1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

2011 წელს გავიგე, რომ…

with 4 comments

ჯანმრთელობა მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ცოტა უფორ მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ თავს(მაგრამ ვერ ვასრულებ მაინც).

სხვა სხვის ომში ყოველთვის ბრძენია და შეუძლია საყვედურები გითხრას, რჩევები მოგცეს, ბრძენის პოზიცია დაიჭიროს და ამ დროს სულ არ აინტერესებდეს შენი ამბავი ან რომც აინტერესებდეს, რეალურად ვერ იაზრებდეს პრობლემის არსს.

ლარი ძალიან გაუფასურდა და ცხოვრება მართლაც გაძვირდა თთქმის ორმაგად. ხელფასი კი არ გაიზარდა. ამასთანავე, როცა გაიზარდა საქმეში ჩაერთო ადამიანური თვისებები, ყოველთვის უფრო მეტი გინდა და მაინც არ გყოფნის.

ყველაფერი რაც ბრწყინავს… ამბობენ, ნამდვილი მეგობარს მაშინ ამოიცნობ თუ რაც მთავარია ლხინში შენთანაა და შენს სიხარულს იზიარებსო. თუმცა ქართველებს ყველაფერი უკუღმა გვაქვს და აქ ჭირში უფრო საჭიროა მეგობარი. მივხვდი, რომ ადამიანი შეიძლება მშვენივრად იყოს შენს გვერდზე სანამ სულ პატარა ბარიერი არ შეიქმნება და როგორც კი ეს ბარიერი გამოჩნდება ან სცადოს მისთვის გვერდის ავლა შენთან ერთად(და არა გადალახვა) ან ბოლომდე ჩაისვაროს და ფეხებზე დაგიკიდოს. არცერთი არ არის კარგი, მაგრამ პირველი მეორეს სჯობია. ამიტომ, კიდევ უფრო ცივი და მკაცრი გავხდი და თუ რაიმე პატარა არ მომეწონა, ეგრევე გადავხაზავ ხოლმე ადამიანს, მერე კი ძალიან იშვიათად რომ გული მომიბრუნდეს.

მივხვდი რომ ქართველ ერს ჯერ ძალიან ბევრ ასპექტში ისევ არაფერი ეშველება და შორს ვართ წინსვლისგან, მიუხედავად მოჩვენებითი ძვრებისა. აქ არის ,ჩამყაყებული’ მენტალიტეტი, რომელიც კიდევ ძალიან დიდი ხანი დაგვატორმუზებს. არ ვიცით ძველიდან კარგის ამორჩევა და ცუდის გადაგდება, ამიტომ ჩვენი საშველი არ არის. ახალგაზრდობაში კი ისევ მოდის უკვე დაღუპული თაობა. ერთი ტალღა საკმარისი არ გამოდგა.

გავიგე ისიც, რომ ისევ ძველებურად ჭრის ძმაკაცობა, ვიღაცის შვილობა, ბიძაშვილობა და ასე შემდეგ. სულ ფეხზე შეუძლიათ დაიკიდონ შენი შესაძლებლობები და ვიღაც უვიცი შენზე წინ დააყენონ. შენ კი პირიქით, მაქსიმალურად გამოგიყენონ. რაც მეტი იცი, მით უარესია და თუ ,ნაგლი’ არ ხარ შორსაც ვერ წახვალ. წესიერება, მორიდება, პატიოსნება ეს ჩვენთან დადებითი თვისებები არ არის სამწუხაროდ.

შემექმნა იულზია, რომ ვალებიდან ვეღარასდროს ამოვალ და მეტიც, ვფიქრობ უკვე იმაზე, რომ თუ ვალი არ მაქვს თავს ცუდად ვგრძნობ, შემესისხლხორცა უკვე.

მივხდვი რომ ნამდვილად იმ საქმეს ვაკეთებ რაც მახარებს(მიუხედავად რაღაც პრობლემებისა შიდა სამზარეულოში, მაინც), მაგრამ იმასაც ვგრძნობ რომ აბსოლუტურად ვიფიტები. ასეთი რეჟიმია… ერთის მხრივ კარგია, რადგან სულ მოძროაბაში ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ არაფრისთვის დრო არ გრჩება და სულ დაღლილი ხარ. თან რაღაც მომენტში, ყველაფერი ყელში ამოგდის.

დრო კი მართლაც ძვირფასი რამეა, დავაფასე კიდევ უფრო. გინდა წერა, გინდა კითხვა, გინდა ფილმის ყურება, გინდა მეგობრებთან ერთად გართობა… მაგრამ დრო არ გრჩება. ყველაზე დასანანი ეს არის.

გული დამწყდა კიდევ ეთხელ, რომ იმდენს ვერ ვწერ რამდენიც მინდა, მაგრამ თუ წერ, მაშინ ბევრ რამეს უნდა მოეშვა და თუ ბევრ რამეს მოეშვი საჭმელს ვერ შეჭამ… ძნელია.

კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი დოსტოევსკით და მოვიტოვე მისი რამდენიმე რამ წასაკითხად. ამის მერე ბულგაკოვზე გადავდივარ(რაც მინდა მასტერის გარდა, ეგ უკვა სამჯერ წავიკითხე) და მერე ვნახოთ… ძლიერები არიან ამ საქმეში ეს დამპლები.

კარგად გავიაზრე რამდენ დროს ვკარგავ და როგორ ვიშლი ნერვებს გზაში. ამიტომ, მივხვდი რომ ვინმემ რამე მალალიტრაჟკა მანქანა უნდა მაჩუქოს, მაგრამ თოვლის ბაბუა ჯერ არ ჩანს. გარდა ამისა, ზეციერმა მფარველი ანგელოზი უნდა გამომიგზავნოს, რომ ამ გიჟ ქალაქში ჩემნაირი მხედველობისა და ნერვების მქონე ადამიანმა მანქანა მშვიდობიანად მართოს.

მემილიონედ დადასტურდა ისიც, რომ გურჯები ძალიან ზარმაცი და ხალტურშიკი ერი ვართ. მთავარია ჩვენი ოჯახი იყოს კარგად და დანარჩენც ვიკიდებთ(სამწუხაროდ უდიდეს ნაწილს ეხება). იმას კი ვერ ვხვდებით, რომ გარშემო რაც მეტი ხალხი იქნება კრგად, საბოლოოდ პირადად ჩვენც ბევრად უკეთ ვიქნებით მერე. მაგრამ მთავარია ერთი კილოთი ნაკლები ხორცი და კარტოფილი არ იყიდონ და ამის გამო ყველაფერზე მიდიან.

კიდევ მივხვდი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტებზე მეტად ნერვებს მიშლის რიგები, როცა რიგში დგახარ და მოდის ვიღაც და გვერდზე ,ფორტოჩკაში’ იყურება ანუ შენ დებილად მიაჩნიხარ, რომ დგახარ რიგში და ამ დროს გვერდზეც შეიძლება ყიდვა/გადახდა. ყველაზე ცუდი კი არის როცა ნაგლად მიდის წინ და თამაშობს იმაზე, რამდენად წესიერი ტიპი ხარ და გაატარებ თუ არა. ქალები ყველაზე მეტად მაბრაზებენ ასეთ დროს.

კვლავ გაუცემელია პასუხი კითხვაზე – რა სურთ ქალებს? ამისთვის მელ გიბსონივით ფენს ნუ ჩაიგდებთ აბაზანაში, მაინც ვერაფრს გაიგებთ და უარესი დაგემართებათ.

მივხვდი, რომ მგონი ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული, მაგრამ მალე მოევლება ამასაც და დამარცხდება არასაჭირო გრძნობა. ვინც არ არის ღირსი, არც უნდა მიიღოს ეს ))) ანუ არც ის არის ღირსი ჩემი გრძნობის და ალბათ არც მე.
მაგრამ მტკივნეულთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა ამ გრძნობის განცდა, რისთვისაც მადლობა მას

შევიტანე სარჩელი განქორიწნებაზე და გავიგე სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი 🙂
თურმე ფეხმძიმე მეუღლე მივატოვე, საავადმყოფოში არასდროს მივსულვარ, არასდროს მქონია კონტაქტის სურვილი მიუხედავად მეორე მხარის არაერთგზის მცდელობისა და თურმე საგულდაგულოდ და მიზანმიმართულად ვმალავდი სამუშაო ადგილს(რაც აბსურდის აპოთეოზია).
გარდა ამისა, თურმე ჩემი ოჯახის წევრები(ესე იგი მათ შორის ბებიაჩემიც რომელიც მალე 73 წლის გახდება) ეწევიან ,თავისუფალ’ ცხოვრებას(ასე წერია ზუსტად) და მათთან ბავშვის კონტაქტი წარმოუდგენელია. თუმცა ალიმენტი ძველიც და ახალიც თვეში 500 ლარი უნდა ვიხადო, მეორე მხარის მოთხოვნით და თან ბავშვი არ უნდა ვნახო… რომელსაც იმ გარემოში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს მე მგონი ჯანმრთელობასთან, ისედაც ისეთი მძიმე და სარისკო მშობიარობა ჰქონდა… 😦
ამდენსაც აღარ ველოდი… საიდან ჩნდებიან ასეთი უნამუსო და მდაბიო ადამიანები და რატომ ამძიმებენ ამ დედამიწას.
ვნახოთ როდის და როგორ დასრულდება პროცესი, იმედია მალე.

გავიგე რომ სიგარეტისთვის თავის დანებება თან მინდა და თან არა. გავიგე, რომ დალევა მაზიანებს(არა ისე როგორც სიგარეტი), მაგრამ ვერ ველევი და არც შეველევი, რადგან სარგებელიც მოაქვს სმას 😉 გავიგე, რომ მხედველობა მგონი კიდევ უფრო გამიუარესდა. გავიგე რომ დაზღვევა ხშირად არაფერს არ გიფინანსებს და უბრალოდ ფულს უხდი 😀

დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი და ერთი სიტყვით, კიდევ ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც იდეაში აქამდეც ვიცოდი… ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია(როგორ მიყვარს ბანალურობა).

სამწუხაროდ, ისიც დავინახე, რომ გარდა იმისა, რომ ზოგადად მინდა წერა და დროს ვერ ვუთმობ. უშუალოდ ბლოგისთვისაც ვეღარ ვიცლი წელს, რაც პოსტების რაოდენობაზეც და ხარისხზეც ნათლად აისახება. თუმცა საბედნიეროდ, აქაურობას შეუძენია ერთგული მნახველები, რომლებიც სისტემატიურად შემოდიან და სიამოვნებთ აქაურობა, რაც უკვე მე მსიამოვნებს 🙂

დიდი მადლობა ამისთვის ყველას, ცუდსაც და კარგსაც, ნაღდ ახლობელსაც და ცრუ ახლობელსაც, მოყვარესაც და მტერსაც…

გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს. ნაძალადევი არ გვინდა, მართლა კარგ ხასიათზე ვიყოთ და გვქონდეს იმედი, რომ 2012 წელი, სულ მინიმუმ უკეთესი იქნება წინა წელზე და თუ ბევრად უკეთესი და ძალიან კარგი იქნება ხომ მით უმეტეს.

ნუ გექნებათ დაღლილი და ნატანჯი საახეები, თუ სადმე წასვლა არ გინდათ ნუ წახვალთ, თუ დალევა არ გინდათ ნუ დალევთ ან პირიქით, თუ გინდათ და გიკრძალავენ დალიეთ. იცოხვრეთ ისე, როგორც გაგისწორდებათ, ოღონდ ცუდს ნუ გააკეთებთ და დანარჩენი, ვინ რას იტყვის… დაიკიდეთ.
არ გვინდა ტექსტები – ვერ ვიტან ახალ წელს, ჩემს დაბადებისდღეზე სახლიდან უნდა წავიდე… და ასე შემდეგ.
რატომ? პროტესტის უკეთესი ფორმებიც არსებობს.
გაიხარეთ უბრალოდ. თუ მაინც არ გიხარიათ და… სხვებს მაინც ნუ შეუშლით ხელს.

ჯანმრთლეობას და ბედნიერებას გისურვებთ, თქვენებურად გაგეკეთებინოთ ყველაფერი
მეც ისევ – I’m on my way…

პ.ს.
რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მშვენიერია!
მე კი პესიმისტის მანტიამოსხმული გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ 🙂

Written by 1myway1

დეკემბერი 31, 2011 at 12:45 PM

Posted in Uncategorized

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 2011 წელს გავიგე, რომ… (ხშირად) შენს ბლოგთან “ურთიერთობა” უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შენთან 🙂

    I

    იანვარი 2, 2012 at 4:41 PM

  2. ძალიან სასიამოვნოა ინგა 😀 😀

    1myway1

    იანვარი 2, 2012 at 4:45 PM

  3. ჩემთვის არა, გიორგი 😀

    I

    იანვარი 2, 2012 at 4:48 PM

  4. “კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი დოსტოევსკით და მოვიტოვე მისი რამდენიმე რამ წასაკითხად. ამის მერე ბულგაკოვზე გადავდივარ(რაც მინდა მასტერის გარდა, ეგ უკვა სამჯერ წავიკითხე) და მერე ვნახოთ… “- შენამდე რომ მეთქვა ეს ვიფიქრებდი რომ მომპარე :დ;დ

    karamelka

    ივნისი 12, 2012 at 2:59 PM


Leave a reply to 1myway1 კომენტარის გაუქმება