეღვარათქო, მაგრამ ბეცი გამოვდექი. იმის მერე ეგ გოგო(ნუ გოგო რა, პადტრიცატ რა). თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი სწორად მოვიქეცი.

პ.პ.ს.
ჰო, გიტარა დამავიწყდა. რასაკვირველია, სუფრაზე ფიგურირებდა გიტარა! ხოლო მანდილოსნები თვალებანთებულნი შესცწეროდნენ მას ვინც უკრავდა და პერიოდულად ახსენებდა – მზეს, მთვარეს, გულს, წვიმას, მე-ს და შენ-ს. საოცრად პრიმიტიული არსებები არიან „ქართველი მანდილოსნები“. გიტარიანი ვაჟკა(იკა)ცები კი ახალი ტალღაა.

Written by 1myway1

სექტემბერი 23, 2013 at 3:55 PM

Posted in Uncategorized

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბანწიანი გაიტარები ძველ ქართულ ფილმებშიც ბევრია, ასე რომ სიახლე ნუ გგონია :))

    Administrator

    სექტემბერი 24, 2013 at 12:51 PM

  2. ლოლ
    კაი )))

    1myway1

    სექტემბერი 24, 2013 at 1:56 PM


დატოვე კომენტარი