1myway1's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the ‘ფეხბურთი’ Category

ცრემლიან სერია ა-ში მთვარეზეც დადიან

with 2 comments

კევინ პრინს ბოატენგმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა და დაადასტურა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. საქმე ისაა, რომ იგი შეჰპირდა მილანის ქომაგების, რომ თუ  როსონერი იტალიის ჩემპიონი გახდებოდა მაიკლ ჯექსონის ცნობილ Moonwalk-ს შეასრულებდა. ცხადია, ამააზე ყველას გაეღიმა და ასე გაღიმებული ელოდებოდა ყველა იმ სახალისო მომენტს, როცა ბოატენგი ,იცეკვებდა’ მუნვოქს და მას მასხრად ავიგდებდით. თუმცა ასევე გაღიმებულები დარჩნენ სკეპტიკოსები, როცა ბოატენგმა კი არ ,იცეკვა’, არამედ იცეკვა! და მერე როგორ, შეარსულა 🙂 პირადად მე, პირველად რომ ვნახე გაოგნებული ვუყურებდი და კარგ ხასიათზე დამაყენა, მერე რამდენჯერმე ვუყურე კიდევ. მიუხედავად მისი შემდეგი უხეში მოძრაობებისა და ღრიალისა, იქამდე რასაც აკეთებს საოცარი და ნამდვილად დაფასებას იმსახურებს. ასევე არ შემიძლია(@ზუზუ) ორი სიტყვით არ შევეხო სამპდორიას გავარდნას და პალომბოს ცხარე ცრემლებს, ძალიან გულისამაჩუყებელ კადრებს. დიდი გუნდი გავარდა სერია ა-დან. დორია ისევ გასაჭირში, მაგრამ 92-ე წუთზე, როცა გუნდი 1:2-ს აგებდა და უკვე სერია ბ-ში იყო, დორიას ქომათა ნაწილი ტიროდა, ხოლო ნაწილი ხმამაღლა და გულმოდგინეთ მღეროდა და თავისიანებს ამხნევებდამ ანხნევებდა და აფასებდა ბოლომდე! ამიტოა გენუა დიდი ქალაქი, თავისი სამპდორიათიც და თავისი ჯენოათიც, რომელმაც გაწირა თანაქალაქელი. ამიტომაა, იტალია დიდი ქვეყანა, სერია ა კი განსაკუთრებული ჩემპიონატი. იქ ფეხბურთი რელიგიაა, იქ სხვა ემოციაა, სხვა გრძნობაა.

შეგიძლიათ თავად დატკბეთ მილანის მაიკლ ჯექსონით:

ბოატენგი გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, იქვე გაიზარდა და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ითამაშა, მას შეეძლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მშობლიურ განას მიანიჭა უპირატესობა და ეს დასაფასებელია. იყო თითქოს ფიზიკურად ძლიერი, ცოტა უტვინო და უხეში ფეხბურთელი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვანაირი ვიხილეთ – დაუღალავი, ტექნიკური, მებრძოლი, არც ისე უხეში… მერე გადავიდა მილანში, ჯენოადან ინათხოვრა როსონერიმ და იქ საოცრად ათამაშდა. რამდენიმე თამაში ტრეკუარტისტადაც კი ჩაატარა და ეს სახუმარო საქმე არაა, თან წარმატებით ჩაატარა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში ტრავმამაც ვერ შეუშალა ხელი 🙂 ის მხოლოდ 24 წლისაა და ბევრი რამ წინ აქვს.

მილანმა თქვა, რომ აუცილებლად გამოისყიდის ბოლომდე. ჯენოამ კი იხუმრა, რომ აქამდე როგორც ფეხბურთელს ისე ვყიდდით და მოცეკვავეც არანაკლები ყოფილა, ასე რომ ჩვენი ფასი ერთიორად აიწევსო 😀 ვინ იცის ამ მუნვოქის გამო მილანს მართლაც გვარიანად მეტის გადახდა მოუწიოს – აი ასე 🙂

საერთოდ ძალიან ლამაზი იყო მილანის ცერემონია, რომელიც სან სიროზე/ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ მოიძიოთ და ნახოთ. რაც არ უნდა ვლანძღოთ სილვიო ბერლუსკონი, მისი მილანი ძალიან ლამაზია, ძალიან კლასნია, ძალიან დონეა, ყველაზ ტიტულოვანია… იცის ასეთი რაღაცეების კეთება. მთლიანად სან სირო ლამაზი იყო, ფეხბურთელებმა მშვენიერი შოუ დადგეს, ლამაზი ქალები, გარემო, მუსიკა… ვისიამოვნე, ბრავო როსონერი! ეკუთვნოდათ 🙂 და მადლობა ბოატენგს კიდევ ერთხელ.
მადლობა კლარენს ზეედორფს, თავისი დახვეწილობის და კლასისთვის, მადლობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავისი სიგიჟისა და უდიდესი ნიჭისთვის… ამას მე ვამბობ, იუვენტუსის ქომაგი 🙂

ამ ამბავმა მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფანჩესკო გვიდოლინმა უდინეზეს თავკაცმა, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს და მის უდინეზეს ,მფრინავი ცირკი’ შეარქვეს, აღნიშნა, რომ თუ უდინელები მართლაც გავლენ მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ისიც შეასრულებს მუნვოქს!!! აი ეს მართლაც დიდი სანააობა იქნება, ვისაც ოდნავი არმოდგენა მაინც აქვს გვიდოლინის რიპაჟზე, მით უმეტეს მიხვდება. იმედია მწვრთნელს არ უხუმრია. სხვათა შორის, უდინეზე ბოლო ტურში უკვე ჩემპიონ მილანს ხვდება და ამბობენ, ამ გუნდებს შორის კარგი დამოკიდებულების გამო, მილანი თავ არ მოიკლავსო. ჩვენც ვთხოვოთ როსონერის, რომ კიდევ ერთი მუნვოქი გვაჩუქოს 😀 ბოდიში ლაციოსთან, მაგრამ… დაე უდინეზე გავიდეს.

ჩვენ ყველას გვაქვს პერიოდები ცხოვრებაში, როცა მართლაც მთვარეზე ვართ სიხარულისგან და ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის დარად გულში მაინც ვცეკვავთ. ამიტომაა ცხოვრება მშვენიერი – ეს არის ემოცია, ეს არის ფეხბურთი, ეს არის სერია ა, იტალია, სილამაზე, სიყვარული, სიგიჟე, სევდა, სიხარული, გრძნობა…

ეს ვიდეო, სადაც ჯექსონის და ბოატენგის მუნოქი ერთად ჩანს 😀

ესეც მილანის დაქნეული გულშემატკივარი და კომენტატორი ტიციანო კრუდელი, ცდილობს ,გაიმეოროს’ მუნვოქი 😀

დაბოლოს

ანჯელო პალომბო, რომლის გნდსაც სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს, რომლის გუნდის ცუდი თამაშის გამოც, მაგრამ პრეზიდენტის შეცდომებისა და უიღბლობის დიდი წილით გავარდა სერია ბ-ში, რომელიც ძალიან გაწონასორებული და მშვიდია, მაგრამ პალერმოსთან შეხვედრაში წყობიდან გამოვიდა, კინაღამ იჩხუბა კიდეც, შემდეგ თავადვე დაამშვიდა ისევ გარემო. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და საფინალო სასტვენის მერე, რასაც ჰქვია იბღავლა, რამდენიმე წუთი ჩამუხლული ტიროდა და ვერავინ ვერ დაამშვიდა(სამწუხაროდ ეს კადრები სრულად არ არის ჯერ ატვირთული და რო მოვახერხებ სრულად დავდებ მერე), ბოლოს კი წამოდგა დორიას ულტრასებისკენ წავიდა, ტირილით მოუბოდიშა, თავის თავზე აიღო ეს წარუმატებლობა და ძლივს გაიყვანეს მინდვრიდან
საერთოდ, რაც იმ წუთებში გენუაში ლუიჯი ფერარისზე/სტადიო მარასიზე ხდებოდა ძნელი გადმოსაცემია და შეუძლებელი იყო ამისთვის მშვიდად გეყურებინა კაცს. ამიტომ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი და რაც მთავარია ცხოვრება 🙂

Written by 1myway1

მაისი 16, 2011 at 5:01 PM

გაყიდული მსოფლიო

with 7 comments

არ მსურს ეს ისტორია, უკვალოდ გაქრეს, არა უკვალოდ არც გაქრება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ამოვატივტივო… გახსოვთ ლორდი ტრისმანი? თუ გახსოვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, ხოლო თუ არ გახსოვთ და არ იცით ვინ არის, მაშინ ყურადღებით გაეცანით ამ ისტორიას. არამარტო ფეხბურთის მოყვარულებისთვისაა საინტერესო.

დავიწყოთ იმით თუ ვინ არის ეს ტრისმანი. იგი გახლავთ ინგლისელი ლორდი, საკმაოდ ცნობილი, პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება. იგი მთავრობაში ტრიალებდა და საბოლოოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჩააბარესმ რათა იქაური არეულობისთვის მიეხედა და თან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ემUშავა, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს მასპინძლობა ინგლისს რომ სურდა ეს დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი დაერთ დროს იმასაც ამბობდნენ, გადაწყვეტილი ამბავიაო. ერთი სიტყვით, ვიღაც ცვეულებრივი გამვლელი და უცებ ძალაუფლების მოხვეჭით პროვინციულად აჟიტირებული არ გეგოოთ ჩვენი ტრისმანი, ლორდია(გავკლარი მაგათ ლორდებს და დედოფალს და ქვეყანას, მაგრამ მაინც).

2010 წლის მაისში შუა რიცხვებში, პრესაში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია… ლორდმა ტრისმანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ესპანეთს შესთავაზა ასეთი ვარიანტი – 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კიდევ ერთ მთავარ მსურველს, ესპანეთს ნელნელა უკან დაეხია და ემუშავა იმაზე, რომ მისი ხმები რუსეთისკენ წასულიყო, რაც რუსეთს ინგლისის კანდიდატურის დამარცხებასი დაეხმარებოდა. რას მიიღებდა ესპანეთი სანაცვლოდ? ძალიან ბევრს! 2010 წლის მუნდიალს. რუსეთი ესპანელებს მსაჯების მოსყიდვასა და დახმარებას დაპირდა, ამას როგორ გავაკეთებთ ჩვენი საქმეა. რუსეთი რომ ასეთებზე წამსვლელი და თან შემსრულებელია, ვფიქრობ არ გაგიკვირდებათ 🙂
ესპანეთს კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძააალიან ძაააალიან სჭირდებოდა, ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის პოლიტიკურითაც.

კარგად გაიაზრეთ, რომ ასეთი რამ კაცმა თქვა 2010 წლის მუნდიალის დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე. არაფრის მტკიცება არ გვინდა, მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯებმა იმაზე ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს, ვიდრე 2002, ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს 🙂 ეს რომ ვინმეს სერიოზულად ეთქვა თქვენთვის, რამდენი ადამიანი დაიჯერებდით? 🙂 განსაკუთრებით მეორე ამბავს… ტრისმანმა კი იცოდა და სანდო წყაროებიდან 🙂
განსაკუთრებით ფიფა, ასევე უეფა და საერთოდ ყველაფერი კორუმპირებული და გასრვილი რომ არის, ესეც არახალი უნდა იყოს წესით თქვენთვის და ფეხბურთშიც ხშირად რომ ხდება სამწუხაროდ მაიმუნობები.

ახლა საიდან გასკდა ეს ამბავი… როცა პატივცემული ბარონი დევიდ ტრისმანი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, მინისტრად მუშაობდა, ამნ პირად მდივნად აიყვანა ქალბატონი მელისა ჯეიკობსი. მდივნებისა და მათი უფროსების ხშირი თბილი ურთიერთობების შესახებაც ალბათ გსმენიათ, მით უმეტეს, რომ ტრისმანის გარეგნობისა და ასაკის კაცისთვის 37 წლის მის ჯეიკობსი საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო. ჰოდა, მათ სორისაც გაჩაღდა ის რაც უნდა გაჩაღებულიყო და საკმაო ხნის მანძილზე გრძელდებოდა კიდეც.

ამბობენ, უკვე დაშორებულნი იყვნენ, ქალბატონ მელისას თურმე მოულოდნელად სინდისმა შეაწუხა ამდენი ხნის მანძილზე ცოლიან კაცთან ურთიერთობის გამო 😀 მაგრამ მეგობრებად რჩებოდნენო… და ერთ დღესაც ტრისმანმა ჯეიკობსთან ერთად სადილობა გადაწყვიტა. ეს 2010 წლის 16 მაისს მოხდა. სწორედ იმ სადილზე მოყვა პატივცემულმა ეს და სხვა საინტერესო ამბები. მელისამ კი ქალების დიდი ნაწილის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და როგორც სულით მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეეფერება, მთელი ეს საუბარი ჩაიწერა და უმალვე ,გაასაღა’. აი ასე გასკდა ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი 🙂

შემდეგ, კი როგორც ინგლისელ ჯენტლმენს ეკადრება, რომელიც წინა დღეს პრინც უილიამთან ერთად დასეირნობდა, ჯონ ტერის უეინ ბრიჯის გერლფრენდის გაბახების გამო აკრიტიკებდა და ინგლისური კდემამოსილება ეჭირა, ლორდი ტრისმანი გადადგა. გაუმკლავდა იმ აჟიოტაჟს რომელიც ატყდა მისი მოყოლილი ამბების შემდეგ და ახლა ალბათ ცხოვრობს თავისთვის. დრომ კი აჩვენა, რომ რაც ამ კაცმა თქვა, ყველაფერი ასრულდა 🙂

მოდი ახლა ნუი დავიწყებთ მიამიტურად იმის მტკიცებას, რომ ესპანეთი ისედაც გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და რუსეთი ისედაც მოახერხებდა ყველას მოსყიდვას. ნუ დავემსგავსებით ბირჟაზე მდგარ 17 წლის ბიჭს, რომელმაც არ იცის ვინ იყო ლუის სუარესი, სამაგიეროდ ჰგოპნია რომ ფეხბურთში ერკვევა და იტყვის ეს რა სისულელეებს წერს, ესპანეთი ისედაც ყველაზე მაგარი იყო  – ჩავი, ინიესტა, პედრო, პიკე ბარსელონა! და მაინც მოიგებდა ან მსაჯები სად დაეხმარენ ჩმდდშვც-იო(ეს ამ კატეგორიის ყველაზე ლაითი ვარიანტი შემოგთავაზეთ).

მე იმას არ უარვყოფ, რომ შეიძლება ესპანეთს ისედაც მოეგო. არციმას უარვყოფ, რომ ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ კარგით რა… 1954 წელს უნგრეთი აშკარად ყველაზე უკეთესი იყო, მოიგო? 1982-ში ბრაზილიას ვისზე ნაკლები ნაკრები ჰყავდა – მოიგო? კრუიფის ჰოლანდია ვინმეს ჩამორჩებოდა? არა, მაგრამ ვერ მოიგო. 2004-ში საბერძნეთი ყველაზე კარგი ნაკრები იყო? რბილად რომ ვტქვათ ალბათ არა, მაგრამ მოიგო. არაერთი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
არც ისე უნდა გაიგოს ვინმემ, რომ ადგნენ და ყველა თამაშო ჩააწყვეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ერთი პატარა დახმარებაც კი ძალიან მნშივნელოვანია, მით უმეტეს თუ ერთზე მეტთან გვაქვს საქმე.

გაგახსენოთ ესპანეთის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომები? მოდი ზოგიერთების სიმულანტობების გამო გაძევებულ ფეხბურთელებს და ასეთ წვრილმანებს არ გაგახსენებთ(არადა არ არის წვრილმანები, მაგრამ ამჯერად ასე ჩავთვალოთ). პარაგვაისთან მატჩში, როცა ჩემი აზრით, მოიგო კიდეც ესპანეთმა მუნდიალი, ეგ იყო გადამწყვეტი თამაში, ნელსონ ვალდესს ხომ აბსოლუტურად წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს? იმავე მატჩში, კარდოზომ პენალტი ვერ შეაგდო და პარაგვაიმ თავის ტავსაც უნდა დააბრალოს ყველაფერი, მაგრამ კარდოზოს არ გადაარტყმევინა პენალტი, არადა ზუსტად იგივე მიზეზით, ცოტა ხანში ხაბი ალონსოს გადაარტყმევინა. ჩნდება კითხვა რატომ მოხდა ეს? იქნებ ეგონათ, რომ ისევ გაიტანდა, იქნებ მხოლოდ ლაინსმენი იყო მოსყიდული. იქნებ, რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც მოაგებინდებდნენ ამ თამაშ ესპანეთს ან იქნებ, კი ბატონო… ამ მატჩში არც არავინ იყო მოქრთამული. ფაქტი კი ის არის, რომ ის ურთულესი და არეული თამაში ესპანეთმა მოიგო.

დავიდ ვილია თამაშგარეში იყო, როცა ასევე მძიმე თამაშში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი გაიტანა. რაღა ვილიაზე ლაპარაკობთ, როცა სამმეტრიანი თამაშგარე იყო ტევესზე და ლამპარდს სუფთ გოლი არ ჩაუთვალესო? და არ გიფიქრიათ, რომ ის რამდენიმე მყვირალა შეცდომა სწორედ იმიტომ იყო დაშვებული, რომ ყურადღება მათზე გადატანილიყო და ,შედარებით პატარა’ შეცდომები აღარ გამოჩენილიყო? აბა ჩაწყობა როცა ხდება, თქვენი აზრით ისე ხდება, როგორ ნაგლადაც კორეამ ქნა ან ისე რომ ყველა მიხვდეს? არა, ეს ოსტატურად უნდა გაკეთდეს და რაც ცოტა მონაწილეს ეცოდიენაბ, მით უკეთესი.

იქნებ ამავე მიზეზით ბათილდება თქვენი ის არგუმენტი, რომელსაც აუცილებლად მოიყვანთ – რატომ არ გაუგდეს ჰოლანდიას კაცი ფინალის დებიუტშივე. იქნებ ფინალში აღარ იყო ჩაწყობა, მაგრამ იქნებ იყო, და უბრალოდ საჭირო მომენტებს ელოდებოდნენ და მხოლოდ შეუმჩნევლად ეხმარებოდნენ ესპანეთს. გოლის დროს ჰოლანდიელი ძირს ეგდო, ეუხეშნენო, ამით ჰოლანდიური პრესა გადაჭრელებული იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეგ ეპიზოდი წესიერად. იქნებ ის კუთხური, რომელმაც დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი, მართლა არ დაინახა მსაჯმა და არა ვერ დაინახა(იმის ვერდანახვა ძალიან ძნელი იყო). იქნებ თამაშგარეს კი არ ჰგავდა საგოლე იერიშისას, არამედ იყო.
რა ვიცით,,, იქნებ… ფაქტი კი ის არის, რომ კაცმა დიდი ხნით ადრე თქვა თუ რა მოხდებოდა მომავალ თვეებში და კვამლი უცეცხლოდ არ არსებობოს, აი ამჯერად კი ვეთანხმები ამ გამოთქმას 🙂

ესპნაეთმა ჩემთვის მსაჯების შეცდომებით 2002-ზე მეტად გაფუჭებული(მაგრამ 2002-ზე ხარისხიანი ცხადია) ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი აშკარად ცოტა უკან დაიხია 2018 წლის მსოფლიოს მასპინძლობაზე. ერთ დროს აშკარა ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა კი წააგო და შედეგად 2018 წლის მუნდიალი, საუბედუროდ რუსეთში გაიმართება. ამ გადაწყვეტილებას ყველანაირად ,გაგიპრავებენ’ – გეტყვიან, რომ რუსეთში, ამხელა ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა, რუსეთი მზად არის ამისთვის და ასე შემდეგ 🙂 ისევე როგორც გაამართლებენ ყატარის გადაწყვეტილებას, 2022 წელს ყატარში უნდ გაიმართოს მუნდიალი და ეს არანაკლებ სასაცილო და ამაზრზენია. ამ ყველაფრის გამო კი ზეპ ბლატერის თამადობით, სამარცხვინო ფიფას კორუმპირებული და ბიძნური დედა კიდევ არაერთხელ უნდა მოვიკითხოთ, მათი კოშმარული პოლიტიკისა და გაუმაძღარი მუცლების გამო, მაგრამ ამით რას შევცვლით? სამწუხაროდ ვერაფერს და უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმას თუ რა მოხდება იქამდე, დრო დიდია 🙂 და იოქამდე 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოა, რომელიც წესით კარგი უნდა გამოვიდეს.

ისე, არ მიყვარს ასეთი საუბრები და ყველგან ჩაწყობასა და შეთმულების თეორიას არ ვხედავ, მაგრამ ბოლო დროს რამდენი რამე მისცეს რუსეთს ხომ აკვირდებით? და მართლა მოგეჩვენება კაცს, სულ რომ არ გინდოდეს, რომ ჰაერში მომწამვლელი გაზისა და ბინძური ფულის სუნი ტრიალებს.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ძალიან მადლიერი ვარ დევიდ ტრისმანის. ისევე იმ წაკლა მელისა ჯეიკობსის, რადგან ამჯერად მის ცუდ საქციელს ,კარგი ამბის’ გახეთქვა მოჰყვა.

პ.ს.
http://www.dailymail.co.uk/sport/worldcup2010/article-1278759/World-Cup-2010-FA-chief-Lord-Triesman-accuses-Spain-Russia-bid-bribe-referees-South-Africa.html
ეს არის ერთ-ერთი ლინკი, სადაც სეგიძლიათ გადაიკითხოთ ტრისმანის ჯეიკობსთან საუბრის დეტალები. სხვა საინტერესო ფაქტებზეც ლაპარაკობს კაცი და დაგაინტერესებთ 🙂
ესეც მისი ბიოგრაფია
http://en.wikipedia.org/wiki/David_Triesman,_Baron_Triesman

ასე რომ Sasha, wake up ეჰ…

Written by 1myway1

დეკემბერი 13, 2010 at 1:22 PM

რონალდუ თუ მესი?

with 47 comments

ახლა საჭიროდ ვთვლი ამ მცირე წინასიტყვაობას – როცა ამ პოსტს ვწერდი მაშინვე ვაღიარებდი მესის უპირატესობას, როგორც ტალანტის(მაგრამ მარტო ტალანტზე რომ იყოს ფეხბურთში…). თუმცა ვაღიარებ იმასაც, რომ მაშინ ვერ წარმომედგინა თუ ასე ,ტოტალური ფეხბურთივით'(ირონია 2012 წლის ევროზე) ჩაისვრიდა რონალდუ. პიარი და შავი პიარი ისეთი რამეა და სტერეოტიპები, რომ ერთხელ თუ გავარდა, ძნელია მერე შეცვალო. ამიტომ მესი ყოველთვის ხალხის საყვარელ ბიჭუნად დარჩება და რეალურად როგორც ტალანტი ბევრად სჯობია კიდეც რონალდუს. რონალდუს, რომელიც ძალიან დიდი ფეხბურთელია და არ გაუმართლა რომ მესის ეპიოქაში(მესის კი პირიქით ძალიან გაუმართლა). რონალდუს, რომელსაც ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და ტყუილად ეზიზღებათ, მაგრამ ,ქერტლიანი’ ჯერ კიდევ ფაფხურობს. მესი რა… მესი გენიაა… მაგრამ რჩება ყბადაღებული ნაკრების თემა და ეს ყბა ვერაფრით ვერ დაიხურება, სანამ მესი ნაკრებში რამეს არ გვიჩვენებს.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ როდის არის დაწერილი პოსტი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ელ კლასიკოები. მესის ზეობა. რეალში გიჟურად ათამაშებული რონალდუ(შემ,ადგენლობამ მისცა საშუალება – მანჩესტერში რეალურად მარტო იყო, არ დაგვავიწყდეს 😉 ) და ასე შემდეგ.

მოკლედ, რონალდუმ ბრძოლა წააგო. თუმცა რამდენიმე ნიუანსი კიდევ რჩება.
თავისთავად პოსტი მშვენიერია

მაშინ როცა ჰონდურასის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა ჩამორჩენილი გურჯები ისევ იმაზე კამათობდნენ მარადონა ჯობია თუ პელე. ეს უეინ რუნების დატოლება მე ძალიან არ მიყვარს და უაზრო კამათად მიმაჩნია. თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ ისიც, რომ ფეხბურთი უაზრო კამათის გარეშეც არ არსებობს, ეს მისი შემადგენელი ნაწილია და სხვანაირად არ შეიძლება. პირადად მე პელესაც და მარადონასაც დი სტეფანო, პუშკაში, პლატინი, ბეკენბაუერი, ზიდანი და ბაჯო მირჩევნია. თუმცა იმდენი ობიექტურობა მყოფნის, რომ ვაღიარო მათი სიდიადე, მაგრამ ჩემთვის დიდი სხვაობა არ არის ამ ფეხბურთელებს შორის და ჩემი უფლებაა რჩეული ავირჩიო. განა რამე სჯობია პუშკაშის გადავარცხნილ თმებსა და დახვეწილობას? თუ დი სტეფანოს სიცბიერე და არანაკლებ რთული გზაა რამით ნაკლები? ან იქნებ კაიზერ ფრანცი, ფეხბურთის კლინტ ისტვუდი არ არის დასაფასებელი? ვინ სჯობდა მიშელ პლატინის დახვეწილი, ტონკი ფეხბურთით? რობი ბაჯოს არამქვეყნიური თამაში? ან ზიზუ, ტექნიკით, გადამწყვეტი გოლებით… მე არც ტლუ პელე მიყვარს და არც არამქვეყნიურად მაგარი, მაგრამ დაქნეული მარადონა. ჩემი ლოთი მანე გარინჩა მირჩევნია ორივეს. რომ არაფერი ვთქვათ უგენიალურეს ჯორჯ ბესტზე 🙂 თუმცა როგორც გითხარით მცირედი ობიექტურობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ ხოლმე.

დღეს და ბოლო წლებში აქტუალურია კითხვა მესი თუ რონალდუ? დავიწყოთ იმით, რომ როცა სეზონნახევრიან რონალდინიოს უკვე ზიდანზე წინ აყენებდნენ და მარადონას უტოლებდნენ, გულიანად ვიცინოდი. ახლაც ამ აზრზე ვარ, ჯერ ადრეა საუბარი მესისა და რონალდუს სიადიადეზე, მათ ბევრი აქვთ წინ და დროს უნდა გაუძლონ. თან ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელის გამოვლენისას რაღაც კრიტერიუმები ხომ არსებობს? პორტუგალია კიდევ ხო და კაცი როცა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ხარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფერს იზამ, გოლსაც რომ ვერ გაიტან, ჯერ ძალიან ადრეა შენს სიდიადეზე საუბარი… არ მინდა ახლა რიჟა ბაზარი მწვრთნელმა იქ დააყენა და აქ დააყენა, სადაც არ უნდა დაგაყენოს, მეტი უნდა გააკეთო, რადგან შენ ხარ ,სვაბოდნი ხუდოჟნიკი’, მაშინაც კი, როცა შენი მწვრთნელი, შენთვის ღმერთი მარადონაა.

ნაკრების პოტენციალიდან გამომდინარე, ცოტა ნაკლები მოეთხოვება რონალდუს, მაგრამ ის რაც მან მსოფლიოზე გააკეთა, არანაკლებ საკრიტიკოა. თითქოს არ უნდოდა თამაში. რუსის ნაშას ხერხავდა თუ უხასიათოდ იყო, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ფაქტია ჩააგდო მუნდიალი კრიშტიმ.

ოქროს ბურთი, რომელიც ბოლო წლებში ცოტა გაპაპსავებული იყო, მაგრამ მაინც დიდი ძალა ჰქონდა სანამ ფიფას სისულელეს შეურეთდებოდა, ორივემ მოიგო. რონალდუმ ეს პირველმა მოახერხა და მომკალით და უფრო დამსახურებული იყო მისი ეს ჯილდო, ვიდრე მესის, მიუხედავად, რომ კონკურენცია რონალდუს წელს უფრო დიდი იყო(სწორედ ამაშია საქმე 😉 ).

ვისაც არ უნდა ვქომაგობდეთ, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ უშუალოდ ბუნებრივი ნიჭი და წმინდა ტექნიკური დახვეწილობა მესის უფრო შთამბეჭდავი აქვს(იტალიური სისხლი ურევია მაინც :D). ადგილზე შეუძლია 4 კაცი მოატყუოს, თავისი პატარა ფეხი არამქვეყნიურად ნაზად მოუსვას ბურთს და საოცარი ტრაექტორია მისცეს. პორტუგალიელის პლუსები სხვა რამეშია, სწრაფია, ფიზიკურად უფრო ძლიერია, დრიბლინგი არანაკლები აქვს და სახასიათო ფინტებით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტია და ტანჩიაა, თავით თუ საშუალება მიეცა მესი არასდროს დაგაღალატებს. თუმცა თავით რონალდუ უფრო მკვლელია. როგორც ასეთი ჯარიმების ოსტატად მე არცერთი მიმაჩნია, მაგრამ რონალდუმ უკეთ ისწავლა და ძალიან სახიფათოც გახდა. პასი მესისი სჯობია, დახვეწილობით, დარტყმა რონალდუსი მირჩევნია. ერთი სიტყვით, ძალიან თანაბარი სიტუაციაა პირადად ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ბრმა უნდა იყო, რომ სიტონკით მესის უპირატესობა ვერ დაინახო.

მაგრამ… აქ არის ერთი დიდი მაგრამ. სიტყვაზე დენის ბერხკამპზე დახვეწილი ფეხბურთელი ბევრი იყო? არა, მაგრამ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, დენისა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კიდევ ერთხელ – არა. ჩვენი გიო ქინქლაძე, ტექნიკით, ნიჭითა და დახვეწილობით ძალიან ბევრ დიდ ვარსკვლავს სჯობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დარჩა და ყველამ კარგად ვიცით რატომ.

მივედით, მთავართან – ხასიათი. ხასიათი რამდენიმე კუთხით შეგვიძლია გავიგოთ. ოღონდ რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ხასიათში, იმაში შევთანხმდეთ, რომ გურჯული ფრაზა – რაში მაინტერესებს როგორია, მთავარია ფეხბურთი ითამაშოს კარგად – არ გვინდა. უნდა გაინტერესებდეს, რადგან ხასიათი ყოველთვის განაპირობებს ფეხბურთელის თამაშს, რაღაც დოზით მაინც. ზოგს ხულიგნობა და აგრესია უხდება, ზოგს კი ღუპავს. ზოგს სიდინჯე და სიმშვიდე უხდება, ზოგს კი ღუპავს…

ვიღაცეებს(გურჯებს ახასიათებთ ასეთი მარაზმები) რონალდუ იმიტომ არ უყვართ, რომ თურმე ,პიჟონია’. მოდი ჯერ რომელიმე იყოს მისნაირი ,პიჟონი’ და მერე, გააკრიტიკოს. ისინი ბექჰემსაც მანეკენს ეძახდნენ, კაცს რომელსაც არაადამიანური პასი ჰქონდა და ბოლო ათწლეულებში უნიჭო ინგლისს მასზე ,კლასნი’ მოთამაშე არ ჰყოლია. გურჯებმა ვერ გაიგეს, რომ თუ ადამიანს უხდება ,პიჟონობა’, მარიაჟობა და პრანჭვა, პირიქით, ეს კარგიცაა და ეს სიტყვები მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს 🙂 არა, გინდა თუ არა იბოღმებიან და ითხოვენ, რომ ყველა კანტონასნაირად აწეული საყელოთი გავიდეს მინდორზე და წიხლები იქნიოს ან რუნისნაირად დაღმეჭილი სიფათით ითამაშოს, მეტოქეებს ფეხებშუა აბიჯოს და დედა იგინოს ან როი კინივით ძალით დააშავოს მეტოქეები ან გატუზოსავით იცხოველოს. არა ჩემო ძვირფასო გურჯებო, თქვენ ისევ ცდებით, ასე არ არის ეს ცხოვრება, რო განათდება ეგებ გაიგოთ. უხდება ეს პიჟონობა ამ რონალდუს და ნუ შეე^ით.

არანაირად არ მოუხდებოდა მარიაჟობა მესის, არ ზის მის ბუნებაში და ამის გამო, ძალიან სიმპათიით ვარ ამ ფეხბურთელისადმი, მაგრამ თქვენ არ გესმით, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა 😉 მარიაჟობა და მცირე ვარსკვვლავური დაავადება ხშირად სასარგებლოც კია ფეხბურთელისთვის, რადგან ეს მას ქარიზმას სძენს, ქარიზმის გარეშე კი ჭეშმარიტად დიადი ვერ გახდები, რაც არ უნდა ტექნიკური ფორა გქონდეს…

საქმე ის არის, რომ მესის ხასიათი, მისი პლუსიც არის და მინუსიც. ერთადერთი რაც ამ მოთამაშეს აკლია ქარიზმაა. ოღონდ, ეს ერთადერთი ,ცოტა’ არ გეგონოთ 🙂 ფეხბურთელის წარმატებულ კარიერაში 40% მაინც ქარიზმის წყალობაა, ვისაც ასე არ ჰგონია, გაიზრდება და მიხვდება. ამიტომ, მე აქედანვე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ მესი მარადონა ვერასდროს გახდება, რადგან იმის მეათედი ქარიზმაც არ აქვს. ხოლო თუ ოდესმე მოეშვებიან ყველას მარადონასთან შედარებას, მაშინ ეშველება არგენტინას 🙂

ამით მე იმას არ ვამბობ, რომ უკვე დიდი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ჭეშმარიტად დიადი ვერასდროს გახდება… ვაცალოთ და ვნახოთ, მთავარი გამოცდა მას ალბათ მაშინ ექნება, როცა წესით კარიერის პიკში უნდა იყოს, თუ არ ვცდები, 27 წლის ასაკში უწევს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლა… ხვდებით რამხელა ამბავია? 🙂 თუ ნაკრებში რამეს არ იზამს მნიშვნელოვანს, უნდა დაივიწყოს რუნების დატოლება, ისედაც არამგონია დიდი უეინი ჰქონდეს… მარტო მარადონას გოლების ნახვა და ხეტაფესთან მათი გამეორების მცდელობა(ხელით რო გაიტანა სამარცხვინო იყო), არ უშველის.

რასაც უგებს არსენალით რონალდუს, ორ იმდენს ქარიზმაში აგებს და ეს მნიშვნელოვანია. ოღონდ, ამით არც იმას ვამბობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მესის ჯობია. არა, რა სისულელეა, მაგრამ მესისაც გადაჭრით წინ ვერ დავაყენებდი. ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, სტაბილურობა და სხვადასხვა კრიტერიუმები ბევრს ნიშნავს ძალიან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ რონალდუ უფრო მეტ პოზიციაზე თამაშობს ერთობლივი წარმატებით და ვნახოთ როგორ გააგრძელებს კრიშტიანა, გადაახტება თუ არა საკუთარ თავს, რაც ძნელი იქნება…

ერთხელ რონალდუ საკუთარ თავს უკვე გადაახტა. მადეირელი ღარიბი ბიჭი, გაცვეთილი ბურთით ტალახში თამაშობდა და დღეს ერთ-ერთიო ყველაზე აღიარებული, ძვირადღირებული და გამორჩეული ადმიანია. თქვენ კი ამ ბიჭს, რომელსაც უღარიბესი და ურთულესი გზა ჰქონდა და თავისი ნიჭით მიაღწია ყველაფერს, ეუბნებით რომ სარკის წინ თმა არ დაიყენოს? მით უმეტეს როცა უხდება? ძალიან სხვაგან ხართ მეგობრებო და ძალიან ცდებით. ამ უტვინო ბიჭის ძალა, სწორედ ამ ქარიზმაში და ,პიჟონობაშია’ პირველ რიგში.

მესი აბსოლუტურად სხვაა, მას რაც ბუნებრივად მოსდგამს იმას მიჰყვება ბოლომდე. ბავშვობიდან თბილად გაიზარდა ბარსელონას ინკუბატორში და ცოტა შეზღუდულიცაა ხასიათის მხრივ. დინჯი და არა რონალდოს სტილის, მაგრამ ასევე კაი ტიპია. ოღონდ ეს სიდინჯე და თბილი ბავშვობა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის? დიდი ეჭვი მაქვს რომ კი. რას ვიზამთ, მესის ხასიათს აწი ვეღარ შვეცვლით და ვნახოთ ამ თავისი მართლაც საოცარი ნიჭით თუ გაქაჩავს ბოლომდე.

ერთი ფაქტორიცაა, რონალდუმ მათხოვარი მანჩესტერი ათრია(არ დამიწყოთ ახლა რუნიც იყო, და სისულელეები, იმ გუნდში მთავარი კრიშტიანა გახლდათ). ახლა ბოლო წლებში დათარსულ რეალშიც ბრწყინავს(მადლობა მეროე გენისოსს – ჟოზეს). MU-ში განსაკუთრებით, ისეთი ოსტატები არ ჰყოლია გვერდზე, როგორებიც ისევ სითბოში მყოფ მესის ჰყავდა ბარსაში… თქვენ დაიგინებით, რომ მესი ბარსას გარდა სადმე სხვაგან ისეთივე ფეხბურთს ითამაშებს? მე ვერა… თუმცა ეს მესის არ აკნინებს, უბრალოდ რაღაც ფაქტორს უსვამს ხაზს.

ისიც ვთქვათ, რომ მესი ცოტა უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ნუ ეს მისი საყვარელი გუნდისგანაც გამომდინარეობს. რონალდუ კი უფრო ნაგლი და თამაშის ,საკუთარ თავზე ამღებია’. გარანტიას გაძლევთ, რომ ჰარმონიულობითა და დახვეწილობით რონალდუ ვერასდროს აჯობებს მესის. თუმცა იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ რონალდუ ვერასდროს ვერ გახდება ჯამში მესიზე დიდი მოთამაშე 🙂 ამას დრო გვიჩვენებს.

და სიმულანტობაზე და სისულელებზე საუბარი არ გვინდა. ჯერ ერთი სამხრეთელი ხალხის სისხლში ზის ეს და ვერ შევცვლით ამ ფაქტს. მერე მეორე პორტუგალიელები ამის პირველი ოსტატები არიან, მაგრამ რონალდუს მაინც ზედმეტს აბრალებენ, მერწმუნეთ. მესამე, გინდა არ გინდა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია – რონალდუ მგელია, მესი ცხვარი, ვისი სჯობია, ცალკე თემაა. მეოთხე, მესი კი არის ცხვარი, მაგრამ სიმულანტობის ამბავში მთლად მამა აბრამის ბატკანი არ გახლავთ(აქაც ეს იტალიური სისიხლი 😀 ან იტალია და არგენტინა რამ გაყო, მაგ საკითხშიც) და საერთოდ სიმულანტობა ბოლო დროს ბარსაში რომ იციან, ვითომ უწმინდეს და უნეტარეს გუნდში, ეგეთი უნდა 😀 :სარწყავი სისტემა: 🙂

ერთი სიტყვით, ვაღიარებ მესის დახვეწილ უპირატესობას და დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, სულ სიმპათიით ვიყავი, იქიდან მოყოლებული როცა მთლად ლაწირაკივე სჯობა ვიღაცეების მიერ უკვე მარადონასთან გატოლებულ რონალდინიოს. თუმცა გულითა და ქარიზმით რონალდუსკენ ვარ. წინ დიდი დროა… 🙂

დაბოლოს, ეს მთელი საუბარი ამის გამო წამოვიწყე და ამის გამო გავაკეთე ამხელა შესავალი. აი ამ არაამქვეყნიურობის გამო, კარგად და ბევრჯერ უყურეთ, გაიხსენეთ ახლახან გამართული მადრიდული დერბი:

აი ამაშია რონალდუს უპირატესობა(გამგებები გაიგებთ 🙂 ). ეს მცირე მონაკვეთი ჩინებულად ასახავს მის ხასიათს, ელეგენატურობას, მარიაჟობას, შესაძლებლობებს… ბარე ბევრ ოთხი კაცის მოტყუებას და ულამაზეს მოჭრილს პასს სჯობია ეს უწყინარი ,პიჟონობა’. დიახ, სჯობია! და არც ბრაზიულიური ზედმეტი ცირკაჩობაა.
ოხ როგორ ცდებიან ის ატლეტიკოს გაღიზიანებული ფეხბურთელები, რონალდუს რო ეჯუჯღუნებიან ამ ეპიზოდში… დაახლოებით ისე, როგორც თქვენ ცდებით რიგ საკითხებში ჩემო გურჯო და დახშული აზროვნების მქონე მეგობრებო 🙂

მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც მშვენიერია.
მე ორივეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას.

და მაინც…

Fორცა იტალია!
Fორცა იუვე!
გრანდე ალე!

პ.ს.
ეს რონალდუს ხასიათში ზის, რონალდუს შეუძლია, მესის კი არა.
მახსენდება ნინელი ჭანკვეტაძის ცეტი პერსონაჟი, მშვენიერი ფილმიდან კუკარაჩა.
ინგა წიკვინა ხმით, რომ ეუბნება კუკარაჩას – ზამთარში ყოველდღე ამდენი და ამდენი ვარდის მოტანა შეგიძლიაო?
– აი მურტალოს კი შეუძლია… 😉

Written by 1myway1

ნოემბერი 10, 2010 at 3:02 PM

2010 წლის მუნდიალი ანუ ტრაგიკომედია

with 8 comments

დიახ, მართლაც რომ ახალი მსოფლიოს ჩემპიონი და არა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი… ეს მსოფლიო, ასეთი ამბები და ასეთი ჩემპიონატი, ასეთი გუნდებით ფინალში და ლუზეროლოგიით, ნამდვილად ახალი მსოფლიოა 🙂

სპეციალურად არ დავწერე ეს პოსტი ცხელ გულზე, როცა უფრო კარგად იწერება ბლოგისთვის 🙂 რადგან უხასიათოდ ვიყავი და არც ახლა მინდა წერა, მაგრამ სადაც ამდენი ვჯღაბნე მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში, ეს პოსტიც უნდა გამოვაცხო. ოღონდ ეს არ იქნება ისეთი პოსტი, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა ანუ ამომწურავი, თავისი კარგი სტატისტიკით, პარალელებითა და ასე შემდეგ. იქნება ისეთი, როგორზე მეტსაც ეს ჩემპიონატი არ იმსახურებს. თუმცა სულ ხალტურასაც არ შემოგთავაზებთ ცხადია 🙂

როგორც უკვე ვთქვი, რა ჩემპიონატიც, ის ფინალი და ის დასასრული 🙂 თუმცა ასეთ კოშმარსაც არ ველოდი. ეს იყო ცუდი ჩემპიონატი, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ძალით ნეიტრალურებმა, ობიექტურებმა ან ესპანეთის ნორმალურმა თუ გოგოშკა ფანებმა, ანდაც ჰოლანდიის ქომაგებმა. 2002 წლის მუნდიალზე მსაჯებს ამის ნახევარი შეცდომებიც კი არ დაუშვიათ და აქ უკვე მთავრდება ლაპარაკი… არადა მარტო ესეც არ ყოფილა. სანამ გადავიდოდეთ მატჩების მოკლე განხილვაზე, ვიტყვი მთავარს თუ რატომ არ მომეწონა ეს ჩემპიონატი:

მსაჯობა

მსაჯის ნებისმიერ პატარა შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ჩემპიონატზე ეს შეცდომები ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ყველა მათგანს ჩვენ ვერ და არ ჩამოვთვლით, მაგრამ ახლავე თავადაც დარწმუნდებით რამხელა მარაზმთან გვქონდა საქმე, როცა ჩამოვთვლი გამოკვეთილ შეცდომებს ან ძალიან საკამათო ეპიზოდებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მატჩების მსვლელობაზე.

1. არგენტინამ მოუგო ნიეგრიას 1:0. კი ბატონო უკეთ ითამაშა და ბევრი მომენტიც ჰქონდა, ნიგერიელთა მეკარემ თავი გაიგიჟა და ყველაფერი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა ჰაინცემ თავით შეაგდო, იქამდე არგენტინელებმა იუხეშეს და ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი გახლდათ.

2. გერმანია ავსტრალიას 2:0-ს უგებს, როცა ავსტრალიელებს ტიმ კეჰილს უგდებენ, აბსოლუტურად უაზროდ, ყვითელი ბარათით შემოფრაგვლაც შეიძლებოდა, რაც თავად გერმანელებმაც აღიარეს. ვინმე არიფი იკითხავს, მერე რა გერმანია ისედაც ხომ 2:0-ს იგებდაო? ჯერ ერთი ამ ჩემპზე ბურთების სხვაობა წყვეტდა ბევრ რამეს და გერმანიამ მიიღო დიდი უპირატესობა ამით. მერე მეორე, კეჰილი გახლავთ ავსტრალიის ლიდერი და მან ამ ტყუილი წითელი ბარათის გამო, განასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა.

3. სლოვაკეთს ახალი ზელანდიისთვის გააქვს ოფსაიდიდან გოლი და ამ სამ ქულას თავდაყირა შეიძლებოდა დაეყენებინა ყველაფერი. მართალია ბოლო წამზე სლოვაკებმა გაუშვეს, მაგრამ ამით უსამართლობა ბათილდება?

4. (შუალედში არის ბევრი მომენტი, ტყუილი ოფსაიდები, შესაძლოა გასაგდები ფეხბურთელები და ა.შ. მაგრამ ამაზე არ ვჩერდები) მექსიკა აშკარად სჯობნის საფრანგეთს, მაგრამ ხავი ერნანდესს პირველი გოლი სავარაუდოდ ოფსაიდიდან გააქვს. ამ გოლით უსახური ფრანგები საბოლოოდ გატყდნენ.

5. სლოვენია მოულოდნელად 2:0-ს უგებს აშშ-ს. ამეირიკელები ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას და მეტიც… ბოლო წუთებზე გააქვთ წესების სრული დაცვით გატანილი გოლი(თუ ვინმე არღვევადა იქ წესს, ეს სლოვენიელები იყვნენ და პენალტი იყო დასანიშნი მაშინ), მაგრამ იდიოტი მსაჯი ამ გოლს არ თვლის და ამერიკას ურთულეს მდგომარეობაში აგდებს. გარდა ამისა, იმავე მატჩში მსაჯი აბსოლუტურად ტყუილა აძლევს ყვითელ ბარათს აშშ-ს შემტვეს ფინდლის, რომელიც საჭირო მოთამაშეა და მას ამის გამო უწევს ბოლო მატჩის გამოტოვება.

6. განასა და ავსტრალიის უპრინციპულეს მატჩში, ავსტრალიას უკვე მეორე ლიდერს ჰარი კიუელს უგდებენ. ამაზე შესაძლოა ცოტა ნაკლებია სადავო, მაგრამ ადამიანს მოხვდა ბურთი ხელზე და არ ითამაშა, ზურგით რომ მდგარიყო ხო არ გააგდებდნენ? პენალტი და ყვითელიც საკმარისი იყო. ავსტრალია და ამერიკა დაბრიდეს მსაჯებმა რასაც ჰქვია.

7. იტალიის კარში ახალზელანდიელებს თამაშგარედან გააქვთ გოლი. მეორე გოლის გატანას იტალია ვერ ახერხებს(იტალის პენალტი რატომ გამოტოვეო არ მითხრათ, მოძულეებმა და სიძულვილით დაბრმავებულებმა, პენალტი იყო დე როსიზე, რომც არ ყოფილიყო ეს მსაჯებისა და ჩემპიონატის მორიგ მარაზმს დაამტკიცებდა 🙂 ). საბოლოოდ ეს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა გამოდის იტალიის საზიანოდ.

8. ბრაზილიისა და კოტ დივუარის მატჩში ძალიან ბევრი რამე წყდებოდა, ფაქტობრივად ამ წაგებაამ ჩატოვა აფრიკელები ჯგუფში. ხოლო ასეთ მატჩში რომ ვერ დაინახავ თუ როგორ თამაშობს ფორვარდი 60-ჯერ ხელით და გოლს ჩაუთვლი, ერთი რამე ჰქვია მარტო – სლეობა. მე საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დაინახეს მსაჯებმა და მაინც ჩათვალეს. მოკლედ… მარაზმ.

9. საფრანგეთს თავისი გაჭირვება ეყოფოდა და არ მაქვს ილუზია, რომ დიდად რამე შეიცვლებოდა გურკუფი რომ არ გაეგდოთ, მაგრამ ფაქტია ტყუილა გააგდეს.

10. ამერიკის ნაკრებს უკვე მეორედ არ უთვლიან გოლს. ალჟირელებთან შეხვედრაში გუნდმა იღბლის წყალობით მაინც მოახერხა 89-ე წუთზე გატანა და ჯგუფიდან გავიდა, თორემ ფაქტობრივად ჯგუფში ტოვებდნენ, კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველამ 🙂

11. ის რომ სერბეთი არაორგანიზებული გუნდია და პოტენციალს ვერ იყენებს, ის რომ პირველ ორ მატჩში აბსოლუტურად უაზროდ აიკიდა პენალტი ხელით თამაშისთვის, ცალკე საუბრის თემაა და მსაჯების ბრალი არ არის. თუმცა როცა სერბეთის კარში ნიშნავ სამართლიანად პენალტს, მეტოქის კარშიც უნდა დანიშნო. ავსტრალიასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე, ოზებმა ხელით ითამაშეს და პენალტი არ დაიდო, არადა 2:2-ზე სერბეთი ჯგუფიდან გადიოდა. ნუ ავსტრალიის მშვენიერ გუნდს როგორ მოექცნენ, ვთქვით უკვე.

12. ის რომ იტალიამ ზოგიერთი ეპიზოდის გარდა, სათანადოდ ვერ ითამაშა, გავიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი რასაც შექმნის ისიც უნდა წაართვა. სლოვაკეთთან სლე ინგლისელმა ჰოვარდ ვებმა(ამიეს მერე რო ფინალზე დანიშნავ… ფიფას დედას გავატყი კიდევ ერთხელ) და მისმა ბრიგადამ დიდი ფუნა დადეს მინდორზე. იტალიას არ ჩაუთვალეს ორი გოლი, რომელთაგან ერთი ნამდვილად იყო და დიდი შანსია მეორეც. ამის გამო იტალია ჯგუფში ჩარჩა. გარდა ამისა, სლოვაკების არაკაც მეკარეს მუხას აუცილებლად უნდა მიეღო წითელი ბარათი, როცა მან კუალიარელას მუშტი ჩაარტყა სახეში, მაგრამ მსაჯმა მუხასაც და კუალიარელასაც ყვითლები უჩვენა, რაც აბსურდი იყო, რადგან თუ იმ ეპიზოდში იტალიელთაგან ვინმე იყო ოდნავ მაინც დამნაშავე, ეს იაკუინტა გახლდათ და არა კუალიარელა.

13. პორტუგალია ბრაზილიასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა და სატურნირო ბადე მნიშვნელოვნად იცვლებოდა მერე. ბრაზილია თავს არ იკლავდა და არც პორტუგალია, მაგრამ… იყო მომენტი, როცა ჟუანი გასაგდები იყო, და მხოლოდ ყვითელი მიიღო. ასევე გახლდათ ეპიზოდი, როცა პენალტის დადება შეიძლებოდა ბრაზილიის კარში და ტყუილი თამაშგარეს მომენტიც გვახსოვს.

14. ჩილეს ესპანეთთან ძალიან საკამათო ვითარებაში გაუძევეს ესტრადა. ასევე ყვითელბი ჩამოურიგეს უპრაგონოდ და ამის გამო გუნდს ბრაზილიასთან სამი კაცი აკლდა.

15. თუ აქამდე ჯგუფურ ეტაპზე ვსაუბრობდით და მხოლოდ ზოგიერთი მომენტი გავიხსენეთ, ახლა უკვე პლეი ოფსაც მივადექით და გამოვტოვოთ ურუგვაი-კორეა, სადაც ასევე იყო მცირე რაღაცეები და მივიდეთ მთავარ მარაზმებთან…

ინგლისის ნაკრები მძულს, კარგად მოგეხსენებათ და არ ვფიქრობ, რომ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე დაუმსახურებლად, მაგრამ მაინც ინგლისელებს რომ გაეთანაბრებინათ, მერე მოიგებდნენ. თუმცა ვერც საპირისპიროს ვიტყვით, აი ფაქტს კი ვერ გავექცევით, თან როგორ ფაქტს… ლამპარდს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ეს ხდება მერვედფინალში ინგლისსა და გერმანიას შორის… შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჯგუფურ ეტაპზე და ნაკლებად პრინციპულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომა რამით ნაკლებია ასეთ მატჩში დაშვებულ შეცდომაზე, მაგრამ ხაზი მაინც უნდა გავუსვათ შეხვედრის სტატუსსა და პრინციპულობას.

16. თუ ამ შეცდომებზე უარესებს კიდევ ვნახავდი ამ ჩემპიონატზე ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ჯერ სად ვყოფილვართ… კარლოს ტევესმა მექსიკას ორმეტრიანი ოფსაიდიდან გაუტანა, ამ მომენტის არდანახვა როგორ იყო შესაძლებელი უბრალოდ ვერ ვხვდები… ამ გოლმა მექსიკა, რომელმაც მშვენივრად დაიწყო, ნამდვილად გატეხა და მერე მეორე გოლიც აჩუქეს მექსიკელებმა მეტოქეს, რაც აშკარად იმ უსამართლობას მოყოლილი მომენტი იყო. მოკლედ, ამას ერქვა სირცხვილი.

17. დიადი ესპანეთის ნაკრები პორტუგალიას გასცდა თამაშგარედან გატანილი გოლით. დავიდ ვილიამ 22,5 სანტიმეტრიანი ოფსაიდიდან გაიტანა და ასე მოიგო ახლა უკვე მსოლფიოს ჩემპიონმა ესპანეთმა 🙂

18. და აი ისევ დავუბრუნდით ჩვენს ღირსეულ მსოფლიოს ჩემპიონს… პარაგვაის ნაკრებს ესპანეთის კარში აბსოლუტურად სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. გარდა ამისა, ნელსონ ვალდესზე რომელიც პირისპირ გადიოდა ფაქტობრივად, დააფიქსირეს ტყუილი თამაშგარე. მერე პარაგვაიმ პენალტი გააცუდა(რომ გაეტანა არაფერიც აღარ მოხდებოდა), ამას მოჰყვა ესპანეთის პენალტი, რომელიც მსაჯმა ხაბი ალონსოს გადაარტყმევინა, იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები ადრე შევარდნენ საჯარიმოში, არადა კარდოსოს დარტყმისასაც ადრე შევარდნენ ფეხბურთელები 🙂 მეორე დარტყმა მეკარემ მოიგერია და შემდეგ ფეხებში ჩაუვარდა ფაბრეგასს და კიდევ პენალტი იყო დასანიშნი, მსაჯმა აღარ დადო. ამას მოჰყვა ესპანელთა იღბალა გოლი, პარაგვაის მაზვა და ასე გავიდა დელ ბოსკეს არმადა 🙂

19. ფინალიც ყველამ კარგად ვნახეთ, ჯერ ვები რა დასანიშნი იყო 🙂 მერე მეორე რაც მოხდა საშინელებაა. კი ბატონო, დე იონგის გაგდება შეიძლებოდა, მაგრამ აქ მთავარი სიტყვაა შეიძლებოდა! და არა აპრიორი გასაგდები იყო.(არანაირი პენალტი ინიესტაზე არ ყოფილა) აი კუთხური კი რომელიც უნდა დანიშნულიყო ნამდვილად იყო! არ დაინიშნა და ამას მოჰყვა ის შეტევა, რომლიდანაც ესპანეთმა გოლი გაიტანა და ასე გახდა ჩემპიონი. გარდა ამისა, ბევრი ყვითელი ტყუილა დაარიგა ვებმა, შესაძლოა ჰეიტინგაზეც 🙂 მოკლედ, ეს იყო გვირგვინი იმ ყველაფრისა რაც თავიდან ბოლომდე მოხდა ამ ჩემპიონატზე 🙂

20. ფიფას დედას შევე*ი

მერწმუნეთ ეს ყველაფრი არ გახლდათ. უამრავი პატარა მომენტი იყო კიდევ, ტყუილი ოფსაიდები, ყვითლები, აუტები, კუთხურები… გასაგდები და არგაგდებული ხალხი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თავდაყირა შეეძლო ბევრი რამის დაყენება. ერთადერთი შედარებით ნორმალური მსაჯი იყო უზბეკი რავშან ირმატოვი და ესეც მრავლისმეტყველია. ვინმეს არგუმენტი, რომ ესაა ფეხბურთი, ჩემთვის არასერიოზული და არადამაკმაყოფილებელია – ფეხბურთი უსამართლობა არ არის.

ბურთი, ვუვუზელა და გარემო

სახელი ,ჯაბულანი’ უკვე თავად მეტყველებს იმაზე თუ რასთან გვაქვს საქმე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადიდასს არ შეეშლებოდა და მხოლოდ იმიზეზებდნენ ამ ბურთის პრობლემას, ფაქტები ჯიუტია. არ შეიძლება მსოფლიოს წამყვან მეკარეებს უწყინარ სიტუაციებში ბურთი უხტებოდეთ და ხელიდან უვარდებოდეთ. შესაბამისად რაღა გასაკვირია, რომ შედარებით ნაკლებად კლასნი მეკარეებს შეცდომები მოუვიდათ.

კარში დარტყმა მარტო იაპონელებსა და დიეგო ფორლანს გამოსდიოდათ. ერთი ორი კრიშტიანუმაც დაარტყა. აშკარად ეტყობოდა დარტყმისას, რომ უაზროდ მიფირნავდა ბურთი.

ასევე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ვუვუზელას შეეჩვია ყველა. პროფესიონალი ფეხბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ბლაბლაბლა, ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და ზოგზე ეს აბსოლუტურად უაზრო და გამაყრუებელი ზუზუნი გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა და ახდენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდორზე ელემენტარული კომუნიკაციის მომენტია.

დაბოლოს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ე.წ. არასაფეხბურთო ქვეყნები არ არიან მზად მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად, უფრო სწორედ პირობებს ქმნიან, მაგრამ გარემო თავისთავად არ არის სათანადო. არ გამოდის რა.. ფაქტი სახეზეა, ჯერ 2002 ახლა 2010. არადა, რატომღაც მეგონა აფრიკაში უმაგრესი ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი.

სხვადასხვა ფაქტორები

გარემოსა და ძუძუების გარდა, სხვადასხვა ფაქტორებიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩემპიონატი არ ვარგოდა. ჯერ ერთი ჩემპიონატს არ ჰაყვს გამოკვეთილი ვარსკვლავი, მეტიც, 1-2-ც არ არის ასეთი, არამედ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც დაახლოებით ერთ დონეზე, ასე თუ ისე კარგად ითამაშეს. გავიდა ძალიან ცოტა ლამაზი გოლი და უმეტესობა შემთხვევით ამ ისედაც მცირე რაოდენობიდან. ნათლად ვერ გამოვლინდა ბომბარდირი, 5 გოლი ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაუგროვდა.

რაც მთავარია დასამახსოვრებელი მატჩი იყო ძალიან ძალიან ცოტა. ურუგვაის ნაკრები რომ არ ყოფილიყო შესაძლოა დასამახსოვრებელი მატჩები სულაც არ გვქონოდა, ეს კი დიდი მინუსია მოგეხსენებათ. ასევე ასეთი ცუდი ფინალი, რაც ფეხბურთს ვუყურებ ლაივში ანუ 1994 წლიდან, პირადად მე არ მახსოვს. ვერცერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ გაიბრწყინა. ყველაზე კარგი ტომას მიულერი გახლდათ, რომელსაც ისედაც კარგად ვიცნობდით.

მწვრთნელები გამოირჩნენ შესაშური პრაგმატიზმით და უმეტესობა არასწორით. ასევე ბევრი კარგი, შემოქმედი ფეხბურთელი დააკლდა ტურნირს.

მატჩი მესამე ადგილისთვის

მოვრჩით, მოკლე დასაბუთებას იმისა, თუ რატომ არ მომეწონა ჩემპიონატი და ორი სიტყვა ბოლო ორ მატჩზეც ვთქვათ. მართალია მესამე ადგილისთვის მატჩი სახალისო და კარგი საყურებელი გამოდგა ბევრი გოლით, მაგრამ ეს მესამე ადგილისთვის მატჩი მაინც გასაუქმებელია, სისულელეა უბრალოდ.

ყველაზე ,სახალისო’ იყო ის, რომ მილიონობით ადამიანი ბჭობდა გაიტანდა თუ არა კლოზე გოლს და თუ გაიტანდა რამდენს. ვის მოსწონდა, რომ კლოზე ახალი ბომბარდირი და რეკორდსმენი ან თანარეკორდსმენი უნდა გამხდარიყო და ვის არ მოსწონდა. ზოგი გამოთქვამდა აზრს, რომ გერმანია წააგებდა ასე 3:2-ს, სამაგიეროდ ურუგვაი კლოზეს 2 გოლს გაატანინებდა და ასე შემდეგ… მიროსლავ კლოზე კი საერთოდ არ გამოსულა მინდორზე 😀 😀 რასაც ჰქვია ცირკი ჩემპიონატი იყო.

არ მესმის მე რა ტრავმა უნდა ჰქონოდა ასეთი კლოზეს, რომ ასეთი ისტორიული შანსის გამოყენება ხელიდან გაეშვა და მინდორზე არ გამოსულიყო ან ლიოვმა რატომ არ გამოუშვა, კლოზეს სახეზე რაღაც უკმაყოფილება ეტყობოდა. გერდ მიულერს რო დაეწია ის გაუტყდათ და აღარ გადაასწროსო თუ რონალდომ ჩარია ხალხი, ამან როგორ უნდა გამასწროსო 😀 😀 მოკლედ, ასეა თუ ისე, მოვეშვათ ამ თემას.

უშუალოდ მატჩი მოიგო იმან, ვინც ნაკლები შეცდომა დაუშვა. გერმანია რეალურადაც უფრო ორგანიზებული და ძლიერი გუნდი იყო. თუმცა ურუგვაის ჰქონდა მომენტი, როცა 2:1 დაწინაურდა, მესამეც გაეტანა, მაგრამ არ გამოვიდა. დიეგო ფორლანმა მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და ბოლო წამზე კინაღამ ჯარიმიდან გაათანაბრა, ხარიხა შეაზანზარა. ფერნანდო მუსლერა მორიგი იდიოტური შეცდომების კასკადით გამოირჩა, ლიოვმა კი გერმანიის თითქმის მეორე შემადგენლობა გამოიყვანა… ბუნდესნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი როგორც თამაშის კუთხით ასევე ფსიქოლოგიური კუთხით სიძლიერე.

ფინალი

რაც არ უნდა მიმტკიცონ არანაირი ისტერია არ არის ესპანეთზე და გოგჩოები იტალიას რო ქომაგობდნენ ეგეთი უნდაო… აბსურდია ეს, მახსოვს ის პერიოდიც და შედარებაც არ არის. ის რაც ესპანეთთან მიმართებაში ხდება, მარაზმიც აღარ ჰქვია უკვე. დღის ბოლოს ისევ მეგობრებთან ერთად შევიყარე და ფინალს ლისის ტბაზე ვუყურე, მოქალაქე დ. ლომინაძესთან, ი. კოხოძესთან, გ.გილმოურიძესა და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად… სულ რო არაფერი, ეს პატიოსანი ადამიანები არ მომცემენ ტყუილის თქმის უფლებას. ის რაც იქ ხდებოდა, გულისრევის, სირცხვილის, ზიზღის… რავი ათასი ცუდი გრძნობის ნარევს გიჩენდა ადამიანს… აბსოლუტურად გაურკვეველი გოგოშკები და ბიჭუშკები, ზოგი შეყვარებულის პონტში რომ ქომაგობს, ზოგს დადებული რომ აქვს, ზოგი მოდას რომ არის აყოლილი, ზოგს პიკე მოსწონს სახეზე და ასე შემდეგ.

მე იქ ფრაზები მოვისმინე… ნუ ბანალურ გატყლარჭული ტონით ნათქვამ ,მიდი მიდი…’, ,იკეეერ, რა სიცოცხლეა, კასილიასი’, ,ხუჭუჭა პუდელიიი’, ,ვილია გაიტანე ნუ რა გჭიიირს’, ,ინიიიიი’, ,ვაიმე ცუდად გავხდები ეხლა'(ეს ჰოლანდიის შეტევებისას), ,ხო ხედავ რა მჭიიირს, ნუ აღარ შემიძლია'(და ხელს იფრიალებს სახეზე), ,გული შემიწუხდება ეხლააა, გოგოო’ და მსგავსი მარაზმების გარდა, კიდევ იყო საოცარი შეკითხვები – ფრე რომ დამთავრდეს გავალთ? და მსაგვსები 🙂 ეს ბიჭი საერთოდ ჯიუტად აწვებოდა გასვლას, თავის Fეშენ გოგოშკებს ამშვიდებდა პერიოდულად – ნუ გეშინიათ, მაინც გავალთო.

ნუ ყველა იმ მარაზმს დაწვრილებით ვერ აღვწერ რაც იქ ხდებოდა. ყველა შეძახილს, უაზრო ოვაციებსა და სექტანტურ დვიჟენიებს. ჰოლანდიისკენ მგონი 5 პროცენტიც არ ვიყავით, არადა ბლომად ხალხი იყო. თამაშის მერე, მსაჯს ვაგინებდი და ჩმეპიონატს და ვიღაც 16-17 წლის გოგომ ჩაილაპარაკა, ნუ ყველა დაბოღმილი ვინც იყო ჰოლანდიისკენ იყოო 😀 😀 უხასიათოდ კი ვიყავი, მაგრამ ხომ არ ავყვებოდი, თან რა უნდა ამეხსნა ახლა იმისთვის, რამე მაინც ესმოდეს. ჯერ ის უნდა ამეხსნა, რომ დაბოღმილობა არფერ შუაშია, მერე ის თუ რატომ იყო ცუდი ჩემპიონატი და მოკლედ წყლის ნაყვა ისედაც მეყოფა ცხოვრებაში.

უშუალოდ მატჩზე რაღა ვთქვათ, მსაჯის მარაზმების მერე, სალაპარაკო ბევრი არც არაფერია. ესპანეთი უფრო სერიოზული და კლასნი გუნდია დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგები თამაში ჰქონდა. ყველანაირად უკვე პენალტებისკენ მიდიოდა საქმე და მე თუ მკითხავ სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი, პენალტებს გადაეწყვიტა ვინ მოიგებდა რა… მაგრამ მსაჯის უაზრო შეცდომისა და მერე, თავად ჰოლანდიელების შეცდომის გამო, გავიდა ის ტრუხა გოლი და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბლოგზეც დავწერე და ისედაც ვამბობდი, არიენ რობენის მამენტ ისტინი არისთქო. თუ უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ ფლანგის იგორკი არაა და დიდობაზე აქვს პრეტენზია, ამ მატჩში რამე უნდა ექნა. კი, ჩაიკუნტრუშა ერთი-ორი სწრაფად, ამგრამ საბოლოოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ლუზერია(ჰოლანდია კი ისევ სულით არასერიოზულ ნაკრებად რჩება). როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი მომენტი გექმნება და არიენ რობენი ხარ, უნდა გაიტანო(მერე ძალიან ეჭვი მეპარება ესპანეთს მოებრუნებინა შეხვედრა), საშინლად გამაბრაზა ამ მომენტმა. კარგად იცით, იყო მეორე მომენტიც, კი პუიოლმა ხელი შეახო, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა და დარტყმა შეეძლო, ამან კი გაანიავა ეს მომენტიც.

ვან დერ ვილი მთელი თამაში ბურთს ვერ იჩერებდა. ვერ გაიბრწყინა ელჯერო ელიამ. ვან პერსი ისევ უმაქნისი იყო, ვან ბომელი რომ არ გააგდეს მიკვირს. სნეიდერმაც ვერ ქნა ბევრი ვერაფერი, მაგრამ თავისი საგოლე პასი, თან ძალიან კარგი, გააკეთა 🙂 და იმ იდოტმა ვერ გაიტანა.

აი ყველაზე კარგი, მონდომებული და უშეცდომო კი ჰოლანდიის ნაკრებიდან მაარტენ სტეკელენბურგი იყო, შემიყვარდა ტიპი, არადა არ არის უმაღლესი კლასის მეკარე. ლომივით იდგა, ბურთი ამოჰქონდა, ყვლაფერს აკეთებდა, ბოლოს ლამის ინიესტასაც აუღო. ყველაზე ცოდო სწორედ ის გახლდათ ამ მარცხის გამო. ბოლოს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაყვანა რამდენად მართებული იყო მარვიიკის მხრიდან ესეც საკითხავია. ისე ჰოლანდიელებმა მართლა უხეშად ითამაშეს.

ასე წააგო ჰოლანდიამ თავისი მესამე ფინალი და როგორც ბარსელონას სჩვევია ხოლმე, სულით არასერიოზულად, წაუგებლად დაასრულა ტურნირი, შესარჩევის ჩათვლით ფინალამდე 14 მატჩი მოიგეს ჰოლანდიელებმა, ბოლოს ფრე ითამაშეს(დამატებით დროში წაგება სხვაა, ძირითადში არ წაუგიათ), მაგრამ ჩემპიონები მაინც ვერ გახდნენ. გული დამწყდა, მაგრამ რა გაეწყობა.

ესპანელებს კი ამის მეასედიც არ ღირსებიათ, ჯერ ევროპა(რომელიც ნამდვილად ულაპარაკოდ და დამსახურებულად მოიგეს, ვიდრე მსოფლიო), მერე მუნდიალი. მშვენიერი თაობაა და უდიდესი წარმატება. ამ ფორმაციის ნაკრებს ალბათ ევროპაზეც ვნახავთ და აი, 2014-ში უკვე ცოტა სხვაგავრად იქნება საქმე.

დელ ბოსკემ უბრალოდ ხელი არ შეუშალა ნაკრებს და ცხადია, მარადონასავით პრაფანიც არ არის, რაღაცეები ესმის. უბრალოდ, ნაკრების წარმატების მასზე მიწერა, ცოტა არ იყოს უხერხულია 😀 ისევე როგორც არაგონესისა და დელ ბოსკეს ესპანეთის შედარება.

ინიესტა ძალიან კარგი იყო ამ ჩემპიონატზე, მართლაც გამოვიდა ხავის ჩრდილიდან საბოლოოდ. ხაბი ალონსო აკეთებდა თავის საქმეს. რამოსი იყო მშვენიერი. კასილიასი საერთოდ დიდებული. ვილია შრომობდა ბევრს და ბრწყინვალეა, მაგრამ ის პატარა გლეხობა და პატარა უქარიზმობა მაინც უშლის ხოლმე პერიოდულად ხელს, ხან პენალტს გამაზავს, ხან ფინალში ორი მეტრიდან ვერ გაიტანს და ასე 😉 პუიოლი კაი იყო და ასე შემდეგ, თითქმის ყველა. ერთი ტორესი არ იყო ფორმაში და პედრო პედროა 😀 😀 (ისე მაგრა ვიკაიფე გოგოშკებზე, პედრო რო გაიყვანა და ხესუს ნავასი შემოუშვა, კი არ გაუხარდათ.. პედრიტო როგორ გაიყვანაო 😀 😀 :D)

ასე გახდა მადრიდული არომატის მქონე კატალონია მსოფლიოს ჩემპიონი და ესპანელთა ამ გამარჯვებას პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს, მაგრამ მაინც არ შველით მგონი, ქვეყანაში ისევ არეულობაა და ზოგზე ამ ჩემპიონობამ უარესადაც კი იმოქმედა, უფრო აბუნტდნენ.

დაბოლოს, მომკალით და ეს არ იყო საჩემპიონო თამაში, რაც ესპანეთმა ითამაშა. ყველაზე კარგად პირინეელებმა გერმანიასთან ითამაშეს და იქაც ციდან ვარსკვლავები მოწყვიტესო რომ ვთქვათ არ იქნება სწორი. უბრალოდ, ამ ჩემპიონატის ლოგიკური დასასრული იყო 😀 რა ჩემპიონატიც, ისეთი დასასრული.

თავად ფინალიც ცუდი იყო, ამ ძედსკი სადს 2006 წლის ნებისმიერი ფინალისტი იოლად მოუგებდა, გინდა ის იტალია და გინდა ის საფრანგეთი, გინდა ამ ჰოლანდიას და გინდა ამ ესპანეთს. ისე ბოლო წლების ესპანეთს, თან ამ ესპანეთზე ბევრად უკეთესს ერთადერთი გუნდი დაუდგა, 2008 წელს იტალიამ მოახერხა ეს. 2006 წლის იტალიაზე ბევრად უარესმა. უბრალოდ, პენალტებში წავაგეთ, თარსი დონადონი რო გეყოლება მწვრთნელად 😀

ახლა უფრო სასაცილო ხდება საუბრები იტალიის დაუმსახურებელ ჩემპიონობაზე 2006-ში 😀 ლაპარაკიც მეზარება, მოკლედ რომ ვთქვათ:

1. იტალიამ იმ ჩემპიონატზე თამაში არ წააგო

2. იტალიამ იმ ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა (ესპანეთმა 8 და აქედან 1 ოფსაიდით, გაამრჯვების გოლი სხვათა შორის. მეორე კი ფინალში მოჰყვა შეტევას, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რადგან კუთხური იყო დასანიშნი)

3. იტალიამ გაუშვა ორი გოლი და აქედან ერთი საკუთარ კარში გაიტანა, მეორე კი არცთუ ნაღდი პენალტიდან გაუშვა.

4. იტალიას არცერთ მეტოქესთან არ მოუგია საეჭვოდ ავსტრალიის გარდა, მაგრამ ავსტალიასთან გროსოს წაქცევაზე დანიშვნადი პენალტი იყო, სხვა საქემა რომ თავად გროსომაც გააფორმა. ხოლო ის რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ამავე მატჩში მატერაცი გაგვიგდეს ტყუილად. აი ესპანეთმა კი პორტუგალიას ოფსაიდით მოუგო. პარაგვაის გოლი არ ჩაუთვალეს და მერე პენალტი ვერ გაუტანა და ასე შემდეგ.

5. იტალიამ ითამაშა ტაქტიკურად ბევრად უფრო მრავალმხრივი ფეხბურთი. მოუგო მასპინძელ გერმანიას.

პლუს ტორესის, ბუსკეტსისა და ინიესტას მერე სიმპულანტობაზე ხმა აღარავინ ამოიღოს 🙂

გავარტყი იმ ჩემპიონატს მატჩების მაგივრად ყველაზე დასამახსოვრებელი ის რომ იქნება, რვაფეხამ ყველაფერი რომ იწინასწარმეტყველა და გაარტყა. კარგად ცნობილმა ჯიმი ჯამპმა ფინალზე მინდორზე გადმოხტომა რომ შეძლო და თამაშის მერე იკერ კასილიასმა თავის შეყვარებულსა და ჟურნალისტ სარა კარბონეროს რომ ჩაუზასა პირდაპირ ეთერში (ვაიმეე, იკერიიი საკალელიიიი)

ახლა დავივიწყოთ ყველა ცუდი რაღაც რაც იყო, ოთხი წელი დავიძინოთ და დაველოდოთ ნამდვილ, კარგ მსოფლიოს… 🙂

გამორჩეულები

საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

ეს ჯილდო დიეგო ფორლანს ჰხვდა წილად და ვეთანხმები გადაწყვეტილებას 😀 არ მინდა დიეგო დავაკნინო, პირიქით, ამ ჩემპიონატზე შემიყვარდა, ტიპი იმენნა ლიდერი იყო და სიგიჟეებს სჩადიოდა, მაგრამ ზუსტად ასეთი ჩემპიონატი იყო, 31 წლის დიეგო ფორლანი უნდა გამხდარიყო საუკეთესო 😀

დავიდი ვილია, უესლი სნეიდერი, ტომას მიულერი, ანდრეს ინიესტა… შეიძლებოდა ამათზე ფიქრიც. კაია რომ ინიესტას არ მისცეს გოლის გამო 🙂

საუკეთესო ბომბარდირი: ტომას მიულერი (გერმანია) – 5 გოლი


მოგეხსენებათ, კიდევ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა 5 გოლი, მაგრამ მიულერს სამი საგოლე პასი ჰქონდა დამატებით. ვილიასა და სნეიდერს მხოლოდ თითო საგოლე პასი. დიეგო ფორლანს კი ერთო გოლი პენალტით ჰქონდა გატანილი.

საუკეთესო ახალგაზრდა: ტომას მიულერი (გერმანია)

ესეც ლოგიკურია. უკეთ ვერავინ ითამაშა და… ანხელ დი მარიასგან ველოდი ბევრს, მაგრამ არასწორად ათამაშებდა მარადონა. მარეკ ჰამშიკიც არ იყო თავის პოზიციაზე და თან ვერ გაქაჩა. ელჯერო ელიას ჰქონდა შანსი, მაგრამ ბოლომდე ვერ ივარგა და დროსაც ცოტას აძლევდნენ. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ნუღარ შევჩერდებით.

საუკეთესო მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)

ესეც სიმართლეა. ერთი-ორი გააფრინა თავისებურად კასილიასმა, მაგრამ ესპანეთის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

ასევე მომეწონა მეკარეები ენიეამა, ცორვასი, კინგსონი და პორტუგალიელი ედუარდო იყო დიდებული. მშვენივრად გაისარჯა შვეიცარიელი ბენალიო, ნოიერიც კარგი იყო, ცოტა არასტაბილური, მაგრამ კარგი და სტეკელენბურგი მარტო ფინალის გამო უნდა ვახსენოთ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე მუსლერა გახლდათ 😀

ფიფას ფეირ პლეის პრიზი: ესპანეთი

ნუ ამაშიც არის ლოგიკა, ძალიან ცოტა ყვითელი მიიღეს. ფინალში კი აურიეს ბოლოს, მაგრამ ჰოლანდიაც უხეშობდა, ვებიც სლეა და… თუმცა მეტოქეებს გოლებს რომ არ უთვლიან და ოფსაიდიდან გააქვთ რამდენად ფეირ პლეია არ ვიცი 😀

მოვეშვათ ახლა ფიფას სისულელეებს და სხვა რამეებზეც ვთქვათ. საუკეთესო მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ჩემეული ვერსია მინდოდა დამესახელებინა, მაგრამ გამიჭირდება, ისეთი ჩემპიონატი იყო ვისი ვისშია ვერ გაიგებ. კასილიასი-არ ვიცი ვინ, ერთს ვერ ვიტყვი-მიულერი-ვილია ალნათ ასე გამოდის.

ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთნელები: ბერტ ვან მარვიიკი და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი

ორივემ რაღაც გამოადნო, ტაბარესმა უფრო ნაკლები რესურსით ცხადია, ხოლო მარვიიკამ ჰოლანდიას ათამაშა შედარებით სერიოზული ფეხბურთი, ბოლომდე აღარ ეყო.

ჩემი აზრით სიმპათიური გუნდები: ძალიან მომეწონა ურუგვაი, მაგრამ ნუ გავაფეტიშებთ, რომ დავფიქრდეთ კარგად… მოუგო უსუსურ სამხრეთ აფრიკას. ვერ მოუგო უსახურ საფრანგეთს. მოუგო მექსიკას არაფრისმომცემ მატჩში. თანაბარ ბრძოლაში სუარესისი ოსტატობით სძლია კორეას. ვერ მოუგო განას, აქეთ გადარჩა ბოლოს და მერე პენალტებში იმარჯვა. წააგო ჰოლანდიასთან, წააგო გერმანიასთან ანუ თითქმის ვერცერთი მთავარი მატჩი, ძლიერ გუნდთან ვერ მოიგო. თუმცა რომ არა ურუგვაი ეს ჩემპიონატი საერთოდ კოშმარული იქნებოდა.

ჩემი უდიდესი სიმპათიები პარაგვაის ნაკრებსა და მის მწვრთნელ ხერარდო მარტინოს. ეს იყო ძალიან დაბალანსებული და ძალიან სერიოზული ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან. ესპანეთთან რა და როგორ მოხდა ვისაუბრეთ უკვე ამაზე.

ასევე სიმპათიები პარაგვაის გამოგდებულ იაპონიას, რომელსაც ნამდვილად ბევრად მეტი შეეძლო და სიმპათიები იაპონელთა თითოეულ ფეხბურთელს, ჰონდას თამადობით.

განის ნაკრებს ქება ეკუთვნის ნამდვილად და მის მწვრთნელსაც. განელებმა ისევ დამტკიცეს, რომ აფრიკაში ყველაზე სერიოზული ნაკრები ჰყავთ და ერთ ნაბიჯში იყვნენ შავი კონტინენტისთვის პირველ ნახევარფინალთან.

ნუ თამაშის მხრივ სიმპათია ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ზელანდია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც წაუგებლად დატოვა ეს მუნდიალი 😀 😀 (ჰოლანდიას დამატებით დროში წაგებას, წაგებად თუ ჩავთვლით). ზელანდიელთათვის ეს დიდი წარმატებაა.

გოლების საუკეთესო ხუთეული ჩემი ვერსიით:

1). ვან ბრონკჰორსტის გოლი ურუგვაის კარში.

მართლა საოცარი დარტყმა გამოუვიდა, თან ძალიან მნშივნელოვანი.

2). დიეგო ფორლანის გოლი გერმანიის კარში.

ამ გოლში თავად ფორლანის უმაგრესი დარტყმის გარდა, კარგია კომბინაცია, რომელიც ურუგვაელებს ფლანგზე გამოუვიდათ.

3). ფაბიო კუალიარელა სლოვაკეთის კარში და (იმ ინციდენტის მერე თან)მუხას დედის ტრაკში აგდებს ბურთს.

ჩემი აზრით ეს საუკეთესო გოლია საერთოდ 😛 მაგრამ მერე არაობიექტურობა დამწამდებოდა. არადა, უმაგრესი გოლია ამ გოლში ჩანს მთელი იტალია, ვიღაცეები სილამაზეზე რომ ბოდავენ, აი ეს არის სილამაზე, იტალიაც ეს არის, პატარა, ცოტა, მაგრამ ეფექტური და რაც მთავარია შედეგიანი, უტონკესი. ისე კუალიამ ნორმალური გოლის გატანა არ იცის. ვისაც არ გაქვთ ნანახი ეს ვიდეო ნახეთ, მცირე ნაწილია მისი შემოქმედების, ბოლომდე უყურეთ, ისიამოვნებთ:  http://www.youtube.com/watch?v=1vaqzE6VUUA

4). კარლოს ტევესი მექსიკის კარში გატანილი გოლით

წაუვიდა კარლიტოს მაგარი დარტყმა, თან მექსიკის მეკარეც არ არის ძალზედ ძლიერი და…

5). რობინიოს გოლი ჰოლანდიის კარში

კი, ჰოლანდიელთა დაცვა საშინლად ჩავარდა, მაგრამ ამ გოლს შესრულება უნდოდა. მელუმ ძალიან მაგრი პასი გააკეთა, ნელნელა რომ მიხტუნ-მიგორავს ბურთი და ვერავინ რომ ვერ წვდება შენიანის გარდა 🙂

ფავორიტები და არამარტო

მოკლედ ჩემპიონატი კი არა, ცირკი იყო ცირკი

ჩვენ კი გავიხსენოთ ფავორიტები და ორი სიტყვა შევაწიო კიდევ ერთხელ მათ და არამარტო მათ. ჯერ კონტინენტების მხრივ დავიწყოთ.

ევროპა: ძალიან სასიხარულოა, რომ ფინალი ევროპული გამოდგა, ერთი ეს პლუსი მაინც დავინახოთ 🙂 და ევროპამ ტიტულების საერთო რაოდენობით, როგორც იქნა გაასწრო სამხრეთ ამერიკას. არადა ჩემპიონატი ისე დაიწყო, თითქოს ევროპელების ფიასკო გვემუქრებოდა.

სამხრეთ ამერიკა: კარგად დაწყებული საქმე ვერ გააგრძელეს სათანადოდ. ყურადსაღებია ისიც, რომ სხვებზე მომზადებულნი მეხუთეადგილოსანი ურუგვაი და ცოტა სხვა ფეხბურთის მოთამაშე პარაგვაი გამოდგნენ 🙂

ჩრდ./ცენტრ. ამერიკა: ამ კონტინენტიდან ჩემი ორი საყვარელი ნაკრები გამოდიოდა, აშშ და მექსიკა. ორივეს მშვენიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ორივეს ქაოტური და ამის გამო დაისაჯნენ. ნუ ჰონდურასი ყველაზე სუსტი ნაკრები იყო ჩრდ. კორეასთან ერთად.

აფრიკა: აფრიკელთაგან აშკარად მეტს ელოდნენ, მეც მეტს ველოდი. კამერუნმა კი აიღო 0 ქულა, მაგრამ ყველაზე სუსტი ნაკრები არ იყო, უბრალოდ არაორგანიზებული გახლდათ. ნიგერიამ ბოლომდე თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. ალჟირი შედარებით ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ის დონე არ არის რა. 4 ქულის მიუხედავად ყველაზე სუსტი ალბათ სამხრეთ აფრიკა გახლდათ. კოტ დივუარს არც გაუმართლა და ვერც ითამაშა საჭირო დონეზე. აი განას კი ყოჩაღ მართლაც 🙂

აზია: აზიელებს ყოჩაღ, ისევ ორი მშვენიერი გუნდი ჰყავთ – სამხრეთ კორეა და იაპონია. ორივეს მეტი შეეძლო, თან სხვადასხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ. რადგან აზიის ზონაში გადავიდა, ავსტრალიაზეც აქ უნდა ვთქვათ, რომ ოზებსაც არა უშავს გუნდი ჰყავთ, წინა სჯობდა, მაგრამ ამასაც არა უშავს.

ოკეანეთი: ახალი ზელანდია წაუგებელია 😀

———————————————————————————————–

ესპანეთი – მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ და ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გამართლდა ეს მოსაზრება. ნუ თუ რატომ, როგორ და რამდენად დამსახურებულად იმარჯვა ესპანეთმა ამაზე ცოტა ვისაუბრეთ უკვე. ძალიან კარგად იმქომედა ესპანელებზე შვეიცარიასთან წაგებამ დასაწყისში, ცოტა მოეგნენ გონს და დაეშვნენ მიწაზე. მერე უკვე ცოტა გაუმართლათ ჩილესთან, თამაშგარეთი მოიგეს პორტუგალიასთან, ძალიან გაუმრათლათ პარაგვაისთან(ამ მატჩით გახდნენ ჩემპიონები, ისევე როგორც ევროპა მოიგეს იტალიასთან მოგებით მეოთხედფინალში) და გამართლების გარდა უსამართლობის მომენტიც იყო. ყველაზე კარგად ითამაშეს უმიულერო გერმანიასთან და ბოლოს რაც მოხდა კი ვნახეთ, ვების დედა რო ვატირე, პენალტებში მოეგოთ უფრო სამართლიანი იქნებოდა. ისიც სისულელეა, რომ არავის არ გაახსენდება მომავალში ის ყველაფერი რაც ამ მსოფლიოზე მოხდა და მხოლოდ ის ეცდოინებათ, რომ ესპანეთმა იმარჯვა. ნამდვილი ქომაგი ყოველთვის მიაქცევს ყველა ნიუანსს ყურადღებას და ყველაფერი ეცოდინება. ხოლო ეკა-ლიკა-თიკა-მაკა რას იტყვიან და რას ჩათვლიან არც მაინტერესებს 🙂 მათ უბრალოდ ვულოცავ და დაჭკვიანებას ვუსურვებ. ისიც ფაქტია, რომ ესპანეთს ჰყავს ძალიან კარგი თაობა და ნაკრები.

ჰოლანდია – ესპანეთისა არ იყოს არც ჰოლანდიელებს უჩვენებიათ საჩემპიონო თამაში, მაგრამ ბოლო ბოლო ამ გუნდს 14 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბრაზილია გააგდო. ისტორიულადაც ერგებოდა, მაგრამ ხასიათმა, რობენმა და მსაჯმა არ გაუშვა ჰოლანდია.

გერმანია – ამ ნაკრებისგან ბევრს არავინ ელოდა და მისი ჯგუფში ჩარჩენაც რეალური გახლდათ,. თუმცა უკვე მემილიონედ გერმანიამ დაამტკიცა, რომ საოცარი ქვეყანაა და საოცარი ნაკრები ჰყავს. ძალიან ღირსეულად ითამაშა და მიულერის გარეშეც ესპანეთს ცოტა წაეჭიდავა, მაგრამ ვერ გაქაჩა. ჯამში გერმანიისთვის წამრატებული ტურნირი იყო, მაგრამ ფინალში გაუსლიყვნენ აჯობებდა 🙂

ურუგვაი – ურუგვაი არ იყო ფავორიტი, მაგრამ აქ უნდა მოვისხენიოთ, რადგან მეოთხე ადგილზე გავიდა ბოლო ბოლო და ძალიან გამიხრადა ეს ფაქტი. ისტორია და ტრადიციები არ იკარგება და არ ქრება, ეს საფეხბურთო ერია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 😉

არგენტინა – მარადონას ფაქტორისა და უამრავი შეცდომის გამო ეს ნაკრები სერიოზულს ვერაფერს მიაღწევდა. უცნაური ხალხია, მაინც დარჩენას სთხოვენ, იმდენად ფანატიკურად უყვართ. გაძნელდება ასე შედეგის მიღება… ისიც კი მოვისმინე, ისწავლის მარადონა შეცდომებზე, აი როგორც ფრანც ბეკენბაუერმა ისწავლაო 😀 😀 როგორ უნდა შეადარო ხასიათით ეს ორი ადმიანი 😀 ბეკენბაუერი უძლიერესი პირვონებაა და მარადონას საჭირო თვისებბეი არ აქვს, არ ვარგა მწვრთნელად. თუმცა მე ვიცი რა ფაქტორიც არის მანდ, ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, წარმოიდგინეთ:

2014 წელია… ბრაზილია… ბრაზილიაში არგენტინის ნაკრები დიეგო არმანდო მარადონას ჩაჰყავს და არგენტინელები მოსისხლე მტრის ბუნაგიდან მსოფლიოს თასის წამოღებას ლამობენ… ლიონელ მესი 27 წლისაა, წესით ფორმის პიკში…

ხვდებით როგორ კოკაინზე უკეთ მოაქვს ამ გარემოებებს სექტანტებისთვის? 😀

ბრაზილია – მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ეს ნაკრები იყო ყველაზე ძლიერი ამ ჩემპიონატზე და ძალით გაიგდო თავი. დუნგას ერთადერთი შეცდომა იყო, რომელიმე ერთი შემტევის არყოფნა, მაგალითად პატოსი. ასევე ბრაზილიელებს არ გაუმერთლათ კაკას ტრავმაში, იყვნენ ზედმეტად ნერვიულები და ის გიჟი მელუ გაფსიხდა, თორემ… ერთი ტაიმის ჩაგდების გამო, ეს ძალიან ძლიერი ნაკრები დროზე ადრე გაემგზავრა სამშობლოში, არადა აშკარად უმაგრესი ნაკრები იყო. ყოჩაღ დუნგას და წარმატებები.

იტალია – სკუადრა აძურას ფიასკო მოსალოდნელი იყო. თუმცა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები არ ველოდი, თამაშით უარეს თამაშსაც კი ველოდი ისე, სხვა რამეს ვგულისხმობ, თამაშის სტილსა და მსაჯების შეცდომებს. ლიპიმ ბევრი მიჰქარა, თორემ ამ იტალიასაც კი უფრო მეტი და ერთი-ორის გამწარება შეეძლო. ლიპის, მსაჯების, ცუდი თამაშისა და სხვა ფაქტორების გარდა, იყო ელემენტარული უიღბლობა, ორი მთავარი ფიგურა გუნდისა, პირლო და ბუფონი დაიმტვრნენ. ახლა მოვიდა ნიჭიერი მშრომელი კაცი, ჩეზარე პრანდელი და ახალი ერა იწყება იტალიისთვის.

ინგლისი – დავესესხები სლავენ ბილიჩს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ დროს მის მიერ წარმოთქმულ მართალ და ბრწყინვალე სიტყვებს: ,,ინგლისის ნაკრები ისევ ის მძღნერია, რაც იყო”.

საფრანგეთი –

Written by 1myway1

ივლისი 13, 2010 at 3:16 PM

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი

with 11 comments

როგორც იქნა, მოვედით ფინიშის ხაზთან. მოკლედ –  რა ჩემპიონატიცაა, ისიც გინალი. ნურავის ეწყინება და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. მესმის, რომ ჰოლანდიისა და განსაკუთრებით ესპანეთის ქომაგთათვის ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი, რადგან ესპანეთს ასეთი რამ ცხოვრებაში არ ღირსებია, ახლოსაც არ ყოფილა 😀 ხოლო ჰოლანდია ბოლოს ფინალში დიდი ხნის წინ იყო, და თანამედროვე ჰოლანდიის ქომაგთათვისაც ეს საოცარი სიხარულია. თუმც ჩემპიონატი იყო ცუდი და ამას საუბარიც არ უნდა. ძალიან მცირე დასამახსოვრებელი და კარგი მატჩი. მცირე ხარისხიანი ფეხბურთი და რაც მთავარია უუუამრავი მსაჯების უხეში შეცდომა(რაზეც კიდევ ერთხელ და ცოტა დწვრილებით ფინალის მერე ვისაუბროთ). ამას ემატება აბსოლუტურად უაზრო ბურთი ჯაბულანი და აფრიკული ატმოსფერო, რომელმაც სამწუხაროდ, არ გაამართლა, არადა მე სხვა რამეს ველოდი. რაც შეეხება პოზიტივს. იმ 2-3 მეტ-ნაკლებად კარგ თამაშსა და 2-3 კარგ გოლს უნდა ჩავეჭიდოთ. ასევე იმას, რომ მსაჯებზე ყველა ალაპარაკდა უკვე და ვიდეო-გამეორების ამბავი ოდნავ წინ წავიდა. მეტი კარგი არაფერი ყოფილა, შეიძლება ითქვას.

შეცდომა დაუშვეს მწვრთნელებმა, რომლების წვლილიც არის იმაში, რომ ჩემპიონატი ასეთი ცუდი გამოვიდა. თითქმის ყველამ რაღაც დაიჯინა და დაისაჯა კიდეც. ზედმეტად პრაგმატიზმზე გააკეთეს აქცენტი, რამაც არ გაამართLა. გაამართლა, პრაგმატიზმის შერწყმამ შემოქმედ ფეხბურთელებთან, რაც ქნეს კიდეც ესპანეთმა და ჰოლანდიამ და ახლა ფინალში არიან(თუმცა არა იღბლის დახმარების გარეშე).

კი, დუნგას ჰყავდა ყველაზე კარგი ნაკრები ჩემი აზრით, ჩამოყვანილი ამ მსოფლიოზე, მაგრამ რონალდინიოს თუ არა, პატოს დამატება იქ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ კაკა ისედაც არ იყო ფორმაში და თან ტრავმიანი ყოფილა, ექიმებმა ბრაზილიის გავარდნის მერე თქვეს, მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა ეთამაშაო. ბრაზილია დაისაჯა მყისვე, როცა პრაგმატული შემადგენლობით ტინგიცი დაიწყო.

დაისაჯა იტალიაც, რომელმაც პარაგვაისთანაც, ზელანდიასთანაც და სლოვაკეთთანაც პირველ ნომრად ითამაშა და ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. აგერ ესპანეთმა და ჰოლანდიამ დაიწყეს მეორე ნომრად თამაში (თუმცა მათი ზოგიერთი ფანი, მერე ნაგლად იტყვის, რომ დაცვა ცუდია და იტალია სვარკაა და მარტო იტალია თამაშობს დაცვიდან და ისინი უტევენ 😀 მაგრამ ასეთებს რომ უსმინო…  🙂 ) და ლიპი რამ გადარია. უფრო სწორად, კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამისთვის უნდა გყოლოდა გუნდში კასანო 😉 ან ალექსა ან ვინმე. მით უმეტეს, როცა შენი მთავარი იმედი ანდრეა პირლო დაგემტვრა.  ხოლო გუნდში გყავს გიჟი ფაბიო კუალიარელა, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია და ბოლო მომენტამდე შანსს არ აძლევ.

დაიასაჯა ინგლისი, ეგენი ისედაც ცხოვრებისგან დასჯილები არიან 😀 მაგრამ დაისაჯა იმითაც, რომ თამაში არ იცის, ფსიქოლოგიური პრობლემები ვერ გადალახა და ისევ მიიღო თავისი. თუმცა არც კაპელო ყოფილა შეუცდომელი. უნდა შეეტყო რა ,ხილებიც’ არიან ეს უნიჭოები. თუ ხედავ რო არ ჭრის ეს ჰესკის სტრატეგია, დააყენე თავიდანვე დეფო რა ან ჯო კოულს რას ერჩი. დიდი დამრტყმელები ერთად თუ ვერ თამაშOბენ, მოიფიქრე რამე რა… თუმცა კაპელოს მაინც იმაზე მეტად ადანაშაულოებენ, ვიდრე თავად ინგლისი უნდა დადანაშაულდეს 🙂

საფრანგეთი რომ ჩაისვრიდა, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. როცა შენი მწვრთნელი დომენეკია… კაცმა ბენზემა და რაც მთავარია ნასრი არ წაიყვანა. მოახერხა გუნდში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ ორი ადამიანი, რომელთაც რამე უნდა შეექმნათ, ერთმანეთში აჩხუბა – რიბერი და გურკუფი.

ნუ დიეგო მარადონა ცალკე თემაა კიდევ. ადამიანმა მესი აპორნად ათამაშა ლამის. არგენტინელებისაა საერთოდ ორი ჩამშლელით თამაში და ამაზეც უარი თქვა. ვერონი თითქოს ამისთვის წაიყვანა და აღარ დააყენა. კაი კამბიასო არ გინდოდა(თუმცარატომ ეს ცალკე თემაა), მაშინ ვინც მიგყავს ის დააყენე რა… ან თუ გაქვს ამ პასტორეს იმედი, დააყენე თავიდანვე და მესი ცოტა წინ გაუშვი. როც ანხელ დი მარიას ათამაშებ არათავის პოზიციაზე, ეს უკვე საშინელი შეცდომაა. როცა შენი გუნდის საუკეთესო მცველი ვალტერ სამუელია უკვე ვერ გაქვს საქმე იდეალურად, მაგრამდ ააყენე რა… ესეც კატასტროფული შეცდომა იყო. გერმანიასთან დიეგო მილიტო რომ გახლდათ საჭირო 9 წლის ბავშვიც მიხვდებოდა, მაგრამ ჩემი ფეხები. მხოლოდ კოცნა და ის, რომ მარადონა სამუდამოდ დარჩება ისეთ მწვრთნელად, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ, არაფერს შეცვლის, არგენტინა ასე ვერ გაბრწყინდება.

თუმცა ვიმეორებ, ყველაფერი მწვრთნელებს არ უნდა დავაბრალოთ, როცა ლიონელ მესი ხარ, კლასის ხარჯზე მაინც  უნდა შეაგდო ერთი გოლი. კეირუშს თავის გაჭირვებაც ჰყოფნის და თუ კრიშტიანუ რონალდუს სირბილი ეზარება, რაღა ქნას საერთოდ და ასე შემდეგ.

იყვნენ კარგი მწვრთნელებიც, რომელთაც შემადგენლობა არ აძლევდა შორს წასვლის საშუალებას. შედარებIტ შორს წასულებიდან პარაგვაის ხერარდო მარტინო უნდა გამოვარჩიოთ(რომელიც შეიძლება არგენტინაში დაინიშნოსო, მაგრამ მარადონას კალთებს ახევენ და ალბათ დაიტოვებენ :D) და ცხადია, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი. ამ ადამიანის ჩინებული შრომის არდანახავ შეუძლებელია. ხოლო როცა ხალხი ლაპარაკობს მარადონა იმით არის კარგი, რომ ფსიქოლოგიურად კარგ ატმოსფეროს შექმნის გუნდსი და შემართული ეყოლება ნაკრებიო… რა არის ეს ყველაფერი, ფეხბურთელების კოცნა? შემართბეა, ვაჟკაცობა, თავდადება და ფსიქოლოგიური სიძლიერე ის არის, რაც ტაბარესის ურუგვაიმ გვაჩვენა. გუნდი 4 ძირითადი ფეხბუღთელის გარეშე 1:3-ზე არ გატყდა ჰოლანდიასთან და უპირობო ლიდერის, დიეგო ფორლანის გარეშეც კი მიაწვა მეტოქეს და კინაღამ გაუთანაბრა.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ ვარგა ეს ჩემპიონატი ის არის, რომ გადაჭრით ვერ იტყვი ფეხბურთელს ან ფეხბუღთელებს, რომელთაგან ერთიც საუკეთესოდ უნდა დასახელდეს. ალბათ ისევ ნაცად და პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ და ჩემპიონატს ვინც მოიგებს, იმ ნაკრების მოთამაშეს დაასახელებენ. ოდნავი უპირატესობა ამჟაამდ დავიდ ვილიასა და უესლი სნეიდერს აქვთ. ნუ თუ ფინალში რობენი ან ინიესტა არ დაიმხობენ მაგალითად. არადა მე რომ მკიტხო ამ ჩემპიონატის კაცი იყო დიეგო ფორლანი 😀 😀 რომელიც არ მევასებოდა, როგორც ტიპი და გამიქრა ანტიპათია.

ნახევარფინალები

ურუგვაი – ჰოლანდია 2:3


ურუგვაის არ ჰყავდა კაპიტანი დიეგო ლუგანო(გოდინი რა კონდიციაში დაბრუნდა ეს კიდევ ცალკე თემაა), არ ჰყავდა ფუსილე, არ ჰყავდა ლოდეირო(ნუ კიდევ არა უშავს) და რაც მთავარია არ იყო ლუის სუარესი. სუარესი ამ ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი არყოფნის გამო, ტაბარესს აბსოლუტურად გადაწყოპბა მოუხდა, რადგან აბრეუს იმედზე ჩემი მტერი იქნა, ჰოდა ამანაც წინ წაწია ფორლანი და კავანის მეტი პასუხისმგებლობა მისცა. მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ მომწონდა ედისონ კავანი, მას მეტი შუეძლია. თუმცა ამ მატჩში მონდომებას ვერ დავუკარგავ ნამდვილად. ერთი ესაა,, რაც არ უნდა მოენდომებინა კავანის ურუგვაის სიმწვავე მოაკლდა, რადგან ფორლანს წინ უხდებოდა წასვლა გამოკვეთილ ფორვარდად და ცენტრში ბურთის კარგი დამჭერი და თამაშის გამკეთებელი აღარავინ იყო. ძალიან ძააალიან აკლდათ სუარესი.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, ურუგვაი არ გატყდა და 1:3-ზეც კი გააგრძელა ბრძოლა, მართალია შედარებით ფრთამოტეხილმა, მაგრამ როცა ერთი ბურთი გაქვითა 90-ე წუთზე, ისე მიაწვა იმ ჰოლანდიას რომ კინაღამ… ძალიან დასანანი იყო. ასეა თუ ისე, ურუგვაის ნაკრები იმსახურებს მხოლოდ ქებას და პატივისცემას. ბრავო!

ნურავინ დაძრახავს ტაბარესს 84-ე წუთზე ფორლანის შეცვლისთVის. პირიქით, ამან გაამრთლა კიდეც რაღაც კუთხით. ფორლანი ამოკეტილი იყო მეორე ტაიმში და მისი გაყვანის შემდეგ გაქვიტა ურუგვაიმ ერთი ბურთი და ჰოლანდიელებიც ცოტა დაიბნენ.

ნუ თავად მატჩზე რა უნდა ვთქვათ. ბერტ ვან მარვიიკი, რომელიც ჭკვიანი კაცია და მისი შრომა უთუოდ დასაფასებელია, მიდგომების ერთგჰული დარჩა და ფრთხილად დაიწყო თამაში. ჰოლანდიას გაუმართლა იმაში, რომ შემთხვევითი გოლი შეაგდო. თუმცა გოლი უალამაზესი გახლდათ, დიდებული. მუსლერა ცოტა ცუდად კი იდგა, მაგრამ შესაძლოა აუღებელი ბურტიც კი იყო. ძალიან შორიდან, ულამაზესად და უზუსტესად დაარტყა ვან ბრონკჰორსტმა.

ჯაბულანი იაპონელებისა და დიეგო ფორლანისთვის მოიგონეს როგორც ჩანს 😀 ურუგვაისაც გაუმართლა, როცა ფორლანის მორიგი მართალია კარგი, მაგრამ არააუღებელი ბურთი უცნაური ტრაექტორიით აღმოჩნდა ჰოლანდიელთა კარში. სტეკელენბურგმა ყლაპა.

როგორც ჩანს, შესვენებაზე მარვიიკმა ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა და ფეხბურთელები კარგად დაქოქა, რადგან ჰოლანდიამ მშვენივრად დაიწყო. თუმცა არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა, სანამ ის საკამათო მომენტი არ მოვიდა. საკამატო იმიტომ, რომ მე მგონია ის ბურტI ჩასათვლელი არ იყო. მეკარეს აშკარად ხელს უშლიდა თუ არ ვცდები ვან პერსი, როცა სნეიდერმა დაარტყა. მართალია მითხრეს, კარგი გამეორებით ვნახე და არ იყო დარტყმოს მომენტში თამაშგარეო, მაგრამ მე მომეჩვენა რომ იყო და ჯერ კარგი გამეორებაც არ მინახავს.

ასეა თუ ისე, გოლი გავიდა და გაიტანა ის ისევ და ისევ უესლი სნეიდერმა! და არა არიენ რობენმა. უმნშივნელოვანეს მომენტში. სამაგიეროდ, რობენმა თავით ეფექტური გოლი ცოტა ხანში შეაგდო, სანამ ურუგვაი შოკიდან გამოვიდოდა. ამას მოჰყვა პერეირას გოლი 90ეზე და ურუგვაელთა შტურმი. ერთ მომენტში მთელი ურუგვაი ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდა და არც ეს მომენტი მინახავს გამეორებაზე, დიდი შანსია ყოფილიყო, არ გამიკვირდება 🙂 ისე პირველ ტაიმშიც იყო საკამატო ეპიზოდი ჰოლანდიის საჯარიმოში და მსჯამა ერთი-ორი მიჰქარა, მაგრამ რავშან ირმატოვი მაინც საუკეთესო არბიტრად რჩება ჯერჯერობით.

ნუ მარკ ვან ბომელი რჩება ამაზრზენ ადამიანად, რომელიც არასდროს არ ისჯება სათანადოდ. პირველი გოლის დროსაც იუხეშაო და ვერ დაინახესო, სანახავი მაქვს ეგ მომენტი. მერეც, საშინელებებს აკეთებდა.

ვთქვათ მაინც, რომ ჰოლანდია ოდნავ უკეთესი იყო, უფრო კლასნი და დამსახურებულად გავიდა. თუმცა რომ არ აის დანაკლისი და პირველ რიგში სუარესის არყოფნა. ვინძლო რაღაცა მოხდებოდა ამ თამაშში, ცოტა ტრაგიკული 😀 თუმცა რომა რა სუარესი, ურუგვაი ნახევარფინალშიც ვერ იქნებაოდა და მოკლედ, ეს არის ფეხბურთი.

გერმანია – ესპანეთი 0:1


სამწუხაროდ, ამ მატჩში საბოლოო გამარჯვებული არცთუ ძნელი პროგნოზირებადი იყო, თან რვაფეხამაც გვითხრა 😀 სამწუხაროდ, იმიტომ, რომ გერმანია აქამდე გაცილებით ღირსეულად და კარგი თამაშით იყო მოსული, ვიდრე ესპანეთი. ასევე, სამწუხაროდ იმიტომ, რომ გოგოშკებმა და სექტანტებმა ტვინი გაგვიბურღეს უკვე ამ ესპანეთით. თუმცა ესპანეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამიცაა, ბარსელონაა ნახევარზე მეტი გუნდი, სეპარატისტები აბლატავდნენ ))

გერმანიისკენ ვინც ვიყავით, ერთადერთი ის გვიმაგრებდა გულს, რომ ეს გერმანიაა და მას ყველაფერი შეუძლია, ყოველთვის. თუმცა ბუნდესნაკრების დასასრული დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც 2006-ში და ასევე პროგნოზირებადი. გუნდი მთელი ჩემპიონატის მანძილზე დაქოქილ მერსედესს ჰგავდა, რომელსაც არ ზადნი აქვს, არც ტორმუზი, არც უხვევს, ასე მიდის პირდაპირ… დაუსრულებლად ასე არ გამოვიდოდა.

ადამიანები ყველა მატჩში ამდენს ფიზიკურად ვერ ირბენენ. თან ის ფეხბურთი, რასაც აქამდე თამაშობდა გერმანია ესპანეთთან არ გაჭრიდა. გარდა ამისა, თამაშზეც ეტყობოდათ გერმანელებს, რომ როგორც იტალიის კომპლექსი აქვთ, ყველგან სადაც ხვდებიან, ახლა ესპანეტის რიდი და კომპლექსიც ჰქონდათ 2008 წლის ევროპის ფინალის მერე.

იოაჰიმ ლიოვზე მე განსაკუთრებული წარმოდგენის არ ვარ. თუმცა იგი უკეთესი ტაქტიკოსია, ვიდრე ვისენტე დელ ბოსკე(უშუალოდ ტაქტიკოსი). თუმცა მან ვერაფერი მოიფიქრა და არც იმხელა რესურსი ჰქონდა, როგორიც დელ ბესკეს. აქამდე მოვიდა ესპანეთი ამაზრზენად და დაუმსახურებლად, თორემ ეს თამაში საუკეთესო იყო მათთვის ამ მუნდიალზე. ცენტრში ესპანეთის მომგები გუნდი მე დღეს არ მეგულება, სხვანაირად უნდა გაჟIმო ეგენი და ლიოვმა მეტი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რაც გერმანიამ ითამაშა. ალბათ რესურსიც არ იყო. ერთადერთი რაზეც შეიძლება ვედავოთ, ეს არის გომესის გამოყვანა, ტიპი ოფიციალური ხეა და რა დაუშავა ასეთი კისლინგმა შანსი რომ არ მისცა ან რატომ არ გამოიყვანა კაკაუ. აი კროოსი ნორმალურად ჩაერთო და ის მომენტი არ უნდა გაეფუჭებინა 😦

ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ დრევანდელი გერმანიისთვის ტომაშ მიულერი ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ფეხბუღთელი ისეთი გასაფეტიშებელი არ არის, როგორც ბევრი აფეტიშებს, მაგრამ არც ისეთი  უმნიშვნელოა, როგორც ბევრს ჰგონია. მიულერი დღევანდელი, ლიოვის გერმანიისა და ტაქტიკისთვის შეუცვლელი ფიგურაა. ძალიან აკლდა ბუნდესნაკრებს.

უცნაურია, დამესიზმრა პუიოლი გოლს გაიტანსო და ვიმედოვნებდი, რომ საკუთარ კარში გაიტანდა 😀 მაგრამ… დასანანი გოლი გაუშვა გერმანიამ. ესპანეთმა კი პერიოდულად ბარსელონას ინკუბატორის ფეხბურთიც ითამაშა და რამდენიმე კარგი ეპიზოდი დადო. ორგაზმი იყო, როცა ერთ-ერთი კონტრიერიშისას ხავიმ ჩაქუსლა და თან გაიდირკა ერთი გერმანელი, ძალიან მაგარი იყო.

ვიცი ბევრი დაიწყებს ისევ დელ ბოსკეს ქებაის და დიდებაის, მაგრამ არ მაღელვებს ეს. დელ ბოსკე კი არა მარადონას გარდა ვინც არ უნდა დაგეყენებინა, ყველამ იცოდა უკვე, როგორ უნდა ეთამაშა გერმანიასთან და თან ესპანეთი სტილიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე ვერც ითამაშებდა სხვანაირად. დელ ბოსკე არის ტიპი, რომელიც უბრალოდ, ისე აკეთებს ყველაფერს როგორც ფურცელზე წერია. ხოლო როცა სტანდარტებიდან ამოვარდნა და სერიოზული გადანაცვლებების გაკეთებაა საჭირო(და თუ გახდა საჭირო) იქ ერხევა და დაერხევა. მისი მთავარი პლუსი, როგორც აღვნიშნე, გუნდში კარგი ატმოსფერო და ფეხბურთელებთან თბილი ურთიერთობაა, რაც ესპანეთისთვის წლების მანძილზე მთავარი პრობლემა იყო. ნუ ახლა რაღა პრობლემა იქნება, ჯერ ერთი არაგონესმა ჩაუყარა საფუძველი და მერე მეორე, ბარსელონაა მთელი გუნდი 😀 😀

ერთი საკითხი იყო, ორი თავდამსხმელით ითამაშებდა თუ ნახევარდაცვაში სიტყვაზე პედროს დაამატებდა. დიდი არაფერი შეიცვლებოდა ჩემი აზრით. უბრალოდ, გერმანიისთვის მაქსიმალურად რომ მოესპო სივრცე, რაც აუცილებელი იყო, მეორე ვარიანტი არჩია. თუმცა იმ პედრომ, რომელზეც ძალიან მეცინება 😀 😀 იმიტომ კი არა რომ ცუდი ფეხბუღტელია, უბრალოდ ბარსას ინკუბატორის ასეთ გამოხტომებზე სულ ვვკაიფობ 😀 😀 ცოტა ხნით რო წამოყოფენ თავს და ფაფხურობენ, რაღაც სასაცილო იგროკია თან 😀 ჰოდა, იმ პედრომ, დაადასტურა რომ ფაფხურა და ყანაა 😀 კინაღამ დაღუპა გუნდი. გეხსომებათ, როცა ორი ესპანელი ერთ მცველთან პირისპირ დარჩა და ამ კრეტინმა პასი არ გააკეთა და იმდენი ქნა, რომ ბურტი დაკარგა და სუფთა საგოლე მომენტი გაანიავა, ამის გამო, ესპანეთი შეიძლება მწარედ დასჯილიყო.

ორი სიტყვით ის ჩუვაკიც მაგარი კაციც ვახსენოთ, სტადიონზე რომ შემოხტრა დასაწყისში. ეს ამ ჩემპიონატზე პირველი შემთხვევა იყო. სუპერმენის ამუნიციით შემოსილი ყმაწვილი ვუვუზელათი იყო აღჭურვილი და დაცვამ მალევე გაარიდა მინდორს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მსაჯების მორიგი შეცდომები. ზედ საჯარიმოს ხაზზე გერმანიას არ დაუდეს ორი სუთა ჯარიმა და ეს დიდი შეცდომაა, ასეთ ჯარიმებს კი არა ერთ აუტს შეუძლია თამაშის მსვლელობის შეცვლა. ჯამსი ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო და აშკარად აჯობა გერმანიას. თუმცა ქამდე არ მოსულა კარგად 🙂 ამ თამაშის მერე უფრო გამიტყდა პარაგვაის ამბები. ის უაზროდ არ ჩათვლილი გოლი და მოკლედ, გავარტყი ასეთ ჩემპიონატს და ფიფას მსაჯებიანად.

ესპანეთში ახლა არეულობაა და პოლიტიკურად ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება გამარჯვება. ისიც ფაქტია, რომ ამ ჩემპიონატზე არაერთხელ შეცდნენ ესპანელების სასარგებლოდ მსაჯები. იმედია ეს უბრალოდ დამთხვევაა(დამთხვევაც რომ იყოს ეს კარგი არ არის და ბევრს არაფერს ცვლის). ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ჰოლანდიას წაუვიდეს ფინალში თამაში და აი მერე ვნახოთ რას მოიმოქმედებენ მსაჯები 🙂 თუ კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმე შეცდებიან ესპანეთის სასარგებლოდ… მაშინ უკვე რა ვიცი 🙂

90-ში გერმანია საბოლოოდ ფეხბურთმა გააერთიანა შეიძლება ითქვას. ძალიან საკამათო პენალტი დაუდეს ფინალში. 78-ში არგენტინაში დიდი არეულობა იყო, ავტომატებით აღჭურვილი დაცვა, ქალაქში ქაოსი და მთელი ამბავი, ფინალიც დაგვიანებით დაიწყო. არგენტინა-პერუს ისტორიაც ვიცით… მოკლედ ხდება ასეთები, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არაო 🙂 იმედია, ამჯერად არა.

მატჩი მესამე ადგილისთვის

ურუგვაი – გერმანია


ეს არის გასაუქმებელი თამაში ჩემი აზრით, აბსოლუტური იდიოტობაა. მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთში. გუნდი ნახევარფინალში რომ წააგებს, სულ არ ახატია ახლა იმას მესამე ადგილზე გავა თუ მეოთხეზე? როგორც ევროპის ჩემპიონატზეა, ისე უნდა იყოს აქაც, ორივე ნახევარფინალისტს უნდა გადაეცეს ბრინჯაოს მედლები, უფრო სამართლიანიცაა.

თითქოს ხომ ურუგვაისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ახლა ამ მატჩს, მაგრამ ეჭვი მაქვს არც ურუგვაი იგიჟებს თავს. მოკლედ, სისულელეა და ერთი ის არის საინტერესო, გაიტანს თუ არა მიროსლავ კლოზე გოლს ან გოლებს. ვნახოთ…

ფინალი

ჰოლანდია – ესპანეთი


მომკალით და არცერთი ეს გუნდი არ არის საჩემპიონო, მაგრამ რა გაეწყობა, რაც არის ეს არის. მე ჰოლანდიისკენ ვიქნები და ჯამში ეკუთვნის ამ ერს ერთი ტიტული. თუმცა როგორც გუნდი, ესპანეთი უფრო სერიოზული ძლიაერია. ესპანელები  დაჟე ფსიქოლოგიურად სჯობიან ჰოლანდიას. ამ ბოლო წლების წარმატებამ ესპანეთი ოდნავ წინ წაწია, იმდენად ლუზერული ფსიქოლოგია აღარ აქვთ. ამ მძლავრი ნახევარდაცვის ფონზე, დაცვის სისუსტეებიცა რ ჩანს ისე და მოკლედ, ძლიერი გუნდია, მრავალმხრივი. ჰოლანდიის პლუსი კი სისწრაფე და უკეთესი მწვრთნელი უნდა იყოს. მათავარ მინუსად ისევ სულიტ არსერიოზულობა და ხასიათი რჩება. თითქოს მთელი ჩემპიონატია პრაგმატულად თამაშობენ, მაგრამ საკმარისია ერთი არაორდინალური რამე მოხდეს და ბრინჯივით იბნევიან და ბოლომდე თუ მიაჭერ, მომბრუნებლები აღარ არიან ცემი აზრით. თუნდაც ბოლო მაგალითები გავიხსენოთ, პირვე ტაიმში ბრაზილიასთან ბავშებივით გამოიყურებოდნენ, რეებს აკეთებდნენ. დანარჩენი უკვე ბრაზილიამ გააფუჭა, ემროე რომ ვერ შეაგდო და ზედმეტად აკადემიურობა დაიწყო. ან ახლა ურუგვაისთან, გახდა 2:3 და კინაღამ მესამეც გაუშვეს ბოლო წამს. ნუ  მომენტების გამოუყენებლობაზე აღარაფერს ვამბობ,

ახლა გავახაროთ ამ ნაკრებების ქომაგები და ვთქვატ ისიც, რომ მიხუედავად ცუდი ჩემპიონატისა ლოგიკურია რომ ეს ნაკრებები ფინალსი არიან. სამხრეთ ამერიკელები გვერდზე გადავდოთ, ვერ გაქაჩეს. მათ შორის ორ ყველაზე სახელოვანიდან ერთი მარადონამ დაღუპა და მეორე გაურკვეველმა ვიტარებამ და მელუმ. აი ევროპაში კი რაც ხდებოდა კარგად ვიცოდით, განა 2008 წელს რამე სხვა მოხდა? გერმანია იმიტომ გავიდა ფინალსი იმ გუნდით, რომ ბადე გამოუვიდა უფრო ადვილი და თან გაუმართლა თამაშის ამბავშიც. ესპანეთს ერთადერთი ვინც დაუდგა, იტალია იყო, დაჟე რობერტო დონადონის იტალიაც კი 😀 და კინაღამ გააგდო ეს ესპანეთი, სწორედ იტალიასთან მოგებით გახდა ესპანეთი ჩემპიონი და ეს იყო მთავარი ნაბიჯი, გარდამტეხი. სხვა მხრივ ესპანელები თითქმის ყველაზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგნენ. ჰოლანდია კი თამაშობდა ყველაზე კარგ ფეხბურთს ჯგუფსი და მერე, რუსეთთან რაც მოუვიდა ეს ნარინჯისფერთა წყეული ხასიათისა და არასერიოზულობის ბრალია. თორემრ ეალურად ეს ორი ყველაზე კაშკაშა გუნდი იყო იმ ჩემპიონატზე და ახლა ეს ორი გუნდი ფინალში. მართალია შედარბეით სახეცვლილია ორივე, მაგრამ მაინც.

მიუხედავად პესიმისტური შესავლისა, ბუნებრივია, ჰოლანდიას აქვს რეალური შანსი დაამარცხოს ესპანეთი და ეს ღირსეული ჩემპიონობა იქნება. ნარინჯისფერთა მთავარი კოზირი უნდა გახდეს სისწრაფე და ეგებ კიდევ აქვთ რაღაც მცირე პოტენციალი რაც აქამდე არ უჩვენებიათ,.

სწორედ ახლა აქვს ცოტა ზედმეტად გაბერილ რობენს(ფლანგის იგროკი როგორც წესი მაინც შედარებით პრიმიტიულია), რაღაც მართლა ხამამაღალი თქვას. ცენტრში ჰოლანდიამ არა მგონია ესპანეთს აჯობოს და ამიტომ ფლანგიდან თუ გაარღვევს რობენი. ბუნებრივია უესლიმ ისევ ისე კაცურად უნდა ითამაშოს როგორც აქამდე. თუ საჭირო გახდა ელჯერო ელიას შევაშველებთ აქეთა ფლანგიდან და მოკლედ ეგებ გამოვიდეს რამე. პრობლემა ისაა, რომეს ვან პერსი ჯერჯერობით უმაქნისია და გატანა ისევ სნეიდერმა და რობენმა უნდა ითავონ(აფელაი მაზილაა,, რომც გამოიყავნო).

ესპანეთის ამ დიდებულ თაობას კი აქვს ისტორიული შანსი და ოდნავ ფავორიტადაც მივიჩნევ ფინალში. ამ გუნდის მთავარი ძალა არის უსერიოზულესი, მბოილური და მრავალმხრივი ნახევარდაცვა. რომელიც არცთუ ძლიერ დაცვასაც კი კრიშავს და თავდასხმაშიც საოცრად პროდუქტიულია. ამას ემატება, ფუტკარივით მშრომელი და ძალიან კარგი დავიდ ვილია, რომელმაც შესაძლოა გლეხურად გაამზოს 2-3 კარგი მომენტი, მაგრამ სამაგიეროდ, იტანს, ქმნის, შრომობს, მოკლედ მაგარია. პლუს ამას, არ გამორიცხოთ, რომ მთელი ჩემპიონატი უქმად მყოფმა ფერნანდო ტორესმა ფინალში გაისროლოს, აქვს კლასი ამ ბიჭს და ჰა. არის ბასკური ეშხის მქონე (ლ)იორენტეც. მოკლედ, ესპანეთს თავისი პლუსები აქვს ცხადია.

ნამდვილად კარგი თამაში უნდა გამოვიდეს და დაველოდოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მსაჯები ამჯერად მაინც აღარ გააფუჭებენ, ისედაც გაფუჭებულ ჩემპიონატს. ორივე გუნდისთვის ისტორიული მომენტია, ესპანეთს, რომელსაც პირველად ეღირსა ფინალი და ასეთი თაობა ჰყავს, შთამომავლობა 😀 არ აპატიებს, რომ ვერ მოიგოს. მეორე მხრივ, ჰოლანდიას ჯამურად ერგება ეს ტიტული და მესამე ფინალიც უნდა წააგოს?

ასეა თუ ისე, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება 🙂 ფინალი ევროპულია და ეს კარგია და ევროპა გადაასწრებს საერთო ჯამში სამხრეთ ამერიკას. ნახევარფინალსი გერმანიისკენ კი ვიყავი სამართალის ამბავში, მაგრამ ისიც კარგია, რომ გერმანია ვერ დაგვეწია ტიტულებით 🙂 და დანარჩენმა ლუზერმა და ორი დღის გუნდებმა, იხარონ ცოტა ხანი და დიად ნაციებზე ფრთხილად და მორიდებით იალაპარაკონ, ერთხელ ინგლისიც კი(აყვავდა) გახდა(გახადეს) ჩემპიონი 😀 😀 😀
პ.ს.


ნუკი, ელე, ეკი, სალი…
გილოოცაააავთ!
ესპანეთიიიიიიი

პ.პ.ს.
გავრცელდა ინფორმაცია პაულმა ჰოლანდიის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველაო, მაგრამ ეს ცრუ ინფო გამოდგა. ჩვენმა საცეცებიანმა მეგობარამა ესპანეთის ჩემპიონობა ,თქვა’ და დააყოლა გერმანია მესამეზე გავაო.

Written by 1myway1

ივლისი 8, 2010 at 11:11 AM

განდაგანა

with 9 comments

მეოთხედფინალებმა ისე დამცალეს ემოციისგან და ისეთი გადაღლილი ვარ, არ ვიცი რას და როგორ დავწერ, მაგრამ მაინც უნდა ვცადო, შედარებით მოკლედ 😀 აი ასე იძახეს და ვიძახეთ სამხრეთ ამერიკული ნაკრებები დომინირებენო და… ასამოა გიანს 120-ე წუთზე პენალტი რომ გაეტანა დღეს აღარაცერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი აღარ იქნებოდა ნახევარფინალში 🙂  ახლა კი დარჩა მხოლოდ ერთი, შესუსტებული შემადგენლობის მქონე ურუგვაი და შესაბამისად უდიდესია იმისი შანსი, რომ ისტორიაში პირველად ევროპულმა ნაკრებმა სხვა კონინენტზე მოიგოს მუნდიალი, რაც თავისთავად კარგი იქნება და ბევრს გააჩუმებს 🙂 მოკლედ მაინც ყოჩაღ ჩვენი ბებერი კონტინენტის ბინადრებს 🙂

პოზიტივის დანახვა ცხადია ყოველთვის კარგია, მაგრამ ნეგატივსაც ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ ამ შემთხვევაში. მსაჯები ყოჩაღობას აგრძელებენ და თითოეული თამაშის შემედეგ, მინიმუმ თითო ახალი მიზეზი ემატება ვიდეო-გამეორების შემოღების აუცილებლობას. ასევე თითოეული დარტყმისა და მეკარესთან ბურთის მისვლის მერე ისევ ვრწმუნდები, რომ ჯაბულანი ძლიან ცუდი ბურთია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი დიდ წილად აღარ მაღელვებს უკვე, რადგან სამართალს სძინავს.

მართალია, მეოთხედფინალები ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს მაინც არ არის კარგი ჩემპიონატი და დრამატიზმით თუ აღემატება სიტყვაზე იმავე 2002-ს, აშკარად ჩამორჩება სამართლიანობის ხარისხითა და მსაჯების შეცდომების სიუხვის კუთხით ანუ ამ ჩემპიონატზე ბევრად მეტია მსაჯთა უხეში შეცდომები, რამაც ბევრი თამაში გააფუჭა უკვე და ვინ იცის, ისედაც ჩაშხამებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალები და ფინალიც ჩაგვაშხამოს.

მეოთხედფინალები

ჰოლანდია – ბრაზილია 2:1


ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი ბრაზილიის ნაკრები ყველაზე მეტად მძულდა(სანამ ინგლისი არ გადააჭარბებდა, სულ ეს ორი ნაკრები მეზიზღება) და არც არასდროს ამომივა პაპუასებზე მზე და მთვარე, მაგრამ პატივს მათ ყოველთვის ვცემდი, რადგან თუ კი რამე აქვს ამ ქვეყანას კარგი ეს პირველ რიგში ფეხბურთია. თუმცა ყოველთვის მათ წინააღმდეგ ვქომაგობდი და ასე იყო ახლაც. ოღონდ, სხვაობა დიდია, გულწრფელად ვამბობ, საბოლოოდ ჰოლანდიის მოგება თან გამიხარდა და თან საშინლად დამწყდა გული ბრაზილიის გავარდნაზე, ასე მე ბრაზილია რასაც ფეხბუღტს ასე ვთქვათ, ლაივში ვუყურებ(ანუ სანაკრებო დონეზე 1994 წლიდა) არასოდეს არ მომწონებია და რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სადღაც, გულის სიღრმეში გული დამწყდებოდა პაპუასების გავარდნაზე.

თამაშის შემდეგ ლაპარაკი და შეცდომების ძებნა ადვილია. ბევრი სუბიექტურიც არის და ზედმეტს პროფესორობს, მაგრამ… გულზე ხელი დაიდოს ყველამ და აღიაროს, რომ მთელი ტურნირის მსვლელობისას ნაჩვენები თამაშით, განსაკუთრებით, ჩილესთან მატჩისა და ჰოლანდიასთან ჩატარებული პირველი ტაიმის მერე, ბრაზილია მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა სჩანდა და აშკარა ფავორიტად იკვეთებოდა. თითქოს დაუმარცხებელი გუნდი ყოფილიყოს. მე ბრაზილია ვაღიარე და ახლაც მგონია, რომ ბრაზილიელებმა თამაში თავისით, ძალით წააგეს. თუმცა არცერთი წამით არ უნდა დავუკარგოთ თავისი მშვენიერ ჰოლანდიასაც და ენა არავის არ უნდა მოუბრუნდეს იმის სათქმელად, რომ დაუმსახურებლად გავიდა ჰოლანდია, რა სისულელეა.

არ მიყვარს გურჯული დოგმები და სტერეოტიპები, ამიტომ ბოლომდე ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, რომ ბრაზილია შემტევ ფეხბუღტს არ თამაშობდა და აუცილებლად ყურით უნდა ეკენწლა, რადგან სხვანაირად ამ ნაკრებს არ შეშვენის… ბოლომდე ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, მხოლოდ ნაწილობრივ.

ჯერ ერთი, ბრაზილია თამაშობდა საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს, ოღონდ შედარებით მცირე დოზით ავლენდა ამას და რაც მთავარია აღწევდა შედეგს, სანამ თავადვე არ დაიღუპავდა თავს. ციხე შიგნიდან ტყდებაო და ფელიპე მელუმაც ,თავი გამოიჩინა’.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დუნგას სახით ბრაზილიამ დაკარგა ძალიან კარგი მწვრთნელი და ამ უდავოდ ნიჭიერ და ახალგაზრდა სპეციალისტს წარმატებას ვუსურვებ კარიერაში. არ უნდა გადამგარიყო, მაგრამ ალბათ იცოდა, რომ პაპუასები მაინც მოხსნიდნენ და თავად წავიდა. მე არ ვთვლი, რომ ბრაზილიის მარცხი დუნგას ბრალი იყო, და მან სერიოზული შეცდომები დაუშვა. ფაქტი ის არის, რომ დუნგას ჰყავდა უმაგრესი ნაკრები, რომელსაც არ გაუმართლა.

ვინ არის ფელიპე მელუ მე კარგად ვიცი, იუვენტუსში გაგვამწარა და იტალიაში ჩამოსვლამდე ასეთი იყო, ფიორენტინაშიც პირველივე მატჩში წითელი ბარათით ,გამოირჩა’. ადამიანს წამიერად ბინდი ეფარება ხოლმე თვალებზე და ფსიქოპატი ხდება, მე ასეთების გამოსწორების არ მჯერა.

ახლა ვინმე იკითხავს ესეც დუნგას ბრალია, მაშინ რატომ წაიყვანა ნაკრებშიო? დუნგამ მელუ იმიტომ წაიყვანა, რომ მის პოზიციაზე ფართო არჩევანი მართლა არ ჰქონდა და მერე მეორე, ფსიქოპატობის გარდა, მელუს შეუძლია იყოს ისეთი  საოცარი, როგორიც იყო მაშინ, როცა რობინიოს არანორმალურად მაგარი საგოლე პასი გაუკეთა. მელუს შეუძლია კარგი პასიც, დარტყმაც და ჩამშლელიც კარგია. ამიტომ, ხშირად იღებ და რისკავ რა… თან ვერ წარმოიდგენ, რომ ერთ მატჩში, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ტიპი ამდენ სლეობას გააკეთებს, ჯერ საკუთარ კარში გაიტანს გოლს და მერე წითელ ბარათს აიკიდებს.ვთქვათ ერთიც, გოლი მარტო მელუს ბრალი არ იყო. რაღაც წვლილი ჟულიო სეზარსაც მიუძღვის, შეიძლება არ დაუძახა სათანადოდ და მაინც ცოტა ცუდად გამოვიდა.

კი ბატონო, გუნდი ერთი მომენტის გამო (თუნდაც ასეთი უაზრო მომენტის გამო) არ უნდა ტყდებოდეს და იმაზეც თანახმა ვარ, რომ 1:1-ს მერე, ბრაზილია ძალიან ცუდი იყო, ვერაფრიტ ვერ გააძლიერა შეტევა და ვერ მიაწვა მეტოქეს, რის გამოც გადავიდა აუტანელ წუწუნზე, უხეშობაზე, ჩხუბსა და ისტერიკაზე(რაც მას სჩვევია, როცა აგებს), მაგრამ… ეს პირწმინდად დუნგას ბრალია? რატომ, რონალდინიო და პატო რომ არ ჰყავდა? ოღონდ ადრიანო არ მიხსენოთ.

ჯერ ერთი, როანლდინიოს ცუდი სეზონი არ ჰქონია. მაგრამ არც გამაოგნებელ ფორმაში იყო, მერე მეორე, დავიჯერო ერთი რონალდინიო შეცვლიდა ყველაფერს, როცა ამჟამად საუკეთესოდ მიჩნეულმა(და არცთუ უსაფუძვლოდ) ლიონელ მესიმ ისე დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გოლი ვერ გაიტანა? გარდა ამისა, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში, დუნგას ნაკრებში რონალდინიოს ადგილი არ იყო. აი პატოზე შეიძლება დავა, მე ვთვლი, რომ პატოს შემტხვევასი ცოტა გადააჭარბა დუნგამ და შეიზლებოდა მისი წაყვანა. ცენტრფორვარდი კი არ ჰყავდა უკეთესი და… ეს ლუIშ ფაბიანო, ისედაც საშუალო დონეა და თან ფორმაში არ გახლდათ. კაკანაც ვერ ითამაშა ის ფეხბურთი რაც საჭირო იყო.

ჩემი აზრით, ამ მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო მაშინ, როცა აბსოლუტურად დაბნეული და დიად ბრაზილიასთან რაღაც საცოდავ, პატარა გუნდად გამოჩენილ ჰოლანდიას, ბრაზილიელებმა საოცარი, მათ სტილში მყოფი კომბინაცია გაუთამაშეს და კაკას(რომელიც ამასაც გაიტანდა და სხვა მომენტშიც იყოჩაღებდა კარგ ფორმასი რომ ყოფილიყო) დარტყმული სტეკელენგბურგმა მოიგერია(კარგი მეკარეა, არაერთხელ იხსნა უკვე ჰოლანდია). აი იქ ამთავრებდა ბრაზილია თამაშს და ვერასოდეს დავიჯერებ მე, რომ ჰოლანდია მობრუნდებოდა მერე.

ისე ეს ყურით კენწვლა, ტინგიცი და ფინტაობა ამ ბრაზილიელების მთავარი იარაღი და სიმდიდრეც არის და ამავე დროს ხსირად მთავარი დამღუპველიც. გაიხსენეთ პირველ ტაიმში, რას მოჰყვა ჰოლანდიელთა ოდენ ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი… რას და იმას, რომ ბრაზილიელებმა ცენტრში, ორჯერ აბსოლუტურად უაზროდ გააკეთეს ქუსლით პასი, როცა ჩვეულებრივადაც შეიძლებოდა კი არა, ჩვეულებრივად უნდა გაეკეთებინათ. ეს ორივე პასი ცუდი გამოდგა და ჰოლანდიამ კინაღამ გოლი გაიტანა. მეორე ტაიმიც ასე ატინგიცებულებმა დაიწყეს პაპუასებმა, მაინც სისხლმა უყივლათ და დაიწყეს ის თამაში, რომელსაც მისგან ითხოვდნენ ზერელე ფანები(და არამარტო ისინი), ჰოდა ამას მოჰყვა ის უაზრო გოლი და მერე ბრაზლია თავის თავს აღარ ჰგავდა.

ხო, კიდევ რაც აშკარად მინუსი იყო ამ ბრაზილიის არის ის, რომ ფეხბუღთელ;ები ზედმეტად განერვიულებულნი იყვნენ, რისი მიზეზიც ვერ გავიგე და ეს საიდუმლო ვერაფრით ვერ ამოვხსენი. თითქოს ყველა აღზნებული იყო. ამის განსაკუთრებულად კარგი და ნათელი მაგალითი არის კაკა, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ფეხბურთელად ვიცნობდით აქამდე.

მოკლედ, 1:1-ს მერე მართლა ცუდი იყო ბრაზილია, ძალიან გატყდა და აირია. ცუდადაც იქცეოდნენ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს თამაში ბრაზილიამ უფრო წააგო, ვიდრე ჰოლანდიამ მოიგო. არგუმენტები, რომ ჰოლანდიას 5:1-ც შეეძლო მოეგო და ასე შემდეგ, არასერიოზულია, რადგან ბოლოს როცა პაპუასები მთელი ძალებით უტევდნენ და კაცით ნაკლებნი იყვნენ, ბუნებრივია მომენტები შეიქმნა… და ისე 😀 ეს ჰოლანდია მაინც სულით არასერიოზულ გუნდად რომ რჩება ისევ დამტკიცდა, ეს რა ბუღტები ვერ გაიტანეს 😀 ნებისმიერი გაიტანდა მანდ ჰოლანდიის გარდა, ღირსებიც კი იყვნენ რომ დასჯილიყვნენ ისე მაზეს 😀

მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელებს არ უნდა დავუკარგოთ მონდომება, ბოლომდე ბრძოლა და არაფერი, ბოლო ბოლო გუნდმა თვით ბრაზილია და თან ასეთი ბრაზილია გააგდო, თან მას მერე რაც აგებდა. ბრაზილიამ რა დაიმართა, ეს ჰოლანდიის პრობლემა არ არის.

ყოჩაღ რობენს, თითქოს დაშინებული ჰყავდა ბრაზილიელები და კაციც გააგდებინა მსაჯს. თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ როცა ყველაზე საჭირო გახდა, სნეიდერი უფრო გალიდერდა და მის აქტიურობას მოჰყვა ორივე გოლი 🙂 სად ფლანგის იგროკი(რომელიც ყოველთვის შედარებით პრიმიტიულია) და სად ცენტრის მოთამაშე, სადაც უფრო ძნელია თამაში 🙂 ამიტომ სნეისკენ ვარ მე ამ ამბავში.

თავისი წილი ქება ერგება მარვიიკსაც, რომელსაც აშკარად რამდენიმე საჭირო და კარგი მითიტება ჰქონდა მიცემული ფეხბურთელებისთვის და რაც არ უნდა მძულდეს ცუდი ხასიათისა და ტიპობის გამო, აუცილებლად უნდა შევაქოთ მარკ ვან ბოლმელიც, რომელმაც ძალიან მაგრად ჩაატარა ეს მატჩი.

ურუგვაი-განა 1:1 (4:2 პენ.)


ურუგვაისკენ ვიყავი, მაგრამ ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, რომ აღარც ვიცოდი უკვე ვის ვქომაგობდი. როცა დავმშვიდდი და კარგად გადავხარშე ყველაფერი, მივხვდი, რომ მაინც ურუგვაის გასვლა უფრო გამიხარდა და ახლაც ვგულშემატკივრობ ამ მშვენიერ გუნდს. თუმცა განა, ძალიან ძაააალიან შემეცოდა.

როცა ასამოა გიანმა დამატებითი დროის ბოლო წამზე დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა, თან გამიხარდა და თან მეწყინა. ამის მერე, უკვე ცხადი იყო, რომ განა ვეღარ მოიგებდა პენალტების სერიაში და ასეთები რომ ხდება საერთოდ, ე.ი. არ უწერია იმ გუნდს მოგება ვინც მსგავს ვიტარებაში ვარდება, თუმცა როცა პენალტების სერიის მერე, დაზაფრული, მომტირალი განელები დავინახე, შინაგანად რაღაცა ჩამწყდა და უცნაური გრძნობა გამIჩნდა, აი როგორ გითხრათ… დაახლოებით ისეთი, მეგობარ/ნაცნობ/შეყვარებულ ქალს უნებურად, გაუაზრებლად ძალიან რომ ატკენ გულს და მერე მის ცრემლებს რომ დაინახავ, შიგნიდან ყველაფერი რომ გეწვის და გული გეკუმშება და ძალიან განიცდი, გინდა აუხსნა, რომ არ გინდდოა, ახლა ძალიან განიცდი და ძალიან გიყვარს, მაგრამ ვერ აგებინებ ამას და ეს ორმაგად გტანჯავს, შეიძლება რაღაც მომენტში იმაზე მეტად, ვიდრე ის არის გულნატკენი… აი რაღაც მსგავსი გრძნობა მქონდა, საშინლად, არანორმალურად შემეცოდნენ.

თან წარმოიდგინეთ რამხელა მოვლენა იყო მთლიანად აფრიკისთვის, შავი კონტინენტის წარმომადგენელი გუნდი პირველად გადიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ძალიან ძალიან ბევრს ნისნავს ეს. თითქმის მომხდარი იყო უკვე, ფაქტობრივად გატანილი გოლი ,ვიღაცის’ ხელით თამაშის გამო მოჰპარეს განელებს და დაინიშნა პენალტი… ანუ ერთი დარტყმა აშორებდა განას ამ ისტორიულ მოვლენამდე და სულ რაღაც მილიმეტრები დააკლდა. მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასამოა გიანი გოლს გაიტანდა, მაგრამ ანერვიულდა როგორც ჩანს და პირდაპირ ვთქვათ, უტვინოდ დაარტყა.

ახლა ერთი წამით მაქსიმალურად რეალურად წარმოვიდგინოთ თავი ასამოა გიანის ადგილას… რამხელა ტრაგედია და უსამართლობა მოხდა ამ ფეხბურთელისთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ… ურთულესად გადასატანი ამბავი შეემთხვა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება მას და არც სხვებს. მიუხედავად ამ სიმძიმისა, იგი დაახლოებით 5 წუთში განელთაგან პირველი მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და დაარტყა აუღებელი პენალტი 🙂 ამას ბევრი ვერ შეძლებდა და ეს ადამიანი, მხოლოდ პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს.

მეორე ადამიანი, რომელიც აღფრთოვანების ღირსია, სწორედ ის ,ვიღაცაა’ კარის ხაზიდან ხელით რომ გამოიტანა ბურთი 😀 საერთოდ, ცოტა უკეთ რატომ ვერ დაარტყეს განელებმა მიკვირს, სამი შანსი ჰქონდათ ამ ეპიზოდში და მერე მეორე თავიდაც შეეძლო ლუის სუარესს ბურთის მოგერიება, მაგრამ საშინლად დაბნეული იყო, და ვერ მოვთხოვთ ამას. კაცმა წინა დარტყმული ასევე ხაზიდან გამოიტანა და უცებ კიდევ დაურტყეს, წარმოდგინეთ რა რთულია… ამ დროს არც წესებზე ფიქრობ, არც ჯენტლმენობაზე და არაფერზე, ელემენტარული ინსინქტია, შენ ქვეყანას ნახევარფინალის საგზურის ამბავი უწყდება და ადამიანური ინსტინქტია… 🙂

მიუხედავად ამისა, თიტქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ განა ამ პენალტს გაიტანდა. ვინძლო თავად სუარესიც, რომელიც დამწუხრებული მიემართებოდა გასახდელისკენ, მაგრამ როცა გიანმა ბურთი ძელს გაარტყა, ამ ფაფხურა, თაღლითმა და გლეხმა სუაერესმა ბავშვივით გაიხარა და ეს ძალიან სასაცილო სანახავი იყო 😀 აი რაღაც ისეთი ტიპია რა სუარესი, ფილმებში და რეალურ ცხოვრებაშიც რომ არიან, ლათინოსი ტიპები, ზუსტად ეგეთი პრიჩოსკით, ტყავის ბრჭყვიალა კურტკით, ვერცხლისფერი დიდი საათით, ძეწკვით, პრიალა ფეხსაცმელებითა და შავი სათვალეებით. თავი მაგარი ტიპები რომ გონიათ, უაზროდ რომ იღეიმებიან და ამ დროს ერთი დიდი სიცარიელეები რომ არიან 😀 ეს ისე, თორემ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორეასთანაც და განასთანაც ურუგვაის სუარესმა მოაგებინა! თუნცა გოიმობა დაამტკიცასავით, როცა თქვა – ეს იყო ნამდვილი ღმეთის ხელი, ახლა მე მეკუთვნის ღმერთის ხელიო 😀 ტურნირის საუკეთესო სეივი გავაკეთეო.

ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ, ის რაც ქნა სუარესმა, რომელიმე იტალიელს რომ ექნა 😀 😀 ვაი, რა პანიკა ატყდებოდა და დაიწყებოდა იდიოტური დაზეპირებული ფრაზების გამეორება იტალიაზე და დაუმსახურებელ მოგებაზე ლაპარაკი 😀 ამიტომ ვერ ვიტან გურჯებს და მათ გადაგვარებულ ტვინებსა და ორმაგ სტანდარტებს. ურუგვაის მოგება ყველამ გააპრავა(ბევრმა დიდ წილად იმიტომ, რომ ზანგებს მოუგეს, განას კი არა, ზანგებს, შავებს, აფრიკელებს…. :D), ხოლო იტალიას რომ მოეგო ასე, ისტერიკებს მოაწყობდნენ.

სებასტიან აბრეუ იმ ურუგვაელთა რიცხვში შედის, რომლებიც გგონია რომ ბოტები აცვიათ და ისე თამაშობენ(არის ასეთი კასტა, სალაიეტაც მისი წევრია), რადგან ისე უცნაურად და მოუხეშავად დარბის, შეშაა საერთოდ 😀 კაპიკის საღირალი საქმე არ გაუკეთებია და მინდორზე გამოსვლა იმით გააპრავა, რომ ფაქტობრივად უკვე მოგებულ პენალტების სერიაში პანენკასავით დაარტყა პენალტი. ნუ განელებმა ძალიან ცუდად დაარტყეს და სხვას არც ველოდი, გატყდნენ ყველანაირად.

მანამდე კი იყო ის, რომ ურუგვაი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ უპირობო უპირატესობას არ ფლობდა, თანაბარი თამასი უფრო გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი განამ ძალიან კარგად ჩაატარა და გოლიც დაიმსახურა, მაგრამ არა ისეთი როგორიც გაიტანა 😀 ძალიან ტრუხა ჭამა მუსლერამ მუნტარისგან. ვამბობდი მუსლერა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაღუპავს ურუგვაისთქო და კინაღამ ახდა. პენალტებში არა უშავს კიდევ, მაგრამ ისეთები დაურტყეს, არ იყო რთული ასაღები 🙂

განამ ასევე მეტოქეზე უკეთ ჩაატარა მეორე დამატებითი ტაიმი და სწორედ ამიტომაა ცოდო. მიაწვა მეტოქეს და მომენტებიც შეუქმნა. ურუგვაი კი თითქოს ადრე განეწყო პენალტებისთვის, დაიღალა თან. ისე ტაბარესის გადაწყვეტილებები ცოტა საკამათო კი იყო. ჯერ აბრე შემუშვა და თიტქოს ვა-ბანკზე წავიდა, ძირითად დროშივე უნდოდა მოგება, ხოლო მერე ზედმეტად ადრე დაიწყო ურუგვაიმ პენალტებზე თამაში და საერთოდ აღარ რისკავდა.

მოკლედ, მთლიანობაში ურუგვაელებმა მაინც ცოტა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა გოლი მათაც ტრუხა გაიტანეს. ლამაზი სანახავი კი იყო ფორლანის დარტყმა, მაგრამ კინგსონმა ჭამა და საერთოდ ამ მეკარეს ჰქონდა 15-20 წუთიანი ჩავარდნა, თორემ ისე ისევ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ არასტაბილურობა მაინც სერიოზული პრობლემაა. ფორლანს კი საღოლ, მართლა კარგი ჩემპიონატი აქვს და ძალიან რთUლ და მნIშვნელოვან მომენტში შეაგდო გოლი. არ დაგვავიწყდეს გუნდის კაპიტნის, დიეგო ლუგანოს ტრავმა, რაც სამხრეთამერიკელთათვის სერიოზული პრობლემაა.

არგენტინა-გერმანია 0:4


ვეცდები ვრცლად და გრძნობებით არ განვიხილო ეს მატჩი, რადგან არ მინდა არგენტინის ქომაგებს გული ვატკინო.თუმცა ამ მატჩმა ძალიან ბევრ რამეს გასცა პასუხი და ძალიან მასიამოვნა 🙂

ყველაფერი იყო გერმანული პორნოს კლასიკურ ტრადიციებში – შნელ, შნელ, გუთ გუთ, ია იააა და დას ის ფანტასტიშ! ყველა პოზაში, ყველა ხვრელში, ყველანაირად აჯობა გერმანიამ არგენტინას და ყველანაირად იხმარა. ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ ეს რეალობაა. ბოლო გოლი(და მეტიც შეიძლებოდა), უკვე ის იყო, სახეზე რო… კაი ძალიან უხამსობას აღარ დავწერ 😀 😀 😀

აი თუ ტაქტიკა არ არის მთავარი და მთავარი ფსიქოლოგიაა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი მარადონაზე უკეთ ვინ იცის და მასზე უკეთ ვინ დაქოქავს გუნდს… ბევრისგან მსმენია მსგავსი ფრაზები და უბრალოდ ღიმილით უნდა ვუპასუხოთ 🙂

არ არის ასე, უმწვრთნელო გუნდი ვერ გავა შორს, მით უმეტეს, ასეთი მეკარით, დაცვითა და ხასიათით.

ესეც თქვენ გერმანიის მერამდენედ შეუფასებლობა… ვიმეორებ, ეს არის არანორმალური, მანიაკალური და სიგიჟემდე მააგრი, გაუტეხელი ნაცია. ის თურქებიც და პოლონელებიც გერმანულ ფეხბურთს თამაშობენ და სული გერმანულია.აბსოლუტურად დამსახურებულად იმარჯვა ბუნდესნაკრებმა.

კი გაუმარტლათ გერმანელებს რომ სწრაფი გოლი გაიტანეს ისევ. თუმცა ფეხბურთიც ესაა, გამარტლების გარეშე არაფერი გამოდის და თან ამის მერეც გადაახიეს ბურთი ამ ჩვენს არგენტინას. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საკმაო ხანი ცენტრში ბურთს უგორებდნენ. რაღაც პატარა მონაკვეთში არგენტინა ოდნავ გამოფხიზლდა, აი როცა ოფსაიდიდან გოლი გაიტანეს. თუმცა ეს იყო და ეს, მეტი ვეღარაფერი შეძლეს.

შესვენებაზე, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა სერიოზული გადანაცვლებები, ვინ გააკეტებდა ამას? მარადონა? 🙂 შესვენებამდე ყველა ფეხბურთელი რომ ხურდებოდა ვიხუმრე კიდეც, ალბათ ახლა ფურცლებზე დაწერს ფეხბუღთელების გვარებს და ვინც ამოვა იმას შემოუშვებსთქო.

ყველაზე მეტად ამ მატჩში არგენტინას ალბათ დიეგო მილიტოს ტიპის ფორვარდი სჭირდებოდა წინ, რომელიც არ გამოუშვეს.

არგენტინის ერთი შეხედვით მძლავრ შემტევ ხაზს არ აღმოაჩნდა ის პოტენციალი, რომელიც გერმანელთა დაცვას გაარღვევდა. გერმანელებმა კი პირიქთ, დიდებულად ითამაშეს. შვაინშტაიგერი გალიდერდა(ერთი სასწაული გარღვევა და საგოლე პასი გააკეთა), ხედირაც მშვემიერი იყო, ნოიერი ძალიან დამაჯერებელი გახლდათ, ლამი ხუთიანზე ირჯება ჯერჯერობით, ბოლო ორი მატჩIა სასტიკად მომწონს არნე ფრიდრიხი, პოდოლსკიც სასარგებლო იყო და მით უმეტეს კლოზე, იოზილი დიდი ვერაფერი დღეს, მაგრამ ისე ყველაზე მოზგი და ტექნიკური ეგ არის ამ ნაკრებში. მოკლედ ყველანი კარგები იყვნენ. პარადოქსივითაა, მაგრამ დიდი შანსია გერმანიისთვის უკეთესიც მოხდა, ბალაკი რომ დაიმტვრა 😉

მეც მეუხერხულება, რომ კლოზესნაირმა ფორვარდმა გადაასწრო პელესა და ჟუსტ ფონტენს, გაუტოლდა გერდ მიულერს და რონალდომდე და ახალ რეკორდამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია. თუმცა რა გაეწყობა, ეს არის ფეხბურთი და სტატისტიკა, თუ გაიტანს კაცი ხომ ვერ წავართმევთ? რა, ამით ის რონალდოზე დიდი თავდამსხმელი გახდება? ცხადია არა…. ჰოდა თუ გაიტანს და დაიმსახურებს ახალ რეკორდს, ჰქონდეს, რა გაეწყობა.

სხვა საკითხია ის, რომ არგენტინას თავის თავში ძალები რომ ეპოვნა და 0:1-ს მერე თამაში შეეს კლოზეს ბრალი იქნებოდა, რადგან 1:0-ზე ისეთი მომენტი ვერ გამოიყენა რომ… ასეთ მატჩებში ფორვარდი ასეთ მომენტებს უნდა იყენებდეს და კლავდეს მატჩსა და მეტოქეს.

ისე ძალიან სიმბოლურად დასრულდა შეხვედრა, ზუსტად ბოლო წამზე ლიონელ მესის კიდევ ერთმა დარტყმამ არ უწია მიზანს. დიადმა მესიმ მუნდიალი ისე დატოვა, რომ კინკილა გოლიც ვერ შეაგდო და ესეც მრავლისმეტყველია 🙂 ისევ არ მიდის თამაში ნაკრებში ამ ბიჭს, სადაც ერთპიროვნული ლიდერობა უნდა ითავოს და ისევ იმსხვრევა ცოტათი მაინც მისი არნახული სიდიადის მითები. წარმატებები მას 2014-ში, მნიშვნელოვანი გამოცდა ელის.

წყობიდან გამოსული მარადონა კი გერმანიის ფანებისკენაც გაიქაჩა. მერე სხვებთან ერთად მას ერთ-ერთი ქალიშვილი დალმა მივარდა და როგორღაც დააშოშმინა. არ იყო მარადონას საქმე ეს 🙂 თუმცა სახადივით იყო რა, ადრე თუ გვიან უნდა გამხდარიყო ნაკრების მწვრთნელი და ეს სახადი არგენტინამ მოIსორა, ცოტა ძვირი დაუჯდა, მაგრამ რას ვიზამთ.

პარაგვაი – ესპანეთი 0:1


უაღრესად გულდაწყვეტილი დამტოვა ამ მატჩმა, მერჩივნა ესპანელებს დამაჯერებლად მოეგოთ, არ დამწყდებოდა მაინც გული. ძალიან ბევრჯერ ვთქვი და დავწერე კიდეც, რომ პარაგვაის აუცილებლად ექნებოდა 2-3 მომენტი და თუ ამ 2-3 მომენტს გამოიყენებდა დიდი ალბათობით ესპანეთს სახლში გააგმზავრებდა. ჰოდა 2-3 უბრალო მომენტი კი არა… გუნდს გოლი არ ჩაუთვალეს, პენალტი ააცილეს და რა ვიცი… 🙂

იმედია, საბოლოოდ შეწყდება იმაზე საუბარი, რომ რეალურად პარაგვაი არაფერი გუნდი არ იყო და ასე შემდეგ. ეს აბსურდია, პარაგვაი იყო ძალიან მძლავრი, დაბალანსებული და სერიოზული გუნდი, რომელმაც გამოუცდელობის, პატარა კლასის ნაკლებობისა და იღბლის არქონის გამო წააგო გაპიარებულ და ფავორიტ ესპანეთთან, თორემ თამაშით დაუთმო რამე? 🙂

მსაჯების დედა ვატირე კიდევ ერთხელ იმ აშკარა გოლის არჩათვლის გამო და ნელსონ ვალდესზე აბსოლუტურად არარსებული თამაშგარის დაფიქსირების გამო. მერე, კარდოსოს არასოდეს არ ვაპატიებ იმ გამოუყენებელ პენალტს. მეგობრებთან ერთად ვუყურებდი თამაშს და ყველამ აღვნიშნეთ, რომ ისეთი სახე ჰქონდა კარდოსოს არ იყო გამტანი და ძალიან გული დამწყდა. ახლადმომჯობინებული იყო კარდოსო და არ არის ფორმაში, მაგრამ მაინც უნდა გაეტანა და მერე არც ესპანელთა პენალტი იქნებოდა და არაფერი.

ასევე, გავარტყი მაზილა როკე სანტა კრუზს ეს რა ბურთი ვერ შეაგდო ბოლოს და ბრავო იკერ კასილიასს, გადაარჩინა ესპანეთი.

მეორედ დედა ვატირე ამ მსაჯების იმის გამო, რომ თუ ხაბი ალონსოს გადაარტყმევინეს პენალტი, მაშინ რატომ კარდოსოსაც არ გადაარტყმევინეს, იქაც ადრე შეცვივდნენ ფეხბურთელები საჯარიმოში.

პატარა შეცდომები ხერარდო მარტინომაც დაუშვა. კაი ვთქვათ ვალდესი დაშავდა და იმიტომ გაიყვანა და მაზილა სანტა კრუზი შემოიყვანა. ლუკას ბარიოსის გვიან შემოშვება რაღა იყო? უკვე 0:1-ზე… დააგვიანდა ბარიოსის შემოშვება, ბევრად ადრე უნდა მიეცა შანსი.

რაც შეეხება დელ ბოკსეს. ამ გაბერილი მწვრთნელის სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ, მაინც ფერნანდო ტორესს გადააკვდა და სიტყვაზე ეს კაი, ელ ნინიოს კლასის გამოვლენას ელოდება, მაგრამ (ლ)იორენტეს საერთოდ არშემოშვება რაღა იყო? ერთადერთი პედროს შემოყვანამ გაუმართლა, ისიც ნაწილობრივ.

ხაბი ალონსოს ნერვები წესრიგში აქვს და მეგონა მეორე დარტყმითაც გაიტანდა პენალტს. ისე ამ ეპიზოდში, მეორე პენალტი იყოდასანიშნი 😀 მაგრამ არა უშავს, პარაგვაის საზიანოდ მეტი შეცდომა დაუშვეს მსაჯებმა. ისე უკვე ნაადრევად გაფეტიშებულმა პიკემ, მორიგი გმირობა ჩაიდინა 😀 თუ ვინმესჰგონია, რომ არ იყო დასანიშნი პენალტი, ძალიან ცდება, ეს უბრალო ჯაჯგური და მაისურზე ქაჩვა არ გახლდათ, 100%-იანი პენალტი იყო.

მოკლედ, ესპანეთმა მოიგო ძალიან მძიმე ბრძოლაში და ძალიან არადამაჯერებლად. ეს საჩემპიონო გუნდი არ არის. აი, დავიდ ვილია რომ არ ჰყავდეთ ესპანელებს რას იზამდნენ ნამდვილად არ ვიცი რა(თუმცა ვილიაც მაინც ,ვილიკი’ რო არ არის ეტყობა სასწაულ გამაზულ მომენტებზე, თუმცა ახლა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მსოფლიოზე). გოლის მომენტში ინიესტამ ითამაშა დიდებულად და ერთბაშად გამოისყიდა ის პატარა შეცდომები რაც იქამდე დაუშვა, ხოლო ვილია ისევ იქ გაჩნდა სადაც საჭირო იყო, და პარაგვაელთა სამწუხაროდ, ბუღთმა ძელებთან არაერთგზის ჭიდილის შემდეგ, მაინც გადაკვეთა კარის ხაზი. ყოჩაღ ვილიას, კიდევ ერთხელ გაათრია ესპანეთი, ვნახოთ სადამდე…

ნახევარფინალები

ურუგვაი-ჰოლანდია

ჰოლანდია ფავორიტია, თუნდაც იმიტომ, რომ ურუგვაის შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, კი ბატონო, ჰოლანდიასაც აქვს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი, მაგრამ თუ ლუგანო და გოდინი ვერ მოასწრებენ მომჯობინებას, ფუსილე ისედაც არ იქნება და ურუგვაის დაცვაში ჩავარდება ურთულეს მდგომარეობაში, ვიტყოდი გამოუვალში. იმედი დავიტოვოთ, რომ მოასწრებენ ბიჭები მომჯობინებას. ნუ სუარესი რომ არ იქნება, მოგეხსენებათ. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტაბარესი. ძალიან არ მინდა შეშა აბრეუ დააყენოს. ისევ ეს ჯერჯერობით წესიერად ვერათამაშებული კავანი წაწიოს წინ და ფორლანს შეუწყილოს. უკან კი უაზროდ ფაფხურა ლოდეირო დააყენოს. მოკლედ რამე მოიფიქროს აბრეუს გარეშე რა 😀

ასევე საინტერესოა, რას შემოგვტავაზებს მარვიიკი და მთლიანად ჰოლანდია. მათი ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ისევ თუ ამჩატდნენ და ჰარიჰარალე დაიწყეს, როგორც არაერთი ათწლეულია მოსდით თავისით წააგონ ეს მატჩი. თუმცა ნაკლებად მგონია.

გერმანია – ესპანეთი

რაც შეეხება, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორებას, ძალიან საინტერესო მატჩი გველის. მასინ ესპანეთს უკეთესი გუნდიც ჰყავდა და უკეთესი მწვრთნელიც. ხოლო გერმანიას უარესი ნაკრები ჰყავდა ჩემი აზრით. თან ძალიან გამიტყდება ყველაფერი იმის მერერაც მოხდა, ამ ესპანეთმა ამ გერმანიას რომ მოუგოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გერმანელები ისე ვერ გაუგორებენ ბუღტს ესპანეთს, როგორც ამას არგენტინასთან აკეთებენ. ცენტრში სერიოზული ბრძოლა იქნება, ისევე რეოგორც მთელ მატჩში და ვნახოთ მოკლედ, მე უფრო გერმანიისკენ ვარ, სამართლიანობის ამბავია, თორემ სულ არ მინდა იტალიას დაეწიოს ვარსკვლავებით, თან ესპანეტომანიის დამხობის ამბავში, ერთი ეგ მისიაღა დამრჩა ამ ჩემპიონატზე 😀 😀

თავის მხრივ, დელ ბოსკეს ქმედებები ქინება საინტერესო, რამდენიმე ვარიანტი აქვს ახლა და ვნახოთ ისევ ტორესით დაიწყებს თუ არა. ჩემი აზრით, საუკეტესო გამოსავალი, სიევ ორი ფორვარდით თამაში იქნება, ოღონდ, ტორესის ნაცვლად (ლ)იორენტე.

ჯერჯერობით ასეთი იყო ჩვენი განდაგანა და ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ფეხბუღთის ღმერთები დარჩენილ 4, ნუ რეალურად სამ მატჩში(მატჩი მესამე ადგილისთვის მაგარი იდიოტობაა).

პ.ს.

მთავარი დასკვნა ამ ორი დღის მანძილზე არგენტინა-გერმანიის მატჩის ყურებისას გავაკეთე:

ვუყურებდი როგორ აცამტვერებდა გერმანია მშვენიერ არგენტინას და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აი ლამპარდის გოლი რომ ჩაეთვალათ ის ინგლისი აუცილებლად მოუგებდა ამ გერმანიას…

აბა რაააა 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

Written by 1myway1

ივლისი 4, 2010 at 1:14 AM

შეცდომებში ვიდეო-გამეორებით დანახული ვიდეო-გამეორება(გარემოება) და ჩიტუნა ბაუტისტა

with 13 comments

წინა მიმოხილვაში მსაჯების შეცდომებით აღშფოთებული ვწერდი, ასე არ შეიძლება და იმედია, ამგვარი შეცდომები აღარ მოუვათთქო და… 😀 😀 😀 თურმე ჯერ სად ხარ. მთავარი წინ ყოფილა და ვინ იცის კიდევ რა იქნება დარჩენილ მატჩებში. მე მაგალითად ამ მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი ფეხებზე მკიდია უკვე, რადგან ასე არ შეიძლება. ძალიან ვწუხვარ, რადგან აფრიკის 2010 წლის მუნდიალს დიდი იმედებით ველოდი და რატომღაც ვფიქრობდი, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე 2002-ზე მარაზმი გახდა.

2002 წელს გაგავაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ სამხრეთკორეელებს აშკარად დაეხმარნენ. ისიც ორ მატჩში, რადგა ჯგუფიდან კორეა თავისით გავიდა და საერთოდ არ იყო ცუდი გუნდი. თუმცა იტალია და ესპანეთი აშკარად მსაჯების უდიდესი დახმარებით გააგდეს აზიელებმა. მერე ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და ნახევარფინალში გერმანიასთან მსაჯთა მაიმუნობას ადგილი აღარ ჰქონია. თან ალბათ კორეელებმა იფიქრეს ამ გერმანიას შეიძლება ისედაც მოვუგოთო და მართლაც შეიძლებოდა. იმავე ჩემპიონატზე, იმავე გერმანიასთან ძალიან დაიჩაგრა საწყალი აშშ. გეხსომებათ, ამერიკელებმა თვალნათლივ აჯობეს ბუნდესნაკრებს, მომენტები ანიავეს, მაგრამ ერთი ეპიზოდი როცა ბურთი აშკარად კარში გადიოდა და გერმანელებმა ხელით ითამაშეს, მსაჯებმა ვერ დაინახეს. რეალურად, იმ ჩემპიონატზე ეს იყო და ეს.

მოკლედ, 2002-ში ვიცოდით, რომ მასპინძელს ეხმარებოდნენ და მორჩა. ამ ჩემპიონატზე კი არაფერი არ ვიცით და რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც გაცილებით მეტი ამაზრზენი შეცდომები დაუშვეს მსაჯებმა, რაც დაუშვებელია და მართლა ხალისს კარგავს ფეხბურთის ყურებისა. პირადად ჩემთვის სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია და თან ფეხბურთი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში, აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს. დავიღალეთ ამ გაკომერციულებით და ,ზემოთ’ ვიღაცეების ინტრიგებით, ხუშტურებითა თუ ჯიბეების გასქელებით.

მესმის, რომ ფეხბურთი ძალიან გაკომერციულდა სამწუხაროდ, ბიზნესი, შოუბიზნესია უკვე. ასევე არის დიდი პოლიტიკა და ხალხის მართვის ჩინებული საშუალება. ამის გამო, ბოროტ ძიებს არ სურთ ამა თუ იმ მატჩებზე კონტროლის დაკარგვა და ასე ვთქვათ ,არ აწყობთ’ სამართლიანობის პროცენტის ამაღლება ფეხბურთში, მაგრამ ვინძლო ადრე თუ გვიან მოუწევთ დანებება და იმედია, ეს მალე მოხდება. ყოველ შემთხვევაში ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი, ჩვენი თაობა ამას მოესწრება. გამორიცხულია თანამედროვე ფეხბურთს მსაჯებმა ძალიანაც, რომ მოინდომობ ფეხი აუწყონ და როგორც ყველაფერი ვითარდება, ისევეა აუცილებელი ფეხბურთში ამ კუთხით განვითარებაც. ვიდეო-გამეორების შემოღება გარდაუვალი და აუცილებელია!

როგორც ყოველთვის, ცუდ ამბავში ვცდილობ რაღაც კარგი დავინახო. ეგებ ვიდეო-გამეორების ყინულის დაძვრისთვის მაინც გამოგვადგეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი. ამდენ აშკარა შეცდომას და უსამართლობას ზურგს ნამდვილად ვეღარ შეაქცევენ. უკვე ითქვა, რომ ფიფა დათანხმდა ამ ვერსიის განხილვას და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მართალია კუს, მაგრამ მაინც ნაბიჯი. ეს ყველაფერი რაც ხდება, საერთოდ იმის ბრალია, რომ ფიფა არის მატრაკვეცა და ბოლომდე გამარაზმებული, თავის თავში დარწმუნებული იდიოტების ორგანიზაცია.

მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ვიდეო-გამეორების შემოღებას ეწინააღმდეგებიან, არგუმენტებით – ,ფეხბურთი ხიბლს დაკარგავს’, ,თამაში დიდი ხანი და წარამარა შეჩერდება’ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, ფეხბურთი შეიძენს უმთავრესს – რასაც ჰქვია სამართლიანობა. მერე მეორე, დავიჯერო იმაზე დიდ ხანს გაჩერდება ხოლმე თამაში, რამდენი ხანიც თუნდაც არგენტინა-მექსიკა იყო გაჩერებული? რაღაც არა მგონია. საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ოფსაიდების დროს ვიდეო-გამეორება, ჯერ ადრეა. მთავარია ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს და თავიდან გოლებზე მაინც იყოს. ცოტა არც ეს არის, ალბათ დამერწმუნებით. მერე კი, ნელნელა დაიხვეწება სისტემა და მაქსიმალურად კარგი და სასარგებლო მოდელის მორგება გახდება შესაძლებელი. თორემ მიდი და გაამტყუნე ამერიკელები, რომ ამბობენ ,ეს თამაში მაინც ერთი დიდი სისულელეაო’ 😀 კი სისულელეს ამბობენ, მაგრამ ამ ხალხისთვის, სპორტში მაინც სამართლიანობაა მთავარი და ყველაფერი დახვეწილი აქვთ იქ, არის ვიდეო-გამეორებაც და ყველაფერი, ვისაც ერგება ის იგებს და არა ის, ვისაც გაუმართლებს და მსაჯის შეცდომას აირიდებს თავიდან. ჩოგბურთში და რაგბშია ბოლო ბოლო ეს ვიდეო-გამეორება, ვითომ კონსერვატორულ და ჩაკეტილ ამბავში და რა გხადა ფეხბურთი ბოლო ბოლო, არანაირად არ დაკარგავს დინამიურობას 🙂

მერვედფინალები

ურუგვაი -სამხ. კორეა 2:1


სხვათა შორის, ამ მატჩშიც იყო მინიმუმ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და წონადი მსაჯების შეცდომა. ყველამ უნდა გაიზროს, რომ ერთმა ტყუილა დაფიქსირებულმა თამაშგარემ ან ტყუილა დადებულმა ჯარიმამ შეიძლება თავდაყირა დაყენოს მატჩი და არგუმენტი, რომ – მერე ეგაა ფეხბურთი – ჩემთვის არადამაჯერებელია.

რაც შეეხება მატჩს, მოდი ვთქვათ ასე – ურუგვაი უკეთესი გუნდია დღეს და დამსახურებულად მოიგო. თუმცა ვერც ვერაფერს ვიტყოდით, შემდეგ ეტაპზე კორეა რომ გასულიყო. აზიელებმა გუს ჰიდინკის ჩაყრილ საფუძველს მშვენივრად დააშენეს და სწორად აგრძელებენ საქმეს. კარგი გუნდი ჰყავდათ, მომენტებიც იყო 0:0-ზეც, 1:0-ზეც, 1:1-ზეც და 2:1-ზეც. თუმცა საბოლოო გამარჯვებული მაინც შედარებით უფრო უკეთესი და სიმპათიური ურუგვაი გამოვიდა.

მე არ მიყვარს დიეგო ფორლანი, მაგრამ ვაღიარებ, კარგ ფორმაშია და მნშვნელოვანმი ფიგურაა გუნდისთვის, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა ორი გოლი სუარესმა გაიტანა 🙂 მართალია არც ლუისიტოზე ვგიჟდები და რაც არ უნდა იყოს, მელკი ფორვარდად ვთვლი, რომლის ადგილიც დიდ გუნდში ნაკლებად მგონია(ახლა უკვე დიდ გუნდშია, მაგრმა დღევანდელი აიაქსი და ჰოლანდიის ჩემპიონატი… მოკლედ ხვდებით), მაგრამ ბიჭი აშკარად ნიჭიერია და მეორე გოლი ჩინებული შესრულება იყო. ვნახოთ ვისი აჯობებს დარჩენილ შეხვედრებში.

ისე, მართალია კაი ხანია ურუგვაის ასეთი დაბალანსებული და კარგი გუნდი არ ჰყოლია, მაგრამ ჯამში, მაინც 2-3 კაცის გუნდია. წინ ფორლანი და სუარესი არიან, ხოლო უკან მგელივით დგას დიეგო ლუგანო, მაგრამ უშეცდომო ნამდვილად არაა, ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ედისონ კავანი ისევ სუსტ წერტილად რჩება, ვერაფრით ვერ ათამაშდა. ნელნელა არევა დაიწყო ნანდო მუსლერამაც. თუმცა ურუგვაის კიდევ ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია და ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ ბოძებულ ისტორიულ შანსს.

აშშ-განა 1:1; 1:2 დ.დ.


მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა, ამერიკამ გავარდნა დაიმსახურა. იმიტომ კი არ დიმსახურა, რომ ცუდად თამაშობდა(თუმცა არც უმაგისობა იყო, შეიძლება ითქვას კარგად თამაშობდნენ და მონდომებულნი იყვნენ, მაგრამ ძალიან ქაოურები და ასე შორს ვერ წავიდოდნენ), არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ არ შეიძლება გუნდი ყველა მატჩის პირველ წუთებში ასე ნერვიულობდეს და ასეთი არაკონცენტრირებული იყოს. ინგლისისგანაც, სლოვენიისგანაც და განასგანაც აშშ-მ გოლი გაუშვა შეხვედრის დებიუტში და შეიძლება ითქვას აბსოლუტურად უაზროდ. ალჟირს არავისთვის გაუტანია, თორემ აუცილებლად აფრიკელებიც საწყის წუთებშივე შეუგდებდნენ. ერთხელ და ორჯერ გამოძვრნენ, მაგრამ სულ აღარ გამოვიდოდა… იმდენად მანიაკები გამოდგნენ, რომ დამატებითი დროშიც კი დებიუტში გაუშვეს 😀

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც თუ როგორი გოლები გაუშვა ამერიკამ. პირველი, დაკარგეს თავის საჯარიმოში ბურთი მიაცილეს ბოატენგი საჯარიმოს მისადგომებამდე და ჰოვარდმა ახლო კუთხეში გაუშვა. არც ჰოვარდის დადანაშაულება მინდა და თავის მხრივ, ბოატენგმაც ოსტატურად ითამაშა ამ ეპიზოდში, მაგრამ ამ გოლის არგაშვება თავისუფლად შეიძლებოდა, რაღაცნაირი უაზრო, ძალით გოლი იყო. არანაკლები გახლდათ მეორე, გამოვიდა, რომ მეკარემ(სხვათა შორის კინგსონი ძალიან დამაჯერებელია ჯერჯერობით) პირისპირ გაიყვანა ასამოა გიანი. აშშ-ს დაცვა პირწმინდად ჩავარდა და მეკარის ბრალი აღარაფერი იყო.

ამერიკამ ეს მატჩი ალბათ ყველაზე ცუდად ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით დამატებით დროში იყვნენ უღიმღამოები. აი ძირითადში კიდევ რაღაც ითამაშეს და მოგებაც შეეძლოთ. ჟოზი ალტიდორმა კინაღამ ვარდნაში გაიტანა უცნაური გოლი და უმცროს ბრედლის ჩინებული პოზიციიდან შეეძლო გატანა, მაგრამ ძალიან სუსტად დაარტყა(და მერე მამამისისკენ გაიხედა ეგრევე, სახლში რო მივალ ახლა გამლახავს ესო). საერთოდ, რას უცაცუნებენ ამ ისედაც ბანძ ბურთს ვერ ვხვდები, ხშირად კარგი პოზიციებიდან უსუსტესად ურტყამენ. ამ ჩემპიონატზე საოცარ მომენტებს აფუჭებენ ზოგადად ეს პროფესიონალი ფეხბურთელები, ჩვენ კი ის გვიკვირს მინიზე რაღაცეებს რომ ვერ ვიტანთ ხოლმე და ერთმანეთს დავცინით.

ამერიკა ამერიკად და ამასობაში, განა აღარ ხუმრობს. აფრიკელებმა ძალიან დამაჯერებლად, მწყობრად და ჭკვიანურად ითამაშეს. განამ დამსახურებულად იმარჯვა და არაფერს არ დაუთმობს ურუგვაის.

გერმანია ინგლისი 4:1 😀


სანამ შედარებით სერიოზულად ვისაუბრებდეთ, მინდა ვთქვა, რომ გერმანიის დევიზი შეიძლება თავისუფლად იყოს – ვისა ბიჭო? ეს არის არანორმალური ნაცია, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. მოეშვან ძველი(მართალია ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც) ცოდვების გამო თავის ზედმეტად, უკვე პათოლოგიურად დაჩმორებას და თვითგვემას და გაიხსენონ რას ამბობდა ერთ დროს ფიურერი – высшая раса 😀 😀 😀 შორს რომ აღარ წავიდეთ, გაიხსენეთ რა ნაკრებებით გავიდა გერმანია 2002 წლის მსოფლიოს ფინალში, 2006 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში და 2008 წლის ევროს ფინალში. ბუნდესნაკრები უამრავი არაგერმანელის პირობებშიც ინარჩუნებს იმ გერმანულ მებრძოლ სულსა და ხასიათს. პრინციპში ეს არც მიკვირს, რადგან ათწლეულების მანძილზე, რა ფეხბურთელებიც არ უნდა მოვიდნენ სიტყვაზე იუვენტუსში, ბარსელონასა და რეალში, ეს გუნდები მაინც გამოირჩევიან თავისი სტილითა და ხასიათით, რომელიც სამივეს სხვადასხვანაირი აქვს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ეს ასეა და ასეა გერმანიის შემთხვევაშიც, დრო მიდის, მაგრამ ის რაღაც სტილი და ხასიათი, არ იცვლება, ფეხბურთელების ცვლილების მიუხედავად და ეს კარგია.

დიდი მადლობა გერმანელებს, რომ ის საშინელი, მახინჯი მონსტრი, მათხოვარი და უნიჭო გუნდი და ნაცია მოაშორა მსოფლიოს ჩემპიონატს და თან მოაშორა მტკივნეულად, ძალიან ატკინა 😦 არავინ ილაპარაკოს უსამართლობაზე, რადგან თავის უსამართლობებსა და ბახრამოვს ინგლისი სამი ასეთი არჩათვლილი გოლით ვერ გამოისყიდის 😛 ააცვეს თავიანთ მართლაც დასაწვავ კუნძულზე და ძალიანაც კარგი, ცხვირი აღარ გამოყონ ახლა. მომინდომეს ჩემპიონობა ამ ყოვლად უნიჭოებმა. იმენნა ასე რო წააგეს ერთის მხრივ კარგიც არის, იქნებ ახლა მაინც გაიაზრონ მათ და ინგლისის ქომაგებმა(ნუ ამაში ცოტა ეჭვი მეპარება, რადგან ინგლისის ფანების უმეტესობა სამწუხაროდ ზესუბიექტური და ფეხბურთში გაურკვეველია, ყველა არა ცხადია), თუ რას ნიშნავს უსამართლობა და როგორია, როცა შენს გუნდს უსამართლოდ ექცევიან 🙂 და რომ თვლი, რომ შენმა გუნდმა უსამართლოდ წააგო(არადა არ არის ასე).

ასევე მინდა ვთქვა, რომ ნუ შეგვიკიკინეთ ამ თქვენი ინგლისით და იმ ერთი ეპიზოდით. გულისამრევია ეს სუბიექტურობა და ბოლო დროს ატეხილი უაზრო ინგლისომანია, რომელიც იმედია დაცხრება შედარებით. თუმცა ახლა ჩაგრულის მანტია რომ მოისხა ინგლისმა, გურჯებს მეტი რაღა უნდათ, შესაძლოა პირიქით გაძლიერდეს ეს აბსურდული და სასაცილო ინგლისომანია. ჰოდა, ნუ შეგვიკიკინეთთქო, მსგავსები მომხდარა და სამწუხაროდ კიდევ მოხდება ალბათ ფეხბურთში, სანამ ვიდეო-გამეორებას არ შემოიღებენ. თქვენით არ იწყება და არ მთავრდება. არგენტინა-მექსიკაში ბევრად აშკარა თამაშგარე ვერ დაინახა მსაჯმა, ვიდრე ეგ არჩათვლილი გოლია და რატომღაც ყველა მაინც ინგლისზე ლაპარაკობს, მარაზმია ეს. სუ სლეზე არ ჰკიდია ახლა ნებისმიერ მექსიკელს ან ობიექტურ ქომაგს გემრანია-ინგლისის პრინციპული დაპირისპირება, როცა მექსიკა არანაკლებად დაიჩაგრა თუ უფო მეტად არა? (უფრო მეტად იმიტომ, რომ ინგლისისგან განსხვავებით, მსაჯის შეცდომამდე არ აუპატიურებდნენ მექსიკას და ანგარიშითაც არ აგებდნენ მექსიკელები, თან როგორც ვიცით და როგორც ვთქვი, ის თამაშგარე ბევრად უფრო ყვიროდა, ვიდრე ლამპარდის გოლი). რაღაც მაშინ არ ახსოვდათ სამართალი ინგლისის ფანებს ამერიკას გოლებს რომ არ უთვლიდნენ და იტალიაზე, რომ ქილიკობდნენ უნიჭოდ, როცა იტალია სამჯერ დაიჩაგრა მსაჯებისგან და თავისი ცუდი თამაშის გარდა, ამიტომ ჩარჩა ჯგუფში, ხოლო ჯგუფში ჩაგტოვებენ თუ მერვედფინალში გაგადბენ, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ამაში. მით უმეტეს, რომ იტალია მეტჯერ დაიჩაგრა, ვიდრე ინგლისი. მერე რა რომ ისე აშკარა არ იყო მსაჯების შეცდომები, როგორც ლამპარდის გოლისას, შეცდომა შეცდომაა.

ახლა მივყვეთ შედარებით სერიოზულად. ვთხოვ, ყველა ინგლისის ქომაგს და ინგლისის ჩაგრულობით გულნატკენ არაინგლისის ქომაგს, კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რასაც ვიტყვი:

1. ვეთანხმები ყველა ინგლისის ქომაგს ერთად და ცალ-ცალკე იმაში, რომ არავინ იცის რა მოხდებოდა ანგარიში 2:2 რომ გამხდარიყო და რა თამაში წავიდოდა მერე. უბრალოდ, კარგად დააკვირდით სიტყვებს – არავინ იცის 🙂 ანუ იმის მტკიცება, რომ ინგლისი მოიგებდა, ცოტა არ იყოს ღიმილს იწვევს 🙂 ისევე როგორც ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ გერმანია მაინც მოიგებდა.

2. ინგლისი არის გუნდი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას და ეს 3 წუთში 2 გოლი(რაც მერწმუნეთ და არის სლეობა და ნუ შე^ვცა ამ ინგლისმა და მანჩესტერმა ამ 5 წუთში 9 გოლით და 3 წუთში 2 გოლით, რადგან ეს არის შემთხვევითობა და უსამართლობა, რაც თუნდაც ამ მატჩშიც ჩანდა, როცა გერმანია აჯდა, ხნავდა, მომენტებს მაზავდა და ამათმა 3 წუთში მოინდომეს ორი დაუმსახურებელი გოლის გატანა. ლამპარდის არჩათვლილ გოლზე დიდად შორს არაა ადამიანური კუთხით ესეთი რამეები, ისევე როგორც 1999 წელს მანჩესტერი მიერ მოტრიალებული ფინალი), ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ინგლისისთვის. შესაძლოა მართლა სულ სხვა თამაში წასულიყო და თავდაჯერებული ინგლისი კარგად ათამაშებულიყო. ეს ძალიან რეალურია, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ ვინ იყო ინგლისის მეტოქე. გატეხო ფსიქოლოგიურად გერმანია და ამაში აჯობო, ძალიან რთული მეჩვენება მე და წესით თქვენც ცოტა რთული უნდა გეჩვენებოდეთ, თუ ობიექტურად მიუდგებით.

3. არ დამიწყოთ ეხლა იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი შეცდომის დავიწყება არ შეიძლება და ა.შ. გეუბნებით, ამოვიღოთ ერთ წამს ლამპარდის გოლი, ჩავთვალოთ, რომ არ ყოფილა(რადგან ფეხბურთში სამწუხაროდ ხშირია უსამართლობები და თუნდაც ასეთ აშკარაზე, ბოლომდე არ უნდა ტყდებოდეს გუნდი), რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ პირველი ნახევარი საათი, გერმანიამ ინგლისი ყველა კომპონენტში და ყველა ხვრელში იხმარა და 2:0-ს მერე, მინიმუმ 2 ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა კიდევ. თავად კი ძალიან ტუფტა გოლი გაუშვა. ხოლო 2:1-ს მერე, ისევ იხმარეს ინგლისი. გერმანიამ ინგლისს თამაშით აშკარად აჯობა და მოუგო ორივე ტაიმი 🙂 მარტივია.

მესმის, რომ ძალიან ძნელია როცა შენ გუნდს ასეთ გოლს არ უთვლიან და რთულია იმის აღიარება, რომ ინგლისი მაინც წააგებდა და ეს რეალურად არავინ ვიცით, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ გერმანიამ ინგლისს ამ ეპიზოდამდეც აჯობა და ამ ეპიზოდის მერეც. საერთოდ ინგლისმა ამაზრზენი ფეხბურთი ითამაშა ფაქტობრივად ყველა მატჩში, მცირე მონაკვეთსა და გაფაფხუირებას თუ არ ჩავთვლით სლოვენიასთან, რომელისგანაც ბოლოს კინაღამ გოლი გაუშვა(აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სისულელეა იმაზე დავა, იტალიის ჯგუფი უფრო სუსტი იყო თუ ინგლისის, ფატქებზე ბევრჯერ ვისაუბრე უკვე, რომ ინგლისის უფრო სუსტი იყო და ფაქტები ისევ სახეზეა). ასეთი თამაშით კი ამაზე მეტს ინგლისი არ იმსახურებდა, არ შეუძლია ამ ხალხს მეტი და არ იციან და ჰა 😛

კი ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიასთან თუნდაც ერთბურთიანი სხვაობით მოგება და მერე ინგლისს შეიძლება გახსნოდა და რთული შესაჩერებელი ყოფილიყო. კი რიო ფერდინანდი აშკარად დააკლდა გუნდს(მაშინ იტალიამ რაღა თქვას, ორი კაცი ჰყავდა ფორმაში და ორივე დაემტვრა, ბუფონი და პირლო, რომელთა რიოსთან შედარება, ცოტა არ იყოს უხერხულია 😀 მიუხედავად პატივისცემისა). კი იყო შეცდომები და რაღაც დოზით უიღბლობა, მაგრამ… ჯერ ერთი გუნდს რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ერთი ფეხბურთელის არყოფნა არ უნდა უწყვეტდეს საქმეს, მით უმეტეს, რომ შემადგენლობა კარგი ჰყავს(და ამ შემადგენლობითაც ი^ვამს, იმიტომ, რომ ინგლისია :D). მერე მეორე, არც ერთი უსამართლო მომენტი უნდა უწყვეტდეს და რაც მთავარია, ელემენტარულად უკეთეს ფეხბურთს უნდა თამაშობდეს! არ ეკუთვნოდა ამ თამაშით ინგლისს არაფერი და მორჩა ამით, ნუ შეგვაწუხეთ. კიდევ კარგი ავერიდეთ ამ სამარცხვინო საშიშროებას და შორიდანაც არ დაანახეს ამ მათხოვრებს წმინდა თასი. ამისთვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დიად გერმანიას.

მივედით ფაბიო კაპელომდეც 😀 ბუნებრივია ინგლისი ყველა ,მცოდნე’ ქომაგი ახლა გამოდის და ყველაფერს კაპელოს აბრალებს, რაც მართლა სასაცილოა 😀 რგოროც ხუმრობით ვამბობ: ,,ფაბიო კაპელოს დანაშაული ის არის, რომ სიმახინჯე ერთი ჯოხის დატრიალებით ლამაზ გოგონად ვერ აქცია, მაგრამ… მახინჯიც მოტ%ნეს :(”. სერიოზულად კი, კაპელოს ჰქონდა მელკი შეცდომები, მაგრამ მასზე ხელის შეწმენდა ძალიან უმადური საქციელი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ როგორ დამაჯერებლად მოაგებინა კაპელომ ინგლისს შესარჩევი ჯგუფი და საკმაოდ კარგი ფეხბურთი ათამაშა გუნდს. სიტყვაზე ისიც ვთქვათ, რომ მან დაუშვა შეცდომები სელექციის დროს, ტაქტიკისა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ისიც კაპელოს ბრალია ,დიდი დამრტყმელები’ ჯერარდი და ლამპარდი ორი მეტრიდან კარში წესიერად რომ ვერ ურტყამდნენ? ისიც კაპელოს ბრალია უეინ რუნიმ დიდ ტურნირზე მორიგი დიდი ფუნა რომ დატოვა და ვერაფერი გააკეთა? ტიპს მშვენიერი სეზონი ჰქონდა და მუნდიალზე ისევ ჩაისვარა, გინდა ფსიქოლოგიურად და გინდა ფიზიკურად. გაიხსენეთ რამდენჯერ იყო დასარტყმელ პოზიციაზე და რამდენჯერ გააკეთა უაზრო პასი. გაიხსენეთ რას აკეთებდა დაცვა და მეკარე… ეს ყველაფერი კაპელოს ბრალია? მე მგონი არა. მე მგონი, რომ თავად გუნდი არ ვარგა გუნდად და ძალიან გადააფასეს ეს ინგლისი, რაღაც მომენტში მეც გადავაფასე. თორემ კაპელოს ზედმეტად მე არ დავიცავ, რადგან სულაც არ ვგიჟდები მასზე და მახსოვს იუვენტუსში როგორ გაგვამწარა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე უყურებდა ხოლმე როგორ ვაგებდით, იდგა და არაფერს არ ცვლიდა ხოლმე, უბრალოდ უყურებდა და ელოდებოდა რაღაცას… გადაფასებულია კაპელოც და საერთოდ, მას მერე რაც რომა გააჩემპიონა ის კაპელო აღარ არის 🙂 კლიმაქსი აქვს უკვე დიდი ხანია, აბა სხვაგავარად ინგლისში ნორმალური კაცი არც მივა 😀

ბევრი იმასაც ამბობდა, ჯერარდი და ლამპარდი ერთად ვერ თამაშობენ, ერთ-ერთი უნდა დასვასო. შესაძლოა ეს სწორიც არის, მაგრამ… ხომ ყველა იმას ამბობდა, ლამპარდი უნდა დასვას ნულიაო, მაგრამ გერმანიასთან თუ ვინმემ რამე ითამაშა, ეს ლამპარდი იყო 🙂 ერთი თამაში ითამაშა ტიპმა და იქაც გოლი არ ჩაუთვალეს. ესეც ,კლასიკა ჟანრაა’ ასეთი ტიპია ლამპარდი, ტრაგიკული. საერთოდ ინგლისი ლუზერების გუნდია და უნდა შევეგუოთ ამას. როი კინი რაც თამაშს შეეშვა დაჭკვიანდა ცოტა 😀 თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა შეიქმნეს და რეალურად არ შეხედეს სურათს, არაფრი დიდი გუნდი არ იყო ინგლისი და კაპელოს ბრალი არაფერია, მადლობა თქვან რომ ასეთი მწვრთნელი ჰყავთო 😀 ნუ კინმაც გადაამეტა ცოტა, მაგრამ სიმართლის დიდი მარცვალი აშკარად არის მის სიტყვებში.

ყოველთვის მიყვარდა ეშლი კოული 😀 ტიპმა პირდაპირ თქვა: I hate England and the fucking people 😀 საააღოლ ეშლი, საააღოლ 🙂

რუნი ფანებს გაუწყრა. ტერიმ წაგება სხვას დააბრალა და რაღაცეები იბოდიალა(მისმა სკანდალმა ბრიჯის გერლფრენდთან დაკავშირებით ხო ასევე იმოქმედა გუნდზე). ბიჭებმა ლუდი დალიეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 🙂

ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ გუნდში იყო არაჯანსაღი გარემო(როგორც ყოველთვის ფაქტობრივად და როგორც ყველა მწვრთნელის დროს). ეს არის არაჯანსაღი ქვეყანა, არაჯანსაღი პრესით, არაჯანსაღი ხალხით და არაჯანსაღი ნაკრებით და ეს ფაბიო კაპელოს ბრალი არ არის მეგობრებო 🙂

დაბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი სიმპათიები და წარმატებები გერმანიას. იოზილი მომწონს ძალიან, იქამდეც მომწონდა, მაგრამ მსოფლიოზე კარგად თამაში ადვილი არ არის და… დუხზე არიან ბიჭები, მაგრამ სუსტი წერტილები აშკარად არის, განსაკუთრებით დაცვაში. ისე ინგლისთან არნე ფრიდრიხი მომეწონა ძალიან. ნოიერი კი ცოტა არადამაჯერებელია. შეიძლება ორი გამაოგნებელი ბურთი აიღოს და ამდენივე სისულელე ქნას.

არგენტინა – მექსიკა 3:1


ძალიან კარგ რეჟისორს ალან პარკერს აქვს ერთი მშვენიერი ფილმი Birdy (1984). სხვათა შორის გირჩევთ, თუ არ გინახავთ. და არის ასეთი მექსიკელი ფეხბურთელი ადოლფო ბაუტისტა. Birdy-ში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არანორმალურად შეყვარებულია ჩიტებზე და მიზეზთა და მიზეზთა გამო(არ დავასპოილერებ) ბოლოს ისე გარეკავს, რომ გადაწყვეტს თავადაც ჩიტი იყოს და ჩიტუნების პოზაში არის გაუნძრევლად, გაშტერებული… არც ხმას იღებს და არაფერი. ზუსტად ასეთად იქცა ადოლფო ბაუტისტა როცა რობერტო როზეტიმ მექსიკელთა კარში კარლოს ტევესის მიერ აშკარა თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა. სხვათა შორის, ბაუტისტა შესვენებაზე შეცვალეს… არასოდეს დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე.

ძალიან მაინტერესებს რაზე ბჭობდნენ როზეტი და მისი ლაინსმენი რამდენიმე წუთის მანძილზე. გახარებული ვიყავი, მეთქი აქ მაინც იზეიმებს სამართლიანობა და გოლს გააუქმებენთქო, აბა რაზე უნდა ელაპარაკათ იმდენი ხანი ვერ ვხვდები. თუმცა არა, ორმეტრიან თამაშგარეზე ფართოდ დახუჭეს თვალები მსაჯებმა და რობერტო როზეტიმ ხელი ჯიუტად გაიშვირა ცენტრისკენ, რითაც საწყალი ბაუტისტა დააჩიტუნა.

სწორედ ამ დღეს და ამ მომენტიდან ბოლომდე დავიკიდე ეს ჩემპიონატი და ახლა ისე, გასართობად ვუყურებ, სხვანაირად აზრი აღარ აქვს. ასეთი მარაზმები არ უნდა ხდებოდეს და არავინ თქვას, რომ არგენტინა ისედაც მოიგებდა ამ მატჩში უეჭველიო, ეს უცნობია. მით უმეტეს, რომ მექსიკამ დაიწყო ჩინებულად, ჯერ შორეული დარტყმით ძელს გაარტყა ბურთი და მერე, გუარდადოს მილიმეტრები დააკლდა გოლის გასატანად. არ იყო ცუდი გუნდი მექსიკა და შეეძლო კონკურენციის გაწევა.

არიან ნაკრებები და გუნდები, რომლებსაც მცირე უსამართლობაც კი(და მით უმეტეს ასეთი) წამშივე ანადგურებთ და მექსიკაც მათ რიცხვშია. ეს არის ხალხი, რომლებიც მყისვე ყურებს ჩამოყრიდნენ და მეც მესმის მათი, რადგან დიდ წილად ასეთი ვარ შეიძლება, ეს კარგი არ არის, მაგრამ ადამიანის ბუნებაა რა… და ვთვლი, რომ სადაც უსამართლობაა, იქ ჩემი ადგილი არ არის და იქიდან უნდა გაეცალო. ბრძოლა, სადაც ღირს და სადაც სამართალია იქ მიყვარს. მექსიკელებმაც ყურები ჩამოყარეს და გეხსომებათ, როგორ გაუშვეს მეორე გოლი. თავს დავდებ, რომ ის ტყუილად ჩათვლილი გოლი რომ არა, რიკარდო ოსორიო იმ საშინელ შეცდომას არ დაუშვებდა და არგენტინა მეორე ნაჩუქარ გოლს ვერ მიიღებდა. შესვენებაზე ფეხბურთელებმა კინაღამ იჩხუებს და ბუნებრივიცაა. თან სლე გაბრიელ ჰაინცე ძალიან აღზნებული იყო და გასალახიც.

მერე უკვე ტექნიკის საქმე იყო, რაც არგენტინელებს უხვად აქვთ. კარლოს ტევესმა უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით გაიტანა მესამე გოლი. ხოლო ბოლოს ოდნავ გამოღვიძებულმა მექსიკელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ეს ხავიერ ერნანდესმა შეძლო, ჩიჩარიტამ მშვენიერი დარტრყმით გაიტანა და საერთოდ, ყველაზე გამტანი და კარგი ფორვარდია ამჟამად მექსიკელთა რიგებში, იქამდეც ძირითადში უნდა ყოფილიყო. ერთადერთი მინუსი აქვს ჩიჩას, თავისი კარიერა ისეთ ამაზრზენ კლუბს დაუკავშირა, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია 😀 (ეს ნახევრად ხუმრობით).

არგენტინა უკეთესი გუნდია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ არგენტინელები უეჭველი მაინც მოიგებდნენ არასწორია, ეს თამაში მსაჯებმა გააფუჭეს და მორჩა. მექსიკას კი ჰქონდა სუსტი წერტილები და აგირესაც მოუვიდა რამდენიმე შეცდომა, რაც დასანანია. რა გაეწყობა, მომავალ მექსიკამდე.

ცალკე კაიფია ის, რომ ლიონელ მესის გოლი ვერ გააქვს ჯერჯერობით და პატარა ლეო ისევე ნერვიულობს ამის გამო, როგორც მისი ჩამწკრივებული ფანები 😀 😀 ვნახოთ სადამდე გაგრძელდება ხალისი, ისე ნუ ინერვიულებთ მეგობრებო – ყველაფერი კარგად იქნება.

ჰოლანდია – სლოვაკეთი 2:1


ვიცი, რომ იტალია ბევრს აძლევს თამაშის საშუალებას(არადა რო კითხო ზოგს კეტავს თამაშს და არავის არ აძლევს თამაშის საშუალებას :D) და ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც… ყველა სლეს რაღა იტალიასთან აუდგება ხოლმე? 😀 რობერტ ვიტეკმა რაც დაინახა იტალიასთან ყველაფერი გაიტანა და ჰოლანდიასთან ბევრად უფრო მარტივად გასატანი ბურთები გააცუდა, განსაკუთრებით ერთი. ასევე ჩინებული შანსი ჰქონდა მიროსლავ შტოხს. სლოვაკებს ამ მომენტებიდან ორი რომ გამოეყენბინათ, დაავიწყებდნენ ჰოლანდიას ძალების დაზოგვას და პრაგმატულ თამაშს 😀

აკი ვამბობდი ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაშითქო. არაო აი ნახავ მაგ სლოვაკეთს რას უზამს ჰოლანდიაო, მეც ასე მეგონა, რომ ფორით მოუგებდა(მაგრამ ეს არ შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში), მაგრამ ცოტა სხვანაირად წავიდა საქმე. კი ნარინჯისფერებს ჰქონდათ მომენტები და რომ გამოეყენებინათ 2:0, 3:0 გახდებოდა წყნარად, მაგრამ ვერ გამოიყენეს და კინაღამ აქეთ გაუშვეს. მერე კი ის უაზრო პენალტი და გოლი ბოლო წამზე იმისთვის იყო მგონი, რომ მე და კიდევ ბევრს ბილეთი ვერ მოგვეგო ტოტალიზატორში. ისე რას მოვესწარით, რობერტ ვიტეკმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა 😀 კარგად მეტყველებს თავად ჩემპიონატზე.

რობენის გოლი ტრუხა ჭამეს სლოვაკებმა, დაახლოებით ისეთი აშშ-მ რომ ჭამა ბოატენგისგან. რობენს ტრავმამ ფორმა არ დააკარგვინა როგორც ჩანს. მართალია თითქმის სულ ერთი და იგივეს აკეთებს პრიმიტიულად, მაგრამ კარგად გამოსდის. კარგია სნეიდერიც. 1:0-ზე რობენი რატომ გაიყვანაო რომ ამბობენ, ალბათ 90 წუთისთვის ჯერ მზად არ არის, თან მოუფრთხილდა თავის ლიდერს, ცოტა გარისკა, მაგრამ ჭკვიანი კაცია მარვიიკი.

ძალიან მაინტერესებს რა შეემთხვა მატჩის წინა ღამეს ელჯერო ელიას. ალბათ ველური სექსი ჰქონდა, ერთბაშად რამდენიმე ქალთან. აბა სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმას, რასაც ის მინდორზე აკეთებდა, აბსოლუტურად ძალაგამოცლილს ჰგავდა, ვერც პასს აკეთებდა წესიერად და ვერც ურტყამდა, უცაცუნებდა ამ ჯაბულანს და უცაცუნებდა. არადა ძალიან ტეხნარია და ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. ვიტყოდი, მარვიიკის ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

ისე, ცოტა ხო არ დაუგვიანდა ჰოლანდიას პოტენციალის გამოჩენა, ვნახოთ ვნახოთ…

ბრაზილია – ჩილე 3:0


ბრაზილიას ვერ ვიტან, მაგრამ ასე მათი ნაკრები არ მომწონებია დიდი ხანია და დუნგა ჩუვაკია საერთოდ. თან ის მიხარია, ბრაზილიას უმთავრეს ფავორიტად რომ მივიჩნევდი და ბევრ ბრაზილიის ქომაგს აქეთ ვეკამათებოდი ყველაზე მაგარი ნაკრები გყავთთქო და ისინი მეუბნებოდნენ არა, დუნგა კვერცხია ყურით მკენწლავები არ მიჰყავსო. ახლა კი აქებენ და ნაკრებიც მოსწონთ, მაგრამ… ეს ახლა 😀

ჩილესთან ბრაზილიამ აჩვენა თუ რამხელა პოტენციალი აქვს და ალბათ მარტო მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ესეც მხოლოდ 50, მაქსიმუმ 70% იყო იმისა, რაც დღევანდელ, დუნგას ბრაზილიას შეუძლია. შეიძლება რონალდინიოს ცუდი სეზონი არ ჰქონია, მაგრამ მისი ადგილი ამ სახის ნაკრებში არ იყო. აი პატოს წაყვანა შეიძლებოდა. თუმცა დუნგამ ასე გადაწყვიტა და ჯერჯერობით ვერაფერს ვეტყვით.

ლუიშ ფაბიანო ცოტა მოუხეშავია და ხანდახან სასაცილოც არის ზედმეტ ტეხნარობას რომ ცდილობს, მაგრამ მაინც ნორმალური ფორვარდია და ვინ იცის, ბომბარდირადაც მოგვევლინოს. კაკა უჩვეულოდ ნერვიულია, ამ მშვიდი ტიპისგან ასეთ ფსიხობებს არ ველოდი და ვნახოთ როგორ გააგრძელებს, როგორ წაუვა თამაში. რობინიო რაც არის ეგ არის რა… მე დიდი წარმოდგენისა არასდროს ვიყავი მასზე, მაგრამ შეუძლია კარგად თამაში. დანარჩენებიც მშვენივრად თამაშობენ სეზარიდან და ლუსიოდან დაწყებული, რამირესითა და ბასტოსით დამთავრებული.

ჩილესთან ისე ითამაშეს პაპუასებმა, რომ გულწრფელად შემეშინდა, აი ასეთი ნაკრები ჰყავთ. დუნგას ერთადერთი მინუსი გემოვნების არქონაა, პანიკურად ცუდად იცვამს 😀 მოკლედ, ძალიან არ მინდა მეექვსედ გახდნენ ესენი, თან მერე ბრაზილიაში ტარდება და მოკლედ, ტვინს გადაგვჭამენ და არ გვინდა რა…

პარალელურად, ასე დასრულდა ჩილეს ლამაზი თავგადასავალი… მარსელო ბიელსამაც განაგრძო ლუზეროლოგია და მორჩა კინო. არ დაეტყობათ ყველა ერთნაირები არიან დაბალანსებული გუნდიაო, კი ამბობდა ზოგი, მაგრამ გარი მედელის არყოფნა მაინც შესამჩნევი იყო ჩილეს შემადგენლობაში, ასევე ესტრადასი და პონსესი. ვერც თავად ითამაშეს ბრაზილიასთან ჩილელებმა და ტაქტიკაც არ უვარგოდათ. ამიტომ უნდა გასულიყვნენ ჯგუფში პირველზე და რაღაც შანსები ექნებოდათ, არც უაზრო ყვითელი ბარათები არ უნდა აეკიდებინათ.

პარაგვაი – იაპონია 0:0 (5:3 პენ.)


თამაშის მხრივ ეს იყო ყველაზე უღიმღამო მერვედფინალი, მაგრამ ძნელია რომელიმე გუნდის ფეხბურთელები დაადანაშაულო და ლამაზი თამაში მოთხოვო, როცა სასწორზე მეოთხედფინალში გასვლა არგასვლა დევს. მით უმეტეს, იაპოშკებმა ერთი-ორი ისეთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს ბევრს შეშურდებოდა და პარაგვაისაც ჰქონდა რამდენიმე გააზრებული იერიში. გასავარდნად ნამდვილად ორივე გუნდი ცოდო იყო, და აზიელების სიმპათიურ ნაკრებზე გული დამწყდა.

პარაგვაი უფრო მძლავრი გუნდია და ბურთის ფლობით და ტერიტორიული უპირატესობით აჯობა მეტოქეს. იაპონია შედარებით უკეთესია ტექნიკით და შორეული დარტყმები აქვს მაგარი. ჯამში აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო და გაიმარჯვა იმან, ვისაც უფრო გაუმართლა. დაისუკე მაცუი, იასუჰიტო ენდო, იოშიტო ოკუბო, განსაკუთრებით კეისუკე ჰონდა და საერთოდ ყველა იაპონელი, კარგი ფეხბურთელები არიან და წარმატებები მათ.

ისე კომანო რომ პენალტს ააცილებდა, წინასწარ ვთქვი. სახეზე ეწერა მასტს. 90% ვიცნობ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს 😀 ვინმე ჩემნაირი უნდა ჰყავდეთ გუნდებს, სახეზე რო შეხედოს ტიპებს და თუ შეატყობს რომ წინასწარ აქვს დარხეული მასტს აღარ დაარტყმევინონ 😀

ესპანეთი – პორტუგალია 1:0


დღევანდელი პორტუგალია ტრუხა რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მე უარესს ველოდი, არ მეგონა თუ ესპანეთს თუნდაც ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. საბოლოოდ, ესპანელებმა დამსახურებულად მოიგეს და გატანილი(სხვათა შორის საკამათო, მგონი თამაშგარე იყო, მაგრამ ისეთები ვნახეთ უკვე, ეს ვიღას უკვირს) ლამაზი გოლის მერე, მართლა ძალიან კარგად ითამაშეს. აი იქამდე კი არცთუ დამაჯერებლად. ერთი-ორი, ქაოტური, მაგრამ მანც მომენტი პორტუგალიასაც ჰქონდა და რომ გაეტანა, ძალიან გაუჭირდებოდა მერე ესპანეთს, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ბოლომდე არ აქვს გამჯდარი გამარჯვებულის ფსიქოლოგია და ეს ლოგიკურიცაა. გოლი რომ გაიტანეს, მხოლოდ მერე გაიხსნენ ტიპები.

დავიდ ვილია, ძალიან კარგი ვინმეა და ბომბარდირობაში მისკენ ვარ, რაღაცნაირი ლუიშ ფაბიანო და ნე რიბა ნე მიასა გონსალო იგუაინი(მიუხედავად ზოგადი სიმპათიისა) არ მინდა. ინიესტა ცოტა აჭრილია და ბურთს ზედმეტად ათრევს. ხაბი ალონსო დონეა. ფერნანდო ტორესი აშკარად არ არის ფორმაში და მააგარი კაცი ფერნანდო ლიორენტე ჯობია, რომელიც როგორც ბასკების უმეტესობა თავისებურად კაი ტიპია. აი დაცვაში ვერ არის ესპანეთის საქმე მთლად კარგად. ეგ კი არა, იკერ კასილიასმაც ორჯერ ისე არადამაჯერებლად ითამაშა რომ…

პორტუგალიელებიდან ძალიან მომეწონა ყველა მატჩში და გულწრფელად შემეცოდა მეკარე ედუარდო, საოცარ ბურთებს იღებს. კრიშტიანუ რონალდუს თამაში არ უნდოდა და შეგუებული იყო მარცხს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არაფერი არ გაუკეთებია, არც უნდოდა, აი ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, არ შეეძლო კი არა, არ უნდოდა. კარგი ბიჭი ჩანს ფაბიო კოენტრაუ, ოღონდ დასახვეწია. პეპემ თავისთვის ცოტა უჩვეულო პოზიციაზე კარგად ითამაშა. დანარჩენები არ ვარგოდნენ. არც შეიძლებოდა კარლოშ კეირუშს რამე სერიოზულისთვის მიეღწია.

მეოთხედფინალები

იმედს ვიტოვებ, რომ ჰოლანდია ცხოვრებაში ერთხელ ჩაიდენს სერიოზულ საქციელს და გააგდებს ამ ბრაზილიას. იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ ჰოლანდიელებს მართლა აქვთ დიდი პოტენციალი და აქამდე უბრალოდ ვარჯიშობდნენ. თუმცა ფავორიტად მაინც ბრაზილიას მივიჩნევ 😦 და მგონია, რომ პაპუასები ძირითად დროში მოიგებენ, მაგრამ სიამოვნებით შევცდები. ფაქტი ერთია, ორივე ამ ნაკრებს ჩემპიონატზე პირველი რეალური მატჩი და ბრძოლა, სწორედ ურთიერთშეხვედრისას ექნებათ.

განა ადვილად ურუგვაის ნამდვილად არ მოაგებინებს, თუ საერთოდ მოაგებინებს. თუმცა მაინც მგონია, რომ ურუგვაელები ნახევარფინალში გასვლის ამ საოცარ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და იძალებენ. ნიჭიერი ხალხია მაინც ფეხბურთში. ისე ჩემი აზრით, პირველ მატჩში ჰოლანდიისკენ უნდა იყვნენ, რადგან მგონია, რომ ჰოლანდიას უფრო ეჭიდავება ურუგვაი, ბრაზილიასთან კი შანსი არ ექნება. შესაძლოა ვცდები კიდეც.

მიუხედავად გერმანიის სიყვარულისა და პატივისცემისა და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა მარადონამ მწვრთნელის რანგში მოიგოს მსოფლიო და ვიღაცეებს ეგონოთ, რომ მთავარი ფსიქოლოგიაა და ტაქტიკა საერთოდ არაფერს წყვეტს და მარადონა ღმერთია და ბლაბლაბლა… მაინც მგონია, რომ არგენტინა შურს იძიებს 2006-ზე და გავა ნახევარფინალში. ისიც მგონია, რომ პირველი ტაიმბოლი(ანუ 1/2 უფრო კი 2/1) სწორედ ამ მატჩში წამოვა. ვინმემ ისე არ გაიგოს მარადონა მძულდეს, უბრალოდ არ ვაფანატებ ამ ადამიანზე და ჩემთვის ის უბრალოდ უდიდესი ფეხბურთელია და მეტი არავინ და არაფერი. ვნახოდ რას ურჩევენ ამჯერად ის აპასნად გრძელთმიანი და ბრიოლინიანი ორი ჩუვაკი, პერიოდულად რო მიუახლოვდებიან და რაღაცას ჩასჩურჩულებენ ხოლმე 😀

ისე კაი რთული მატჩი იქნება, დაცვაში ორივეს უჭირს, ცოტა უკეთ ამ მხრივ გერმანიას აქვს საქმე. სამაგიეროდ, არგენტინა შეტევითი პოტენციალით ჯობია აშკარად მეტოქეს. გერმანიას კი კიდევ ერთი დამატებითი პლუსი აქვს – გერმანიაა 😛

ოხ როგორ ერჩივნა ესპანეთს იაპონია გასულიყო 😀 ვფიქრობ, ურთულესი მატჩის გადატანა მოუწევთ პირინეელებს. პარაგვაი ძალიან ძნელი გასაგდები იქნება. სამხრეთამერიკელთა ფორვარდებმა თუ არ გამაზეს ის 2-3 მომენტი, რომელიც მჯერა მიეცემათ ამ მატჩში, მაშინ შესაძლოა ბევრი პატარა გოგოშკას ცრუ ცრემლი ვიხილოთ 3 ივლისს 😀 ასევე ბევრი უაზროდ აჟიტირებული და ესპანეთომანიას აყოლილი ბიჭუნას გინება და გოდება. ნუ ცხადია მცირე ნაწილი სერიოზული ქომაგებისაც ჰყავს ესპანეთს. მაინტერესებს რა შემადგენლობით ითამაშებს დელ ბოსკე, დააყენებს თუ არა ლიორენტეს ძირითადში, ალბათ მაინც არა.

სამხრეთამერიკული გუნდები ისევ უდიდესი წარმატებით განაგრძობენ სვლას. ხუთივე ვერ გავიდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბრაზილია და ჩილე ერთმანეთს ხვდებოდნენ 😀 8 გუნდში 4 სამხრეთ ამერიკულია, სამი ევროპული და 1 აფრიკული. ყველანაირი ლოგიკით უფრო დიდი შანსია სამხრეთამერიკული ფინალი ვიხილოთ. ნურც ევროპას ჩამოვწერთ, ვინ იცის, ეგებ იქითა მხრიდან ჰოლანდია გადის და აქედან გერმანიასა და ესპანეთს აქვთ შანსები.

სტატისტიკაზე უფრო დაწვირლებით, სხვა ამბებზე და ძუძუებზე, მერე ვილაპარაკოთ.

მოკლედ, ასე ამოუვსეს ყველა ხვრელი სამარცხვინო ინგლისს და ასე გაამგზავრეს იმ საშინელ კუნძულზე. ასე დაკარგა ჩილემ ესტრადა და პუბლიკა. ასე გმირულად დაეცა იაპონია და მისმა მწვრთნელმა ყველაფერი ჩემი ბრალია, მეტი შეგვეძლო და რომ ვერ ვქენით ჩემი ბრალიაო და კინაღამ ხარაკირი გაიკეთა. ასე მისცა სალაპარაკო რონალდუმ მის მოძულეებს. ასე ვეღარ ჩაეხუტნენ სიხარულისგან ერთმანეთს მამა-შვილი ვაიზები, მხოლოდ სინანულით ანუგეშეს ურთერთი, ისევე როგორც მამაშვილმა ბრედლებმა, მაგრამ მათ ნაკლებად ანუგეშეს, კაცური არ არის, მათ სტილში არ ჯდება, მამამ უბრალოდ გადააფურთხა. ასე დაწყდათ გული კორეელებს და ნეტა როგორ არის ადოლფო ბაუტისტა?

პ.ს.

ალბათ ხვდებით ეს სურათი რით არის განსაკუთრებული. თუმცა მაინც ავხსნი ვინც ვერ მიხვდა. ერთ იტალიურ სანაყინეს ვეწვიეთ, რომელშიდაც არის ასეთი ბუკლეტები, რომლებზეც ფასები და მენიუ წერია სხვადასხვა ენაზე, რათა უცხოელთათვისაც გასაგები იყოს. მეც სურათი გადავუღე, მეტი რაღა მინდოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ არის ესპანურენოვანი ბუკლეტები? იმიტომ რომ საქართველოს ბოლო დღეებში ესპანელთა უჩვეულოდ დიდი ნაკადი მოაწყდა და ყველამ იმ სანაყინეს მიაშურა? არა მეგიობრებო, ესპანურენოვანი ბოლო ბუკლეტი ჩემს წინ ერთმა ბიჭმა ამოიღო და იცით რატომ? იმიტომ რომ… ,ვაიმეეეე ფერნანდო ტორესიიი რა საყვარელია, ჭორფლებიიიი’, ,ჩემი პუდელი პუიოლიიიიი’, ,ვილიააა მარავილიაააა’, ,პიკე ანგელოზიაა, საკალელეიიი’.

და ეს უკვე მარაზმია 🙂 მხოლოდ ამიტომ არ მინდა, რომ ესპანეთმა მოიგოს, რადგან უაზრო ესპანეთომანია და გოგოშკომანიაა ქვეყანაში. აბსოლუტურად ზერელე ჩაუხედავი ბავშვები რაღაც სისიულელეებს იძახიან და ნერვებზე მოქმედებს ეს ყველაფერი და ნერვები გვერდზე იყოს, მათ ფსიქოლოგიაზეც და სერიოზული პრობლემაა მოკლედ 😀 ისევე როგორც უაზრო ინგლისომანია, რომელიც ცოტა დავაცხრეთ იმედია. ესპანეთს უნდა ქომაგობდე იმიტომ, რომ მართლა მოგწონდეს და ერკვეოდე, თორემ იმიტომ კი არა ევროპის ჩემპიონი რომ გახდა და ფერნანდო ტორესს ჭორფლები რო აქვს და ფეშენბოია.

ესპანეთის ჭეშმარიტ ქომაგებთან ბოდიში, მაგრამ სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ:

მოკლედ, ყველა ელეს, ყველა თაკჩოს, ყველა ნატაშკას, ყველა ანკას, ყველა მაკოს, ყველა ნიიიის, ყველა ეკის, ყველა მარის, ყველა თეოს და ყველა სოფის ვულოცავ ესპანეთის მოგებას!

ესპანეთი ყუელაზე მუაგარია ბავშვებოოოო! პაკჩო

Written by 1myway1

ივლისი 1, 2010 at 11:00 AM

უცნაური მსოფლიო(2010)

with 9 comments

ეს პოსტიც ისე დავწერე, თითქოს მოვალე ვიყავი 😀 ამიტომ, გადასარევი და კარგი არ გამოვიდა,. მაგრამ რაცა არის, ეს არის 🙂

მართლაც რომ უცნაური ჩემპიონატია. უნდა ვაღიარო, რომ ბევრად უკეთესს ველოდი, მაგრამ საშინელებაც არ არის, როგორც ბევრი ლანძღავს. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია და რას ვიზამთ. ფეხბურთელები გადაღლილები არიან და ბევრი კარგი თამაში არ არის, ძირითადად ამ მიზეზით. სამხრეთამერიკელთა აშკარა უკეთ გამოსვლასაც ამას მივაწერდი. გარდა ამისა, ლეგიონერთა რიცხვი ევროპაში ძალიან დიდია და თავად საკუთარ ფეხბურთელებზე ხშირად მეორე პლანზე რომ წევენ, ამის ბრალიცაა ახლა რომ იჩაგრებიან.

ჩემპიონატი უცნაურია იმითაც, რომ სულ ერთფეროვანი მატჩები მიდის. ლამაზი გოლები თითქმის არ გადის(კუალიარელას გოლია ყველაზე ლამაზი ჯერჯერობით და ვილიას გოლიც კარგი იყო ვარდნაში რომ გაიტანა შორეულში) და ვერ გაიგებ ვინ არის ბომბარდირობის კანდიდატი. იმენნა ჯაჯგური მიდის და უცნაური ხალხი ბლატაობს. თუ ესპანეთი შორს წავა, ვილია გახდება უეჭველი. ნუ თუ ბევრ პენალტს არ გამაზავს კიდევ, გლეხურად 😀

ცუდი კიდევ ის არის, რომ მსაჯების შეცდომები კვლავ ძალიან ბევრია და ვიდეო-გამეორების შემოღების აუცილებლობას ისევ აშკარად ვხედავ. ახლა დაწვრილებით ყველა შეცდომას არ მოვყვები, ქვემოთ განვიხილოთ უმეტესი მათგანი. უბრალოდ ამის ატანა აღარ შეიძლება 🙂 თუნდაც ეს წვრილ-წვრილი ყვითელი ბარათები, წითლებს, ოფსაიდებსა და პენალტებს თავი რომ დავანებოთ, ძალიან ბევრ რამეს ცვლის და მსაჯები უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდებიან მართლა.

სამაგიეროდ ვიღაცეებს რომ ეგონათ აფრიკელები იმაიმუნებენო. არაფერიც 🙂 ალალი ხალხია და ალალდ ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, მათი მხოლოდ ერთი ნაკრები რომ გავიდა ჯგუფიდან, ისიც გაჭირვებით. ფრანგებს გურკუფი ტყუილა კი გაუგდეს, მაგრამ ვერავინ იტყვის მსაჯები სამხრეთ აფრიკას დაეხმარნენ და ჯგუფიდან გაჰყავდათო 🙂

ვუვუზელა ტვინს გაგვიბურღავს ბოლომდე, მაგრამ ცოტა შევეჩვიეთ კიდეც. აი ეს ჯაბულანი მართლა კვერცხი ბურთია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. სუსტი მეკარეები ტრუხა ბურთებს უშვებენ, კარგ მეკარეებს კი უჭირთ ჩვეულებრივ მომენტებში მისი დამორჩილება. კარგი დამრტყმელები ჯერ თავს ვერ იჩენენ შორეული გასროლებით. ახლა იაპონიამ ორი ჯარიმა რომ შეაგდო მეც მომეწონა, პატივს ვცემ ამ ხალხს და ნაკრებიც მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერზე არ მეტყველებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ მერვედფინალებიდან, ვყელაფერი უფრო უკეთ გაგრძელდება და ბევრ კარგ თამაშს ვიხილავთ. ახლა კი გადავიდეთ ჯგუფური ეტაპის განხილვაზე.

A ჯგუფი

სამარცხვინო დომენეკი და საფრანგეთის სირცხვილი

მთავარი ფრანგთა ფიასკო იყო ამ ჯგუფში. მე სხვას არც ველოდი, მაგრამ ვფიქრობდი, შესაძლოა ჯგუფიდან გაბობღდნენ და მერე შერცხვნენთქო, მაგრამ სრული კრახი განიცადეს. მიკვირს ძალიან უცნაურად რომ აღიქვამს ამას ზოგი, ალბათ არცოდნის ამბავია. საფრანგეთი ასეთი გუნდია ან ძალიან სიმპათიური ნაკრები ჰყავს და სადღაც ნახევარფინალამდე მაინც მიდის და დრამატულად აგებს, ანაც საერთოდ ამაზრზენად გამოიყურება თუ გადის დიდი ტურნირის დასკვნით ეტაპზე.

თან სხვაგვარად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, როცა გუნდს ისეთი სლე თავკაცობს როგორც დომენეკია. ფრანგებმა ის მიიღეს რაც დაიმსახურეს და სასაცილო. სამარცხვინო და საცოდავმა დომენეკმაც ის დაიმსახურა რაც მიიღო. ბოლო მატჩის წინ რაც მოხდა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა – მყრალი ნიკოლას ანელკა მგონი ცხოვრებაში ერთხელ მოიქცა კარგად, ადგა და დომენეკს დედის MU უტრიალა სულ, მერე ვარჯიშზეც არ მივიდა და ცხადია, მოკვეთეს ნაკრებიდან. ეს არ მოიწონა ბევრმა ფეხბურთელმა. რიბერიმ და გურკუფმა ავტობუსში იჩხუბეს და ამბობენ, ხელის დარტყმამდეც მივიდა საქმეო. ამასობაში ევრამ გადაწყვიტა ყველაფერი ფიზმომზადების მწვრთნელის ბრალიაო და გალახა მგონი ის საწყალი(ნუ ევრა რომ კაპიტანია ესეც ცოტა კომიკურია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა საკაპიტნო). მოკლედ, საოცარი ამბები იყო, მაგრამ ეს დომენეკი მაინც ვერ მოიშორეს დიდი ლანძღვის მიუხედავად. ღირსებიც არიან, იმ ყველაფრის მერე ამ ლუზერს რომ დატოვებ პოსტზე… ,დიადმა’ ფრანკ რიბერიმაც ვერ გაიბრწყინა, როგორც ელოდნენ 🙂 და მოკლედ ბაყაყიჭამიები ან თუ გნებავთ მამლები, კუდამოძუებულნი გაეშურნენ სამშობლოში. ძალიანაც კარგი. ამ სლე დომენეკმა კიდე ბოლოს რაც გააკეთა, ხელი რო არ ჩამოართვა პარეირას, პიკი იყო, თან რას ჰგავდა 😀

პირველ რიგში მექსიკა მინდოდა გასულიყო ამ ჯგუფიდან და ასეც მოხდა, მაგრამ ურუგვაიზე მეტად თუ გაუჭირდებოდათ არ მეგონა. თუმცა ასე აეწყო, მექსიკას ჰქონდა პირველი რთული მატჩი, რომელიც კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ უკვე წაგებაც შეეძლო და მოგებაც. საბოლოოდ, გუნდი დამსახურებულად გავიდა. ცოტა მეტი მონდომება და იღბალი, რომ ჰქონოდათ პირველ ადგილზე გავიდოდნენ და მიჯრით მეორე ჩემპიონატზე არგენტინასთან ურთულეს მატჩს ასცდებოდნენ. ისე წინა მექსიკა უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ესეც კარგია. პრობლემა არის თავდასხმაში, რასაც ჰქვია გამტანი არ ჰყავთ. დოს სანტოსი კაი ბიჭია, მაგრამ ჯერ დასაღვინებელი. აი ერნანდესი ყველაზე ზაბივალაა, მაგრამ სკამზე უზით, ტრადიციულად ფანებს ყველაზე მეტად ვინც ევასებათ, ის სკამზეა ხოლმე მექსიკი ნაკრებში 😀 მეკარეც ძალიან არასტაბილურია. მოკლედ არის პრობლემები.

ურუგვაის, რომ ბოლო წლებში ასეთი კარგი და დაბალანსებული გუნდი არ ჰყოლია, იქამდეც ვამბობდი, მაგრამ მათგან ასეთ კარგ თამაშს მაინც არ ველოდი. ძალიან მომეწონა გუნდი სამივე მატჩში, მწყობრად და ჭკვიანურად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ამ გუნდის ჩემი აზრით იმაზე მეტად ირწმუნეს უკვე, ვიდრე რეალურად არის, უკიდურესობებში ჩავარდნა არ გვინდა. წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ამ გუნდსაც აქვს სუსტი წერტილები. მუსლერა ჯერჯერობით მოულოდნელად კარგად თამაშობს 😀 მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ დაღუპოს გუნდი, მეშინია. შემტევი წყვილი შთამბეჭდავია, მაგრამ მე არც ფაფხურა სუარესი მევასება და არც დიქტატორი და ვითომ ძალიან მაგარი ფორლანი. თუმცა კუთვნილი ქება უნდა ვარგუნოთ და წარმატებები ვუსურვოთ. კავანიც ეხმარება მათ, მაგრამ კავანი ჯერჯერობით ვერ ქაჩავს ამ ჩემპზე, იმედია გამოსწორდება.

სამხრეთ აფრიკა უბედნიერესი უნდა იყოს იმით, რასაც მიაღწია. საოთხქულე გუნდი ნაღდად არ ჰყავდათ აფრიკელებს, მაგრამ მონდომებასაც ნუ დავუკარგავთ. პიენაარისგან მეტს ველოდი. ჩაბალალა რა კაცი იყო… 😀 ერთი გაუვარდა და მერე ყველა წერტილიდან რო ურახუნებდა და აცილებდა 😀

B ჯგუფი

კოსტუმიანი მარადონა

ამ ჯგუფმა დაგვანახა, რომ არგენტინა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ისიც დაგვანახო, რომ გუნდ დაცვაში მთლად წესრიგში ვერ აქვს საქმე და ერთმა კარგად ორგანიზებულმა კარგმა გუნდმა, შესაძლოა თავისუფლად დააყუდოს. თანაც კოსტუმში გამოწყობილი მარადონა ხომ მწვრთნელი არ არის და… ერთადერთი ამიტომ არ მინდა, რომ არგენტინა გახდეს, არ მსურს მარადონამ თუნდაც ფორმალურად, მწვრთნელის რანგში მსოფლიოს თასი აღმართოს.

მისი საქმე რაც არის, ერთ-ერთი თამაშისას გვაჩვენა, ძალიან მშვიდად, მოედანს გარეთ გადმოვარდნილი ბურთი ქუსლით რომ შეაბრუნა მინდორზე. ასევე ვარჯიშებზე ჯაბულანით ჯარიმები რომ ჩაახვია 😀

ყველაზე ბედნიერი ალბათ მაშინ იყო, როცა კომიკურმა მარტინ პალერმომ გოლი გაიტანა – აი ტყუილა ხომ არ წამიყვანიაო 😀

უცნაურია და ყველაზე რთული შეხვედრა არგენტინას კორეასთან ჰქონდა, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად მოიგო ანგარიშის მიხედვით, მაგრამ გეხსომებათ კორეელთა მომენტები 2:1-ზეც მათ შორის. მესის ჯერ გოლი ვერ გააქვს და ეს ცალკე კომედიაა 😀

მე მეგონა ამ ჯგუფიდან მეორე ადგილზე ნიგერია გავიდოდა, მაგრამ აფრიკელებმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ. არ ჰყავდათ ცუდი გუნდი, შანსებიც იყო, მაგრამ ანიავეს. საბერძნეთთან სულელურმა მარცხმა დაღუპა ისინი, ამაში მთავარი დამნაშავე კაიტაა, რომელიც გაფსიხდა და ბერძენმაც გაუფორმა. ამ ყველარის გამო, კინაღამ ყოვლად უსახური საბერძნეთი გაძვრა ჯგუფიდან.

სამხრეთ კორეელებზე რა ვთქვათ… სწრაფი, მოძრავი და არცთუ ხელწამოსაკრავი გუნდი ჰყავთ. გასვლა დაიმსახურეს და გავიდნენ.

C ჯგუფი

ჰოლივუდური სცენარი

რამდენიმე დღის წინ, მე და ერთი მეგობარი(ვინც იცნობთ – ანდრო :D) ვლაპარაკობდით, აშშ-ს ნაკრებზე, ორივეს გვესიმპათიურება თან… ჰოდა სუფთა ჰოლივუდის ფილმის სცენარია რა 😀 მერე კიდევ იტყვიან არ ხდება ეგეთები და იგონებენ იქო. დაიცადეთ ცოტაც და ამაზე ფილმს გადაიღებენ ალბათ მომავალში.

წარმოიდგინეთ, ამერიკა იწყებს ჩემპიონატს და ინგლისთან, გრინის შეცდომის გამო იღებს ქულას და ისედაც ცუდად არ თამაშობს. მოდის მნიშვნელოვანი თამაში სლოვენიასთან და უცებ, უყურადღებობის გამო გუნდი თავიდანვე აგებს 0:2-ს. მიუხედავად ამისა, მებრძოლი ამერიკელები ფარხმალს არ ყრიან და მეორე ტაიმის დებიუტშივე, მათი ლიდერი, ლენდონ დონოვანი(რომელიც თავისივე როლზე იდეალური სიფათი იქნებოდა და ვაბშე მაგარი კაცია), ერთ ბურთ ქვითავს ჩინებულ სტილში. აქ საქმეში ერთვება კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ფილმებში ხშირად გვინახავს – გუნდს წვრთნის ტიპიური ამერიკელი მასტი და გუნდში თამაშობს მისი შვილი 😀 რომელიც მთავარი მუხტის მიმცემია და ჟილკიანი ტიპია… ჰოდა, სწორედ ის ათანაბრებს ბოლო წუთებზე და მთელი ამერიკა ზეიმობს. თუმცა ეს ყველაფერი როდია… ბოლო წამებზე ამერიკას გააქვს მესამე გოლი, წესების სრული დაცვით, მეტიც, დაჟე პენალტის დადება შეიძლებოდა სლოვენიელთა კარში. თუმცა მალელი მსაჯი ვინმე კულიბალი, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით ამ გოლს აუქმებს და ამერიკას რეალური საფრთხი წინაშე აყენებს. თან მერე მგონი ასეთი რამეც თქვა – ჩამესტვინაო 😀 ფიფამ კი მოაშორა ჩემპიონატს, მაგრამ ამით ამერიკას რა? 🙂 თან ამავე მატჩში, ამერიკელთა შემტევს ფინდლის, აბსოლუტურად ტყუილა მისცა ყვითელი ბარათი და ბოლო შეხვედრა გამოატოვებინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო.

მოდის მეორე მატჩი ნამდვილად ანგარიშგასაწევ ალჟირთან ამერიკა ნერვიულობს, პირველ ტაიმში ორივე გუნდს აქვს მომენტები. მათ შორის, ამერიკას 2-3 აშკარა, მაგრამ ბიჭები ჩვეულად მაზავენ და მეტიც… ერთ ეპიზოდში კლინტ დემპსის გააქვს გოლი, რომელსაც მსაჯები არ თვლიან(არადა იმ შეცდომის მერე დე ბლეკერე იდეაში განგებ დანიშნეს, რომ გამოცდილი მსაჯიაო და რამე), გამეორებაზე კი გვაჩვენებენ, რომ დემპსი და ალჟირელთა მცველი აშკარად ერთ ხაზზე იყვნენ და გოლი ჩასათვლელი გახლდათ. ესეც უკვე მეორე ტყუილა გაუქმებული გოლი, მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩში. აშშ, იჩაგრება, მაგრამ ისევ აგრძელებს ბრძოლას, უკვე აზის მეტოქეს, თუმცა გოლი მაინც ვერ გააქვს, დემპსი და სხვანი კარგი პოზიციიდან აცილებენ. ბოლოს ალჟირსაც ექმნება ჩინებული მომნენტი და ვერ იყენებს. 89-ე წუთია და თითქოს ყველაფერი დასრულდა, ამერიკა ჯგუფიდან ვეღარ გადის, მაგრამ… (კალათბურთზე ფილმებში რომ აქვთ – დროის უკუთვლა რომ მიდის და 5 წამი…4…3…2…1…0…)კიდევ ერთი შეტევა, დემპსი ისევ ვერ თამაშობს სათანადოდ, მაგრამ დამატებაზე ბურთთან ჩნდება ვინ თუ არა ლენდონ დონოვანი(ირლანდიური სისხლის მქონე შეშლილი), გააქვს გადამწყვეტი გოლი და მთელი ამერიკა სიხარულისგან გიჟდება. დონოვანი კამერასთან გულს ანსახიერებს, რითაც თავის გერლფრენს შერიგებას თხოვს და დრამა მელოდრამაშიც იზრდება… მოკლედ სუფთა კინოა 😀

ახლა მოვეშვათ ხუმრობას და სერიოზულად ვილაპარკოთ, იაზრებთ რამხელა ნაგვობას და უსამართლობას ჰქონდა ადგილი? გუნდს ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში, არ ჩაუთვალეს ორი აშკარა გოლი და ამის გამო ტოვებდნენ ჯგუფში და გადიოდა ამაზრზენი სლოვენია, ძალიან უკლასო და უსახური გუნდი. ამის გაძლება მართლაც აღარ შეიძლება, ვიდეო-გამეორება აუცილებელია. ვთქვი თუ აშშ ვერ მოიგებს და ვერ გავა აღარ ვუყურებ ამ ჩემპიონატსთქო და კიდევ კაი გაიტანა ))

არ მესმის ბევრს რატომ აღიზიანებს ამერიკა, უცნაური ხალხია. ისიც არ მესმის აუცილებლად სლოვენიისთვის რომ უნდა გვექომაგა, რადგან ჩვენასავით პატარა ერია და რამე. კი ბატონო, რაღაც სიმპათიები იყო, მაგრამ ვისაც ეკუთვნოდა, ის უნდა გასულიყო ჩემი აზრით. თან სულაც პირველი ადგილიდან გავიდა აშშ და ჩინებული შანსი აქვს ნახევარფინალში მოხვდეს საერთოდ. თუმცა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიაა, პირველ ნორმად თამაშიც უჭირს და მიწოლაც.

ჩვენში დარჩეს და მექსიკისა არ იყსო ძველი აშშ-ც უფრო ტონკი იყო, მაგრამ არც ეს ახალი ბიჭები არიან ცუდი, თან უფრო და უფრო შეთამაშდებიან. უბრალოდ ცოტა ქაოტურები არიან და მარტო ალტიდორი არ ჰყოფნით წინ. დემპსით უკმაყოფილო ვარ, ყველაფერს მაზავს და ისე სასარგებლო ვერ არის ჯერჯერობით, არადა მაგარია და საჭიროა. დონოვანი მშვენიერია.

ძალიან არ მომწონს მწვრთნელი ბრედლი და მისი ლაწირაკი. არ მომწონს გარეგნულად და ტიპაჟები, თორემ ბიჭი აშკარად კარგად თამაშობს და მწვრთნელიც არ არის ცუდი, კარგად თუ დააკვირდებით, იმენნა სქემები აქვს მიმიქარავს კაპელო 😀 თუმცა ტიპიური მყრალი ამერიკელი, ცუდი ამერიკელი მამა-შვილია, აი სანადიროდ რო დადიან და მეტი რო არაფერი აინტერესებთ და არალეგალები რომ არ ევასებათ, მათ მიმართ აგრესიულად რომ არიან განწყობილნი და მოკლედ ხვდებით რა ტიპებზეც ვამბობ. თან ეს მწვრთნელი სამ წამში ხუთჯერ იფურთხება, საშინელი სანახავია. თუმცა საქმე აკეთონ კარგად და ამ ყველაფერს გადავიტანთ 😀 ვნახოთ სადამდე გაგრძელდება კინო…

ნუ ინგლისი როგორ მეზიზღება კარგად იცით და ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა უნიჭოებიც არიან 😀 😛 ახლა სულ თავზე რომ გადაიხიონ ყველაფერი, ის რაც მათ ჯგუფში ითამაშეს ამაზრზენი იყო და ფავორიტობასა და ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია. იტალიას ამ კალიბრის მოთამაშეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა რომ ჰყოლოდა, ძალიან წყნარად გავიდოდა ჯგუფიდან და სულ მცირე ფინალამდეც მივიდოდა. აქეთ კიდევ კაპელოს აბრალებენ რაღაცეებს, დონ ფაბიოს ბრალიც არის რაღაცეები(კერძოდ საჭირო რომ არის და მაინც არაფერს რომ არ ცვლის, ზოგჯერ უაზროდ ჯიუტი რომაა და უკვე კლიმაქსი რომ აქვს შეპარული(აბა ისე ინგლსისი ნაკრების მწვრთნელად რატომ უნდა მიხვიდე :D)), მაგრამ ისიც კაპელოს ბრალია, ორი ,დიდი დამრტყმელი’ რომ ჰყავთ და 2 მეტრიდან ბურთს რომ უცაცუნებდნენ და ძლივს ურტყამდნენ კარში? ჰესკის აზრს ვხედავდი, მაგრამ ამ ვარიანტმა არ გაამართლა, თან ღორი რუნიც ვერ ირჯება ჯერ სათანადოდ. დაცვაშიც პრობლემებია, რიოს არყოფნაც ეტყობათ. გრინი მევასება, მაგრამ აშშ-სთან ისეთი ყლაპა ფსიქოლოგიურადაც ვერ დაძლია ალბათ და კაპელომ ჯეიმსი დააბრუნა ძირითადში.

აშშ-სთან მატჩზე დაწვრილებით ნუღარ ვისაუბრებთ და ალჟირთან, აქეთ აფრიკელები ფლობდნენ ხშირად უპირატესობას. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცვეტში ის ჩიტი იყო, ალბათ შამანებმა რომ გამოგზავნეს და ალჟირის კარის ძელზე რომ იჯდა მშვიდად, არც ვუვუზელა აწუხებდა და არც რუნის დანახვა აშინებდა, ჩმდდშვც გოლს ვერ გაგვიტანთო, იჯდა მშვიდად…

სლოვენიასთან ცოტა იფხიზლეს დ მოსაგები მატჩი ჩაატარეს, ამას ნუ უარვყოფთ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სლოვენიელებს სულ მცირე სამჯერ(და აქედან ერთ შეტევაში სამჯერ თან) შეეძლოთ გოლის გატანა, მათ შორის ბოლო წამებზე და ეს შენი ინგლისი ღირსიც იქნებოდა დარჩენილიყო ჯგუფში. ბოლოს რა საშინლად გაჰყავდათ დრო, სადამდე დაეცნენ. გუნდს ჯო კოული ჰყავს ყველაზე ტექნიკური მოთამაშე. ამხელა სახელებით მათხოვრულად გადის და მერე სხვებზე ლაპარაკობს და ლამაზ თამაშზე ლაპარაკობს უნამუსოდ 😀 😀 😀 კარგით რა…

ერთადერთი კარგი იყო ტერის არანორმალურად თავგანწირული ნახტომი. აი ასეთი კაცია ტერი, საქმე საქმეზე რომ მიდგება თავს გაწირავს და სხვა ამას არ იზამდა! თქვენ კიდევ ფსევდო კრიტიკოსებო, ფსევდო ანგელოზებო და ფსევდო კაი ტიპებო, ბოლო მომენტში ჩამსრველებო, საკუთარ თავებს და ცხოვრებას მიხედეთ 😀 ვის შეუყო და რამდენჯერ ტერიმ, ეგ ასე გასარჩევი არ არის და არავის აქვს უფლება ტერი გაამტყუნოს, როცა არ იცის რა და როგორ მოხდა და არც არავის საქმე არაა ეს.

ინგლისს ამერიკაზე მეტად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს პრობლემა საერთოდ ინგლისის მოგონილია 😀 დაკომპლექსებულები არიან, მესმის კიდეც, ამაზრზენი ხალხი, ამაზრზენი პრესა და ამაზრზენი გუნდი 😛 დაკომპლექსდები ძალაუნებურად, აბა რუნი სარკეში რო ჩაიხედავს არ დაკომპლექსდება? 😀 😀

ნუ უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ეს ფსიქოლოგიური პრობლემა თუ დაძლია ინგლისმა(რისთვისაც მხოლოდ ერთი დამაჯერებელი მოგება სჭირდება, დამაჯერებელი ანგარიშით მოგება ან უბრალოდ გამარჯვება ისეთ პრინციპულ მეტოქესთან, როგორიც გერმანიაა), მერე ძალიან რთული გასაჩერებელი იქნება და სულ მცირე ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივა. მოკელდ მაინც ძალიან საშიში ნაკრებია და კაპელო იყოს გამყიდველი და ნაძირალა, თუ ამ სიმახინჯეს რამე მოაგებინოს 😀 მაგრამ მეშინია

სლოვენია იყო ყოვლად უსახური და სერი, უკლასო ნაკრები. ძალიან კარგია რომ ჩარჩა. აი ალჟირმა კი აფრიკულებს შორის სულაც არ დატოვა ყველაზე სუსტის შთაბეჭდილება. კი ბატონო, კლასი აკლიათ, მაგრამ ტექნიკურად ითამაშეს საკმაოდ და გასვლაც შეეძლოთ, ყოჩაღ ალჟირელებს.

D ჯგუფი

ქაოსი და ხელბურთი

ეს იყო ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ჯგუფი ჩემთვის და სწორადაც ვვარაუდობდი. ვთქვი ალბათ განა და გერმანია გავლენთქო, მაგრამ როგორც გავიდნენ ასეთ გზას არ ვგულისხმობდი 😀 გერმანია იმიტომ მიყვარს, რომ მაინც გერმანიაა და თუნდაც არაგერმანელებით სავსე, იმ დუხს და ჟილკას არ კარგავს. აბა რა ისეთი ნაკრები ეხლა ამათ ჰყავთ, მაგრამ მაინც გავიდნენ, ბეწვის ხიდზე კი გაიარეს, მაგრამ გავიდნენ!

ავსტრალიასთან მოგება იყო შოუ, რომელშიც მსაჯმაც შეუწყო ხელი და კეჰილი ტყუილა გააგდო. როცა გერმანიას შემადგენლობის მხრივ კარგი გუნდი არ ჰყავს, სუსტ მაქსიმალურად დიდი ანგარისით უგებს, რათა თვითრწმენა გაიღვივოს, ეს კი ამ ნაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა დიდი თვითრწმენა აქვთ, აბსოლუტურად სუსტი გუნდითაც კი შეუძლიათ ფინალამდე მივიდნენ.

იოზილი კარგი ბიჭია(ნუ თურქია :D), მაგრამ დასახვეწია ჯერ, თუმცა ბევრი ვინმეს გამწარება შეუძლია თავისი პასებითა და დარტყმებით კიდევ. პოდოლსკი არის მოსაკლავი იმისთვის რაც სერბეთთან გააკეთა. არანაკლებ მოსაკლავია კლოზე, ტიპმა აბსოლუტურად უაზროდ აიკიდა მეორე ყვითელი და თავი გააგდებინა. გამიტყდება მიულერსა და რონალდოს რომ დაეწიოს კლოზე, მაგრამ თუ გაიტანს მაგდენ გოლს, რა გაეწყობა… თუმცა ერთი მატჩი ტყუილა რომ გამოტოვა თავის თავს დააბრალოს.

პოდოლსკიმ კი 2-3 უმაგრესი შანსი გაანიავა და პენალტიც გააცუდა, რითაც კინაღამ ჯგუფში ჩატოვა გერმანია. მესიამოვნა ეს ამბავი, რადგან არ მიყვარს ამ გერმანელების ამოჩემებები… ჯერ ერთ მეაკრე ამოიჩემებენ ხოლმე და აკვდებიან, ეს ახლა დაიწყეს ცოტა ახალგაზრდის დაყენება, თორემ იქამდე 27-28 წლის თუ არ იყავი კარამდე არ მიგიშვებდნენ 😀 მერე მეორე და ტიპებმა სათადარიგოთა სკამი ხეხეს სეზონის მანძილზე და მაინც ამოჩემებულები ჰყავთ და ძირითადში აყენებენ, ცოტა უსამართლო მომენტია. მესმის, რომ კლზოეც და პოდოლსკიც ნაკრებში სხვანაირად თამაშობენ, მაგრამ მაინც… ისე გემრანია რომ მაგარია სერბებთანაც გამოჩნდა, ათი კაცით ტოლი რომ არ დაუდო სერბეთს და კინაღამ მოუბრუნა თამაში 🙂

ბოლო მატჩს რაც შეეხება, განას ერთი ნორმალური გამტანი ჰყავდეს და პაგალოვნად მაზილები არ იყვნენ, ვნახავდი იოაჰიმ ლიოვის ბუმბულს… 😀 მაგრამ კარგია გერმანია, რომ გავიდა, მთელი გულითა და სულით ვქომაგობ ინგლისთან, ისედაც მიყვარს ეს ნაცია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ – Deutschland über alles !!!

განამ ალბათ დაიმსახურა და თან არ დაიმსახურა გასვლა. სერბებეს მოუგო სერბეთისვე სისულელით. ათკაციან ავსტრალიას ვერ მოუგო საერთოდ და აქეთ შეეძლო წაგება. გერმანიასან იწვალა, მომენტები მაზა და წააგო. აბა ეკუთვნოდა? თუმცა მეორეს მხრივ, მართლა არ არის ცუდი გუნდი და ერთი ზაბივალა რომ ჰყავდეს, ბევრს გაამწარებდა. ერთადერთი აფრიკული გუნდი შემორჩა მსოლფიოს. ისე ესიენი მაგრად აკლიათ.

ნუ სერბეთზე რა უნდა ვთქვა. ამ ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგად ითამაშოს, გარდა სტაბილურობისა და ხასიათისა. ამიტომ ვიყავი ამ ნაკრებისადმი ცოტა სკეპტიკურად განწყობილი. არადა რა კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით. ისე ეს ხელბურთი რა იყო? ჯერ კუზმანოვიჩმა აიკიდა აბსოლუტურად უაზრო პენალტი და განას სამი ქულა აჩუქა, რაც დამღუპველი გამოდგა(არადა იქამდე უკვე ათი კაცით დარჩენილ სერბებს კარგი მომენტები ჰქონდათ. კრასიჩს შეეძლო გატანა და ვერ იხეირა. თუმცა ჯამში კრასიჩმა მშვენივრად ითამაშა და ძალიან მინდა იუვეში). მერე იყო და ვიდიჩმა გერმანიას აჩუქა პენალტი და პოდოლსკი რომ არა, იმ მატჩსაც ვერ მოიგებდნენ ალბათ სერბები. ბოლოს კი ფრეზეც გადიოდნენ 70% და როგორც მიმდინარეობდა განა-გერმანია, იმის მიხედვით 100% გადიოდნენ ფრეზე და სულ წააგეს. 0:2 რომ გახდა მერე გამოიღვიძეს. 1:2-ზე ავსტრალიელებს მოხვდათ ხელზე და ვიდიჩი გაგიჟდა, ჩვენ თუ გვინიშნავთ ასეთ დროს პენალტებს მეტოქის კარშიც დანიშნეთო, მაგრამ მსაჯი დუმდა… ბოლო წამზე კი მაზილა პანტელიჩმა დუბლის შესრულებისა და სერბების ჯგუფიდან გაყვანის ურეალურესი შანსი გაანიავა. ასე უაზროდ დარჩა სერბეთი ჯგუფში.

რაც შეეხება ავსტრალიას, აქაც მსაჯებმა იჩინეს თავი. ჯერ პირველ მატჩში კეჰილი გაუგდეს ტყუილა, გუნდის ლიდერი. მერე მეორე შეხვედრაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა, ჰარი კიუელი გააძევეს და პენალტი დანიშნეს. შეიძლებოდა ყვითლის მიცემა მხოლოდ. კიუელს ბურთი ხელზე მოხვდა, რომელიც კარში გადიოდა, მაგრამ ძალით ნაღდად არ უთამაშია და გადამლაშება იყო. უბრალოდ ზურგით რომ მდგარიყო, მაგ დროს ხომ ალბათ დაინდობდნენ? ჰოდა ახლაც უნდა დაენდოთ.

წინა ავსტრალია უფრო ძლიერი იყო, მაგრამ არც ეს გახლდათ ჯაბანი, მსაჯები რომ არა და ცოტა იღბალსაც გაეღიმა, ვინ იცის რას იზამდნენ. ბოლო მატჩი ადგნენ და მოიგეს. მოკლედ, მაინც კარგი გუნდი ჰყავდათ ოზებს.

E ჯგუფი

ნარინჯისფერი პოტენციალი

ეს იყო ყველაზე წყნარი ჯგუფი, რა ლოგიკითაც დაიწყო თავიდან, იმითივე დასრულდა. ჰოლანდია ძალიან მომეწონა მე. თუ ეს სამი მატჩი მათ ასე ჰქონდათ მართლა დაგეგმილი და ძალების დაზოგვით მოიგეს(არადა ასე ჩანს თითქოს და პოტენციალი მართლა იგრძნობა ამ ნაკრებში), მაშინ ეს სერიოზული ნაკრებია, ადრინდელი ჰარიჰარალესგან განსხვავებით ჭკვიანურად თამაშობს და შორსაც წავა.

ჰოლანდიამ პირველი ორი მატჩი აშკარა ლიდერის, არიენ რობენის გარეშე ჩაატარა და შეიძლება ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ დინჯად მოიგო. ისე რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა იმას ჯერ მაინც ვერ გადაეჩვია ამ ფორმაციის ჰოლანდია, რომ რაღაც ქაოტური გოლის მოლოდინშია, ან რიკოშეტი ან ვიღაცამ თავის კარში უნდა შეაგდოს ან შეცდომა უნდა დაუშვას მეკარემ და ა.შ. 😀 ორივე მატჩში ჰქონდა ამ ამბებს ადგილი.

საინტერესო იყო ბოლოსკენ რომ შემოუშვებდა ხოლმე ახალგაზრდებს – ელიასა და აფელაის. ელია ტეხნარი და სწრაფია, კარგი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოზეც, თორემ ისედაც ვიცოდით. აფელაის კიდევ უკეთ ვიცნობთ და ვიცით, რომ კარგი ბიჭია, მაგრამ ბევრს დააწყვიტა ნერვები, ორივე მატჩში შემოსვლის მერე ორ-ორი საგოლე მომენტი შეექმნა და ვერცერთი ვერ შეაგდო 😀

ბოლო შეხვედრა უკვე უმოტივაციო კამერუნთან, რომელშიც რობენიც დაბრუნდა, ჰოლანდიამ ასევე წყნარად ჩაატარა და თავის მოკლვის გარეშე, მაინც მოიგო.

კამერუნზე გული დამწყდა ცოტა და ეტოოზე. ნამდვილად არ იყო ეს გუნდი 0 ქულის ღირსი, მაგრამ მომენტების მაზვას და თავის თავს დააბრალონ. ჯგუფიდან გასვლაც თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ სულაც ბოლოზე დარჩნენ უქულოდ.

დანია მობერებული გუნდი იყო და არასტაბილური. მარტო რომედალი არ ეყოფოდა ყველაფერს. სორენსენმაც კი აურია ბოლო მატჩში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იაპონია მოიგებდა და ყველას ვეუბნებოდი ამას.

ბოლოს უკვე კი ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ თავიდან ნამდვილად არ მეგონა თუ იაპონელები ასეთ კარგ გუნდს გამოყვნადნენ. ზოგადად ამ ერს ვცემ პატივს და ნაკრებიც სულ მესიმპათიურება, რადგან ტექნიკურები არიან საკმაოდ, ეს ტექნიკა ისე უყვართ და ისე იციან მოკლედ, რომ ფეხბურთშიც კი ტექნიკურები არიან 😀 თუმცა ასეთ კარგ ნაკრებს მართლა არ ველოდი. წარმოიდგინეთ ამათ კიდევ ნაკატა რო ჰყავდეთ 😀 ბევრს გაამწარებდნენ.

აზიელებმა მოიგეს პირველი მატჩი, ეჭიდავნენ ჰოლანდიას და კინაღამ ქულაც აართვეს(სნეიდერის კაი დარტყმა იყო, მაგრამ მაინც მეკარის ბრალი იყო ეგ გოლი). ბოლოს კი ნაომარ დანიას, ორი გამაოგნებელი ჯარიმა და მესამე ასევე ულამაზესი გოლი გაუტანეს, როცა ჰონდამ ჩაქუსლა და მერე კაი პასი გააკეთა. საერთოდ ჰონდა მაგარ ფორმაშია და ყველა ქების ღირსია იაპონიის მხრიდან.

F ჯგუფი

მოსალოდნელი ფიასკო

იტალიის ამ ფიასკოს ფანები ველოდით, მაგრამ მაინც მგონია რომ ცოტა არ გაგვიმართლა, ცოტა უსამართლობებიც იყო და ლიპის შეცდომები ცხადია. მოგვიანებით კი თქვა ლიპიმ, სრულ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებო, მაგრამ გვიანი იყო უკვე 🙂 ოღონდ მაინც შაკალია 😀 ის კი არ თქვა შემადგენლობასთან დაკავშირებით დავუშვი შეცდომებიო – თქვა, აი ბოლო 15 წუთი როგორც ვითამაშეთ სლოვაკებთან, ეგრე და უკეთ თამაში შეგვიძლია და იქამდე რომ ვერ შეძლეს ბიჭებმა, ესე იგი მე ვერ დავქოქე სათანადოდ და ესაა ჩემი ბრალიო 😀

ცხადია, ეს ამბავი ბევრს გაუხარდა, სამწუხაროდ ბევრი დაბოღმილი ადამიანიც გამოჩნდა, რომ არ ველოდი ისეთებიც და ზოგი რომ ველოდი, აბსოლუტურად უვიცი, გარკვეულები რომ ჰგონიათ თავი და რაღაც სისულელეებს ლაპარკობენ ლამაზ ფეხბურთზე(და ამ დროს ინგლისს ფანობენ :D) და ასე შემდეგ. ყველა დაბოღმილს და იტალიის უაზროდ, უსაფუძვლოდ მოძულეს შეუძლია პიზის კოშკიდან დაასკდეს სკუადრა აძურას 😀

ასევე მეწყინა, არგენტინის ფანების სექტასავით გამოჩენა და იტალიაზე ბოღმის ნთხევა. სულელური აზრები, რომ თურმე ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას არგენტინასთან სათქმელი არასდროს არაფერი ექნება 😀 :D:D (ამ დროს ჯერჯერობით პირიქითაა და კიდევ კარგა ხანს იქნება ასე). რომ იტალიას ფეხბურთის თამაში არ შეუძლია თურმე და მით უმეტეს ლამაზი ფეხბურთის თამაში… არადა ტექნიკური ფეხბურთელები ტალიაზე მეტი, ოდენ ბრაზილაის თუ ჰყავს და მხოლოდ ორ ნაციას შეუძლია იტალაისთან თანასწორად საუბარი – ბრაზილაის და გერმანიას.

მოკლედ, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, ვეცადოთ ცოტა ობიექტურები ვიყოთ და არ დავიბრმავოთ თავი და მერე სხვებს არ დავაბრალოთ, თქვენ ბრმავდებითო 🙂 იტალიას ახალმა ზელანდიამ გაუტანა ოფსაიდიდან. სლოვაკეთთან კი საკამთო ოფსაიდი დაგვიფიქსირეს და ასევე საკამათოდ გაგვიუქმეს გოლი. ხალხი კი ისევ იტალიის გამართლებაზე ლაპარაკობს 🙂

არც იმ საუბრებს ვემხრობი, რომ იტალიას ისედც უნდა მოეგო ამ ნაკრებებისთვის. არ არის ეგრე, ყველამ ისწავლა ფეხბურთიოს თამაში და მით უმეტეს, როცა მსაჯი შეცდომებს უშვებს, მე იქნებ იმ დღეებში არ მიმდის თამაში და რასაც შევქმნი და დავიმსახურებ ის უნდა წამართვა? იქნებ იმ დღეს მეტს ვერ ვქმნი და ამიტომ უნდა დავიჩაგრო უსამრთლოდ? არ არის ეს სწორი. თორემ თავის მხრივ, იტალიამ ცუდად ითამაშა ჯამში, ამას არავინ უარყოფს, ამ ნაკრებისგან ამდენსაც კი არ ველოდით.

მეორე მომენტიცაა, რომ ლიპისაც არ გაუმართლა ფატალურად, პირლოზე ჰქონდა მთელი გეგმები აწყობილი და დამეტვრა პირლო. არადა, სლოვაკეთთან რომ შემოვიდა, ტრავმიანი პირლოს პირობებშიც კი სულ სხვა თამაში წავიდა ბოლო წუთებში.

ასევე ბუფონი დამეტვრა(მეტი უმაღლესი კლასის იგროკი არც ჰყოლია, ისეთი რომ ფორმაში ყოფილიყო)და შერჩა მარკეტი, რომელმაც ვერ გვიხსნა, არდა შეიძლებოდა იმ ზელანდიის ჩათვლით 4 ბურთიდან 2-ს აღება მაინც.

მარტო კუალიას გოლი და ცრემლები მირჩევნია, მერვედფინალში გასულ ზოგიერთ უსახურ და ძალით ფავორიტ ნაკრებს 😛

კუალიას გოლი და პირველი გოლისას გათამშებული კომბინაცია არის სილამაზე და ამ სილამაზის გამო ვქომაგობ მე იტალიას და ბრწყინვალე შემსრულებლების გამო და თუ თქვენ სხვანაირად ხედავთ სილამაზეს და თავს იბრამვებთ მართლა, თქვენი ნებაა.

ყველა ორი დღის გუნდის, ტიტულებით და ფეხბურთელებით ქვემოთ მყოფი და საერთოდ ყველა გუნდის და მისი ფანების გასაგებად – გახდით ჯერ მსოფლიო ჩემპიონები და ვნახოთ ვინ გახდება 11 ივლისს მსოფლიო ჩემპიონი და მერე იმის მიხედვით თუ ვინ იქნება ის გუნდი, ელაპარაკეთ იტალიას 🙂 მანამდე კი – ჩუმად 🙂

ხო, კიდევ ერთი. ვინც ამბობს, რომ წარსულით ნუ გველაპარაკებით და იტალია როდესღაც იყო ჩემპიონი და მით უმეტეს ის ტიტულები როდის მოიგო, პირველი ორი და ეს წარსულია და მთავარია დღევანდელობა და ამდაგვარი მფრინავი აზრებით, მათ გასაგონად მინდა ვთქვა – დღევანდელი დღეც ხვალ უკვე წარსული იქნება. ასე რომ, ამ უაზრო მიდგომებს შეეშვით. დრო მალე გადის, მაგრამ ისტორია და ფაქტები რჩება, რომლებსაც ვერ გავექცევით. მარტო დღევანდელი დღით ცხოვრება არ გამოდის, მით უმეტეს თუ რამეს და ვინმეს ვადარებთ ერთმანეთს.

და სხვათა შორის, მთავარი, ესეც დღევანდელი დღეა ანუ ის რომ იტალია 4-გზის მსოფლიოს ჩმეპიონია 🙂 სწორედ ასეა დღეს 🙂 ამიტომ გაიაზრეთ და მერე ილაპარაკეთ. დღეს 4-გზისაა მერე 5-გზის იქნება და ასე, მაგრამ დღევანდელობა ესაა სწორედ 🙂

მოკლედ, ისედაც გამიგრძელდა იტალიაზე და აღარ გვინდა. დაწვრილებით აქ იხილეთ:

http://www.facebook.com/profile.php?id=1442910714#!/notes/giorgi-kakabadze/mosalodneli-piasko/399831738229

რაც შეეხება დანარჩენ ნაკრებებს. პარაგვაი ძალიან მომწონს მე. შესაძლოა დიდად მიმზიდველ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ ძალიან დაბალანსებული და ძლიერი გუნდია. მძიმე გასაგდები იქნება. მოკლედ მე მესიმპათიურება და ასეც ველოდი რომ პირველზე გავიდოდა ამ ჯგუფში.

დავწერე და ბევრჯერ ვთქვი კიდეც, რომ იტალია-სლოვაკეთს შორის ალბათ ურთიერთშეხვედრაში ან ბურთებით გადაწყდებათქო. თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ გზით გადაწყდებოდა და ასეთი უსუსური სლოვაკეთი გავიდოდა. სლოვაკებისგან ბევრად უკეთეს თამაშ ველოდი და კერძოდ მარეკ ჰამშიკისგან. ჰამშიკმა ჯერჯერობით ვერ ითამაშა სათანადოდ, მაგრამ ცხადია ყველაზე უკეთ იტალიასთან ითამაშა, ყველას ხომ ჩვენთან აუდგება ხოლმე 😀 არის ერთი მომენტიც ნაპოლიში ჰამშიკს ბევრად მეტი თავისუფლება აქვს, ამ სიტყვის ყოველგავრი მნიშვნელობით, პოზიციურადაც თავისუფალია და ფსიქოლოგიურადაც. ერთის მხრივ კარგიცაა რომ ვერ გაიბრწყინა 😛 მისი ფასი არ აიწევს და ეგებ ვიყიდოთ 😛

ისე, არაკაცი მეკარე ჰყოლიათ სლოვაკებს და ისე ვეღარ ვქომაგობ. თან სუსტად თამაშობენ, მახინჯურად. ჩვენთან იფაფხურეს ცოტა.

ახალ ზელანდიაზე რა ვთქავთ, მათაც უსახურად ითამაშეს, მაგრამ რაც შეეძლოთ და ქების მეტი რა ეკუთვნით აბა? წაუგებლად წავიდნენ სამშობლოში, ნამდვილად ღირსეულად.

G ჯგუფი: ხელბურთი პაპუასურად

ვფიქრობ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზიები ჰქონდა დუნგასთან და ეჭვი ეპარებოდა ამ გუნდის სიძლიერეში, ეს კითხვები, ეჭვები და პრეტენზიები, სანახევროდ მაინც მოიხსნა. პაპაუსებს ძალიან კარგი და საშიში გუნდი ჰყავთ. თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფიფა ისევ მათკენაა და ოფიციალურად მისცა ხელით თამაშის უფლება 🙂 აბა რას ჰგავს ეს? ლუიშ ფაბიანომ კარგი გოლი კი გაიტანა, მაგრამ სამოცჯერ ითამაშა ხელით და მგონი მსაჯებმაც დაინახეს და არ გააჩერეს მაინც 😀 ეს გურჯობები, რომ ისეთი კარგი გოლი გაიტანა არ უნდა გაეჩერებინა მსაჯს და მსგავსები არ გვინდა, რას ნიშნავს არ უნდა გაეჩერებინა? მარაზმი ჰქვია ამას, ისევე როგორც ე.წ. ღმერთის ხელს.

მერე, პორტუგალიასთან ორჯერ ხელით ითამაშეს ბრაზილელებმა, სულ მცირე ორჯერ, ჟუანის გაგდება შეიძლებოდა და ლუსიოზე პენალტი იყო და არც არაფერი… მხოლოდ ყვითელი ჟუანს. ეს უკვე მეტისმეტია.

იქ კაკა გაგვიფსიხდა და წითელი აირტყა. ელანო დაშავდა და მანაც გამოტოვა მატჩი პორტუგალიასთან, თუმცა არა უშავს, ვყელაფერი ჩაივლის და ბრაზილია ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდი იქნება, სამწუხაროდ.

რაც შეეხება მეორე ადგილს. მჯერა სულ სხვაგავარად იქნებოდა ყველაფერი, დროგბას ტრავმა რომ არ მიეღო. ტრავმით ითამაშა, მაგრამ ისე ვერა. უმთავრეს მატჩში პორტუგალიასთან მხოლოდ ცოტა ხანი დაჰყო მინდორზე. გარდა ამისა კოტ დივუარის საწინააღმდეგოდ იმუშავა კალენდარმა. ჯერ ისინი შეხვდნენ ბრაზილიას და ბოლოს პორტუგალია. ეს გადამწვყეტი იყო. თან პორტუგალიას გაეხსნა ჩრდ. კორეასთან მეორე ტაიმში და ყველაფერი ისე დაემთხვა მოკლედ, რომ კოტ დივუარის საკმაოდ ძლიერი ნაკრები გავარდა. ხოლო ბოლო ტურში ბრაზილიამაც თავი არ მოიკლა და დიდ წილად ტრუხა პორტუგალია, რონალდუსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, გავიდა შედმეგ ეტაპზე.

ჩრდილოეთ კორეაზე აღარაფერს ვიტყვი, თავისი გაჭირვება ეყოფათ საწყლებს.

H ჯგუფი

შვეიცარული საათი გაჩერდა

ამ ჯგუფი შვეიცარიამ ყვეალფერი თავდაყირა დააყენა და ბოლოს იმავე შვეიცარიამ, ისევ თავის ადგილზე დააბრუნა ყველაფერი. შვეიცარულმა საათმა დაცვაში ჩინებულად იმუშავა, მაგრამ შეტევაში გაჩერდა. მხოლოდ ტრანკვილო ბარნეტა და ერენ დერდიოკი არ ეყოთ კრეატივში ევროპელებს(ბევრი არაშვეიცარიული ჯიშის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულებს).

მიუხედავად ამისა, მათ ძალიან კარგი რამე გააკეთეს, მოუგეს რა ესპანეთს. ეს ორმხრივად კარგი იყო – ერთი იმიტომ, რომ ესპანეთომანია, ცოტა დაემხო და ყველამ დაინახა, რომ ასე მარტივად არ არის, ცუდად ნუ გაიგებთ და ,ორი დღის გუნდი’ მოვიდეს ეგრევე და მსოფლიოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ფავორიტი იყოს, გამოკვეთილი. არ ხდება ეგრე 🙂 არარეალურია. შესაძლოა ახლა ესპანეთი ფინალში გავიდეს და სულ მოიგოს ჩემპიონატი, მაგრამ ეს წაგება მაინც კაი იყო, მრავლისმეტყველი. უბრალოდ, ერთმა სიმპათიურმა და ორგანიზებულმა საშუალო გუნდმა დააყუდა ეს დიადი ესპანეთი 🙂 თან ისიც გამოჩნდა, რომ ესპანელებს ისევ აქვთ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა, გაამრჯვებულის მენტალიტეტი არ აქვთ ჯერ ბოლომდე. ამავე დროს, ზოგმა ძალით მცოდნემ თქვა, რომ ვისაც შვეიცარიის მოგება გაგვიხარდა, მათ არ გვესმის ფეხბურთი, სილამაზე არ გვიყვარს და ვერ აღვიქვამთ მას 😀 ამაზე ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ, მაგრამ ტრაგედიაა გარკვეულ წილად, დაღუპულია ეს ქვეყანა, ამ მენტალიტეტით 🙂 თუმცა კარგი იყო, რომ ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა. გინდა თუ არა დაუმსახურებლად მოიგო შვეიცარიამო, არადა არ იყო ასე არანაირად.

მეორე მხრივ კარგი კი ეს მოგება თავად ესპანეთის ნაკრებისთვის იყო 🙂 გუნდი გამოფხიზლდა, მიწაზე დაეშვა და უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად აგრძელებს თამაშს.

ბნელების გულის გასახარად გავარდა შვეიცარია, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს ნაკრები დიდი ხანია მესიმპათიურება და რამეს შემოდგვთავაზებსთქო ვივარაუდე კიდეც, ასეც მოხდა, მაგრამ დიდად გული არ დამწყდა, რადგან ჩილეს უფრო ვქომაგობდი. დაიმსახურა ამ პოხუისტმა და კარგად მოთამაშე ჩილემ გასვლა 🙂 ძალიან გამიხარდა, მაგრამ უფრო გამიხარდებოდა პირველი ადგილიდან, რომ გაუსლიყვნენ. თუმცა ეს რომ ვერ შესძლეს თავის თავს დააბრალონ. უამრავ მომენტს ანიავებენ და ეს არი მათი მთავარი პრობლემა. ასევე ის, რომ ყვითელ ბარათებს იღებენ ძალიან უაზროდ. მიუხედავად ამისა, ჩილემ მართლა ძალიან სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

ჰონდურასს რაც შეეხება, ამ ნაკრებისგან ცოტა მეტს ველოდი. საერთოდ ისე წავიდნენ გოლი ვერ გაიტანეს. არადა მეგონა რამდენიმეს გაიტანდნენ და უფრო მეტს გაუშვებდნენ. ჩემი აზრით, ამ ნაკრებზე სუსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა იყო.

მერვედფინალები

ყველაზე საინტერესო წყვილი ულაპარაკოდ გერმანია-ინგლისია. ყველა გაგებით პრინციპული დაპირისპირება. უდიდესი იმედი მაქვს გერმანიის, ის სიმახინჯე უნდა მოვაშოროთ მსოფლიოს ჩემპიონატს. თუმცა მცირე უპირატესობით მაინც მათხოვრები არიან ფავორიტები.

საინტერესო დაპირისპირებაა არგენტინა-მექსიკა. ასევე დიდი ბრძოლა იქნება. ვნახოთ მექსიკას თუ გამოუვა თავს ზემოთ ახტომა. 2006-ში მართლა კარგი გუნდი იყო და დამენანა, მაქსის გაუვარდა შორიდან, თორემ პენალტებს უნდა გადაეწყვიტა ცვეტში, ლატარიას, არცერთი არ იმსახურებდა წაგებას. Vamos Mexico Vamos!

ურუგვაი-სამხრეთ კორეა ძალიან რთული მატჩია, არც ისე ადვილად არის საქმე როგორც ზოგს ჰგონია. ურუგვაი ვერ გამოვა და უპრობლემოდ ვერ მოიგებს, თუ საერთოდ მოიგებს.

აშშ-განაც ურთულესი მატჩია. მე აშშ-სკენ ვარ. განასადმიც მაქვს სიმპათიები, მაგრამ აშშ წონის დიდი უპირატესობით. იმედია, მსაჯები ახლა არ დაიწყებენ მაიმუნობას და ამერიკას ისევ არ დაწვავენ. ოხ რა მომენტების მაზვა იქნება ამ მატჩში… 😀 ორივე ნიჭიერია ამ საქმეში 😀

ჰოლანდია-სლოვაკეთი არის ყველაზე დაუბალანსებელი წყვილი. საოცარი დისბალანსია, აშკარაა ჰოლანდიის უპირატრესობა. სლოვაკები თუ რაღაც სასწაულად არ ათამაშდნენ. მიუხედავად ჰოლანდიის მაინც არასერიოზული ხასიათისა, მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უპრობლემოდ, ფორით უნდა მოიგოს ეს თამაში.

კიდევ ერთი ურთულესი წყვილი არის – პარაგვაი-იაპონია. ერთი შეხედვით პარაგვაი ფავორიტია. თუმცა კაცმა არ იცის რა იქნება. პარაგვაი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ძალიან დაბალანსებულია, ჰყავს კარგი დაცვა და შემსრულებლები წინა ხაზში. მეორეს მხრივ, იაპონელები უფრო სწრაფები და ჯამში უფრო ტექნიკურები არიან, დაცვას დიდად არც ისინი უჩივიან და ცოტა მეტი ფანტაზიით გამოირჩევიან. ალბათ მაინც პარაგვაი იძალებს, შესაძლოა პენალტებამდეც მივიდეს საქმე.

პორტუგალია იმდენად ტრუხა ნაკრები მგონია, რომ ესპანეთმა, დაჟე ასევე სულით არასერიოზულმა ესპანეთმა, ცალ ლუკმად უნდა ჩაყლაპოს. მით უმეტეს თუ ფსიქოლოგიური რწმენა და გაამრჯვებულის მენტალიტეტი ოდნავ აიმაღლა ესპანეთმა, გაანადგურებს პორტუგალიას.

ბრაზილია-ჩილეზე ამ გუნდების 1998 წლის მუნდიალის შეხვედრა მახსენდება. მაშინაც არ იყო ცუდი ჩილე(ბრაზილია კი სულაც უკეთესი იყო იდეაში), ასეთი დაბალანსებული არ იყო, მაგრამ სა-სა(სალასი-სამორანო) ჰყავდათ სამაგიეროდ. თუმცა ბრაზილელებთან უშანსოდ 4:1 წააგეს. ახლა მსგავსი ანაგრიში ალბათ არ იქნება, მაგრამ დიდი შანსია, ასევე უშანსოდ წააგონ, რადგან სამი კაცი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო 😦 თან უკანახაზელები. იმედია, ვინმე არ დაშავდა კიდე დამატებით. ასევე მომენტებს ვერ იყენებს ჩილე და ეს სერიოზული პრობლემაა. ზაბივალა უმბერტო სუასო ფორმაში არაა. მაინც საინტერესო შეხვედრას ველი. მიდი ბიელსა, ცხოვრებაში ერთხელ პატარა წარმატებებთან შედარებით დიდი ნახტომი გააკეთო ეგებ… 😀

R1 June 26 Uruguay vs. Korea Republic

R2 June 26 United States vs. Ghana

R3 June 27 Germany vs. Englan

R4 June 27 Argentina vs. Mexico

R5 June 28 Holland vs. Slovakia

R6 June 28 Brazil vs. Chile

R7 June 29 Paraguay vs. Japan

R8 June 29 Spain vs. Portugal

Q1 July 2 Netherlands/Slovakia vs. Brazil/Chile

Q2 July 2 Uruguay/South Korea vs. USA/Ghana

Q3 July 3 Argentina/Mexico vs. Germany/England

Q4 July 3 Paraguay/Japan vs. Spain/Portugal

S1 July 6 Winner QF 2 vs. Winner QF 1

S2 July 7 Winner QF 3 vs. Winner QF 4

Th July 10 Loser SF 1 vs. Loser SF

Fn July 11 Winner SF 1 vs. Winner SF 2

მეოთხედფინალებზე მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ მაინც, მოგეხსენებათ, რომ ურუგვაი-კორეისა და აშშ-განას წყვილებში გაამრჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან. ჰოდა დიდი იმედი მაქვს, ნახევარფინალისტი ან აშშ გახდება ან ურუგვაი. აშშ საშინლად მესიმპათიურება, ხოლო ურუგვაის სულ ვქომაგობ, ძველი ტრადიციები როდესმე უნდა ააღორძინოს ამ გუნდმა. ესე არ ხდება რა – იყო თაობები და უცებ აღარ არის და აღარც იქნება. იქნენა და მერე როგორ 😉

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ესპანეთი ნახევარფინალშია 😦 თან დასვენებული და ფორმაში შესული ალბათ, ეს უპირატესობას აძლევს ესპანელებს.

მთავარი სურვილები მაქვს რომ… ჩემპიონები არ გახდნენ ინგლისი(იმიტომ, რომ სირცხვილია და სამარცხვინო ინგლისომანიაც უნდა შეწყდეს. აბბსოლუტურად უსაფუძვლო, გაურკევველი ხალხის) და ბრაზილია(იმიტომ, რომ მეექვსედ ხდება, ძალიან გაგვსაწრებენ და ტვინი გაიბურღება სისულელეებით. კონტიტნეტს გარეთ მარტო ჩვენ ვიგებთ და რამე).

მეორადი სურვილები: არ გახდეს ესპანეთი(უბრალოდ იმიტომ, რომ ეს პატარა გოგოშკები და ზერელ ქომაგი კაცებიც დაშოშმინდნენ და რაღაც უაზრო შექმნილი მითი დაენგრათ) და არ გახდეს არგენტინა (აქ უკვე მესიმანია გვემუქრება და უბრალოდ, არ მინდა, რომ დიეგო არმანდო მარადონამ, როგორც მწვრთნელმა მოიგოს თასი, ტეხავს)

მესამეხარისხოვანი სურვილი: არ გახდეს გერმანია(იმიტომ, რომ გვეწევა :D), მაგრამ ზემოთ ხსენებულებს მირჩევნია. უბრალოდ ამდენი არაგემრანელითაც რო გახდეს, ეგეც მიტყდება

ამავე დროს მაქვს სურვილი, რომ ამ ევროპული ფეხბურთის დაჩაგვრის ფონზე, მაინც ევროპულმა მოიგოს. შესაბამისად ყველაზე კარგი გამოსავალი არის ჰოლანდია 🙂 ვუქომაგებ ამ ნაკრებს. თუმცა ზოგი ისეთი ფანი ჰყავს, რომ შეგაზიზღებს ყველაფერს. აზრზე რომ არ არიან და რაღაც დოგმებით ცხოვორობენ. თუ არ შეგვაზიზღებენ ბოლომდე ჰოლანდიას, ვუქომაგებ.

ყველაზე მეტად კი გამიხარდება ურუგვაი თუ მოიგებს ან აშშ 😀 რაც არარეალურია. ფეხბურთისთვის ტეხავს და რაღაც ფრაზები არ გვინდა. ფეხბურთისთვის და ყველაფრისთვის ყველაზე კაია, ვინც დაიმსახურებს იმან მოიგოს, სიმართლე და სამართალია საჭირო(იმედია მსაჯების კატასტროფული შეცდომები აღარ იქნება).

სტატისტიკა

(ჯგუფური ეტაპის შემდეგ)

ნუ სენსაციები რომ ბევრი იყო ამ ჩემპიონატზე თავადაც კარგად იცით.

მაგალითად რომ ავიღოთ, ბუკმეკერები ვისაც ფავორიტად თვლიდნენ, თუნდაც 0,1 კოეფიციენტის უპირატესობით, ამ ფავორიტების აბსოლუტურმა უმეტესობამ ,გატეხა’ და ზოგი ისე გატყდა საერთოდ რომ სულ უკუღმა წამოვიდა 😀

ნუღარ გავართულებთ და ჩავყვებით დეტალებს და ასე ვქნათ:

A ჯგუფში – 6 მატჩიდან, მხოლოდ ერთხელ მოიგო ფავორიტმა

ჩ ჯგუფში – 3-ჯერ მოიგო ფავორიტმა

C ჯგუფში – ასევე 3-ჯერ მოიგო ფავორიტად მიჩნეულმა

D ჯგუფში – მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა ფავორიტმა

E ჯგუფში – 4-ჯერ იმარჯვეს ფავორიტებმა

F ჯგუფში – 😀 მხოლოდ ერთხელ მოიგო ფავორიტმა, პარაგვაიმ მოუგო სლოვაკეთს

G ჯგუფში – 4-ჯერ მოიგო ფავორიტმა

H ჯგუფში – ასევე 4-ჯერ იმარჯვეს ფავორიტებმა

შედეგად, 48 მატჩიდან მხოლოდ 22-ჯერ მოიგეს ფავორიტებმა, ნახევარჯერაც არა ანუ და ესეც ბოლოსკენ გამოსწორდა სტატისტიკა თორემ, იქამდე სულ არალოგიკურები მოდიოდა.

———————————————————————————————-

კონტინენტების მიხედვით თუ გავყვებით აშკარაა სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა. ყველამ ნორმალური ფეხბურთი ითამაშა თან და 5-დან 5 გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე, 100%-იანი შედეგი 🙂

გაჭირვებულმა ევროპამ 50%-იანი შედეგიც ვერ აჩვენა. 6 გუნდი გაიყვანა და თან ბედის ირონიით ერთმანეთს ხვდება ეს 6 გუნდი, ყველა პონტში 3 დარჩება 🙂

ევროპაზე უკეთესი შედეგი აზიამ აჩვენა(ნუ ავსტრალიაც აზიაში ითვლება თან, რადგან აზიის შესარჩევში თამაშობს) და ჩრდ. ამერიკამ. აფრიკამ ჩაისვარა. ახალ ზელანდიას რაც შეეძლო ექნა

სამხრეთ ამერიკელთა აშკარა უპირატესობას და ევროპელთა ფიასკოს მე მაინც იმ გადატვირთულ რეჟიმს ვაბრალებ, რომელიც ევროპაშია(კი სამხრეთ ამერიკელების მეტი რა თამაშობს ევროპაში, მაგრამ ეგ კიდევ ცალკე თემაა), ამავე დროს, ლეგიონერებს რომ არიან გადამკვდრები და საკუთარ ბავშვებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ამის ბრალიცაა. სასწრაფოდ ცვლილებებია საჭირო 🙂 და რაღაც სასიკეთო ძვრები თითქოს არის, კუს ნაბიჯებით.

აფრიკა(6): სამხ. აფრიკა, ნიგერია, ალჟირი, განა, კამერუნი, კოტ დივუარი

3-მოგება; 5-ფრე; 10-წაგება. (გავიდა – 1)

ევროპა(13): საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია, ინგლისი, გერმანია, სერბეთი, ჰოლანდია, დანია, იტალია, პორტუგალია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ესპანეთი

15-მოგება; 10-ფრე; 14-წაგება. (გავიდა – 6)

სამხრეთ ამერიკა(5): ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბრაზილია, ჩილე

10-მოგება; 4-ფრე; 1-წაგება. (გავიდა – 5)

აზია(4): ჩრდ. კორეა, იაპონია, სამხ. კორეა, ავსტრალია

4-მოგება; 2-ფრე; 6-წაგება. (გავიდა – 2)

ჩრდ. / ცენტრ. ამერიკა(3): მექსიკა, აშშ, ჰონდურასი

2-მოგება; 4-ფრე; 3-წაგება. (გავიდა – 2)

ოკეანეთი(1): ახ. ზელანდია

0-მოგება; 3-ფრე; 0-წაგება. (გავიდა – 0)

Scoring (გოლები)

• Total number of goals scored: 101 (as of full time of Spain vs Chile)

• Average goals per match: 2.10 (as of full time of Spain vs Chile)

• Total number of hat-tricks: 1

• Total number of penalty kicks awarded: 10 (as of full time of Spain vs Chile)

• Total number of penalty kicks scored: 7 (as of full time of Spain vs Chile)

• Top scorer: 3 – Gonzalo Higuaín, Róbert Vittek, David Villa

• Most goals scored by a team: 7 – Argentina, Portugal

• Fewest goals scored by a team: 0 – Algeria, Honduras

• Most goals conceded by a team: 12 – Korea DPR

• Fewest goals conceded by a team: 0 – Portugal, Uruguay

• Most goals in a match: 7: Portugal 7–0 Korea DPR

• Most goals in a match scored by a single team: 7: Portugal against Korea DPR

• First goal of the tournament: Siphiwe Tshabalala for South Africa against Mexico

• 10th goal of the tournament: Lukas Podolski for Germany against Australia

• 20th goal of the tournament: Winston Reid for New Zealand against Slovakia

• 30th goal of the tournament: Gonzalo Higuaín for Argentina against Korea Republic

• 37th goal of the tournament: Javier Hernández for Mexico against France (This goal is a milestone goal as it marks the 2100th goal overall in the FIFA World Cup.)

• 40th goal of the tournament: Valter Birsa for Slovenia against United States

• 50th goal of the tournament: Enrique Vera for Paraguay against Slovakia

• 60th goal of the tournament: Hugo Almeida for Portugal against Korea DPR

• 70th goal of the tournament: Luis Suarez for Uruguay against Mexico

• 80th goal of the tournament: Mesut Özil for Germany against Ghana

• 90th goal of the tournament: Yasuhito Endō for Japan against Denmark

• 100th goal of the tournament: Andrés Iniesta for Spain against Chile

• First hat-trick of the tournament: Gonzalo Higuain for Argentina against Korea Republic

• Fastest goal in a match from kickoff: 3 minutes and 52 seconds: Steven Gerrard for England against United States

• Fastest goal in a match by a substitute: 2 minutes: Cacau for Germany against Australia, Rodrigo Millar for Chile against Spain, and Kamil Kopúnek for Slovakia against Italy

• Latest goal in a match without extra time: 90+5 minute: Álvaro Pereira for Uruguay against South Africa

• Latest winning goal: 90+1 minute – Landon Donovan for USA against Algeria

• Most goals scored by one player in a match: 3 – Gonzalo Higuaín for Argentina against Korea Republic

• Own goals scored: 2 – Park Chu-Young and Daniel Agger

• Oldest goal scorer: 37 years and 151 days old – Cuauhtémoc Blanco for Mexico against France

• Youngest goal scorer: 20 years and 273 days old – Thomas Müller for Germany against Australia

Wins and losses (მოგება და წაგება)

• Most wins: 3 – Argentina, Netherlands

• Fewest wins: 0 – Algeria, Cameroon, France, Honduras, Italy, Korea DPR, New Zealand, Nigeria

• Most losses: 3 – Cameroon, Korea DPR

• Fewest losses: 0 – Argentina, Brazil, England, Netherlands, New Zealand, Paraguay, Portugal, United States, Uruguay

• Biggest win: 7–0 – Portugal against Korea DPR. See Portugal vs North Korea.

Clean sheets (კარის მშრალად შენახვა)

• Most clean sheets: 3 – Portugal, Uruguay

• Fewest clean sheets: 0 – Australia, Cameroon, Denmark, Greece, Honduras, Italy, North Korea, Nigeria, Slovakia, South Africa

Written by 1myway1

ივნისი 25, 2010 at 10:54 PM

11.06.10-ს მოლოდინი

with 14 comments

და აი მოახლოვდა 2010 წლის 11 ივნისი. ეს დღე ჩემთვის ორი რამითაა გამორჩეული. პირველი და მეორის ფონზე თქვენთვის ნაკლებად საინტერესო, ის არის, რომ ზუსტად 3 თვე და 1 დღე ხდება რაც სიგარეტს აღარ ვეწევი. ეს კი ნიშნავს, რომ 9 წლის ასაკიდან დაწყებულ მაიმუნობას თუ არ ჩავთვლით, სერიოზულ დონეზე რაც მოწევა დავიწყე, სადღაც 19 წლიდან, მას მერე ყველაზე დიდ პაუზას ვაკეთებ. რამდენჯერმე მიცდია თავის დანებება და რაღაც პერიოდებით დამინებებია, მათ შორის ერთხელ 3 თვით, მაგრამ მერე უაზროდ მოვწიე, რააღაც ცუდ ამბავზე. ახლა კი ახალი ,რეკორდი’ მყარდება და დიდი იმედი მაქვს, ეს პაუზა რამდენიმეწლიანი მაინც იქნება, სამუდამო თუ არა.

მივიდეთ მთავართან. იწყება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრებაში – მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ფეხბურთი თითქმის შექმნის დღიდანვე არ არის მხოლოდ ფეხბურთი, გაცილებით მეტია, ეს მოვლენა კი უდიდესი რამაა ზერელე მაყურებლებისთვისაც კი. სულ რო არ უყვარს ხალხს ფეხბურთი ისინიც კი უყურებენ მსოფლიოს ჩემპიონატს და მათთვისაც რაღაც სიმბოლური მნიშვნელობები აქვს. სერიოზულ დატვირთვებს თავი დავანებოთ, ვისაც გიყვართ და ერკევევით, თავადაც იცით ყველაფერი, ჩემი ახსნა არ გჭირდებათ.

მარტო ჟოზე მაურინიუს ბრალი არ არის, ისედაც იყო ამაზე კამათი – მსოფლიოს ჩემპიონატი ჯობია თუ ჩემპიონთა ლიგა? ნუ დავიწყებთ შვარცნეგერი თუ სტალონეს და ნუ დავატოლებთ უეინ რუნებს, უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ჯამში ჩემპიონთა ლიგა, ბევრად უფრო დახვეწილი და მძიმე ტურნირია, ამ მხრივ მსოფლიოს ევროპის ჩემპიონატიც კი სჯობია ხოლმე ხშირად, რადგან იქ ხიჭაპაჭუ ნაკრებები ნაკლებია, მაგრამ… ეს ძალიან დიდი მაგრამ არის… მსოფლიოს ჩემპიონატი არის უდიდესი მოვლენა, საოცარი მნიშვნელობის და დატვირთვების, ამ მხრივ მას ვერასდროს ვერ შეედრება სხვა რომელიმე ტურნირი. ჰოდა ჩვენც ამჟამად ამ ტურნირით დავტკბეთ, სხვები არსად გაგვექცევა.

ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარება რომ გადაწყდა, ძალიან გავიხარე, რაღაცნაირად მიზიდავდა აფრიკული მსოფლიო. გადავწყვიტე პირველი მსოლფიო ეს იქნება, რომელსაც დავესწრებითქო, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, გამოირიცხა ეს ამბავი 😀 მეტიც, ეს იქნება ყველაზე მძიმე მსოფლიო ალბათ თავისულფების მხრივ, რადგან ყოველდღე უნდა ვიმუშავო 😦 მიუხედავად ამისა, მოლოდინი ისევ დიდია.

მოლოდინი და კაი მსოფლიოს იმედი დიდი კი არის, მაგრამ სრული ფიასკოს საშიშროებაც გამოიკვეთა უკვე. ძალიან არ მინდა ,კორეა-იაპონია 2′ მოხდეს და მსაჯების მხრივ იმედი მაქვს ეს არ მოხდება(თუმცა არ არის გამორიცხული), მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელებს თუ გადავხედავთ და სხვადასხვა ნაკრების მწვრთნელების მიერ განაცხადს მიღმა დატოვებულ ფეხბურთელებს… ცოტა ხნით ძალიან ცუდ ხასიათზეც კი დადგება კაცი. ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე დააკლდება მუნდიალს. ნებისმიერ მსოფლიოს აკლდება ხოლმე ერთი-ორი კაცი, სამწუხაროდ ეს გარდაუვალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთთან და ორთან არ გვაქვს საქმე.

ბავშვობიდან ვერ ვიტან ამხანაგურ მატჩებს და ახლა კიდევ უფრო შემძულდა… შესაშურ ფორმაში მყოფი არიენ რობენი, თანამედროევეობის ერთ-ერთი საუკეთესო, არანორმალურად მაგარი ფორვარდი დიდიე დროგბა და იტალიის ერთადერთი ძველი მოფანტაზისტო მოთამაშე ანდრეა პირლო, ვსიზე იდეაში ბევრი უნდა აეგო მარჩელო ლიპის… ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამხანაგური თამაშები თქვენც შეგძულდეთ 😀 რაღაც უაზრო მატჩების გულისთვის, ეს(და არამარტო) ფეხბურთელები შესაძლოა მსოფლიოს დააკლდნენ. ნუ ჯერ კიდევ არის რაღაც მიზერული შანსები და თუ შეძლებენ თამაშს როგორ ეგ ცალკე საკითხია უკვე…

გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში არეულობაა. უსაფრთხოების ზომები არ არის იდეალურ დონეზე, ქურდობა ხშირია. თან ის რაღაც საყვირები შეგვიჭამს ტვინს. ფიფამ ამ თავისი ჯინიანობით, შტერული პრინციპებითა და უაზრო ლოიალურობით, როცა საჭირო არაა, ხო გაახურა საქმე. არც ბურთი ვარგაო, ფეხბურთელების უმეტესობა უკმაყოფილოა. ბუშტივით ბურთი ყოფილა, უცნაურად ფრინავს და შესაძლოა ბევრი შორიდან გატანილი გოლი ვიხილოთ, როგორც კარგი და მოულოდნელი, ასევე კურიოზული. ასეა თუ ისე, იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი მაინც კარგად ჩაივლის.

ახლა კი მინდა მოკლედ განვიხილო შვიდი ფავორიტი და დანარჩენი გუნდები:

პარანორმალური მოვლენები

გეუბნებით მე თქვენ, დააკვირდით თქვენს გარშემო ბოლო პერიოდში რეები ხდება, მჯერა ბევრ უცნაურ და დასაფიქრებელ, ზოგჯერ საშიშ რამეს აღმოაჩენთ. ამას თავი რომ დავანებოთ, წმინდა ფეხბურთის თვალსაზრისით: ბარსელონამ კინაღამ მიჯრით ორჯერ მოიგო ლიგა(იქამდე კიდევ უარესი და მანჩესტერი იყო ამასთან ახლოს), მასიმო მორატის ინტერი ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია… სამყარო დასასრულისკენ მიექანება 😀 😛

დიახ! ესპანეთი ფავორიტია, ეს რეალობაა და არცთუ უსაფუძვლო. მართალია მე დღემდე არ მჯერა იმისა, რომ ამ გუნდმა იტალიის დამარცხება შეძლო, მაგრამ რა გაეწყობა… ისე მაურო კამორანეზის ორი მეტრიდან ცოტა უფრო ზუსტად რომ დაერტყა და რობერტო დონადონი არ ყოფილიყო იტალიის მწვრთნელი, კი ვიცი რასაც მოიგებდა ესპანეთი და როგორ შეახსენებდნენ მერე ლუის არაგონესს, აი რაული რო არ წაიყვანეო… თუმცა ეს არ ითვლება, სამწუხაროდ იტალიას დონადონი წვრთნიდა და ასეთ ნაკრებს პენალტებში, რომლებსაც ისედაც სუსტად თამაშობს, ვერ გაუმართლებდა. იქ გაისროლა ესპანეთისთვის ავრორამ, იქ მოიგო ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატი, იტალიასთან გადაწყდა ყველაფერი და მას მერე შეიძინა სწორედ ის თვითრწმენა, რომელიც ასე აკლდა ამდენი ხანი. თუმცა მთავარი კითხვა სხვა რამეშია – საკმარისი შეიძინა? ეყოფა? რაღაც ეჭვი მეპარება…

მართლა გეუბნებით მესიმპათიურება ეს ნაკრები. თავისი რეალში გაგიჟებული და წვერმოშვებული იკერ კასილიასით, ინკუბატორში გაზრდილი ხავი-ინიესტათი, ტერფიდან სეპარატისტულ კულულებამდე კატალონიელობით გამსჭვალული კარლეს პუიოლით, სევილიაში გლეხუჭობიდან ფეშენობამდე ასული სერხიო რამოსით, უცებ თავში ავარდნილი ხერარდ პიკეთი და პედრო როდრიგესით, ფეშნებოი ელ ნინიოთი, მშრომელი-შედეგიანი იქ გადასული დავიდ ვილიათი, მადრიდული დახვეწილობითა და ბარსელონური საწრყავი სისტემის ჩართვით და ერთი სიტყვით ყველაფრით, მაგრამ… ყელში ამოგვიყვანეს უკვე ზოგიერთებმა 🙂

გავიგეთ ბატონო, გაუვარდათ მეორედ და მოიგეს ეს ევროპა. ნაკრებიც დიდებულია, შემადგენლობით ალბათ ყველაზე კარგიც. პერსპექტივა ჩინებულია. მწვრთნელიც ნორმალური(მაინც გადაფასებული, ჩემი აზრით, მაგრამ ნორმალური). ოღონდ არ შეიძლება ასე რა, ყველამ თავისი ადგილი ხომ უნდა იცოდეს? 🙂 თან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას, სულ მცირე ორჯერ მეტი ძალა, გამძლეობა, შემართება, არსენალი, იღბალი და სხვა ფაქტორები უნდა, ვიდრე ევროპისას. რაც მთავარია, მე მაინც არ მგონია ესპანეთი ჯერ ფსიქოლოგიურად მომწიფებულად.

ერთი-ორი ადამიანი დამსდევს ბოლო დღეებია და მეუბნება – აი შენი იტალია რას ჰგავს, რა ნაკრები გყავთ, მაგრამ მამენტ არც არასდროს გყოლიათ, სულ უღირსად იგებდითო… 😀 დაუზეპირებიათ რაღაცა და ორი დღის გამოჩეკილი გუნდებით ბლატაობენ 😀 არ მიყვარს ასეთ დროს კამათი და იშვიათად ვკამათობ, რადგან… უნდა დაუწყო ახსნა, რომ ნამდვილი კატენაჩო 60-იანი წლების მერე არავის არ უთამაშია და ტყუილა ხმარობს ამ სიტყვას… 1934-ში იყო საშინელი დარღვევები, მაგრამ ჩეხებს ჰქონდათ ჩინებული საგოლე მომენტი ბოლო წუთებზე და რო გაეტანათ მოიგებდნენ კიდეც სავარაუდოდ, რო ვერ გაიტანეს ეს ჩვენი ბრალი არაა…არც ისაა იტალიის ბრალი წესების მიხედვით არიოლ-რეშკაში რო გაუმართლა და გავიდა ფინალში ევროპაზე. 1938-ში არც არაფერი ყოფილა, უბრალოდ აწერენ 1934-საც უაზროდ. ლეონიდასის დასვენებები და ტრადიციული პაპუასობა დამიწყეს ბრაზილიელებმა და კიდეც მიიღეს თავისი 🙂 ფიანლში კი უნგრეთი დაეცა და თუ მისმა მეკარემ რაღაც შეცდომით გაიგო, არც ესაა იტალიის ბრალი, თან მშვენიერი გუნდი ჰყავდა იტალიას მაშინ, პოცო კი გენიოსი იყო. მერე უნდა უთხრა, რომ ეგრე 1954-ში ტრავმირებულ პუშკაშს საკამთო ეპიზოდში გოლი არ ჩაუთვალეს, გერმანიამ კი აღიარა რომ აკრძალულ პრეპარატებს ხმარობდა. 1966 წელს წამპალმა ინგლისმა ჯერ ის ჩააწყო, რომ მსოფლიო მათთან ჩატარებულიყო, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს(როუზი იყო მაშინ ფიფას შეფი), მერე კი თავად ჩემპოიონატი ჩატარდა ხარვეზებით, რაც ბახრამოვმა დააგვირგვინა. გერმანიამ ზუსტად 1:0 დაასრულა თამაში როცა დასჭირდა, არგენტინამ კი მშვენიერ პერუს არარეალურად დიდი სხვაობით მოუგო. მარადონამ ხელით გაიტანა და გადაგვაყოლეს, მაინც მაგარი გოლი იყოო. არგენტინელებმა ბრაზილიელები მოწამლეს ერთხელ. 2002 თავიდან-ბოლომდე მარაზმი იყო მრავალი მიზეზის გამო, რითაც ცხადია, ბრაზილიამ ისარგებლა საბოლოოდ… და კიდევ უამრავი ფაქტის ამოქექვა შეიძლება. ამიტომ, სანამ დაზეპირებული სტერეოტიპებით ისაუბრებთ, უნდა დაფიქრდეთ მეგობრებო და გაერკვიოთ კარგად.

სწორედ ასეთი ხალხი მაიძულებს დავდგე ესპანეთის პროტივზე, რომელიც მესიმპათიურებ(ოდ)ა. თან ეს უაზრო აჟიოტაჟი… უეჭველი მოიგებს და ასე შემდეგ…კარგით რა. მით უმეტეს, ფავორიტად შერაცხული გუნდი(ბრაზილიის გარდა, პაპუასებისგან ყველაფერი მოსალოდნელია ყოველთვის), ვერ იგებს ხოლმე ჩემპიონატს, ამ ცრურწმენებსაც აქვს რაღაც მნიშვნელობები.

მოკლედ, ნაკრები უდავოს კარგია, შემადგენლობაც სრულად ჰყავს სხვებისგან განსხვავებით და ვნახოთ რა… ჩვენ არ გვინახავს ამ ფორმაციის ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრების ჭიდილი ანუ როგორ ეთამაშება ესპანეთი ბრაზილიას. დიდი შანსია, გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდეს.

არაპაპუასი პაპუასები

მე მთავარ ფავორიტად სწორედ ბრაზილია მიმაჩნია. ჩემდა საწმუხაროდ, ინგლისსაც დიდ შანსს ვაძლევ და თან როცა იტალიას ასე უჭირს… ძალიან მძმიმე მსოფლიოა ამ მხრივ ჩემთვის 😀 ჩემი ფავორიტი ნაკრები გასაჭირშია და ორი ყველაზე საძულველი ნაკრები სწორედ ჩემივე ხედვით და რეალურადაც ფავორიტები არიან.

რატომ ბრაზილია? იმიტომ, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფინტაობა, ყურით კენწვლა, ტემპი და ჟონგლიორობა არ არის. ამისთვის ცირკი, თეატრი და სხვა ადგილები არსებობს. ფეხბურთი ბევრი რამაა ერთად და ბრაზილიას სწორედ ის ხდის ყველაზე საშიშ ნაკრებათ, რომ მინდორზე გავა 11 პაპუასი, საოცარი ტექნიკური არსენალით და ითამაშებს არა ტრადიციულ ბრაზილიურ, არამედ ევროპულ ფეხბურთს… ჰოდა, მიდი და მოუგე ასეთ ნაკრებს, ძალიან ძნელი იქნება, ძალიან.

დუნგას პლუსი სწორედ ეს არის, რომ ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს და ჰყავს მაქსიმალურად ცოტა ყურით მკენწლავი. აქცენტს აკეთებს ეფექტურ ეფექტიანობაზე და არა ცარიელ ეფექტურობაზე. ,ჭეშმარიტი ბრაზილიის’ ქომაგებს ეს ნაკრები არ მოსწონთ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს… სახალისოა 😀 თუმცა ერთადერთი იმას ვეთანხმები, რომ ცოტა ნამდვილად გადაამლაშა, გულის გასახარებლად ერთი ტინგიცა მაინც ჩაესვა წინ, რონალდინიო მაგალითად. პატოც დატოვა. ცოტა ზემდეტი კი მოუვიდა, მაგრამ ნაკრები მაინც ძალიან კარგი ჰყავს.

დიდებულ ფორმაში მყოფი ჟულიო სეზარი გოლს არ უშვებს ფაქტობრივად. მის გარეშეც, დონი და გომესი მშვენიერი მეკარეები არიან. ამ რგოლში ასეთი ძლიერი შემადგენლობა არ ღირსებია ბრაზილიას, სეზარინაირი მეკარე კი საერთოდ არ ჰყოლია. დაცვაში ისეთი არჩევანი აქვს, რომ რა ვიცი, თან შეტევაში ყველა სასარგებლოა, დაუღალავები არიან და მოკლედ… ნახევარდაცვაში შედარებით ჩამშლელებიც ჰყავს და შემტევებიც, არანაირი პრობლემა. თავდასხმაზე წუხს ბევრი ყველაზე მეტად. მესმის, რონალდოს მერე… მაგრამ ის ლუიშ ფაბიანო იქნება ბევრს რომ გაამწარებს. რობინიოც იტინგიცებს თავისებურად, მე მისი არ მჯერა მაინც, მაგრამ დუნგა კარგად იყენებს. ხოლო ნილმარი და გრაფიტე, იმაზე გაცილებით მაგრები არიან, ვიდრე ბევრს ჰგონია.

კაპელო არ დაგვღუპო…

 

ვიტორიო პოცოს, ენცო ბეარზოტისა და მარჩელო ლიპის მერე, ფაბიო კაპელოს შეუძლია გახდეს მეოთხე იტალიელი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, რაც საოცარი შედეგი იქნება. თუმცა ამისთვის მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეს ინგლისი, რაც მარაზმი იქნება 😀 😀 😀 (ჩემი აზრით ცხადია და არამარტო ჩემით :P)

ამ მახინჯ ნაციას, ბოლო წლებში სულ კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. ბოლოს ტუგადუმ თავში შეუშვეს, რომ კარგი მწვრთნელი უნდა ნაკრებს და ცხადია, იტალიელს მიმართეს. ვკაიფობდი რომ წუწუნებდნენ სანახაობრივ ფეხბურთს არ ათამაშებს ნაკრებსო… ტიპმა უპრობლემოდ მოაგებინა შესარჩევი(ისე მეგონა მოხსნიდნენ, ამ უნიჭოებისგან ხო არაფერია გამორიცხული :D) და ესენი ისე წუწუნებდნენ თითქოს სულ ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდეთ, როგორებიც დელ პიერო, ტოტი, ბაჯო, ბერხკამპი და სხვანი არიან. ნაკრების ყველაზე ტექნიკური მოთამაშე ჯო კოულია(მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მრავლისმეტყველია) და ესენი წუწუნებენ ლამაზ ფეხბურთს არ გვათამაშებსო 😀 ან რა არის ლამაზი ფეხბურთი? დელივერი-თავი დელივერი-თავი დელივერი-თავი და ცხენებივით სირბილი ხო? 😀 😀 მართლა სასაცილოა 😀

სასაცილო კი არის, მაგრამ ბოლოს გაღიმებული არ დაგვტოვონ ჩვენ. კლიმაქსიანი კაპელოც კი ძალიან საშიშია. გუნდი ნამდვილად ჰყავს და იცის როგორ გამოიყენოს. ძალიან სახიფათო ნაკრები იქნება ინგლისი. ჩემი აზრით ნახევარფინალამდე მისვლის ურეალურესი შანსი აქვს და აი მერე უკვე მართლა ყველაფერი შესაძლებელია, სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება და ამდენი ხნის მერე ფინალში გავიდეს ინგლისი და წააგოს, არა მგონია.

რიო ფერდინანდის დამტვრევა დანაკარგია ცხადია, მაგრამ შეუცვლელი არ არის რიო. თან ეს ღორი და ამაზრზენი რუნი მართლა კარგ ფორმაშია, თუ ძველებურად არ გაფსიხდა, რამე არაკაცური არ ჩაიდინა და წითელი არ აირტყა ისევ ან ტრავმა. პორტუგალიაც არ არის ხოდზე, რომ გამოაგდოს ესენი 😀 მოკლედ, მძიმე სურათია

მესია?

ლიონელი მესია და ებრძვის დემონ მარადონას 😀 😀 არგენტინა ჩემპიონატის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი უნდა იყოს, რომ არა დიეგო არმანდო მარადონა 😀 ახლა კი, დიდი დიეგოს წყალობით, მხოლოდ ზემოთ ხსენებული ნაკრებების მერე მოიაზრება და არც ესაა უსაფუძვლო. მარადონამ მოახერხა და მსოფლიოზე ძლივს გაყვანილ ნაკრებს რამდენიმე მშვენიერი ფეხბურთელი მოაკლო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მომგები ხავიერ ძანეტი და ესტებან კამბიასო.

ორივე ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნებოდა. ასაკიც არაფერ შუაშია, სადაც ხუან სებასტიან ვერონი ნაკრებშია… უბრალოდ, ვერონი ფეხს კარგად გრეხს და მოჭრილ პასს აკეთებს, მარადონასთვის კი მთავარი ესაა. ნაკრებშია მარტინ პალერმოც… უკომენტაროდ. გარსე, ბოლატი, პასტორე… მოკლედ ძნელია. მარადონე ეტა ი ბიდა ი რადასტ არგენტინცავ 😀

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სანამ ეს ქვეყანა დიეგოს კომპლექსიდან არ გამოვა და არ მოეშვება მარადონაზე მასტურბაციას და ჩვენც ტვინს აღარ გადაგვჭამს, მანამდე ძნელი სავარაუდოა რამე ეშველოს. არ შეიძლება ყველა ბავშვი დააკომპლექსო იმით, რომ მომავალი მარადონა უწოდო, ასე უამრავი ახალგაზრდა დაკარგა არგენტინამ. ეს მესი დიეგოსავით იტალიურ სისხლნარევია უბრალოდ 😛 და თან იმათმა გაიტაცეს ინკუბატორში და გამოჩეკეს კარგად და ამიტომ გამოვიდა ასეთი, თორე ამასაც გააფუჭებდნენ.

დაცვა და მეკარე არგენტინის მთავარი პრობლემა იქნება. მარტო ვალტერ ,კედელი’ 😀 სამუელი ვერ გასწვდება ყველაფერს. შეიძლება ნახევარდაცვაში უფანტაზიობამაც იჩინოს თავი, ვერონი ბებერია, მასკერანო ჩამშლელი… მაგრამ იქ არიან სხვებიც და რაც მთავარია მაქსი როდრიგესი და ანხელ დი მარია. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ ვნახე, დი მარიას თამაშმა გაცილებით დიდი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე მესისამ. ამ ბიჭის ბურთაობას ძალიან ველოდები და ვფიქრობ, მაგარი ვინმე უნდა დადგეს საბოლოოდ.

აი თავდასხმაში არაფერი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს არგენტინას თუ პალერმო ყველა თამაშში ძირითადში არ იქნება 😀 და თუ სწორად გამოიყენებენ თავდამსხმელებს. არიან ტევესი, დიეგო მილიტო, იგუაინი, აგერო და თავად მესი, რომელზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ათრევს არგენტინას და იქნება მესია, მაშინ ვინ იცის, ეგებ ისეთმა სუსტმა მწვრთნელმა, როგორიც მარადონაა, მსოფლიოს თასიც კი აღმართოს ამ ამპლუაში და მერე ხო საერთოდ ვეღარ გავაჩერებთ მარადონისტებს.

ისე, მგონია, რომ იქნება ერთი მატჩი, როცა მინდორზე ოთხ ნომინალურ ფორვარდს ვიხილავთ. ოღონდ მერე რა მოხდება არ ვიცი, უფრო წააგებენ.

88

ჰაილ ჰიტლერი იქით იყოს და სულ მცირე 88 მიზეზის თავისუფლად ჩამოთვლა შეიძლება თუ რატომ არ და ვერ უნდა გახდეს გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა ამ ყველაფრის პასუხად, კმარა მხოლოდ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს ის ფავორიტების რანგში – იმიტომ, რომ ეს გერმანიაა.

არასოდეს არ უნდა იყო მშვიდად გერმანიასთან და არასოდეს არ უნდა გამორიცხო ის ფავორიტებიდან, თუნდაც ასეთი დაბეჩაევბულიც კი. პირველ რიგში 90-იანებზე და ძველ ფეხბურთზე ნოსტალგიით რომ ვსაუბრობთ, სწორედ გერმანია მომყავს მაგალითად. შეხედეთ ძველ გერმანიას და ახლანდესლ. იმ ნაკრებებში ყველა ლიდერი და ნამდვილი ფრიცი იყო. ახლა კი ვიღაც ტიპები არიან შეყრილები და წვალობენ რაღაცას. ძალიან დასანანია… თუმცა რაღაც მომენტში ის შეუპოვრობა და გერმანული სული, ფერმკრთალად მაინც ჩანს და იგრძნობა. ამიტომ, უბალაკოდაც კი(ჯერ იმ გერმანიას რა ვუთხარი, ბალაკი რომ ლიდერია), ნუ ჩამოვწერთ ამ დიდ ნაციას.

როგორც ყოველთვის?

შეუძლებელია ფავორიტებში არ მოიხსენიო ასეთი კარგი ნაკრები. მით უმეტეს, როცა რობენი და სნეიდერი ასეთ ფორმაში არიან(იყვნენ). არის ვან დერ ვაარტი, დაუღალავი კუიტი, სწრაფი ბაბელი, გამტანი ჰუნტელაარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბერტ ვან მარვიიკიც არა ფოე-ფოე, მაგრამ კარგი სპეციალისტია. თუმცა ეჭვი მაქვს, ჰოლანდია როგორც ყოველთვის, ისევ ჩავარდება. გუნდის მთავარი სისუსტე დაცვაა და მაინც მგონია, რომ ეს ნაკრები არ არის აწყობილია მექანიზმი და მხოლოდ ინდივიდუალურ ოსტატობასა და ქაოტურად მიღწეულ შედეგზეა დამოკიდებული.

სიმართლე გითხრათ, წინა წლებში უფრო დარწმუნებული ვიყავი ხოლმე, რომ ჰოლანდია ჩავარდებოდა. ახლა ისეთი საყოველთაო აჟიოტაჟის არ არის მაგარი ნაკრებია მაგარი ნაკრებიაო(არადა არის) და იქნებ სწორედ ახლა ქნან რამე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩავარდებიან. ეს ხომ ასეთი, ნუ მიწყენთ და ,სულით არასერიოზული’ გუნდების ბედისწერაა(ბარსელონა და სხვანი). ხანდახან წარმატება, იშვიათად საერთაშორისო დონეზე. მუდამ ლამაზი თამაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩავარდნა და ბოლომდე ვერ მისვლა. ტრადიციული სცენარია და მერე მარტო ,ეგაა ფუტბოლი აბა სვარკა რად მინდა’ არ შველის ამას.

და ეს არის იტალია?

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ამჟამად სწორედ იტალიაზე საუბარია. ვერ ვეგუები უფანტაზისტო ნაკრებს და ვერც შევეგუები. მარჩელო ლიპი ჩემი ყველაზე საყვარელი მწვრთნელია, მაგრამ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხვდები ყველაფერს რა რატომ გადაწყვიტა და რა გზა აირჩია. დონ მარჩელოს თავისი ხედვა აქვს და მასზე ვერასდროს ვერავინ ახდენდა ზეწოლას, ვერც ახლა მოახდინა ვინმემ. თუმცა არ მინდა ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდეს და ლიპი ტრაპატონისა და არიგო საკის, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს შევადარო. თუმცა დონ მარჩელო ნებისმიერ შემთხვევაში საკიზე მაღლა იქნება და მიუხედავად დიდი პატივისცემისა და მიწევებისა თუ დამსახურებისა, ტრაპზეც მაღლა. ჯოვანის სასწაული კლიმაქსი ჰქონდა ნაკრები რო ჩაიბარა, იმედია, ლიპისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ… არც დელ პიერო(კაი ბებერია, არადა როგორ მიჭირს ამის თქმა და როგორ სიამოვნებით წავიყვანდი, მაინც საჭირო იყო), არც მათჯოხი ტოტი(წავიდა ნაკრებიდან და ვერ დაიყოლიეს ვთქვათ), არც გლეხი და ამაზრზენი მიკოლი(ნუ ეს არც მინდოდა, მაგრამ მაინც), ეს ხულიგანი კასანო მაინც წაიყვანე რა, აღარ არის ისეთი აჭრილი და რაღაც განსხვაევბულის შემოთავაზება შეუძლია… მაგრამ არა, როგორც ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, ლიპიმ ყველანი გარეთ დატოვა და გადაწყვიტა, რომ ფანტაზისტას როლი ანდრეა პირლომ და ანტონიო დი ნატალემ უნდა შეითავსონ.

მოვადექით ამ თემასაც… პირლო დაიმტვრა და დიდი შანსია ვერ ითამაშოს, რაც ვინ იცის ეგებ უკეთესიც იყოს, მისი წინ ამოწევის გეგმა ჩაიშლება, ტიტულის შემნარჩუნებლები ჩვენ ალბათ მაინც არ ვართ, მომავალში მაინც პირლოს გარეშე უნდა ვითამასოთ და ეგებ სხვებს მიეციეთ შანსი. სხვებს რა, სავარაუდოდ მონტოლივოს, რომლისაც ასევე არ მჯერა.

რაც შეეხება ანტონიო დი ნატალეს, მოვესწარით ასეთ რამესაც, რომ იტალიის მაგიური ათნომრიანი მაისურა, კი ბატონო ბევრი გოლის გამტანს, ტექნიკურსა და მშრომელს, მაგრამ მაინც გლეხ და არა ,იმ დონე’ ტოტო დი ნატალეს აცვია. ეს უკვე მრავლისმეტყველია და იტალიის პრობლემებზე მიუთითებს. ღმერთმა ქნას დი ნატალემ დაიმხოს და საერთოდ იტალია ჩემპიონი გახდეს, მაგრამ მეეჭვება რაღაც. ტოტო გადამწყვეტ მომენტში სავარაუდოდ ისევ ჩაისვრის, ჩვენ კი მთავარია სამარცხვინოდ მაინც არ გამოვვარდეთ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ბუფონს ახლა იდეალური პერიოდი არ უდგას, მაგრამ ჯიჯი ჯიჯია და პრობლემა არ გვექნება. აი ასეთი დაცვა კი კარგა ხანია არ მახსოვს იტალიას ჰყოლოდეს. მხოლოდ კიელინის იმედად ვერ ვიქნებით. მე რო ვიყო კანავაროს სულ ამოვაგდებდი, უკვე პოზიციასაც ვეღარ იჭერს ფაბიო, დაბერდა და ძაან გაიდირკება. დააყენოს ბარემ ის ბონუჩი და ეგ იქნება. ფლანგებზეც გვიჭირს. ძამბრო არ ვიცი რამდენად გაქაჩავს, მაჯო გამუცდელია სანაკრებოდ. მოკლედ მძიმე სურათია.

ნახევარდაცვაში გატუზოსა და პეპეს ხილვა ძალიან მგრუზავს, მაგრამ ჩავთვალოთ რომ მაესტრომ უკეთ იცის 😦 ჩემი ფავორიტის კლაუდიო მარკიზიოს იმედზე ვარ. ასევე რომაელი მაგრამ ლიუბიმჩიკი დანიელე დე როსის იმედზე. დანარჩენი ჯერ გაურკვეველია, ვის ტრავმა ექნება და ვის არა. ზუსტად ეს ტრავმებიღა გვაკლდა რა.

თავდასხმაში დი ნატალეს გარანტირებული აქვს ადგილი 😀 გამოკვეთილი ფორვარდი თავიდან ალბათ ჯილარდინო იქნება და მერე პაცინით ჩაანაცვლებს, საერთოდ ორივე ძალიან მომწონს და ორივეს დიდ წარმატებას ვუსურვებ. იაკუინტას დაყენება ფლანგზეც შეუძლია და დიდწილად ამის გამო ჰყავს ეს კიდევ ერთი გლეხი, მაგრამ ძალიან მშრომელი. აი კუალიარელამ კი უნდა დააფასოს, რომ ბორიელოსა და რაც მთავარია ჯუზეპე როსის შორის ის არიჩია ლიპიმ და თავისებურად უნდა გაისროლოს ფაბიომ, როცა შანსი მიეცემა. მოკლედ, ქომაგის სენია და რაღაც მიზერული იმედის ნაპერწკალი მაინც მაქვს 😀

სხვანი:

საფრანგეთი – ყველაფრის მერე, რომ გუნდის მწვრთნელი ისევ ოფიციალური სლე რაიმონ დომენეკია, არ შეილძება ამ გუნდმა რამეს მიაღწიოს. ძალიან მძიმე ნაკრები ჰყავთ ფრანგებს, სულაც ჯგუფში არ ჩარჩნენთქო ვფიქრობ, მაგრამ ალბათ იბობღებენ ცოტას.

პორტუგალია – დაახლოებით იგივეს ვიტყოდი. არ მჯერა, რომ კარლუშ კეირუშის ნაკრები რამეს მიაღწევს. თან დიდი პატივიცემის მიუხედავად, რონალდუ მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებს და შემადგენლობა არცთუ სახარბიელოა, განსაკუთრებით თავდასხმაში – უგო ალმეიდასა და ლიდსონის იმედზე ყოფნა ძნელია.

კოტ დივუარი – ჩემი და არამარტო ჩემი აზრით ამჟამად აფრიკის აშკარად საუკეთესო გუნდი, რომელსაც წარმატებას ვუწინასწარმეტყველებდი, მაგრამ თუ დროგბა ვერ ითამაშებს, შანსები ნახევრდება.

განა – ასევე მშვენიერი გუნდია, მაგრამ მიკაელ ესიენის არყოფნა მარტო განასთვის კი არა, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არის ძალიან ცუდი. მის გარეშეც, გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა და ესიენით ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა.

აშშ – მშვენიერი ნაკრებია. ამერიკელები იხვეწებიან და პროგრესირებენ, თაობათა ცვლამაც არ შეუშალათ დიდად ხელი და ვფიქრობ ნებისმიერისთვის არცთუ სასიამოვნო მეტოქეები იქნებიან.

პარაგვაი – ყველამ ვნახეთ თუ როგორ ითამაშა პარაგვაიმ შესარჩევი. ვინძლო ბევრი გაამწაროს ამ გუნდმა და მეშინია, მათ შროის იტალიაც არ მოხვდეს.

ჩილე – ანალოგიურის თქმა შეიძლება ჩილეზეც, ძალიან მესიმპათიურება ეს ნაკრები. სამორანო-სალასის მერე ასე აღარ ყოფილა.

მექსიკა – მექსიკელები მუდამ მომწონან ხოლმე და ცუდი გუნდი ფაქტობრივად არც არასდროს ჰყავთ. სულ ბოლომდე იბრძვიან და რაღაც პატარა აკლდებათ ხოლმე დიდ ნაბიჯამდე, დიდი გუნდი გაგდებამდე და მერე ვინ იცის ეგებ გაეხსნათ კიდეც… თავისი მუღამები აქვს ამ ნაკრებს, სხვანაირი.. იმენნა ტიპაჟები ჰყავს სხვადასხვა შემადგენლობაში.

სერბეთი – ჭეშმარიტად გუნდი გამოცანაა. თითქოს მძლავრი, მშვენიერი შემადგენლობით, რომელშიდაც ახალგაზრდებიც არიან და ვეტერანებიც, კარგი ნაზავია… მაგრამ უცებ შეილძება სრული ფიასკოც განიცადოს, ვერ გაუგებ ამ სერბეთს ვერაფერს. თავდასხმაში რაღაც ვერ არიან ჯანზე.

ურუგვაი – ჩემი აზრით, ეს ნაკრები იმაზე მეტ ყურადრებას იმსახურებს, ვიდრე ექცევა. ასეთი ნორმალური, შეკრული ურუგვაი არ მახსოვს კარგა ხანია. ყველაზე სუსტი წერტილი მეკარეებია. ძირითადი გოლკიპერი ფერნანდო მუსლერაა, რომელსაც უყვარს ტრუხა გოლების გაშვება. ნახევარდაცვაც არ ბრწყინავს, მაგრამ არიან იქ იგროკები. აი დაცვა და განსაკუთრებით თავდასხმა საკმაოდ სოლიდურია. წინ ლეგენდარული ,ბოტებიანი’ აბრეუს გარდა, სუარესი, კავანი და ფორლანი არიან.

კამერუნი – ნახევარდაცვაში ასეთი უფერული კამერუნი რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე არ მახსოვს. თუმცა მაინც მგონია, რომ გუნდი მოუმატებს და ეტოოსა და კომპანიას შეუძლიათ ერთი-ორი მწარე სიტყვის თქმა.

სამხრეთ აფრიკა – ისეთ ჯგუფში არიან, დიდი შანსია ის მოხდეს, რაც იშვიათად ხდება ანუ ტურნირის მასპინძელი ჯგუფშივე ჩარჩეს. წილისყრის დროს რომ არ იმაიმუნეს ძალიან მესიამოვნა, ალალად მოხვდნენ რთულ ჯგუფში და თუ მაინც გავლენს საღოლ მაშინ, თუმცა შემადგენლობა ხელს არ უწყობთ. პიენაარი რას იბურთავებს ვნახოთ ერთი.

დანია – ეჰ, სადღაა ,ის’ დანია. ძალიან ბევრი სუსტი წერტილი აქვს ამ ნაკრებს. მგონია, რომ გადაიწვება და ვერ გაქაჩავს.

საბერძნეთი – მეკარიდან დაწყებული, ნახევარდაცვის ჩათვლით, ხერიოზული ხარვეზებია ამ სერ გუნდში. ვნახოთ ნინისი თუ იზამს რამეს.

ნიგერია – ჩვენ რომ ნიგერია გვახსოვს ეს მხოლოდ იმის აჩრდილია. დარბიან და ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ ბევრში არაფერში ეყოფათ, ჩემი აზრით.

ავსტრალია – დიდ წილად ის ავტრალიაა, რაც ბოლო წლებში იყო, თავისი გრელათი, ემერტონით, კეჰილით, ბრეშიანოთი და ა.შ. თუმცა თავდასხმაში მცირე არჩევანია ძალიან. ვნახოთ ჯოშუა კენედი და ჰარი კიუელი რას შემოგვთავაზებენ.

შვეიცარია – თქვენი არ ვიცი და მე ჯიუტად მესიმპათიურება ეს ნაკრები და ველი, რომ რაღაცას იფაფხურებს.

სლოვაკეთი – სლოვაკეთის პრობლემებია გამოუცდელობა და ძალიან სუსტი მეკარეები. თორემ ისე ბრძოლისუნარიანი გუნდია. შკრტელი, ჰამშიკი, სესტაკი, ვიტეკი… ამ ფეხბურთელებს ძალუძთ მაღალ დონეზე თამაში. საერთოდ ჰამშიკი კაი ხანია სერია ა-ში საოცრებებს შრვება და იუვეში მინდა ძალიან. უნდა ვაბლატაო მარეკა ამ ჩემპიონატზე 😛

სლოვენია – საშინლად უსახური და ერთფეროვანი გუნდია. არაფრისგან კი იცის ხოლმე შედეგი მიღწევა, მაგრამ მე კრახს ვუწინასწარმეტყველებ.

სამხრეთ კორეა – ირბენენ რამდენიც შეეძლებათ და ეგაა რა 😀

იაპონია – ეს ნაკრები მომწონდა ბოლო წლებში, რამდენიმე ძველი სახე შემორჩენილია. ვნახოთ რას იჯადოქრებს შუნსუკე ნაკამურა და რამდენ გოლს გაიტანს საკუთარ კარში ტულიო.

ალჟირი – უცნაური იყო ალჟირის მოხვედრა მუნდიალზე, მაგრამ კი დაიმსახურეს. გეცოდინებათ, ჰყავთ 2-3 მეტ-ნაკლებად ცნობილი და კარგი ფეხბურთელი. თუმცა ბევრს ვერაფერს უნდა გახდნენ.

ახალი ზელანდია – ავსტარლიის აზიაში გადასვლა და მსოფლიოს საგზური, როგორც იქნა ეღირსა ახალ ზელანდიას. ამ ნაკრებს პირადად მე ყველაზე ცუდად ვიცნობ. განსაკუთრებულს ალბათ ვერაფერს შემოგვთავაზებს.

ჰონდურასი – კოსტა რიკის ცუდი ვარიანტია რა, გაგიტანს სამს, გაუშვებს შვიდს. თუმცა ძალიან ხელწამოსაკრავ მეტოქედ სულაც არ ვთვლი. ჰყავს პალასიოსები, სუაზო, პავონი…

ჩრდილოეთ კორეა – იმდენად ამაზრზენი ქვეყანაა, რომ იმედი მაქვს, მწარედ დამარცხდება ყველა მატჩში.

პროგნოზი:

A ჯგუფი – სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ურუგვაი, საფრანგეთი

რთული ჯგუფია ძალიან, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ალბათ მაინც საფრანგეთი და მექსიკა გავლენ.

B ჯგუფი – არგენტინა, ნიგერია, სამხ. კორეა, საბერძნეთი

არგენტინა უპრობლემოდ გავა, აი მეორე გუნდი კი ძნელი პროგნოზირებადია, საბერძნეთი მსოფლიოზე სუსტია და მაინც ნიგერიას ვიტყვი. არც კორეა დამვიწყებია მთლად 😀

C ჯგუფი – ინგლისი, აშშ, სლოვენია, ალჟირი

ინგლისს არ გაუჭირდება და ჩემი აზრით, არც ამერიკას გაუჭირდება გასვლა.

D ჯგუფი – გერმანია, სერბეთი, განა, ავსტრალია

ჩემთვის ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი ჯგუფი სწორედ ეს არის, რასაც ჰქვია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ მართლა 😀 განა გამყავს ჯგუფიდან და ალბათ გერმანიასთან ერთად. თუმცა არ გამოვრიცხავ გერმანია სერბეთმა ჩატოვოს, მით უმეტეს ავსტრალიაც იბრძოლებს.

E ჯგუფი – ჰოლანდია, დანია, კამერუნი, იაპონია

ჰოლანდია სულ რიხინ-რიხინით უნდა გავიდეს. იაპონიას კონკურენტუნარიანი გუნდი არ ჰყავს. ამჟამად არც დანია გლიჯავს და არც კამერუნი, მე მგონი მაინც აფრიკელები იმარჯვებენ.

F ჯგუფი – იტალია, პარაგვაი, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია

სლოვაკეთმა თავდაჯერებულად თუ ითამაშა, ვინ იცის ამ ჯგუფში რა მოხდება… მაინც ვიტყვი, რომ იტალია და პარაგვაი გავლენ, მაგრამ… რეალური შანსია იმის, რომ პარაგვაიმ მოიგოს ჯგუფი, ხოლო იტალიასა და სლოვაკეთს შორის პირად ამბავში ან ბურთებში გადაწყდეს ყველაფერი.

G ჯგუფი – ბრაზილია, პორტუგალია, კოტ დივუარი, ჩრდ. კორეა

ბრაზილია გავა ცხადია და მეორე გუნდი კოტ დივუარი იქნება ულაპარაკოდ თუ დროგბა ითამაშებს. ისედაც ექნებათ შანსი, მაგრამ გაცილებით ნაკლები და უდროგბოდ ალბათ პორტუგალია გავა, მაგრამ ეგეც ძალიან მეეჭვება.

H ჯგუფი – ესპანეთი, ჩილე, შვეიცარია, ჰონდურასი

ეს მხიარული და უხვგოლიანი ჯგუფი იქნება, ესპანეთი და ჩილე გავლენ

დანარჩენზე მერე ვისაუბროთ 🙂

ესეც ძალიან მაგარი ჰიმნი, რაღაცნაირია, აფრიკას რომ შეეფერება, ტექსტითა და მუსიკით, მე მომეწონა. ალბათ 90-ს მერე ასეთი კაი ჰიმნი არ ყოფილა 😛

და ასევე ძალიან მაგარი რეკლამა

პ.ს.

 შამანები

მე ვიცი ყველაზე მეტად ვის არ გაუმრთლებს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ესენი არიან აფრიკელი შამანები, მჩხიბავები, ჯადოქრები… ხანდახან თან რომ დაჰყავთ და შელოცვებს, რომ აკეთებინებენ ხოლმე. მათი მთავარი თავის მართლება ის იყო ხოლმე, ჩვენი ჯადოები აფრიკის კონტინენტის გარეთ არ ვრცელდებაო… ჰოდა, ახლა სავარაუდოდ, აფრიკული გუნდი ისევ ვერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი და რაღაც მოიმიზეზებენ? ვერც ვერაფერს და სწორედ იქ დაერხევათ 😀

 პ.პ.ს. ხო, ვიცი რომ ცუდია. სულ არ ვიყავი მუღამზე, მაგრამ რატომღაც თავი ვალდებულად ჩავთვალე რამე დამეწერა და ,მოვალეობის მოხდის მიზნით’ დავხარჯე ამდენი დრო წერაში

Written by 1myway1

ივნისი 9, 2010 at 1:19 AM

უგვირგვინო მეფეები 4

with 14 comments

ესეც მეოთხე ნაწილი და მოახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატი… ჰოდა მალე ჩვენც მისი ცქერით დავტკბებით. ამიტომ, უგვირგვინო მეფეების გაგრძელებას ივნისში ნამდვილად არა და ალბათ ივლისშიც არ დავწერ, აგვისტო-სექტემბრიდან გავაგრძელოთ მაგარი ხალხის გახსენება, იქამდე, სხვა ციებ-ცხელებით ვიქნებით შეპყრობილნი 🙂

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ უმეტესობა ამ პატარა მოგონებებისა დავწერე დღეს, ჯერ კიდე ნასვამმა და მერე პახმელიაზე მყოფმა. ეს დიდად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ პახმელიაზე ცოტა ცუდად ვიყავი და სხვანაირი ენით დავწერე, თუ ვინმეს არ მოეწონება, მე მაპატიეთ 😀 განა რამე განსაკუთრებულად სხვანაირით, უფრო ჯიგრულად ჩემი აზრით, მაგრამ არა კლასიკურად და ადგილ-ადგილ შესაძლოა ცოტა მძიმედაც, ზოგან კი პირიქით ზედმეტად მარტივად. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბლოგია და ფეხბურთზე ,ჟურნალისტურად’ წერა მრავალი წლის მანძილზე მეყოფოდა და მომავალშიც მეყოფა. ამიტომ, ბლოგზე უფრო სხვანაირად მირჩევნია, როდის როგორ რა, თორემ ხშირად ისე უნდა დაწერო და კი არ ვამტყუნებ, პირიქით, კარგია, რაც მეტი ეცდება, მით უკეთესი. აი რამდენს გამოუვა ეს ცალკე თემაა 😀 უბრალოდ, ერთმანეთში არ აგვერიოს, მოყვარულობა, ჟურნალისტობა და ბლოგერობა. ზოგი სამივე ერთადაა, ზოგი ორი, ზოგი მხოლოდ ერთი 😀 ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა ერთზე – რა გინდა მშვენივრად წერსო, თან რამდენი ხანია ბლოგერია და ე.ი. ჟურნალისტიცო, ერთი და იგივეა ფაქტობრივადო… 😀 მე გამეღიმა და აღარ ვუპასუხე არაფერი, დამეზარა და თან აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ის ადამიანი და სხვანი მართლა მუშაობენ ახლა ჟურნალისტებათ(რატომ და როგორ ეს ცალკე თემაა უკვე). ჰოდა, მოკლედ არა არის ერთი ბლოგი და ჟურნალისტობა, დაივიწყეთ ეს 😀 მთავარია, ვისაც რა უნდა ის აკეთოს და სცადოს, რომ კარგად აკეთოს, როგორც გამოვა გამოვა. პირიქით, მე სულ ალალისა და ბუნებრივის მომხრე ვარ. ახლაც ამას ვაწვები, მაგრამ ნუ გავაიგივებთ ჟურნალისტიკას ბლოგერობასთან, არც ისე ადვილი საქმეა ჟურნალისტობა, როგორც ერთი რიგითი ცუდი ჟურნალისტი, ისე ვამბობ ამას 😀
შევეშვათ ახლა ამ გადახვევას და ვისიამოვნოთ მშვენიერი ხალხის გახსენებით(და არც წინა ნაწილები არ დაივიწყოთ):

1). მეტიუ პოლ ,მეტ’ლე ტისიე

ძალიან დახვეწილი ვინმე იყო მინდორზე.  სახელიც კარგი დარჩა, ბევრს მისდამი მოწიწებითი დამოკიდებულება აქვს და ცოტა ზედმეტი ინგლისური სისულელეები, მაგრამ ზოგს უხდება ეს მიდგომები დე ლე ტისიეც ამ რიცხვშია. მშვენიერმა ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც 1968 წლის 14 ოქტომბერს ჯერნსიში ფოე ფოე დვიჟენიაში დაიბადა, მთელი საკლუბო კარიერა საუთჰემპტონში გაატარა. წმინდანების მაისურით ამ ქარიზმატულ ფიგურას 444 მატჩი აქვს ჩატარებული და 162 გოლი გატანილი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში იგი მხოლოდ მაიკ კენონს ჩამორჩება. ლე ტისიეს ასევე ერთი საინტერესო მიღწევა ეკუთვნის, იგი გახდა პირველი ნახევარმცველი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 100 და მეტი გოლი გაიტანა. მშვენიერი თამაშის გარდა, იგი გამოირჩეოდა უშუალოდ პენალტების შესაშური შესრულებით. 49 პენალტიდან ლე ტისიემ 48 გაიტანა და ის ერთი, ნოტინგემ ფორესტის მეკარემ მარკ კროსლიმ აუღო, ისიც მაგარი ჩუვაკია თავის მხრივ 😀 დიდწილად ასეც არის ცნობილი, ერთადერთი მეკარე, ვინც მეტიუ ლე ტისიეს პენალტი არ გაუშვა 🙂 მეტის პირველი გუნდი ვეილ რეკრეიშენი იყო, მაგრამ მალევე საუთჰემპტონში აღმოჩნდა და 1986 წელს უკვე წმინდანების ძირითად გუნდში იყო, სადაც დაასრულა კიდეც სათამაშო კარიერა 2002 წელს. ორმაგად შემიყვარდა მას მერე, მანჩესტერს სამჯერ რომ ატკინა და წმინდანებმა კინაღამ ოლდ ტრაფორდზე მოუგეს MU-ს (3:3 მორჩა), თან ის პერიოდია, იმათ კარში ტაიბი, რომ ედგათ და იყოჩაღა მასიმომ 😀 ნორმანდიელ ლე ტისიეს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებსიც უთამაშია და ინგლისის B ნაკრებშიც, რომლის რიგებშიც  ჰეთ თრიქი გაახერხა, თან 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც ისე დიდი ხნით ადრე. მიუხედავად ამისა, გლენ ჰოდლიმ ამაზე თვალები დახუჭა და ლე ტისიე მუნდიალზე არ წაიყვანა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეროვნულ ნაკრებში მან სულ 8-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. საუთჰემპტონის სტადიონზე სენტ მერიზე, არის ლე ტისიეს სახელობის სპეციალური ლუქსი. საერთოდ, მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდგომი ისტორიებიც საინტერესოა და თუ ვრცლად გაეცნობით კარგი იქნება. სკაი სპორტზე მუშაობდა მიმომხილველად, საუთჰემპტონს ძალიან რომ გაუჭირდა ლე ტისიემ გადაწყვიტა საკმაოდ დიდ თანხას შესულიყო და ფაქტობრივად გუნდის (თანა)მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, რამაც გარკვეულ-გაურკვეველი ეჭვები გამოიწვია. 2009 წელს ლე ტისიემ ავტობიოგრაფიაში აღიარა, რომ ერთხელ, კერძოდ 1995 წელს უიმბლდონთან მატჩში ფსონი გააკეთა, რომ პირველი აუტი მალე, მგონი საწყის წუთშივე იქნებოდა და სცადა ბურთის განგებ გადაგდება, ცუდი პასი მისცა თანაგუნდელ ნილ შიპლის, ამ საწყალმაც თავი გაიგიჟა და ბურთი არ გაუშვა აუტზე 😀 ჩვენი ლე ტისიეც გიჟს გავდა, ასე დაგეშილი არასდროს ვყოფილვარო… ბურთის გადაგდებაზე ჩალიჩობდა 😀 😀 საბოლოოდ პირველი აუტი 70 წამზე ყოფილა, რაც იმ ფსონის მიხედვით ,გაყრას’ ნიშნავდა ანუ არც მოიგო და არც წააგო მეტიუმ, ის ფული უკან დაუბრუნდა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, დაქორწინებული გახლდათ ბავშვობის სიყვარულ კეტიზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. განქორწინდა 1997 წელს და კეტი ბავშვებითურთ ჯერნსიში დაბრუნდა. მისი ძმები მარკი, კარლი და კევინი ასევე თამაშობდნენ ფეხბურთს, მაგრამ პროსფესიონალურ დონეზე არასდროს. მარკი ახლა ჯერნსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ყოფილა.

2) ოლივერ ნოივილი

აი ზუსტად მასზეა ნათქვამი – მაგარი ,ჩუვაკი’. თუნდაც იმიტომ, რომ იტალიელი დედა ჰყავს 😉 გერმანელი მამა და დაიბადა ლოკარნოში, შვეიცარიაში 🙂 ხოლო მისი გვარი, მომდინარეობს ბელგიელი ბაბუისგან და ფრანგულად გამოითქმის როგორც – მოდა. ერთი სიტყვით, ძალიან ძალიან მაგარი კაცია 😀 რა დამავიწყებს, რაღაც უცნაურად რომ დარბოდა, საქმიანად დაფაფხურებდა ))) მშვენიერი სასარგებლო თავდამსხმელი იყო, და ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ დაფასდა. მინდორზე რომ გამოუშვებდი, ჯერ ხომ ბევრს შრომობდა და თან სულ გქონდა იმედი, რომ რაღაცის შეცვლა შეეძლო. ცოტა ქარიზმა არ ეყო, ცოტა ის, ცოტა ეს… თუმცა ასეც მშვენიერი გახლდათ. ფეხბურთზე 6 წლის მიიყვანეს, კლუბ გამბარონიოში, სადაც 1990 წლამდე გახლდათ.მერე ცოტა ხანი გაატარა ლოკარნოში და პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი გუნდი სერვეტი გახლდათ, რომლის რიგებშიც გატარებული 4 წლის მანძილზე 108 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 1994 წელს გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. ეს მისი ერთადერთი ტიტულია. დასანინია, რომ ასეთი ტიპები ბევრს ვერ იგებენ. სერვეტს მოჰყვა ტენერიფე, რომლის მაისურითაც გატარებულ ერთ სეზონში 33 შეხვედრაში მხოლოდ 5-ჯერ იხეირა, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კუნძულელები უეფას თასისი ნახევარფინალში გავიდნენ(დამატებით დროში წააგეს შალკესთან). ნოივილის პირველი გერმანული კლუბი როსტოკის ჰანზა გახლდათ(1997-1999 წლებში; 50 მატჩში 22 გოლი). 1999 წელს იგი ლევერკუზენში გადაბარგდა და ფარმაცევტებში 5 წელი გაატარა. ამ პერიოდში იგი 165 შეხვედრაში 42 გოლით გამოირჩა. 2004 წლიდან ამ სეზონისა და მისი კარიერის ბოლომდე კი, ნოივილი მიონხენგლადბახის ბორუსიაში ირიცხებოდა(151 მატჩი; 42 გოლი). გერმანიის ნაკრებში 1998-2008 წლებში 69 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ყველაფერში მეორეობა ან მესამეობა გამოუვიდა – ლევერკუზენთან ერთად 2000 და 2002 წლებში ბუნდესლიგის მეორეობა და იმავე 2002 წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 2002 წელსვე მეორე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მესამე ადგილი 2006 წლის მუნდიალზე და კიდევ ერთი წაგებული ფინალი ევრო 2008-ზე. ბერნდ შნაიდერთან ერთად ნაკრებში ცნობილი მწეველი ფეხბურთელი გახლდათ. ჰყავს ერთი ვაჟი ლარს-ოლივერი. ამჟამად გლადბახის ახალგაზრდების მწვრთნელად მუშაობს.

3). ჰიდეტოში ნაკატა

თავისი თაობის და იმ პერიოდის აზიის უდავოდ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და ალბათ ყველაზე ნიჭიერიც, რასაც ბუნებრივი, მომადლებული ნიჭი ჰქვია. ნაკატა აზიელთა ზიდანი და ლაუდრუპ(ებ)ი იყო. მინდორზე მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ჭკუაზე, დახვეწილობაზე, ტექნიკაზე აგებს და არა სისწრაფეზე, ფიზიკურ ძალაზე ან სხვა გამომუშავებულ თვისებებზე. უბრალოდ, ცოტა უცნაური ვინმე იყო და ბოლოს უკლო რატომღაც, თითქოს აღარ უნდოდა, აღარ ინდომებდაო. ფეხბურთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე შეეშვა, არადა სულ 29 წლისა იყო. თუმცა თქვა, წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტე 2006 წლის მუნდიალის მერე წავიდოდი და ამის მერე, პროფესიონალურ დონეზე აღარასოდეს ვითამაშებ, მაგრამ ზოგადად ფეხბურთს არასოდეს ჩამოვშორდებიო… რა გაეწყობა, კაცია და გუნება. ამის შემდეგ, ის მხოლოდ ერთხელ იხილა დიდმა პუბლიკამ მწვანე ბალახზე – 2007 9 ივნისს, ლუიშ ფიგუს ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩზე. 1997-2006 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურით 77 შეხვედრა გამართა და 11 ბურთი გაიტანა. იაპონიასთან ერთად მან 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალებზე ითამაშა და მშვენივრადაც. უთამაშია 1996 და 2000 წლების ოლიმპიადაზეც. შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს, მაგრამ ნაკრების ლიდერობის მიუხედავად, 2000 და 2004 წლებში იგი არ იყო იაპონიასთან ერთად, როცა გუნდი აზიის თასს იგებდა, მაგრამ არა მგონია ეს დიდად მნიშვნელოვანი გახლდეთ. მისი საკლუბო კარიერის უდიდესმა ნაწილმა იტალიაში ჩაიარა. ფეხი ბელმარ ჰირაცუკაში აიდგა და მალევე იგი პერუჯამ იყიდა. რა დამავიწყებს პირველად აჟიოტაჟსა და უმბრიელთა ფანების რიგებში გამოჩენილ წვრილთვალებებს, ნაკატას პოსტერებითა და ასე შემდეგ. პერუჯაში გატარებული ორი წლის მერე, ერთი წლით რომაში გადაბარგდა და იქ ჩემპიონიც გახდა. შემდგომ 3 წელი პარმაში ირიცხებოდა, საიდანაც ცოტა ხნით ბოლონიაში გაანათხოვრეს 2004 წელს. იმავე წელს გადავიდა ფიორენტინაში, ხოლო ბოლოს იჯარის წესით თამაშობდა ბოლტონ უონდერერსში. 2005 წელს გახდა Knight of the Star of Italian Solidarity, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წოდებაა იტალიაში. ეს პატივი ნაკატამ იტალიის სხვა ქვეყნებში კარგად წარმოჩენისთვის დაიმსახურა. ჰიდოტეშის უყვარს მოდა და მსგავსი დვიჟენიები. სხვათა შორის, განაცხადა, რომ ფეხბურთელობა დიდ წილად პოპულარულმა ანიმემ ,კაპიტანი ცუბაშა’-მ გადააწყვეტინა. პელემ, რომელიც ყავაა, 2004 წლის მარტში იგი თავის 100 საუკეთესოს სიაში შეყანა.

4). ფრანსისკო მიგელ ნარვაეს მაჩონი  – ან უბრალოდ – კიკო


გურჯებში ცნობილი, როგორც კიკო ნარვაესი, ქვეყანას 1972 წლის 26 აპრილს მოევლინა, საინტერესო სახელის მქონე ქალაქში, რომელიც კადისის პროვინციაა და ხერეს დე ლა ფრონტერა ჰქვია. ამ აყლაყუდა ცენტრფორვარდმა ფეხი კადისში აიდგა და პროფესიონალური დებიუტი კადის B-ში ჰქონდა, 1991 წელს კი ძირითად გუნდში ამოიყვანეს და იქ 2 წელი ითამაშა. 2003 წელს იგი ატლეტიკოში გადავიდა, სადაც გაატარა კიდეც კარიერის მთავარი ნაწილი. მადრიდელთა რიგებში მან 225 შეხვედრა მოაგროვა და 48 ბურთი გაიტანა. როცა ატლეტიკო სეგუნდადივიზიონში გავარდა, კიკო გუნდს გაჰყვა და მართალია გოლებით ორი სეზონის მანძილზე ვერ შეეწია, მაგრამ მისი საქციელი დაუფასებელი არ დარჩენილა. 2002 წელს მან 6 თვე ითამაშა ე(ქ)სტრემადურაში. იგი იქ კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟთან, იტალო-ესპანელ ფორვარდ პიერ ლუიჯი ჩერუბინო ლოჯისთან ან უბრალოდ პიერთან ერთად, გუნდის შემტევ დუეტს წარმოადგენდა. კარიერა 30 წლისამ დაასრულა. ცოტა ადრე მოუვიდა და საერთოდ, ვთვლი, რომ მეტი შეეძლო. კიკო თითქმის 190 სანტიმეტრი გახლავთ სიმაღლეში, მაგრამ ამის მიუხედავად, საკმაოდ მოძრავი და ტექნიკური იყო, მოედნის ხედვაც ჰქონდა და ერთი სიტყვით, ბევრი გოლი თუ არ გაჰქონდა, არ ნიშნავს, რომ სხვა სასარგებლო საქმეს არ აკეთებდა. მაგალითად 1995-1996 წლების სეზონში თავისი გოლებითა და პასებით ლომის წვლილი დაიდო ატლეტიკოს მიერ ისტორიული დუბლის შესრულებაში(მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატიც და თასიც). ნაკრებში კიკოს საუკეთესო მიღწევა 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის მოგება იყო, თანაც როგორ… მან ფინალში პოლონეთს ორი გოლი გაუტანა, ესპანეთმა 3:2 მოიგო და კიკომ გამარჯვების ბურთი 90-ე წუთზე შეაგდო. ითამაშა ევრო 96-ზე და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც. არ დამავიწყდება 98-ში ბულგარეთს 6:1 რომ მოუგეს, უკვე აღარ შველოდათ და კიკომ ორი გოლი გაიტანა, როგორი სახე ჰქონდა, გაბრაზებულ-უღიმღამო, მერე რა რო გავიტანეო, მაგრამ თან უსწორდება სადღაც გულის სიღრმეში. ნათამაშები აქვს ესპანეთის 19, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულში სულ 26 მატჩი და 5 გოლი მოუგროვდა. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი კიკოს მონაგარი. ისე, მისი გოლის ორიგინალური აღნიშვნა ხომ არ დაგავიწყდათ? 😉

5). დარიო უბნერი


ტრიესტეს პროვინციაში, მუჯაში 1967 წლის 28 აპრილს დაბადებული დარიო უბნერი კაი გლეხი კაცი იყო. ნუ იყო რატომ, არის კიდეც, მაგრამ მე ფეხბურთის ამბავი ვიგულისხმე. თუმცა ისეთი მუშა, რომ თავის დროზე უფრო აქტიუროად რომ ეფაფხურა, პატარა პიარიც ჰქონოდა და ,ვიდიც’, ეგებ სულაც ბევრად მაღალ დონეზე ეთამაშა. არადა კაცი 35 წლის ასაკში პიაჩენცას რიგებში გახდა სერია ა-ს ბომბარდირი(ისე პიაჩენცა კალჩოზე როგორ მწყდება გული, კაი გუნდი იყო, სულ იტალიელებით, ვერ გაქაჩეს და ცუდ დღეში ჩავარდნენ). უბერნმა სერია ა-ს კაპოკანონიერობა 2002 წელს შეძლო და იმაზეც კი დაიწყო საუბარი, მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ არ იმსახურებს ადგილსო… თუმცა ნაკრებში არასდროს უთამაშია, არ დაუძახეს. სამაგიეროდ უამრავი კლუბი გამოიცვალა, ბოლოს სერია D-მდე იყო ჩასული და საბოლოოდ ფეხბურთს 2008 წელს შეეშვა. პიევიჯინა, პერგოკრემა, ფანო, ჩეზენა, ბრეშა, პიაჩენცა, ანკონა, პერუჯა, მანტოვა, კიარი, როდენიო საიანი, ორსა კორტე ფრანკა… აი მისი კლუბების სრული ჩამონათვალი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სერია ა-მდე გახდა სერია ბ-სა(1995-96) და სერია ც-ს(1991-92) ბომბარდირიც. ერთი სიტყვით, სტაბილური გამტანი იყო – ჩეზენაში 166 მატჩში 74 გოლი; ბრეშაში 129 მატჩში 75 გოლი; პიაჩენცაში 57 მატჩში 49 გოლი; მანტოვაში 23 მატჩში 22 გოლი… განა არ კმარა? 😀 პრესას იმითაც აინტერესებდა, რომ ბრეშას სათადარიგოთა სკამზე სიგარეტს აბოლებდა ხოლმე…

6). ჯალმა ფეიტოშა დიასი (ჯალმინია)

ჯალმინია ყველაზე უკეთ ლა კორუნიის დეპორტივოდან გვახსოვს და ლოგიკურიცაა, საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. კარგი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი იყო, ტექნიკითა და მოედნის ხედვით, მაგრამ ყველაფერს მიაღწია რაც შეეძლოო რომ ვთქვათ, მოვიტყუებით. დაიბადა სანტოსში, აღიზარდა ფლამენგოში და სწორედ ფლამენგოში დაიწყო მისი კარიერა(გუნდთან ერთად ბრაზილიის მასშტაბით მოიგო კიდეც რმადენიმე ტიტული). ამას მოჰყვა მოულოდნელი განათხოვრება იაპონურ შიმიცუში, მერე პალმეირასი და შვიდწლიანი კავშირი დეპორტივოსთან(137 მატჩში 38 გოლი). ერთი სეზონით ლაკორუნიელებმა იგი ვენის აუსტრიას ათხოვეს, 2004 წელს კი სულაც მექსიკურ ამერიკას მიჰყიდეს, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა იმავე წელს. მის პოზიციაზე დიდმა კონკურენციამ და ჯალმინიას ცოტა რთულმა ხასიათმა ბრაზილიის ნაკრებში დიდი გასაქანი არ მისცა, მან მხოლოდ 14-ჯერ მოირგო სელესაოს მაისურა და 5 ბურთი შეაგდო. 1997 წელს იგი კოპა ამერიკის მომგებ ნაკრებში იყო. 1996 წელს კი ბოლა დე ოურო ანუ ,ოქროს ბურთი’ მოიპოვა, როგორც ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ(მაშინ პალმეირასში იყო), ამ ჯილდოს პრესტიჟული ჟურნალი პლასარი 1973 წლიდან გასცემს. 2008 წელს ჯალმინია დეპორტივოს ფუტზალის გუნდს შეუერთდა რიაზორის ბინადართა სხვა ძველ გამორჩეულ მოთამაშეებთან დონატოსთან, ფრანთან, ნურედინ ნაიბეტსა და ჟაკ სონგოოსთან ერთად.

7). კრისტოფ ჟერომ დიუგარი


უცნაური მოთამაშე იყო ჩვენი დიუგარი. თითქოს გადაფასებული, ისეთ კლუბებში ითამაშა და ისე დაპიარდა, ბევრ უკეთესს რომ არ ღირსებია. მოიგო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი(რისთვისაც მოგვიანებით შევალიეს-რაინდის წოდება მიენიჭა) და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. თითქოს მეტი რაღა უნდა უნდოდეს ფეხბურთელს, მით უმეტეს, ,გადაფასებულს’, მაგრამ ამავე დროს, უფრო მეტიც შეეძლო და გარკვეულ წილად, სწორედაც რომ უგვირგინო მეფეა. იგი ბორდოში გაიზარდა, ისეთ მოთამაშეებთან ერთად, როგორცებიც ზინედინ ზიდანი და ბიქსენტ ლიზერაზუ იყვნენ. ჟირონდელთა რიგებში დიუგარიმ 8 წელი გაატარა. 1996 წლის უეფას თასის მეოთხედფინალში, მან მილანს ორი გოლი გაუტანა, რითაც იტალიელთა ყურადღება მიიქცია და მალევე როსონერიში ამოჰყო თავი. თუმცა კრისტოფის მილანური კარიერა არცთუ წარმატებული გამოდგა – 27 მატჩში მხოლოს 2  გოლი. როსონერიდან ის ბარსელონამ იყიდა, მაგრამ ნოუ კამპზე კიდევ უფრო უიღბლო პერიოდი ჰქონდა, მხოლოდ 7 შეხვედრა გამართა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა(თუმცა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული კი მოიპოვა). 1998 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა და მარსელში ჩაირიცხა, რასაც მშობლიური ბორდო მოჰყვა. თუმცა დიუგარი ძველებურად შთამბეჭდავად ვეღარ ირჯებოდა. ახალგაზრდობა ბირმინგემში გაიხსენა, სადაც ბორდომ გაანათხოვრა 2003 წელს. მან 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ბირმინგემს პრემიელიგაში ადგილი მშვიდად შეუნარჩუნა. ინგლისურმა კლუბმაც მისი კონტრაქტი ბოლომდე გამოისყიდა, მაგრამ რატომღაც დუგარი ისევე ვეღარ ათამაშდა და 15 მატჩში ოდენ ერთხელ იყოჩაღა. 2004 წელს ბირმინგემელებს შეუთანხმდა და კლუბი ოფიციალურად ოჯახური პრობლემებისა და მიზეზების გამო დატოვა. იგი კლუბ ყატარში ჩაირიცხა, სადაც საერთოდ არ უთამაშია და 2005 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ნაკრების ღირსებას 1994-2002 წლებში იცავდა(55 მატჩი, 8 გოლი).

8). ამედეო კარბონი


ტიპიური იტალიელი მასტი იყო, მე სულ მევასებოდა. შესაძლოა სასწაული დონის მცველი არ ყოფილა, მაგრამ ჟილკა არ აკლდა და რაღაც პატარა ქარიზმაც ჰქონდა, ჯიგრული. არეცოში დაბადებულმა, კარიერა ამავე სახელწოდების და თქვენთვის ნაცნობ გუნდში დაიწყო. მშობლიური ქალაქის გუნდი მალევე დატოვა და ბარის მიაშურა, მერე ემპოლის, შემდეგ პარმას და პირველი გუნდი სადაც ერთ სეზონზე მეტი გაატარა სამპდორია იყო. გენუელთა რიგებში ის ორი წელი ირიცხებოდა. მერე იყო შვიდწლიანი პერიოდი რომაში და ბოლოს რვა წელი ვალენსიაში. ორივე ამ გუნდიდან კარგად გვემახსოვრება, ცოტა უფრო მეტად ალბათ მაინც ვალენსიადან. იგი ნელნელა ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, კაპიტნობა კიდეც ღამურებს და მათ წარმატებბეში დიდი წვლილი შეჰქონდა. თუმცა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნთან ერთ-ერთი პენალტი სწორედ მან ვერ გამოიყენა. 2005 წლის 23 ოქტომბერს ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვისაც ლა ლიგაში უთამაშია, კარბონი 40 წლის 6 თვისა და 17 დღის იყო. წინა რეკორდი დეპორტივოელ დონატოს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გემახსოვრებათ და უკვე აქამდეც ვახსენეთ. ასევე, 2004 წელს კარბონი უეფას ტურნირების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა, როცა გუნდთან ერთად უეფას თასს დაესაკუთრა. 2006 წელს იგი თამაშს შეეშვა და ვალენსიას სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამ პსოტზე მან დაახლოებით ერთი წელი იმუშავა, მერე კი კლუბის მაშინდელ მწვრთნელ კიკე სანჩეს ფლორესთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, უფროსობამაც საბოლოო არჩევანი კიკეზე გააკეთა და ამედეო გუნდიდან გაუშვა, რაც ჩემი აზრით არცთუ კარგი საქციელი იყო. მით უმეტეს, მალევე სანჩეს ფლორესიც მოხსნეს, რადგან მან ვერ გაამართლა. 2009 წლიდან კარბონი ბელგიური მუსკრონის სპორტული დირექტორია. და იცით ვინ არის ამჟამად ექსელსიორ მუსკრონის მწვრთნელი? ვინ და მიროსლავ ჯუკიჩი, კარბონის მეგობარი და ექსთანაგუნდელი, რომელიც ასევე უნდა გახსოვდეთ, თუნდაც იმავე ვალენსიიდან და მასზე სხვა დროს ვისაუბრებთ. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის 21-წლამდელთა შემადგენლობაში კარბონიმ ერთხელ ითამაშა და გოლიც კი გაიტანა (ოღონდ გამონაკლისის სახით, როგორც ერთ-ერთმა ასაკოვანმა მოთამაშემ, მაშინ უკვე 23-ს იყო). ეროვნული ნაკრების ფორმა კი 18-ჯერ მოირგო 1992 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში, რის მერეც მას სკუადრა აძურაში დიდი კონკურენციის გამო აღარ სწყალობდნენ.

9). პაველ კუკა


პაველ კუკა 1968 წლის 19 ივლისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაიბადა და მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, სლავიაში აღიზარდა. თუმცა პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთს გემო რუდა ჰვეზდაში გაუგო, სადაც 2 წელი გაატარა და სლავიაშიც მიხვდნენ – ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ იყოო და დაიბრუნეს. 125 მატჩში გატანილი 63 გოლით კუკამ უცხოური გუნდების ყურადღება მიიქცია და ასე აღმოჩნდა კაიზერსლაუტერნში, რომლის რიგებშიც გერმანიის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასიც მოიგო. ლაუტერნში 121 შეხვედრა გამართა და 53-ჯერ იხეირა. მისი გერმანული კარიერა, არცთუ წარმატებულად, თითო სეზონით გაგრძელდა ჯერ ნიურნბერგში და მერე შტუტგარტში. ამას კი სლავიაში დაბრუნება და იქ გატარებული 5 წელი მოჰყვა (2000-2005; ამჯერად, 110 მატჩი და 33 გოლი). კარიერა 2005 წელს მარილა ვოტიცეში დაასრულა. შემდეგ ჯერ მწვრთნელობა სცადა პრიბრამში, მერე საფეხბურთო აგენტობა და 2008 წელს ვიქტორია ჟიჟკოვის სპორტული დირექტორიც იყო. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში 1991-1993 წელბში 22-ჯერ ითამაშა და 6 გოლი შეაგდო. ჩეხეთის ნაკრების მაისურა კი 1994-2001 წლებში 63-ჯერ მოირგო და 22-ჯერ გაიტანა. ცუდი ფორვარდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თითქოს რაღაც ცოტა აკლდა ბოლომდე მისასვლელად. ბევრს ვხუმრობდით ბავშვობაში მის გვარზე… კუკა კუკა… ცოტა დააკლდათ ევრო 1996-ზე, მშვენიერი ნაკრები იყო ჩეხეთი.

10) სერგეი რებროვი


კარგი ვინმე იყო სერგეი სტანისლავიჩი, მაგრამ ვერ გაქაჩა. შევჩენკო მის გარეშე ისეთი  წარმატებული იქნებოდა და დაპიარდებოდა თავიდან? არ ვიცი, შევა მაგარი იყო, მაგრამ სერგეი უფრო დახვეწილი, ტექნიკური, ჭკვიანი და მრავალმხრივი გახლდათ. სხვა საქმეა, რომ ნიჭს გამოყენება უნდა. უფრო რუს ფეხბურთელებს მოსდით ხოლმე, უცხოეთში რომ გადავლენ და საერთოდ დაიკარგებიან(მაგრამ ბოლო თაობამ მეტ-ნაკლებად გაამართლა) და რებროვსაც რაღაც ასეთი დაემართა, მაგრამ ალბათ მისი ბრალიცაა. იგი 1974 წლის 3 ივნისს ჰორლივკაში, დონეცკის რაიონში დაიბადა და შახტარში აღიზარდა, სადაც პროფესიონალური კარიერაც დაიწყო და ერთ სეზონში უკვე კიევის დინამოში იყო. იქ რებროვი 1992 წლიდან 2000-მდე თამაშობდა და 189 მატჩში 93 გოლიც გაიტანა. 2000 წელს მის კარიერაში ყველაზე დიდი ნახტომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა კლუბიც ვერ აარჩია კარგად და ალბათ თავადაც ვერ ივარგა, მაგრამ ფაქტი ერთი და ჯიუტია, ტოტენჰემში რებროვი დაიკარგა – 60 მატჩში მხოლოდ 10 გოლი და არცთუ შთამბეჭდავი თამაში. ერთი სეზონით ფენერბაჰჩეში გაანათხოვრეს, მაგრამ ვეღარც იქ ივარგა და ვეღარც მერე ვესტ ჰემში გადასულმა. კიევის დინამოში დაბრუნება ნორმალური გამოუვიდა, 2005-2008 წლებში 53 შეხვედრაში 20 გატანილი ბურთით გამოირჩა. ბოლოს კი ერთი სეზონი ყაზანის რუბინში გაატარა. უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მისი მონაგარი 17 მატჩში 7 გოლია, ხოლო ძირითადში 75 მატჩში 15 გოლი. ისე ამ 15 გოლიდან ყველაზე მეტი, კერძოდ კი 3, იცით ვის გაუტანა? დიახ, სწორად მიხვდით, საქართველოს 😀 მის ყველა ტიტულსა და ინდივიდუალურ ჯილდოს არ ჩამოვთვლი, უბრალოდ გეტყვით, რომ 1996 და 1998 წლებში უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 1998, 2000 და 2006 წლებში კი უკრაინის ჩემპიონატის უძლიერესად. დღემდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად რჩება 123 გოლით, მაგრამ მოქმედებიდან მაქსიმ შაცკიხი(111) და ანდრეი ვორობეი(101) უკვე ახლოს არიან. 2008 წელს პატარა სკანდალში გაეხვა, როცა ურჩია ტოტენჰემში ახლადგადასულ რომან პავლიუჩენკოს, უაით ჰართ ლეინის სიახლოვეს ფეხით არ იარო, ბევრი შავკანიანი ცხოვრობსო… მერე კი ახსნა – დიახ ასეა, იქ ბევრი შავკანიანი ბინადრობს და შესაბამისად იმ ტერიტორიაზე ქურდობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია და ნამდვილად არ არის სასიამოვნო როცა გძარცვავენ, ამიტომ, მჯერა რომანმაც გაითვალისწინა ჩემი რჩევაო ))) ამჟამად კიევის დინამოში სარეზერვო გუნდის მწვრთნელის თანაშემწეა.

11). ჰაიკო ჰერლიხი

იგი 1971 წლის 3 დეკემბერს მანჰაიმში დაიბადა და ბავშვობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, ფრაიბურგის ჩათვლით. მისი პროფესიონალური დებიუტი კი ლევერკუზენში შედგა. ფარმაცევტებში ჰერლიხმა 4 წელი გაატარა, მაგრამ არც ისე შედეგიანად. ამას მოჰყვა მშვენიერი ორწლიანი მონაკვეთი გლადბახში(55 მატჩში 28 გოლი) და მერე, კარიერის ბოლომდე დორტმუნდის ბორუსია, რომლის რიგებშიც 1994-2005 წლებში ირიცხებოდა და 128 შეხვედრაში 42-ჯერ იხეირა. სასწაულებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომისმოყვარე, წყნარი ფორვარდი იყო. 2000 წელს თავში სიმსივნე აღმოუჩინეს და მახსოვს, ძალიან მეწყინა ეს ამბავი და განვიცდიდი ადამიანურად, მაგრამ ჰერლიხმა დასხივების კურსები და ყველაფერი წარმატებულად გადაიტანა და უკვე 2001 წელს დაუბრუნდა მინდორს. მართალია ისე წარმატებულად ვეღარ ბურთაობდა, მაგრამ ყველანაირად დასაფასებელია. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. 1997 წელს დორტმუნდთან ერთად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. 2002 წელს იყო უეფას თასის ფინალში. 1995 წელს კი მარიო ბასლერთან ერთად გახდა ბუნდესლიგის თანაბომბარდირი. გერმანიის ნაკრებში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. აი 21-წლამდელთა ნაკრებში კი გაცილებით წარმატებული იყო: 20 შეხვედრაში 17 გატანილი ბურთი, მათ შორის ქართველი ახალგაზრდების კარშიც. სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ლიცენზია დორტმუნდის ბავშვების გუნდის წვრთნისას მიიღო. მერე სათავეში ჩაუდგა გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებს და 2007 წლის მსოფლიოზე მესამე ადგილზეც გაიყვანა გუნდი. ერთი წლის მერე 17-წლამდელთა საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გასულ სეზონში ბოხუმს თავკაცობდა, მაგრამ წარუმატებლად, გუნდი ბუნდესლიგას დაემშვიდობა. ჰერლიხიც ამჟამად უმუშევარი დარჩა. მაგარი კაი ტიპია, მაგრამ გიჟმაჟ კანთან მოუვიდა ერთხელ უსიამოვნება, ცნობილი სურათები არსებობს და ერთ-ერთს ხედავთ კიდეც

Written by 1myway1

მაისი 21, 2010 at 7:48 PM

უგვირგვინო მეფეები 3

with 5 comments

როგორღაც მოვახერხე და აპრილი მაინც არ დავტოვე უგვირგვინო მეფეების გარეშე 😀 😀
გაიხსენეთ, იხალისეთ, ისიამოვნეთ… გადახედეთ წინა ნაწილებსაც, ვისაც არ გინახავთ.
ისევ არიან უცნაური ტიპები, კაი ტიპები და ყველა რჯულის ხალხი. ზოგი მეფის წოდებას არ იმსახურებს, უგვირგვინო მეფისაც, თუმცა ეს ხომ პირობითი სახელია, ამიტომ ასეთების სიაში მოხვედრა არ გაგიკვირდეთ. ზოგი პირიქით, გვირგვინსაც იმსახურებდა და ვერ მიიღო, ზოგიც უბრალოდ ნორმალური, კაი ტიპი იყო.
ზოგზე მშრალად არის გადმოცემული ინფო, ზოგზე შედარებით გემრიელად. ზოგს ასაკი უწერია, ზოგს არა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არ არის დოგმებში მოქცეული მიმოხილვა. მეტიც, პირველი ნაწილის მერე ცოტა გავამშრალე და არ არის კარგი, მაგრამ მაინც, ჩარჩოებში არ მომიქცევია. ყველაფერს თუნდაც საშუალო დონის მოთამაშეზე ასე ერთი ამოსუნთქვით ვერ გადმოსცემ. ამ რუბრიკის მიზანია, გახსენება, გართობა და ძირითადი ინფორმაციის მოწოდება. ვრცლად თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. მეტიც, ზოგზე საჭიროც კია და ვუთითებ ხოლმე, როგორც წესი.
ხშირად მავიწყდება რაღაც კონკრეტული, კარგი მოგონება ზოგიერთ მოთამაშეზე და მერე ვამატებ ხოლმე.
აუ ბეჭდვას მოვრჩი და ახლა უნდა დავასურათო ეს უფრო წვალებაა და მეტი დრო მიაქვს ტო 😀 მაგრამ არა უშავს ))
მოკლედ… ვიცხოვროთ ფეხბურთით 😉

1). ადრიან ილიე (და საბინ ილიე)

(მაგარი ფოტოა, ილიე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინგლისელი ფეხბურთელის, დარენ ანდერტონის ვარდნას გაურბის)

1974 წლის 20 აპრილი მშვენიერი დღე იყო. რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში ადრიან ილიე დაიბადა. ის ფეხბურთის სულ მცირესტაჟიან ქომაგებსაც გემახსოვრებათ. რაღაცნაირი მოთამაშე იყო, რაღაცნაირი თავითა და სტილით. ცოტა ქარიზმა და კლასიც კი ჰქონდა. მისი კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბ Electroputere-ში დაიწყო და 17 წლის ადრიანმა უმალვე გამოიჩინა თავი და კლუბის გმორჩეულ მოთამაშედ იქცა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ბუქარესტის სტიაუას სკაუტებს და ილიე 1993 წელს სტიაუაში აღმოჩნდა, სადანაც 1996-ში გალათასარაის მიაშურა. თურქეთში ადრიანმა დაახლოებით 2 წელი გაატრა და 1998 წელს მის 2 წლით უმცროს ძმასთან საბინთან ერთად ვალენსიაში ამოჰყო თავი, სადიანაც ალბათ ყველაზე უკეთ გვახსოვს. სხვათა შორის, საბინს უფრო ნიჭიერად მიიჩნევდნენ, მაგრამ საშინელმა ხასიათმა უმცროს ილიეს კარიერა გაუფუჭა. ადრიანმა კი ,ღამურებში’ მშვენივრად დაიწყო, ვალენსიას იმჟამინდელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მას ,კობრა’ შეარქვა. აი 2000 წლიდან კი ილიეს დაღმასვლა დაიწყო, იგი ტრავმებმა გააწამეს და ამის მერე, ძველებურად ვეღარც ათამაშდა. ვალენსია 2002 წელს დატოვა და ამის შემდეგ, თითო სეზონი გაატარა ალავესში, ბეშიქთაშსა და ციურიხში. ბოლოს ერთი წელი ბეერსხოტშიც ირიცხებოდა, მაგრამ ბელგიური გუნდის რიგებში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და 2006 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა. 2009-ში კი დაბრუნებას ფიქრობდა, როცა მას გროზნის ტერეკი შეეხმიანა. თუმცა ილიემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. რუმინეთის ნაკრებში 1993-2005 წლებში მან 55 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 1996 და 2000 წლების ევროზე და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. სტიაუაში, გალათასარაიში, ვალენსიასა და ციურიხში ყოფნისას მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოიპოვა 

2). ებე სანდი (და პიტერ სანდი)

1972 წლის 17 ივლისს დანიის ქალაქ ჰადსუნდში ქვეყანას მოევლინენ ტყუპი ძმები – ებე და პიტერ სანდები. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ მშობლებმა ისინი უკვე 5 წლის ასაკში შეიყვანეს ფეხბურთზე და არც უნანიათ. შესაძლოა პიტერი ისეთი ცნობილი ვერ გახდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე არაერთ კლუბში უთამაშია და ახლა მწვრთნელობა სურს, იგი ორჰუსში დამხმარე მწვრთნელია. სამაგიეროდ, ებემ სახელი ბევრად მეტად გაითქვა. ისე პიტერს კარიერის მანძილზე მეტოქის გუნდის ფანები ასე აბრაზებდნენ – “Du ligner Ebbe Sand” – რაც ნიშნავ ,ისე გამოიყურები, როგორც ებე სანდი’ )) გუნდ ჰადსუნდში ტყუპები დაახლოებით 15 წელი დარჩნენ, მერე კი კოპენჰაგენს მიაშურეს სამშენებლო ინჟინერიისა თუ რაღაც ასეთის შესასწავლად და ბრონდბიუში ჩაირიცხნენ. პიტერს ბრონდბიუს ძირითად გუნდში არასოდეს უთამაშია, ხოლო ებეს 1995 წელს უკვე რეგულარულად თამაშის საშუალება მიეცა და თავიც არ შეირიცხვინა. 1998 წელს იგი ნაკრებშიც გამოიძახეს, რომლის ღირსებასაც 2004 წლამდე იცავდა და 66 შეხვედრაში 22-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. იმავე 1998 წელს(ისევე როგორც 2001 წელს) ებე დანიის წლის ფეხბურთელად დაასახელეს. 1999 წელს იგი გელზენკირხენის შალკე04-ში გადაბარგდა და კარიერაც იქ დაასრულა 2006 წელს. დანიაში სამ ჩეპიონობასა და ერთ თასს, მან გერმანიის 3 თასი დაუმატა. დიდად ტექნიკური და კლასნი ფორვარდი არ ყოფილა, მაგრამ პროფესიონალი შემსრულებელი გახლდათ და ჰქონდა თავისი პლუსები, თან ბუნდესლიგაში ხშირად ასეთი ,უცნაური ტიპები’ იჩენენ ხოლმე თავს. 2001 წელს 22 გოლით იგი სერგეი ბარბარესთან ერთად ბუნდესლიგის თანაბომბარდირი გახდა. ეს ის წელია, ბოლო ტურში ბაიერნმა მე-4 დამატებულ წუთზე ძალიან საკამათო თავისუფალი დარტყმით გოლი რომ შეაგდო და საწყალ შალკეს, რომელსაც ალბათ უფრო ეკუთვნოდა, ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. 2006 წლის 13 ივლისს შალკემ 3:2 მოუგო შტუტგარტს, ერთი გოლი ებე სანდმა გაიტანა, რომელიც მოგვიანებით შეცვალეს და ფეხზე ამდგარმა ფანებმა იგი მხურვალე აპლოდისმენტებით გაცილეს ფეხბურთიდან.

3). ულფ კირსტენი

 

ყოველთვის მიყვარდა ასეთი წესიერად არანორმალური და ჟილკ-ჯიგრიანი ტიპები. არადროს არ იცი საიდან გამოხტება, ფეხს გამოყოფს და არაფრისგან გოლს გაიტანს. მუდამ ბურთზე და მეტოქის კარზეა დაგეშილი… სწორედ ასეთი იყო კირსტენი. არაგლამურნი, არა დიდად დაპიარებული, მაგრამ მუშა და საკმაო კლასით. თამაშის სტილით გერდ მიულერს ჩამოჰგავდა და მიუხედავად სიდაბლისა, თავით ბრწყინვალედ ირჯებოდა. ლეგენდარულია იმითაც, რომ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ორი სხვადასხვა ნაკრების მაისურით ჯამში 100 მატჩი ჩაატარა. სწორედ ზუსტად 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული მას აღმოსავლეთ გერმანიისა (1985-1990 წლებში, 49 მატჩში 14 გოლი) და უკვე გაერთიანებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში (1990-2000 წლებში, 51 შეხვედრაში 21 გატანილი ბურთი). საკლუბო კარიერაშიც ორი გუნდი ჰყავდა – დინამო დრეზდენი (1983-1990; 154 მატჩი; 57 გოლი) და ლევერკუზენის ბაიერი (1990-2003; 350 მატჩი; 182 გოლი). ბუნდესლიგის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თავდამსხმელი გახლდათ. გატანილი გოლების რაოდენობით, ყველა დროის ცხრილში მეხუთე ადგილზეა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საწმუხაროდ, ასეთი ფეხბურთელები ძირითადი ტიტულების გარეშე რჩებიან. ასე იყო ულფის შემთხვევაშიც, მისი უდიდესი გამარჯვება 1993 წელს მოგებული გერმანიის თასია. ფარმაცევტები ყოველთვის ახლოს იყვნენ დიდ წარმატებასთან, მაგრამ სულ რაღაც მცირე აკლდებოდათ. კირსტენისთვისაც და მთელი ლევერკუზენისთვისაც ყველაზე მტკივნეული 2002 წელი იყო, როცა გუნდს ყველა ძირითადი ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ ბოლოს ბუნდესლიგაშიც მეორე დარჩა, გერმანიის თასის ფინალიც წააგო და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. კირსტენი ახლა მწვრთნელობას ცდილობს, ბაიერის ასისტენტ მწვრთნელად მუშაობდა, 2006 წლიდან კი ბაიერის მეორე გუნდს თავკაცობს. მისი ვაჟი ბენი მამის კვალს კი დაადგა, მაგრამ ნაკლები წარმატებით, იგი 22 წლისაა და დრეზდენის დინამოში მეორე მეკარეა. საინტერესოა, რომ ულფის არნახულად უხეშმა წვერმა მას კომპანია ბრაუნის სპონსორობა არგუნდა, ამ კომპანიამ კირსტენი საკუთარი საპარსების სარეკლამო სახედ აირჩია.

4) მარკ ფიში

 

ეს სამხრეთაფრიკელი მცველი, ჩვენთვის გვარითაც იყო სიანტერესო და ტიპაჟითაც. 1974 წლის 14 მარტს დაბადებული ფიშის პროფესიონალური კარიერა ჯომო კოსმოსში დაიწყო, რასაც ორლანდო პირატსი, რომის ლაციო, ბოლტონ უონდერერსი, ჩარლტონ ატლეტიკი, განათხოვრება იფსვიჩ თაუნში და ბოლოს ისევ ჯომო კოსმოსი მოჰყვა(თუმცა იქ დაბრუნებულს თამაში აღარ ჩაუტარებია ძირითად გუნდში). სხვათა შორის, მისი სამოყვარულო, სულ პირველი კლუბი არკადია შეფერდსი იყო და იქ თავდამსხმელად დაიწყო კარიერა, მაგრამ მერე, ორლანდოში დაცვის ცენტრში დაწიეს და სწორადაც მოიქცნენ. ნაკრების მაისურა 62-ჯერ მოირგო(1993-2004 წლებში) და 2 გოლიც გაიტაანა. 1996 წელს იგი აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა და ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. The Big Fish-ი(მისი ერთ-ერთი მეტსახელი) ახლა სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფშია. ცდილობს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაცია-განვითარებას და ეწევა ქველმოქმედებას. 2006 წლის მერე უკვე მეორედ ეყრება მის მეუღლე ლუს, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს ლიუკი და ზიკი. საინტერსოა, რომ 2008 წელს მისი მეუღლე ლუ და 10 წლის შვილი ლუკი, სახლში იყვნენ მეგობრებთან ერთად, როცა 5 შეიარაღებული პირი მათ თავს დაესხა და გაქურდა. მძარცველებმა ბავშვების დაშინება სცადეს, მაგრამ როგორც შემდეგ ჰყვებიან, ბევრი არაფერი გმაოუვიდათ. სამაგიეროდ, მათ მოპარული ნივთები ოჯახის მანქანაში ჩააწყვეს და მიიმალნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

5) ლესლი ეშორ ,ლეს’ ფერდინანდი

 

ის 1966 წლის 8 დეკემბერს პატინგტონში, ლონდონში დაიბადა. ლეს ფერდინანდი საკმაოდ დახვეწილი და ,გამოსული’ ტიპი იყო. მისი პოპულარული მეტსახელი გახლავთ ,სერ ლესი’ და აქვს კიდეც იმ უაზრო ქვეყნის უაზრო დედოფლის უაზრო წოდება MBE (Queen’s Birthday Honours List 2005 წელს მიიღო). ბავშვობაში საუთჰოლსა და ჰეიესში გახლდათ. ამ უკანასკნელის რიგებში დაიწყო მისი პროფესიონალური კარიერაც. ერთი სეზონის მერე კი, ქუინზ პარკ რეინჯერსში გადაბარგდა, რომელშიც 1987-1995 წლებში ირიცხებოდა(163 მატჩში 80 გოლი), ამ პერიოდში ორჯერ იყო განათხოვრებული – ბრენტფორდსა და ბეშიქთაშში. თურქეთში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა – 24 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო. თუმცა ბევრად წარმატებული იყო ნიუკასლში გატარებული ორწლიანი პერიოდი (1995-1997), ჯორდების მაისურით მან 68-ჯერ ითამაშა და 41-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ამას მოჰყვა ექვსი წელი ტოტენჰემში უკვე ვეტერანის სტატუსით. მერე კი თითო სეზონი, ვესტ ჰემში, ლესტერსა და ბოლტონში, ცოტა ხანი რედინგში და ბოლოს ფორმალური ჩარიცხვა უოტფორდში. ნაკრებში 17-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაახერხა. 1993 წელს დებიუტი სან მარინოს წინააღმდეგ მაკრატელა გოლით აღნიშნა. ახალგაზრდობაში დენის უაიზთან ერთად პატარა სკანდალში იყო გახვეული. სათამაშო კარიერის დასრულების მერე ბი-ბი-სიზე ექსპერტად წაიმუშავა, ამ საქმეში მისი და სტივ მაკმანამანის გზებიც გადაიკვეთა. 2008 წელს მეგობარ ტიმ შერვუდს(გეხსომებათ) შეუერთდა ტოტენჰემის სამწვრთნელო შტაბში და ,დეზებში’ თავდამსხმელებს წვრთნის ახლა. კარგად მართავს მანქანას და უყვარს რალი. გადაცემა Top Gear-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რეიტინგული მონაწილე იყო. ასევე პროფესიონალურად მართავს ვერტმფრენს და საკუთარიც ჰყავს. მისთვის უცხო არ არის ქველმოქმედებაც და ჩართული კიბოსთან ბრძოლის საქმეში(დედამისი კიბოთი გარდაიცვალა 1990 წელს) საერთოდ, მშვენიერი ფორვარდი იყო და საინტერესო პირვონებაა, ყველაფერს ვერ გადმოვცემ ახლა აქ, შეგიძლიათ თავად ჩაუღრმავდეთ, ვისაც მეტი აინტერესებს. მახსოვს, ერთხელ მიჯრით ორი ტური 64-ე თუ 65-ე წუთზე გაიტანა გოლი, ზუსტად ერთ დროს და ერთ ამბავში ვიყავი მაშინ, რვეულები მქონდა, ყველა წამყვანი ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა თამაშის მიმოხილვას ვწერდი რვეულში, თუნდაც მოკლე, რამდენიმე წინადადებიანს და ფერდინანდზე დავწერე რაღაც ასეთი – მეორე ტურია ერთ დროს გააქვს გოლი, ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს! 😀 ხო, გეცოდინებათ, რიო და ენტონი ფერდინანდების(ძმები არიან როგორც მოგეხსენებათ), ახლო ნათესავია. 

6). თეოდოროს ზაგორაკისი

არ ვიცი ვის რა აზრი აქვს ამ მოთამაშეზე, მარადონა და ზიდანი რო არ არის თავადაც იცის, მაგრამ ის, რაც მან ევრო 2004-ზე გააკეთა იყო სუპერი. ასეთი დახვეწილი, ტექნიკური და ჭკვიანური თამაში, მთელი ტურნირის მანძილზე, ნამდვილად დასაფასებელია. ვისაც რა უნდა იძახოს, რომ საბერძნეთს გაუვარდა, რეჰაგელმა გამოადნო და ა.შ. ფაქტი კი ერთია, დიდ ტურნირს იგებს ის, ვინც იმ კონკრეტულ  დაახლოებით სამკვირიან მონაკვეთში უკეთ არის მზად და ცოტა იღბალიც ეხმარება. ბერძნებმა ყველაფერი ორგანიზებულად და ბრწყინვალედ გააკეთეს და ბედმაც გაუღიმათ. ზაგორაკისი კი ერთ-ერთი მთავარი იყო, თუ მთავარი არა. მისი კარიერა კავალაში დაიწყო, მერე იყო პაოკი, ლესტერი და აეკი. ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ბოლონიამ დაიმატა, სადაც ერთი სეზონი გაატარა და ბოლოს ისევ პაოკს მიაშურა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ამჟამად. კარიერის ბოლომდე ანუ 2007 წლამდე იცავდა ნაკრების ღირსებასაც (1994 წლიდან მოყოლებული) – სულ 120 მატჩში 3 გოლი. იგი კლუბებშიც და ნაკრებშიც ატარებდა 7-ნომრიან მაისურას. მისი მეუღლე არის ყოფილი მოდელი ჯოანა ლილი, მათ ჰყავთ ქალიშვილი მარია.

7). თომას გრავესენი

  

არაინ ფეხბურთელები, რომლებიც იმისთვის იბადებიან, რომ ევერტონში ითამაშონ. მაგალითად.: ალესანდრო პისტონე… თომას გრავესენიც ასეთი იყო. ხოტორა, მებრძოლი და ბრაზიანი დანიელი 1976 წლის 11 მარტს ვეილეში დაიბადა და იქაურ კლუბში ისწავლა ფეხბურთის თამაში, საიდანაც 21 წლის ასაკში ჰამბურგში აღმოჩნდა. გერმანულ კლუბში ის 2000 წლამდე დარჩა, მერე კი მიაგნო… 2000-და 2005 წლამდე ევერტონის ღირსებას იცავდა. დიდი ხმაურით გადავიდა რეალში და ეს იყო დიდი შეცდომა, არეულ მადრიდულ გრანდში გრავესენმა ის თვისებები ვერ გამოავლინა რისთვისაც იდეაში იყიდეს. ორივე მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო. უკვე ,ფასდავარდნილი’ გლაზგოს სელტიკში გადავიდა, კიდევ ერთ საგრავესენო გუნდში, ოღონდ ახალგაზრდობაში და კაი ფორმაში მყოფი, რომ მისულიყო აჯობებდა… ვერც იქ მოსწყვიტა ციდან ვარსკვლავები და ერთი წლით საყვარელ ევერტონში გაანათხოვრეს. კარიერა 2008 წელს დაასრულა. უთამაშია 19 და 21-წლამდელთა დანიის ნაკრებში. ეროვნულის ღირსების დაცვა კი 66-ჯერ მოუწია და 5 გოლითაც შეეწია ნაკრებს. 

8). დანიელ ფონსეკა

კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი ურუგვაიდან, ნიჭის არომატით. მონტევიდეოში დაბადებული ფორვარდის კარიერა ნასიონალში დაიწყო, სადაც ნიჭი დაუნახეს და პირდაპირ აპენინებზე, კერძოდ კალიარიში ჩააბრძანეს. ორ სეზონში ნაპოლიში გადაბარგდა და იქაურ ორ სეზონში კიდევ უკეთ გაისარჯა (58 მატჩში 31 გოლი). იგი უყურადღებოდ არ დარჩენია რომას. თუმცა დედაქალაქურ კლუბში გატარებულ სამ წელიწადში მისი მონაგარი 65 შეხვედრაში შეგდებული 20 გოლი იყო. მიუხედავად ამისა, მისი ყიდვა იუვენტუსმა გადაწყვიტა, სადაც 1997-2000 წლებში ირიცხებოდა და ფაქტობრივად ტურინელთა რიგებში დასრულდა მისი კარიერა (40 მატჩი, 10 გოლი). შემდეგ, ცოტა ხანი წავიდა რივერ პლეიტში, მაგრამ არ უთამაშია და ბოლოს 2 შეხვედრა ჩაატარა კომოს მაისურით. საბოლოოდ, თამაშს 2003 წელს შეეშვა. 1990-1997 წლებში ნაკრების მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 11-ჯერ გამოიჩინა თავი. დღემდე სარგებლობს ფანებში პოპულარობით. თუმცა ფონსეკასგან ის ნამდვილად არ გამოვიდა, რასაც თავიდან ელოდნენ. რაღაცნაირი კაი ტიპი კი იყო, ურუგვაელებს აქვთ, რაღაც სხვანაირი პეწი, მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებელი თაობებისა. 

9). ალექსანდ მოსტოვოი

 

1968 წლის 22 აგვისტოს ლომონოსოვში დაიბადა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე – ალექსანდრ მოსტოვოი. თამამად ვუწოდებ მას ამ სიტყვას – ფანტაზისტა. მაშასადამე, რუსი ფანტაზისტას კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 5 წელი ირიცხებოდა და საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ. ამას მოჰყვა თითო სეზონი ბენფიკასა და კაენში, მერე ორი სეზონი სტრასბურში და 1996 წელს იგი სელტაში ჩაირიცხა. სწორედ ვიგოელთა რიგებში გაშალა ბოლომდე ფრთები ,ცარ’-მა(ბალაიდოსის მეფემ) და გენიალურმა პლეიმეიკერმა, როგორც მას ეძახდნენ. ვიგოელებს იგი დიდი ხანი კაპიტნობდა და თანამემამულე ვალერი კარპინთან(მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ) ერთად, ხშირად პატარა სასწაულებს სჩადიოდა მინდორზე. ხასიათი ცოტა რთული ჰქონდა, მაგრამ არა იმდენად, რომ რუსეთის ნაკრებიდან ხშირად ყოვლად უაზროდ მოეკვეთათ, რასაც ხშირად აკეთებდნენ სამწუხაროდ ის უნიჭოები. ზოგჯერ დისციპლინასაც არღვევდა, მაგრამ როგორც ასეთი, ,ბუნტავშიკი’ არ ყოფილა. სამაგიეროდ, მართლაც ძალიან ნიჭიერი იყო, ტექნიკა და მინდვრის ხედვა შესაშური ჰქონდა, მაგრამ მეტიც შეეძლოო. სულ სელტაში 255 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, კარიერა 2005 წელს ალავესში დაასრულა, რომლის რიგებშიც 1 მატჩი გამართა და ამდენივე გოლი შეაგდო. საბჭოთა კავშირის ღირსება 15-ჯერ დაიცვა(3 გოლი), СНГ-ს ნაკრების 2-ჯერ, ხოლო რუსეთის ნაკრების 50-ჯერ და 10 გოლიც გაიტანა(1992-2004). მან ითამაშა  1996 წლის მუნდიალსა და ევრო 96-ზე. 2002 წლის მსოფლიოზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმამ შეუშალა ხელი. 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის მერე, გიორგი იარცევმა ნაადრევად დააბრუნდა შინ, რადგან მოსტოვოიმ, მისი ქმედებები გააკრიტიკა, მოგვიოანებით კი განაცხადა, სხვანაირად ვთქვიო, მაგრამ… რუსეთს მაინც არაფერი ეშველა და დაეტოვებინათ ეს კაცი. ისე, ბევრჯერ გაუკეთეს ტყუილა იგნორირება.

10). ვალერი კარპინი

 

ეს ფეხბურთელიც ძალიან მიყვარდა. მოსტავოის დარი დახვეწილი შეიძლება არ იყო, მაგრამ არანაკლებად სასარგებლო გახლდათ. ტექნიკაც მშვენიერი ჰქონდა, დარტყმაც და ყველაფერი. ნამდვილად ნიჭიერი და საინტერესო პირვონებაა. ის ესტონეთში, კერძოდ ნარვაშია დაბადებული(1969 წლის 2 თებერვალი) და პროფესიონალური ნაბიჯებიც ფეხბურთში სპორტ ტალინში გადაგდა, მაგრამ მერე რუსეთს მიაშურა და იქაური მოქალაქებაც მიიღო(2003 წელს ესტონეთის მოქალაქეობაც დაიბრუნა). 1988 წელს 3 მატჩში ჩაატარა მოსკოვის ცსკა-ში, რასაც ასევე მცირე პერიოდით მოჰყვა ფაკელი. შემდეგ კი 4-წლიანი არცთუ წარუმატებელი მონაკვეთი სპარტაკში. ხოლო მერე, მისი კარიერა ესპანეთში გაგრძელდა. ჯერ იყო სოსიედადი, შემდგომ ვალენსია, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი სელტაში. ვიგოელთათვის იგი 1997-2002 წლებში ირჯებოდა და 168 მატჩში 26-ჯერ თავიც გამოიჩინა. კარიერა კი იმავე სოსიედადში დაასრულა 2005 წელს, რომლშიც ჯამში ყველაზე მეტი დრო გაატარა, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტჯეტ ითამაშა. СНГ-ს ნაკრებში ერთხელ ითამაშა, რუსეთისაში კი 72-ჯერ და 17 ბურთიც შეაგდო. მოგვიანებით იგი გახდა რალის გუნდ კარპინ-გალისიას მფლობელი, რომელსაც ახლა Xacobeo-Galicia ჰქვია. იგი ასევე ფლობს უძრავი ქონების სააგენტოს ყოფილ თანაკლუბელ მიჩელ სალგადოსთან ერთად. 2008 წელს გახდა მოსკოვის სპარტაკის აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად კი, როგორც იცით, სპარტაკის მწვრთნელია.

11). შონ უილიამ დანდი

დიდი უცნაური ვინმეა, სტეფან გივარშის ნაირსახეობა. გივარშის ოჯახისებრთა თავდამსხმელი. ასეთები მეტ ხალისს სძენენ ფეხბურთს და მათი ასეთ გახსენება-მიმოხილვებში მოხვედრა მაინც საჭიროა. დურბანში, სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული, მაგრამ გერმანიის პასპორტი აქვს და გერმანიის მეორე ნაკრებში 1 მატჩიც აქვს ჩატარებული. პროფესიონალური კარიერა შტუტგარტერ კიკერსში დაიწყო. შემდეგ იყო დიტცინგენი, კარლსრუე, სამი მატჩი ლივერპულში, ასე თუ ისე, წარმატებული პერიოდი შტუტგარტში, ვენის აუსტრია, ისევ კარლსრუე, კიკერს ოფენბახი, განათხოვრება შტუტგარტერ კიკერსში და 2008 წლიდან დურბანის ამაზულუში ირიცხება, რომლის რიგებშიც მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. ყველაზე მეტი და წარმატებული დრო მან კარლსრუეში გაატარა, რომლის რიგებშიც ჯამში 137 შეხვედრა ჩაატარა და 50-ჯერ გაიტანა. დანდის ერთი არცთუ ცუდი პოსტერიც კი მაქვს )))

Written by 1myway1

აპრილი 30, 2010 at 7:18 PM

უგვირგვინო მეფეები 2

with 4 comments

გთავაზობთ ,უგვირგვინო მეფეების’ მეორე ნაწილს ანუ შემდეგ თერთმეტეულს. პირველ ნაწილში უკვე შევთანხმდით, რომ ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე აქ მოხვდებიან სხვადასხვა მხრივ საინტერესო მოთამაშეები, ზოგნი მეტად, ზოგნი ნაკლებად წარმატებულნი. უბრალოდ, ისეთნი, რომელნიც რაღაც მხრივ იმსახურებენ აქ ყოფნას, თავადაც ხვდებით ალბათ 🙂 ჰოდა, კიდევ ერთხელ ვინოსტალგიუროთ და ვისიამოვნოთ მოგონებებით გარდასულ დღეთა 😀

1). ფაუსტინო ერნან ასპრილია ინოსტრენსა

ფაუსტინო ან უბრალოდ ტინო ასპრილია კოლუმბიის ქალაქ ტულუაში დაიბადა 1969 წლის 10 ნოემბერს. კუკუტა დეპორტივოსა და ატლეტიკო ნასიონალში გატარებული პერიოდის მერე, მიაშურა აპენინებს, უშუალოდ კი პარმას, რომელსაც მისი კარიერის მთავარი წარმატებები უკავშირდება. ენიო ტარდინიზე 1992-1996 წლებში იყო, საიდანაც ნიუკასლს მიაშურა. სენტ ჯეიმს პარკზე ორი სეზონი გაატარა და ერთი წლით ისევ პარმაში დაბრუნდა. ინგლისში მისი კარიერა არ აეწყო, პრობლემები მინდვრის გარეთაც ჰქონდა, მაგრამ თავის გამოჩენა და ფანების გულის მოგება გარკვეულ წილად მაინც მოახერხა. თავად წარმოიდგინეთ, რად ღირს ბარსელონას სამი გოლი გაუტანო და ნიუკასლმა ის თამაში 3:2 მოიგოს 😀 რა დამავიწყებს, ნიუკასლიც რომ ლიგაზე იქაჩებოდა და პარმაც, ერთ დილას მე და არჩილა ტაბიძის ძეგლთან, რომ გაჩერებაა გაზეთის საყიდლად ავვარდით გამწარებულნი, უშუქობის პერიოდია და სიახლეების გაგება გვინდოდა. ვიყიდეთ ცნობილი პატარა გაზეთი და დიდი ამბით განვიხილავდით სიტუაციას, ასპრილია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მაშინდელ საუბარში 😀 ეჰ, მართლა სულ სხვა ფეხბურთი და ხალხი იყო 90-იანებში 🙂 ქომაგებმა მას ,რვაფეხა’ შეარქვეს, თამაშის რაღაცნაირი მოხერხებული სტილის გამო. პარმასთან ერთად მოიგო სამი უეფას თასი და პირველი ორის მოგებაში საკმაოდ ღირებული წვლილი შეიტანა, მესამეში ნაკლებად. ასევე მისი საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით მოუგო პარმამ მილანს 1:0 და როსონერის ცნობილი 58-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 1998 წელს მან მილანს კიდევ ერთი მტკივნეული გოლი გაუტანა 😀 1999 წელს მან საბოლოოდ დატოვა პარმა და პალმეირასში გადაბარგდა, შემდეგ იყო ფლუმინენსე, ატლანტე, კვლავ ატლეტიკო ნასიონალი, უნივერსიდად დე ჩილე და ბოლოს ესტუდიანტესი, სადაც მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და 2004 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. 1993-2001 წლებში ნაკრებში 57-ჯერ ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. ცნობილია მისი რამდენიმე სურათი, რომლებიც შიშველს აქვს გადაღებული, ცხადია, კომერციული მიზნებით 😀 😀

2). ოლაფ მარშალი

 

ეს თავდამსხმელი კარგად გემახსოვრებათ ცოტა სტაჟიან ქომაგებს მაინც. ოტო რეჰაგელის კაიზერსლაუტერნი მეორე ბუნდესლიგიდან ამოსვლისთანავე სენსაციურად და სასწაულად რომ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული. მარშალი მაშინ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ულვაშები და რამე, თავით კარგად თამაში, ფეხითაც, ერთი სიტყვით ოქროს სეზონი მაშინ ჰქონდა. ისე გდრ-შია დაბადებული მშობლიური ქალაქ ტორგაუს გუნდის აღზრდილია. ამას მოჰყვა საკმაო პერიოდი ლოკ ლაიპციგში, მერე ადმირა, დინამო დრეზდენი და ბოლოს ასევე საკმაო ხანი ლაუტერნში. 2002 წელს კარიერა დუბაის ალ ნასრში დაასრულა. გერმანიის ჩემპიონატის გარდა, მოგებული აქვს თასიც. ბუნდესლიგაში 176 მატჩში 60 გოლი გაუტანია. თამაშობდა გდრ-ს ახალგაზრდულ და ძირითად ნაკრებში. გაერთიანებული გერმანიის მაისურა კი 1994-1999 წლებში 13-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. გახლდათ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც. შემდეგ მწვრთნელობა დააპირა და ორი წელი თანაშემწედ იყო ლაუტერნში, მაგრამ ამ საქმიდან დიდი არაფერი გამოვიდა.

3). ანჯეი იუსკოვიაკი

 

როგორც არაერთხელ მითქვამს, გერმანიაში მუდამ არიან უცნაური და კაი ფორვარდები. რაღაცაზე ზემოთ რომ ვერ მიდიან, თავისი დონე აქვთ, მაგრამ მაგრები არიან რა… აი, ანჯეიც ასეთი იყო, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფორვარდი გახლდათ. ,იუსკო’, როგორც მას ეძახიან, 1970 წლის 3 ნოემბერს გოტინში დაიბადა და მშობლიური ქალაქის გუნდში აღიზარდა. პროფესიონალური კარიერა კი ლეხში დაიწყო, სადაც 1987-1992 წლებში ბურთაობდა და 85 მატჩში 43 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი. შემდეგ იყო ლისაბონის სპორტინგში, რომელმაც ჯერ ოლიმპიაკოსში გაანათხოვრა, მერე კი მიონხენგლადბახის ბორუსიას მიჰყიდა. გლადბახს მოჰყვა ვოლფსბურგი, საიდანაც პირადად მე ყველაზე უკეთ მახსოვს. მგლებში გატარებული 4 წლის მერე, სულ რაღაც 5 მატჩი ჩაატარა მეიჯორლიგაში, კერძოდ ნიუ იორკ რედ ბულში და დაუბრუნდა გერმანიას, სადაც დაასრულა კიდევ კარიერა აუეს მაისურით, რომელშიც 2004-2007 წლებში ირიცხებოდა. ნაკრებში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა და იმავე წელს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა, თან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სულ პოლონეთის ღირსება 1992-2001 წლებში 39-ჯერ დაიცვა და 13 გოლი გაიტანა.

4). ჯოვანი სტროპა

ეს შემტევი ნახევარმცველი მილანის აღზრდილია და როგორც იტყვიან ან ვიტყვი ხოლმე, კაი ტიპი იყო 😀 მილანის შემედეგ იყო მონცა, დაბრუნება მილანში, განათხოვრება ლაციოში და… საუკეთესო სეზონი ნამდვილად 1993-1994 წელს ჰქონდა, როცა როსონერიმ ფოჯაში გაანათხოვრა. ავადსახსენებელი ზდენეკ ზემანის დამოძღვრილმა ფოჯამ მაშინ ბევრი გუნდი გაამწარა და შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა. ამის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი სწორედ სტროპა იყო. მისმა საინტერესო თამაშის სტილმა უმალ მიიქცია ნაკრების თავკაცთა ყურადღება და სკუადრა აძურას მაისურა 4-ჯერ მოირგო, მაგრამ… მილანში მორიგი დაბრუნება არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა. ამას მოჰყვა – უდინეზე, პიაჩენცა, ბრეშა, ჯენოა, ალცანო, აველინო, ისევ ფოჯა და კარიერის ბოლოს 2005 წელს მცირე ხანი სერია D-ს ბინადარ კიარიში. ამჟამად, მილანში ახალგაზრდა ფეხბურთელებს კურირებს, კერძოდ 13 წლის მოთამაშეები აბარია.

5). სავო მილოშევიჩი

მე მაინც მგონია, რომ ამ ფეხბურთელის კარიერა ბევრად უკეთ შეიძლებოდა წარმართულიყო. სხვათა შორის, ბოსნიაშია დაბადებული, კერძოდ ბიიელინაში 1973 წლის 2 სექტემბერს. არადა, სერბეთის ნაკრების საუკეთესო გოლეადორია 37 ბურთით და ყველაზე მეტი 102 მატჩიც მას აქვს ჩატარებული. უთამაშია, იუგოსლავიის, სერბეთისა და ჩერნიგორიის და სერბეთის ნაკრებში, ეს ყველაფერი 1994-2008 წლებში მოხდა. უშუალოდ სერბეთის ნაკრებში მან პირველად და უკანასკნელად 2008 წლის 19 ნოემბერს ითამაშა ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც სავოს გამოსამშვიდობებლი თამაშის სტატუსი ჰქონდა. სერბებმა 6:1 მოიგეს, მილოშევიჩმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ორი პენალტიც ააცილა 😀 იყო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ევრო 2000-დანაც ყველას გვემახსოვრება, მშვენივრად გაისარჯა და პატრიკ კლუივერტთან ერთად 5 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. მისი საკლუბო კარიერა 1992 წელს პარტიზანში დაიწყო, სადაც სამი სეზონი გაატარა და 98 მატჩში 65 გოლი შეაგდო. ორჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი და ორჯერვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. შემდეგ იყო ასტონ ვილა, რომელთან ერთადაც მოიგო ინგლისის ლიგის თასი. მერე, სარაგოსა, პარმა, ისევ სარაგოსა, ესპანიოლი, სელტა, ოსასუნა და კარიერის ბოლოს ყაზანის რუბინი და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა.

6). ხუან ედუარდო ესნაიდერი

 

 ძალიან საინტერესო ვინმე იყო. თუნდაც იმიტომ, რომ სავარაუდოდ. არაერთი სისხლი ურევია, მათ შორის გერმანულ-ესპანურიც. თან შეგვიძლია ორმაგად შევაფასოთ – გადაფასებული და გაფლანგული ტალანტი 😀 იმიტომ, რომ ამ კაცმა მოახერხა და ითამაშა რეალში, სარაგოსაში, ატლეტიკოში, იუვენტუსსა და პორტუში, სხვა კლუბებს რომ თავი დავანებოთ. არადა, უმაღლეს დონეზე ვერ ავიდა და ასეთ კლუბებში ბევრ კარგ ფეხბურთელს არ უთამაშია. მეორეს მხრივ, ნიჭი ნამდვილად ჰქონდა, დიდი გოლეადორი შესაძლოა არ იყო, მაგრამ მინდვრის საოცარი ხედვით გამოირჩეოდა და შეეძლო ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მაინც სიცრუე და ორპირობა გამოდგა, მაგრამ ჭეშმარიტი უგვირგვინო მეფეა 😀 ისე ლუჩანო მოჯი ტრანსფერებში უიშვიათესად ცდებოდა და ესნაიდერი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. იუვეში მან ორი სეზონი გაატარა 16-ჯერ ითამაშა და ვერცერთხელ ვერ გაიტანა. რეალთან ერთად მოიგო ესპანეთის თასი, ეს ტიტული მან სარაგოსას მაისურით კიდევ ორჯერ მოიპოვა და თასების მფლობელთა თასიც მიაყოლა. 2002 წელს კი კლაუსურას გამარჯვებული გახდა რივერ პლეიტის რიგებში. მის ყველა კლუბს ნუ ჩამოვთვლით, რადგან სია გრძელია 😀 რას არ მიედ-მოედო 😀 თამაში ნიუელს ოლდ ბოისში 2005 წელს დაასრულა. არგენტინის ნაკრების ღირსება ოდენ სამჯერ აქვს დაცული.

7). სტეფან გივარში

დიდი ,უნიჭო’ ვინმე იყო 😀 უუცნაურესი ფორვარდი 😀 მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ სხვადასხვა მხრივ გამორჩეული ფეხბურთელები შეგვყვას ამ ,რუბრიკაში’. მაინც გამორჩეული ტიპი იყო. კარიერა ბრესტში დაიწყო, მერე იყო ოთხწლიანი პერიოდი გინგამში, რასაც მოჰყვა ოსერი და ჩინებული სეზონი რენში – 36 მატჩში 22 გოლი. რენში გატარებულმა ამ სეზონმა და გოლეადორობამ გაუთქვა სწორედ სახელი, ისევ ოსრეში დაბრუნდა და ამჯერად 32 შეხვედრაში 21 ბურთი შეაგდო. 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც საფრანგეთის ძირითადი ფორვარდი ისე წაიყვანეს და პირველი ხუთი მატჩი სასტარტოში დაიწყო, მაგრამ ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მსოლფიოს მერე დაღმასვლა დაეწყო. მცირე ხანი გახლდათ ნიუკასლში, მერე მესამედ მივიდა ოსერში, სადაც ორ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა და 25-ჯერ იხეირა. კარიერა 2002 წელს დაამთავრა გინგამში. ნაკრების ღირსება სულ 14-ჯერ დაიცვა და მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. 2009 წლის ოქტომბერში ინგლისურმა გაზეთმა ,დეილი მეილმა’ თავისებური ვერსია გამოაქვეყნა 50 ყველაზე ცუდი ფორვარდისა, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ და გივარში სიის სათვეში N1-ად მოგვევლინა 😀 მან გაზეთს, რბილად რომ ვთქვათ სისულელე უწოდა. უფრო სწორად ასე თქვა: “It is truly a crap newspaper”, სიტყვა crap ნიშნავს – ფულს, სისულელეს, განავალს, გრეჩიხას…

8). მარკ ვილმოტსი

 

რაღაცნაირი ჯიგრიანი ფეხბურთელი იყო. დოლგენბერგში დაბადებული ნახევარმცვწლის კარიერა სენტ ტრუიდენში დაიწყო, ამას მეხელენი, სტანდარდი, შალკე, ბორდო და ბოლოს ისევ შალკე მოჰყვა. ძალიან სასარგებლო მოთამაშე გახლდათ, ფორვარდებს გვარიანად ეხმარებოდა და გოლები საკმაოდ ხშირად გაჰქონდა. ბელგიის ნაკრებში 70 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლით გამოირჩა. ითამაშა 4 მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1998 წლის მუნდიალზე გაიტანა 2, ხოლო 2002 წლისაზე 3 გოლი და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ბელგიელთა საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტნობდაც კიდეც ნაკრებს და ითამაშა ევრო 2000-ზეც. თამაშს 2003 წელს შეეშვა და მწვრთნელობა დააპირა. სენტ ტრუიდენში არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა, ამჟამად კი ეროვნულ ნაკრებში დიკ ადვოკაატის თანაშემწეა. შუალედში კი პოლიტიკაში წასვლაც მოასწრო და ბელგიაში სენატორი გახდა, მაგრამ პოლიტიკოსობაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და კრიტიკოსებიც გამოუჩდნენ, რის მერეც, გადაწყვიტა პოლიტიკოსობას შეშვებოდა. მას ეძახდნენ: ,ხარი დოლგენბერგიდან’ და ,მებრძოლი გოჭი/ღორი’ 😀

9). ფილემონ რაულ მასინგა

ფილ მასინგაც ძალიან საინტერესო და ერთგვარად ქარიზმატული ვინმე იყო. პირველ რიგში ალბათ ბარიდან უნდა გვახსოვდეს. სან ნიკოლას ბინადრები ერთი პერიოდი მილანის ინტერს თითქმის მუდამ ამწარებდნენ და მასინგა ამაში უშუალო მონაწილეობას იღებდა 😀 ძალიან სახალისო ისტორიაა მოგეხსენებათ. ,ჩიპას’ როგორც მას ეძახდნენ, სამხრეთ აფრიკის ღირსება 58-ჯერ აქვს დაცული და 18 გოლი აქვს გატანილი. მეტიც შეეძლო, მაგრამ ხშირად სხვებს ატანინებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც ბაფანა ბაფანას მაისურით შეაგდო კონგოს კარში გატანილი ბურთია, რომელმაც ფაქტობრივად გაიყვანა კიდეც სამხრეთ აფრიკა 1998 წლის მუნდიალზე. უთამაშია ლიდსშიც, სენტ გალენშიც, სალერნიტანაშიც… კარიერა ალ ვაჰდაში დაასრულა. მწვრთნელობა სცადა, მაგრამ მცირე ხნით. ბოლო ინფორმაცია, რაც მის შესახებ მოვიპოვე ის არის, რომ 10-17 წლის სამხრეთ აფრიკელ ფეხბურთელებზე მუშაობს და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტშია.

10). ნიკოს მახლასი

 ვფიქრობ, ასე თუ ისე, ყველა იცნობთ ამ ფეხბურთელს. უთამაშია შოთა არველაძესთან ერთადაც. მშვენიერი გოლეადორი იყო. საბერძნეთის ნაკრებში 1993-2002 წლებში 61-ჯერ ითამაშა და 18-ჯერ გაიტანა. ბევრი არ არის, მაგრამ მის ანგარიშზე ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთია, რომელიც მან სულ რაღაც 20 წლის ასაკში რუსეთს შეუგდო და საბერძნეთი 1994 წლის მუნდიალზე გაიყვანა. ოფი კრეტას აღზრდილმა პროფესიონალური კარიერაც ამ კლუბში დაიწყო, სადაც 6 წელი გაატარა და შემდეგ გადაბარგდა არნემის ვიტესში, რომლის რიგებშიც 1997-1998 წლების სეზონში საოცარი შედეგი ჰქონდა – 32 მატჩში 34 გოლი  და ,ოქროს ბუცი’ მოიპოვა. სულ ვიტესში 92 მატჩში 60 გოლი გაიტანა. მერე აიაქსს მიაშურა და 74 შეხვედრაში 38 ბურთით გამოირჩა. გაანათხოვრეს სევილიაში, მერე იყო ირაკლისი, ისევ ოფი კრეტა და ბოლოს აპოელი. არის ჰოლანდიის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. ასევე კვიპროსის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2008 წელს კვიპროსის თასის ფინალში აპოელმა 2:0 მოუგო ანართოსისს და ამ მატჩის მერე მახლასმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ერთი წლის შემდეგ, ოფი კრეტაში სპორტულ დირექტორად მიიწვიეს.

11. ნეილ ჯონ უეინ ქუინი

 

მისი ირლანდიური სახელია ნეილ შონ ო’ქუინი. აქვს საპატიო წოდება MBE. მისი მამა და დედის ძმები თამაშობდნენ გ(ა)ელურ ფეხბურთს და თავადაც უთამაშია. საერთოდ, საინტერესო ოჯახი ჰყავს და მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა, მის ბიოგრაფიას ცოტა დაწვრილებით თუ გაეცნობით, უკმაყოფილონი არა მგონია დარჩეთ. ბავშვობისას იყო მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალშიც. პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი კლუბი არსენალი იყო, სადაც 7 წელიწადში 67-ჯერ ითამაშა და 14 გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა ექვსწლიანი პერიოდი, 204 მატჩი და 66 გოლი მანჩესტერ სიტიში. სიტის ფანებმა მას სიმღერაც კი მიუძღვნეს “Niall Quinn’s Disco Pants”. დაბოლოს, ასევე 6 წელი სანდერლენდში, საიდანაც მე ყველაზე კარგად მახსოვს, სულ 203 მატჩი და 61 გოლი. რა დაგვავიწყებს მოკლე კომბინაციას – ,შავი კატების’ მეკარე ურტყამს მეტოქის საჯარიმოსკენ, იქ ქუინი თავით უგდებს კევინ ფილიპსს(რომელიც მალე აუცილებლად მოხვდება ჩვენს რუბრიკაში და რომელიც ძალიან მიყვარს) და ფილიპსს გააქვს გოლი, ეს იყო სანდერლნედის თამაში 😀 😀 ნაკრებისთვის ქუინი 1986 წლიდან მოყოლებული 2002 წლის ჩათვლით 92-ჯერ გაისარჯა და 21-ჯერ თავიც გამოიჩინა. 2003 წელს მიიღო Beacon Fellowship-ის პრესტიჟული ჯილდო, სამედიცინო საქმესა და ბავშვებისადმი გამოჩენილი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის. მიღებული აქვს სხვა ჯილდოებიც. თამაშს 2002 წელს შეეშვა. 2006 წელს ცოტა ხანი წვრთნიდა სანდერლენდს, მერე კი ამ კლუბის მმართველი გახდა და არცთუ ურიგოდ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

Written by 1myway1

თებერვალი 23, 2010 at 6:49 PM

უგვირგვინო მეფეები

with 10 comments

,უგვირგვინო მეფეები’ ასე ერქვა ჩემი ჭადრაკის პირველი მასწავლებლის(ნუ მეორე მისი ძმა იყო) პატარა, ბროშურასავით წიგნს, რომელიც ძალიან საყვარელი იყო და იმ პერიოდში ძალიან საჭირო და ჩვენ ასაკს შეეფერებოდა. მასში მოთხრობილი იყო იმ მოჭადრაკეების მცირე ბიოგრაფია და ცხოვრების დეტალები, რომლებმაც ამ საოცარი თამაშის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო(ძირითადად იმიტომ, რომ ძალიან ადრინდელები იყვნენ), მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს არ ატარებენ.

სამწუხაროდ ის წიგნი აღარ მაქვს, ბავშვობაში ძმააკცს ვათხოვე და მის ოჯახში შემთხვევით ჩაი გადაასხეს, მერე გაუთოვება სცადეს და სულ მოისპო 😦 არჩილას მაგის გამო რამდენიმე წელი დასცინოდა ბარნოვა, წიგნი როგორ შეიძლება ათხოვო მაგას ჩაიში ალბობენო.

სწორედ ასე მინდა დავარქვა ამ ჩანახატსაც, რომელიც რაღაც ,რუბრიკასავით’ იქნება ფეხბურთის მოყვარულთათვის(და პრინციპში არამარტო). წარმოგიდგენთ შედარებით ,ღარიბი’ კლუბების ,ისე ვერ გაქაჩულ’ ფეხბურთელებს. ძირითადად 90-იანი წლებიდან და ძირითადად თავდამსხმელებს. ასეთები ბევრნი იყვნენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს მათი გახსენება. მე ასე ხშირად ვიქცევი ხოლმე. ვინმეს შესაძლოა მათი მეფეებად(თუნდაც უგვირგვინო :D) შერაცხვა გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ არა, ფეხბურთს ასეთი ხალხიც ერთიორად ამდიდრებს და ისინი თავის ამბავში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, სწორედ მეფეები გახლდნენ მრავალი ქომაგის თვალში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველაფერი შედარებითია და შესაძლოა ბევრად უფრო წარმატებულ მოთამაშესთან(ოღონდ ბოლომდე მაინც რომ ვერ წავიდა), ბევრად უფრო უფერული ვახსენო, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხომ არ აქვს, მთლიანობაში გავაერთიანოთ ისინი ,უგვირგვინო მეფეების’ კასტაში 😛 და ვისიამოვნოთ მოგონებებით.

რადგან ათეულები მობეზრებული გვაქვს, ხოლო ფეხბურთს ერთი გუნდის მხრიდან 11 კაცი თამაშობს, იყოს თერთმეტეულები 😛
ცხადია, მიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში გავიხსენოთ ფაუსტინო ასპრილია, ჯოვანი სტტოპა, ოლაფ მარშალი, ანჯეი იუსკოვიაკი… სხვანი, სხვანი და სხვანი 🙂

ესეც პირველი 11 უგვირგვინო მეფე…

1). ვინჩენცო მონტელა


განა ოდესმე დაგვავიწყდება ლ’აეროპლანინო თავისი ცნობილი აღნიშვნით გატანილი გოლის მერე, რის გამოც მიიღო კიდეც ეს მეტსახელი? ცხადია, არა. ასეთი ფეხბურთელები არ გავიწყდება, როცა ნახავ და მათ ეპოქაში ცხოვრობ 🙂 მერე რა, რომ ისეთი ვერ გახდა, როგორც შეეძლო. ხომ მაღალი კლასის ფორვარდი იყო, მაგრამ მაინც, ბევრად მეტი შეეძლო ნამდვილად. მიუხედავად ამისა,  ამ სიაში შესაძლოა ის ყველაზე წარმატებული და ბევრზე ტიტულოვანია, მაგრამ ეს ზემოთთქმულს არ გამორიცხავს. წარმატებაცაა და წარმატებაც. იტალიის ნაკრებში სულ 20 მატჩი ჩაატრა და 3 გოლი გაიტანა. კარგად მახსოვს მისი და დელ პიეროს წყვილი რაღაც სულ სხვანაირი იყო, აი რაღაც კარგად სხვანაირი. თუმცა ბევრჯერ ერთად თამაშის საშუალება არ მიეცათ. დიდი პოსტერიც მაქვს სახლში მათი გაკრული. მონტელაც რაღაც წყნარი, საქმის კეთების მოყვარული ტიპი იყო, ზედმეტების გარეშე. გეხსომებათ, ძირითადად სულ შეცვლებზე შემოდიოდა და საბოლოოდ, იმ ფორვარდებზე მეტი გაჰქონდა, როგორც წესი, რომლებიც ძირითადში იყვნენ ხოლმე. ძალიან შედეგიანად თამაშობდა ემპოლიში, ჯენოასა და სამპდორიაში. თუმცა მისი კარიერის საუკეთესო წლები რომას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული მაჩვენებლით, საშუალოდ მატჩში იქ ნაკლები გოლი გაიტანა. საჩემპიონო წელსაც დახაზა, ძალიან დაეხმარა რომას, იმენნა ხსნასავით იყო, არ მისდის გუნდს თამაში? კაპელო შემოუშვი მონტელა… შემოვიდა – გაიტანა 😀 ძირითადშიც ხშირად უთამაშია, მახსოვს ერთხელ დამკვიდრება სცადეს, კაცს ამდენი გოლი გააქვს და სირცხვილია უკვეო. ცუდი არ იყო, მაგრამ არ გამოვიდა რა, მაინც უფრო ეფექტური შეცვლებზე იყო, არიან ასეთი ფორვარდებიც. გოლის ალღო ჰქონდა, მრავალფეროვნება და ყველაფერი. რა დამავიწყებს, ის პერიოდია რომა და ლაციო დაახლოებით თანაბარი ძალისანი რომ არიან, დაჟე ლაციო უფრო ბლატაობს, მაგრამ დერბიში სულ რომა უგებს, აი ყველგან რო უგებდა, ეგ პერიოდიც გეხსომებათ. ჰოდა ერთ დღეს დერბია და დამაგვიანდა სახლში, გიჟივით ვეცი ტელევიზორს რა ხდებამეთქი და ჩაირთო თუ არა შემოეფეთა მონტელა გაშლილი ხელებით, გოლს ზეიმობდა, მაგარი მომენტი იყო, ვიხალისე 😀
კარიერის ბოლოს მცირე ხანი ფულემსა(ინგლისელებსაც კი 😀 ეგრევე შეაყვარა თავი, ქომაგებს ევასათ) და იმავე სამპდორიაში გაატარა.
2008 წელს აეროპლანინო წავიდა 🙂
ახლა იგი 35 წლისაა და უკვე მწვრთნელობას ცდილობს. რომას 15-წლამდელ ბავშვებს მოძღვრავს, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმებია. წარმატებები ვინჩენცო.

2). მიხაელ პრეეცი
ეს

ეს ფეხბურთელი ძალიან მესიმპათიურებოდა. რაღაც ელეგანტური ტიპი იყო, და ასე თამაშსაც ცდილობდა. თავისი საქმე ნორმალურად იცოდა და არ ჰქონდა რაღაცეებზე პრეტენზია, გოლიადორობაზე კი იქაჩებოდა ხოლმე ბუნდესლიგაში, რო უყურებდი გისწორდებოდა. მისი დროინდელი ჰერტაც საკმაოდ კარგი გუნდი გახლდათ. საუკეთესო წლები სწორედ ბერლინურ კლუბში გაატარა. 1999-2000 წლებში ნაკრებიც აღირსეს. 7 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ეს იყო, და ეს, მერე შეეშვნენ. თამაშს 2003-ში დაანება თავი ამ წლიდან ჰერტას გენერალური მენეჯერია.

3). სტენლი ვიქტორ ან უბრალოდ სტენ კოლიმორი


თამაშს 2001 წელს 31 წლის ასაკში შეეშვა. დიდ წილად ტრავმების გამო. ასეთი სტილით თავდამსხმელები მიყვარს, არატიპიური ინგლისელები, არა იმდენად ტუგადუმები 😀 ფანებსაც უყვართ, მაგრამ იმ მათხოვარ კუნძულზე 😀 მარტო დაპიარებულებს სწყალობენ და ასეთები იჩაგრებიან, როგროც წესი. ერთ დროს, ბრიტანეთის უძვირფასესი მოთამაშე იყო, 1995 წელს 8,5 მილიონ გირვანქად გადავიდა  ნოტინგემ ფორესტიდან ლივერპულში. ნაკრებში 3 თამაში ჩაატარა მხოლოდ.
ერთი სახალისო ისტორია მახსენდება, ევრო 2000-ზე, მატარებელში ჩემპიონატზე მიმავალი ნაცნობი შეესწრო(და მერე სტატიაც დაწერა, არადა ინგლისის ქომაგია. სხვათა შორის, გურჯისტანში საკმაოდ ცნობილი და უბრალოდ, კარგი ადამიანი 🙂 ) ნაგავი ინგლისელი ქომაგების ლაპარაკს, აი მარტო ქალაქების დასარბევად და ჩასასკდომად, რომ მიდიან, ტიპიური ღორები რომ არიან, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ  – ვის ათამასებს ის …? კოლიმორი ხომ იქნება ,სასტავში’? ამ სტილის საუბარი ჰქონდათ, არადა სტენი 1997 წლის მერე არ გამოჩენილა ნაკრებში და მით უმეტეს, ევრო 2000-ზე მისი წასვლა გამორიცხული იყო 😀

4). დარიო დებრაი სილვა პერეირა


დარიო სილვას კარიერა დეფენსორ სპორტინგში დაიწყო, მერე იყო პენიაროლი, კალიარი, ესპანიოლი, საუკეთესო წლები მალაგაში, სევილია და ბოლოს პორტსმუთი. ურუგვაის ნაკრების მუდმივი წევრიც გახლდათ. 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში ავტოავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ მოეჭრათ. შემდეგ, იტალიაში შეუკვეთა ფეხის პროთეზი, რათა მაქსიმალურად თავისუფლად ემოძრავა. იმედია, ახლა კარგად არის.

ესეც იყოს, დასაფასებელია და აღსანიშნავი რამაა 🙂
On October 6, 2006, news reports suggested that Silva was offered a job as a football pundit in his native Uruguay. However, pending the success of his prosthesis, he has expressed a desire to return to the game as a player coach.

In November 2006, the British newspaper Daily Mail reported that Silva aimed to make the 2012 Olympics as a rower.

Dario Silva took the pitch again on January 13, 2009 after a 3 year absence, taking part in a charity match between Uruguay XI and the Argentina XI for the “Fundación Niños con Alas” (Winged Children Foundation). Showing he still has it he not only played but stepped up to score a penalty. A number of scouts regularly attend matches and speculation mounts on a spectacular and unexpected return to professional football in the U.S.A. MLS League. He has been recently linked with a return to football with a whole host of American and Australian sides linked, he has believed to have been on trial at MLS side Toronto FC in December 2008.

5). ხულიო სეზარ დელი ვალდესი


იგი კალიარიში და პსჟ-შიც იყო, მაგრამ უკეთ ესპანეთიდან გვახსოვს, კერძოდ რეალ ოვიედოდან და მერე, მალაგადან. მე ოვიედოდან ვუყურებდი. ეს პანამელი მშვენიერი ფორვარდი იყო, ეფექტური გოლებიც გაჰქონდა ხანდახან. სანამ შეძლო გააჩერა ოვიედო ლა ლიგაში. რა დამავიწყებს ოვიედოს უცნაურ ფორმას, გეგონებოდა, ბომჟების გადაგდებული სამოსიაო 😀 თავისებურად მიმზიდველი გუნდი იყო მაინც და გული მწყდება რო ძაან ჩაბანძდა მას მერე. ხულიო სეზარის  ტყუპისცალი ხორხე ლუისი ასევე ცნობილი თავდამსხმელი იყო, უბრალოდ ევროპაში არასადროს უთამაშია. როგორც ტყუპებს შეეფერებათ, კარიერაც ერთად 2006 წელს დაასრულეს.

6). მარტინ მაქსი


იგი კიდევ ერთი პოლონეთში დაბადებული გერმანელი ფორვარდია. შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა გლადბახში, შალკეში, მიუნხენ 1860-სა და ჰანზაში. ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი(2000,2002), ფანების დიდი ნაწილი კატეგორიულად ითხოვდა მის ნაკრებში მიწვევას, მაგრამ ნაციონალმანშაფტში, ოდენ ერთი თამაში აღირსეს 2002 წელს. საერთოდ გერმანიაში უცნაური ჩვევა აქვთ, ბუნდესლიგაში თითქმის სულ არიან ასეთი მუდამ ,გამტანი’ თავდამსხმელები, მაგრამ მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ამოჩემებულ მოთამაშეებზე აკეთებენ აქცენტს. ბუცები ლურსმანზე მაქსმა 2004 წელს ჩამოჰკიდა.

7). ფილიპო მანიერო


მისი კარიერა პადოვაში დაიწყო. ცოტა ხანი იყო პარმაში, მილანში, ტორინოში, სამპდორიაში, არალანტაში და ასე შემდეგ, ბევრი კლუბი ჰყავს გამოცვლილი. თუმცა მე ყველაზე უკეთ ვენეციადან მახსოვს. ფორვარდისთვის საჭირო გოლის ალღო ჰქონდა, რაღაცნაირი ჯიუტი და ,ნაგლი’ ტიპი იყო, თან გოლს ისე ემოციურად და სხვანაირი ღრიალით აღნიშნავდა გიჟდებოდნენ ქომაგები. ბოლოსრ აც ვენეციამ სერია ა-ში გაძლო, დიდ წილად მისი დამსახურება იყო. კარიერა ოფიციალურად 2007 წელს დაასრულა. თავის დროზე იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩიც აქვს ჩატარებული.

8). მიხაელ ალექსანდრ მოლსი


ეს ამსტერდამელი სასწაული ფორვარდი და დიდად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა რაღაცნაირი კაი ტიპი იყო. გოლებიც ბევრი თუ არა, საკმაოდ გაჰქონდა და ხშირად სასარგებლო გახლდათ. აიაქსის აღზრდილს პირველი გამორჩეული შედეგი ტვენტეში ჰქონდა. ჩვენ ყველაზე უკეთ იგი რეინჯერსიდან გვახსოვს, სადაც შოთა არველაძის მეწყვილე იყო. გლაზგოელებთან ერთად არაერთი ტიტულიც მოიგო. კარიერა წელს ფეიენროორდში დაასრულა. წინა წელს კი როტერდამელთა რიგებში ჰოლანდიის თასი მოიპოვა. ჰოლანდიის ნაკრებსი მხოლოდ 6-ჯერ გამიძახეს

9). ლიუკ ნილისი


ამ ბელგიელი თავდამსხმელის კარიერა იმ კლუბში დაიწყო, რომელსაც რასინგ გენკის სახელით ვიცნობთ. თუმცა მისი მთავარი და გამორჩეული პერიოდი ბრიუსელის ანდერლეხტსა და პსვ ეინდჰოვენს უკავშირდება 🙂 სწორედ ამ ორ კლუბში იყო ნამდვილი ნილის და ჩვენც აქედან გვახსოვს. კარიერის მიწურულს 3 მატში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო ასტონ ვილას რიგებში. თუმცა იფსვიჩთან მატჩში მეკარე რიჩარდ რაიტთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა და ნაადრევად წასვლა მოუხდა, ეს 2000 წელს მოხდა.  მაშინ მის ამბებს ძალიან განვიცდიდი მახსოვს. ბელგიის ნაკრებში 1988-2000 წლის პერიოდში 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

10). (ენ)ტონი იებოა


ნუ როგორ შეიძლება ტონი იებოა არ გვახსოვდეს 😀 ამ საკმარისად ქარიზმატულმა განელმა 90-იანებში შემოირბინა გერმანია… ზაარბრიუკენი,  აინტრახტი, ჰამბურგი… შუალედში ლიდსშიც გახლდათ. თან ყველა ამ კლუბში გვარიანი შედეგიანობით გამოირჩეოდა. კარიერა 2002 წელს ალ იტიჰადში დაასრულა. განის ნაკრებში მისი მონაგარი 59 შეხვედრაში 29 ბურთია. 2008 წლიდან განური ,რამე’ ბოჩემ ჩელსის მენეჯერი ყოფილა.

11). მუსტაფა ქემალ ,მაზი’ იზეტი


ეს ინგლისში დაბადებული თურქი, ფორვარდი არ ყოფილა, ნახევარმცველი გახლდათ, მაგრამ ხშირად სასარგებლო შეტევაში. საგოლე პასები იცოდა და საკმაოდ დახვეწილი მოთამაშე იყო. მისი პოსტერიც კიდია ჩემ ჯადოსნურ ოთახში 😀 😀 ერთ-ერთი პირველი თურქი გახლდათ, ვინც შემოიჭრა ჩემი თაობის საფეხბურთო ცხოვრებაში. ჩელსის ახალგაზრდულ გუნდში კი იყო, მაგრამ ლონდონელთა რიგებში ვერაფრით დამკვიდრდა. მისი ყველაზე გამორჩეული და დიდი ნაწილი ლესტერ სიტის უკავშირდება. როცა ეს გუნდი პრემიერლიგაში დამკვიდრებული გახლდათ. სხვათა შორის, მომენატრა ლესტერი, მაგათაც თავისებური ეშხი ჰქონდათ. ფეხბურთიდან 2006 წელს წავიდა, ბოლოს ბირმინგემში ირიცხებოდა. ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელია მისი უმცროსი ძმა ქემალიც ,მაგრამ ნაკლებად წარმატებული. იგი დღემდე პირველლიგელ კოლჩესტერში ირიცხება, ამპლუით ასევე ნახევარმცველია.

პ.ს.
აი ასე, ნოსტალგიაც მცირედით გაქარწყლდა 😀 ან პირიქით გაღვივდა 😀 სხვების გახსენებაც მოგვინდა, თან ძალიან ბევრია გასახსენებელი 🙂

მე სულ ასე ვიქცევი, მეგობრებთან ერთადაც, უცნობ ხალხთანაც, ფეხბურთზე, რომ დაელაპარაკები და თუ შეატყობ, რომ ასე თუ ისე ჩახედულია.

ამიტომ, არის ეს ზესპორტი, ხელოვნებაა ფაქტობრივად 😛 ფეხბურთი დაასრებიდან აღარ არის უბრალოდ თამაში, ის ბევრად მეტია.
ფეხბურთი ცხოვრების წესია!

Written by 1myway1

დეკემბერი 25, 2009 at 11:23 AM

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა

with 8 comments


ხო, ქართულად, გამართულად და სწორად ამ პროცედურას წილისყრა ეწოდება წ-ი-ლ-ი-ს-ყ-რ-ა და არა კენჭისყრა 😛 თუმცა ისიც გავითავისეთ და უმეტესობა ისე ამბობს(ვამბობთ), მაგრამ მე მაინც ვცდილობ წილისყრა ვთქვა და დავწერო ხოლმე, ასე მასწავლეს სარბიელში და რა ვქნა )))

მოკლედ, ხო თითქოს არაფერია ეს წილისყრა(არაფერი როგორ არ არის, ნუ ხო ხვდებით, უბრალოდ გუნდების განაწილებაა და მთავარი წინ არის), ხო გამოვილილი მაქვს უკვე არაერთი და პატარაც ხომ აღარ ვარ, მაგრამ ბავშვივით ვხტუანობდი პერიოდულად  და დებილი ბავშვივით ტაშს ვუკრავდი ხოლმე 😀 😀 ნუ თან ვიგინებოდი და რაღაც უხამსობებს ვიძახდი 😛
მაინც დიდი ემოცია აქვს და ინტერესი ამ პროცედურას და სასტიკად ნერვებზე მოქმედებს, როგორც ყოველთვის, უაზრო გაწელილი ლაპარაკი, იძულებული რო ხარ ელოდო როდის დაიწყება უშუალოდ წილისყრა.

როგორც ხშირად ხდება, იტალიის და იუვენტუსის მეტოქეებს ვიცნობ ხოლმე მაქსიმალური სიზუსტით, ვგრძნობ რა 😀 ახლაც ასე იყო, ერთი გუნდი შემეშალა მარტო. იტალიის(და იუვეს) ბედიდან გამომდინარე, მეგონა ბოლოს პორტუგალია ჩვენთან მოხვდებოდა, მაგრამ… კაია, რომ შევცდი. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, უკეთესი ჯგუფიც შეიძლებოდა, მაგრამ ბევრად უარესები შეგვხვედრია და წესით უნდა გავიდეთ. გართულებების გარეშეო ვერ ვიტყვი, რადგან იტალიას ვინც არ უნდა ჰყავდეს, ჯგუფში სულ უჭირს. თანაც არცერთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ნუ ახალი ზელანდიის გარდა. პარაგვაიმ როგორც ითამაშა შესარჩევი ფეხბურთის ცოტა მცოდნეებმა მაინც იცით და სლოვაკეთი კიდევ ძალიან ორგანიზებული გუნდია, ჩემი სიმპათია მარეკ ჰამშიკი გაგვაწამებს ალბათ. ყველაზე მძიმე მატჩს სწორედ სლოვაკებთან ველი და არა პარაგვაისთან. თუმცა სლოვაკების გამოუცდელობის იმედი მაქვს.

როგორც ასეთი, აფრიკის ფანი არ ვარ, მაგრამ არც საწინააღმდეგო მაქვს რამე. როგორც კი გადწყდა სამხრეთ აფრიკაში იქნება ჩემპიონატიო, იმის მერე ოცნება გამიხდა, მეთქი პირველი ჩემპიონატი, რომელსაც დავესწრები ეგ იქნებათქო. თუმცა მაინცდამაინც ახლა მაქვს ცხოვრებაში არამარტო ფინანსურად, ძალიან რთული ვითარება, ნუ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსებია ცხადია. არადა, ყველა მატჩს სულ არ დაესწრებოდა კაცი და თავსაც გაიტანდა იქ როგორმე, მთავარი ჩასვლა იყო. სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხებ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა კიდევ 😀
უბრალოდ, ვიცი, რომ სულ სხვა ატმოსფერო და ძალიან მაგარი ჩემპიონატი იქნება. იქაური აურა და პონტები, მოკლედ მაგარი იქნება 🙂

უკვე იგრძნობა, რომ აფრიკაში იქნება ჩემპიონატი ალალი ხალხია რა… აგერ ადგნენ და არაფერი არ იხიმანდრეს, თითქმის ყველა მასპინძელი ხიმანდრობს ხოლმე. წილისყრა ჩაატარეს სუფთად, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ სამხრეთ აფრიკას შეხვდა ძალიან რთული ჯგუფი. ეს დაფასებას და სიმპათიას იმსახურებს 🙂 მე ვუქომაგებ ბაფანა-ბაფანას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში ორი ჩემი სიმპათია ურუგვაი და მექსიკაც არიან. ნუ საფრანგეთის აქ მოხვედრამ, რეალური სიკვდილის ჯგუფი აგვარიდა. ფრანგები დიდ წილად საეჭვოდ და უსამართლოდ გავიდნენ, ამიტომ დაეტიონ ამჯერად ადგილზე 😛

რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა G ჯგუფი სიკვდილისააო, მთლად ასეც არ არის კი წააგავს სიკვდილის ჯგუფს, მაგრამ ჩრდ. კორეის იქ ყოფნა ცოტა ამსუბუქებს ვითარებას. წამოიდგინეთ კორეის ნაცვლად აშშ, მექსიკა, დანია, შვეიცარია, თუნდაც ავსტრალია… რომ ყოფილიყვნენ აი მერე რეალური სიკვდილის ჯგუფი იქნებოდა. თუმცა ახლაც ძალიან საინტერესო ქვეჯგუფია ცხადია და პაპუასებს გვარიანი ოფლისღვრა მოუწევთ. თუმცა მაინც არამარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებად მოვიაზრებ მათ, სამწუხაროდ. არა უშავს, მაინც მოვუგრიხავთ კისერს, ნებისმიერი გახდეს პაპუასების და ინგლისის გრადა 😛

მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი ჯაჯგურა ჯგუფებია A, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და D – გერმანია, ავსტრალია, სერბეთი, განა. წესით თითქმის ყველა მატჩი ამ ჯგუფებში საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგი ფეხბურთი, დაძაბულობა… და მოკლედ მაგარია რა 😀

დანარჩენი ჯგუფები მეტ-ნაკლებად თანაბარია. არ ვეთანხმები არც იმ მოსაზრებას, რომ H ჯგუფი ყველაზე სუსტია. თუმცა ესპანეთს მთლიანობაში გაუმართლა.
აი ინგლისთან ალჟირის ნაცვლად ვინმე დადებულიყო ნორმა, შესაძლოა იქვე აეტირებინათ ეგ მათხოვრები 😛 თუმცა არა უშავს. კაპელოსი მეშინია ისე, კლიმაქსი აქვს, მაგრამ კლიმაქსიანის ხელშიც ძალიან სახიფათო გუნდია (არა უშავს, პორტუგალია დაიჭერს და პენალტებით მოუგებს 😀 :D)

მოკლედ, კმაყოფილი დავრჩი, მიყვარს ასეთი სამართლიანი წილისყრა, რაც იშვიათობაა. მთავარი ბრძოლები პლეი ოფებში იქნება, ხომ წარმოგიდეგნიათ რა გველის… 🙂 ეს 6 თვე და რამდენიმე დღე მალე გაირბენს და დაიწყებააა! 😉

Written by 1myway1

დეკემბერი 4, 2009 at 7:47 PM

ცრემლები, კინო და ფეხბურთი

with 15 comments

გავიგე, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგადად ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, ისიცაა, რომ ქალები მეტს ტირიან. ცრემლს კი თურმე ორგანიზმიდან უარყოფითი რაღაცეები გამოაქვს. ამიტომ, მეგობრებო მთლად გურჯებიც ნუ იქნებით – კაცს ტირილი არ შეჰფერის და ,პასპორტი მანახე მამა’ დვიჟენიები. ეს ისე… მოკლედ გინდა ცუდი რაღაცეები გამოჰქონდეს და გინდა ცხოვრებას ახანგრძლივებდეს, ცრემლი დამშრალი მეგონა, იმდენი ხანი აღარ მეტირა და არც მიტირია მამენტ. ნუ არ მახსოვს, სადღაც ერთი თვის, თვენახევრის წინ, ძაან მთვრალზე და ნერვებზე, რაღაცაზე ვიბღავლე, ტირილი არ ერქვა მაგას, რო მახსენდება რაზე, მრცხვენია 😀 თუმცა ალბათ საერთო პრობლემების ნაზავი იყო და ეგ ამბავი, უბრალოდ გვირგვინად მოევლინა, თან პიანი ბაზარი. მოკლედ ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, უმძიმეს სიტუაციებშიც კი ცრემლი აღარ გადმომდიოდა, ხშირად ბურთი რო მოგაწვება ყელში და რო ჩაყლაპავ, ხშირად თითქოს ცრემლი მოგდის, მაგრამ არა რა, აღარ შვებოდა, ალბათ ძაან რკინის გავხდი და ის ცოტახნისწინანდელი ამბავი კარგიცაა რაღაც მომენტში. ჰოდა ყრმა ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, ვტიროდი ძირითადად ორ რამეზე: კინო და ფეხბურთი. ეს ორი რამე ახლაც ჩემი ცხოვრების უდიდესი და უმთავრესი ნაწილია, იმ სხვაობით, რომ ახლა აღარ და ვეღარ ვტირი 😀 ასე ნელნელა მივადექით თემასაც.

ნუ პირველად იყო… ცხადია ფეხბურთი 😀 არ მრცხვენია და ადრეც მითქვამს, რომ სულ პირველად, ჯერ არაფრის აზრზე რომ არ ვიყავი გადავწყვიტე გერმანიის ნაკრებისთვის მექომაგა. არ მრცხვენია იმიტომ, რომ ეს ნაცია ახლაც მომწონს, მაგრამ ფეხბურთში ჩემთვის მხოლოდ ერთი სიწმინდეა და მაგ პონტში ცოტა მრცხვენია, იტალია თავიდანვე, რომ ვერ შევნიშნე 😀 უბრალოდ მაშინ, სად იყო თამაშების თავისუფალი გადმოცემა და ა.შ. მეცხრე ბლოკის ეპოქაა. ჰოდა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე(ეს მსოფლიო ჩემთვის პირველი იყო და თავის პონტში დაუვიწყარი) გერმანია ხვდება ბულგარეთს. გერმანია უდავო ფავორიტია, იქ არის გაბურძგნული რუდი ფიოლერი, ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი და ვინ მოთვლის, ვარსკვლავები და ნაღდი ფრიცები, მებრძოლები. გერმანია იგებს და თითქოს ყველაფერი კარგადაა… თუმცა უცებ ბულგარელებს 3-4 წუთში ორი გოლი გააქვთ, ყველაზე მტკივნეული სტოიჩკოვის კი არა, ლეჩკოვის გოლია, ვიღაც უშნო პოსლიკა თავით უტანს გერმანიას და 2:1… დრო კიდევ არის, მე ბავშვურად ვნერვიულობ, რადგან ბებიაჩემის დაქალთან ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, ბიჭები, კაცები, გოგოები და მისი ქალიშვილი გაბრწყინებული თვალებით მიყურებს, შუბლზე აწერია ,აი ხო აგებს შენი გერმანია’. იქმნება საკამათო მომენტი, მერე სახიფათო ეპიზოდი, მაგრამ არა, საფინალო სასტვენი და გერმანია გავარდა! და ბებიაჩემის დაქალის შვილმა გულიანი ხარხარი დაიწყო, რასაც ჰქვია ხარხარი, მე კიდე 9 წლის ვირმა დავაღე პირი, ბებიაჩემს ჩავეხუტე და ვაღვარღვარე ცრემლები 😀 ეს იყო პირველი სერიოზული ტირილი და პირველი კომბინაცია ცრემლს+ფეხბურთი.

  

მეორემაც არ დაახანა, ბულგარეთი უკვე მძულს და ცხადია, ნახევარფინალში ვქომაგობ იტალიას, იტალიის თამაშს სრულად მაშინ ვუყურებ და მომენტალურად ვიხიბლები და ვინუსხები 😀 ვხედავ ცხენისკუდა რობერტო ბაჯოს, რომელსაც უცებ გააქვს ორი გოლი. ვხედავ, როგორ განგებ აშავებენ მყრალი ბულგარელები, მყრალი, მაგრამ სასწაულად მაგარი ხრისტო სტოიჩკოვის თამადობით ბაჯოს და ბულგარეთი მომენტალურად ეწერება ჩემს საძულველ სიაში(რომელშიც უკვე არის ბრაზილია და შემდგომში პირველ ადგილს ინგლისი იკავებს 😀 ბულგარეთი კი დღეს აღარ მეზიზღება მამენტ, ვაპატიე :D). დაძაბული ბრძოლის მიუხედავად იტალიამ მოიგო, იტალია ფინალშია!

მეორე ფინალისტი სამწუხაროდ ბრაზილიაა, რომელმაც ჯერ ჰოლანდიის მერე კი შვედეთის ძალიან სიმპათიური ნაკრებები გაუყენა თავისი პაპუასობებით გზას და ფინალში მოვიდა. მატჩი კლასიკა, მატჩი ზემატჩი. ამჟამად მორიგ ტელევიზორიან და სინათლიან ,ტოჩკაში’ ბებიაჩემის ძმაკაცთან ვართ, სადაც ასევე ბევრი ხალხია, მეზობლები, მეგობრები, კლასელები და რავი. აბსოლუტურად ყველა ბრაზილიაა და რამე რო ვთქვა ერთ ლუკმად არ ვეყოფი იქ ხალხს. თუმცა მე ჩემსას ვახურებ (თან პროტივზე დადგომის ლეგენდარული მომენტი იჩენს თავს და…). გარდა ამისა, ვხედავ, უკვე ვგრძნობ, ვიგებ, ვიჭერ და რავი… იტალიის მუღამს. საოცრად ემოციური, რაღაც სხვა ხიბლის და სილამაზის ხალხი, მომწამლეს უცებ 😀 თამაში დიდი ვერაფერი, დაძაბული, არც ისე სანახაობრივი, მაგრამ ფეხბურთი მაგითაც მაგარია, ფეხბურთი ფეხბურთია… მორჩა ძირითადი დრო 0:0. მოვიდა მტანჯველი დამატებითი დრო, არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ბრაზილიის შემადგენლობაში ცვლილებაა – შემოდის ვინმე ვიოლა. ნუ იქ ყველა ფსევდო ზნატოკი იყო, იმ მომენტში ჩემი ჩათვლითაც 😛 და არავინ არ იცოდა ვინ არის ეს ვიოლა. ნუ დიდი და საცნობი სიმართლე ითქვას არც არავინ იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ვიოლა ყველაზე მაგარი კაცია. თამაზი იწყებს გაუთავებელ ყმუილს, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ ,გვიშველე ვიოლა, ვიოლა გვიშველე…’ ეს იმდენად კომიკურია, მიუხედავად დაძაბულობისა, რომ მეც კი მეცინება. ცხადია, ვიოლა ვერაფერს ვერ ცვლის და მოდის ყველაზე დიდი ნერვების თამაში და ,საფეხბურთო ლატარიად’ წოდებული პენალტების სერია. იტალიამ გამაზა, უკვე ცუდად ვარ 😦 მაგრამ მაზავს ბრაზილიაც 🙂 გააქვს იტალიას, გააქვს ბრაზილიასაც, ისევ გააქვს იტალიას, ისევ გააქვს ბრაზილიასაც. სხვათა შორის, ერთ-ერთი გოლის ავტორის ალბერიჯო ევანის, სახე არც დარტყმამდე და არც დარტყმის მერე არასდროს არ დამავიწყდება 🙂 თუმცა რატო მოხვდა ეს კაცი ისე მაშინ ნაკრებში ცალკე თემაა 😀 და აი… კიდევ ერთი(ევანიზე ნაკლებად, მაგრამ მაინც) უგადაიკა, დანიელე მასარო მიდის ბურთთან და მაზავს 😦 ახლა, უკვე ამდენი ხნის გამოცდილს ეს მომენტი რო შემქმნოდა, ეგრევე ვიტყოდი, მორჩა, იტალიამ წააგო 🙂 ხო ვიცი ხასიათი, სიტუაცია, ყველაფერი… მაგრამ არა, მაშინ ბავშვი ვარ, ყველაფერი ახალია და ჯერ კიდევ მაქვს იმედი… ცხადია, ყოვლად პოხუისტ და ჰარიჰარალე პაპუასებს გააქვთ გოლი და ბურთთან მიდის რობერტო ბაჯო 🙂 ჩემი ცხოვრების კი არა, უამრავი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი… ბაჯო, რომელმაც მთელი ნაკრები ათრია ფინალამდე, პირადად გაიყვანა. ბაჯო, რომელმაც ტრავმა მიიღო ბულგარეთთან და მაინც ბოლომდე იბრძოლა, როგორც შეეძლო. ბაჯო, რომლისნაირი ფეხბურთელიც სულ რამდენიმე თუ დაბადებულა 🙂 მაგრამ მერე რა? მისი კარიერა ხო დიდებასთან ერთად სევდით იყო მოცული და იტალია ხო ასეთი ქვეყანაა(ამითაც წააგავს საქართველოს), რომ უცებ გივიწყებენ ან რაღაცას ამოგიჩხრიკავენ, ამოგიჩემებენ და მროჩა მერე… კომენტატორის შეძახილი ბაჯო.. გამორბენი და ბურთი ხარიხას გადასცდა, რობი ეცემა მიწაზე და ხელებს იფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაჯოს გარდა პენალტები ბარეზიმ და მასარომ ვერ გამოიყენეს, ცხადია, მთელი ჯოხი რობიზე უნდა გადატყდეს, დანარჩენს ყელა ივიწყებს… თუმცა ეგ სხვა თემაა და… პაპუასები ზეიმობენ, ღრიანცელია ოთახშიც. ბებიაჩემიც ბრაზილია ქომაგობდა(მაგის ქომაგობა არ გაიშვას და იმათიც, მაგრამ მაინც :D) მე კი ვხედავ, როგორც ამშვიდებენ ბაჯოს, როგორი აცრემლებულია დემეტრიო ალბერტინი, რამხელა სევდაა იტალიელების თავლებში და ცხადია, მეც ავფლუკუნდი 😀 მამშვიდებს ბებიაჩები – კარგი რა დედიკო, შენ ხო უკვე დიდი ბიჭი ხარ… მაშინ ჯერ არ ვიცი, რომ როცა ბებია სიტყვა ,დედიკოს’ მეუბნება ე.ი. რაღაც აფერისტობას აქვს ადგილი… მაგრამ მაინც ვხვდები, რომ მაბოლებს რაღაცას და ვაგრძელებ ფლუკუნს… ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისე არ მიტირია, როგროც გერმანიის წაგების მერე 😀

ასე ჩაუყარა ჩემს დიდ ემოციებს საფუძველი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა 😀 ამის შედმეგ, ვნახე იტალიის თამაშები კიდევ, უკვე იუვენტუსი და ალესანდრო დელ პიერო (ჩემი მთავარი და სამუდამო კუმირი :D) გავიცანი და ეს ქვეყანა თავის ყველაფრით ჩემთვის განუყრელი და შეუდარებელი გახდა. შემდეგ უკვე მოვიდა კინემატოგრაფიის დრო. ცხადია, პირველი ტირილი კინოს გამო, ისეთივე გულუბრყვილო და ალალი იყო, როგორც გერმანიის გამო ბულგარეთთან მარცხის მერე 🙂 ეს გახლდათ, ძველი ფილმი ,ანა და მეფე’ თუ არ ვცდები ასე ჰქვია, მოკლედ ხვდებით რა ფილმზეც ვამბობ 🙂 მას მერე არც მინახავს და დასაქაჩია, ამ გახსენებაზე 😀 იქ რო არკაში ჯუჯას კლავენ, იმ მომენტზე ისე ვიბღავლე რო რავი, ძლივს გამაჩერეს დედაჩემმა და ბებიაჩემმა და მერე მომატყუეს, ეგ აღარ ჩანსო მაქო თორე გადარჩა ეგ ჯუჯაო და მეც დავბოლდი, იდიოტი 😀 თორე ის ჯუჯა ისე დამევასა ისტერიკა მქონდა.

აი ცოტა რო წამოვიზარდე, პირველი სერიოზული ცრემლები და ბურთები 😀 ფილმზე იყო, როცა ვნახე მანიაკალური კლინტ ისტვუდის ,სრულყოფილი სამყარო’ (A Perfect World) 🙂 საერთოდ ამ არადამიანურად ნიჭიერ ადამიანს, საოცარი ფილმების გაკეთება და გრძნობებზე თამაში შეუძლია(მამა ევროპულ კინოებსაც კი უჭირთ ხანდახან ჩემ გრძნობებზე ასე ჯირითი). იმ მომენტში როცა კევინ კოსთნერს ის ვიღაც კვერცხი აბსოლუტურად ტყუილად ესვრის ვინტოვკიდან კინაღამ გავგიჟდი 🙂 ხო, ისე, კლინტ ისტვუდს კინოს ფრანც ბეკენბაუერს ვეძახი და ვფიქრობ, ზუსტი შედარებაა 😀 ვისაც კინოც და ფეხბურთიც ესმის, მიხვდება 🙂

ცრემლი ჩამომვარდა მაშინაც, როცა ვნახე მსგავსი სცენაა ფილმში ,პროფესიონალი’. ბელმონდო მიდის და ჰკიდია რა იქნება, მიდის და რაღაც მომენტში შესაძლოა ფიქრობს კიდეც, რომ გაუშვებენ და გაფრინდება, მაგრამ… ის ცხვირმონგრეული კრეტინი 😀 ადგება და ესვრის 🙂 რა რა და კინო ნამდვილად უამრავი მაქვს ნანახი, მაგრამ მეტ ფილმზე, როგორც ასეთი არ მიტირია არცერთზე(თუ გამომრჩა, რაც არა მგონია, მაქსიმუმ ერთი-ორი იყოს და გამახსენდება). აი ჟრუანტელი რო დაგივლის და ,ის ლეგენდარული ბურთები’ მოგაწვება და ტირილს რო აღარაფერი უკლია, ეგეთი მომენტები, რამდენიც გინდათ. დიადი ფილმების მეტი რა არის, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ 😉 უბრალოდ ამ სამმა ფილმა, ბავშვზე იმ მომენტში განსაკუთრებულად იმოქმედა 🙂

8-9 წლის მერე ანუ რაც წამოვიზარდე. კინოს და ფეხბურთის გარდა, მხოლოდ ორი მიზეზით ვიტირე. არც გალახვისას, არც დასჯისას, არც კლასელის გარდაცვალებისას, არც ძმაკაცის გარდაცვალებისას, თუმცა ცრემლი ჩამომვვარდა ლადოზეც და ბაბუაჩემზეც, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვტიროდი, რასაც ტირილი ჰქვია )) ეს ორი შემთხვევა იყო…

1. როცა უპატრონო ძაღლების საწინააღმდეგოდ მიმართული ერთ-ერთი რეიდისას ჩვენ ქუჩასაც მოადგნენ. ნუ უპატრონო ძაღლები რო საშიშები არიან და რაციონალური გზები უნდა ვეძებოთ, ეს გვერდზე გადავდოთ, გასათვალისწინებელია, რომ ძაღლები მიყვარს და ვარ პატარა 😀 მოკლედ დაერივნენ ამ ძაღლებს, თან ძაან ქვის ხანაა მაშინ და ესვრიან რა, სავარუდოდ იქვე კლავენ, არა მგონია აძინებდნენ და რამე… მოკლედ, ერთი ძაღლი ცდილობს კაი ხანი თავის დაღწევას და ღრიანცელია ქუჩაზე დიდი. ზემოდან ერთმა ქალმა, რომელსაც ჰყავს ძაღლი, ბოთლი ესროლა ამ კაცებს 😀 მაინც არ მიდიან და უცებ გავდივარ აივანზე და ასეთი სურათია – მანქანის ფანრები მინათებულია ბეტონებზე, ძაღლი მიმწყვდეულია და როჟამ დაუმიზნა და ბაახ ეგრევე, წკმუტუნი გზაში შეუწყდა ძაღლს. მაგაზე რო მოვრთე ბღავილი 😀 ათასი სახის კაპლი დამალევინეს, სასტიკად შემეცოდა ის ძაღლი და თან უკვე გინებები მქონდა დამუღამებული, ძაან ვესიყვარულე იმ კაცებს აქედან, ძლივს გამაკავეს 😀 ცუდად მახსოვს ეს ისტორია

2. კი უკვე ცოლიანი კაცი ვიყავი 😀 ჩემს ყოფილ ცოლთან ერთად თეატრში გახლდით, ალბათ სადღაც 2,5-წ წლის წინ სპექტაკლზე ,ძმები’. ნუ ესეც კინოს უკავშირდება გარკვეულ წილად, მოგეხსენებათ ,როკო და მისი ძმების’ სიუჟეტზეა აგებული. ჰოდა ჯერ ხო სულ ნერვების თამაშია, თან ახლო ჩემთან, იქ თემები და რაღაცეები და მერე, ბოლოს ნიკო გომელაური ამ თავისი ტემბრით რო იღრიალებს და ხელებს რო აწევენ მაღლა, მოკლედ ვისაც ნანახი გაქვთ მიხვდებით… მაქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი და ჩამომვარდა რამდენიმე ცრემლი, ვიტაცე ცხვირსახოცი და 2-3 წუთში ფორმაში ვიყავი 😀

გავაგრძელოთ ჩემი ,ტირილების ქრონიკები’ და დავუბრუნდეთ თემას ,ფეხბურთი’ და წავიდეთ ნელნელა დასასრულისკენ 🙂 შემდეგი ცრემლი გახლდათ 1996 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე, ურთულესი ჯგუფიდან(რომლიდანაც შედგა კიდეც მერე ფინალი), ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული იტალია ვერ გავიდა და ეს მრავალმა მიზეზმა და დამთხვევამ გამოიწვია სამწუხაროდ. გარდა ამისა, იყო შიდა პრობლემაც, არიგო საკის უცნაური ახირებები და ნაკრების უცნაური შემადგენლობა, ნუ ესეც ცალკე თემაა. გადამწყვეტი თამაში იყო ჯგუფურის ბოლო ტურში გერმანია-იტალია. გერმანია ფაქტობრივად უკვე შემდეგ ეტაპზეა, იტალიას კი მოგება სჭირდება. ამ თამაშსაც იქ ვუყურე, აი სადაც გერმანიის მარცხი ვნახე ბულგარეთთან 😀 ახლა ვაპრიკოლებ რო ეგ ადგილი მაგარი თარსი იყო 😀 თუმცა აღარ მემუქრება იქ არაფრის ნახვა, მრავალი მიზეზის გამო 😀 ახლაც ვერ ვხვდები თუ როგორ ვერ მოიგო იტალიამ ის თამაში, პირველად რეალურად მაშინ შევიგრძენი რა არის ,უსამართლობა ფეხბურთში’ და სულ პატარობიდანვე ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტანდი და შესაბამისად ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ჩემი ტირილიც ხანმოკლე იყო და ბრაზში გადადიოდა. ძალიან აჯობა იტალიამ, პენალტი რო დაინიშნა მეთქი როგორც იქნა, ახლა მაინც გაიტანენთქო და ჯანფრანკო ძოლას დარტყმული საოცარმა ანდრეას კეპკემ(ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარა მაშინ) მოიგერია, კიდევ კაზირაგის გამოუღო არნახული ბურთი და მოკლედ დაიჩაგრა და არ გაუმართლა იტალიას. ფინალში გერმანელთა მოგება მაინც გამიხარდა, თუმცა ჩეხეთი უსიმპათიურესი და უკარგესი ნაკრებიც შემეცოდა. ისე ფინალს უკვე მოდუნებული ვუყურე დიდი აზრი აღარ ჰქონდა, მთავარი იყო, მათხოვარი ინგლის ვეღარ გახდებოდა 😀 😀 არა არა, ახლა სხვა თამაშების გახსენება არ გვინდა, თორემ უფრო როლებში შევალ 😀 სხვა დროს იყოს.

 მოვიდა 1997 წელიც და ჩინებული იუვენტუსი ხვდება ერთი შეხედვით ბევრად უსახურ, მაგრამ მებრძოლ დორტმუნდის ბორუსიას. ლიგის ფინალია და მეც ომახიანად ვარ, იუვენტუსი ფავორიტია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ იუვენტუსი როცა ფავორიტია… ყველაფერი ასე მარტივად არ არის 😀 10-დან 9-ჯერ აგებს 😀 მაინცდამაინც იმ დღეს, კარლ ჰაინც რიდლე თავს იგიჟებს და უცებ 2:0-ია იუვე აგებს. იმდენად შოკირებული ვარ, რომ არანაირი ემოცია არ მაქვს და რატომღაც ვურეკავ ჩემი ფეხბურთის მასწავლებელს, რამ დამარეკინა იმ დეგენერატთან, ვითომ რამის აზზე ყოფილიყოს ან ვაბშე რა… 😀 ჰოდა ის მეუბნება რაღაც სისულელეს, ხო ხედავ როგორ უგებს ბორუსია ,გაანძრიეს ფეხები და უგებენო’ ნუ მორჩა საუბარი მალევე და ვაგრძელებ ყურებს. იუვეს აქვს პოტენციალი, ნელნელა აწვება, ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებით შემოჰყავთ დელ პიერო და ალესანდროსაც ის დაუვიწყარი და ულამაზესი ქუსლური გოლი გააქვს, მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ და ველოდები მეორე გოლს, მაგრამ…. მინდორზე წამების შემოსული ლარს რიკენი, კონტრიერიშისას ბურთს იღებს და რატომღაც მძორივით წინ გამოსულ და დადებულ პერუცის(მაგ მომენტს ვერ ვპატიობ ანჯელოს) ლამაზად უგდებს ბურთს თავზე(და მაქვე სრულდება მისი კარიერა, რაღა იმ დღეს მოუნდა მაგასაც პერსპექტიულის და ნიჭიერის იმიჯის შექმნა). ავცრემლიანდი, მაგრამ ვიმეორებ, იმდენად შოკირებული ვიყავი მარცხით, რომ ბევრი არ თუ ვერ ვიტირე 😀 

 ჩემი ,ბოლო ორი’ ტირილი 1998 წელს იყო. ჯერ როცა იუვენტუსი ისევ ლიგის ფინალში გავიდა და ისევ ფავორიტი იყო… თან დელ პიეროს საოცარი სეზონი ჰქონდა და ყველა ელოდა, რომ ალე და კომპანია არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ მადრიდის რეალს მოუგებდა. გამოვიდა კი ისე, რომ იუვემ ფინალი(ამ გუნდის უსუსტესი წერტილი) ჩააგდოსავით, რეალს არ უჯობნია როგორც ასეთი, მაგრამ ცოტა საკამათო ეპიზოდიდან პრედრაგ მიატოვიჩის გატანილი ერთადერთი გოლი, საკმარისი აღმოჩნდა, რომ იუვეს მიჯრით მეორე ფინალი წაეგო. დელ პიერო კი ფერნანდო იერომ და ბიჭებმა მშვენივრად ამოკეტეს. გავედი შუშაბანდში და ერთი წუთნახევარი გული ვიჯერე 😀

შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც დიდი იმედით ველოდი. დელ პიერო ტრავმამოშუშებული წავიდა, მაგრამ მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებდნენ, წაიყვანეს ბაჯოც(არადა მთავარი პრობლემა ამ ორის ერთად არ თამაში იყო, რას ერჩოდნენ დაეყენებინათ, მერე რო მიხვდნენ გვიანი იყო) და მოკლედ დიდი ამბავია… ნუ ჯგუფში რომ უჭირს იტალიას უკვე მიჩვეული ვარ და მძიმე დასაწყისის მიუხედავად გუნდი გადის მეოთხედფინალში და ხვდება მასპინძელ საფრანგეთს. თამაშამდეც მოვკვდი ნერვიულობით, თამაშის მსვლელობისასაც, რადგან გახსოვთ, 0:0 დასრულდა და მოვიდა ეს წყეული პენალტები, სადაც იტალიას ყოველთვის ძაან მცირე შანსი აქვს, როგორც წესი. ჩემ ძმაკაც არჩილასთან ერთად ვუყურებდი ჩემთან და რარაცეებს კი მეუბნება აჩიკო, მაგრამ მე იქ ვარ, რასაც ჰქვია არაფერი მესმის და გიჟს ვგავარ, თან ბებიაჩემი პერიოდული შემოსვლები და ძალით დამამშვიდებელი რეპლიკები ორმაგად ნერვებზე მოქმედებს… ნუ რა მარტივია – გააქვს ზიდანს, გააქვს ბაჯოს 😀 და აი მაზავს ლიზარაზუ და უბედნიერესი ვარ, მაგრამ რად გინდა, მაზავს ალბერტინიც ::( ( ოხ, დემეტრიო ეს როგორ დავივიწყო) და მერე მეხუთე პენალტამდე ყველას გააქვს, ბურთთან მიდის ხოტორა ლუიჯი დი ბიაჯო და ხარიხა 😦 წამიერად გამიელვებს ყველა მომენტი მატჩში, გასნაკუთრებით ის, დაუვიწყარი, შეცვლაზე შესული რობი ბაჯო მარჯვენა მახვილი კუთხიდან რომ დაარტყამს და ბურთი მილიმეტრებში ჩაუვლის ბარტეზის კარს და მერე ბაჯო რო თითებით მიანიშნებს, სულ ცოტა, სულ ცოტა დამაკლდაო… 😦 ვიაზრებ, რომ არ იყო წასაგები თამაში და ორმაგად ვბრაზდები, გავდივარ ჩემ ოთახში და ვიწყებ ტირილს, თან გულით, გემრიელად, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა(იმ ყრმა ბავშვობის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით), რომ ჩემი საყავრელი გუნდის ჩემპიონობას ალალად ველოდი და თან საფუძველიც მქონდა, მშვენიერი გუნდი იყო რო რამე, იმ დროს არც სხვები ბდღვნიდნენ. შემოდის ბებიაჩემი, შემოდის არჩილა, მამშვიდებენ და ამ დროს წამოვყოფ თავს და ვამბობ ,ისტორიულ ფრაზას’ 😀 ,ახლა ვინ გააჩერებს ბრაზილიას’ 😀 აი თურმე რა მადარდებს უკვე… ნუ როგორც გაირკვა გააჩერეს 🙂 ფინალში იმავე საფრანგეთმა დაახია 3:0. ეგ, რა და როგორ უკვე ცალკე თემაა.

ასე დასრულდა ჩემი ტირილების ეპოპეა 😀 (ნუ თეატრის ამბავს და ამ თვენახევრისწინანდელს თუ თვისწინანდელ იშვიათ და შემთხვევით გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით :D) ასეთი იყო ჩემი ცრემლების ისტორია. ვინმეს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე არ იტირეო? თან დელ პიეროს ორი გამოუყენებელი მომენტის მერე(ახლაც ნერვები მეშლება ეს რომ მახსენდება), მაგრამ არა, პირიქით, ბოლო წუთზე რო გაგვითანაბრეს ფრანგებმა, სრულიად უაზროდ და დაუმსახურებლად 😛 ისტერიული სიცილი მქონდა, რადგან იქ უკვე ყველაფერი კარგად ვიცოდი და გათავისებული მყავდა იტალიაც და ზოგადად სიტუაციაც. შევეგუე და ველოდებოდი, როდის გაგვიტანდნენ დამატებით დროში 🙂 სენსაციურად პენალტებამდე რო მისულიყო საქმე, მაინც წავაგებდით, აღარ იყო იტალია იმ მატჩის გადამრჩენი, ხო ვიცი(თ)
მათი ხასიათი, გუნდმა ითამაშა, აჯობა მეტოქეს, მეტიც უნდა გაეტანა და უცებ 93+ზე… დამთავრდა აქ ეგ თამაში. ტრეზეგემ მერე ვალი კი დაგვიბრუნა ისე 😛 6 წლის მერე 😛 მაგრამ მაგ ევროს ფინალს ვერ ვინელებ, იმენნა ჩვენი მოსაგები იყო… ბარემ ორი სიტყვით, თანამასპინძელ ჰოლანდიასთან უდაძაბულესი და ურთულესი მატჩიც გავიხსენოთ. იმ გაჭირვებულების აცილებული ორი პენალტი, გაგდებული ძამბროტა, ტოლდოს არნახული თამაში. ხოლო პენალტების სერიაში იტალიის დაუჯერებელი გამარჯვება. საფეხბურთო ვიქტორინაში ჩემით მოგებული 😀 შამპანურებიდან ერთ-ერთი თითქმის მთლიანად საწყალი არჩილას ტანსაცმელზე და სახეზე იყო, ეგ მატჩი რო მორჩა 😀 არადა რა შუაში იყო, მათხოვარი ინგლისი ბალელშიკია კაცი 😀 ცხადია, კიდევ იყო, როგორც კინოზე ვთქვი, ფეხბურთშიც ურთულესი მომენტები, მაგრამ ტირილი აღარ. თუნდაც 2003 წელს, როცა ასევე ფავორიტმა იუვენტუსმა, რომელმაც მაგარი რეალი უემოციურეს თამაშში გააგდო და ვასილი უტკინის სიტყვებს რა დამავიწყებს ,ფინალ იუვენტუს-მილან, იუვენტუს პაბიდიტ!’ , ისევ წააგო, ცრემლი არ გადმომვარდნია, სამაგიეროდ მთელი ღამე თეთრად გავათენე და ლამის სასწრაფოს გამოვუძახე, გული ამოვარდნაზე მქონდა. ეგ იყო მარცხი, რომელიც ალბათ ყველაზე რთულად გადავიტანე 🙂 ყველა პონტში იუვეს ერგებოდა, ეჰჰ პაველ შენ რა გითხარი 😦

Ciao Ale 🙂

მოკლედ, ასეა თუ ისე, ცხოვრება მშვენიერია 😉 ეს პოემაც ძაან გამიგრძელდა და დროა დავასრულოთ, ეს იყო, და ეს 🙂

Fორცა იტალია! Fორცა იუვე!

გაუმარჯოს კინემატოგრაფიასა და ჭეშმარიტ გრძნობებს

პ.ს. ისე ქალები რა აფერისტები არიან აპრიკოლებთ? ჯერ ხო გვაპახავებენ, გვიყენებენ, გვაბოლებენ… მოკლედ… და მერე, მოგვიშორებენ, მოგვკლავენ თავისზე გაცილებით ადრე და პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩაიცვამენ შავებს და ფლუკუნებენ და თურმე ეგეც ცრუა, ტიპშები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ, ცრემლებით ცუდი რაღაცეები გამოაქვთ, თორე შენ ვის ახსოვხარ 😀 😀 ფარისევლები ეგენი

Written by 1myway1

ნოემბერი 20, 2009 at 11:48 PM