1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

THE /love actually\ END

with 14 comments

უკვე აღარ წარმომედგინა რომ ამას დავწერდი  – კინომარათონი დასრულდა 😀 The End… Fin… ერთმა თვემ არნახულ რეჟიმში გაიარა ჩემს ცხოვრებაში და მაინც – მე გავუძელი 😀 დღეში 3 ან 4 ფილმი, ფეხით დაბრუნება სახლში ყოველდღე(3 თუ 4 დღის გამოკლებით), თან ძირითადად რუსთაველიდან… ყველაზე ძნელი სწორედ ამდენი სიარული იყო და ამან დამღალა 😀 თორემ ფილმები არ მომბეზრებია 🙂 თუმცა მაინც მიხარია, რომ მარათონი შედგა და ახლა უკვე წარსულში დარჩა, რადგან სიამოვნება მივიღე და დროა სხვა საქმეებსაც მივხედო, რომლებიც მაქვს და 10 სექტემბრის მერე ბევრად მეტი მექნება ანუ სულ რაღაც 5 დღე მაქვს აზრზე მოსასვლელად და ძველებურ რეჟიმში დასაბრუნებლად 😀 შესაბამისად, ალბათ ჩემი ბლოგიც დაუბრუნდება ძველებურ რეჟიმს და დღიურის სახე აღარ ექნება.

სანამ ზოგად შეფასებებზე გადავიდოდეთ, ძველებურად დარჩენილ ფილმებს დავუვლი რაც ვნახე ბოლო ორ დღეში. 1 სექტემბერს ბოლო წამს მივიღე მტკივნეული გადაწყვეტილება 😀 და გავწირე ლინჩის მულჰოლანდ დრაივი. ვითომ პატარა ეკრანზეც მშვენივრად ვისიამოვნებ ამ ფილმის კიდევ ნახვითთქო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დიდ ეკრანზეც მუღამი ექნებოდა, უბრალოდ თავი მოვიტყუე 😀

პირველი სექტემბრის პირველი ფილმი გახლდათ ნაიარევი სახე. ცხადია არ არის რაღაც სასწაული, ბევრი მინუსიც აქვს, მაგრამ არც საძაგებელი ფილმია, როგორც რატომღაც მოდაში შემოვიდა. ყველაფერი კარლიტოს გზას, ნაიარევის სახის და ეგეთების ბრალიაო, რაც დაგვემართაო 😀 გურჯები(და არა ქართველრბი) უნიჭოები და იდიოტები იყვნენ, რა ნაიარევი სახის ბრალია 😀 არც როგორც ასეთი მაფიოზური ფილმია ნაიარევი სახე, არის ერთ სოფლელზე, რომელმაც შეუპოვრობითა და ამბიციით უცებ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და უცებვე დაერხა, რადგან სოფლელია და პლუს პათოლოგიურ გრძნობებთან ერთად, რაღაც ადამიანური სისუსტეებიც აქვს. საერთოდ, ფრენკს ტყუილა აუშარდება, რამდენი რამე დახვდება წინ რასაც ფრენკი ეუბნება, რომელიც არც ისე ცუდი როჟაა და ეს გოიმი ძალაუფლებას და ფულს დახამებული(სულ ფული აკერია პირზე, ამადეუსში მოცარტის ცოლისა არ იყოს :D), თან ქალზე დახამდება. მანოლოს მკვლელობა ხომ საერთოდ მარაზმია. ბოლოს დის შემოსვლა და რეჩი გლეჯს. სოსა დონე როჟაა. და ეს საუნდტრეკი ძალიან უხდება ფილმს და სიტუაციას, დანარჩენებზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეს ჯიგრულად აჯდება, თან ბოლო სცენას ზუსტად: http://www.youtube.com/watch?v=danmxywtXjI ასე დაიბრიდა ტონი მონტანა. სხვათა შორის, ფილმი ჰოვარდ ჰოუკსს ეძღვნება, რომელიც არის კიდეც ორიგინალის რეჟისორი.

შემდეგ იდეაში საჰარაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ცუდი ფილმია და არ გამჭირვებია მისი გაწირვა. ძმაკაცს პატარა ზაპოი ჰქონდა და სიამოვნებით გავატარე მასთან რამდენიმე საათი ლუდის წრუპვასა და სასიამოვნო საუბარში. შემდგომ კი რუსთაველში მოვბრუნდი და ტერმინატორი II ვიხილე. მულჰოლანდ დრაივთან კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ როგორც ადრე აღვნიშნე, ტერმინატორი დიდ ხანს არ მენახა.

2-ში წვიმის კაცით ვაპირებდი დაწყებას, თან ნოუთბუქი ახლახან მქონდა ნანახი და ამის გარეშეც წვიმის კაცი მსურდა, მაგრამ წინა დღით გავიგე, რომ გაჭედა რამდენჯერმე და კაი ხანი შეჩერდაო. ამიტომ, კვლავ ჩამწარებულად ყურებას ისევ ნოუთბუქი ვარჩიე. მომწონს ეს ფილმი ასე ბანალურად ვთქვათ და საყვარელი ისტორიაა 🙂 საკმაოდ ხარისხიანი. რაიან გოსლინგი(მისი სეხნია რეინოლდსისა არ იყოს :D) მესიმპათიურება. გოგოს მამა არის ზეჩუვაკი ფილმში, სტალინს რო ჰგავს 😀 მუსიკაც კარგია. უოლტ წაიტმენის დვიჟენიაც ასწორებს.

მერე მოვიდა მოკალი ბილი. ტარანტინოს იუმორი, ბევრი სისხლი და ასე შემდეგ. საყურებლად კარგი იყო დიდ ეკრანზე. თუმცა ტარანტინოს ფილმებიდან ცოტა ნაკლებად მიყვარს მოკალი ბილი. პატივს კი ვცემ და საკმაო სიამოვნებაც მომანიჭა.

დღე არნახულად გემრიელად დასრულდა კრავთა დუმილით. თან მონატრებული მქონდა ეს ფილმი და უშუალოდ დოქტორი ჰანიბალ ლექტერი მენატრებოდა )) გენიალური პერსონაჟი, ასეთივე გენიალური შესრულებით, სერ ენტონის მიერ. ფილმი ხომ საერთოდ სუპერია. ერთადერთი ბოლო სცენა მიშლიდა სულ ნერვებს და დასასრული 😀 კარგი ჯოდი უნდა გადარჩენილიყო ვთქვათ, მაგრამ რაღა ისე პაცნურად და ცოტა არარეალურად 😀
ასეა თუ ისე… კლარიიიის.. სუპერ.

პირველი სიურპრიზი 3 სექტემბერს ის გახლდათ, რომ კარლიტოს გზა საერთოდ აღარ დაგვხვდა პროგრამაში, არადა ამ ფილმით ვაპირებდი მარათონის დასრულებას. ჯერ დაგეგმვა რომ ,მაგარი’ ჰქონდათ იმაზეც მეტყველებს, რომ იდეაში კარლიტოს გზა, მხოლოდ ერთი ფილმი, სამი დღე უნდა გასულიყო თავიდან მეოთხე(ხოლო რო გადააკეთეს მას მერე მეხუთე) დარბაზში, ჩვენ კი ტყუილა ერთმანეთს დამთხვეული ფილმები გაგვამაზინეს მანამდე. მერე კი იფიქრეს ალბათ, ამდენი გადავიიმასქენით თავზე და შეგვრჩა და ეს კარლიტოს გზაც სულ ამოვიღოთო. ცხადია, დასაწყისზე მეტ ბილეთს გაყიდნენ ღამე და… სხვა ხალხის ინტერესი და დათქმული სიტყვა ვის აღელვებს 😀 მეოთხე დარბაზში მაინც გაეშვათ ისე…

იქვე, რუსთაველში დარჩენა ვარჩიე და Love Actually-თ დავტკბი. მებევრედ ვუყურე ამ ფილმს და თამამად ვიტყვი ამ მარათონზე ასეთი დიდი სიამოვნება ცოტა ფილმმა თუ მომანიჭა(თუნდაც ზოგადად ამ ფილმზე ძლიერმა ფილმმა), მიყვარს და გადაღეჭილივით მაქვს ფილმი, მაგრამ თითქოს პირველად ვუყურებდი ისე გამისწორა. მერე სასწრაფოდ მომინდა ამჟამად რომელი გოგოც მომწონს ყველაზე მეტად, იმისთვის ამეხსნა ,ეს ყველაფერი’ 😀 მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელი იყო ეს და თან მაინც არ ვარ დარწმუნებული რომ ეს გოგო ამად ღირს და პლუს მე მართლა ასე მომწონს თუ არა 😀

ფილმი კი მართლაც მშვენიერია, ისეთივე მშვენიერი როგორც ცხოვრება… 😀 ვაღიარებ, ბრიტანელებს თუ კინო კარგი გამოსდით ძალიან კარგია ხოლმე, მაგრამ მაინც მიკვირს ამ უნიჭო ღორებისგან 😛  ასეთი ადამიანური ფილმი(მათი ძლიერი მხარე ცოტა უფრო სხვა სტილის ფილმებია ხოლმე და…). თუმცა ბოლომდე ბრიტანული არ არის ფილმი და ალბათ მაგაშია საქმე 😀 არანაირი კორექტივა არ შემაქვს ამ შედევრში, უბრალოდ, სხვადასხვა პერსონაჟებზე ჩემ აზრს გამოვთქვამ.

დავიწყოთ იმით, რომ გადასარევი მომენტია როცა კირა ნაითლისთან მიდის ჩუვაკი, სიმღერას ურთავს და წარწერებით ესაუბრება. ეს არის რომანტიკა, ცხოვრება, სიყვარული, მეგობრობა და ყველაფერი, გენიალურია. თუმცა რა ვქნა, მომკალით და პრიდაპირობა და მტივნეული რეალობა მირჩევნია ამას, თუნდაც დავკარგო ბევრი. როგორ უნდა იმეგობრო ალალად ტიპთან, რომლის ცოლიც მოგწონს და იკლავ ამ გრძნობას? ან რატომ უნდა ჩაიკლა თუ მოგწონს ქალი(უბრალო მოწონებაზე არაა თან)? მოკლედ – ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის და თავი მოვიკატუნოთ-ის არასდროს მჯეროდა და არც დავიჯერებ. სიმართლე და პირდაპირობა! 😀 აი ასე. არაფერია გამორიცხული, მსგავს სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმ, იმ ზანგის ადგილას აღმოვჩნდე და ვერ გავიგო ამის შესახებ 🙂

ალან რიკმანი ზოგადად მასტერია, მაგრამ ლამაზიათქო ვერ მოვიტყუებით 😀 ის და მისი ცოლი ფილმში, წმინდა ინგლისური წყვილია, რაღაც ამაზრზენთან ახლოს მისული(ბევრად უარესები ჰყავთ მაგ ღორებს :P), თუმცა მე სხვა რამის თქმა მინდა. აქაც იგივე მოგურჯულო მიდგომა – ბავშვებისთვის ასე აჯობებს… რა მარაზმია, მე ვფიქრობ რომ ყველასთვის აჯობებდა რიკმანი წასულიყო თავის მიასთან, ხოლო იმ ქალს თუ მოუნდებოდა ლაიამ ნისონთან გაიჩითებოდა. ხომ ცხადია, რომ თვალი გაურბის რიკმანს, აღარც უყვარს ცოლი(ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში) და რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა და სიყალბეში ცხოვრება, როდის უნდა გადაეჩვივნონ ადამიანები 🙂 ისე კულონის სცენა, თავის ატკინსონითა და მერე ცოლის ცრემლებითა და არშემჩნევით კაი რამეა.

გენიალურია მწერლის პერსონაჟი. ,ეუსებიო, მოლტო ბუენო’ 😀 ვაფანატებ ამ მომენტზე და აურელიაც კაი ცხელი რამეა 😀 რაღაცეებს რო ბოდავს ჩუვაკი სხვადასხვა ენაზე 😀 პორტუგალიურ ოჯახში მისვლა და საყოველთაო მსვლელობა ხო გლეჯს საერთოდ. კაიფია სარასა და კარლის ურთიერთობაც. სარასნაირი ტიპაჟებიც ძალიან მაღიზიანებს, ძალით რომ ირთულებენ ცხოვრებას, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად სრულდება მათთვის 😀 ისევე როგორც, კარგად დასრულდა ,იმიტირებული პორნოს’ მსახიობებისთვის, ეგ ცალკე ღადაობაა 😀 სარას ძმა პრიკოლია – სანიტარი პიტაიუტსა უბიტ მენია 😀 😀 და მერე ჯიგრულად რო გამოუქნევს ხელს სარას 😀

არანაკლებ გენიალურია (თუ უფრო მეტად არა) მომღერალი ბილ მაკის ისტორია და პერსონაჟი, თავისი მრავალი სასაცილო მომენტითა და სიმღერითურთ. ის ხომ პიკია, ელტონ ჯონთან რომ მივა და მერე უცებ მენეჯერს რომ დაადგება, რომელსაც მთელი ცხოვრება ლანძღავს და სქელ იდიოტს ეძახის. მივხვდი რომ მიყვარხარო და ის რო ეტყვის, რა არის 10 წუთი გაატარე ელტონ ჯონთან და უკვე ცისფერი გახდიო 😀 😀 😀

ბავშვის სიყვარულის ,სერიოზული’ და გულისამაჩუყებელი ისტორიაც მაგარი რამეა. ისევე როგორც ამერიკაში წასული უჩუვაკესის ეგრევე ნაშებს რომ აყრის(აქ ცოტა გადაამეტა რეჟისორმა, უფრო სადადაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მაგარია) და ძმაკაცსაც ჩამოუყვანს.

რაც შეეხება პრემიერმინისტრსა და ნატალის… ესეც მაგარი ისტორიაა და პრემიერმინისტრი ზეპერსონაჟია საერთოდ, ჰიუ გრანტიც ჯიგრულად ჯდება. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა და რეჩი სუპერია… იმას ართმევს რაც უნდა… ბრიტანეთსო 😀 ,ჩვენ ბექემის მარჯვენა ფეხის ქვეყანა ვართა… და ბექემის მარცხენა ფეხისაც’ 😀 მართლა ასეთი კაი ტიპი პრემიერმინისტრი რომ ჰყავდეთ მაგ სოფლელებს რაღა უჭირდათ 😀

მოკლედ, ჩემი აზრი კი გამოვთქვი, მაგრამ როგორც არის ფილმი, ძალიან მაგარია, უბევრესი მაგარი მომენტით, თუნდაც ეკლესიაში მიძღვნილი  all you need is love-თა და სხვა. ბრავო რიჩარდ კერტისს. სხვათა შორის, თავადაც ჩანს ფილმში ერთ-ერთ ტრომბონისტად და ამის გარდა მხოლოდ ერთი ფილმი აქვს გადაღებული – The Boat That Rocked – საკმაოდ კარგი რამეა. წარდგენილი იყო ოსკარზე ოთხი ქორწილის და ერთი დაკრძალვის სცენარის დაწერისთვის 🙂

მოვიდა ქილ ბილ 2-ს დროც და ბევრს ახალს არაფერს გეტყვით, ზემოთ პირველ ნაწილზე უკვე დავწერე. უბრალოდ, მაიკლ მედსენის აქტიურად გამოჩენა მახარებს, რადგან მევასება. ასევე ვიტყვი, რომ პირველი ნაწილი ალბათ მაინც სჯობია მეორეს. ბილი მაგარი როჟაა. ვნახოთ როგორი იქნება მესამე, ოღონდ ცოტა მოცდა მოგვიწევს )))

მეექვსე გრძნობა ახალი გამოსული იყო როცა ვნახე და მას მერე მხოლოდ ახლა ვუყურე მეორედ. მინდა ვთქვა, რომ მეორე ნახვისას უფრო მომეწონა და იმაზე მეტად დავაფასე, ვიდრე ვაფასებდი 🙂 რაღაც მცირე დეტალები არ მომწონს, მაგრამ ნამდვილად კარგი ფილმია. თუმცა არ შეგვარგეს, რუსთაველმა ისევ გამოაჩინა სახე 😀 ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მომენტში გაიჭედა და რამდენიმე წუთი მოიპარეს ჯამში, ბევრჯერ გაიჭედა.

აუცილებლად უნდა ვთქვა დასაწყისზეც… მისი ხმები მთელი ამ მარათონის მანძილზე შემოდიოდა და განსაკუთრებით, მეხუთე დარბაზში რომ გადმოიტანეს, მეოთხე ინგრეოდა ლამის 😀 დასაწყისს ვუყურე ტოპ 101-ს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ძალიან მომეწონა. ნოლანი სტიქიაშია, დი კაპრიო რომ მაგარი მსახიობია აქამდეც ვიცოდით არაგურჯებმა და ყველაფერი. უბრალოდ, მაინც ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი მეჩვენება ფილმის გარშემო, მაგრამ არც ვაკნინებ, ვიმეორებ – მაგარია. თუმცა ასეც არ შეიძლება ხალხო  😀 ისე, ურჩევნიათ დი კაპრიოს კუთვნილი ოსკარი ჩააბარონ ბოლო ბოლო, ოღონდ მე შათერ აილენდისთვის მივცემდი 🙂

მარათონის (არაოფიციალური)ბოლო დღეც მოვიდა… კინოთეატრ ამირანში დიდი ღრიანცელი იყო, რადგან ჯესოტარის შესარჩევი თუ რაღაც ტარდება და ხალხის ნაირსახეობას ვერ აცდებოდი. მცირე დარბაზში კი პირველი ფილმი ბერნარდო ბერტოლუჩის მეოცნებენი გახლდათ. ფილმზე მეტად საზოგადოებაზე ვიკაიფე. ორი ბიჭი იყო მოსული,  ისინი საკმაოდ პატარები იყვნენ და კიდევ არაფერი – ფუ შენიო, რომ იძახდნენ ეროტიულ სცენებზე და გულიანად იცინოდნენ ეგ არაფერი, იმედია, გაიზრდებიან. სინამდვილეში მოწონდათ ის კუტუებიც, ქალის იმის მიმდებარე ტერიტორიაზე კოცნებიც და დაჟე სისხლის სცენაც, მაგრამ ფუ შენიო ხომ უნდა ეთქვათ? 😀 ერთს რომ არ ეთქვა მეორე იფიქრებდა მასზე ,ცუდს’ და პირიქით 😀

ნუ ბავშვები გავიარეთ და იყო კიდევ ცოტა მოზრდილი ოთხეული, მგონი სამი ბიჭი იყო და ერთი გოგო ან ოთხივე ბიჭი. ნუ ტიპებმა იქ იგინეს რავი, ლამის ხმამაღლა ვიცინოდი. ქალიშვილობას რომ დააკარგვინებს იზაბელს მეტიუ და მერე ტეო და მეტიუ სისხლით გაისვრიან ხელს და ა.შ. ეს კულტურული შოკი იყო მათთვის 😀 ნუ ტეოს მასტურბაციასა და ნებისმიერ წვრილმანს გინებას აყოლებდნენ, მაგრამ გაუსაძლისი ფილმი მაშინ გახდა როცა… მეტიუ იაზბელის ,იმას’ მიუახლოვდა და ლამის აკოცა ან აკოცა და ჩვენ არ გვაჩვენეს 😀 😀 ამაზე უკვე ,კაი ბიჭებმა’ და ,ჭეშმარიტმა ქართველებმა’ ვეღარ მოითმინეს, ,პიზდასოსი ფრანგები’ ხომ არ იყვნენ ეყურებინათ და პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი 😀 😀 ძალიან მინდოდა ტაში დამეკრა ან გავყოლოდი და მეკაიფა, ეს რა მარაზმი ფილმი გვაჩვენეს მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვედითქო, მაგრამ დამეზარა 😀

თავად ფილმს რაც შეეხება, სულ ასეთი აზრი მქონდა – რაღაც აკლია. ფილმი კარგია, მაგრამ სულ ეს არის, ამაზე მეტი არა 🙂 საერთოდაც, ბერტოლუჩისა და ანტონიონის შემოქმედებაზე ცოტა ჩემებური აზრის ვარ, მაგრამ როგორც იტალიელ რეჟისორებსა და ძლაიან ნიჭიერ ხალხს, ცხადია, დიდ პატივს ვცემ.

მოვიდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის დროც – ფორესტ გამპი. ბევრს არ ვილაპარაკებ, ისედაც იცით, რომ ფილმი გენიალურია, ტომ ჰენკსი შეუდარებლად ასრულებს და ასე შემდეგ. რობერტ ზემეკისი კი ჩემი (ერთ-ერთი)უსაყვარლესი რეჟისორია. ადამიანი, რომელიც ,უკან მომავალში’-სა და ფორესტ გამპს გადაიღებს ძნელია არ გიყვარდეს 🙂 რობინ რაითი(პენი) კი ის გოგოა, სანტა ბარბარაში კელის რომ თამაშობდა 😀 და მერე შონ პენს გაჰყვა ცოლად. რან Fორესტ რან… 🙂

დაბოლოს, Requiem for a Dream-ით დავასრუილე მსვლელობა 🙂 შედარებით ბევრი ხალხი იყო, მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, ფილმი ნარკომანზეა, თან დაპიარებული. კაი ბიჭები მოდიან ბრაცი, იასნია, მაგარი კინოა… 😀 მერე მეორე, სათაურში ურევია ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ოცნება(გინდა გოგოს, გინდა ბიჭს იზიდავს) და რექვიემი(ეს ბევრი გურჯისთვის უცნობი სიტყვაა და გადაწყვეტს, რომ რაღაც მაგარი პონტი იქნება და წავიდეთო).

სერიოზულად თუ ვიტყვით, ფილმი ძალიან მაგარია, ამ თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო. ლეტო და განსაკუთრებით ბერსტინი უმაგრესად თამაშობენ(ჯანდაბას კონელიც). რეჟისურა ბრწყინვალე, საერთოდ, დარენ არონოვსკი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორია. კლინტ მანსელი კი მისთვის მომაკვდინებელ მუსიკას ქმნის და ასე… 🙂

ერთადერთი რაც ფილმზე მაორჭოფებს არის ლეტოს ხელი, სულ მეჩვენება, რომ იქამდე, მანქანაში მაგალითად, მარჯვენა ხელს იტკიებს, მერე კი მარცხენას აჭრიან(თუმცა გადავამოწმე, დავაკვირდი და ასე არ არის :D). პლუს ბოლოს ძალიან ცუდად არის შეფუთვა გაკეთებული, აშკარად ჩანს, რომ ბინტში(დოლბანდში :D) ხელი(იდეაში დარჩენილი ნაწილი) არ არის გახვეული… ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ,დეტლომანია მჭირს’ 😀

მოკლედ, ასე ნახევრადდაგრუზულმა და კმაყოფილმა დავტოვე ამირანი და გასასვლელში ჩუვაკს დაველოდე. ჩუვაკად ამ შემთხვევაში მარათონის ჟამს გაცნობილ წვერებიან ბაბუას ვიხსენიებ, რომელიც დაგვიმეგობრდა და ზეჩუვაკია მართლაც, კინომანი, ჯაზის მოყვარული, თავის დროზე ბოჰემურად მაცხოვრებელი(როგორც ირკვევა :D), შესაშური ინფორმაციის წყარო და რამე 😀 კაი ხანი ბილეთებს ვაძლევდი მეც და სხვებიც, იმ ფილმებზე რომლებზეც არ შევდიოდით. მერე აბონიმენტი აჩუქეს, ერთადერთი კარგი რაც გააკეთეს მარათონის მსვლელობისას კინოთეატრების შეფებმა 🙂 მოკლედ, ჩუვაკს დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე. მობილურსაც მთხოვდა ხოლმე სახლში დასარეკად და შენი ნომერი დაფიქსირებულია იქო, მე ვუთხარი თქვენიც, ჩემთანთქო. ბოლოს წამოსვლისას მადლობა გადამიხადა, ერთი თავისებური ჩაატარა ისევ, აქეთ რატო წამოვედი ვერ მივხვდი ეგებ მეტროს მივუსწროო და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა 😀 მე კიდე ღიმილიანად დავადექი ,ბოლო’ ფეხით გასავლელ გზას სახლისაკენ.

ჯამში ე.წ. ტოპ 101 შედგა. მიუხედავად, უამრავი ხარვეზისა, კმაყოფილი დავრჩი და მსგავს აქციებს თუ კიდევ ჩაატარებენ კარგი იქნება, ოღონდ გაჭედვების გარეშე და პროფესიონალურად. თორემ კინოში, რაც განაახლეს ტოპ 101-მდე, სულ ორჯერ ვიყავი, ერთხელ აბიზალოვკაზე რაღაც დოკ. ფილმზე და მეორედ ახლახან დასაწყისზე. ასე რომ, არ გამიჭირდება რომ არ მივიდე და თუ ასე გააწამეს კლიენტები, ბევრი არ ივლის კიდევ 🙂 თუმცა ქართველები ისეთები ვართ, მაინც ვეგუებით სამწუხაროდ… მაგრამ ყველა არა 😀

კიდევ ერთხელ და მოკლედ, რუსთაველისა და ამირანის ადმინისტრაციისთვის ვიტყვი, რომ ცოტა უფრო მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინონ. არ შეიძლება 2010 წელს ასეთ დონეზე იყოს სერვისი. როგორ შეიძლება ფილმების უმეტესი ნაწილი ჭედავდეს, იყოს საშინელი ხარისხით, ცუდი გახმოვანებით… ზოგი ფილმი საერთოდ ვერ გაეშვას… ინდიანა ჯონსისი I ნაწილის მაგივრად II-ს უშვებდეთ, როცა პროგრამაში I წერია. დროებს და რაც ყველაზე ცუდია დარბაზს ცვლიდეთ თქვენს გემოზე. მეხუთე დარბაზიდან მეოთხეში რომ გადაისროლა რუსთაველმა ფილმების უმეტესობა, რა წესი იყო. ეს არის უპატივცემულობა და პასუხისმგებლობის არქონა. რას ნიშნავს კონდიციონერს ვერ დავუწევთ ან უნდა ჩართული იყოს ან გამორთული, მართლა რომელი საუკუნეა? ასევე ჭუჭყიან სკამებს თუ გარეცხავდით და გადააკრავდით ახალ რამეს ზემოდან და პოპკორნის ჩამოტეხილ ჩასადებებს არადგენდით კარგი იქნებოდა… და ყველა ნაკლს რა ჩამოთვლის კიდევ. გარდა ამისა, განსაკუთრებით რუსთაველს ეხება, ცოტა აზრზე მოიყვანეთ პერსონალი, ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა, დამლაგებლიდან დაწყებული, მოლარით გაგრძელებული, ,ბაბინისტითა’ და ადმინისტრაციით დამთავრებული მუშაობენ სოფლელები, მეტყველების უცოდინარი, ნაგლი და გონორიანი ტიპები და ტიპშები. ჰოდა, ყოველთვის არ გაგივათ 🙂 ერთხელაც ამოასხამს ვინმეს. ერთადერთი ტიპი მომეწონა, რამდეჯნერმე ვნახე და ცდილობდა კლიენტებისადმი ყურადღება გამოეჩინა და დაჟე ჩუვაკს მოსაწვევები აჩუქა. ბლანჟით მოძრაობდა რუსთაველში და თითქოს მეტყველებაც არ უჭირდა და გორლაზეც არ იყო. რამდენიმე მოლარესაც არა უშავდა.

ფილმების ნახვის გარდა, კარგი იყო, რომ უამრავი ტიპაჟი დავაპრიკოლე ამ ერთი თვის მანძილზე და კაი მასალა მომეცა სამომავლოდ 😀 ბევრი ვიხალისე. ჩუვაკი და მისი ვაჟი(ლივერპულის ფანი :D) გავიცანი და ა.შ. მოკლედ, სახალისო და დასაპრიკოლებელი მასალა ბლომად იყო.

უხეშად რომ გადავთავლე ამ 31 დღის მანძილზე 96 ფილმი ვნახე. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ზოგიერთ ფილმს მერე სახლში ვუყურებდი, რომლებიც სხვებს ემთხვეოდა, დაახლოებით დღეში საშუალოდ 3,5 ფილმს მივიღებთ. რაც ცუდი შედეგი სულაც არ არის, მაგრამ იყო საკმაოდ ხანრგძლივი პერიოდი დღეში მინიმუ 5 ფილმს ვუყურებდი 🙂 აგრეთვე სისტემტიურად 6-7 ფილმს. ჩემი პირადი რეკორდი კი 8 ფილმია ჯერჯერობით. ეს ერთის მხრივ კარგია და აქტიურად ყურების გაგრძელებას ვაპირებ ახლო მომავალში, ცოტას რომ დავისვენებ, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდიცაა, იმიტომ, რომ ფილმების უმეტესობა ერთმანეთში მერევა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, ზოგის სცენები და ზოგის დასასრულიც კი არ მახსოვს წესიერად 😀

ფილმები, რომელიც არა დამთხვევის, არამედ ჩემი ნებით გამოვტოვე არის 3: მატრიცა 2(მეზარებოდა რატომღაც და დასალევად წავედი). ცხრანახევარი კვირა(რა შედევრი ეგ არის, რომ დიდ ეკრანზე ნახო, დავისვენე და ფეხბურთი ვითამაშე) და საჰარა(ასევე დასალევად წავედი).

ფილმები, რომლებიც გაუგებრობის გამო გამოვტოვე და გამიტყდა, ოთხია. თავიდან არ ვიცოდი, რომ რუსთაველში ორ დარბაზში გადიოდა ფილმები და ამის გამო სამწუხაროდ, გამოვტოვე: ერთხელ ამერიკაში, ბენჯამინ ბატონი და 300. ხოლო ტაქსი დრაივერზე ცოტა დამაგვიანდა ზესტაფონის თამაშის გამო, საქმე მქონდა 😦 და ბილეთიც არ მქონდა აღებული, სალარო კი უკვე დაკეტილი იყო, და არ შემიშვეს.

ბევრ ფილმზე ვიცინე, ლებოვსკიზე, ბრიუგეზე და ა.შ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამჯერად, ყველაზე მეტი გაი რიჩის სნეჩსა და გსნსაკუთრებით, ბანქო, ფული და ორ ლულაზე ვიცინე. ვწუხვარ, რომ მეორედ ვერ მოვახერხე ამ ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა. სხვაგვარ სიამოვნებას რაც შეეხება, ძალიან ბევრი ფილმისგან მივიღე – კარგი, ცუდი, ბოროტი. ცხოვრება მშვენიერია, ამორეს პეროს, უკან მომავალში და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ბევრი ფილმი უკეთ შევაფასე დიდ ეკრანზე და მონატრებულზე. ვწუხვარ, რომ ბევრი ფილმის კაიფი ცუდმა ხარისხმა და გახმოვანებამ გააფუჭა.

ასეთი იყო ჩვენი კინომარათონი და დანარჩენი, რისი თქმაც მინდოდა(უფრო დეტალურად) მოგვიანებით გეტყვით, მონიშნული მაქვს რაღაცეები ))) ეს არცთუ ადვილი ,ბარიერი’ სიამოვნებით გადავლახე, რითაც კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ.

აქვე გაგიმხელთ, რომ სავარაუდოდ, ხვალ წავალ რუსთაველში, დავბრუნდები უკან მომავალში და მეორედ ვნახავ Love Actually-ს 😀 შესაბამისად, ეს გახდება ერთადერთი ფილმი, რომელსაც ორჯერ ვიხილავ ამ მარათონისას და ასე ტკბილად დავასრულებ ტოპ 101-ს.

მუდამ გახსოვდეთ – All You Need Is Love და ცხოვრება მშვენიერია 🙂
I did it… MY WAY

Written by 1myway1

სექტემბერი 5, 2010 at 1:19 AM

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გუდმენ, მარჯვენა ხელს იტკიებს როგორც მახსოვს რექვიემში 😀 ასეც მახსოვს და არონოვსკისაც მჯერა რომ ეგეთი რამე არ გამოეპარებოდა.

    Azazello

    სექტემბერი 5, 2010 at 5:36 AM

  2. kargia “) da gansakuTrebit bolo frazebi 🙂

    mylpi

    სექტემბერი 5, 2010 at 7:09 AM

  3. Azazello
    ბუნებრივია, უბრალოდ მომეჩვენა. ტან გადავამოწმე და სწორად არის, მარცხენა ხელს იტკიებს მანქანაშიც და ასეც უნდა იყოს. აი დაბინტული მაინც ნერვებს მიშლის 😀

    mylpi
    ხო, ჩემი ფრაზებია ეგენი 😀

    1myway1

    სექტემბერი 5, 2010 at 9:58 AM

  4. უი, ჯარედმა და მისმა ემო თუ არაემო ფანებმა მაპატიონ, ბეილი მეწერა მის მაგივრად, ეგრევე გამახსენდა. ბეილზე რაღაცას ვკითხულობდი გუშინ და მექანიკურად შემეშალა 😀

    1myway1

    სექტემბერი 5, 2010 at 10:05 AM

  5. დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი შენი კინომარათონის დღიურებს,მაგრამ ეს პოსტი ყველაზე ძალიან მომეწონა 🙂

    ქილ ბილის პირველ ნაწილს მე მეორე მირჩევნია.ნოუთბუქი იმ მოხუცების გარეშე შეიძლება ნორმალური ისტორიაც გამოსულიყო,მაგრამ ეხლა ცოტა გულისამრევად მეჩვენება 🙂 მეოცნებეები კიდევ მგონი ზუსტად ისეთია,როგორიც უნდა იყოს,არც მეტი,არც ნაკლები. ოცნებების რექვიემი ზედმეტად ატაცებული მგონია,არონოვსკის ყველაზე სუსტ ფილმად მიმაჩნია.

    დანარჩენში გეთანხმები 🙂

    mariefille

    სექტემბერი 5, 2010 at 11:43 AM

  6. ფორესტ გამპზე დღესაც სიამოვნებით წავიდოდი 🙂
    ამ ფილმის ყურება არ მბეზრდება 🙂

    cucqa

    სექტემბერი 5, 2010 at 12:42 PM

  7. mariefille
    რას ერჩით ამ მოხუცებს 😛
    მეოცნება ალბათ შეიძლებოდა ცოტა უკეთესიც ყოფილიყო
    რექვიემზე რაღაც მომენტში გეთანხმები. სუსტს ვერ დავარქმევ ნამდვილად, მაგრამ არონოვსკის მეტი შეუძლია 😀

    cucqa
    იასნა, შედევრია 🙂

    1myway1

    სექტემბერი 5, 2010 at 4:04 PM

  8. au Love Actually ar mbzerdeba… yovel axal tsels vuyureb 😛
    klasikaa chemtvis 😀 arcerti melodrama ar miyvars mag doneze lol 😀

    okey

    სექტემბერი 5, 2010 at 7:35 PM

  9. okey
    😀 da romeli xar shen 😀

    1myway1

    სექტემბერი 5, 2010 at 8:33 PM

  10. okey
    da shen ar pasuxob da kaif icher amit? 😀

    1myway1

    სექტემბერი 7, 2010 at 11:06 AM

    • ara rato gipasuxeb 😀
      mara xo unda vicode saidan sheizleba icode an mixvde vin var 😀
      nu tu forum.ge-ze xar (arvici tu xar) mashin sadme mainc waatskdebodi nikia Erekle_var_ra

      tu blogeri xar chemi blogi imedia odesme mainc geqneboda gagonili KinoBlogi.Ge

      zogadad kide Erekle Antadze mqvia tu aman raime mogca 😀

      okey

      სექტემბერი 7, 2010 at 7:33 PM

  11. ki, forum.ge-s pontshi vikitxe 😀
    Goodman var me

    1myway1

    სექტემბერი 7, 2010 at 7:35 PM

    • vici romelic xar : )))))))))
      posts forum.ge-ze mivachire 😀

      okey

      სექტემბერი 9, 2010 at 9:06 PM


დატოვე კომენტარი