1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ჩემი კინო-კოლექცია

with 3 comments

დავიწყებ იმით, რომ ვისაც გაუჩნდება კითხვა – რად გინდა/უნდა, ინტერნეტი აგერ არ არის? როცა მოგინდება ვერ დაქაჩავ? – და ასე შემდეგ, თან ვიცი ასეთები იქნებიან, მათ ვუპასუხებ:
არა მეგობრებო, ეგრე არ არის 🙂
პირველ რიგში ვაკეთებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, ჩემთვის ეს ყოველთვის მთავარია, რაც გინდა და გსიამოვნებს ის უნდა გააკეთო.
მერე მეორე, ვთვლი რომ საჭიროა, მეც მადგება ხოლმე, როგორც მოყვარულს. თან ვინმეს დაჭირდეს ათხოვებ და ა.შ.
გარდა ამისა, ინტერნეტი სულ ჩვენთან არ არის და ეგ აბსოლუტურად სხვა რამეა.
და რაც მთავარია, შთამომავლობას დავუტოვებ 😀 😀 უყურებენ და ისწავლიან, კარგებიც გამოვლენ 😀 😀 😀
ვატყობ მეც ბევრი ფილმის ხელახლა ნახვა მომიწევს ერთ დროს 🙂 უკვე მიწევს ბევრის და… მომავალში მით უმეტეს.

დიდი ხანია კინომანიაკი ვარ. ოღონდ, ,ჯორჯ ლუკასმა სტარ ვორსი გადაიღო, ეს როვულციაა, ეს უმაგრესია’, ,იმ სპეციალისტმა აქ ეს სტატია დაწერა, ე.ი. ეგრეა’, ,ამან ამით ეს თქვა და რადგან იმ განხილვაში ეგრე წერია, იასნა ეგრეა’ – სტილისა და პიზდეცინტელექტუალური სტილის არა 😀  არც ტერმინოლოგიით მობლატავე, ფაქტებდაზუთხული სტილის. უბრალოდ ვუყურებ და ვაგროვებ. რაც მაინტერესებს ვინტერესდები და ფაქტებსაც ვიღებ, მაგრამ მთავარი დარტყმა ჯერ ყურებასა და ჩემთვის, ცხოვრებისეულად გაანალიზებაზეა. მოგწონს? ეტყობა ხარისხი? ე.ი. კარგია. ამ ფილმა რა სიახლე შემოიტანა და რა გადატრიალება მოახდინა ეგ ცალკე თემაა, ამიტომ აპრიორი კარგი და საყავრელი ხომ არ არის 😀 ამიტომ ვხალისობ პიზდეცინტელექტუალებზე, ძალით სპეციალისტებსა და პროფესორებზე. ასევე რადიკალებზე და დაზეპირებული ფაქტებით მოსაუბრეებზე.

გული მწყდება გაპასავებულ ოსკარზე, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც მნიშვნელოვანი რამაა. ნუ აგერ ახლა იყო ოქროს გლობუსი და მისი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ხანდახან კარგია, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის იმას აძლევენ ხოლმე  და მაინც რაღაც გულის მოფხანის მომენტია 😀 თუმცა ეს იშვიათად ხდება.
სამაგიეროდ მიყვარს და ვაფასებ კანის ფესტივალს პირველ რიგში. ასევე ბერლინალეს და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ ამათზე ყველაფერი ვიცი და თავს ვდებდე, უბრალოდ, აქ წარდგენილი ფილმები ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებენ.
ცოტა თუ განვავრცობთ ევოპულ კინოში სულ სხვა სული და ხიბლია და მე ძალიან მიყვარს ის. ამით არ ვაკნინებ ჰოლივუდს, უამრავი შედევრია გაკეთებული ჰოლივუდში, მაგრამ მთლიანობაში ევროპული კინო სხვაა, ჰოლივუდი სხვა.

მცირე, მშრალი და დაუკონკრეტებელი შესავლის შემდეგ(თავადაც არ მომეწონა, მაგრამ იყოს), გადავიდეთ მთავარზე. წარმოგიდგენთ ჩემს კოლექციას, რომელშიდაც ამჟამად 1066 ფილმია, ნუ ეს აღრიცხული ასე ვთქვათ 😀 თორემ ისე ბევრად მეტია. აღრიცხვა გრძელდება და გაგრძელდება 😀 მით უმეტეს, დისკების ახალი პარტია მოვიმარაგე, ვიწერ და ვიწერ ფილმებს მათზე, ვინჩესტერიც გავამზადე ახალი პარტიისთვის 😀

აქვე მინდა გითხრათ რომ…

1. იმედია, ყურადღებას არ მიაქცევთ რამდენიმე შეცდომას სათაურში სიტყვაზე, ასო გამორჩენილი და რამე, გადახედვის დრო და ნერვები ახლა არ მაქვს და… ასევე სათაური, ქართულად რაც არის გაატარეთ 😀 უმეტესობა, ჩვენი საიტებიდან არის დაკოპირებული, რუსების ან ჩვენების დამახინჯებული, ჰოდა მეც ისე მაქვს გადმოტანილი, თუნდაც უცებ ძებნის ამბავში რომ დაჭირდეს ვინმეს ან რამე.
2. სიაში არის 2-3 ცარიელი ადგილი, ვიღაცეებს ვათხოვე დისკები და არ დაუბრუნებიათ ჯერ, მეც არ მახსოვს ზუსტად რეები იყო და ვის ვათხოვე, ნელნელა მოგვარდება 😀
3. სიას აკლია ბევრი ძლიერი ფილმი და რეჟისორი. ევროპული კინო არ არის ისე წარმოდგენილი როგორც საჭიროა და ასე შემდეგ. არ არის ბუნუელი, ცოტაა ძველი კინო, ცოტაა იტალიური, ესპანური, ფრანგული კინო. ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ გერმანული კინოა ცოტა(იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მაგარია, უბრალოდ მართლა ცოტაა). მოკლედ კინემატოგრაფია დიდი და გენალური რამაა და ცხადია, ბევრი რამ აკლია, მაგრამ ამ საკითხზე მიდის მუშაობა 😀 ძირითადად ისეთი ფილმებია, რომლებიც ადვილად იშოვებოდა, როცა ჯერ ტორენტებთან ისე გაშიანურებული არ ვიყავი და თან ზოგ რამეს ახლაც ვერ ვპოულობ ტორენტებზეც კი. სიაში არ არის ბუნუელი, ცოტაა ჰიჩკოკი, არ არის მაგალითად თქვენი საყვარელი The Lord of the Rings, ასევე თქვენი საყვარელი Star Wars და ა.შ. თუმცა ზოგი აგერ ვინჩესტერზეა და ჩაწერას ელოდება, ზოგი 8გბ-იან დისკს, რათა ერთად იყოს და ვინ მოთვლის მიზეზებს 😀 დასანანია, რომ წინა ვინჩესტერს გაჰყვა ფილმების ძველი სიაც(და ხელახლა მომიხდა მისი გაკეთება) და დაახლოებით 150 ფილმი 😦 რამაც ამირია ბევრი რამ. ახლაც დიდი ამბით მიდევს ის ვინჩესტერი ოთახში და იმედი მაქვს, რომ ოდესმე აღსდგება 😀 სხვა საჭირო ფაილებიც მქონდა იქ 😦
ასევე, სიაში  არის ბევრი კარგი ფილმი ცხადია 🙂
4. სია არ არის სრულყოფილი იმ კუთხით, რომ ხელახალი აღრიცხვისას მხოლოდ ბოლო ნაწილს აქვს, რეჟისორი მითითებული, რომ მოვიცლი დავუვლი და გავაკეთებ ყველაზე, სხვა რამეების დამატებაც შეიძლება. ნუ ეს ისე, ჩემთვის მინდა და მაინც გითხარით ხმამაღლა 😀 ნუ ყველა ფილმს ერთვის პატივცემული IMDB-ს შეფასება. ამას ძირითადად უცხოურ ფილმებზე აქვს ასე თუ ისე მნიშვნელობა, დანარჩენს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
5. პერიოდულად განვაახლებ ხოლმე ცხადია და მერე ან ცალკე ვიზამ ან ამავე თემაში ჩავასწორებ და ვისაც დააინტერესებს, ვაცნობებ სიახლეებს 😀 სასურველია სანახავი და დასაქაჩი ფილმები უუუამრავი მაქვს კიდევ, ეგ ცალკე სიაა 😀 და ჯერ კიდევ ვავსებ. უფრო პატარა, მაგრამ არც ისე პატარა, არის სია, რომელიც თავშიცაა, ვორდშიც და უჯრაში ძველ ქაღალდზე პასტით დაჯღაბნილი და შეკუჭულიც 😀 რა დამავიწყებს მრავალი წლის წინ იმ პერიოდს, როცა დავიწყე შეგროვება ფილმების, რა გულმოდგინედ ვჯღაბნიდი იმ ფურცელზე 😀 უსაქმობის ჟამს, როგორ ვაკეთებდი საკუთარი ხელით ქაღალდის ჩასადებებს, ნათარგმნი სტატიების დაბეჭდილი ფურცლებისგან 😀 😀 ამან სტრატეგიული მნიშვნელობაც შეიძინა, ჩემი ხელით გაკეთებულ კუსტარულ ჩასადებებში CD დისკები ბუდობენ, ნორმალურ ქაღალდის ჩასადებებში კი DVD 😀
6. კოლექციაში შესულია ბევრი ისეთი ფილმი, რომელიც არ უნდა იყოს, პირდაპირ ვამბობ 😀 მართალია მე არაფერს არ ვუყურებ არასდროს ისე, რას მომცემს ეს და რა ღირებულება აქვს და ასე შემდეგ, ცუდი გაგებით გამორჩენის პრინციპით, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც საერთოდ არაფერს იძლევა მართლა(ნუ ეხლა აბსოლუტურად უაზრო ფილმებს ვერც ვუყურებ და არც ვიწერ, როგორც წესი, მაპატიონ ზოჰანის და მსგავსების მოყვარულებმა. თუმცა მსგავსი ფილმები ჩემს კოლექციაშიც არის :D), მაგრამ მაინც ბევრი ისეთი ფილმი მოხვდა ჩემთან, რომელიც არ იმსახურებდა. უბრალოდ ბოლოს ისე გავმანიაკდი, რომ ძალიან ბევრ ზედმეტ რაღაცას ვუყურებდი და მერე წაშლა მენანებოდა, აი ოდნავ რაღაცა, რამდენიმეწამიანი ისეთი მომენტი მაინც თუ იყო ფილმში, ხელი მიკანკალებდა და ძირითადად ვტოვებდი 😀 ნუ ძალიან კატასტროფებიც არ არის ცხადია. 2-3 ისეთია, მართლა ვამბობ არ ვიცი როგორ მოხვდა 😀 😀 მაგრამ მხოლოდ 2-3.
ცხადია, არის საშუალო ან ამაზე დაბალი დონის, რამდენიმე ფილმი, რომელიც უბრალოდ ძველი მოგონების ან რაღაც კონკრეტული ფაქტის გამო მოხვდა კოლექციაში და არა იმიტომ, რომ ზოგადად იყო ღირსი. მოკლედ ამის გამო არ დამძრახოთ 😀
ისე ამდენი ფილმის ყურებას, დიდი მინუსი აქვს, ყველაფერი გერევა მერე ერთმანეთში 😀 ახალი მსახიობები ხომ საერთოდ, ახლა ეს ახალი ბიჭუნები და გოგონები სულ ერთმანეთში მერევა, ფილმებს, რომ თავი დავანებოთ, ბევრი ხელახლა მაქვს სანახავი 😀 იყო დრო დღეში 6-7 ფილმს ვნახულობდი. იყო დიდი პაუზებიც, არადა ჯობდა დამებალანსებინა 😀 მოკლედ გადავიწვი და მაინც არ ვეშვები, არც შევეშვები 😀 უბრალოდ ვეცდები დავაბალანსო და დავახარისხო ბაზა, ისედაც და ტვინშიც, თორემ დიდ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მიმოფანტული. აი თავში ისეთი რამე ხდება, ვინჩესტერს რო უნდა ხოლმე დეფრაგმენტაცია თუ რაღაც 😀 ცარიელი ადგილები რომ უნდა შეაერთო და როგორღაც დაალაგოს მასალა 😀
7. ფილმები არის რუსულად(ნუ რაც ქართულია, ცოტაა ჯერჯერობით, იმის გარდა და ერთი-ორის გარდა). მართალია რუსები ბევრ რამეს ამახინჯებენ, მაგრამ თარგმანი როგორც წესი კარგი აქვთ მაინც. სამწუხაროდ ინგლისურად ფილმების ყურებას ვერაფრით მივეჩვიე ჯერ, მაგას დროს ვერ ვუთმობ. ქართული თარგმანი კი… ძნელია. ბევრი კარგი ფილმი იმიტომ არ არის, რომ ხარისხიანი ვერ ვიპოვე, აი ძალიან კოშმარი რომ არ იყოს. ძალიან ცუდი ხარისხით ჩაწერა არ მინდა, არც ძალიან სასწაულზე მაქვს საუბარი, მაგრამ ნორმალური მაინც რომ იყოს. სუბტიტრებით ბევრი რამ არის, მაგრამ ეგრეც ვერ ვუყურებ ფილმებს, თარგმანი მინდა, თან ჩასაწერად. ნუ არის პატარა სახალისო დეტალებიც, მაგალითად ნათლიმამას სამი ნაწილი ერთ დისკად მაქვს ჩაწერილი და სიტყვაზე სხვა მსგავსი ფილმი სამ დისკად და ასეთები, ეგეც არაფერი, რა მნიშვნელობა აქვს 😀 მომავალში, როცა მოვახერხებ და კიდევ უფრო სრულვყოფ კოლექციას. უკვე სიას სხვანაირად გავაკეთებ, ჩემ საყავრელ ფილმებსაც გამოვარჩევ და ჩემი აზრით, აუცილებლად სანახავ ე.წ. must see ფილმებსაც(ეს არ ნიშნავს, რომ რაც მე მიყვარს ყველა სანახავია 😀 ობიექტურობას ვეცდები). დაბოლოს, ცხადია სიაში ნუმერაციას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს 🙂 გარდა იმისა, რომ ვიცი რომელ დისკზე რა ინახება.

CD

DVD

ნუ მე მგონი თითქმის ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მეტ-ნაკლებად მოკლედ შეიძლებოდა და მინდოდა, თუ რამე გამახსენდა, მერე ჩავამატებ. მართალია მივაფუჩეჩე და მივახალტურე ცოტა, მაგრამ არა უშავს.

ხო, კიდევ, არ მიყვარს ფანტასტიკა, ფენტეზი, მიუზიკლი… ცოტა ბრწყინვალე ფილმი ნამდვილად არ არის ამ ჟანრებში და ჩემს სიაშიც არის ზოგიერთი და ზოგიერთი დაემატება. თუმცა ძალიან იშვიათად, რომ აი რასაც ჰქვია ძალიან მომეწონოს ფილმი ამ ჟანრებში.
დრამა, ხარისხიანი კომედია(რაც ძალიან ძნელი მისაღწევია)… სულ სხვა დონეა 😛

კიდევ უამრავი ფილმი მელის წინ, მათ შორის ბევრი კარგი, ბევრი სიამოვნება ანუ… და ეს ძალიან მახარებს 🙂

და აი მივედით მთავართან 😀 (ამჟამად 1066 ფილმი)

FILMEBI (CD) DVD

მოკლედ 2 საათი ამას ვეწვალე და როგორც მე მინდა, მაინც ვერ გავაკეთე 😀 ჯერ ვერც ვერავინ დამეხმარა და ამიტომ სხვა გზა არ არის, იყოს ჯერ ასე… 😦 მე მინდოდა რომ იმენნა აქ ყოფილიყო ეგ ჩამონათვალი, ამ გვდერდზე და არა ცალკე ფაილში, მაგრამ დაკოპირებისას ქართული ასოები ინგლისურად ჩანდა და ცუდი იყო. კონვერტაციაც ვერ გავაკეთე, მერე იგნლისური ასოები ჩანდა ქართულად 😀
მოკლედ ჯერჯერობით ასე იყოს, და მერე ან გავიგებ თუ არის ჩანსი ან ჩემით ვიჩალიჩებ, ცალცალკე დავაკოპირებ, ტანვჯა კი იქნება, მაგრამ მაინც…

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. vaaaa!!! amas uyure sheeen!!!

    akunina

    აპრილი 19, 2010 at 5:30 PM

  2. აბაა აბაა 😀 😀

    ეჰ ბოლო დროს ვზარმაცობ, კინოს ამბავში, მაგრამ სულ მალე გამოსწორდება ისევ 🙂

    1myway1

    აპრილი 19, 2010 at 9:25 PM

  3. ura

    ანონიმური

    იანვარი 29, 2024 at 1:45 PM


დატოვე კომენტარი