1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

ვაკე

with 51 comments

ვაკე თბილისის პრესტიჟული უბანია და ადრე მის ადგილას ჭაობი იყო.

და მაინც, თქვენ მეკითხებით რა არის ვაკე?
კი ბატონო, მე გპასუხობთ:

ვაკე ეს ადგილია, რომელიც მეოცე საუკუნეში შეუერთდა თბილისს და ნელნელა მის ცენტრად და ყველაზე პრესტიჟულ ადგილადაც იქცა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ.

ეშმაკი, რომ სულის სანაცვლოდ სურვილის ასრულებას შეჰპირდება ადამიანს და წამიერი სიამოვნების მაგიერ ბოლომდე გამოფიტავს, ხომ გინახავთ კინოში მაინც ან ხომ წაგიკითხავთ? აი ამას მაგონებს ის ხალხი თავპირს რომ იმტვრევენ ოღონდ ვაკეში დასახლდნენ. ოღონდ, ახლა მოდაში შემოსულმა აგნოსტიკ-ათეისტებმა ეშმაკი და ღმერთი არ არსებობენო არ დამიწყოთ და ნურც ასევე მოდას აყოლილი მორწმუნეები გამკიცხავთ და ჯვარს ჩამარტყამთ თავში. უბრალოდ სიტუაცია წამოიდგინეთ და take it easy – აი კიდევ ერთი მოდა…

არადა, ის ხალხი მაინც ვერ შეიცვლება, რაც არ უნდა ოთხოთახიანი ბინა იყიდონ ჭავჭავაძეზე ან ფალიაშვილზე ახალაშენებეულ სახლში. რაც არ უნდა ,დიდი ჯიპი’ იყიდონ ნომრით `ნუკ 100’’ და რაც არ უნდა ,ლევის სტრასი’ უყიდონ თავის შვილს 200 დოლარად(მათ შემთხვევაში ხომ ფასს აქვს მნიშვნელობა, მთავარია ძვირი იყოს). რაც არ უნდა ავეჯი და ,ტროიკა’ დაყარონ უგემოვნოდ სახლში და კაფელი გააკრან ,ვანა-ტვალეტში’, რომელსაც სინამდვილეში აბაზანა და ტუალეტი ჰქვია.

ვერც თქვენს წარმოდგენაში შექმნილ ,ელიტაში’ შემოხვალთ ამით ძვირფასებო ან იაფფასიანებო და ვერც მომაკვდინებელ რბილ ,ლ’-სა და აქცენტს მოიშორებთ. გნებავთ სნობი მიწოდეთ და გნებავთ რამე უარესი, მაგრამ თუ დაფიქრდებით და გულის სიღრმეში ჩაიხედავთ, მხივდებით, რომ რაც ვთქვი და რასაც ვიტყვი ფაქტობრივად ყველაფერი სიმართლეა.

აქვე ერთი განმარტება, როცა მე პროვინციალებზე, სოფლელებსა და აქცენტებზე ვსაუბრობ თუ აქცენტებს ვსვამ, ეს რომ ყველას არ ეხება თავადაც ხვდებით, მაგრამ ხაზსაც გავუსვამ მაინც. უამრავი არათბილისელი მეგობარი და ახლობელი მყავს, არც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვარჩევ ხალხსა და არც აქცენტებით, მაგრამ გამგებნი გაიგებთ რასაც ვგულისხმობ და თან აქ ,სულით სოფლელებსა’ და ,სულით პროვინციელებზეა’ საუბარი, როგორებიც ,კარენოი’ თბილისლებს შორისაც მრავლად არიან.

,კარენოი’ თბილისელთან დაკავშირებით ვინმემ შეიძლება შენიშნოს და გაიხსენოს ის იდიოტობამდე დასული ,ფრაზა’ – მასე ნამდვილი თბილისელი მარტო ხოხობი იყოო. რამდენიც არ უნდა იძახოთ ეს სისულელე, ჩვენ მაინც თბილისლებად დავრჩებით და თქვენ ჩამოსულებად, გინდა საქართველოს მეორე და მესამე ქალაქიდან იყავით და გინდა მიყრუებული სოფლიდან. უბრალოდ, ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ამაში ცუდი არაფერია და არც ვინმე კნინდება ამით და არც ვინმე ,კაიტიპდება’. თავადვე ქმნით ამისგან პრობლემას, როცა ,ჩამოსულობის კომპლექსი’ გაქვთ და აქეთ გვიჩხიკინებთ.

იდიოტურ ფრაზაზე გამახსენდა და რომელიღაც უნიჭოდ უნიჭომ მოიგონა, რომ თურმე ვაკელები სულ ყავას სვამენ და კრანში(რომელსაც ონკანი ჰქვია) წყლის მაგივრად ყავა მოდის. ეს ძალით ხუმრობა მყისვე აიტაცეს, შურიანებმა თუ დაბოღმილმა, გაბოროტებულმა ადამიანებმა და ტვინი შეჭამეს. თუმცა ბოლოს დროს ნელნელა მათ გონებამდეც კი დავიდა, რომ რბილად თუ ვიტყვით, ცოტა გაცვდა ,ყავაზე ღადაობა’ და აბა თქვენ იცით, რამე ახალ’ი მოიფიქრეთ. ,უაკე’ და ,უეიქიც’ მოძველდა.

კიდევ ერთი რჩევა მექნება თქვენთან. ვაკელების დიდი ნაწილი ახლა უკვე (ჩა)მოსული ხალხია და მათით ნუ აფასებთ აქაურობას. ნურც ნარკომანებით, ძალით კაი ბიჭებით ან მამიკოს ფულიანი ბიჭებით. ნურც ტყლარჭია და უტვინო გოგოებით. ნამდვილი ვაკე სულ სხვა იყო, არის და იქნება, სხვებიც ცხოვრობენ აქ, სხვებიც ვცხოვრობთ…

ახლა იმაზეც მომედავება ვინმე, კნინობითად სიტყვა პროვინციასა და სოფლელს რატომ იხსენიებო. ეს უკვე ჩემი ბრალი არ არის მეგობრებო. ვინ დაადგინა რომ ძაღლი ცუდი ცხოველია? მე პირიქით მგონია და კიდევ ძალიან ბევრს, მაგრამ მაინც ხომ ვხმარობთ ასეთ გამოთქმებსა და სიტყვებს – .აძაღლდა’, ,ძაღლივით კაცი’, ,ჩაძაღლდა’… დაახლოებით ასევეა სოფლისა და პროვინციის შემთხვევაში და ამიტომ, დამინდეთ.

იცით, მე არ მიკვირს ბევრი ასე რომ აქილიკებს ვაკეს, რადგან მათ შორის უმეტესობას აბოდებს ვაკეზე ან თუ არ აბოდებს, შანსი რომ მიეცეს თავქუდმოგლეჯილი გამოქიცევა აქ(და სწორედ ესაა უბედურება), ხოლო მანამდე, ცოტა შური, ცოტა ბოღმა და ცოტა რეალობა აიძულებს აკრიტკოს ეს წყეული უბანი.

ვაკე ის ადგილია, სადაც ყველაფერი საჭირო ახლოსაა თავმოყრილი და ამით კომფორტს გიქმნის, მაგრამ მერწმუნეთ ვაკე უეკლოდ არავის მოუკრეფია და ვერც მოკრეფს. თუმცა მე ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია, თუ რამის გამო მიყვარს ვაკე და თუ რამის გამო ვარ ჩაფლული მის ჭაობში. მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი ნაგავის მიუხედავად(ამ ნაგავში ხალხი იგულისხმება პირველ რიგში), მაინც უფრო მეტ ადამიანს შეხვდები, ვიდრე გარეუბნებში. აქაურ ,ზრდილ ადამიანთან’ მილიონჯერ მეტად მესიამოვნება გასაუბრება, ვიდრე ვიღაც სულით სოფლელთან, რომელმაც 100 წიგნი წაიკითხა და ნაკითხობა თუ განათლება ცხოვრებაში მთავარი ჰგონია და არ იცის, რომ ადამიანობის გარეშე, თეთრიც არაა მისი განათლების ფასი და რაც არ უნდა მაღალხელფასიან სამსახურში იმუშავოს ან წარმატებას მიაღწიოს რაღაც სფეროში, ის ისევ იმ იაფფასიან ,კაცუნად’ დარჩება. აუცილებლად შეაწუხებს სადღაც მისი პროვინციუალი გამაღიზიანებელი ამბიციურობა და აუცილებლად გამოავლენს ,მეშჩანობას’, როცა უკვე მოგიწევს მისი ადგილი მიუთითო. ასეთ ხალხთან ერთად კი პირადად მე ბალახს ვერ მოვძოვ მეგობრებო და თქვენ ღმერთმა შეგარგოთ.

აქ ვაკეში ჰაერია, ჰაერიიი… თუნდაც მოწამლული და სუნთქავ ადამიანი, ყოველ შემთხვევაში არ იხუთები და სწორედ ესაა ამ უბნის პლუსი. კი კორპუსები ჩადგეს და მოაწყდა აქაურობას ,ელიტის მაძიებელთა’ უზარმაზარი ნაკადი. კი ბატონი, უფრო მოიწამლა ისედაც მოწამლული ჰაერი, მაგრამ მაინც დარჩა ის თავისუფლების მცირე ნაწილი, რაც გარეუბნებში არაა. იქ დიდ სახლს, აქ ქოხი მირჩევნია, რადგან ჩემთვის მატერიალური კომფორტი კი არა, ადამიანობა და თავისუფლებაა მთავარი.

აქაურ ფართო ქუჩებზე თუ არ გაისეირნებ სისტემატიურად ან თუნდაც ფალიაშვილის ვიწრო ქუჩაზე თუ არ ჩაივლი, თვით კონსტანტინეს ძეგლთან, რაა მამული. გალაკტიონის ძეგლთან ლუდს თუ არ მოწრუპავ ღამე და უფერული ვაკის პარკის ჰაერს თუ არ ჩაყლაპავ და თუ არ მოიწამლები ამით, ვერც მიხვდები ვერაფერს. ფალიაშვილი, მოსაშვილი, აბაშიძე/ბარნოვი, ჭავჭავაძე… ვაკის პარკიდან მაქსიმუმ მრგვალ ბაღამდე – ,პრესტიჟული ვაკეც’ სწორედ ესაა, მეტი კი არა…

ოხ, როგორი სნობური და რაღაც კუთხით ცუდი ნაწერი გამომივიდა, მაგრამ სიმართლე ყოველთვის მწარეა, თუნდაც ავტორისთვის, ამ შემთხვევაში. ბევრი იფიქრებს ახლა ჩემზე – ეს ჭკუაზე არ არის ამ თავისი ვაკითა და ვაკელობითო… არადა, რომ იცოდეთ რა მწარედ ცდებით, ამაზე დიდი შეცდომა ალბათ არც დაგიშვიათ.

მე, ამ ვაკელობით დამბრმავებულსა და გაბრუებულს, ამ უბნის ადვოკატად გამოსულსა და მოტრაბახეს, თითქოს პირწავარდნილ სნობს, ისე მძულს ვაკე, რომ ყველა თქვენგანის სიძულვილი რომ შევკრიბოთ ერთად, ალბათ ჩემსას ვერ გადაწონის, მით უმეტეს, შევთანხმდით იმაშიც, რომ ზოგიერთ თქვენგანს სინამდვილეში კი არ სძულს, იზიდავს ვაკე.

თქვენ მე ვაკის მინუსებსა და აქაური საზოგადოების(სამწუხაროდ, უკვე დიდი ნაწილის) სიძულვილს ვერ მასწავლით. თქვენ არ იცით რა არარაობები არიან ის ფულიანი მამიკოს ბიჭები თუ გოგოები(იშვიათი გამონაკლისების გარდა, ცხადია), რომლებიც აქ ბუდობენ. თქვენ არც ის იცით, რაოდენ საშიშები და ამავე დროს, საცოდავები და სასაცილოები არიან უამრავი ბოროტების ჩამდენი ძალით ,ძველი ბიჭები’, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალწაღებულ ნარკომანებზე. თქვენ არ იცით აქაური ბიზნესისა, წილების და ,კრიშების’ ამბები. არ იცით გაღარიბებული პატიოსანი და მართლა კარგი ოჯახების ამბავი და საერთოდ არაფერი არ იცით.

ვაკე ის უბანია, სადაც პირში გაგიცინებენ და ზურგში გაგლანძღავენ, რომ შეტრიალდები მერე გესვრიან და გასაჭირში მყოფს გაგთელავენ. აქ შეიძლება ერთ პატარა, ძალიან პატარა ქუჩაზე სამი ან სულ მცირე ორი ერთმანეთზე გადაკიდებული დაჯგუფება იყოს. აქ შეიძლება 7-ლარიანი სათამაშოს გამო მკვლელობა მოხდეს. აქ შეიძლება ისეთი ჭორი გაგივრცელონ, რომ სამუდამოდ დაღი დაასვან შენ ცხოვრებას და ეს ყველაფერი არაფრის გამო მოხდეს. აქ შეიძლება სამჯერ დაგჭრან და მერე დაგიძმაკაცდნენ. აქ შეიძლება ბარიგა, პოლიციელი, შავბნელი ბიზნესმენი და პროფესორი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. აქ შეიძლება შენივე ქუჩისა თუ სადარბაზოს ბიჭებმა ძვირფასი ნივთი მოგპარონ და მეორე დღეს სეროზული შეწუხებული სახით დახმარებას შეგპირდნენ. აქ ბევრი რამე არ შეიძლება და ყველაფერი შეიძლება…

ოღონდ, მერწმუნეთ, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, ყველა კუთხით ,კაი ბიჭურით’, ადამიანურით, ლოგიკურით და ასე შემდეგ, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, მასას თუ შევადარებთ, აქაური ძველი ბიჭიც კი სჯობია გარეუბნელ ძველ ბიჭს, აქაური ჭორიკანა ქალიც კი უფრო დახვეწილია ვიდრე გარეუბნელი და საერთოდ, მიყვარს ეს დედამოტყნული უბანი! ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აქაური ვარ და ჩემია ეს უბანი, შინაგანად ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათ წელზე მეტია სულითა და გულით მინდა აქედან წასვლა, რადგან გული მერევა ამ ამაზრზენ საზოგადოებაზე და იმდენ ცუდს უკავშირდება აქაურობა, რომ მძულს, მძულს და მძულს ვაკე. ოღონდ, იმასაც ვხვდები, რომ შორსაც ვერ წავალ და იმაშიც ვრწმუნდები, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ან პირიქით, ხშირად მართლაც ერთი ნაბიჯი ყოფილა.

თქვენ კი სულით სოფლელებო, გირჩევთ მოეშვათ ამ ,ნაოხარი’ ან პატიოსანი ნაოფლარი ფულის იმაში ხარჯვას, რომ თქვენმა გოგოებმა აქ იცხოვრონ და იმ ტყლარჭია არარობებს დაემსგავსონ, რომლებიც სოლარიუმში და კაფეში ადგილების დაბრონვაზე ლაპარაკობენ და უააიმეეე, არ არსებოოოობს, მწუანეეეე, ნერუებიიი დამაწყდააა – ასე მეტყველებენ. ნუ უყიდით ბიჭს მანქანას სერიით ,რეზ 777’, მით უმეტეს გამოცდების წარმატებით ჩაბარების სანაცვლოდ. ნუ იქნება თქვენი თვითმიზანი 200 დოლარი და ზემოთ ფასიანი ტანსაცმლის შეძენა და ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვაკეში, ვერაზე და საბურთალოზე ბინით რაიმე ელიტაში შედიხართ. სხვა რამეში დახარჯეთ იმ თხილის, მანდარინისა და სიმინდის ფული. ეს თვქენთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც. ცოტა ჭკუა დაატანეთ თქვენს საქციელს და ადამიანები იყავით პირველ რიგში, თორემ არც ფული და არც ადგილმდებარეობა არ გიშველით მერე. ვაკესა და ზოგადად თბილისს, თავისი დიდი ბალასტიც ეყოფა. თქვენი დონისა და თქვენზე უარესი ,კარენოი’ თბილისელი ცოტა არ გვყავს.

და მაინც, თქვენ მეკითხებით რა არის ვაკე?
კი ბატონო, მე გპასუხობთ:

ვაკე თბილისის პრესტიჟული უბანია და ადრე მის ადგილას ჭაობი იყო…
ადრე?

Written by 1myway1

ოქტომბერი 29, 2010 at 2:45 PM

51 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მდა…

    რამ გადაგაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა?

    blumgardt

    ოქტომბერი 29, 2010 at 5:24 PM

  2. დაწერა დიდი ხანია მინდოდა, ოღონდ ცოტა სხვანაირად და არა ნახევარ საათში, მაგრამ დღეს ასე გამოვიდა ))) მიბიძგეს 😀
    პროვოკაციული სვლა იყო ჩემი მხრიდან

    1myway1

    ოქტომბერი 29, 2010 at 5:40 PM

  3. სულით სოფლელთან, რომელმაც 100 წიგნი წაიკითხა და ნაკითხობა თუ განათლება ცხოვრებაში მთავარი ჰგონია და არ იცის, რომ ადამიანობის გარეშე, თეთრიც არაა მისი განათლების ფასი 😀 😀 😀

    სვანი

    ოქტომბერი 29, 2010 at 6:17 PM

  4. ra gacinebs 😀

    1myway1

    ოქტომბერი 29, 2010 at 6:59 PM

  5. ვააჰ, ეგ არი 🙂

    მართალი გითხრა, არ მეგონა, რომ სათაურს გაუძლებდა პოსტი. მომეწონა აი, ძალიანაც კი მომეწონა 🙂

    guniah

    ოქტომბერი 29, 2010 at 8:03 PM

  6. სასაცილოა და იმიტომ, ამ შემთხვევაში 😀

    სვანი

    ოქტომბერი 29, 2010 at 8:08 PM

  7. guniah
    მერე გიკვირს ჩემგან მოსაწონი პოსტები 😛 😀

    სვანი
    სასაცილო ძალიან ბევრი რამეა ჩემო სვანო, მით უმეტეს ბოლო დროს 😀

    1myway1

    ოქტომბერი 29, 2010 at 9:28 PM

  8. cheshmariotebas gagadebs bagenni shenni, ogond cherezchur subieqturi xar 😀

    provincializmi mec ukve didi xania mawuxebs da albat blogze sapasuxo posts mogwer 😀
    ogond exla paxodshi mivdivar da samshabats an otxshabats mewvie blogze 😀

    mate goreli

    ოქტომბერი 30, 2010 at 7:51 AM

  9. 😀 ოკ

    1myway1

    ოქტომბერი 30, 2010 at 10:41 AM

  10. gudmen chemi tanti xar !!! 😀 😀

    pulpbubble

    ოქტომბერი 30, 2010 at 3:15 PM

  11. bis

    1myway1

    ოქტომბერი 30, 2010 at 10:10 PM

  12. სანამ დააპაბლიშებდი, ჯობდა ერთხელ გადაგეხედა პოსტისთვის : ))

    ჰოდა, მეც ვთვლი რომ სუბიექტური პოსტია და ყოველ აბზაცში წინას ეწინააღმდეგები. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მომიტევეთ.

    Natalia

    ოქტომბერი 31, 2010 at 2:11 PM

  13. ეჰ ჩემო ნატალია… 😀 შორს ხარ შორს 😛
    ლიტ.გე-ზე უნდა მOღვაწეოდე შენ 😀

    გაგება უნდა ამ ყველაფერს

    1myway1

    ოქტომბერი 31, 2010 at 4:28 PM

  14. კი ბატონი, უფრო მოიწამლა ისედაც მოწამლული ჰაერი, მაგრამ მაინც დარჩა ის თავისუფლების მცირე ნაწილი, რაც გარეუბნებში არაა. იქ დიდ სახლს, აქ ქოხი მირჩევნია, რადგან ჩემთვის მატერიალური კომფორტი კი არა, ადამიანობა და თავისუფლებაა მთავარი.:)
    ar vici vin xar.ubralod sheni naweris linki damikopires da gadavxede.:))) bevr rameshi martali xar,bevr rameshi ar getanxmebi.ubralod erti ram ver gavige,shen ratom gadardebs es sulit provincielebi saertod?mit umetes igruzebi mati saqcielit da amxela statias wer.didi siamovnebit movismendi shengan Tavisufali da daxvewili adamianis definicias.

    somebody

    ნოემბერი 3, 2010 at 8:05 PM

  15. me imitom madardebs, rom mawuxebs 🙂 zalauneburad gexeba aseti ragaceebi da, roca shens cxovrebashi rame shemodis is gadardeb bunebrivia.
    danarcheni ukve gemovnebis sakitxia.

    didi postis wera, mit umetes blogistvis chemtvis problema ar aris, profesiac xels miwyobs. xolo dagruzvas rac sheexeba, yoveltvis pirveladi shtabechdileba ar aris swori. didad dagruzulic ar var, mivechvie.dagruzvebi saertod ar miyvars

    1myway1

    ნოემბერი 3, 2010 at 8:10 PM

    • erti magaliti momiyvane roca konkretulad shegawuxes,
      gtxov ra.:))me imas shewuxebad ar vtvli,roca qutaiseli milioneri mimtkicebs,rom verazea gazrdili,am dros zustad maxsovs rodis gadmovida.amaze ubralod meghimeba.:)))
      me chemi cxovrebis gza maqvs.chemi samegobro wre,ishviatad vumegobrdebi axal adamianebs.marto mashin tu mivxvdebi,rom chemiania.chemi shefasebis kriteriumebshi ki tbiliseloba namdvilad ar figurirebs.
      xoda bolos kidev erti,rogorc mivxvdi jurnalistobas apireb.amitom girchev meti ikitxo.shen naweri mtlianobis shegrdznebas ar mitovebs,bevrgan wydeba logikuri jachvi.me dzalian bevrs vkitxulob,rogorc wignebs aseve qartul da ucxour statiebs.da dzalian ar miyvars qartveli jurnalistebis tavdajerebuli uazrod gaberili statiebis wakitxva,romelic arafers gitovebs.amitom ecade tu jurnalistoba ginda,daxvewilad wero,torem shen postebs mxolod sulit provincielebi waikitxaven mere.:)imitom,rom daxvewil adamianebs bevrad pretenziuli gemovneba aqvt.warmatebebi:))

      somebody:)

      ნოემბერი 4, 2010 at 11:28 AM

  16. somebody:)
    დავიწყებ იმით, რომ ამ თემაზე ახლა კამათი მეზარება, არც მცალია და არც სურვილი მაქვს, მით უმეტეს ვატყობ შენ სხვანაირად იგებ რაღაცას და მე სხვანაირად.

    ვეცდები ავსნა რაღაცეები: შენ რომ გეღიმება, მე შეიძლება არ გამეღიმოს, ადამიანები ვართ და განვსხვადებით ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეგეთს პირადად არ გადავყრილვარ, ჩამოსული იყოს და ნაგლად მიმტკიცებდეს აქაური ვარო, სხვებს კი მოუყოლიათ მსგავსები. მე სხვანაირად მაწუხებენ, თავისი ქცევებით. თუ იკითხავ რატომ გაქვს ურთიერთობაო, ხდება ხოლმე… ზოგჯერ შეგეშლება ადამიანის არჩევა, ზოგჯერ სასმახურში და საქმეში გადაეყრები, ზოგჯერ უბანში. მით უმეტეს, რომ არც ჩემს არჩევანში არ არის კრიტერიუმი – თბილისელი და კაი უბნელი იყოს.

    ახლა მთავარი საკითხი, ლოგიკური ჯაჭვი ძალიან ფეხებზე მკიდია, რადგან ლოგიკურად ბევრი რამე არ არის ცხოვრებაში და არ მიყვარს დოგმები და ლოგიკაზე ჩაბღაუჭება. წიგნები სამწუხაროდ ღრმა ბავშვობის მერე მივატოვე და ეს ცუდია, მაგრამ იშვიათად ახლაც ვკითხულობ, სულ არაფერს სჯობია. წიგნები არ არის აუვილებელი კრიტერიუმი, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა დიდებული რამეა და საჭიროც ზოგადად.

    რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტობას ვაპირებ, კი არ ვაპირებ ვარ, ოღონდ სპორტული ჟურნალისტი ჯერჯერობით, უფრო თუ დავკონკრეტდებით უცხოური ფეხბურთის კუთხით. 8 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ზოგიერთ შენიშნვას უბრალოდ არ მივიღებ, ზოგიერთს კი სიამოვნებით მივიღებ.

    მთავარი შეცდომა კი რაც ამ წუთას შენ დაუშვი და აქამდე სხვებსაც დაუშვიათ, ის არის, რომ როგორც ჩანს არ გესმით ბლოგის არსი. ბლოგი არ არის ჟურნალისტური საქმიანობა აუცილებლად, ბლოგი არ არის ლოგიკური ჯაჭვი და სხვა უაზრო დოგმები და კანონზომიერებები. ბლოგი ხშირად უბრალოდ ერთი ადამიანის აზრებია, რომელსაც ბევრი დაეთანხმება და ბევრი არა. ბლოგს უხდება არეულობა და სუბიექტურობა. ამიტომ, აბსურდია ბლოგზე ჟურნალისტური ნაწერის მოთხოვნა(თუ კონკრეტულად ამას არ ესმახურება ბლოგი ცხადია).
    ხოლო ის რომ შენ ბევრი რამე გაღიზიანებს ქართველი ჟურნალისტების, ამ შემთხვევაში შენი პრობლემაა. მეც ბევრი რამე მაღიზიანებს, მით უმეტეს უფრო გარეული ვარ შედარებით ამსფეროში და მილიონ მინუსს ვხედავ. თუმცა ვხედავ იმასაც, რომ უცხოელმა და ქართველმა რაღაც ერთნაირად რომ გააკეთონ, გურჯები ქართველს გალანძღავენ და უცხოელს შეაქებენ. მე იმ ჟურნალისტს რა ვუთხარი, რაღაც დროს თავის აზრსაც თუ არ გამოთქვამს და ფაქტის აღვნიშვნის შეეშინდება. ხოლო თუ ვინმეს გააღიზიანებს მისი პოზიცია ეს იმ ვინმეს პრობლემა იქნება. ყველას მოსაწონი ადამიანი არ არსებობს, მით უმეტეს ჟურნალისტი, მწერალი და მსგავსი პროფესიის ადამიანი.

    ყველაზე მეტად არ გეთანხმები იმაში, რომ აქაურმა პოსტებმა შეიძლება არაფერი დაგიტოვოს. მოვეშვათ ,ვაკე’-ს. ამას გამგებნი გაიგებენ და ამას რომ ვწერდი ვიცოდი 100-დან 10%-თვის იყო. ბევრი ქალაქელი და არა ,სულით პროვინციელიც’ არ მოიწონებდა, ესეც კარგად ვიცოდი, მაგრამ ჩემი ბლოგია და დავწერე. აი სხვა პოსტები კი, რამდენიმე არის ისეთი, რომელიც სწორედ მაგიტომაა დაწერილი, რომ რაღაც დაუტოვოს ადამიანს, ამისთვის გავაკეტე ბლოგი საერთოდ. ოღონდ ადამიანსაც გააჩნია 😉 ზოგს ვერანაირად ვერაფერს დაუტოვებს და მათი აზრი არც მაინტერესებს, ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს ის ხალხი. რამდენიმე ძმაკაცი მყავს, ზოგი მათემატიკოსი, ზოგი პროგრამისტი, ზოგი უბრალოდ ცოტა ცივი და თავისებური, მათთვის ჩინურია ეს ყველაფერი, ისინი სწორედ რაღაცვ ,ლოგიკურ ჯაჭვებსა’ და კონკრეტულ ფაქტებსა თუ ანალიზებს ეძებენ. ჰოდა, რატომ მოვაწონო ძალით ის, რაც არ ზის მათ ბუნებაში? რთული ხალხია მათემატიკოსები 😀 ჰგონიათ რომ მათემატიკით იწყება და მათემატიკით მთავრდება – ეს ისე 😀

    დაბოლოს, მერწმუნე, შენ არ იცი სულით პროვინციელები წაიკითხავენ ჩემ ბლოგს თუ ,დახვეწილი ხალხი’ 🙂 საბედნიეროდ, ამჟამად ნორმალური ხალხი სჭარბობს. ჯამში კი შესაძლოა სულითპროვინციელებმა იძალონ, რადგან ჩვენს ქვეყანაში საუბედუროდ უმეტესობა არიან დღესდღეობით. საერთოდ კი მე ბედნიერი დავრჩები სულ ერთი კარგი ადამიანი მაინც თუ მოიწონებს ხოლმე ჩემს ნაწერს.

    მადლობა, შენც წარმატებები

    1myway1

    ნოემბერი 4, 2010 at 11:47 AM

  17. http://www.lasharela.com/2010/08/blog-post_07.html

    ეს გამახსენდა. კარგი პოსტია. მომეწონა

    ლაშარელა

    ნოემბერი 5, 2010 at 10:30 AM

  18. ვიცოდი, რომ ვაკელობის კომპლექსიც არსებობდა, მაგრამ ამ დოზით, ჯერ არ შევხვედრივარ, ან ასეთი ვრცელი და გამარტული ფორმით არ გადმოუცია არცერთ ჩემს ნაცნობს და მეგობარს ეს.

    პოსტი თან მომეწონა, თან არ მომეწონა.
    პირველ რიგში არ მომეწონა ეს თქვენ-ჩვენ ფორმით დაყოფა და ლაპარაკი, ნებისმიერი კრებითი “ჩვენ” უკვე მაღიზიანებს, რადგან, რამდენიც არ უნდა აკრიტიკოთ ეს “ჩვენ” შემდეგი აბზაცებით, მაინც ხელოვნურია, რადგან იმ “ჩვენ”-საც კიდევ “მე და სხვებად” ყოფთ და მე ყოველთვის პირამიდის მწვერვალზე რჩება.

    ეს კი სუბიექტურობის პიკია და მე ასეთ პოსტებს ვერ ვიწონებ 🙂 მერე რა, რომ ბლოგია და ბლოგი ყოველთვის სუბიექტურია. მცდელობა მაინც უნდა იყოს ობიექტურობის და თვითკრიტიკის 🙂

    Katiee.Ge

    ნოემბერი 5, 2010 at 2:28 PM

  19. ლაშარელა
    მადლობა, აუცილებლად გადავიკითხავ მაგ პოსტს 🙂

    Katiee.Ge
    ოხ ოხ ოხ… წავიდა ქალური + გურჯული თეორიების ფრქვევა…
    თუ რამეზე საუბრობ ე.ი. აუცილებლად იმის კომპლექსი გაქვს… 😀 😀
    თუ ქურდებზე იტყვი რამეს ე.ი. ბავშვობაში სკოლაში გაჩმორებდნენ 😀
    თუ ვინმე უცნაურია ე.ი. რთული ბავშვობა ჰქონდა…
    შვილი ოჯახის სარკეა…
    და მსგავსი გურჯული სისულელეები 😀

    გოგოების ფსიქოლოგიური ანალიზები ორმაგად ძნელია 😛

    ახლა გადავიდეთ პასუხზე:
    კომპლექსებს ნამდვილად არ ვუჩივი, ბავშვობაც არ მქონდა ადვილი, მაგრამ რა რა და ვაკელობის კომპლექსი მაქვსთქო რომ ვთქვა, მხოლოდ იმიტომ თუ ვიტყვი თქვენ რომ გაგიხარდეთ 😀 ისე კი ნამდვილად მოგონილია ეს ამბავი.

    თქვენ-ჩევნ ფორმას რაც შეეხება, ყოველთვის იყო და იქნება ეს, რას ვიზამთ… ასეთია ცხოვრება. მე-ს რაც შეეხება, არ მჯერა თუ ადამიანში მე მწვერვალზე არ დგას, ვინმე სხვას სცენ მან პატივი. და ხშირად ყველაზე მე და ეგოისტები ისეთები გამოდგებიან, ვინც სიტყვით იძახის თქვენ-ჩვენი ფორმით ლაპარაკი არ გვინდაო და საქმე საქმეზე რომ მივა, თავად გამოდგება ყველაზე ეგოისტი 😀

    რაც შეეხება ბლოგს, აბა ვინ დაადგინა რომ მცდელობა მაინც უნდა იყოს ობიექტურობის? 😀 ეგებ კაცს სურს, იყოს სუბიექტური, იმისთვის გააკეთა ბლოგი, რომ თავისი აზრები წეროს და არა ისე წეროს, როგორც სხვას მოეწონება ან როგორც მიღებულია და ა.შ.

    მთავარი კი ის არის, რომ ჩემ ბლოგზე ალაგ-ალაგ მაინც არათუ მცდელობაა ობიექტურობისა. არამედ, არის კიდეც ობიექტურობა 😀 გული რომ არ დაგწყდეთ ,ვაკე’-ს ნუ ჩავთვლით ასეთ პოსტად.

    სნობიზმსაც ტყუილა მაბრალებთ ამ მიზეზით, ყოველ შემთხვევაში. ცილისწამება და შავი პიარია, თან Fეისბუქზე გამოჭენებული 😀

    და რაც მთავარია, თქვენ გგონიათ მე ძალიან მომწონს ეს პოსტი? მე უბრალოდ, მომწონს და ვთვლი რომ ჩანაფიქრმა გაამართლა, რადგან რამდენიმე გამგებმა გაიგო, ბევრმა არ მოიწონა და გაჩნდა კომენტარები ,თან მომეწონა და თან არა’. აზრიც სწორედ ეს იყო, მეც მასე ვარ დ ავაკეც ასეა – ტან მომწონს და თან არა 😀

    ყველაფერი კარგად იქნება

    1myway1

    ნოემბერი 5, 2010 at 2:44 PM

    • LOL
      აქ ახლა ნაკლები ფილოსოფია იყო ხო, განსაკუთრებით პირველ 3-4 აბზაცში ?

      სუბიექტურობაზე – იქვე მივანიშნე, მე ვერ ვიწონებ ასეთ პოსტებს, რომ მოვიწონო, ობიექტურობის და თვითკრიტიკის მცდელობას მაინც უნდა ვხედავდეთქო, თორე დანარჩენი, არაფერი არ არის ამქვეყნად must-ი 🙂

      რაზეც საუბრობ, ის გაწუხებს, რაც გაწუხებს, თუ საზოგადო პრობლემა არაა და შენ გაწუხებს – ე.ი. კომპლექსია, აბა რა არის? შეიძლება მეშლება, კომპლექსების მეცნიერულ-ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ სიღრმეებს არ გავცნობივარ, მხოლოდ ჩემი სოციალურ-ინდივიდუალური პრაქტიკიდან გამომდინარე რაც შევითვისე, ეგაა ჩემი ცოდნა ამ საკითხში 🙂

      თუ ჩანაფიქრი პოპულარობა იყო, შოკისმომგვრელი პოსტი – კი, გაამართლა. აპპლაუს! 🙂

      დიდი კომენტარების კითხვა არ უყვართ და წინა კომენტარში დადებითი მომენტები “მოვჟმოტე”: კარგადაა დაწერილი, იმდენად, რომ ჟურნალისტის ხელი არ ეტყობა.

      პ.ს. გოგოებს რომ ხშირად ახსენებენ, იმათ სექსისტებსაც ეძახიან, ჰოდა ესეც მესამე ბრალდება 😀

      Katiee.Ge

      ნოემბერი 5, 2010 at 7:40 PM

      • პ.პ.ს. ჰო, სხვა პოსტები ჯერ არ წამიკითხავს.

        Katiee.Ge

        ნოემბერი 5, 2010 at 7:42 PM

  20. აქ რეალობა იყო, და ფაქტების კონსტატაცია 😛

    შენ თუ ამ პოსტში თვითკრიტიკა ვერ დაინახე, სულ ოდნავი მაინც და საკუთარი თავისადმი ცინიზმი, რთულად ყოფილა საქმე 😛 😀
    რაც შეეხება ობიექტურობას, ყველასთვის ობიექტური ნაწერი ვერასდროს იქნება, მით უმეტეს ასეთი, დუხზე და ემოციაზე დაწერილი ,ეგეთი სუბიექტური უნდა იყოს, ზოგჯერ ავტორისთვისაც ზედმეტად სუბიექტური, მაგაშია ეშხი 😀 შენ ამდროს(შენს მდიდარ ფანტაზიას :P) გასაქანს აძლევ და წერ იმას რასაც ფიქრობ, რაც რეალურია და არა გაანალიზებული ან ხელოვნური.
    თუ ვინმე ჰგონია, რომ ამ პოსტის წერას დიდი ხანი მოვანდომე და პუაზებით ვწერე, ის მწარედ ცდება 😀

    მე მეგონა, მეშჩანი’ და სულით სოფლელი ხალხი საზოგადოების პრობლემაც იყო 😀 მე მგონია კაცს რომ კლავენ სადღაც, ის რაღაც კუთხით შენი პრობლემაცაა, ამ წუთას თუ არ გეხება პირადად… რა ვიცი რა ვიცი 😀

    პოპულარობა არ მჭირდება მე, საჭირო თავისით მოვა, მაგისთვის არ ვიბრძვი 😛
    უბრალოდ როცა რამეს წერ და მერე აქვეყნებ, ე.ი. გინდა გააზიარო. მეც პოსტერებს არ ვბეჭდავ ჩემი ბლოგისას. ვაგდებ ორ ფორუმზე, რომელზეც ვარ და Fეისბუქზე. დანარჩენი ვინც ხვდება, ჩემგან დამოუკიდებელი გზებით. ახლა დაემთხვა, რომ ბექას დაუწერია რომელიღაც საიტზე და იქიდან მოვიდა ახალი ტალღა და პოპულარობისთვის ბრძოლაც დამბრალდა 😀
    თორემ ჩემმა ნაცნობებმა ვინძლო კარგად იცოდნენ ჩემი სტილი. მიუხედავად იმისა, რომ ვაკე ალბათ მათთვისაც რაღაც ახალი იყო.

    ჟურნალისტიც ხელი არც უნდა ეტყობოდეს, მაგრამ რომ ეტყობოდეს ცუდი იქნებოდა? 😛 ნუ ერჟით ჟურნალისტებს, კარგებს(ჩემ თავს სულაც არ ვგულისხმობ).

    პ.ს.
    სექსისტობაზე რა გიტხრა აბა, სასაცილოა 😀 მე თქვენსკენ ვარ თქვენ კიდე ეშმაკებისკენ… 😀

    1myway1

    ნოემბერი 5, 2010 at 7:56 PM

  21. “შენ თუ ამ პოსტში თვითკრიტიკა ვერ დაინახე, სულ ოდნავი მაინც და საკუთარი თავისადმი ცინიზმი, რთულად ყოფილა საქმე 😀 ”

    ვაკისადმი ცინიზმი, იცოცხლე, ბევრი, მაგრამ, უნდა მეგულისხმა, რომ “ვაკე ეს მე ვარ” იყო ამ პოსტის ლაიტმოტივი და ვაკისადმი კრიტიკა თვითკრიტიკად მიმეღო? 😀

    მე მეგონა, მეშჩანი’ და სულით სოფლელი ხალხი საზოგადოების პრობლემაც იყო მე მგონია კაცს რომ კლავენ სადღაც, ის რაღაც კუთხით შენი პრობლემაცაა, ამ წუთას თუ არ გეხება პირადად… რა ვიცი რა ვიცი

    ხოხ, არ გვინდა ახლა პათეტიკა, ვაკეში სოფლელების შემოსევა თუ კაცისკვლის ცოდვას უტოლდებოდა, არ ვიცოდი აქამდე 😀

    ჟურნალისტიც ხელი არც უნდა ეტყობოდეს, მაგრამ რომ ეტყობოდეს ცუდი იქნებოდა? ნუ ერჟით ჟურნალისტებს, კარგებს(ჩემ თავს სულაც არ ვგულისხმობ).

    ამ შემთხვევაში კარგი ვიგულისხმე, არც “გავაკეთოდ” ეწერა სადმე და არც “ვნახოდ”, არც ზედმეტად ნიუსების სტილის პოსტი იყო, როგორც ხშირად არის ხოლმე.
    თუმცა, დავკონკრეტდები-განვმეორდები მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან 😉

    სექსისტობაზე რა გიტხრა აბა, სასაცილოა მე თქვენსკენ ვარ თქვენ კიდე ეშმაკებისკენ…


    ჩვენკენ? რიავი აბა, ვერ შევნიშნე 😉

    Katiee.Ge

    ნოემბერი 5, 2010 at 8:23 PM

    • ვაი 😦 კოდის დახურვა დამავიწყდა და გაბოლდდა ყველაფერი 😦

      Katiee.Ge

      ნოემბერი 5, 2010 at 8:37 PM

  22. ეს არის ბნელი ბლოგი :დ

    პრინციპში, ვთვლი რომ ავტორს ეს პოსტი არ გამოუვიდა, იმიტომ რომ უკეთესად დაწერილი პოსტი ასეთ უსაგნო კამათს არ გამოიწვევდა და ბევრად მეტი ადამიანი დაეთანხმებოდა “ძირითად დებულებებს” 😀 თუმცა, თვითონ ავტორი სხვაგვარად ფიქრობს. 🙂

    დათა

    ნოემბერი 5, 2010 at 8:35 PM

  23. ვაკისადმი ცინიზმი, იცოცხლე, ბევრი, მაგრამ, უნდა მეგულისხმა, რომ “ვაკე ეს მე ვარ” იყო ამ პოსტის ლაიტმოტივი და ვაკისადმი კრიტიკა თვითკრიტიკად მიმეღო? 😀

    chemi damokidebuleba da yvelaferi…
    plus aravis utqvams, rom tvitkritika uacilebelia, arada iyo 😀

    ხოხ, არ გვინდა ახლა პათეტიკა, ვაკეში სოფლელების შემოსევა თუ კაცისკვლის ცოდვას უტოლდებოდა, არ ვიცოდი აქამდე 😀

    shen warmoidgine da iribad bevrad aranaklebi problemaa 😀 mir umetes, roca tavad vakelebis didi nawili gaxda sofleli, tbiliselebis didi nawili, soflelebis didi nawili gaxda sulit sofleli da es problemaa.

    ამ შემთხვევაში კარგი ვიგულისხმე, არც “გავაკეთოდ” ეწერა სადმე და არც “ვნახოდ”, არც ზედმეტად ნიუსების სტილის პოსტი იყო, როგორც ხშირად არის ხოლმე.
    თუმცა, დავკონკრეტდები-განვმეორდები მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან 😉

    ert-or adgilas sachirod chavtvale, vicodi isedac bevri modave gamochndeboda da ragaceebi mainc gangimartet winaswar 😀

    ჩვენკენ? რიავი აბა, ვერ შევნიშნე 😉

    cudad sheginishnavs 😉

    1myway1

    ნოემბერი 5, 2010 at 8:35 PM

  24. დათა
    data shen xar idioti 😀 😀 :*

    1myway1

    ნოემბერი 5, 2010 at 8:36 PM

  25. საინტერსოა ბლოგ პოსტის მიზანი რა არის, ანუ რისი თქმა უნდოდა ავტორს? გაამყარა სტერეოტიპი და ე.წ. “სოფლელებს” დაცინა თუ პირიქით ე.წ. ვაკურ სნოიზმი გააკრიტიკა? ალბათ უფრო პირველი,რადგან რაღაც ამდაგვარ კორელაციას წავაწყდი ტექსტში: ვაკელი ძველი ბიჭი სჯობს განათლებულ პროვინციელს :)))

    თავისთავად .ე.წ.”ვაკელების სნობიზმი” (ვაკეში მცხოვრები საბურთასლოზე მცხოვრებს სჯობს და ვერაზე მცხოვრები პლეხანოველს)პროვინციული მოვლენაა და ახასიათებს პატარა, ნაკლებგანვითარებულ ერებს, მათ შორის საქართველოსაც.

    tatia

    ნოემბერი 6, 2010 at 7:59 AM

  26. საინტერსოა ბლოგ პოსტის მიზანი რა არის, ანუ რისი თქმა უნდოდა ავტორს? გაამყარა სტერეოტიპი და ე.წ. “სოფლელებს” დაცინა თუ პირიქით ე.წ. ვაკურ სნოიზმი გააკრიტიკა? ალბათ უფრო პირველი,რადგან რაღაც ამდაგვარ კორელაციას წავაწყდი ტექსტში: ვაკელი ძველი ბიჭი სჯობს განათლებულ პროვინციელს ))

    თავისთავად .ე.წ.”ვაკელების სნობიზმი” (ვაკეში მცხოვრები საბურთასლოზე მცხოვრებს სჯობს და ვერაზე მცხოვრები პლეხანოველს)პროვინციული მოვლენაა და ახასიათებს პატარა, ნაკლებგანვითარებულ ერებს, მათ შორის საქართველოსაც.

    didi bodishi, magram am sisuleleze ra davwero ar vici 😀
    ertaderti martali is aris, rom chven patara da provinciuli eri vart.

    ვაკელი ძველი ბიჭი სჯობს განათლებულ პროვინციელს ))
    ai es sad weria tu machvenebt kargi iqneba, ver vitan roca ragacas mabraleben.

    p.s.
    ganvitarebul qveyanashic aris prestijuli ubnebis kulti. me amas ar vamartleb, ubralod faqts agvnishnav

    1myway1

    ნოემბერი 6, 2010 at 10:47 AM

  27. ლიტ.გე-დან
    სამუდამოდ უნდა დავამარგალიტო ეს პოსტი:

    ელისაბედ დვალი: ვიხილეთ თქვენი ბლოგი, მეგობარო. რომ გითხრათ, მოვიხიბლეთ-მეთქი, მოგატყუებთ. აჯობებს ბევრი იკითხოთ, ისწავლოთ და შემდგომ მიუბრუნდეთ წერას. არ გვეპარება ეჭვი თქვენს გულწრფელობასა და კეთილ განზრახვებში, მაგრამ ცუდია, თუ ფიქრობთ, რომ ვინმე თქვენი მტერია. ჩვენ გვიხარია, ახალგაზრდა როცა ხალისობს, მაგრამ ის გვიჯობს გვერდზე მყოფიც გაახალისოს.

    😆 😆 😆 😆 😆 😆 😆

    ცვეტში გულიანად ვიცინე, თუ ვტყუოდე ამ სიტყვებს მე ვიყო ვლადიმერ პუტინი(ახლა ისინი ვერ გაიგებენ, მაგათთვის კომპლიმენტია ეგ :D)

    1myway1

    ნოემბერი 6, 2010 at 12:10 PM

  28. me mesmis tqveni ser… gansakutrebit es ubani albat gazafxulze giyvart.. ufro sworad im ‘tavisuflebis’ grdznobas dzalian mkvetrad gazafxulze ganicdit.. chvenshi darches da es sityva ‘tavisufleba’ am konteqstshi uazroa da ar jdeba.. imitom rom tavisufleba yvelganaa.. anu es grdznoba rac shen moixsenie ‘tavisuflebad’ sheidzleba nebismierma adamianma ganicados tavis sayvarel miwaze )) anu eg araa konkretulad vtqvat vakis ‘damsaxureba’ aramet am grdznobas yvela ganicdis.. ubralod zogi ver xvdeba ra aris ))anu bevri rom ar gavagdrzelot mivxvdi rac igulisxme da respect rom grdznob eget ragaceebs ))

    XXX

    ნოემბერი 6, 2010 at 1:11 PM

  29. getanxmebit ser, magram me cota sxva tavisuflebac vigulisxme 😀

    1myway1

    ნოემბერი 6, 2010 at 1:33 PM

  30. cxovrebashi posti ase magra ar momwonebia. gAixare natlad agiqvam samyaros da chems gulshi zixar :)))))))))))))))))

    vika mxolod feisbuqeli

    ნოემბერი 6, 2010 at 4:10 PM

  31. madoba 🙂
    imedia, vakeli snobi ar xar 😛 😀

    1myway1

    ნოემბერი 6, 2010 at 5:55 PM

  32. მოგესალმებით, პირველად ვკითხულობ ამ ბლოგსა და ამ პოსტსაც, იმიტომ , რომ ჩემმა მეგობარმა დამთაგა , როგორც ვაკელი ;).
    კომენტარების წაკითხვა დამეზარა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ასეთ სკანდალურ პოტზე ხალხი აფსიხდებოდა ;))).
    მე ვიტყვი, რომ ძალიან ,ძალიან მომეწონა და დიდი ხანია მე თვითონ ვაპირებდი მსგავსი პოსტის დაწერას (მიუხედავად იმისა, რომ ბლოგი არ მაქვს ) ვაკესთან დაკავშირებით. გნებავთვაკელობის კომპლექსი დაარქვით, გნებავთ ვაკელობის გამო თავშიავარდნილობა, მაგრამ ეს უბანი, რომ განსხვახებულად პრესიჟულია უნდა აღიაროთ. და რაც შეეხება ნამდვილ ვაკელებს, სამწუხაროა, რომ ახალი თაობა ვერ მოესწრო ნამდვილი ვაკელების კოლორიტს და ვაკელობა მხოლოდ ბევრი ფული და მაგარი მანქანა გონია. ვაკეში ცხოვრობდა ი ნ ტ ე ლ ი გ ე ნ ც ი ა (პროფესორები, მასწავლებლები, მეცნიერები დ.ა.შ) და იმიტომ ითვლებოდა ელიტურ უბნად და არა იმიტომ, რომ ვინმეს ბევრი ფული ქონდა. მე ჩემი ოჯახი ძალიან მეამაყება და ძალიან განვიცდი, რომ ჩემს 1946 წელს აშენებულ კორპუსში , 24 დან მხოლოდ 2 ოჯახი ვართ ძველი მაცხოვრებლები და რა ვქნა, რომ ძალიან მაღიზიანებს ჩემს ეზოში ”იქანე-აქანეთჳ” და ”ლ ებით”, რომ ვაპარაკობენ და ამ ”ლ” ვერასოდეს შევეგუები.
    მოკლედ პატივს ვცემ ყველა უბანს, ქალაქსა და სოფელს , მაგრამ ვაკე მიყვარს, იმიტომ რომ ის ჩემი უბანია !

    marusia

    ნოემბერი 8, 2010 at 7:27 AM

  33. 😀

    1myway1

    ნოემბერი 8, 2010 at 11:00 AM

  34. პოსტი კარგია ძალიან მომეწონა, გეთანხმები ძალიან ბევრ საკითხში, განსაკუთრებით კი იმაში რომ “ვაკე უეკლოდ არავის მოუკრეფია” და ერთია რომ გლდანშ გაზრდილ კაცსსა დავაკეში გაზრდილ კაცს შორის მაინც არის სხვაობა 🙂 მე რასაც ვუყურებ გლდანში ხალხი ისევ 20 საუკუნის ცხოვრებით და აზროვნებით ცხოვორბს (რათქმა უნდა ყველაზე არ მაქ საუბარი, მაგრამ არც ცოტაზე!) საქართველო ეს სამშობლოა მარიაჟების 🙂

    pankvela

    ნოემბერი 9, 2010 at 10:18 AM

  35. gmadlobt pativcemulo pankvela

    1myway1

    ნოემბერი 9, 2010 at 11:59 PM

  36. საინტერესო აზრია; თუმცა, მთავარი პრობლემა ალბათ ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ეროვნული, კულტურული და ლოკალური იდენტობის გრძნობა. თვითგანსაზღვრისას საფიჩხიელი, ჭაობელი, ნუცუბიძელი, “ვაჟელი” ან თუნდაც კარალეთელი ადამიანი იშვიათად უფიქრდება, რას ნიშნავს, იყო საფიჩხიელი, ჭაობელი, ნუცუბიძელი “ვაჟელი” ან კარალეთელი.. ვერ აღიქვამს, რომ ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა და გვარი, რომელსაც ატარებს, ძვირფასი და ღირებულია, თუნდაც იმიტომ, რომ მისია. როცა საკუთარს უარყოფ, ვერც სხვისას დააფასებ და პატივს სცემ; ამიტომ ვხვდები, რატომ სძულთ “სოფლელების” დიდ ნაწილს თბილისი. და შევამჩნიე, რომ ვისაც მართლა უყვარს თბილისი, ის ყოველთვის დიდი სითბოთი საუბრობს ხოლმე თავის მშობლიურ სოფელზე ან ქალაქზე.. შეიძლება ცუდი “რამეები” თქვას, მარა ისეთი სიყვარულით ამბობს, რომ პატივისცემით იმსჭვალები იმ ადამიანის მიმართ. ასეთი ადამიანები მიყვარს მე.
    ჰოდა შენ კიდე მგონია რომ არ გძულს ვაკე, უბრალოდ, “რაღაცეები” არ მოგწონს_და “რაღაცეების არმოწონება” ყოველთვის სიძულვილს როდი ნიშნავს! 🙂

    ალექსი სიუკაევი (თბილისელი ოსი)

    დეკემბერი 6, 2010 at 1:36 PM

  37. ეს ის სიძულვილია, რომელსაც ვერასდროს იგრძნობ თუ არ გიყვარს ალექს 😀 😀

    პ.ს.
    სამწუხაროდ, მე სოფელი არ მაქვს და არც არასდროს მქონია

    1myway1

    დეკემბერი 7, 2010 at 1:20 PM

  38. შენ უწოდებ “სიძულვილს”, თუმცა, მე სიძულვილს სხვა რამეს ვეძახი, თუმცა, მივხვდი, რასაც გულისხმობ.

    სოფელი, როგორც ასეთი, არც მე მქონია ოდესმე, მარა თბილისელები ვართ ორივე, თბილისზე დიადი და ამაზე სოფლური სოფელი რა გინდა!

    ალექსი სიუკაევი (თბილისელი ოსი)

    დეკემბერი 7, 2010 at 11:06 PM

  39. bolo kai iyo 😀 😀 😀

    1myway1

    დეკემბერი 8, 2010 at 12:09 AM

  40. znaCit vake Dorian Gray-a 😀

    daduna.dadiani

    თებერვალი 10, 2011 at 11:23 AM

  41. აი საინტერესო ისაა სუბიექტურობას რო გაბრალებენ კომენტებში…
    ყველა ობიექტური პოსტის თავზეც გავიარე :))

    gigi

    ივნისი 19, 2012 at 1:44 PM

  42. ხო რა… პოსტი უნდა გწვავდეს! :დ
    დავარცხნილი პოსტების დედაც, თორემ როცა საჭიროას არც ეგაა პრობლემა )))

    1myway1

    ივნისი 19, 2012 at 1:54 PM

  43. შენ ნაღდი ვაკელი ყოფილხარ !!!რომელი სკოლა?და რომელი ქუჩა ?ანუ ვაკესაც გააჩნია ხო აზრზე ხარ,თან გიწერია ეგ….მე რიგაზე გავიზარდე “ეზოში” 🙂 ეგრეა ეგრე პირველი უბანი ვართ,აქ ხდება ყველაფერი…აქედან მოდის მოდაც ,იუმორიც და ხელოვნებაც!!! ცოტას მოვიკოჭლებთ სპორტში (განსაკუთრებით.ფეხბურთში)ეგ უფრო გაღმა დიდუბე,ნახალოვკა რამე..:) ხოდა კიდევ ვაკელები ყველაზე უკომპლექსო ხალხია.ბიჭოო რაზე ვერ ვკაიფობ იცი? აი რად უნდა გინდოდეს გავაკელება ნორმალურ ადამიანს (მათ არც უნდათ) რა ჰაერია აქ კარგი თუ რა!ხოდა ერთი პერიოდი საერთოდ ვერც ვცნობდი ბარნოვს (და არა აბაშიძეს).ამაზე კარგად სთქვა პატარა გრეჩიხამ -:”გაივლის დრო და მათი შვილები კარგად აღზრდილი ვირიშვილები” ხოდა ეხლა წამოვიდნენ ეს კარგად აღზრდილი “ვირიშვილები” უკვე ვაკელები,აქაურად თავისუფლად მოსეირნე ბარნოვზე…აი სექტემბერში რომ გაივლი პა ბარნოვუ,და ეს რაზნიცებიანი ნაცნობი ნაშები,ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე ეგაა მთელი ქალაქი დღეს და შენ რომ მოდიხარ ამ ქუჩაზე როგორც ბატონ პატრონი შენ გეკუთვნის მთელი ქალაქი,მილიონი ნაცნობი გხვდება,მანქანები მიყენებული ბართან და რაღაცნაირი ასპროცენტიანი სვეცკურობის შეგრძნება !და არა აქვს მნიშვნელობა შენ მანქანა გყავს თუ არა,ან ფული გაქვს თუ არა,თუ ხარ სასატავში ხარ და მორჩა…ხოლო მრგვალი ბაღის იქით უკვე ვერა იწყება,მაინც ცოოტათი უფრო დაძაბული უბანი 🙂 და მერე და მერე სულ იძაბება 🙂

    benikosta

    ივნისი 19, 2012 at 6:46 PM

  44. ამ პასთოსს ვერ გაბვიზიარებ, მაგრამ სიმართლის მარცვლები არის ))))
    სკოლა 54–ეში ვიყავი თავიდა, ხიხია სკოლაა :დ მერე ვერაზე გადავეი, ,დაუსწრებელ კლასში’
    ქუჩა აქეთ, მოსაშვილი… ფალიაშვილი, ბარნოვი, ჭავჭავაძე

    ვაკელების უკომპლექსოებისა რა მოგახსენო )))

    1myway1

    ივნისი 19, 2012 at 7:07 PM

  45. სად არის ვაკელობა, განათლება დ მითუმეტეს ადამიანობა თქვენს წერილში. შენ სომეხი თუ ხარ მე არ მძულს სომხები.

    gio

    აპრილი 11, 2015 at 4:20 AM

  46. It’s an remarkable post designed for all the online visitors;
    they will take benefit from it I am sure.

    หนัง

    დეკემბერი 28, 2015 at 6:58 AM

  47. Hello outstanding website! Does running a blog such as this take a massive
    amount work? I have no expertise in programming however I had been hoping to start my own blog in the near future.
    Anyhow, should you have any ideas or tips for new blog owners please share.
    I know this is off subject nevertheless I simply needed to
    ask. Thanks a lot!

    หนังเอ็ก

    იანვარი 23, 2016 at 5:28 AM


დატოვე კომენტარი